განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
010100116001507943
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-303-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მაკა გორგოძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი: ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - დ----- ჭ------ის,ადვოკატის - ლ---- ჯ------ის,მსჯავრდებულების - ი----- წ---–-----ის, გ------- ლ-----ის,რ----- ი-–---ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- ი-----ის ძე წ---–-----ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------------, პირადი ნომერი: 6---------1, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. ბათუმი, გ-------–---------------------------------

 

გ------- ნ---------ს ძე ლ-----ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------, პირადი ნომერი: 6----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. ბათუმი, გ-------–----–------–-----------------------

 

რ----- შ-------ს ძე ი-–---ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. ბათუმი, ვ---–----------------- ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, ნ----–---–---------------------

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ი----- წ---–-----ემ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; მანვე ჩაიდინა ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; მანვე ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება: მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; გ------- ლ-----ემ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; მანვე ჩაიდინა ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; მანვე ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რ----- ი-–---ემ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; მანვე ჩაიდინა ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- ლ-----ე, ი----- წ---–-----ე და სხვა პირები 2014 წელში შეთანხმდნენ, რომ მათთვის სანდო პირების სახელით დაეფუძნებინათ სხვადასხვა კომპანიები და მათი სახელით განეხორციელებინათ ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, არ გადაეხადათ კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მიღებული შემოსავლები გაენაწილებინათ ურთიერთშორის.

 

ზემოაღნიშნული მიზნით გ------- ლ-----ემ, ი----- წ---–-----ემ და სხვებმა 2014 წლის აგვისტოში შეარჩიეს მათი ნაცნობი და სანდო პირი რ----- ი-–---ე, რომლის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს ,,რ----------------------- გ------- ლ-----ემ, ი----- წ---–-----ემ, რ----- ი-–---ემ და სხვებმა შპს ,,რ------" სახელით 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მარტამდე პერიოდში ჯამში განახორციელეს 7 282 658 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული იმპორტი, რომლის საბაჟო გადასახდელების ოდენობამ შეადგინა 1 469 914 ლარი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ხსენებულმა პირებმა მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენეს მხოლოდ 3 217 053 ლარის საქონელი, ხოლო 4 067 605 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია არ ასახეს საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე დაუგროვდა ზედმეტობა დამატებული ღირებულების გადასახადში, რაც ზემოაღნიშნული პირების მიერ გამოყენებული იქნა იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდისათვის თავის ასარიდებლად. შესაბამისად იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 1 469 914 ლარიდან რეალურად გადაიხადეს 686 313 ლარი, ხოლო 783 599 ლარით მოტყუებით დააზიანეს სახელმწიფო.

 

ი----- წ---–-----ემ, გ------- ლ-----ემ, რ----- ი-–---ემ და სხვებმა იმ საბაჟო ოპერაციებზე, რომლებიც შეირჩა იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რისკის პროფილით და „ს----------–--------–----------------------------–--------------–------------------------–-----ბ“ ინსტრუქციის შესაბამისად გათვალისწინებული საშეღავათო (იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება: ა) საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა) პერიოდის გარეშე შპს „-------“-ს განესაზღვრა კუთვნილი იმპორტის გადასახდელების საბაჟო გაფორმების დროს გადახდა, გ----–- გამოსაყენებლად დაამზადეს და გამოიყენეს 0----------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–------------------–-–------------------–-–------------------–-–------------------------–-–--------------------------–-–--------------–------------------------–----- (გადახდის ქვითრები) იმის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა შპს ,,რ------" მიერ საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი იქნა 63 390 ლარი.

 

ი----- წ---–-----ემ, გ------- ლ-----ე და სხვებმა ზემოთ აღნიშნული სქემით საქმიანობის გასაგრძელებლად შეარჩიეს მათი ნაცნობი და სანდო პირი ა---------– წ---–--ე, რომლის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს ,------- (ს/კ 4---------. გ------- ლ-----ემ, ი----- წ---–-----ემ და სხვებმა შპს ,-------" სახელით 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აპრილამდე პერიოდში ჯამში განახორციელეს 11 848 432 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული იმპორტი, რომლის საბაჟო გადასახდელების ოდენობამ შეადგინა 2 578 183 ლარი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ხსენებულმა პირებმა მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენეს მხოლოდ 3 024 019 ლარის საქონელი, ხოლო 5 665 234 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია არ ასახეს საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე დაუგროვდა ზედმეტობა დამატებული ღირებულების გადასახადში, რაც ზემოაღნიშნული პირების მიერ გამოყენებული იქნა იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდისათვის თავის ასარიდებლად. შესაბამისად იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 2 578 183 ლარიდან რეალურად გადაიხადეს 1 263 704 ლარი, ხოლო 1 314 478 ლარით მოტყუებით დააზიანეს სახელმწიფო.

ი----- წ---–-----ემ, გ------- ლ-----ემ და სხვებმა იმ საბაჟო ოპერაციებზე, რომლებიც შეირჩა იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რისკის პროფილით და „ს----------–--------–----------------------------–--------------–------------------------–-----ბ“ ინსტრუქციის შესაბამისად გათვალისწინებული საშეღავათო (იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება: ა) საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა) პერიოდის გარეშე შპს „ნ-----“-ს განესაზღვრა კუთვნილი იმპორტის გადასახდელების საბაჟო გაფორმების დროს გადახდა, გ----–- გამოსაყენებლად დაამზადეს და გამოიყენეს 11---------–-–-----------------------------------–-–-----------------------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–--–----------------------–--–-----------------------------------–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–--–----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–------------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–--------------------------–-–--------------–------------------------–---------------------------ი) იმის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა შპს ,-------" მიერ საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი იქნა 295 926 ლარი.

 

გ------- ლ-----ემ, ი----- წ---–-----ემ და სხვებმა ზემოთ აღნიშნული სქემით საქმიანობის გასაგრძელებლად შეარჩიეს მათი ნაცნობი და სანდო პირი დ------- რ-----–---–ი, რომლის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს ,,გ-----------------------. გ------- ლ-----ემ, ი----- წ---–-----ემ და სხვებმა შპს ,,გ--------ს სახელით 2015 წლის 20 ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე პერიოდში ჯამში განახორციელეს 21 716 669 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული იმპორტი, რომლის საბაჟო გადასახდელების ოდენობამ შეადგინა 4 298 129 ლარი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ხსენებულმა პირებმა მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენეს მხოლოდ 6 962 126 ლარის საქონელი, ხოლო 14 754 543 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია არ ასახეს საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე დაუგროვდა ზედმეტობა დამატებული ღირებულების გადასახადში, რაც ზემოაღნიშნული პირების მიერ გამოყენებული იქნა იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდისათვის თავის ასარიდებლად. შესაბამისად იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 4 298 129 ლარიდან რეალურად გადაიხადეს 1 875 014 ლარი, ხოლო 2 423 115 ლარით მოტყუებით დააზიანეს სახელმწიფო.

გ------- ლ-----ემ და ი----- წ---–-----ემ, ზემოთ დასახელებული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი სახსრებით (ქონებით), უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებების დამალვა/შენიღბვის მიზნით, შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 269 930 ლარის ღირებულების ქონება (74,89 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. თბილისი თ------–---–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-–--–--------–------------------------------- რომელიც დაარეგისტრირეს თვიანთ სახელზე, ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების და დაკავშირებული პირების სახელზე, რითაც აღნიშნულ უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.

 

ასევე, ი----- წ---–-----ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში (------------------------–-------------------------–---–----------------------) უკანონოდ ინახავდა 236 (ორასოცდა თექვსმეტ) ცალი 7,62 კალიბრის საბრძოლო ვაზნას, რომელიც 2016 წლის 27 ივლისს ჩატარებული ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენით:

 

1. რ----- ი-–---ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რ----- ი-–---ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

რ----- ი-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და მსჯავრდებულ რ----- ი-–---ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 27 ივლისიდან.

 

2. გ------- ლ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ხოლო წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ლ-----ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

გ------- ლ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და მსჯავრდებულ გ------- ლ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 27 ივლისიდან.

 

3. ი----- წ---–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ი----- წ---–-----ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ბრალდებულ ი----- წ---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და მსჯავრდებულ ი----- წ---–-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 27 ივლისიდან.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორი დ----- ჭ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას კერძოდ: ი----- წ---–-----ის და გ------- ლ-----ის საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას, გამოძიების მიერ გ------- ლ-----ისაგან და ი----- წ---–-----ისაგან ამოღებული ავტომანქანის (სარეგისტრაციო ნომერი T--------- და ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევას და სახელმწიფოსათვის გადაცემას; ი----- წ---–-----ის, გ------- ლ-----ის და რ----- ი-–---ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: გამოძიების მიერ მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულება ადასტურებს ი----- წ---–-----ის და გ------- ლ-----ის მხრიდან ერთიანი დანაშაულებრივი ქმედებებით მოპოვებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულით თავიანთ და თავიანთი ოჯახის წევრების სახელზე სხვადასხვა ქონებების შეძენის და შემდგომში აღნიშნული ქონებებით როგორც თავად მსჯავრდებულების, ასევე მათი ოჯახის წევრების მიერ სარგებლობის ფაქტს. აღნიშნულს ადასტურებს ერთ კონკრეტული ფაქტიც, ავტომანქანა „L------------------------------------------ რომელიც 2016 წლის 12 იანვრიდან რეგისტრირებული იყო გ------- ლ-----ეზე (და რომელიც სასამართლო განაჩენით ჩამოერთვა ბრალდებულ გ------- ლ-----ეს), ამავე პერიოდში ამავე ავტომანქანით სარგებლობდნენ როგორც ი----- წ---–-----ე და გ------- ლ-----ე, ასევე ი----- წ---–-----ის მეუღლე დ------ ზ-------ე.სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი (საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტი). „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუქტის თანახმად უკანონო შემოსავალი განმარტებულია, როგორც პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტით უნდა დაკვალიფიცირდეს ქმედება თუ ლეგალიზებული უკანონო შემოსავლის ანუ პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ღირებულება ორმოცდაათი ათასი ლარის ზევითაა; ი----- წ---–-----ისა და გ------- ლ-----ის მიერ ლეგალიზებული ქონების ღირებულება (უძრავი ქონება, ავტომანქანები და ცეცხლსასროლი იარაღები) კი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 269 930 ლარისა ღირებულებისაა; შესაბამისად ბრალდებულების ი----- წ---–-----ისა და გ------- ლ-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტით წარდგენილი ბრალდების 194-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში - ბრალდების მხარის პოზიციით განაჩენი არის როგორც დაუსაბუთებლი, ასევე უკანონოდ. განაჩენი ასევე დაუსაბუთებელია გამოძიების მიერ ამოღებული ავტომანქანის (სარეგისტრაციო ნომერი T--------- და ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეზე დაბრუნების ნაწილში, შემდეგი გარემოებების გამო: სასამართლო განაჩენის 95-ე პუნქტში უთითებს „ცეცხლსასროლი იარაღები (S---------------) 2015 წელში დარეგისტრირდა ი----- წ---–-----ის მამის ი----- წ---–-----ის სახელზე, ხოლო შემდეგ თავად ი----- წ---–-----ის სახელზე, აღნიშნულის გამო ცეცხლსასროლი იარაღები სასამართლომ არ მიიჩნია ი----- წ---–-----ის საკუთრებად; სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია. სასამართლოში გამოკვლეული იქნა ი----- წ---–-----ის მიერ მიღებული შემოსავლების ამსახველი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდა რომ ი----- წ---–-----ეს თავისი საქმიანობიდან რაიმე მნიშვნელოვანი შემოსავლები არ გააჩნდა; სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ი----- წ---–-----ე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, უძრავი ქონების და სხვა ფასეულობების გაფორმებას ახდენდა თავისი ოჯახის წევრების სახელზე, ანალოგიური ვითარებაა ცეცხლსასროლ იარაღებთან დაკავშირებითაც; სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებში, კერძოდ ლეპტოპში ინახება ვიდეო ჩანაწერი თუ როგორ სარგებლობენ (ნადირობენ) ცეცხლსასროლი იარაღებით ი----- წ---–-----ე და მისი თანმხლები პირი გ------- ლ-----ესთან ერთად. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გამოძიების მიერ ამოღებული ავტომანქანა (სარეგისტრაციო ნომერი T--------- შეძენილი იყო დ---- ჩ------ მიერ სს „---------“ ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით აღებული თანხით, რაც ასევე არის დაუსაბუთებელი; სისხლის სამართლის საქმეზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------- ლ-----ის მეუღლის დ---- ჩ------ მიერ სს „---------“ ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით სესხი აღებული იქნა 2015 წლის დეკემბერში და რაც გამოყენებული იქნა ქ. ბათუმში გენერალ ა--–------–-----------------------–- არსებული ბინის სარემონტოდ; ავტომანქანა (სარეგისტრაციო ნომერი T--------- კი შეძენილია 2016 წლის აპრილში ბრალდებულების ი----- წ---–-----ისა და გ------- ლ-----ის მიერ და დარეგისტრირდა გ------- ლ-----ის სახელზე, რითაც სარგებლობდნენ როგორც მსჯავრდებულები, ასევე მათი ოჯახის წევრები. ბრალდების მხარე ასევე მიიჩნევს, რომ ი----- წ---–-----ის, გ------- ლ-----ის და რ----- ი-–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ძალიან ლმობიერი.

 

აპელანტი - მსჯავრდებულების ი----- წ---–-----ის, გ------- ლ-----ის და რ----- ი-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატები მ------- კ----------ე და რ---–---- ა----–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ----- ი-–---ის, ი----- წ---–-----ის და გ------- ლ-----ის საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ასევე გ------- ლ-----ის და ი----- წ---–-----ის საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლებას, ხოლო რ----- ი-–---ის საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და ი----- წ---–-----ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ რ----- ი-–---ს, გ------- ლ-----ეს და ი----- წ---–-----ეს შორის მოხდა შეთანხმება, რომლითაც რ----- ი-–---ემ მინდობილობით დაავალა ლ-----ეს და წ---–-----ეს ხილ-ბოსტნეულის იმპორტთან დაკავშირებით შეესრულებინათ ყველა სამართლებრივი მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ საზოგადოების საბუღალტრო დოკუმენტების შედგენას, გადასახადების გამოანგარიშებას, დეკლალირებას და გადახდაზე კონტროლს აწარმოებდნენ რ----- ი-–---სთან შეთანხმებით ი----- წ---–-----ე და გ------- ლ-----ე. სამის მასალებით არ დგინდება, ი----- წ---–-----ისა და გ------- ლ-----ის მიერ ხელმოწერილი, აგრეთვე საგადასახადო სამსახურში წარდგენილი არანაირი სახის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სწორედ ი----- წ---–-----ე და გ------- ლ-----ე ახორციელებდნენ საზოგადოების ფინასურ საქმიანობას. სასამართლოზე ვერ დადგინდა ის ფაქტი, რომ გ------- ლ-----ე, ი----- წ---–-----ე და რ----- ი-–---ე წინასწარ შეკავშირდნენ დაამზადეს და გ---–ი წარადგინეს ყ--–-------------------------–------ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ ჩანს მათ შორის რაიმე ისეთი ტიპის კომუნიკაცია, რაც საშუალებას მისცემდა, ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერწმუნა მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა, არც მოწმე ი-----–- დ-----აძეს განუცხადებია, რაიმე მსგავსი ფაქტის არსებობის თაობაზე. ბრალდების მხარის მიერ დაკითხულმა მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ გაყიდული პროდუქციიდან შემოსულ თანხებს ძირითადად შ.პ.ს.-ების ანგარიშზე რიცხავდნენ. ა---------– წ---–----- წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელს, საწარმოს ფინანსურ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირს. მოცემულ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ საზოგადოების საბუღალტრო დოკუმენტების შედგენას, გადასახადების გამოანგარიშებას, დეკლარირებას და გადახდაზე კონტროლს აწარმოებდნენ ა---------– წ---–-----ესთან შეთანხმებით ი----- წ---–-----ე და გ------- ლ-----ე. საქმის მასალებში არ მოიპოვება ი----- წ---–-----ის და გ------- ლ-----ის მიერ ხელმოწერილი, აგრეთვე საგადასახადო სამსახურში წარდგენილი არანაირი სახის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტი, რომელიც დაადსტურებდა, რომ სწორედ ი----- წ---–-----ე და გ------- ლ-----ე ახორციელებდნენ საზოგადოების ფინანსურ საქმიანობას. საქმეზე დართული დოკუმენტები, რომელთა მოპოვებისას ბრალდების მხარის მიერ უხეშად იქნა დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნები წარმოადგენენ დაუშვებელ მტკიცებულებებს.

 

მსჯავრდებულების ი----- წ---–-----ის, გ------- ლ-----ის და რ----- ი-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატებმა მ------- კ----------ემ და რ---–---- ა----–---–მა პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინეს შესაგებელები და მოითხოვეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორს დ----- ჭ------ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს - მსჯავრდებულებს ი----- წ---–-----ეს, გ------- ლ-----ეს და რ----- ი-–---ეს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს ლ---- ჯ------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ინფორმაციული პატაკით დასტურდება 22.04.2016წ, რომ საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე, 218-ე და 210-ე მუხლებით; დადგენილი იქნა, რომ დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები ფლობენ სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც ასევე გაფორმებულია სხვადასხვა პირებზე; აღნიშნული კომპანიების სახელით 2014-2016 წლებში ისინი ახორციელებდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ხილ ბოსტნეულის საქართველოში იმპორტს და ადგილობრივ ბაზარზე მათ რეალიზაციას;

 

მოწმის სახით დაკითხული ვ------- ტ--–----ის ჩვენების თანახმად, ოპერატიული ინფორაცია მიიღო მასზედ, რომ სხვადასხვა კომპანიები ახორციელებდნენ ხილ-ბოსტულის იმპორტს და საქართველოში ახდენდნენ მის რეალიზაციას, ინფორმაცია შეეხებოდა კონკრეტულ საწარმოებს, ინფორმაცია იყო შემდეგი სახით: შპს „-------“ დარეგისტრირებულია 27.08.2014წელს, რომლის დირექტორად მითითებულია რ----- ი-–---ე, კომპანიის საქმიანობის საგანს წარმაოდგენს სხვადასხვა ქვეყნებიდან ხილ-ბოსტნის იმპორტი და რეალიზაცია; საწარმოს 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მარტამდე ჯამში იმპორტირებული აქვს 7 282 658 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული საიდანაც რეალიზებულად ნაჩვენები აქვს მხოლოდ 3 217 053 ლარის საქონელი. ამის შემდეგ საწარმოს საქმიანობა აღარ განუხორციელებია და ამჟამად არის უმოქმედო. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „-------“-ს დამალული აქვს 4 067 605 ლარის თვითღირებულების (ფასნამატის გარეშე) საქონლის რეალიზაცია. აგრეთვე შპს რ------ გადახდილი აქვს 686 313 ლარი და მიღებული აქვს 101000 ლარის ჩათვლა. იმპორტის დროს გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელები შეადგენს 1 469914 ლარს. კომპანიას იმპორტზე შემოტანილი საქონლის რეალიზაცია რომ დაეფიქსირებინა სრულად მას გადამხდელი ს ბარათზე ზედმეტობა არ ექნებოდა და მოუწევდა ტვირთის გამოტანისას ამ 5 დღის ვადაში საქონლის განბაჟებისათვის საჭირო საბაჟო გადასახდელების გადახდა. შპს „რ------“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობდა გ------- ლ-----ე. ასევე შპს „ნ----- რეგისტირებულია 21.01.2015 წელს მის დირექტორს წარმოადგენდა ა---------– წ---–--ე. აღნიშნულ კომპანიას 2015 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სხვადსხვა ქვეყნებიდან განხორციელებული აქვს 8 689 253 ლარის ხილის და ბოსტნეულის იმპორტი. დაადეკლარირა 3 02 4019 ლარი ხოლო 5 665 234 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაცია კომპანიამ დამალა. შპს ნ----- საბაჟო გადასახდელების სახით ჯამში დაერიცხა 907475 გადახდილი აქვს მხლოდ 136873 და ერიცხება ზედმეტობა 80 073 მიუხედავად იმისა, რო სრულად საქონელი რეალიზებულია. ამავე კომპანიის წარმომადგენლად ფიქსირდება გ------- ლ-----ე. 2015 წლის 17 ნოემბრიდან ამავე სქემით მუშაობა დაიწყო შპს „გ--------მ რომელიც დაფუძნებულია 17.11.2015 წელს . დამფუძნებლად და დირექტორად მითითებულია დ------- რ-----–---–ი. კომპანიას 2015 წლის 20 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თურქეთიდან განხორციელებული აქვს 521 388 ლარის ხილის და ბოსტეულის იმპორტი. ორგანიზაციამ ნოემბრის და დეკემბრის ყოველთვიურ დღგ-ს დეკლარაციებში დღგ-ს დასაბეგრ ბრუნვად ჯამურად დაადეკლარირა მხოლოდ 151 507 ლარი, ხოლო 369 882 ლარის საქონლის რეალიზაცია კომპანიამ დამალა. ამავე კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით ასევე გ------- ლ-----ე სარგებლობდა. აღნიშნულ შპს-ეებს ანგარიშები გახსნილი ჰქონდა სს „კ----------------------–-- და საბაჟო იპერაციების განხორციელებისას იმპორტის გადასახდელების ინტერნეტ ბანკინგის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის დასადასტურებლად უფლებამოსილი პირები გ---–ი წარადგენდნენ ყალბ საგადასახადო დავალებებს, რითაც თავს არიდებდნენ იმპორტირებული საქონლის განბაჟებისას გაანგარიშებული გადასახდელების გადახდას. აღნიშნულთან დაკავშრებით მის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინა სათანადო პატაკი და აცნობა სამმართველოს ხელმძღვანელობას.

 

მოწმის სახით დაკითხული ჯ--- კ---------ის ჩვენების თანახმად, 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე, ამჟამად მუშაობს ამავე დეპარტამენტის გ--------------- სასაქონლო ოპერაციების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. საკითხის შესწავლით დაადგინა, რომ შპს რ--------------------- დარეგისტრირებულია 27.08.2014 წელს, რომლის ერთპიროვნულ დამფუძნებლად და დირექტორად მითითებულია რ----- ი-–---ე (პ/ნ 6----------), აღნიშნული კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნებიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია. საწარმოს 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მარტამდე ჯამში იმპორტირებული აქვს 7 282 658 ლარის ღირებულების ხილ- ბოსტნეული, ამის შემდეგ აღნიშნული იმპორტის ოპერაციები აღარ განუხორციელებია. შპს „-------“-ს მიერ საქონლის იმპორტის დროს გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელები ჯამში შეადგენს 1 469 914 ლარს, საიდანაც ბიუჯეტში გადახდილი აქვს მხოლოდ 686 313 ლარი, ხოლო დანარჩენი 783.599 ლარი გაექვითა გადამხდელის პირად ბარათზე გასალდოების გზით - საბაჟო ოპერაციებით და ადგილობრივი შეძენებით მიღებული ჩათვლებიდან. გარდა ამისა შპს „რ------“ წარმომადგენლები რიგ შემთხვევებში გ---–ი წარადგენდნენ საგადასახადო დავალებებს შპს „რ------“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდის დასტურად, თუმცა როგორც აღმოჩნდა გ---–ი წარდგენილი საგადასახადო დავალებების ნაწილი იყო ყალბი, კერძოდ 63 390 ლარის ღირებულების 11 ყალბი საგადასახადო დავალება. ასევე შპს რ------ მიერ იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელებიდან, გადახდილი იქნა მხოლოდ 686 313 ლარი, ხოლო დანარჩენი 783 599 ლარის გადახდას შპს „-------მ“ თავი აარიდა. შპს „ნ-----(ს/კ 4--------- რეგისტრირებულია 22/01/2015 წელს და აღნიშნული კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებლად და დირექტორად მითითებულია ა---------– წ---–--ე (პ/ნ-------------. აღნიშნულ კომპანიას 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით მრავალჯერადად სხვადასხვა ქვეყნებიდან განხორციელებული აქვს ჯამში 11 848 432 ლარის ხილის და ბოსტნეულის იმპორტი. შპს „ნ------ს მიერ საქონლის იმპორტის დროს გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელები ჯამში შეადგენს 2 578 183 ლარს, საიდანაც ბიუჯეტში გადახდილი აქვს მხოლოდ 1 263 704 ლარი, ხოლო დანარჩენი 1 314 478 ლარი გაექვითა (გადამხდელის პირად ბარათზე გასალდოების გზით) საბაჟო ოპერაციებით და ადგილობრივი შეძენები მიღებული ჩათვლებიდან. გარდა ამისა შპს „ ნ-----“ წარმომადგენლები იმპორტირებული საქონლის გაფორმების დროს საბაჟო გადასახადელების გადახდის დასადასტურებლად წარადგენდნენ საგადასახადო დავალებებს, რომელთაგან ნაწილი როგორ აღმოჩნდა იყო ყალბი, კერძოდ მათ მიერ შპს „ნ-----“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდის დასტურად წარდგენილი საგადასახადო დავალებებიდან 295 926 ლარის ღირებულების 42 საგადასახადო დავალება იყო გაყალბებული. შპს“ ნ-----“ მიერ იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახადელებიდან,როგორც აღნიშნა გადახდილი იქნა მხოლოდ 1 263 704 ლარი, ხოლო დანარჩენი 1 314 478 ლარის გადახდას შპს „ნ------ თავი აარიდა. 2015 წლის 17 ნოემბრიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტი დაიწყო შპს „------------------------- რომელიც დაფუძნებულია 17/11/2015 წელს და კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებლად და დირექტორად მითითებულია დ------- რ-----–---–ი. აღნიშნულ საწარმოს 2015 წლის 20 ნოემბრიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით მრავალჯერადად ძირითადად თურქეთიდან განხორციელებული აქვს ჯამში 21716 669 ლარის ხილის და ბოსტნეულის იმპორტი. შპს „--------“ მიერ საქონლის იმპორტის დროს გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელები შეადგენს 4 298 129 ლარს, საიდანაც ბიუჯეტში გადახდილი აქვს მხოლოდ 1 875 014 ლარი, ხოლო დანარჩენი 2 423 115 ლარი გაექვითა საბაჟო ოპერაციებით და ადგილობრივი შეძენებით მიღებული ჩათვლებიდან. შპს „გ------- მიერ იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელებიდან, გადახდილი იქნა მხოლოდ 1 875 014 ლარი, ხოლო დანარჩენი 2 423 115 ლარის გადახდას შპს „გ-------“ თავი აარიდა. ის ასევე გაეცნო შპს „ნ-----“, შპს „--------“ და შპს „რ------“ მიერ განხორციელებული საბაჟო ოპერაციების ამსახველი საბაჟო დეკლარაციებს და დეკლარაციების თანმხლებ დოკუმენტებს; საბანკო ანგარიშების ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ელექტორნული ბაზის „ო-----–--“ დათვალიერებით გამოირკვა გ---–ი წარდგენილი საგადახდო დავალებებიდან 359 316 ლარის ღირებულების იყო 53 ყალბი საგადასახადო დავალება (გადახდის ქვითარი) და მასში მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს შპს რ------ და შპს ნ----- მიერ იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელებიდან 359 316 ლარი გადახდილი იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში , სინამდვილეს არ შეესაბამება; ყალბი საგადასახადო დავალებები უმეტესწილად გ---–ი წარდგენილი აქვთ გ------- ლ-----ეს და ი-----–- დ-----აძეს. გეზის თანამშრომლებს და მათ შორის მასაც ხშირი ურთიერთობა ჰქონდა სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე გ------- ლ-----ესთან და ი-----–- დ-----აძესთან და მართალია ზემოთაღნიშნული კომპანიების წარმომადგნელობითი უფლებამოსილებებით ი-----–- დ-----აძე უფრო ხშირად სარგებლობდა, ვიდრე გ------- ლ-----ე. იცის, რომ ი-----–- დ-----აძე ყველა საკითხს რაც საქონლის გაფორმების დროს წამოიჭრებოდა ათანხმებდა გ------- ლ-----ესთან; გ------- ლ-----ე ი-----–- დ-----აძეს ხელმძღვანელობდა საქმიანობის განხორციელებისას;

 

მოწმის სახით დაკითხული ნ--- ბ-----ის ჩვენების თანახმად, მუშაობს შემოსავლების სამსახურის დ----------------------–----------------–---–------ თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაზარალებულადაა ცნობილი, ვინაიდან აღნიშნულმა პირებმა დააფუძნეს სხვადასხვა კომპანიები იმისათვის, რომ არ გადაეხადათ გადასახადი. მათ სახელმწიფოს მიაყენეს ქონებრივი ზიანი 4 521 192 ლარი ოდენობით. აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ შექმნილია 3 საწარმო „ შპ------------------–-–---------------- დაფუძნდა და მისი 100% წილის მფლობელი, დამფუძნებელი და დირექტორი იყო რ----- ი-–---ე. საწარმო აწარმოებდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტს და საქართველოს ბაზარზე რეალიზაციას. სულ შემოტანილი აქვს 7 822 158 ლარის ღირებულების იმპორტი, კონკრეტულად ხილ- ბოსტნეული. აქედან დაერიცხა 1 479 414 ლარი, გადახდილი აქვს 686 313 ლარი და დარჩენილი აქვს გადასახდელად 783 593 ლარი. იმისათვის რომ კომპანიას არ გადაეხადა დღგს გადასახადი კომპანიამ განახორციელა შემდეგი ღონისძიებები, თვითონ დააზუსტა, საბაჟო ოპერაციები, შემდეგ შემოტანილი ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ახალი ხილ-ბოსტნეულის ჩათვლებით. შპს „რ------“ მიერ გამოყენებული იქნა 11 ყალბი საგადასახადო დავალება, რომელიც წარდგენილი იქნა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. კერძოდ ქვითრები. აქედან გადასახდელი ჰქონდა 683 313 ლარი და დარჩენილი 783 593 ლარი სხვადასხვა გზებით ჩაითვალა დღგ გადახდილად. 2014 წლის 24 აგვისტოს შემდეგ შპს „-------“ აღარ ახორციელებს იმპორტს, 2015 წლის უკვე ინვარში იქმნება შპს „ნ----- რომლის დამფუძნებელი დირექტორი და ერთპიროვნული მმართველი არის ა---------– წ---–--ე. სულ კომპანიამ განახორციელა 11 850 452 ლარის იმპორტი ხილ-ბოსტნეულის. გადასახადად დაერიცხა 2 578 183 ლარი, გადახდილად სხვადასხვა გზებით ჩაითვალა 1 314 478 ლარი. აღნიშნულმა საწარმომ შპს „ნ------ საბაჟო გაშვებ ეკონომიკურ ზონაში წარმოადგინა 42 ყალბი საგადასახადო დავალება რაც ნიშნავს იმას რომ თითქოს გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში 299 956 ლარი; 2015 წელში იქმნება ახალი საწარმო შპს „გ-------, დამფუძნებელი, დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის დ------- რ-----–---–ი, აღნიშნული კომპანიაც ახორციელებს ხილ-ბოსტნეულის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სულ შემოიტანა 21 716 669 ლარის იმპორტი. აქედან გადასახდელად დაერიცხა 4 298 129 ლარი, გადაიხადა 1 875 14 ლარი, გადასახადი დარჩა 2 423 115 ლარი, რომელიც არ იქნა გადახდილი და გამოყენებული იქნა იგივე ღონისძიებები, რაც წინა შემთხვევებში; კომპანიების ხელმძღვანელები და დამფუძნებლები ერთპიროვნულად შეთანხმდნენ რომ არ გადაეხადათ გადასახადი. კერძოდ, შემოტანილი იმპორტის რეალიზაციას არ აჩვენებდნენ. ისინი არ აჩვენებდნენ რეალიზაციას ბარათებზე. ელექტრონულ გვერდზე არსებულ ელექტრონულ ბარათებზე ფიქსირდებოდა ზედმეტობა და არ ჩანდა გასხვისება, რაც ზრდიდა დღგ- ს. მათ დღგ-ს დაფარვის მიზნით ასევე გამოიყენეს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ჩათვლები. საერთო ჯამში სამივე საწარმოს მიერ მიყენებულია ზიანი 4 521 192 ლარის ოდენობით;

 

მოწმის სახით დაკითხული ი-----–- დ-----აძის ჩვენების თანახმად, 2010 წლიდან ემსახურებოდა ფირმებს, - უწევდა საბროკერო მომსახურებას; აძლევდნენ დავალებას ახდენდა იმპორტირებული საქონლის განბაჟებას, რადგან ამ საქმის მცოდნე იყო, ანალოგიური საქმიანობა შეთავაზა მას გ------- ლ-----ემ; შესაბამისად ის დახმარებას უწევდა გ------- ლ-----ეს და ი----- წ---–-----ეს; შემოსულ საქონელს ხვდებოდა და საბროკერო მომსახურებას ახორციელებდა; 2014 წელს შპს „-------“ - სთან დაკავშრებით გ------- ლ-----ემ მას გადასცა მინდობილობა და თხოვა როგორ უნდა შეესრულებინა თავისი საქმე შპს „რ------“ შემოჰქონდა ხილ-ბოსტნეული და ძირითადად თურქეთიდან; დირექტორი იყო რ----- ი-–---ე; შპს-ს ხელმძღვანელობას რეალურად ახორციელებდნენ გ------- ლ-----ე და ი----- წ---–-----ე; ხელფასის სახით მას უხდიდნენ 800 ლარს, შპს „რ------“ დირექტორი კი შემოტანილი საქონლის რეალიზაციას ახდენდა; მითითებებს იძლეოდნენ ი----- წ---–-----ე და გ------- ლ-----ე და ისინი უხდიდნენ ხელფასს ასევე შპს დირექტორს - რ----- ი-–---ეს; ეს საწარმო 2014 წლიდან 2015 წლამდე საქმიანობდა; შემოსულ მანქანას ხვდებოდა ტერმინალში საბუთები მიჰქონდა ოპერატორთან ანბაჟებდა და უშვებდა გ------- ლ-----ესთან ერთად; ყოფილა შემთხვევა რომ იყო მარტოც; განსაბაჟებელი დოკუმენტაცია როცა მარტო იყო, საბუთები ზოგჯერ ჰქონდა ხელზე, ზოგჯერ კი იგზავნებოდა მეილზე - ინვოისი საბანკო ქვითრები და სხვ; საბანკო ქვითრების მიხედვით გადახდები იყო ინტერნეტ ბანკით; თუ გ------- ლ-----ე არ იყო და ვერ უკავშირდებოდა, მაშინ უკვე კავშრი ჰქონდა ი-----თან; ქვითრები, როგორც ახსოვს იყო კ---------------- ბანკის ელექტრონულად დამზადებული და ის მიჰქონდა მებაჟე ოპერატორთან; შპს „-------“ 2015 წლამდე მუშაობდა და შემდეგ გაიხსნა შპს „დ---“ გ-------სთვის ნაცნობი პირი იყო დ----- ჯ---------ე რომელიც წარმოადგენდა შპს-ს დირექტორს; მასაც ანალოგიურად შემოჰქონდა ხილ-ბოსტნეული და მასზეც ანალოგიურად გ-------მ მისცა მინდობილობა, რის საფუძველზეც ახორციელებდა საბროკერო მომსახურებას; შპს „დ---ს“ ასევე ფაქტიურად ხელმძღვანელობდა გ------- ლ-----ე და ი----- წ---–-----ე; 2015 წლიდან ასევე ფუნქციონირებდა შპს „ნ-----, რომლის ხელმძღვანელი იყო ა---------– წ---–--ე; შპს „ნ----–- ანალოგიური საქმიანობით იყო დაკავებული, შემდეგ გაიხსნა შპს „გ------- - დირექტორს წარმოადგენდა დ------- რ-----–---–ი; ყველა საწარმოს ხელმძღვანელობდა გ------- და ი-----ი; აღნიშნული საწარმოები ერთდროულად არ საქმიანობდნენ, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა ფიქსირდებოდა; და დიდი ბრუნვის დაფიქსირების თავიდან ასაცილებლად ი-----ის შეთავაზება იყო გ-------სათვის რომ ჩამოეყალიბებინათ სხვადასხვა შპს და საქონლის დიდი ბრუნვა არ გამოჩნდებოდა; და ფირმასაც არ ექნებოდა პრობლემები; მათთან კომუნიკაცია ჰქონდა პირადად და ტელეფონით; იცის რომ საწარმოების დირექტორებსაც გ------- და ი-----ი უხდიდა ხელფასს; მისთვის უცნობი იყო, რომ ქვითრები, რომელსაც ის აწვდიდა მებაჟე ოპერატორებს, ყალბი იყო; სხვა შემთხვევაში ის არ მიიტანდა; კომუნიკაცია ჰქონდა ტელეფონით და ხვდებოდა პირადად; ხელფასს ამ პირებს უხდიდნენ გ------- და ი-----ი, მასაც თანხას ხელზე აძლევდნენ.

 

მოწმის სახით დაკითხული გ---- ხ--–--–---–ის ჩვენების თანახმად, მეგობართან ერთად ჩამოყალიბებული ჰქონად შპს „ი-–--------------------–-–--–- ახდენდნენ ხილ-ბოსტნეულის იმპორტს რუსეთიდან და უკრაინიდან; 2015 წლის მარტის თვეში შპს „-------მ“ დირექტორთან რ----- ი-–---ესთან ჰქონდა მოლაპარაკება 27 ტ ხახვის შეძენაზე; ის მისთვის უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად მივიდა და გადაუხადეს თანხა; ეს ფაქტი ახსოვს კარგად, იმიტომ, რომ იშვითად ახდენს ამ ოდენობით საქონლის რეალიზაციას;

 

მოწმის სახით დაკითხული ბ---- ც---–---ის ჩვენების თანახმად, გ------- ლ-----ე გაიცნო თბილისში ე-–-------------------“ ბაზრობაზე; თავად დაკავებული იყო ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციით; გ------- იქ გაიცნო და გ-------მ შეთავაზა, რომ თუ გაყიდდა მის მიერ შემოტანილ პროდუქციას; სალარო აპარატები ჰქონდა შპს „ნ----- და შპს „გ-------; იღებდა ქვითრებს და თანხას რიცხავდა ანგარიშებზე კ---------------- ბანკიდან და ვის ანგარიშზე, არ იცის; ეკითხებოდა, თუ სად უნდა ჩაერიცხა თანხები და იმის მიხედვით ახდენდა ანგარიშსწორებას, 2014 წლის ბოლოს გაიცნო; ორი სამი თვე მუშაობდა და შემდეგ მომავალ წელს კიდე 2015 წლის მაისამდე; გ------- ლ-----ესთან ჰქონდა შეხება თუ იყო შემთხვევა უკავშირდებოდა ი----- წ---–-----ეს იმის გასარკვევად, თუ რომელ შპს-ს ანგარიშზე ჩაერიცხა თანხა წ---–-----ესთან კავშირი ჰქონდა სამი ან ოთხჯერ ტელეფონით, პირადად არ შეხვედრია; 10-15 მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა (ტევადობით 7-8 ტ) ექნება რეალიზებული.

 

მოწმის სახით დაკითხული პ---–- წ---–--ის ჩვენების თანახმად, დ----- წ---–--ე არის მისი მამა, ის იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში, მისთვის საერთოდ უცნობი იყო მამის საქმიანობის შესახებ; რაც შეეხება მის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას, განმარტავს, რომ ორჯერ იყო, შეხვდა მისთვის უცნობ პირს და გადასცა თანხა ერთ ჯერზე 26 000 ლ არი და მეორედ 18000 ლარი, ეს თანხა შეიტანა კ---------------- ბანკში მისმა მამამ მიუთითა ანგარიშზე; იმ დროს დ----- წ---–--ე დაკავებული იყო, მუშაობდა და თხოვა რომ შეესრულებინა რაც დავალა; საერთოდ მამამისი არც აყენებდა მისი საქმიანობის შესახებ საქმის კურსში და აქედან გამომდინარე არ იცის; როცა დაიკითხა მას შემდეგ გაიგო , რომ შპს „ნ----- არსებობდა, მის დას ნ---- ჰქვია, თუმცა მოწმისთვის არ იყო ცნობილი ამის შესახებ;

 

მოწმის სახით დაკითხული მიხეილ ზუმბაძის ჩვენების თანახმად, გ------- ლ-----ეს და ი----- წ---–-----ეს იცნობს ბაზრობიდან აბარებდნენ საქონელს და ახდენდა მის რეალიზაციას და აძლევდნენ ანაზღაურებას ნ----- ბაზრობაზე, ჰქონდა სალარო აპარატი, შპს რ----- და შპს გ------ და შპს დ--- და შპს ნ---- ოთხი სალარო აპარატი ახსოვს, რომ ჰქონდა; ხელზე თანხა არ მიუცია, მითითებული ჰქონდა გ-------ს ანგარიშები და რიცხვადა კ---------------- ბანკიდან ამ პირებს ჰქონდა ხილ-ბოსტნეული და ვინ იყო ხელმძღვანელები არ იცის, ძირითადა უგზავნიდა, რასაც მითითებდნენ რიცხავდა ძირითადად შპს-ში შეჰქონდა; ი----- წ----–------ს იცნობდა ამ სქმიდან ხოლო სხვა შეხება არ ჰქონია;

 

მოწმის სახით დაკითხული პ----- ბ-----–--ის ჩვენების თანახმად, გ-------ს შემოქონდა საქონელი - სოფლის მეურნეობის პროდუქტი და უკეთებდნენ რეალიზაციას; ქუთაისის ბაზრობაზე შეხვდა მათ გ-------ს და ი-----ს; უფრო ხშირი კავშირი ჰქონდა გ-------სთან, ზოგჯერ ი----- წ---–-----ესთანაც ჰქონდა ურთიერთობა; ეს საქონელი ვის შემოჰქონდა ზოგადად არ იცის, მაგრამ მას გ------- ლ-----ე აწვდიდა; ერთი მანქანა საქონლის რეალიზაციიდან იღებდა ანაზღაურებას; თვეში შესაძლებელია ორი დატვირთული ავტომანქანა გაეყიდა; რეალიზაციიდან აღებულ თანხას ძირთადად რიცხავდა ბანკიდან, გ-------ს , ან ი-----ის მიერ მითითებულ ანგარიშებზე; ჰქონდა სალარო აპარატები, როგორც ახსოვს შპს „-------“, შპს “დ---“ შპს „გ------- და შპს „ნ-----; ამ პირებთან დაახლოებით ორი, ან სამი წელი ჰქონდა ურთიერთობა; ვინ იყო საწარმოების დამფუძნებლები ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა; ი-----ი იცის, რომ გ-------ს ნათესავია, ისინი მანქანით ერთად მოძრაობდნენ და ხვდებოდა მათ;

 

მოწმის სახით დაკითხული ა-–---------- ტ--------ის ჩვენების თანახმად, ერთერთ საწარმოში მუშაობდა მძღოლის თანამდებობაზე, სხვადასხვა საქონლის გადატანას ეწეოდა; ამ დროსაც მუშაობს მათთან როგორც დაქირავებული მძღოლი მუშაობს, ხან თურქეთიდან შემოჰქონდა, ხან ადგილზე ახდენდა ტრანსპორტირებას; ი----- წ---–-----ეს და გ------- ლ-----ეს არ იცნობს; თანხებს, რაც შეეხება, თხოვეს და გადარიცხა; თურქეთიდან როცა შემოდიოდა, საბუთები თან ჰქონდა; იქ იყო ერთი პირი, ი-----–- დ-----აძე, ვინც ეხმარებოდა მათ რიგიდან დროულად გასვლაში, ბროკერის მსგავსი იყო მისი საქმიანობა, ი-----–- რატომ ეხმარებოდა, ვინმემ დაავალა თუ არა - არ იცის; თანხის ოდენობა რა გადარიცხა, ვის გადაურიცხა და რამდენი არ ახსოვს, ეს ხშირად არც ხდებოდა; დანიშნულებაც არ ახსოვს საერთოდ არა აქვს შეხება ასეთ გადარიცხვებთან; მისი საქმეა მხოლოდ ჩამოიტანოს ტვირთი და დაბრუნდეს სახლში; გამოძიების მიმდინარეობისას დაიკითხა და ი-----–-ს გვარით არ იცნობდა;

 

მოწმის სახით დაკითხული გ------- მ-----–--ის ჩვენების თანახმად, ი----- წ---–-----ე არის მისი მეგობარი, დაკავებულია ავტოიმპორტით ჩამოყავს ავტომანქანები სარეალიზაციოდ; ყავს ხელოსნები და აკეთებს მანქანებს; ი-----მა დაურეკა დაახლოებით 6-7 თვის უკან და თხოვა „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანის შეკეთება აღდგენა; იცოდა რომ ბათუმში რთული იყო და თბილისში უფრო ადვილად გააკეთებდა. მანქანა გაუგზავნა ევაკუატორით, ერთი თვე მანქანა იყო გაჩერებული სადგომზე; ნაწილები დეფიციტურია და ერთი თვის შემდეგ ჩამოვიდა; ამის შემდეგ დაიწყო მანქანის შეკეთება; 2 თვეზე მეტი დაჭირდა მანქანის აღდგენას. სამი თვის შემდეგ მანქანა გავიდა ჯარიმაზე რის შემდეგ თვითონ მოხსნა ნომრები და ჩააბარა საპატრულო პოლიციას, აიღო ახალი ნომერი, რომელიც დაფიქსირდა მის სახელზე და გვარზე. რადგან სხვა შემთხვევაში ავტომანქანას ყოველდღე დაერიცხებოდა ჯარიმის სახით 5 ლარი; ასეთი სახის მოქმედება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია რახან მანქანა არ იყო განბაჟებული. ამ ტრანზიტი ნომრების გამო აღმოჩნდა საგამოძიებო სამსახურში და გამოკითხეს; შემდეგ როცა დაიბარეს დაკითხვაზე, დაინტერესდა ვისი იყო ეს მანქანა და გაიგო, რომ ეს მანქანა გაფორმებული იყო ი-----ის ცოლის ძმაზე. ავტომანქანის ღირებულება დაზიანებების გათვალისწინებით გაცილებით ნაკლებია;

 

მოწმის სახით დაკითხული მ----- ა-------ვას ჩვენების თანახმად, როგორც იცის მსჯავრდებულები საბროკერო საქმიანობას ახორციელებდნენ, ასევე თვითონ მათ ჩამოჰქონდათ საქონელი და ახდენდნენ რეალიზაციას; შემოჰქონდათ ხილ-ბოსტნეული; პირადად ვერ იცნობს, მათთან უშუალო ანგარიშსწორება არ ჰქონია. საქონელს იღებდა მიხეილ დუმბაძისგან, რომელიც ი----- წ---–-----ისგან და ლ-----ისგან შემოტანილი საქონლის რეალიზაციას ახდენდა. მას უშუალოდ მიხეილისგან მიქონდა საქონელი, ზოგჯერ მძღოლის მეშვეობით უგზავნიდა და თავად თანხას უგზავნიდა; ამდენად ანგარიშსწორება ჰქონდა მიხეილთან.

 

მოწმის სახით დაკითხული ბექა კურტანიძის ჩვენების თანახმად, ქუთაისში ბაზრობაზე ეწევა ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას; გ------- ლ-----ესთან და ი----- წ---–-----ესთან ურთიერთობა ჰქონდა; იყო გამყიდველი საქონლის რეალიზაციის შემდეგ უხდიდნენ თანხა 250-დან 350 ლარამდე, ძირითადად იყო კიტრი და პომიდორი; დაახლოებით 10-12 მანქანა ექნება რეალიზებული, თითოეული მანქანაზე იყო 22 -23 ტონა საქონელი. რეალიზაციის შემდეგ თანხას ხან გ-------ს აძლევდა ხელზე, ხან აგზავნიდა; სალარო აპარატები ჰქონდა ნ----- და გ------- სახელწოდებით; რომლებიც შემდგე ჩააბარა; ი----- წ---–-----ე ერთხელ ყავს ნ---ხი, გ-------ს ახლდა; მასთან ჰქონდა ასევე სატელეფონო კავშირი. ის იცნობდა ი-----ს, როგორც გ-------ს ახლობელს;

 

მოწმის სახით დაკითხული ზ------ი ა-------ის ჩვენების თანახმად, ქუთაისში ,,ნ------’ ბაზრობაზე მუშაობდა მისი მამა, რომელიც ბოლო წლები შეუძლოდ იყო და ეხმარებოდა. ადგილობრივ საქონელზე ვაჭრობდა, - ძირითადად ხილ-ბოსტნეულზე. გ------- ქუთაისში იყო ბაზრობაზე ჩამოსული და შეთავაზა მის მამას საქონლის გაყიდვა. მამის მეშვეობით თვითონაც გაიცნო. ი----- წ---–-----ეს რაც შეეხებ, რამოდენიმეჯერ შეხვედრია ქუთაისში; ძირითადად საქმეზე გ-------სთან საუბრობდა. თითო მანქანის რეალიზაციაში დაახლოებით 400 დან 700 ლარამდე იყო ანაზღაურება. გ------- ლ-----ესთან დაკავშირებით ახსოვს კომპანია ,,გ------’’ , ,,ნ----’’ და ,,რ-----’’. რეალიზაციის შემდეგ მიღებული თანხას უხდიდა გ-------ს ანგარიშზე ან ხელზე. ანგარიშის ნომერს უგზავნიდა სმს-ით. თუ გ-------ს ვერ დაეკონტაქტებოდა, მაშინ უკავშირდებოდ ი-----ს, მას აწვდიდა ფირმის მონაცემებს, საიდენტიფიკაციო კოდს და თუ მანქანით იყო, მანქანის ნომერს. სალარო აპარატები დააბრუნა;

 

მოწმის სახით დაკითხული ჯ----– ტ--–--–-–---–ის ჩვენების თანახმად, ეწევა ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას; გ-------, როგორც საქონლის შემომტანი, ასეთი სახით გააცნო ერთ-ერთმა ახლობელმა - ა------ მ–-----ძემ; შეთანხმდნენ, რომ გაუყიდდა საქონელს და მისცემდა 300 ლარიდან 500 ლარამდე შემოსავლის მიხედვით და დაიწყო მუშაობა; მისცა საკასო აპარატი და ტელეფონის ნომერი, რომ დაერეკა თუ იქნებოდა გადასარიცხი თანხა. საკასო აპარატი იყო ,,გ-------’’ სახელზე, მან გასაყიდად მიაწოდა დაახლოებით 7 დან 8 მანქანამდე ფორთოხალი, რომლის რეალიზაციიდან მიღებული იქნა დაახლოებით 200 000 ლარამდე; თანხას რიცხავდა საბანკო ანგარიშზე, ხელზე თანხა არასდროს არ მიუცია. რადგან ხშირად ფუჭდებოდა საქონელი და ვერ ვასწორებდა შესაბამის თანხას, ამიტომ აღარ გააგრძელე მუშაობა და დაუბრუნა საკასო აპარატი; მუშაობისას ძირითადად საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა გ------- ლ-----ესთან. რასაც იღებდა ურიცხავდა ,,გ-------’’ ანგარიშზე ბანკის მეშვეობით. გ------- ხშირად არ ჩამოდიოდა, საქონელი მოდიოდა ტრაილერით. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ამონაწერს და შესაბამის დოკუმენტებს ინახავდა და აბარებდა.

 

მოწმის სახით დაკითხული თ-------- სალაძის ჩვენების თანახმად, საქმის განხილვისას განაცხადა, რომ ქუთაისში ნ----- ბაზრობაზე საქმიანობდი; ხილ-ბოსტნეულის რეალიაზაციას ეწეოდა; გ------- ლ-----ესთან იშვიათად ჰქონდა პირადი ურთიერთობა, ხშირად ტელეფონით უკავშირდებოდა. ხილ-ბოსტნეული შემოდიოდა ბაზარზე, სადაც ის იღებდა, აწყობდა მის მანქანაზე და ყიდდა. ეს საქონელი იყო გ-------სი, მისი ანაზღაურება ამ საქმიანობაში იყო ფასნამატი, ზუსტად არ ახსოვს რამდენი მანქანა ექნება რეალიზებული. ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ი----- წ---–-----ესაც იცნობდა, მასთან პირადი ურთიერთობა იშვიათად ჰქონია და სატელეფონოც კავშირიც იშვიათად, ვიდრე გ-------სთან. საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა დაახლოებით 200 000 ლარზე მეტიც შეიძლება იყოს. საქონლის გაყიდვის შემდეგ ძირითადად ხდებოდა ამ თანხის გადარიცხვა ბანკის საშუალებით ანგარიშის ნომრებზე, სალარო აპარატი არ ჰქონია. ამ საქმიანობაში ფიგურირებდა კომპანია ,,გ------’’ და მეორეს სახელი ზუსტად არ ახსოვს, სავარაუდოდ ,,ნ----’’. ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ძირითადად ურთიერთობა ჰქონდა გ-------სთან. როცა ვერ ახერხებდი გ-------სთან დაკავშირებას, მაშინ უკავშირდებოდა ი-----ს. პირადად იცნობდი გ-------ს, გაცნობა მოხდა ქუთაისში ნ----- ბაზარზე. თანხები ძირითადად შპს-ების ანგარიშზე ირიცხებოდა, იყო შემთხვევა როცა დიდი რაოდენობით საქონლის წაღება სურდათ, - საბუთის გაწერას ახდენდა, ამის თაობაზე გ-------ს უკავშირდებოდა და ის უკეთებდა. საქონლის გაწერას იშვიათად აკეთებდა. საქონელი იყო გ-------სი, რადგან მასთან ქონდა მოლაპარაკებები, ანგარიშსწორებასაც მასთან ახდენდა და აქედან გამომდინარე ვიცი, რომ საქონელი გ-------ს შემოჰქონდა.

 

მოწმის სახით დაკითხული მ--------- მ-----–--ის ჩვენების თანახმად, თბილისში მუშაობდა, ე.წ. „დეზერტირების“ ბაზრობაზე; ყიდდა ბოსტნეულს. ი----- წ---–-----ეს და გ------- ლ-----ეს ჰქონდათ საქონელი, რომელიც გამოართვა და გაყიდა, შემდეგ მანქანით უგზავნიდნენ და ყიდდა. საქონლის რეალიზაციის შედეგად იღებდა თანხას. იგი პირადად შეხვედრია ი----- წ---–-----ეს, მაგრამ ძირითადად ურთიერთობა ჰქონდა გ-------სთან. ზუსტად არ ახსოვს თანხის ჩასარიცხად ვინ მისცა ანგარიშის ნომერი. საქონლის გაყიდვის შემდეგ თანხას ბანკის მეშვეობით რიცხავდა. ამ საქმიანობისას მათი მხრიდან მოხსენიებული იყო კომპანია ,,გ------’’, სალარო აპარატშიც იგივე კომპანია იყო ნახსენები, სალარო აპარატი შემდეგ გაუგზავნა მიკროავტობუსით თბილისიდან ბათუში. თანხის გადარიცხვას კ---------------- ბანკიდან ახდენდა. ზუსტად არ ახსოვს რა რა საქონლის რეალიზაცია მოახდინა და არც თანხა დაუთვლია. მათთან დაახლოებით ერთი წელი ქონდა ურთიერთობა, ტელეფონზე უფრო ხშირად უკავშირდებოდი გ-------ს, ი-----ს ხანდახან, ორივესთან ქონდა საქმიანი ურთიერთობა. პროდუქცია ზოგჯერ ფუჭდებოდა, ხანდახან გაყინულიც მოსულა ზამთარში, ამის შესახებ ატყობინებდა გ-------ს; გ------- ხშირად არ ჩამოდიოდა, უფრო სატელეფონო კავშირი ქონდათ. თანხის გადარიცხვა ხდებოდა მაშინ როცა მოხდებოდა საქონლის რეალიზაცია, ამ თანხებს რიცხავდი ანგარიშზე; პირადად არავის არ უგზავნიდა.

 

მოწმის სახით დაკითხული გ------- ც-------ის ჩვენების თანახმად, შექმნილი იყო საგამოძიებო ჯგუფი და მას ხელმძღვანელობდა; ძირითადად მის მიერ იქნა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები; გამოკითხულია მოწმეები, რაც ასახულია გამოკითხვის ოქმებში; ასევე საქმეზე ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები: ჩხრეკები ამოღებები, ელექტრონული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ამოღება - დათვალიერება, რომელიც ელექტრონული ინფორმაციის სახით დაერთო მოცემულ საქმეს, ასევე ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთებიც დართული სს საქმეზე, კომპიუტერული ინფორმაციიდან მიღებული მასალებიც ასევე დაერთო საქმეს; ადასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; გამოძიების მიმდინარეობისას ინფორმაცია მიღებული იქნა კომპანიების ეკონომიური საქმიანობის ამსახველი პირადი გვერდები, ეს არის საფინანსო სამსახურის ვებგვერდი; აქ წვდომა აქვს საგამოძიებო სამსახურს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე; ბრძანება იძლევა მათთვის ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას; საგამოძიებო მოქმედების - დათვალიერების დროს ამოღებული დოკუმენტები დაერთოს საქმეს. დათვალიერდა 2014-2016 წლების ამონაწერები; შემოსავლების სამსახურიდან ამოღებულია თითოეული კომპანიის საბაჟო ოპერაციების ამსახველი საბაჟო დეკლარაციები, ინვოისი, მათ შორის გადახდის ქვითრებიც, რომელთა სიყალბეც დადასტურდა; გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ კომპანიებმა განახორციელეს საქონლის იმპორტი და დამალეს რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი და ის არ ასახეს შესაბამის დეკლარაციებში აღნიშნულ პირებს სახელმწიფო ბრალდება ედავება არა იმიტომ რომ მათა დამალეს გადასახადი არამედ იმიტომ, რომ მათ განახორციელეს ათეულ მილიონობით ღირებულების საქონლის იმპორტი და რეალიზაცია; იმპორტის განხორციელებისასას საბაჟო სამსახურის მიერ გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელები კი არ აღრიცხეს შესაბამის დეკლარაციებში; ხოლო შემდეგ თუ რა სახის საქონლის რეალიზაცია სად, როდის და როგორ მოახდინეს საგადასახდო სამსახურში, სულ სხვა საკითხია;

 

მოწმის სახით დაკითხულმა ო-----------–------------------–----------–------------------------------------–------------------------------------------------------–----------------------–--------------–---–-------------------------- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარება;

 

დათვალიერების ოქმის თანახმად 25.04.2015 წლის 25 აპრილს გამომძიებლის გ------- ც-------ის მიერ დათვალიერებული იქნა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სამსახურებრივი ბაზები „ო-----–-“ და „ტ---------- დათვალიერდა გადამხდელების შპს „რ------“ , შპს „ნ-----“ და შპს“გ-------“ გვერდი, რითაც გაირკვა შემდეგი:

1. შპს „რ------“ (ს/ნ 4--------) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდილ პირთა რეესტრში დარეგისტირებულია 27.08.2014 წელს, ერთპიროვნულ დამფუძნებლად და დირექტორად მითითებულია რ----- ი-–---ე (პ/ნ 6-----------)კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სხვადასხვა ქყევნებიდან ხილ-ბოსტნის იმპორტი და რეალიზაცია. საწარმოს 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მარტამდე ჯამში იმპორტირებული აქვს 7 284 658 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული, საიდანაც რეალიზებულად ნაჩვენები აქვს 3 217 053 ლარის საქონელი, ამის შემდეგ საწარმოს საქმიანობა აღარ განუხორციელებია და ამჟამად არის უმოქმედო. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „რ------“ 4067 605 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია არ აქვს ნაჩვენები სახელმწიფოსთან საგადასახადო ანგარიშგების განხორციელების დროს. დათვალიერებით ასევე გაირკვა, რომ შპს „რ------“ ბიუჯეტში გადახდილი აქვს მხოლოდ 686 313 ლარის და მიღებული აქვს 101 000 ლარის ჩათვლა (ადგილობრივი შეძენები) თუმცა საქონლის იმპორტის დროს გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელები შეადგენს 1 469 914 ლარს. დათვალიერებით ასევე დგინდება რომ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე შპს „რ------” საკონტაქტო მონაცემებში როგორც აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლის ფიქსირდება შპს ”დ---“-ს დირექტორის დ----- ჯ---------ის მობილური ტელეფონის ნომერი 5-------------

 

2. შპს „ნ-----“ (ს/ნ 4--------- მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდილ პირთა რეესტში დარეგისტირებულია 22.01.2015 წელს, ერთპიროვნულ დამფუძნებლად და დირექტორად მითუთებულია ა---------– წ---–--ე (პ/ნ------------- აღნიშნულ კომპანიას 2015 წლის 1 სექტემრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მარავლჯერადად სხვადსხვა ქვეყნებიდან განხორციელებული აქვს ჯამში 8 689 253 ლარის ხილის და ბოსტნეულის იმპორტი. საზოგადოებამ ყოველთვიურ დღგს დეკრაციაშია დღგს დასაბეგრ ბრუნვად ჯამურად დაადეკლარირა მხოლოდ 3 024019 ლარი, ხოლო 5 665 234 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაცია არ იქნა ნაჩვენები სახელმწიფოსთან საგასახადო ანგარიშგების განხორციელებისას. დათვალიერებით დადგინდა რომ შპს „ნ----- საბაჟოზე გადახდილ დღგს ითვლის ყოველთვიური დღგს დეკლარაციის, ხოლო ინმპორტირებული საქონლის რეალიზაციას სრულად არ აჩვენებს, რითაც დღგ-ში არ ეზრდება ბიუჯეტის მიმართ ვალდებულება. ყოველივე ამის შედეგად კი ორგანიზაციას გადასახადაის გადმხელის ბარათზე ერიცხება ზედმეტობა 80 073 ლარი. შპს ნ----- 2016 წელს საბაჟო გადასახდელების სახით ჯამშ დაერიცხა 907 475 ლარი მაგრამ მას გადახდილი აქვს 136 873 ლარი და დღეის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა 80 073 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ შპს ნ----- იმპორტირებული აქვს მალფუჭებადი საქონელი და შესაბამისად მთლიანად რეალიზებული უნდა ქონდეს. დათვალიერებით ასევე დადგინდა რომ ამავე კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს გ------- ლ-----ე. საკონტაქტო ტელეფონი როგორც დავის შემთხვევაში იგივე არის მითითებული.

 

3. შპს „გ------- (ს/ნ 4--------) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდილ პირთა რეესტში დარეგისტირებულია 17.01.2015 წელს, ერთპიროვნულ დამფუძნებლად და დირექტორად მითითებულია დ------- რ-----–---–ი (პ/ნ 3----------) აღნიშნულ კომპანიას 2015 წლის 20 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მრავალჯერად.

 

შპს „ჯ------–------ გამოთხოვილი ინფორმაციიის თანახმად, 2014 წლის 27 აგვისტოდან 2016 წლის 27 აპრილის ჩათვლით პერიოდში რ----- ი-–---ის, ა---------– წ---–--ის, დ------- რ-----–---–ის, გ------- ლ-----ის და ი----- წ---–-----ის მფლობელობაში არსებულ სიმბარათის ნომრებზე განხორციელებული შემავალი და გამავალი დ სხვადასხვა ქვეყნებიდან განხორციელებული აქვს ჯამში 521 388 ლარის ხილის და ბოსტნეულის იმპორტი. საზოგადოებამ ყოველთვიურ დღგს დეკლარაციაში დღგს დასაბეგრ ბრუნვად ჯამურად დაადეკლარირა მხოლოდ 151 507 ლარი, ხოლო 369882 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაცია არ იქნა ნაჩვენები სახელმწიფოსთან საგასახადო ანგარიშგების განხორციელებისას. დათვალიერებით ასევე დადგინდა რომ ამავე კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს გ------- ლ-----ე.

დათვალიერების ოქმის თანახმად, 25.04.2016 დადგენილია რომ გამომძიებლის მიერ მოხდა შპს „ჯ------–------ გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერება. 2015 წლის 3 თებერვლიდან 2016 წლის 17 იანვრამდე პერიოდის შპს „დ---ს“ დირექტორის დ----- ჯ---------ის სიმ ბარათის ნომერზე შემოვიდა გამავალი სატელეფონო ზარების და მოკლე ტექსტური შეტყობინების დეტალური ამონაწერი. დადგინდა დათვალიერებით რომ დ----- ჯ---------ის სიმ ბარათზე განხორციელებულია სხვადასხვა სიმ ბარათის ნომრებიდან მათ შორის ი----- წ---–-----ის სიმბარათის ნომრიდან 8 შემავალი და ერთი გამავალი ზარი. დათვალიერების დასრულების შემდეგ ამოღებული ინფორმაცია დაერთო ოქმს.

საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გამომძიებლის ო. ქ-----–---ს და საქართველოს ფინანსთა სა------------------–--------–------------------------------------------------------------------------–-----------------–---–-----ს - ა--------–------ მონაწილეობით 24.05.2016წ;

- სულ ამოღებული იქნა შპს ,-------” მიერ განხორციელებული საბაჟო ოპერაციების ამსახველი საბაჟო დეკლარაციები და დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტები, აგრეთვე შპს „ნ-----“ საიდენტიფიკაციო ნომერი 4-------- წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ შემოსავლების სასმხურში წარდგენილი საქონლის იმპორტირებისას გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდის ამსახველი დოკუმენტების დედნები სულ - 9197 ფურცლზე; რადგანაც აღნიშნული დოკუმენტები ამოღებული იქნა მათი შინაარსის გამო, არ მომხდარა მათი დალუქვა და აღნიშნული დოკუმენტები დაერთო აღნიშნულ ამოღების ოქმს;

 

- სულ ამოღებული იქნა შპს „რ------“ ს /----------) მიერ განხორციელებული საბაჟო ოპერაციების ამსახველი დეკლარაციები და დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტები, აგრეთვე შპს „რ------“ საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------- წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საქონლის იმპორტირებისას გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდის ამსახველი დოკუმენტების დედნები სულ - 4971 ფურცელზე; რადგანაც აღნიშნული დოკუმენტები ამოღებული იქნა მათი შინაარსის გამო, არ მომხდარა მათი დალუქვა და აღნიშნული დოკუმენტები დაერთო ამოღების ოქმს;

 

- სულ ამოღებული იქნა შპს „--------“ (ს/ნ 4--------) მიერ განხორციელებული საბაჟო ოპერაციების ამსახველი დეკლარაციები და დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტები, აგრეთვე შპს „--------“ საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ შემოსავლების სასმხურში წარდგენილი საქონლის იმპორტირებისას გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდის ამსახველი დოკუმენტების დედნები სულ - 11 644 ფურცელზე; რადგანაც აღნიშნული დოკუმენტები ამოღებული იქნა მათი შინაარსის გამო, არ მომხდარა მათი დალუქვა და აღნიშნული დოკუმენტები დაერთო ამოღების ოქმს; საქართველოს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიური ცენტრიდან გადმოგზავნილი იქნა ინფორმაცია იმ IP მისამართების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც შპს „-------მ“ შპს „ნ------ და შპს „გ-------“ განახორციელეს აუტენტიფიკაცია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების სისტემასთან.

 

15.07.2016წ. დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებლების გ------- ც-------ის და თ------ დ------ის მიერ დათვალიერებული საქართველო ფინანსტა სამინისტროს სამსახურებრივი ბაზა „ო-----–-“ შპს „რ------“ შპს „დ---ს“ შპს „ნ-----“ და შპს „--------“ პირადი გვერდები და ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული ზემოთაღნიშნული კომპანიების მიერ განხორციელებული საბაჟო ოპერაციების ამსახველი დეკლარაციები და თანმხლები დოკუმენტები; დათვალიერებით დადგინდა, რომ შპს „-------“ დარეგისტრირებულია 27.08.2014 წელს, საქონლის იმპორტი და რეალიზაცია დაიწყო 19.09.2014 წელს და დასრულდა 12.03.2015 წელს, ამავე პერიოდში საქონლის იმპორტი დაიწყო შპს „დ---მ“, კერძოდ, 09.03.205 წელს, ბოლო იმპორტის ოპერაცია კი განახორციელა 14.09.2015წელს; ამავე პერიოდიდან, კერძოდ, 01.09.2015წ ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია დაიწყო შპს „ნ------; 20.11.2015 წლიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია დაიწყო ასევე შპს „გ-------“; ასევე დათვალიერებით დადგინდა, რომ შპს „რ------” სხვადასხვა ადგილებზე დარეგისტრირებული აქვს 13 ერთეული საკონტროლო სალარო აპარატი, შპს „ნ-----“ - 15 ერთეული სალარო აპარატი, შპს „--------“ – 15 და შპს „დ---ს“ -15 სალრო აპარატი; სალარო აპარატები ძირითადად დარეგისტრირებულია ერთი და იგივე მისამართებზე, შესაბამისად საქონლის ზემოთაღნიშნული კომპანიები თავიანთი საქმიანობის განხორციელების პერიოდში ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას ახდენდნენ ძირითადად ერთი და იგივე მისამართებიდან (სავაჭრო ობიექტებიდან); დათვალიერებით ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები ამობეჭდილია და დართული მოცემულ სს საქმეზე;

 

2016 წლის 15 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად გამომძიებლის მიერ დათვალირებულია სს „------------------ ბანკიდან„ (ამჟამად სს „ტ----------“) გამოთხოვილი ინფორმაცია, შპს “რ------“, შპს „ნ----- და შპს „დ---ს“ ხელშეკრულებები ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობასთან დაკავშირებით; ამავე კომპანიის დირექტორთა მიერ განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების ნუსხა - გამოთხოვილი შპს „მ---------------; ასევე დათვალიერებულია სამსახურებრივ ბაზაში ი----- წ---–-----ის გვერდი და სს „------------------ ბანკიდან„ და პროვაიდერი კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია საბანკო ანგარიშებზე ინტერნეტ ბანკინგის გზით წვდომის განმახორციელებელი ინტერნეტ მომხმარებლების შესახებ მონაცემები;

 

დადგინდა, რომ სს „კ---------------- ბანკსა“ და შპს „დ---- შორის გაფორმებულ ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების მხარეთა რეკვიზიტებში - კლიენტის გრაფაში მითითებული ი----- წ------–---- სარგებლობაში არსებული სიმ ბარათის ნომერი 5-----------

 

ასევე დადგინდა, რომ სს „კ---------------- ბანკსა“ და შპს „ნ-----“ შორის გაფორმებულ ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების მხარეთა რეკვიზიტებში - კლიენტის გრაფაში მითითებული ი----- წ------–---- სარგებლობაში არსებული სიმ ბარათის ნომერი 5----------- სს „კ------------------- ბანკსა“ და შპს „რ------“ შორის გაფორმებულ ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების მხარეთა რეკვიზიტებში - კლიენტის გრაფაში მითითებული ი----- წ------–---- სარგებლობაში არსებული სიმ ბარათის ნომერი 5-----------

 

დათალიერებით ასევე დადგინდა, რომ შპს „დ---ს“, შპს „ნ-----. შპს „რ------“ და შპს

„--------“ საბანკო ანგარიშებზე ძირითადად წვდომა განხორციელებულია ი----- წ---–-----ის სარგებლობაში არსებული შპს „---–-------“ კუთვნილი IP მისამართებიდან; კერძოდ: სს „კ---------------- ბანკში“ არსებულ საბანკო ანგარიშებზე - შპს „--------“ სახელით - 2988-ჯერ , მათ შორის ი----- წ---–-----ის სარგებლობაში არსებული შპს „---–-------“ კუთვნილი IP მისამართიდან - 2513 ჯერ;

შპს „რ------“ სახელით - 2747-ჯერ, მათ შორის ი----- წ---–-----ის სარგებლობაში არსებული შპს „---–-------“ კუთვნილი IP მისამართიდან -2642 ჯერ;

შპს „ნ-----“ სახელით - 2975-ჯერ , მათ შორის ი----- წ---–-----ის სარგებლობაში არსებული შპს „---–-------“ კუთვნილი IP მისამართიდან - 2272 ჯერ;

შპს „დ---ს“ სახელით - 429-ჯერ, მათ შორის ი----- წ---–-----ის სარგებლობაში არსებული შპს „---–-------“ კუთვნილი IP მისამართიდან - 42 ჯერ;

ასევე დათვალიერებით დადგინდა, რომ შპს „ნ-----“ r--------------ე წვდომა განხორციელებული სხვადასხვა ინტერნეტ IP მისამართებიდან, მათ შორის ი----- წ---–-----ის შპს „---–-------“ კუთვნილი IP მისამართიდან 843-ჯერ; შპს „რ------“ rs.ge გვერდზე - 18563-ჯერ და შპს „--------“ r--------------ე - 732-ჯერ;

შპს „რ------“ rs.ge გვერდზე ასევე წვდომა განხორციელებულია გ------- ლ-----ის IP მისამართებიდან 259-ჯერ (24.10.2014 წლიდან - 15.05.2015 წლამდე პერიოდში);

დათვალიერების ოქმით 27.06.2016წ. დადგენილია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერებულია სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ინტერნეტ მომხმარებლების IP მისამართები, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ შპს „რ------“ r--------------ე ; დათვალიერებული ინფორმაცია დართულია მოცემულ სს საქმეზე;

 

დათვალიერების ოქმით 27.06.2016წ. დადგენილია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერებულია სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ინტერნეტ მომხმარებლების IP მისამართები, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ შპს „ნ-----“ r--------------ე ; დათვალიერებული ინფორმაცია დართულია მოცემულ სს საქმეზე;

 

დათვალიერების ოქმებით 28.06.2016 წ დადგენილია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა სს „------------------“ ბანკიდან გამოთხოვილი ინტერნეტ მომხმარებლების IP მისამართები, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ შპს

„რ------“, შპს „ნ-----“ და შპს გ-------“ საბანკო ანგარიშებზე და აღნიშნული IP მისამართების მფლობელი ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიის დადგენის მიზნით დაძებნილი იქნა ინტერნეტ ვებ გვერდზე i------------ -ზე საბანკო ანგარიშებზე წვდომის განმახორციელებელი IP მისამართების მფლობელი, ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიები დათვალიერებული მასალები დაერთო საქმეს;

 

დოკუმენტების დათვალიერების ოქმით 20.07 2016წ დადგენილია, რომ შპს რ------(ს/ნ4--------), შპს „ნ-----“ (ს/ნ4--------- და შპს „--------“ (ს/ნ4--------) წარმომადგენელის მიერ ამავე კომპანიების სახელით საქართველოში იმპორტირებული საქონლისათვის გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდის დასტურად წარდგენილ ზოგიერთ საგადასახადო დავალებაში ასახული საბანკო ტრანზაქცია არ არის ასახული ამავე კომპანიების საბანკო ანგარიშებზე, აგრეთვე არ ფიქსირდება გადახდა გადამხდელის პირად ბარათზე, კერძოდ, 53 ერთეულ ინტერნეტ ბანკინგის საგადასახადო დავალებაში ასახული საბანკო ტრანზაქცია არ შეესაბამება რეალობას და გაყალბებულია; აღნიშნულ გადახდის ქვითრებში მითითებული თანხები ხაზინის ანგარიშზე არ არის შეტანილი და შესაბამისად არ არის ასახული გადამხდელის პირად ბარათზე;

 

დათვალიერებით დადგინდა, რომ შპს „რ------“ წარმომადგენლების მიერ ამავე კომპანიის სახელით საქართველოში იმპორტირებული საქონლისათვის გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდის დასტურად გ----–- წარდგენილი იქნა შემდეგ ყალბი საგადასახადო დავალებები: შპს „რ------“ წარმომადგენლების მიერ - 1.--------------------–-----------------------------წ ჯამში 63 390 ლარის; შპს „ნ-----“ წარმომადგენლების მიერ #1----------------–---------------------------–------–-----------–-----

 

ყალბი საგადასახადო დავალებები დათვალიერებაში მონაწილე პირის - ჯ--- კ---------ის განმარტებით გ----–- წარდგენილია მეტწილად გ------- ლ-----ის და ი-----–- დ-----აძის მიერ;

 

2016 წლის 27 ივლისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, თ---------------–-----------------–- , დ----- ჯ---------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ამოღება, რომელიც დაიწო 2016 წლის 27 ივლისს 10:30 საათზე და დასრულდა 2016 წლის 27 ივლისს 10:45 საათზე. დ----- ჯ---------ემ ნებაყოფლობით წარმოადგინა მის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონი მასში განთავსებულ სიმ ბარათთან(------------- ერთად, ამოღება მიმდინარეობდა მშვიდ სამუშაო გარემოში, ყოველგვარი იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ამოღებული იქნა : წითელი ფერის მიკრო ზომის სიმ ბარათი, რომელზეც ეწერა შემდეგი ნომერი:

8-------------------- ამოღებული სიმ ბარათი მოთავსდა ე.წ ,,პოლიეთილენის ფაილში’’, რის შემდეგაც ფაილი დაილუქა საგამოძიებო სამსახურის ერთჯერადი ლითონის ლუქით N-----------

 

2016 წლის 27 ივლისის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ო----- წ---–--ის(პ/ნ 6----------) საცხოვრებელ სახლში, ქ.ბათუმი, მ--------------–----------–--–------------ ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკა დაიწყო 2016 წლის 27 ივლისს 08:50 საათზე და დასრულდა 2016 წლის 27 ივლისს 09:53 საათზე. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ გარემოში, ყოველგვარი იძულებისა და წინააღმდეგობის გარეშე, საპროცესო ნორმების სრული დაცვით.

ქ.ბათუმში, მ----------------–----------–--–--------------–- მცხოვრებ ო----- წ---–--ეს წარედგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.07.2016 წლის განჩინება ჩხრეკის ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა განჩინებაში მითითებული დოკუმენტები და ელექტრონული ტექნიკა, რაზედაც ო----- წ---–--ემ განაცხადა თანხმობა და წარმოადგინა ერთი ცალი ,,acer’’-ის ფირმის ლეპტოპი.

ქ.ბათუმში, მ----------------–----------–--–-------------ში მდებარე ო----- წ---–--ის საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ,,acer’’-ის ფირმის ლეპტოპი, რომელიც წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, აღიწერა, მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა საგამოძიებო სამსახურის ლითონის G----------–-------

 

2016 წლის 27 ივლისის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ,ბათუმი, გ-------–----------------------------–---–------------------------------- ი----- ი-----ის ძე წ---–-----ის(პ/ნ 6---------1) საცხოვრებელ სახლში (ბინაში) ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკა დაიწყო 2016 წლის 27 ივლისს 09:00 საათზე და დასრულდა 2016 წლის 27 ივლისს 12:50 საათზე. ი----- წ---–-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში, ი----- ი-----ის ძე წ---–-----ისა და მისი მეუღლის დ------ ს-----ის ასული ზ-------ის მონაწილეობით, მშვიდ სამუშაო ვითარებაში.

ი----- წ---–-----ის საცხოვრებელი სახლის(ბინის) ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: შპს ,,გ-------’’ ბეჭედი და აღნიშნული კომპანიის სახელზე გამოწერილი ინვოისები, ასევ შპს ,-------’’, შპს ,,რ------’’ და შპს ,,გ-------’’ საბანკო რეკვიზიტები და ამონაწერები, ინვოისები, საბაჟო დეკლარაციები, აგრეთვე ერთი ცალი საკონტროლო სალარო აპარატი ,,d-------------------------------- ასევე ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 53 ცალი CD დისკი, ერთი ცალი ,,ASUS’’-ის მარკის ნოუთბუქი, ერთი ცალი პერსონალური კომპიუტერის პროცესორი და ,,ქენონის’’ მარკის პრინტერი (ასევე სკანერის ფუნქციით).

 

ი----- წ---–-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს, ბინის ცენტრალური შესასვლელიდან ხელმარჯვნივ განთავსებულ შავი ფერის სეიფიდან, რომლის გასაღებიც ინახებოდა ი----- წ---–-----ესთან, ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 7-------–--------------ი 236(ორას ოცდათექვსმეტი) ცალი. ამავე სეიფში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ფულადი თანხა 34000 ლარი. ორასი ცალი ოც ლარიანი კუპიურის და სამასი ცალი ას ლარიანი კუპიურის სახით.

 

ი----- წ---–-----ის საცხოვრებელი სახლის(ბინის) ჩხრეკის დროს აღმოჩენილი და ამოღებული დოკუმენტები, ბეჭედი და სალარო აპარატი, ასევე CD დისკები მოთავსდა ერთ ცალ პოლიეთილენის ფუთაში და დაილუქა ერთჯერადი ლითონის G--------- ლუქით. ჩხრეკის შედეგად ამოღებული პრინტერი(სკანერის ფუნქციით) მოთავსდა ერთ ცალ პოლიეთილენის ტომარაში და დაილუქა G---------- ერთჯერადი ლუქით; ჩხრეკის შედეგად ამოღებული პერსონალური კომპიუტერის პროცესორი მოთავსდა და პოლიეთილენის ფუთაში და დაილუქა G---------- ლუქით. ჩხრეკის შედეგად ამოღებული 236 ცალი საბრძოლო ვაზნა მოთავსებული იქნა პოლიეთილენის ტომარაში და დაილუქა ერთჯერადი ლითონის G--------- ლუქით, ასევე ჩხრეკის შედეგად ამოღებული 34 000 ლარი მოთავსდა ერთ ცალ პოლიეთილენის ტომარაში და დაილუქა G--------- ლუქით. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული ნივთები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს;

 

2016 წლის 27 ივლისის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ფ-------------------------------, ო----- წ---–-----ის(პ/ნ 6----------) საცხოვრებელ სახლში, ჩატარდა ჩხრეკა, რომელიც დაიწყო 2016 წლის 27 ივლისს 10:35 საათზე და დასრულდა 2016 წლის 27 ივლისს 11:09 საათზე. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ბუნებრივი და ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ გარემოში, ყოველგვარი იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, საპროცესო ნორმების სრული დაცვით.

ჩხრეკის შედეგად, ქ.ბათუმი, ფ---------------------------------- საძინებელი ოთახიდან აღმოჩენილი (ნებაყოფლობით წარმოდგენილი) იქნა ერთი ცალი ლეპტოპი, რომელიც ამოღებამდე წარედგინათ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, აღიწერა, მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა საგამოძიებო სამსახურის G--------- ლითონის ლუქით;

 

2016 წლის 27 ივლისის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ნ----–---–----------------------–- ფაქტობრივად მცხოვრებ რ----- ი-–---ესთან (პ/ნ 6----------) ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკა დაიწყო 2016 წლის 27 ივლისს 09:50 საათზე და დასრულდა 2016 წლის 27 ივლისს 11:00 საათზე. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი და ხელოვნური განათების შერეულ პირობებში, მშვიდ გარემოში, ყოველგვარი იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

ჩხრეკის შედეგად, რ----- ი-–---ის საძინებელ ოთახში განთავსებული კარადის თავიდან ამოღებული იქნა შპს ,,რ-----’’-ს(ს/ნ 4--------) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, კერძოდ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; რ----- ი-–---ის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ წერილობითი ინფორმაცია; წერილობითი ინფორმაცია შპს ,,რ-----’’-ს სალარო აპარატებისა და მათი მდებარეობის შესახებ; შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 02.03.2016 წლის N0----- ბრძანება შპს ,,რ-----’’-ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; შემოსავლების სამსახურის 14.03.2016 წლის N2------------ აქტი შპს ,,რ-----’’-ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; რ----- ი-–---ის სახელზე გაცმული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; შპს ,,კ----------------- ბანკ’’-ში გახსნილი შპს ,,რ-----’’-ს საბანკო ანგარიშის ამონაწერი; კანცელარიის მიღების ბარათი; ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის 04.12.2015 წლის N--------------- წერილი შპს ,,რ-----’’-ს დირექტორს რ.ი-–---ეს და თანდართული დოკუმენტები; ერთ ცალ ქაღალდის ფურცელზე შესრულებული შპს ,,რ-----’’-ს ბეჭდის ანაბეჭდი, რომლის მეორე მხარეზე იკითხება წარწერები: ,,------------------------------------ სულ 60 ფურცლად ; შპს ,,რ-----’’-ს (ს/ნ 4--------) ბეჭედი; შპს ,,რ-----’’- ს (ს/ნ 4--------) სალარო-საკონტროლო აპარატები (03 ცალი), რომლებშიც მოთავსებულია ამავე კომპანიის ამონაბეჭდები სალარო-საკონტროლო აპარატიდან. ამოღებული სალარო-საკონტროლო აპარატების ნომრებშია (მათი კორპუსის ზედა გვერდითა მარჯვენა და ქვედა მარცხენა მხარეებზე მიკრული მონაცემების მიხედვით) 7------------------------ რ----- ი-–---ის შვილის ნ------ ი-–---ის და რძლის ნ-----–---------–---–-- საძინებელ ოთახში განთავსებული ტუმბის თავიდან ამოღებული იქნა ,,compac’’ -ის ფირმის შავი ფერის ლეპტოპი, რომლის უკანა მხარეს მიკრული მონაცემების თანახმად, აღნიშნული ლეპტოპის ნომერია: 0----------------- აღნიშნული ნივთები ამოღებამდე წარედგინა ჩხრეკაში მონაწილე პირებს, რის შემდეგაც იქნა ამოღებული.

 

შპს ,,რ-----’’-ს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები (მატერიალური სახით) არ დაილუქა, დაერთო სისხლის სამართლის N0----------- საქმეს, ხოლო შპს ,,რ-----’’-ს ბეჭედი და 03 ცალი სალარო-აპარატი მათში მოთავსებული ამონაბეჭდებით მოთავსებული იქნა ერთ ცალ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა რკინის ერთჯერადი გამოყენების ლუქით G---------, ხოლო ,,compac’’ -ის ფირმის ლეპტოპი მოთავსებულ იქნა მეორე პოლიეთილენის პარკში და დაილუქა რკინის ერთჯერადი გამოყენების ლუქით G---------.

2016 წლის 27 ივლისის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27.07.2017წ, 21:40 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის გ------- ც-------ის მიერ დაკავებული იქნა რ----- შუყების ძე ი-–---ე (პ/ნ 6----------).

 

2016 წლის 27 ივლისის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27.07.2017წ, 21:45 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის ს------ წ---–---ს მიერ დაკავებული იქნა ი----- ი-----ის ძე წ---–-----ე (პ/ნ 6---------1).

 

2016 წლის 27 ივლისის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27.07.2017წ, 22:20 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის გ------- ც-------ის მიერ დაკავებული იქნა გ------- ნ---------ს ძე ლ-----ე (პ/ნ--------------

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ----- ბ-----ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის N1---- თანახმად, სს N0----------- საქმეზე წარმოდგენილი-236 (ორასოცდათექვსმეტი) ვაზნა, არის ქარხნული წესით დამზადებული 7,62 მმ კალიბრის ვაზნები, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის შემდეგი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის-სავაზნე მჭიდიანი, თვითდამუხტავი და ავტომატური შაშხანებისათვის, კარაბინებისათვის, სადაზგო, სატანკო და საავიაციო ტყვიამფრქვევებისათვის. ორასოცდათექვსმეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.

 

საქმის განხილვისას ექსპერტებმა მ------ ძ-----ამ და ნ---- მ–-----ძემ მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და უტყუარობა, განმარტეს მეთოდების და მიდგომების შესახებ რაც გამოიყენებს დასკვნის შედგენისას;

მ------ ძ-----ამ განმარტა, რომ მან მოახდინა ქ. თბილისში თ------–---–------------ ში მდებარე საცხოვრებელი ბინის შეფასება; ღირებულება განსაზღვრა იმ დაშვებით, რომ ის იმყოფებოდა თეთრ კარკასულ მდგომარეობაში, ვინაიდან შიგნით ვერ მოხერხდა შესვლა, რადგან ის იყო დაკეტილ მდგომარეობაში. გამოვიყენე შედარების მიხედვით მიდგომა, ანუ საბაზრო მიდგომა რაც გულისხმობა ბაზარზე არსებული ობიექტების ღირებულების მოძიებას; ამ მონაცემების მოძიების შედეგად დადგინდა, რომ შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულებად შეადგენს 50 000 აშშ დოლარს, ერთ კვ.მ შეადგენს შესაბამისად 668 დოლარს;

 

მოწმის სახით დაკითხვისას მ------ მ------–-–---–მა განმარტა, რომ თბილისში საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი ბინა თ------–---–ის ქუჩაზე; განაცხადი გააკეთა ინტერნეტით, რამდენიმე პირი დაუკავშირდა, მათ შორის ი----- წ---–-----ე, მოვიდა, დაათვალიერა და მოეწონა; შეთანხმდნენ 52000 აშშ დოლარზე; ანგარიში გახსნა და იმავე დღეს გადაურიცხეს თანხა; ი-----ი უკავშრდებოდა ტელეფონით და ვინ გადმორიცხა ეს თანხა, ან ვის უკავშირდებოდა, მისთვის უცნობია; რაც შეეხება მის მშობლებს მოვიდნენ შემდეგ უკვე, როცა ბინა შეძენილი ჰქონდათა; თავად იმ ბინაში ცხოვრობდა რამდენიმე თვე; ხელშეკრულება გაფორმდა და მონაწილეობას იღებდა ი----- წ---–-----ე; ბინა შეიძინა მისი მცირეწლოვანი შვილისთვის;

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დასკვნით #--------- 06.092016წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი :

 

ქ. თბილისში თ------–---–ის ქ. N-------------------------------------------------–-----------

- 37-ში (ს/კ - 0----------------------) განთავსებულ 74,89 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 50 000 აშშ დოლარს, რაც საშუალო გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 116 030 ლარს;

ცეცხლსასროლი იარაღის - I----------------------------------------------- - საბაზრო ღირებულება 2015 წლის ივლისის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა - 900 ლარს; დღეის მდგომარეობით ასევე შეადგენს - 900 ლარს;

 

ცეცხლსასროლ იარაღს S------------------------------------------- -საბაზრო ღირებულება 2015 წლის ივლისის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა - 8000 ლარს; დღეის მდგომარეობით ასევე შეადგენს - 8000 ლარს;

 

მოწის სახით დაკითხვისას ი-----–- ვ---–--–-----ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ქმედებები ავტომანქანები საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით.

 

მსჯავრდებულ გ------- ლ-----ე განმარტებით, ის მხოლოდ წარმოადგენდა დაქირავებულ მოსამსახურე პირს და ეწეოდა საქმიანობას საბროკერო მომსახურების სახით და ასევე აწარმოებდა საბაჟო და საგადასახადო ოპერაციების ამსახველ დოკუმენტაციას; ის ამისათვის იღებდა ყოველთვიურ ანაზღაურებას;

 

მსჯავრდებულ ი----- წ---–-----ე ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვისათვის; რაც შეეხება საწარმოების საქმიანობას, მისთვის უცნობია ეს ყოველივე; ის მოყვა ამ გაუგებრობაში იქედან გამომდინარე ალბათ, რომ მისი ახლობელი გ------- ლ-----ე სარგებლობდა მისი კუთვნილი კომპიუტერით და ინტერნეტ ქსელით;

 

მსჯავრდებულ რ----- ი-–---ე თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ მისი განმარტებით 2014 წლის 27 აგვისტოს დააფუძნა შპს „-------“, წარმომადგენლობის უფლებამოსილება თავად ჰქონდა და იყო პასუხისმგებელი, რომ საზოგადოების საბუღალტრო საქმიანობა და აღრიცხვა ეწარმოებინა კანონის შესაბამისად; გადასახადების გაანგარიშებას, დეკლარირებას და გადახდაზე კონტროლს აწარმოებდა თავად; ის მზადაა შემოსავლების სამსახურს აუნაზღაუროს ზიანი 63 390 ლარი;

 

მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულების რ----- ი-–---ის, ი----- წ---–-----ის და გ------- ლ-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ხოლო გ------- ლ-----ის და ი----- წ---–-----ის სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მათ აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენიათ სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულებსა და მათ ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მათი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას პროცესუალური დოკუმენტების და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების არასანდოობასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს რომ ამ მტკიცებულებათა მოპოვებისას კანონის ისეთი დარღვევა არ გამოვლენილა, რომ მასზე დაყრდნობით ფაქტის დადასტურება ან უარყოფა არაგონივრული და მიზანშეუწონელი იყოს.

პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მჯავრდებულების ი----- წ---–-----ის და გ------- ლ-----ის საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დაკავალიფიცირების შესახებ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებს სწრო სამართლებრივი შეფასება მისცა, რასაც პალატა სრულად იზიარებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი შეცვლის საფუძვლები.

 

ბრალდების მხარის მოთხოვნას ავტომობილის (სარეგისტრაციო ნომრით T--------- და ცეცხლსასროლი იარაღის სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ყურადღებას მიაპყრობს, იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებიდან და დაყადაღებული ქონებებიდან დადასტურდა, რომ ცეცხლასროლი იარაღები წარმოადგენდა ი----- წ---–-----ის საკუთრებას და ამის შემდეგ მოხდა ი----- წ---–-----ის სახელზე რეგისტრაცია, და ასევ დასტურდება, რომ ავტომანქანა ,,ტოიოტას“ მარკის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით T--------- საიდენტიფიკაციო # (--------------------- შეძენილია დ---- ჩ------ მიერ სს „---------“ ბაკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით აღებული თანხით, შესაბამისად აღნიშნული ქონებების ჩამორთმევა სააპელაციო პალატას არ მიაჩნია კანონიერად და მიზანშეწონილად.

 

მსჯავრდებულების ი----- წ---–-----ის, გ------- ლ-----ისა და რ----- ი-–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულებს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც, მათ შორის სასჯელებთან დაკავშირებული მსჯელობაც.(Hirvisaari v. Finland)

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ი----- წ---–-----ის, გ------- ლ-----ისა და რ----- ი-–---ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორის დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულების ი----- წ---–-----ის, გ------- ლ-----ის და რ----- ი-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ------- კ----------ის და რ---–---- ა----–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

1. რ----- ი-–---ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დასასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რ----- ი-–---ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ბრალდებულ რ----- ი-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ რ----- ი-–---ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 27 ივლისიდან.

 

2. გ------- ლ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ხოლო წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ლ-----ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ბრალდებულ გ------- ლ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ გ------- ლ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 27 ივლისიდან.

 

3. ი----- წ---–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ი----- წ---–-----ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ბრალდებულ ი----- წ---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ი----- წ---–-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 27 ივლისიდან.

 

ყადაღა მოეხსნას - სს ,,ტ--------–-------------------------–-------–-----------–-----------------------------------------------–------------------------------------------------------–-------–--------–---–-----------------------------------------------–----

,,ტერაბანკში’’, ნომრით - GE35KS0000000360145473/GEL.

 

- L-----------------------------------------------–--------------–------------

- ,,ტ---------------------------------------–-–-------------------–---------------------------------------------

- ცეცხლსასროლ იარაღს - I-----------------------------------------------;

- ცეცხლსასროლ იარაღს S-------------------------------------------;

- ,,---------------------------------------------–-–-------------------–-----------------

2------------------------------

- ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით T---------- საიდენტიფიკაციო # (---------------------;

- ქ. თბილისში თ------–---–ის ქ. N-------------------------------------------------–----------- - 37-ში (ს/კ - 0----------------------) განთავსებულ 74,89 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს;

 

უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში თ------–---–ის ქ------------------------------------------------------–---------------------–- (ს/კ - 0----------------------) განთავსებულ 74,89 კვ.მ. საცხოვრებელ ფართი საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვას მესაკუთრეს და გადაეცეს სახელმწიფოს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ,,LEXSUS’’-ის მარკის ავტომანქანა ტრანზიტული სანომრე ნიშნით G------- რომელიც განთავსებულია გაფორმების ეკონომიკური ზონის ბათუმის ტერიტორიაზე დალუქულ მდომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩამოერთვას მფლობელს და გადაეცეს სახელმწიფოს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ,,ტოიოტას’’ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით D------, რომელიც განთავსებულია გაფორმების ეკონომიკური ზონის ბათუმის ტერიტიორიაზე დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს სახელმწიფოს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ცეცხლსასროლი იარაღი I-------- იარაღის ნომერი a.----------------- რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ცეცხლსასროლი იარაღი S-------------------------------------------- რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ,,L-----------------------------------------------–-–-------------------–------------------------- რომელიც განთავსებულია გაფორმების ეკონომიკური ზონის ბათუმის ტერიტიორიაზე დალუქულ მდომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩამოერთვას მფლობელს, ან მესაკუთრეს და გადაეცეს სახელმწიფოს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ,,-----------------------------------------–-–-------------------–------------------------ რომელიც განთავსებულია გაფორმების ეკონომიკური ზონის ბათუმის ტერიტიორიაზე დალუქულ მდომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ფულადი თანხა 34 000 (ოცდათოთხმეტი ათასი) ლარი , რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს სახელმწიფოს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ი----- წ---–-----ის კუთვნილი ლეპტოპი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 8 ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - საკონტროლო სალარო აპარატები, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს სახელმწიფოს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ყ--–-------------------------–------ მოთავსებულ ორ ცალ მუყაოს ყუთში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მაკა გორგოძე

 

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

 

თეიმურაზ სვანიძე