განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
080100117001855919
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-21-2018 წელი

№080100117001855919

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

21 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ნ---- ზ-------–---–ის,ადვოკატის – მ------ ი-----–---ის,მსჯავრდებულის – გ------- ყ-----–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა გ------- ყ-----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------- ყ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ბ----------------------------–-----–---ში, მსჯავრდებულია ქუთაი-სის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათ-ვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარ-დებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

aRwerilobiTi nawili:

გ------- ყ-----–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შე-დეგი;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, სისტე-მატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

– სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე ქ-------–----------–-----–------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- ყ-----–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე ნ---- ს------ეზე (რამოდენიმეჯერ და-არტყა ხელი კეფის არეში). ძალადობის შედეგად ნ---- ს------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2016 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე ნ---- ს------ის მიმართ განხორ-ციელებული ოჯახური ძალადობის დროს გ------- ყ-----–---–მა ასევე განახორციელა მუქარა. კერძოდ ნ---- ს------ეს დაემუქრა სიცოცხლის ხელყოფით. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ვინაიდან გ------- ყ-----–---–ი იყო აგრესიული და ამასთან ნ---- ს------ის ინფორმაციით მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი).

2017 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ-------–--------–-----–----------------------ში განთავსებულ საცხოვრებელ ბინაში გ------- ყ-----–---–მა იძალადა გ-- ჭ----–-–---–ზე (სახეში გაარტყა ხელი). ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- ყ-----–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივი-რებით, რომ ნ----მ პოლიციის თანამშრომლებს მისცა ცრუ ახსნა-განმარტება, რომ მას იარაღი ჰქონდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მისი პირადი და სახლის ჩხრე-კისას იარაღი აღმოჩენილი არ ყოფილა, აქედან ჩანს, რომ ნ---- ს------ემ პოლიციას მის-ცა ცრუ ჩვენება. ნ---- ს------ემ გაიარა სამედიცინო შემოწმება და ექსპერტიზის დასკვ-ნაში წერია, რომ მას სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. 2016 წლის 1 დეუ-კემბერს მას ნ---- ს------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც გინებაში გამოიხატა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმეორებენ მხოლოდ ნ---- ს------ის ნათქვამს. ნ---- ს------ე მას არ აძლევდა შვილების ნახვის საშუალებას, არ პასუხობდა მის ზარებს, რის გამოც გადა-წყვიტა მისი მონახულება საცხოვრებელ სახლში. ამიტომ 2017 წლის 8 თებერვალს ღამის საათებში იგი მივიდა ნ---- ს------ის საცხოვრებელ სახლში შვილების სანახავად, მაგრამ კარი არავინ გაუღო და წამოვიდა. ქუჩაში გამოსულმა ტელეფონზე ნ----სგან მიი-ღო მესიჯი და ისევ მიბრუნდა ნ---- ს------ესთან. კარი ნ----მ გაუღო, რომელმაც უთხ-რა, რომ მარტო არ იყო. ამ დრომ დაინახა ნ----ს ბიძა გ-- ჭ----–-–---–ი, რომელმაც შესვ-ლისთანავე მას სახეში გაარტყა და მისი (გ. ყ-----–---–ის) კურტკა თავზე გადმოაფარა, მუხლებზე დაამხო, ხელებზე დაახტა ზევიდან და კისერში უჭერდა ხელს, რა დროსაც სუნთქვა შეეკრა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. მას გ--სთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან იცოდა რომ იყო გულით ავადმყოფი, პირველი ჯგუფის ინვალიდი და შესაძლოა მის წინააღმდეგობას გ--ს ჯანმრთელობა გაეუარესებინა. ამ დროს მივიდა ნ---- ს------ე და ზურგში ფეხის ქუსლი ჩაარტყა, თან დარეკა საპატრულოში. როდესაც პატრული მოვიდა და კითხეს ცხვირიდან სისხლი რატომ მოსდიოდა, სიტუაციის განსა-მუხტად უთხრა, რომ კარებზე მიარტყა თავი. წამოსვლა რომ დააპირა კარებთან არმი-სულს ორივე ხელები ძალის გამოყენებით ამოუტრიალეს, რა დროსაც ძლიერი ტკივილი იგრძნო მარჯვენა ხელის ნეკა თითზე. ასე ხელებამოტრიალებული გამოიყვანეს სადარ-ბაზოში და პოლიციის თანამშრომლებმა კიბეზე დააგორეს. ძირს ჩამოსული დაელოდა პოლიციის თანამშრომლებს და მოსხოვა მისთვის ბოდიშის მოხდა, მაგრამ მათ უთხრეს „სადაც გინდა იქ იჩივლე, ფეხები ვერავის ვერ მოჭამო“. რადგან ხელი ძლიერ ტკიორდა, ერთი ლიტრი ლუდი დალია და მივიდა პოლიციის პირველ განყოფილებაში. როდესაც ის გ------- გ-------ემ და ვ-–-------- ც-–--–---–მა დაინახეს პოლიციის ეზოში შესული, თავად ნ---- ს------ესთან ერთად სირბილით შევიდნენ პირველ განყოფილებაში, ხოლო მას უკვე ყურადღება აღარავინ მიაქცია და უთხრეს, რომ მისთვის არ ეცალათ. ვ-–-------- ც-–--–---–ი მას მიუახლოვდა და ყველანაირად ცდილობდა მის წყობილებიდან გამოყ-ვანას. იმ ღამით გადაიყვანეს სამტრედიის საავადმყოფოში, ზურგზე და თითზე გადაუ-ღეს სურათი და დადასტურდა, რომ თითი მოტეხილი ჰქონდა, რის გამოც თითზე თაბა-შირი დაადეს, ხოლო ზურგზე დაუდგინდა ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები. აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდეს გირაო 6000 ლარი, სასამართლოს ჩატარე-ბიდან 15 დღეში კი დააპატიმრეს. მას არ ჰქონდა საშუალება რომ განჩინება გაესაჩივრე-ბინა 48 საათში. სასამართლოში პროკურორმა მტკიცებულებების ნუსხიდა მოხსნა და არ გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღწერილი იყო თუ რა დაზიანებები მიაყენეს მას 2017 წლის 8 თებერვალს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ გ------- ყ-----–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს მ------ ი-----–---ს, რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი. კერძოდ: გ-------- ყ-----–---–მა განაცხადა, რომ აღიარებს ნ---- ს------ის სიტყვიერ შეურაცხყოფას და მი მიმართ განხორციელებულ მუქარას. რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას, არ ნ---- ს------ისა და არც მისი ბიძის - გ-- ჭ----–-–---–ისათვის არ მიუყენებია.

– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ნ---- ზ-------–---–ს, რომელიც გასაჩივრე-ბულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულმა გ------- ყ-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ის და მისი მეუღლე ნ---- ს------ე 2012 წელს განქორწინდნენ, მაგრამ მიუხედავად განქორწი-ნებისა, ხშირად ერთად იმყოფებოდნენ და ოჯახსაც შეძლებისდაგვარად სისტემატურად ეხმარებოდა. 2016 წლის 01 დეკემბერს, სამსახურიდან დაბრუნებულმა, თავის მე-უღლეს გარკვეული თანხა დაუტოვა და მისივე თხოვნით მაღაზიაში ჩავიდა მეუღლის ვალის გასასტუმრებლად, სადაც გამყიდველთან გაარკვია, რომ მის მეუღლეს ვალი გას-ტუმრებული ჰქონდა და მისგან დამატებით უნდოდა თანხის გამორთმევა. აღნიშნულზე განაწყენებული ბინაში ავიდა და დაიწყო ხელჩანთაში ნივთების ჩალაგება, რადგან სახლიდან წამოსვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამ დროს შეკამათება მოუვიდა მეუღლეს-თან, რომელსაც მართლაც აგინა, მაგრამ ხელით არ შეხებია. აღნიშნული კონფლიქტის გამო მოვიდა პატრული, რომელსაც ნ---- მოუყვა, რომ მან სცემა, ფიზიკური შეურაცხ-ყოფა მიაყენა, რის შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც უთ-ხრეს, რომ ცოლის ცემისა და შეურაცხმყოფის გამო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. გაუჩხრიკეს ჩანთა, ეძებდნენ იარაღს, რომელიც არ აღმოაჩნდა, ხო-ლო მისი ჩანთა დღემდე პოლიციაშია. აღნიშნულთან დაკავშირებით მას სასამართლომ გირაო დააკისრა 3000 ლარის ოდენობით, რომელიც გადაიხადა და შესაბამისად აგრძე-ლებდა ცხოვრებას. ბრალდებულის განმარტებით, მას ასევე ჰქონდა შემაკავებელი ორდე-რი და ერთი თვის განმავლობაში მეუღლესთან მიახლოება ეკრძალებოდა, როდესაც გავიდა ერთთვიანი ვადა გადაწყვიტა ბავშვები ენახა და 2017 წლის 08 თებერვალს მივი-და ბინაში. მას არავინ გამოხედა და კვლავ ქუჩაში დაბრუნდა, რა დროსაც ტელეფონზე მოუვიდა შეტყობინება „გეგონე სახლში არ ვიყავიო“, რის შემდეგ დაურეკა ნ----ს და უთხრა „ცეცხლი გიკიდიათ და გარეთ არ უნდა გამოიხედოთო?“. რაზედაც ნ----მ უპა-სუხა „ცეცხლი გიკიდიათ შენ და დედაშენსო..“, იგი სახლში შებრუნდა, სადაც ნ----სთან ერთად ბიძამისი და ბებიამისი იმყოფებოდნენ. ნ---- ირონიულად იღიმებოდა. მას ნ----ს ბიძამ გ--მ უთხრა „ბიჭო შენ რით ვერ ისვენებო?“, მან გ--ს უპასუხა, რომ ამ საქმეში არ ჩარეულიყო, მას გ--მ საყელოში მოჰკიდა ხელი და საყელო თავზე გადმოაფარა. გ--მ დააგდო იგი და ზემოდან დააწვა, შემდეგ ცხვირზეც მოუჭირა ხელი, რის გამოც სისხლი წასკდა, ხოლო მისმა მეუღლემ ზურგში ქუსლი ჩაარტყა. ამის შემდეგ ნ----მ პატრულში დარეკა, როდესაც პატრული მოვიდა, მას გადაუტრიალეს ხელები, გამოიყვანეს გარეთ და სიბნელეში კიბეზე დააგორეს და თან უთხრეს, რომ სადაც უნდა იქ წასულიყო და ეჩივლა. შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის პირველ განყოფილებაში, შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დაზიანების გამო არ მიიღეს, წაიყვანეს საავადმყოფო-ში, სადაც ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, გადაუღეს რენტგენი და მოტეხილ თითზე დაადეს თაბაშირი. მთელი ღამე გაატარა საავადმყოფოში, რის შემდეგ წაიყვანეს სასამარ-თლოში და გაუფორმეს შემაკავებელი ორდერი, შემდეგ კი გირაო შეეფარდა. ნ----მ მას პროვოკაცია მოუწყო, მას წინასწარ ჰქონდა პოლიციაში დარეკილი და ყველაფერი წინას-წარ იყო დაგეგმილი. მის მიმართ პოლიციელების ძალადობის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას მიწერა და პატრულის ორივე თანამშრომელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა ნ---- ს------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში აჩვენა, რომ გ------- ყ-----–---–თან ქორწინებაში იმყოფებოდა 2009 წლიდან 2012 წლამდე, ჰყავთ 2 შვილი, დღეს ისინი განქორწინებულები არიან. დაზარალებულის განმარტებით, ვიდრე 2016 წლის 01 დეკემბერს კონფლიქტი მოხდებოდა, დაახლოებით ერთი კვირით ადრე ისინი შერიგებულები იყვნენ და ერთად ცხოვრობდნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში გ-------ს ეჭვიანობის გამო ხშირად ჩხუბობდნენ. იგი სისტემატურად ეძებდა მის „საყვარ-ლებს“, ხან საწოლის ქვეშ, ხან აბანოში. ყოველი ასეთი შემთხვევა მთავრდებოდა მისი ცემით ბავშვებისა და მეზობლების თანდასწრებით. აშინებდა და ემუქრებოდა იარაღით, ერთხელ გარედან კარებიც კი ჩაუკეტა. მას ჰქონდა მუქი ოქროსფერი იარაღი, რითაც ემუქრებოდა, რომ „სიცოცხლეს დაუმთავრებდა“, ყოველივე ამის გამო მისი შვილები არიან მუდმივ სტრესში და მათ ფსიქოლოგიც კი დაჭირდათ. დაზარალებულის განმარ-ტებით 01 დეკემბერის ინციდენტი და ცემა, რომელსაც მეზობლები შეესწრნენ მოხდა საღამოს საათებში. გ------- იყო ნასვამ მდგომარეობაში, მიიმწყვდია იგი კუთხეში და დაუწყო ცემა. სცემდა, როგორც ხელებით, ისე ფეხებით. ერთი დარტყმა მოხვდა კეფის არეში, რისგანაც განიცადა ძლიერი ტკივილი. ამ ყველაფერს ხედავდნენ ბავშვებიც. ერთ-ერთი მათგანი ეხეწებოდა ცემა შეეწყვიტა და დედისათვის თავი დაენებებინა, მაგრამ იგი მათ წივილ-კივილს ყურადღებას არ აქცევდა. გ-------მ აბაზანის ჭერიდან ჩამოიღო შენახული იარაღი, რომელსაც 01 დეკემბრამდე ინახავდა და იარაღის გამოყენებით დაუწყო ჩხუბი. იგი იარაღს აბაზანაში, მეტალო პლასტმასსა და კედელს შორის ინახავდა. ჩხუბის დროს, როგორც კი მიეცა საშუალება მაშინვე მოკიდა ბავშვებს ხელი და გავიდა კარის მეზობელთან - ა-----თან.

2017 წლის 08 დეკემბერს მომხდარი ფაქტი მის ბიძას გ-- ჭ----–-–---–ს ეხება. დაახ-ლოებით ღამის პირველ საათზე მოესმა კარზე ბრახუნის ხმა. მოსული იყო მთვრალი გ------- ყ-----–---–ი, რომელსაც კარი არ გაუღეს. გარკვეული ხნის შემდეგ ტელეფონზე დაურეკა „სად ხართ, სად აგდიხართ, რატომ არ აქცევთ სახლს ყურადღებას, ხანძარიაო..“, ამის შემდეგ 15-20 წუთის შემდეგ მობრუნდა და დააკაკუნა, ამჯერად კარი გაუღეს. შემო-სვლისთანავე მოუქნია ხელი დასარტყმელად, რომელიც მოხვდა მის ბიძას გ-- ჭრელაშ-ვილს, რომელმაც შემდგომ შებოჭა გ------- და ხელის განძრევის საშუალება არ მისცა. ამ დროს სრულიად შემთხვევით ცხვირი მიარტყა გ--ს მუხლზე და წამოუვიდა სისხლი, რაზეც პროვოცირებდა ხან „გ--მ დამარტყა“, ხან „ნ----მ დამარტყაო“. როდესაც პატრული გამოიძახა, მათ „ძაღლებს“ ეძახდა, თქვენც ნ----სნაირები ხართ, ამას რომ იცავთო. მან გ-------ს საუბარი ჩაიწერა, რომელიც პოლიციაში აქვს წარდგენილი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- ხ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 01 დეკემბერს, პო-ლიციაში შესული, ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების საფუძველზე, გამო-ცხადდა ქ.ქ-------–---------------–-----–--------ში არსებულ ბინაში, სადაც დახვდათ დაზარალებული ნ---- ს------ე და ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. და-ზარალებულმა გამოკითხვის დროს განაცხადა, რომ მას გ------- ყ-----–---–მა ბავშვებისა და მეზობლის თანდასწრებით მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხ-ყოფა. დაზარალებულმა ასევე განუცხადათ, რომ მას გ------- ყ-----–---–ი დაემუქრა იარა-ღით, რის შედეგადაც გ------- ყ-----–---–ს მისივე თანხმობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, მაგრამ იარაღი არ აღმოაჩნდა. მოხდა მისი დაკავება, დაკავების დროს გ------- ყ-----–----–ს მათთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ------- ჭ---–-----ემ აჩვენა, რომ ის მუშაობს საპატრულო პოლიციაში, 2016 წლის 01 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც საღამოს დაახლოე-ბით 7 საათისათვის შეტყობინების საფუძველზე გაემართნენ ქ.ქ-------–-----------------–-----–--------ში არსებულ საცხოვრებელ კორპუსში, ბინაში მათ დახვდათ დაზარა-ლებული ნ---- ს------ე, რომელიც პოლიციელებს მოუყვა და განუცხადა, რომ მას სიტ-ყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ გ------- ყ-----–---–მა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გ------- ყ-----–---–მა მათი თანდასწრებით მიაყენა მეუღლეს შეურაცხყოფა და დაემუქრა მას. ხოლო, რაც შეეხება ბრალდებულის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმას, შეურაცხმყოფას ან აგრესიას ად-გილი არ ჰქონია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ-- ჭ----–-–---–ის ჩვენებით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგენილი წესით) დასტურდება, რომ იგი ნ---- ს------ის ბიძაა და ნ---- ს------ე მისი დისშვილია. 2017 წლის 08 თებერვალს, ქ.ქ-------–--------–-----–---------------------ში, მისი დისშვილის ბინაში, სადაც იმ მომენტისათვის დედის ავადმ-ყოფობის გამო იმყოფებოდა, ღამით დაახლოებით 01 საათზე კარზე გაისმა კაკუნის ხმა. ნ----მ თქვა, რომ „როგორი ძლიერ ნასვამიაო“ და კარი არ გაუღო. იგი წავიდა, მაგრამ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, კვლავ მობრუნდა და კარზე ძლიერად დაიწყო კაკუნი, თან იძახდა, რომ კარი გაეღოთ. ნ---- იძულებული გახდა კარი გაეღო. გ-------მ შე-მოსვლისთანავე ნ----ს აგრესიულად დაუწყო ჩხუბი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მი-აყენა მას. მის მიმართვაზე, რომ დამშვიდებულიყო საპასუხოდ შეაგინა და მიაძახა „შენ ვინღა გეკითხება შენი დედაო......“ და ხელი დაარტყა ერთჯერ სახის არეში მარჯვენა მხარეს, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი. გ------- მობრუნდა და უნდოდა ნ-----სათვისათვის დაერტყა, რისი საშუალებაც მან არ მისცა და შებოჭა იგი. გ------- ცდი-ლობდა მისი შებოჭვისაგან თავის გათავისუფლებას და ნ----სათვის ფიზიკური შე-ურაცხყოფის მიყენებას, მაგრამ ვერ ახერხებდა. როგორც ჩანს ამ გაწევგამოწევის დროს მან ცხვირზე მიიღო დაზიანება, რის შესახებაც პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ კარებს მიარტყა. გ------- იყო ნასვამი და იქცეოდა არაადეკვატურად. ამ დროს ნ----ს მცირეწლოვანი შვილები იყვნენ ბინაში, მაგრამ ჩხუბის ფაქტი არ დაუნახავთ, რადგან მეორე ოთახში იყვნენ და მხოლოდ მათი ტირილის ხმა ისმოდა. ხოლო რაც შეეხება დედამისს, ის ავადმყოფობის გამო იწვა და არ იცის მომხდარი დაინახა თუ არა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- გ-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს საპატრულო პო-ლიციის დეპარტამენტში, პატრულ-ინსპექტორად. ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვა-ლეობას, როდესაც ღამის 2 საათზე, 112-დან შემოუვიდათ შეტყობინება ოჯახური ძალა-დობის ფაქტთან დაკავშირებით. გაემართნენ აღნიშნულ მისამართზე დ-----------–------–--------------------–-------- სართულზე, სადაც დახვდათ როგორც ბრალდებული გ------- ყ-----–---–ი, ასევე დაზარალებული ნ---- ს------ე. გ-------ს ცხვირზე აღენიშ-ნებოდა ნაკაწრი, რომელიც მისივე განმარტებით კარზე მირტყმით დაიზიანა. ნ---- ს-------ემ განუცხადა, რომ გ------- ყ-----–---–ი მათ ხშირად აწიოკებდა, რის გამოც მასზე შემაკავებელი ორდერიც იყო გაცემული, მას უნდოდა მისთვის ფიზიკური შეურაცხ-ყოფის მიყენება, მაგრამ მისი ქმედება ბიძამისმა აღკვეთა. როდესაც ნ---- ახსნა-განმარ-ტებებს აძლევდა პოლიციელებს, გ------- ყ-----–---–ი გახდა აგრესიული, ნ---- ს-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა მას. მათ სამხრე კამერები ჩართუ-ლი ჰქონდათ. ბინაში შესვლიდან ბოლომდე და გ------- ყ-----–---–ისათვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ვ-–-------- ც-–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2011 წლიდან მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. 2017 წლის 08 თებერვალს ოჯახურ ძალადო-ბაზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ. ქ-------–----------------–-----–--------ში, იქ დახვდათ გ------- ყ-----–---–ი, მისი მეუღლე ნ---- ს------ე, მეუღლის ბიძა გ-- ჭ----–-–---–ი, ბებია და 2 მცირეწლოვანი ბავშვი. გ------- ყ-----–---–ს ემჩნეოდა მცირე დაზიანება, რომელიც მისი განმარტებით კარებზე შეჯახებისაგან მიიღო. გ-- ჭ-----–-–---–მა განუმარტათ, რომ გ------- ყ-----–---–მა ნ---- ს------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცდილობდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც, მაგრამ აღნიშნული ქმედებისაგან ნ---- მან დაიცვა. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გ------- ყუ-რაშვილის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მოწმემ აჩვენა, რომ მათი მისვლის შემდგომ გ------- შეეცადა წასულიყო, მაგრამ რადგანაც იგი გამოსაკითხი იყო ბინიდან წასვლის უფლება არ მისცეს. მათ გ------- ყ-----–---–ისათვის არავითარი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ხოლო მის კიბეზე დაგორების ფაქტს საერთოდ გამორიცხავს. მისივე განმარტებით, მათ სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ და ვიდეოფირები გ------- ყ-----–---–ის განცხადების საფუძველზე გათხოვილი აქვს გენერალურ ინსპექციას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ------ ჭ----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------- ყ-----–---–ი მისი სიძეა, შვილიშვილის ქმარი. 2017 წლის 08 თებერვალს იგი შეუძლოდ იყო და იწვა, რადგან ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ახალი ჩაძინებული იყო, როდესაც მოესმა გ--------ს გინებისა და უწმაწური სიტყვების ხმა. ამ დროს გაიგონა დარტყმის ხმაც, ესმოდა „დარტყმა არ გაბედოო“. მან დაინახა, რომ მის შვილს გ-- ჭ----–-–---–ს გ------- ყ-----–----–ი ჰყავდა შებოჭილი და არ აძლევდა საშუალებას ნ----სათვის ხელი დაერტყა. გ-------- აგინებდა ცოლს და მიიწევდა მისკენ, რის საშუალებასაც გ-- არ აძლევდა, გ------- პატრულის მოსვლის შემდეგაც არ ჩერდებოდა და კვლავ აგრძელებდა ნ----ს მიმართ გინებას. მან შეამჩნია, რომ გ-------ს ცხვირიდან მოდიოდა სისხლი. როგორც ჩანს, მან შებოჭვის დროს გ-- ჭ----–-–---–ს მუხლზე დაარტყა ცხვირი. მან პატრულს ჯერ უთხრა, რომ კარებს დავეჯახეო, შემდეგ გ--მ დამარტყაო, ბოლოს კი უთხრა, რომ თითქოს ნ----მ დაარტყა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2017 წლის 08 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქ-------–-----------------–-----–------------------- ბინაში. ბინა ეკუთვნის ნ---- ს------ეს. იგი მდებარეობს საც-ხოვრებელი კორპუსის პირველი სადარბაზოს მე-6 სართულზე. ბინის შესასვლელი კა-რები რკინის მასალისაა. ბინაში ერთი მეტრის შემდეგ განთავსებულია ტელევიზორის დასადგამი მაგიდა, რომელზეც დევს შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, რომლის გვერდით დგას ყავისფერი სავარძელი, შემდეგ კი თეთრი ფერის გაზის ღუმელი. იატაკი დაგებულია ხის პარკეტით, რომელზეც გადაფარებულია ყვავილებიანი ხალიჩა. ნ---- ს------ის განმარტებით სწორედ ამ ადგილას მოხდა გვიან ღამით კონფლიქტი და სწო-რედ ამ ადგილას გაარტყა სახეში ხელი მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------- ყ-----–---–მა მის ბიძას გ-- ჭ----–-–---–ს.

საქმეში არსებული, 2017 წლის 08 თებერვლის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ნ---- ს------ის მიერ წარმოდგენილ იქნა მობილური ტელეფონ „ლენოვოში“ ასახული სატელეფონო ჩანაწერები, რითაც დასტურდება, რომ გ------- ყ-----–---–ი სიტყვიერ შეუ-რაცხყოფას აყენებს მას და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. აღნიშნული ჩანაწე-რები გადატანილ იქნა დისკზე, რომელიც მოთავსდა მუყაოს კონვერტში და დაილუქა.

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პა-ლატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ------- ყ-----–---–ის გამართლე-ბისა და უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

– დაზარალებულ ნ---- ს------ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2016 წლის 01 დეკემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-------მ მიიმწყვდია კუთხეში და სცემა როგორც ხელებით, ასევე ფეხებით. ერთი დარტყმა მოხვდა კეფის არეში, რითაც განი-ცადა ძლიერი ტკივილი.

- მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 08 თებერვალს გ-------მ მოუქნია ხელი დასარტყმელად, რომელიც მის ბიძას გ-- ჭ----–-–---–ს მოხვდა.

– დაზარალებული გ-- ჭ----–-–---–ი გამოძიებაში მიცეულ ჩვენებაში განმარტავს, რომ გ-------მ შემოსვლისთანავე ნ----ს აგრესიულად დაუწყო საუბარი და სიტყვიერი შეუ-რაცხყოფა მიაყენა, მის მიმართვაზე, რომ დამშვიდებულიყო, საპასუხოდ შეაგინა და მი-მართა „შენ ვინღა გეკითხება შენი დედაო.... და ხელი დაარტყა ერთჯერ სახის არეში მარჯვენა მხარეს, რა დროსაც იგრძნო რეალური ტკივილი“.

– პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ფარული აუდიო ჩანაწერით დადასტურებულია გ------- ყ-----–---–ის მხრიდან შეურაცხყოფის, აგრესიის და მუქა-რის შემცველი ფრაზები როგორც მეუღლის, ასევე ოჯახის სხვა წევრთა მისამართით.

– მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა გ------- ხ----–--ემ და ნ------- ჭ---–-----ემ თავიანთ ჩვენებებში განაცხადეს, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს, ქ.ქ-------–--------–------–-----------ში გამოძახებით მისულებს დახვდათ დაზარალებული ნ---- ს------ე, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მას ბავშვების თანდასწრებით სცემა მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------- ყ-----–---–მა და იარაღის გამოყენებით დაემუქრა. გ------- ყ-----–----–- მათი თანდასწრებითაც აგრძელებდა ნ---- ს------ის გინებას, შეურაცხყოფას და მუქარის შემცველი სიტყვების წარმოთქმას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირ-ველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------- ყ-----–---–ის ქმედება სწორადაა დაკვა-ლიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით, 111-151-ე მუხლით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო სასჯელი დანიშნული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი გ------- ყ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვ-ლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ------- ყ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ------- ყ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლით, 1261 მუხლის მეორე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანა-შაულთა ერთობლიობით, გ------- ყ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

გ------- ყ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 22 მარტიდან.

გ------- ყ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქ-მებულია.

ნივთმტკიცება – ზურგჩანთა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პო-ლიციის პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლება-მოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ნ---- ს------ის მობილური ტელეფონიდან გადმო-წერილი აუდიო ფაილი და CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც ერთვის სისხლის სა-მართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili