განაჩენი

სისხლის სამართლის 18.01.2018
საქმის ნომერი
080100117002158241
ინსტანცია
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002158241

საქმე №1/ბ-14-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2018 ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---- ჭ---–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ--- ნ-----–--ის მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–-----------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენით:

 

გ--- ნ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გ--- ნ-----–--ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 21 სექტემბრიდან 2017 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 275 (ორას სამოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

გ--- ნ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს (ე-–------ ნ-----–--ე) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა – 5000 (ხუთი ათასი) ლარი, გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ზეწარი, ნ----- ს---–-----–--ის შარვალი და მაისური, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს საქმეში და და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--- ნ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ---------–---------------------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--- ნ-----–--ემ ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა ნაწილებში სცემა მეუღლეს _ ნ----- ს---–-----–--ეს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. გ--- ნ-----–--ე 2008 წლიდან ახორციელებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას გინების სახით ნ----- ს---–-----–--ის მიმართ, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ---- ჭ---–-----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ--- ნ-----–--ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა გ--- ნ-----–--ემ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის განზრახი დანაშაული მეუღლის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მას დაუნიშნა ყველაზე მსუბუქი სასჯელი _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც მსჯავრდებულის პიროვნების, მისთვის წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, სახისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან. ამასთან, ოჯახში ძალადობა არის გახშირებული და ხშირად ხდება სხვადასხვა შემზარავი ფაქტები ოჯახის წევრებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შესაბამისად, პრევენციის მიზნით, აუცილებელია აღნიშნულ ძალადობრივ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება.

 

მსჯავრდებულმა გ--- ნ-----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც-–---- ბ------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვეს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ გ--- ნ-----–--ის დაკითხვის ოქმით; დაზარალებულ ნ----- ს---–-----–--ის დაკითხვის ოქმებით; მოწმეების _ ნ--- ს---–-----–--ის, ბ---–---ი ე---------ის, გ---- ლ--–---–---–ის, ლ---- ნ-----–--ის და ზ------ ს---–-----–--ის დაკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ნ----- ს---–-----–--ისა და გ--- ნ-----–--ის ქორწინების აქტის ჩანაწერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--- ნ-----–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ გ--- ნ-----–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო, კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მითითებული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია (მათ შორის, არ არის ნასამართლევი ან/და შემჩნეული სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში), გ--- ნ-----–--ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულ გ--- ნ-----–--ისათვის სასჯელის გამკაცრების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---- ჭ---–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

3.გ--- ნ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ--- ნ-----–--ეს სასამართლო განხილვამდე (2017 წლის 21 სექტემბრიდან 2017 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით) პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 275 (ორას სამოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

5.მსჯავრდებულ გ--- ნ-----–--ისათვის დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს.

 

6.გ--- ნ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს, ე-–------ ნ-----–--ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა – 5000 (ხუთი ათასი) ლარი, გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით.

 

7.ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ზეწარი, ნ----- ს---–-----–--ის შარვალი და მაისური, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/