განაჩენი

სისხლის სამართლის 30.06.2019
საქმის ნომერი
110100117001923794
ინსტანცია
თარიღი
30.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100117001923794

№1/ბ-442-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ოქტომბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მ---რიძე

 

პროკურორის - ვ------- ნ------ის

მსჯავრდებულის - ზ------ი ნ--------ის

ადვოკატის - ნ---- ვ----–---–ის მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ი ბ------ს ძე ნ--------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №1----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონის სოფელ რ-----------ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ------ ნ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ასევე სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2008-2014 წლებში თ------ ფ-----ე ქორწინებაში იმყოფებოდა ზ------ ნ--------ესთან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილები - თ-------- და ბ------ ნ--------ეები. 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ------ ფ-----ე, მისი კუთვნილი „OPEL ASTRA G“-ის მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა ს------ში, მისი ყოფილი მეუღლის ზ------ ნ--------ის საცხოვრებლის სახლის მიმდებარედ. ამავდროულად, საავტომობილო გზაზე, მისი კუთვნილი „ოპელის” მარკის ავტომანქანით მოძრაობდა ზ------ ნ--------ე, რომლის ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდა თ------ ფ-----ის და ზ------ ნ--------ის საერთო შვილი - თ-------- ნ--------ე. ზ------ ნ--------ემ, თ------ ფ-----ის დანახვაზე გააჩერა ავტომანქანა, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, ზ------ ნ--------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ------ ფ-----ეს, რის შემდეგაც მარჯვენა ხელის მუშტი ერთჯერ დაარტყა მარჯვენა მკლავში და სახეში, შემდეგ წააქცია და ხელებითა და ფეხებით განაგრძო, მისი ცემა, ურტყამდა გვერდების, ფეხების, ხელებისა და თავის არეში. ზ------ ნ--------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ თ------ ფ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ყოველივე აღნიშნულს ესწრებოდა თ------ ფ-----ის და ზ------ ნ--------ის მცირეწლოვანი შვილი თ-------- ნ--------ე.

 

2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 1400 საათზე, თ------ ფ-----ე, მისი კუთვნილი ,,OPEL ASTRA G’’-ს მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით K--------, იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა ს------ში, მისი ყოფილი მეუღლის ზ------ ნ--------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ. ამავდროულად, საავტომობილო გზაზე, მისი კუთვნილი ,,ოპელის’’ მარკის ავტომანქანით მოძრაობდა ზ------ ნ--------ე, რომლის ავტომანქანაში, ასევე, იმყოფებოდა თ------ ფ-----ის და ზ------ ნ--------ის საერთო შვილი - თ-------- ნ--------ე. ზ------ ნ--------ემ, თ------ ფ-----ის დანახვაზე გააჩერა ავტომანქანა, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. ზ------ ნ--------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ------ ფ-----ე, რის შემდეგაც ქვის რამოდენიმეჯერ სროლის შედეგად დააზიანა თ------ ფ-----ის კუთვნილი ,,OPEL ASTRA G’’-ს მარკის სახელმწიფო ნომრის K------ ავტომანქანის წინა და უკანა საქარე მინა, რითაც მას მიაყენა 160 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განაჩენით ზ------ ნ--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ზ------ ნ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველნაწილზე;

ზ------ ნ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 5 აპრილიდან - 2017 წლის 8 აპრილის ჩათვლით), საბოლოოდ ზ------ ნ--------ეს მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ზ------ი ნ--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას ითხოვენ.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ვ------- ნ------ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ზ------ი ნ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, ნ---- ვ----–---–ს, რომლებიც არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხული თ------ ფ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წლიდან, 2014 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ------ ნ--------ესთან. 2017 წლის 5 აპრილს ჩავიდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა ს------ში, შვილების სანახავად, ბიცოლასთან - მ--- გ------ესთან ერთად. როდესაც მივიდნენ ზ.ნ--------ის საცხოვრებელ სახლთან, თვითონ დარჩა მანქანასთან, გაჩერებაზე, ხოლო მ.გ------ემ ბავშვებს წაუღო ნივთები. როდესაც გაჩერებასთან იდგა, იქ მივიდა ზ------ ნ--------ე, რომელიც მანქანიდან გადმოსვლისთანავე მიუახლოვდა მას და ხელი დაარტყა მკლავზე, რა დროსაც დაეცა ძირს. წაქცეულს ხელებისა და ფეხების გამოყენებით ცემა გვერდების, მკლავის, ფეხებისა და თავის არეში. თითოეული დარტყმის დროს განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ცემის ფაქტს შეესწრო მათი შვილი თ-------- ნ--------ე, რომელიც იჯდა ზ.ნ--------ის მანქანაში და უყურებდა ზ.ნ--------ის მხრიდან მისი ცემის ფაქტს. გაბრაზებულმა ზ.ნ--------ემ ასევე, ქვები ესროლა მის მანქანას, რა დროსაც დაუზიანდა და ჩაიმსხვრა მანქანის წინა და უკანა საქარე მინები. თ------ ფ-----ის განმარტებით მას მანქანის საქარე მინების გამოცვლა დაუჯდა 250 ლარი. თ.ფ-----ის განმარტებით, დღეის მდგომარეობით მას ზ.ნ--------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და კარგი დამოკიდებულება აქვს მასთან. ზ------ი ზრდის მათ შვილებს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მ--- გ------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს, თ------ ფ-----ესთან ერთად იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა ს------ში, ზ------ ნ--------ის ბიძის სახლში, თ------ს შვილებისათვის საჩუქრების გადასაცემად. როდესაც მივიდნენ სახლთან, თ------ ფ-----ე დარჩა სახლიდან დაახლოებით 200-300 მეტრის დაშორებით, ხოლო თვითონ მივიდა ზ.ნ------ის ბიძის სახლში, საჩუქრების დასატოვებლად. რამდენიმე ხანი შეყოვნდა ზ-----ს ბიცოლასთან საუბარში. როდესაც ბრუნდებოდა საჩუქრების ასაღებად, გზაში შეხვდა გ------ი ნ--------ე, ზ.ნ--------ის ბიძაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ ზ-----მ ცემა თ------. აღნიშნულზე სირბილით მივიდა თ------ ფ-----ის მანქანასთან და ნახა თ------, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა სიწითლეები, ასევე დასვრილი ჰქონდა ტანსაცმელი ხელისა და ფეხის მიდამოში. მის კითხვაზე თუ რა მოხდა, თ.ფ-----ემ განუცხადა, რომ ცემა ზ------ ნ--------ემ, კერძოდ წააქცია და „წიხლქვეშ გაიგდო“. ასევე თ------ ფ-----ის ა/მანქანის წინა და უკანა საქარე მინები იყო დაზიანებული - ჩამსხვრეული. მის კითხვაზე თ------მ უთხრა, რომ ზ------ ნ--------ემ, ქვის გამოყენები ჩაამსხვრია ისინი. მოწმის განმარტებით, როდესაც ადგილზე მივიდა, ზ.ნ--------ე არ დახვდა, იგი, დაახლოებით 10 წუთში დაბრუნდა უკან, ბავშვებთან ერთად.

 

მოწმის სახით დაკითხული უ-- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა ს------ში, მეზობელთან, მუშაობდა ფუტკართან. შუადღისას, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, მოესმა ხმამაღალი საუბარი და ლანძღვა. მივიდა სახლში, გამოიცვალა და ჩავიდა ქვევით, ნახა ზ------ ნ--------ე და თ------ ფ-----ე, რომლებიც მანქანებში ისხდნენ. მანქანები კი ერთმანეთის საპირისპიროდ იდგა. თ------ ფ-----ის მანქანას დაზიანებული ჰქონდა უკანა საქარე მინა, კერძოდ ჩამსხვრეული იყო. თ------მ მანქანა დააჯახა ზ-----ს მანქანას, რის გამოც ზ.ნ--------ე გადმოვიდა მანქანიდან და წავიდა თ------ს მიმართულებით, თუმცა გააჩერა ზ-----, ჩასვა მანქანაში და არ მისცა თ------სთან მისვლის უფლება. მოწმის განმარტებით, მას ზ------ ნ--------ის მანქანაში მჯდომი არავინ შეუმჩნევია.

მოწმის სახით დაკითხული თ----- ფ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აპრილს, როდესაც თ.ფ-----ე იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა ს------ში, შვილების სანახავად, მას ცემა ზ------ ნ--------ემ. ასევე კონფლიქტის დროს დაზიანდა თ------ს ა/მანქანა, კერძოდ ჩამსხვრეული ჰქონდა მინები. აღნიშნულის შესახებ იცის თ------ ფ-----ისაგან. მოწმის განმარტებით, მან იმავე საღამოს ნახა თ.ფ-----ე, რომელსაც დაზიანებები აღენიშნებოდა სახის, ფეხის და ზურგის არეში.

 

მოწმის სახით დაკითხული ნ---- ფ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აპრილს, თ------ ფ-----ეს ჩხუბი მოუვიდა ზ------ ნ--------ესთან, თუმცა ჩხუბის დროს რა მოიმოქმედა ზ-----მ, მისთვის უცნობია. პროკურორის მიერ, გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში, 2017 წლის 9 აპრილს მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „2017 წლის 5 აპრილს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა ს------ში ზ------ ნ--------ეს უცემია თ------ და ქვებით ჩაუმსხვრევია თ------ს მანქანის მინები. სხვა დროს ზ------ის მხრიდან თ------ს შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ქონია“. პროკურორის შეკითხვაზე კი მოწმემ უპასუხა „აღარ მახსოვს. შეიძლება მასე იყო მაშინ“.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ--–- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის აპრილის თვეში, თ-------- ნ--------ე მიდიოდა სკოლიდან სახლში, რა დროსაც ჩავიდა ე.წ. „მარშუტკიდან“ და მივიდა მასთან. ტიროდა, არ უნდოდა, რომ თავის დედას შეხვედროდა და წაეყვანა. აღნიშნულზე მან დაურეკა ზ------ ნ--------ეს, რომელიც მივიდა მასთან და წაიყვანა თ--------.

 

მოწმის სახით დაკითხული ზ------ გ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ექსპერტად. 2017 წლის 5 აპრილს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–თან ერთად გამოცხადდა სოფელ ს------ში, ნ--------ეების უბანში და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ასევე, მის მიერ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ეზოში, დათვალიერებული იქნა თ------ ფ-----ის კუთვნილი ავტომობილი, რა დროსაც ამოღებული იქნა ნივთები. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ოქმები დადასტურებული აქვს ხელის მოწერით.

 

მოწმე მ--–---- ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 5 აპრილს, იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. სამსახურში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იმავე დღეს, დააკავა ზ------ ნ--------ე. დაკავებისას განუმარტა მისი უფლებები. შეადგინა დაკავების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. დაკავების შემდეგ ზ.ნ--------ე გადაიყვანა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. ასევე, დაკავებულის ოჯახის წევრს შეატყობინა დაკავების ფაქტი.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ-–- პ------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლად. 2017 წლის 5 აპრილს, თ.ფ-----ის განცხადების საფუძველზე, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იყო ზ.ნ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ავტომანქანა, გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია.

 

მოწმის სახით დაკითხული ნ--- გ-------–---ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 5 აპრილს მოახდინა დაზარალებულ თ------ ფ-----ის გარეგნული დათვალიერება. აღნიშნულზე შეადგინა ოქმი, რაც ხელის მოწერით დაადასტურა მან და თ.ფ-----ემ. ასევე, დათვალიერების დროს მოახდინა ფოტოგადაღება.

 

2017 წლის 5 აპრილის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ამოღებული იქნა თ------ ფ-----ის კუთვნილი შავი ფერის შარვალი, რომელიც არის ნაჭრის და შარვალის ორივე ტოტი არის დასვრილი მოყავისფრო ფერის ლაქებით. ასევე ამოღებული იქნა თეთრი ფერის მოკლე მკლავიანი მაისური, რომელსაც რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 05.04.17წ. 23:08-23:20სთ-ზე. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. თ------ ფ-----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე, გარდამავალი მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 3.2X1.7სმ. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 5.8X5.2სმ. მარჯვენა წინა მხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 4.0X3.7სმ. მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 6.3X3.7სმ. მარჯვენა ბეჭის ძვლის საპროექციო მიდამოში აღენიშნება ასეთვე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 4.0X3.5სმ. მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 5.2X4.7სმ. თხემის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება ასეთვე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 2.5X1.3სმ. თხემ-კეფის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 1.2X1.0სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

2017 წლის 5 აპრილის თ. ფ-----ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა თ------ ფ-----ის კუთვნილი „ოპელ ასტრას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით K--------, რომელიც არის წითელი ფერის. ავტომანქანას წინა საქარე მინა აქვს მარცხენა მხარეს დაზიანებული. ჩამსხვრეული წრიულად და გაბზარული. უკანა საქარე მინა არის მთლიანად დამსხვრეული. თ------ ფ-----ის განმარტებით, მინები ჩაამსხვრია ქვით მისმა ყოფილმა მეუღლემ ზ------ ნ--------ემ. ავტომანქანის საბარგულში, უკანა სავარძელთან აღმოჩენილი იქნა მოყვითალო ფერის ქვა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასაქონლო ექსპერტიზის N5--- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1998 წელს „Opel Astra G“-ს მარკის და მოდელის ავტომობილის წინა საქარე მინის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 5 აპრილის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 100 (ას) ლარს, უკანა საქარე მინა - 60 (სამოც) ლარს, ხოლო მათი მონტაჟის ღირებულება 80 (ოთხმოც) ლარს.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ნიკოლოზ სართანიამ.

პალატას, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ------ ნ--------ის მიერ სხვისი ნივთის დაზიანების ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის სსკ-ის 187-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. თ------ ფ-----ის კუთვნილი ავტომანქანის როგორც წინა, ასევე, უკანა საქარე მინები დაზიანებული იყო, კერძოდ, გაბზარული. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გარეშე, ექსპერტის მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დროს დადგენილი იქნა წინა და უკანა საქარე მინების ღირებულებები, კერძოდ 100 ლარი წინა საქარე მინა, ხოლო 60 ლარი უკანა საქარე მინა და განისაზღვრა მნიშვნელოვანი ზიანი. იმ პირობებში, როდესაც მოწმეების ჩვენებით დადგენილი იქნა, რომ მინების ჩამსხვრევამდე წინა და უკანა საქარე მინები დაზიანებული - გაბზარული იყო, ვერ დგინდება ზ------ ნ--------ის მხრიდან მინების ჩამსხვრევა გამოიწვევდა თუ არა მნიშვნელოვან ზიანს, რაც დანაშაულის აუცილებელი შემადგენლობაა, კერძოდ გარდა ნივთის დაზიანებისა, სახეზე უნდა იყოს დაზიანების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ზ------ ნ--------ის ბრალეულობა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ზ------ ნ--------ის მხრიდან თ.ფ-----ის კუთვნილი ა/მანქანის ისეთი დაზიანების ფაქტი, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება ზ------ ნ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვისას აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია, ამ მტკიცებულების წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები. მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში კი საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის გამყარებული არანაირი შემავსებელი და დამატებითი მტკიცებულებით, რაც ზ------ ნ--------ის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი იქნებოდა.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. საქართველოს სსსკ-ის კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. ასევე პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

პალატას, ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსჯელობას, რომ სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულებებით ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ იქნა დადასტურებული ისეთი ფაქტი, რომელიც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო ზ. ნ--------ის საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ------ ნ--------ის მიერ თ------ ფ-----ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულ თ------ ფ-----ის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ------ ნ--------ის მიერ ძალადობის განხორციელებას, არასრულწლოვანის თანდასწრებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც არ გაიზიარა მოწმე უ-- ნ--------ის ჩვენება ზ.ნ--------ესა და თ.ფ-----ეს შორის კონფლიქტის დროს ბავშვების ადგილზე ყოფნის თაობაზე, ვინაიდან თავდაპირველად, დაკითხვისას, უ.ნ--------ემ უარყო ზ.ნ--------ის მანქანაში შვილის არსებობის ფაქტი. პროკურორის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ კი გაუჭირდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ კონფლიქტის დროს ატირებული ბავშვი იმყოფებოდა ადგილზე. მოწმე მ--- გ------ის ჩვენებით კი როდესაც დაბრუნდა თ------სთან, უკვე თ------სა და ზ-----ს შორის კონფლიქტი მომხდარი იყო, ის არ შესწრებია აღნიშნულს. შესაბამისად, ზ------ ნ--------ის ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც ზ------ე ნ-------ის მიმართ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რაც შეეხება ზ------ ნ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას, გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. სააპელაციო პალატას აღნისნული დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია (არ გაუსაჩივრებია).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

ზ------ ნ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ზ------ ნ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ზ------ ნ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 5 აპრილიდან, 2017 წლის 8 აპრილის ჩათვლით), საბოლოოდ ზ------ ნ--------ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათის ვადით.

ზ------ ნ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: 2017 წლის 5 აპრილს, თ------ ფ-----ისგან ამოღებული, მისი კუთვნილი შავი ფერის შარვალი, თეთრი ფერის მოკლე მკლავიანი მაისური, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ თ------ ფ-----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

2017 წლის 5 აპრილს, თ------ ფ-----ის კუთვნილი ავტომანქანის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი „CD“ დისკები, რომლებიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

2017 წლის 5 აპრილს, თ------ ფ-----ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოყვითალო ფერის ქვა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე