განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-363-2018წ.
(110100117002112732)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი, 2018წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - კ---- ს-----ის,გამართლებულის - ი-----–- მ-------ის,ადვოკატის - ნ------–---–---ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- გ-------ს ძე მ-------ის მიმართ,დაბადებული: 1----–-–------------------ პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------------------------------------,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ი-----–- მ--------ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემასა და სხვაგვარი ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის თებერვლის თვიდან, ქ------- მ--------, რეგისტრირებულ
ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–- მ--------სთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონში, უ--------------------ში. ოჯახის შექმნიდან რამდენიმე დღეში, ი-----–- მ--------მ დაიწყო ალკოჰოლის მოხმარება, რა დროსაც ქ------- მ--------ს აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ: - 2017 წლის მარტის თვეში, ღამის საათებში (ზუსტი დრო
დაუდგენელია), მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ--------მ, უმიზეზოდ, დედისა და ოჯახის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- მ--------ს, რის შემდეგაც ფეხი ჩაარტყა ფერდისა და სახის არეში, ასევე, ორივე ხელი დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ქ------- მ--------მ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება.
აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის აპრილის თვის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ--------მ, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- მ--------ს, რის შემდეგაც მუცელში დაარტყა ფეხი, ხოლო გაშლილი ხელი - სახის არეში. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ქ------- მ--------მ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება.
აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის აპრილის თვეში, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ--------მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- მ--------ს, რის შემდეგაც ხელები და ფეხები რამოდენიმეჯერ დაარტყა მთელ სხეულზე. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ქ------- მ--------მ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება.
აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის მაისის თვის დასაწყისში, ღამის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ--------მ, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- მ--------ს, რის შემდეგაც დეზედორანტის ალუმინის ქილა რამოდენიმეჯერ ჩაარტყა თავში. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ქ------- მ--------მ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
აღნიშნულის შემდგ, 2017 წლის ივნისის თვის დასაწყისში, ღამის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ--------მ, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- მ--------ს, რის შემდეგაც ხელები და ფეხები რამოდენიმეჯერ დაარტყა სახესა და მთელ სხეულზე. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ქ------- მ--------მ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება.
აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მთვრალმდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ--------მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- მ--------ს, რის შემდეგაც ხელები და ფეხები რამოდენიმეჯერ დაარტყა მთელ სხეულზე. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ქ------- მ--------მ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება.
2017 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ--------მ, მეუღლეს, ქ------- მ--------, მიღებული მოკლეტექსტური შეტყობინების გამო, ხელიდან გასტაცა „S-------------------- ფირმის მობილური ტელეფონი და იატაკზე ძლიერად დანარცხების შედეგად დააზიანა, რითაც ქ------- მ--------ს მიაყენა 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განაჩენით ი-----–- მ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
ი-----–- მ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ი-----–- მ--------ს განემარტა უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ი-----–- მ-------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან წარდგენილი ბრალდება დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმების რ--------------------------–-------–----------------------–---–-- ჩვენებებით, ქორწინების აქტის ჩანაწერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღების ოქმით, კომბიუტერული და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ დ----- შ--–--------ის ჩვენებით. სასამართლოს ჰქონდა პირდაპირი მტკიცებულებები, რომელთა სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა. ამდენად, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა შესაბამისი ანალიზით აშკარად და უტყუარად დასტურდება ი-----–- მ-------ის მიერ გამოძიებისას ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ქ------- მ--------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხულ თ-------- ლ-----ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, უ----------------------ში ი-----–- მ-------ის მეზობლად. 2017 წლის თებერვლის თვიდან გადავიდნენ ქ-------ი და ი-----–- მათ კორპუსში საცხოვრებლად და აქვთ კარგი ურთიერთობა. მისთვის უცნობია ქ-------სა და ი-----–-ს შორის არსებული უთანხმოების შესახებ. მოწმის განმარტებით მას არასდროს გაუგია მ--------ების ოჯახიდან ყვირილის ან ხმაურის ხმა. არასდროს უნახავს ქ-------ი დაზიანებებით. არც მის მეუღლეს უთქვამს მისთვის, რომ ხმაური გაიგო მ--------ების ოჯახიდან, ან დაზიანებებით ნახა ქ-------ი.
მოწმის სახით დაკითხულ რ-------- მ----------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. დაზარალებულ ქ------- მ-------ის განცხადებისა და გამოკითხვის საფუძველზე, 2017 წლის 31 ივლისს, ხელმძღვანელობის დავალებით, ქ.ზესტაფონში, კ--------- ქუჩაზე (---------–------------------------თან ერთად, მოახდინა ი-----–- მ-------ის დაკავება. დაკავების შემდეგ კი ი.მ-------- გადაიყვანა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
მოწმის სახით დაკითხულ ე-–--- გ--–--ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 30 ივლისს, მოახდინა დაზარალებულ ქ------- მ-------ის გარეგნული დათვალიერება და გადაიღო სურათები. შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. დაზარალებულმა ქ.მ--------მ განუმარტა, რომ დაზიანებები მიაყენა მეუღლემ - ი-----–- მ--------მ.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ა------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. ი-----–- მ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი იყო და საქმეზე ჩატარებული აქვს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინა ი.მ--------ს და გამოითხოვა სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია ამ უკანასკნელის მიმართ.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 30.07.17წ. 21:53-22:05სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ქ------- მ--------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა და შუა მესამედების დონეზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე ცენტრში მომწვანო, პერიფერიაზე მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 11.5X6.8სმ. გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში, მარცხენა ბეჭის ძვლის საპროექციო მიდამოში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 5.5X3.2სმ. მარცხენა ბარძაყის გარეთა და უკანა ზედაპირებზე და შუა მესამედების დონეზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ვრცელი სისხლნაჟღენთი ზომით 24.5X21.2სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ბრალდებულმა ი-----–- მ--------მ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების - ე-- რ-------–---–-ს და შ----- თ------ის გამოკითხვის ოქმები.
მოწმის სახით დაკითხულ თ------ შ------–--ის ჩვენების და მის შედგენილი 2017 წლის 1 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მის: ქ.ზ----------------------------------------, დაზარალებყულ ქ------- მ-------ისგან, ნებაყოფლობით ამოღებული იქნა დაზიანებული მოვერცხლისფრო ფერის „SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი ეკრანის გარეშე, პოლიმერული მასალის საცავით. მობილურ ტელეფონს, ეკრანის გარეშე, ზედა და ქვედა სექტორი აქვს მინის გაბზარული ნაწილები. მარცხენა გვერდით მხარეს კორპუსზე აღენიშნება ლითონის ნაწილის დეფორმირების კვალი. დაზიანებული „SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ეკრანის გარეშე დაილუქა პოლიეთილენის პარკში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N33/10 ლუქის ბეჭდით.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ----- შ--–--------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული კომპიუტერული და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომ მობილური ტელეფონის დათვალიერებისას დადგინდა, რომ მას დაზიანებული აქვს ეკრანი (იხ. ფოტოები N9, 10, 11). შემდეგ მოხდა ტელეფონის მიერთება კვების წყაროსთან და განხორციელდა მისი ჩართვის მცდელობა, რის შემდეგაც მობილური ტელეფონი ჩაირთო. აქედან გამომდინარე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად საჭიროა მისი ეკრანის ჩანაცვლება ტექნიკურად გამართული ეკრანით.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ექსპლოატაციაში ნამყოფი ერთი ცალი, ,,S-------------------’’-ს ტელეფონის საბაზრო ღირებულება 2017 წლის ივლისის თვის მდგომარეობით როგორც ვარგისის საორიენტაციოდ შეადგენდა 250 ლარს.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ექსპლოატაციაში ნამყოფი ერთი ცალი ,,S-------------------’’-ს ტელეფონის დაზიანებული ეკრანის მსგავსის ახალი ეკრანის საბაზრო ღირებულება აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 200 ლარს.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმე - გ------- შა------ი ჩვენება.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ი-----–- მ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ქ------- მ--------ს სასამართლოსათვის არ მიუცია ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება ქ------- მ-------ის მიმართ დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ქ------- მ--------ს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ი-----–- მ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ი-----–- მ-------ის მსჯავრდება, რის გამოც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციონაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-----–- მ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
ი-----–- მ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს N12/19-2017 განჩინებით ქ------- მ-------ის (პ.ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ.ზესტაფონი, უ--------------------------------------------------------------------------- დადებული ყადაღა;
გამართლებულ ი-----–- მ--------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: ქ------- მ-------ისგან ამოღებული ,,SAMSUNG’’-ის ფირმის მობილური ტელეფონი დაზიანებულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი)თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე