განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
110100117002095413
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100117002095413

საქმე №1/ბ-216-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი, 2018წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - კ---- ს-----ის,გამართლებულის - გ--- წ-----ის,ადვოკატის - ნ---- ვ----–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--- მ--–-----ს ძე წ-----ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 14 ს----------ს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი სოფელი მეორე ს-----.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თა--ხმად:

 

გ--- წ-----ეს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ(ორი ეპიზოდი) რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2004 წლის იანვრიდან, ა-- ჯ------–- ქორწინებაში იმყოფება გ--- წ-----ესთან. ისინი ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე ს----ში. თა--ცხოვ-რების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ლ---- წ-----ე (დაბ.1---------) და დ-------- ჯ------–- (-----------.

 

2017 წლის ივლისის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე ს----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--- წ-----ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს, ა-- ჯ------–ს ესროლა მობილური ტელეფონი, რაც მოხვდა შუბლის არეში. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ლ---- წ-----ე. გ--- წ-----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ა-- ჯ------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2004 წლის იანვრიდან, ა-- ჯ------–- ქორწინებაში იმყოფება გ--- წ-----ესთან. ისინი ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე ს----ში. თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ლ---- წ-----ე (დაბ.1---------) და დ-------- ჯ------–- (-----------.

 

2017 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე ს----ში მდებარე ა-- ჯ------–-ს მშობლების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--- წ-----ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ა-- ჯ------–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც კისერში მოუჭირა ხელი, მოქაჩა თმებში და ერთხელ დაარტყა მუშტი ტუჩის არეში. აღნიშნულს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები ლ---- წ-----ე და დ-------- ჯ------–-. გ--- წ-----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ა-- ჯ------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გა--ჩენით გ--- წ-----ე ცნობილ იქნა უდა--შაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) და სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

გ--- წ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გამართლებულ გ--- წ-----ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ა--ზღაურება;

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გამამართლებელი გა--ჩენის გაუქმებას და გ--- წ-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) და სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის დანიშვნას თავისუფლების აღკვეთის სახით. შემდეგ გარემოებათა გამო: გა--ჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლოს სადაოდ არ მიაჩნია მ-----–- ჭ----------ის და ლ---- წ-----ის ჩვენებები, რომლითაც პირდაპირ დასტურდება, გ--- წ-----ის მიერ მისთვის შერაცხული ბრალდების ჩადენის ფაქტი. სასამართლო გა--ჩენში ასევე უთითებს, რომ სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლოს მხრიდან არ შეიძლება იქნეს გაზიარებული, რაზედაც ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება, რადგან ქმედების ჩადენის, მისი ძალისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაზარალებული სარგებლობს პრივილეგიით არ მისცეს ჩვენება სასამართლოს, მისი აღქმა ტკივილთან დაკავშირებით შეიძლება გადმოცემულ იქნას სხვა პირის მიერ, რომელიც ფაქტის შემსწრე იყო და ამავდროულად დაზარალებულმა მას მიაწოდა ინფორმაცია ტკივილის შეგრძნებასთან დაკავშირებით, ასევე მხედველობაში მისაღებია არსებული დაზიანებები, რომლითაც უდაოა, რომ დაზარალებულმა ტკივილი განიცადა.

სასამართლო პრაქტიკა ადასტურებს, რომ განსახილველი და--შაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. ბრალდების მხარის მიერ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეულია ყველა შესაძლო მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ--- წ-----ის მიერ, როგორც ქმედების ჩადენის ფაქტს, ასევე ა-- ჯ------–-ს მიერ ტკივილის განცდის ფაქტს. გა--ჩენი გამომდინარეობს მხოლოდ გამოკვლეული მტკიცებულებების ნაწილობრივ და ცალმხრივად შეფასებიდან და არა მტკიცებულებების სრულყოფილი ა--ლ----დან. ამდენად, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა შესაბამისი ა--ლ----თ აშკარად და უტყუარად დასტურდება გ--- წ-----ის მიერ გამოძიებისას ბრალად შერაცხული და--შაულების ჩადენა.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორს კ---- ს-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ გ--- წ-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ---- ვ----–---–ს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გა--ჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული გა--ჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა ა-- ჯ------–მა უარი გა--ცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ-----–- ჭ------ის ჩვენების თა--ხმა, მისი შვილი ა-- ჯ------–- და გ--- წ-----ე 13 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. ჰყავთ ორი შვილი - ლ---- წ-----ე და დ-------- ჯ------–-. ისინი ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე ს----ში, გ--- წ-----ის საცხოვრებელ სახლში. 2017 წლის ივნისის თვის ბოლოს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მისი შვილი - ა-- ჯ------–-, შვილებთან ერთად მივიდა მასთან სახლში და უთხრა, რომ მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა და წამოვიდა. ა-- ჯ------–- „შეხებული“ და ნაცემი იყო, „თვალის უპეები“ ჰქონდა დალურჯებული, უთხრა, რომ თავი ტკიოდა. სხვა დაზიანებები არ შეუმჩნევია. ა-- ჯ------–ს არ უთქვამს მისთვის, ვინ მიაყენა დაზიანებები, თავად მიხვდა, რომ მეუღლე მიაყენებდა. ამის შემდეგ გ--- წ-----ე ხშირად მიდიოდა მათთან სახლში და მეუღლეს, ა-- ჯ------–ს სთხოვდა შერიგებას. 2017 წლის 10 აგვისტოს, გ--- წ-----ე და ა-- ჯ------–- საუბრობდნენ ეზოს გარეთ, ჭიშკართან, თავად, სახლში იყო და საოჯახო საქმეებს აკეთებდა, შვილიშვილები - ლ---- წ-----ე და დ-------- ჯ------–- იყვნენ მასთან სახლში. გ---ს და ა--ს საუბარი არ ესმოდა. შემდეგ, ა-- ჯ------–-სგან გაიგო, რომ გ--- წ-----ე ესაუბრებოდა შერიგებაზე, რა დროსაც მოხდა კონფლიქტი მათ შორის. ამის შემდეგ, ა--მ დაურეკა მამიდამისს და ადგილზე მივიდა პოლიცია.

 

მოწმის სახით დაკითხულ არასრულწლოვან ლ---- წ-----ის ჩვენების თა--ხმად, ის ცხოვრობს დედასთან ა-- ჯ------–თან, ბებიასთან მ-----–- ჭ------ესთან, დეიდასთან ი--- ჯ------–თან და ოთხი წლის ძმასთან, დ-------- ჯ------–თან ერთად ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე ს----ში. მამა, გ--- წ-----ე ცხოვრობს ცალკე იმავე სოფელში. ისინი ერთი თვეა აღარ ცხოვრობენ მამის სახლში და გადავიდნენ ბებიასთან. დედას და მამას ერთი წელია დაძაბული ურთიერთობა აქვთ. მამა, გ--- წ-----ე დედას ეკამათებოდა და უყვიროდა ძირითადად მაშინ, როდესაც ნასვამი იყო. 2017 წლის ივლისის თვის დასაწყისში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, სა--მ მამის სახლიდან წამოვიდოდნენ, მამამ და დედამ იჩხუბეს, რასაც შეესწრო პირადად. გ.წ-----ე, სახლიდან იყო წასული და თან ჰქონდა წაღებული ა.ჯ------–-ს ტელეფონი. როდესაც გ.წ-----ე მივიდა სახლში, დაუწყო ყვირილი ა-- ჯ------–ს, „ვისი ტელეფონით დამირეკეო“ და ესროლა ტელეფონი, რომელიც ა.ჯ------–ს მოხვდა შუბლში. დედამ უთხრა, რომ მას ძალიან ეტკინა და გაუსივდა ის ადგილი, სადაც ტელეფონი მოხვდა. სისხლი არ წამოსვლია. რამდენიმე დღეში დედამ, ა-- ჯ------–მა უთხრა, რომ აღარ უნდოდა გ--- წ-----ესთან ერთად ცხოვრება და აპირებდა თავისი მშობლების სახლში დაბრუნებას. ისინი გადავიდნენ ბებიის სახლში. 2017 წლის 10 აგვისტოს, საღამოს საათებში, გ--- წ-----ე მივიდა მათთან სახლში და ესაუბრებოდა ა.ჯ------–ს. გ.წ-----ე იყო ძალიან ანერვიულებული და მშობლები რას საუბრობდნენ, არ ესმოდა. ის წავიდა მაღაზიაში და როდესაც დაბრუნდა, მამა, ისევ ესაუბრებოდა დედას, ოღონდ უფრო ხმამაღლა. შევიდა სახლში და შემოესმა დედის ხმა, რომელიც მამას უყვიროდა, „წადი, თავი დამანებეო“. ამ დროს გავიდა ჭიშკართან გარეთ, სადაც ა-- ჯ------–- და გ--- წ-----ე იყვნენ. მოწმის განმარტებით, დედა ა-- ჯ------–- ამ დროს იყო ძალიან აღელვებული, შევიდა ეზოში და ჩაკეტა ჭიშკარი. თვითონ დარჩა ჭიშკრის გარეთ მამასთან ერთად. დედამ რა დროს დარეკა პოლიციაში არ იცის და არც ის დაუნახავს, როდის დაარტყა დედას სახეში მამამ. როდესაც პოლიცია მივიდა, შემდეგ გაიგო, რომ მამამ დაარტყა სახეში ერთხელ დედას.

 

მოწმის სახით დაკითხულ ჯ---- შ-----–--ის ჩვენების თა--ხმად, იგი ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე ს----ში ა-- ჯ------–-ს მეზობლად. 2017 წლის 30 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხმაური. როდესაც გარეთ გაიხედა, დაინახა, რომ გ--- წ-----ე ხმამაღლა საუბრობდა ტელეფონზე და იგინებოდა. აღნიშნულზე მ-----–- ჭ------ემ და ა-- ჯ------–მა არაერთხელ მოუწოდეს მას დაწყნარებულიყო, რა დროსაც გ.წ-----ე შეუბრუნდა მათ და შეიგინა. მოწმის განმარტებით ის არასდროს შესწრებია გ.წ-----ის მიერ ოჯახის წევრებზე ძალადობის ფაქტს და მას ახასიათებს შვილებზე მზრუნველ ადამია--დ.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ--- ს-----–---–-ს ჩვენების თა--ხმად, მან გ--- წ-----ის ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკითხა დაზარალებული ა-- ჯ------–-, მოწმეები მ-----–- ჭ------ე და ჯ---- შ-----–--ე. ასევე, 2017 წლის 10 აგვისტოს შესული შეტყობინების საფუძველზე, გ--- წ-----ის მიერ ა-- ჯ------–-ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ა------- ქ-----–---–-ს ჩვენების თა--ხმად, მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვან მოწმეს, ლ---- წ-----ეს დაუნიშნა საპროცესო წარმომადგენელი და დაკითხა მოწმის სახით. ასევე, დაკითხა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი და სოციალური მომსახურების სააგენტო-დან გამოითხოვა ცნობა გ--- წ-----ის მიმართ.

 

მოწმის სახით დაკითხულ ლ-–- გ--–-----ის ჩვენების თანახმად, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, გ--- წ-----ის მიერ ა-- ჯ------–-ს მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებისა, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული. დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი--- ა-- ჯ------–-ს მიმართ. დაკითხა გ--- წ-----ე და გადასცა მას სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები.

 

ბრალდებულმა გ--- წ-----ემ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი გა--ცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თა--ხმად, 11.08.2017 წელს 01:48-01:57 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ა-- ჯ------–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლჩაქცევის სახით (ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ შიგნითა ზედაპირზე ლორწოვანზე აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა ზომით: 0,7X0,2სმ.). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (10.08.2017).

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით გ--- წ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ა-- ჯ------–ს სასამართლოსათვის არ მიუცია ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება ა-- ჯ------–-ს მიმართ დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ა-- ჯ------–ს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, გ--- წ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიე-რება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამარ-თლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლო-სთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით გ--- წ-----ის მსჯავრდება, რის გამოც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გამამარ-თლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ--- წ-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) და სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

 

გ--- წ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

გამართლებულ გ--- წ-----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე