განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
010100117001906437
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-52-2018წ.

(010100117001906437)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მაკა გორგოძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორების _ფ-------- ქ---–----ის, რ----- შ----ის,ადვოკატის - დ----- ჯ--------ის,მსჯავრდებულის - ლ-–- დ------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–- მ--–----ის ძე დ------ის მიმართ, პირადი № 6----------, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ტ---------------------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ლ-–- დ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ასევე პოლიციელზე, მის სამსახურებრივ შენობაზე და სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 17 საათიდან 18 საათამდე შუალედში, ქალაქ ბათუმში, ჭ------------------------------–----------–------ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა, რაშიც ასეულობით მოქალაქე ღებულობდა მონაწილეობას, რომლებიც აპროტესტებდნენ აჭარის ა/რ საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ, ერთ-ერთი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებასა და დაკავებას. პროტესტის მიზნით, ამჟამად გამოძიებით დაუდგენელი პირის, ან პირთა ჯგუფის მიერ განხორციელდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რა დროსაც მონაწილეებმა გადაკეტეს ჭ--------ს ქუჩა და საავტომობილო გზის გახსნის შესახებ პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ. მომიტინგეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს ქალაქ ბათუმში, ტ---–------------------------–- განთავსებულ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შეუერთდნენ სხვა მონაწილეები, რომელთა მოქმედება გარკვეული პერიოდის შემდეგ რადიკალური გახდა. ჯგუფური ძალადობის მონაწილეები, იქ მყოფ პოლიციის მუშაკებს, ხმამაღალი შეძახილებით და უცენზუროდ მიმართავდნენ, მოითხოვდნენ ადმინისტრაციულად დაკავებული პირების განთავისუფლებას, აჭარის ა/რ საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებას და ცდილობდნენ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრას, რის საშუალებასაც მათ არ აძლევდნენ იქვე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობის შესასრულებლად მობილიზებული საქართველოს შსს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლები. 2017 წლის 12 მარტს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთიდან პროტესტის მონაწილეების ქმედებები კიდევ უფრო აგრესიული გახდა, რაშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ: ლ-–- დ------ე და სხვა მონაწილეები. ჯგუფური ძალადობის პროცესში, ლ-–- დ------ე ქვებს ისროდა პოლიციის მუშაკების მიმართულებით, რის შედეგადაც გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ს----- ბ---–---–ს ფეხის არეში მიაყენა დაზიანება, უშუალოდ მონაწილეობდა სხვა ძალადობრივ ქმედებებში. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რა დროსაც, მათ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაიწყეს წინააღმდეგობის გაწევა, თავდასხმა და ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც აჭარის ა/რ პოლიციის ა------------–----–---–------ს შესასვლელთან განლაგებულ პოლიციის მუშაკების მიმართულებით ისროდნენ ქვებს, ადვილად აალებად საწვავით სავსე ბოთლებს, ე.წ. „ფეიერვერკებს“. შედეგად, ა--------------------–------------------------ ი-----–- ჭ--–---–მა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებმა: ლ-–- გ------–---–მა, ლ---- შ-----ემ, მ--–---- ჯ-------ემ, ა-–---------- ხ----ემ, ფ-------- ნ---–--ემ, კ---- ბ-----ემ, ლ---- ი---–---–-ა, ს----- ბ---–---–მა, გ------ ს-------ემ და სხვებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები. ამავდროულად ლ-–- დ------ისა და მასთან ერთად ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირების მიერ დაიწყო რბევა, ჩამტვრეული იქნა შენობების ფანჯრები, აყრილი იქნა ქვაფენილი, დაზიანებული იქნა ქალაქ ბათუმის მ----------------–- სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, ბორდიურები, სულ 132 770 (ასოცდათორმეტიათას შვიდაას სამოცდაათი) ლარის ღირებულების ქონება. მათ მიერ ფიზიკური ძალის, იარაღად საგნების გამოყენების და ცეცხლის წაკიდებით, ასევე დაზიანდა და განადგურდა სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი სხვადასხვა ღირებულების ავტომანქანები და სხვა ქონება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით:

ლ-–- დ------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ-–- დ------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

ლ-–- დ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

ლ-–- დ------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 მარტიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განჩინებით ლ-–- დ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

მსჯავრდებულს განემარტა, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორი ფ-------- ქ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენში და ლ-–- დ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში. ასევე ლ-–- დ------ის მიმართ შერაცხული დანაშაული სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, ვინაიდან არაობიექტურად და ზერელედ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-–- დ------ემ ჩაიდინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულების ჩადენა. ვიდეოკადრების არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ლ-–- დ------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები, მაშინ როდესაც არსებობს ლ-–- დ------ის ბრალეულობის დამადასტურებელი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები. სასამართლომ დაუსაბუთებელი მსჯელობით და დასკვნებით ფაქტიურად ხაზი გაუსვა იმას, რომ ნებისმიერ და არამარტო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არააქვს მნიშვნელობა სხვა მტკიცებულებებს, თუ არ იქნება პირის დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა წარმოდგენილი და მოკვლეული. ლ-–- დ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია სასამართლო პროცესზე გამოკვლეული და პრეიუდიციად ცნობილი გონივრულ ეჭვს მიღმა შემდეგი მტკიცებულებებით: შეტყობინებებით, ინფორმაციული პატაკებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოტაბულით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთებით, ლ-–- დ------ის ადმინისტრაციულად დაკავების ოქმით და ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება ლ-–- დ------ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა 18 მსჯავრდებული პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენებით, ლ-–- დეკანაძის ბრალდებულად დაკავების ოქმით, სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილი 11-12 მარტის მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით და მათი დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულ ს----- ბ---–---–ისა და სხვათა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სასაქონლო, ტრასოლოგიური და ჰაბიტოსკო-პიური ექსპერტიზის დასკვნებით, თვით ლ-–- დ------ის ჩვენებით, დაზარალებულებისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ლ-–- დ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ----- ჯ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ლ-–- დ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სსკ-ის 239-ე მუხლის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ამ ნაწილში სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს მტკიცებულებებიდან. მოსამართლე კეთილსინდისიერად ახდენს მოწმე პოლიციელების მ------ ბ-–----ისა და ს------ ბ---–---–ის ჩვენებების აღწერას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ლ-–- დ------ე აგინებდა პოლიციელებს და ქავა ისროლა მათი მისამართით, რითაც ს------ ბ---–---–ს ფეხი დაუზიანა. ამ ჩვენებებში არსად არ არის ნახსენები ძალადობის მუქარა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვის სროლის ნაწილში არ იზიარებს პოლიციელთა ჩვენებებს, აქედან გამომდინარე რჩება მხოლოდ პოლიციის მისამართით გინება, რაც ადმინსტრაციულ გადაცდომას წარმოადგენს, მაგრამ ამავე განაჩენში მითითებულია, რომ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ლ-–- დ------ემ პოლიციელებს მიმართა გინებითა და ძალადობის მუქარით და ეს მუქარა გამოიხატა გინების თანმხლები მუქარის ჟესტით. სასამართლოს მხრიდან ასეთი დასკვნების გაკეთება აკნინებს მართლმსაჯულების ავტორიტეტს საზოგადოებაში.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორებს რ----- შ----ესა და ფ-------- ქ---–----ეს, რომელებმაც მხარი დაუჭირეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ლ-–- დ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- ჯ--------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მათი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ-–- დ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ს----- ბ---–---–ის ჩვენების თანახმად, ის 2007 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე და ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ამჟამად მუშაობს გ------------–-–-------------------------------------------–---- 2017 წლის 11-12 მარტს პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად მიავლინეს ქ. ბათუმში. 2017 წლის 12 მარტის ღამეს, დაახლოებით 04:00 საათზე თავის მეგობარ მ------ ბ-–----ესთან ერთად იმყოფებოდა აჭარის ა/რ პო-–-–-----------------------------------–----–--–--------–--. ეცვა სამოქალაქო ტანსაცმელი. რამდენიმე წუთში მოვიდა ორი ავტომობილი - ,,-----------------–-------------------- რომელიც იქვე წრეების დარტყმის შემდეგ გაჩერდა აქციის მონაწილეებთან. მანქანიდან გადმოვიდა ლ-–- დ------ე, კანონიერი ქურდის ძმისშვილი, რომელსაც იცნობს სურათებიდან ოპერატიული შესწავლის საფუძველზე. ლ-–- დ------ე აგინებდა პოლიციელებს და აგრესიულად მიმართავდა მათ. შემდეგ აიღო ქვა და ისროლა მათი მიმართულებით. ქვა მოხვდა ფეხში, რის შედეგად მიიღო დაზიანება მარცხენა ფეხის წვივზე. მ------ ბ-–----ის დახმარებით გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. 2017 წლის 12 მარტს, დღის საათებში მიმართა საავადმყოფოს, სადაც გაუწიეს სამედიცინო დახმარება და დაუმუშავეს ჭრილობა.

 

მოწმის სახით დაკითხული მ------ ბ-–----ის ჩვენების თანახმად 2005 წლიდან მუშაობს უ-----------------------------–---. 2017 წლის 11-12 მარტის მოვლენების დროს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 2017 წლის 12 მარტს, ღამის საათებში, დაახლოებით 04:00 საათზე იმყოფებოდა აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ეზოში. პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ აქციის მონაწილენი. რამდენიმე წუთში მანქანით მოვიდა ლ-–- დ------ე, რომელიც მისი უბნის მაცხოვრებელია და ბიძა ჰყავს კანონიერი ქურდი. ლ-–- დ------ემ გააკეთა რამდენიმე წრე, შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან, შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, აგინა მათ და პოლიციელების მიმართულებით ისროლა ქვა, რომელიც მოხვდა მის გვერდით მდგომ ს----- ბ---–---–ს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა სხვადასხვა ტელევიზიების (ს-----------------------–-----–----------------------------------- მიერ გადაღებული კადრები (ვიდეო ჩანაწერები), სადაც ასახულია 2017 წლის 12 მარტის მოვლენები ქალაქ ბათუმში. ვიდეოფაილებში ასახული კადრები იწყება 2017 წლის 12 მარტის 04:00 საათიდან, რა დროსაც ეკრანზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანან აქციის მონაწილეები. ირგვლივ ჩანს განადგურებული ინფრასტრუქტურა და ცეცხლმოკიდებული ავტომანქანები. ვიდეოფირში ჩანს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 04:08 საათზე შემოდის ჯერ შავი ფერის „მ---------ი“, ხოლო შემდეგ შავი ფერის „B--“-ის მარკის ავტომანქანა, ნომრით ,,-------”, რომელიც აკეთებს რამდენიმე წრეს და აძლევს ხმოვან სიგნალს. მანქანიდან გადმოდის საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მას აცვია შავი-ნაცრისფერი, კაპიშონიანი, სპორტული ტანსაცმელი, შავ-თეთრი ბოტასები და ახურავს შავი ნაქსოვი ქუდი. აღნიშნული პიროვნება არის ლ-–- დ------ე, რომელიც იგინება და გამოხატავს აგრესიას და მუქარას პოლიციის მიმართულებით. ამავე ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ლ-–- დ------ე აღებს ავტომანქანის უკანა საბარგულს, სადაც ჩანს დიდი ზომის დინამიკი და რთავს მაღალ ხმაზე მუსიკას. ლ-–- დ------ე ყვირის „გავერთოთ ხალხო“ და შემდეგ უსტვენს თითების დახმარებით. ისმის მომიტინგეთა შეძახილები „ბათუმი, ბათუმი“. ამის შემდეგ, ლ-–- დ------ე რამდენიმეჯერ ჩნდება ეკრანზე და დგას აქციის მონაწილეებთან.

 

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით (------------------ დასტურდება, რომ ვიდეო ჩანაწერებში ასახული პიროვნება არის ლ-–- დ------ე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რიცხულ 1--------- წელს დაბადებული ლ-–- დ------ის (პ/ნ 6-----------) ფოტოსურათზე (ფ------–-----–------------------- და ვიდეოგრამებზე გამომძიებლის მიერ მითითებულ დროის იმ მონაკვეთებში, საიდანაც ამოღებულია ფოტოსურათები - ფოტოცხრილი N1, ფოტო N82, ფოტო N158, ფოტო N196, ფოტო N327, ფოტო N329, ფოტო N334, ფოტო N387, ფოტო N406, ფოტო N414 ფოტო N478 და ფოტო N484, დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია ლ-–- დ------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკვალიფიცირება, ვინაიდან საქმეში კონკრეტულ ბრალთან დაკავშირებით, პირდაპირი მტკიცებულების სახით წარმოდგენილია დაზარალებული პოლიციელის და ასევე თვითმხილველი პოლიციელის ჩვენება რომლებიც ადასტურებენ ლ-–- დ------ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულებები არაა შევსებული სხვა ისეთი ნეიტრალური, დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რომლებიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ეცნო ლ-–- დ------ე 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის მოტივაციას ლ-–- დ------ის ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, პალატა თვლის, რომ ლ-–- დ------ემ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 12 მარტს, ქალაქ ბათუმში აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი იყვნენ აქციის მონაწილეები. დაახლოებით 04 საათსა და 08 წუთზე, მითითებულ ტერიტორიაზე შემოვიდა ჯერ შავი ფერის „მ---------ი“, ხოლო შემდეგ შავი ფერის „B--“-ის მარკის ავტომანქანა (ნომერი “--------), რომელსაც მართავდა ლ-–- დ------ე. მანქანამ გააკეთა რამდენიმე წრე ხმოვანი სიგნალის თანხლებით. შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა ლ-–- დ------ე და გინებითა და მუქარით მიმართა პოლიციელებს, რის შემდეგ ლ-–- დ------ემ გააღო საკუთარი ავტომანქანის უკანა საბარგული, სადაც განთავსებული იყო დიდი ზომის დინამიკი და ჩართო მუსიკა. ლ-–- დ------ემ ჯერ დაიყვირა „გავერთოთ ხალხო,“ ხოლო შემდეგ თითების დახმარებით დაიწყო სტვენა და დადგა აქციის მონაწილეებთან.

 

ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, რომ ლ-–- დ------ემ ჩაიდინა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ასევე პოლიციელზე, მის სამსახურებრივ შენობაზე და სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ლ.დ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაგვეთვალა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა თავის თავში არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთშეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სააპელაციო პალატა შესაბამისად ვერ გაზიარებს დაცვის მხარის აპელაციას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან პირდაპირი მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზითაა გამყარებული ნათლად ჩანს შემთხვევის ადგილზე ლ-–- დ------ის ყოფნა. დაცვის მხარე თავადაც არ უარყოფს, რომ გინებას(უცენზურო სიტყვების წამოძახებას) ნამდვილად ჰქონდა ადგილი. დადგენილია ისიც, რომ მასთან ერთად სხვა პირებიც არიან, რომლებიც საზოგადოებისათვის მიუღებელ ქცევას ავლენენ და აშკარა უპატივცემულობას გამოხატავენ.

 

ამდენად, პალატა ვერ დაეთანხმება როგორც დაცვის, ასევე პროკურორის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, რადგან მიაჩნია, რომ ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ლ-–- დ------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორ ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ლ-–- დ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ლ-–- დ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-–- დ------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ლ-–- დ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

ლ-–- დ------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 მარტიდან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განჩინებით ლ-–- დ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულს განემარტოს, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მაკა გორგოძე

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

თეიმურაზ სვანიძე