განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001094425
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/2153-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
I. აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ჯ---- ბ--–------’’
წარმომადგენელი - მ--- ყ------–---–-
II. აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ა------------’’
წარმომადგენელი - ა-----– თ--------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, საგარნტიო თანხის 43 798,91 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით 1. საგარნტიო თანხის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, 2. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით 1. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, 2. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ-- „ა------------ს“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ-- „ა------------ს“ შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 91 049,35 ლარისა და 32 674,82 ლარის, სულ 123 724,17 ლარის ანაზღაურება. შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ სარჩელი მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შ-- „ჯ---- ბ--–-----ს“ შ-- „ა------------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 7379,9 ლარის ანაზღაურება. შ-- „ა------------ს“ შეგებებული სარჩელის მე-2 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2014 წლის 15 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება №A------------, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა დამკვეთის შ-- „ა------------ს“ კუთვნილ 1-- საცხოვრებელ ბლოკში, მდებარე თ---–---------------–ის რაიონში ქ----–-------–----–---–ის ქუჩასა და მ------------------ს შორის, მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება, რაც განისაზღვრა ხელშეკრულების დანართი
№1-ით.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტისა და №1 დანართის მიხედვით, ყველა სამუშაო დამკვეთს უნდა ჩაბარებოდა არაუგვიანეს 2014 წლის 15 აგვისტოსი.
2013 წლის 06 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება №A------------, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა დამკვეთის შ-- „ა------------ს“ კუთვნილ 1--- საცხოვრებელ ბლოკში, მდებარე თ---–---------------–ის რაიონში ქ----–-------–----–---–ის ქუჩასა და მ------------------ს შორის, მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება, რაც განისაზღვრა ხელშეკრულების დანართი
№1-ით.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტისა და №1 დანართის მიხედვით, ყველა სამუშაო დამკვეთს უნდა ჩაბარებოდა არაუგვიანეს 2014 წლის 15 თებერვლისა.
2.2. მხარეები ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ სამუშაოების ღირებულებასა და ანგარიშსწორებაზე.
ხელშეკრულებების 2.1. პუნქტების თანახმად, სამუშაოების ფაქტიური ღირებულება გამოიანგარიშებოდა შესრულებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობის საფუძველზე, ხელშეკრულების №1 დანართში აღნიშნული სატარიფო განაკვეთების გამოყენებით. 2014 წლის 15 მაისის ხელშეკრულების 2.2. პუნქტით განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი - ყოველთვიურად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღე. ხოლო 2.3 პუნქტით განისაზღვრა დამკვეთის ვალდებულება შემსრულებლისათვის სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურება ფორმა №2-ის მიხედვით. აღნიშნული წესი შეთანხმდა ასევე, 2013 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2014 წლის 15 მაისის №A------------ და 2013 წლის 6 ნოემბერს №A------------ ხელშეკრულებები (ს.ფ. 12-54, ტომი პირველი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ პირველი სასარჩელო მოთხოვნაა - მოპასუხე შ-- „ა------------სათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 91 049,35 ლარის გადახდის დაკისრება;
აღნიშნულ მოთხოვნას მოსარჩელე ამყარებს მხარეთა შორის 2015 წლის 26 მარტს გაფორმებულ შედარების აქტს. აღნიშნული აქტის მიხედვით 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2015 წლის 28 თებერვლამდე შ-- „ა------------ს“ მიერ შ-- „ჯ---- ბ--–------სათვის“ ასანაზღაურებელი თანხა, მხარეთა შორის ურთიერთჩათვლის შემდეგ, შეადგენს 91 049,35 ლარს (ტომი 1; ს.ფ. 70). აღნიშნულ აქტს შ-- ,,ა------------ს’’ მხრიდან ხელს აწერს მთავარი ბუღალტერი, ხოლო შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ მხრიდან დირექტორი.
შ-- ,,ა------------ს’’ წარმომადგენელმა აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ბუღალტერი არ წარმოადგენს საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს და აღნიშნული აქტი არ უნდა შეფასდეს ვალის აღიარებად.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ ბუღალტრული ურთიერთშედარების აქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის კონტექსტში, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა და შესაბამისად, ახალ გარიგებად არ ფასდება. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მითითებული აქტი არც არსებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებას ადასტურებს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ბუღალტრული ურთიერთშედარების აქტი, მართალია, ვალდებულების წარმომშობ ახალ გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში შესასრულებელ ვალდებულებას ადასტურებს.
ამასთანავე, სასამართლომ მიუთითა, რომ შ-- ,,ა------------ს’’ მხრიდან დავალიანების არსებობას ადასტურებს ასევე, საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მხარეთა მიერ გაფორმებული და ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები (იხ. ტომი 1; ს.ფ. 55-67) და შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა #2), რომლებიც წარმოდგენილია თვით მოპასუხის მიერ (იხ. ტომი 3; ს.ფ. 46-139). შესრულებული სამუშაოების აქტებში ნათლად ჩანს სხვაობა შესრულებული სამუშაოების ღირებულებასა და გადახდილ თანხებს შორის, რამაც გამოიწვია დავალიანების წარმოშობა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ შ-- „ა------------ს“ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავოდ არ ხდის შედარების აქტში ასახული თანხის ოდენობას 91 049,35 ლარს, არამედ აქტი არ უნდა იქნას გათვალისწინებული მტკიცებულების სახით, რამდენადაც ხელმოწერილია არა დირექტორის, არამედ ბუღალტერის მიერ (იხ, 2018 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:08:16).
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 15 მაისის №A------------ და 2013 წლის 6 ნოემბერს №A------------ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მიერ შესრულებული მოსაპირკეთებელი სამუშაოების ანაზღაურების მიზნით, შ-- „ა------------ს“ მიერ გადასახდელი დავალიანება შეადგენს 91 049,35 ლარს, 2015 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით.
2.4. შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მეორე სასარჩელო მოთხოვნაა - შ-- „ა------------სათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ საგარანტიო თანხის 43 798,91 ლარის გადახდის დაკისრება;
დადგენილია, რომ 2014 წლის 15 მაისის ხელშეკრულების 2.4 პუნქტისა და 2013 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, ყოველთვიური ანაზღაურებიდან დამკვეთის მიერ უნდა დაკავებულიყო თანხა 5%-ის ოდენობით, როგორც გარანტია სამუშაოების უხარისხოდ შესრულებისათვის ან №1 დანართში აღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნული თანხა შემსრულებლისათვის გადაიხდებოდა ბლოკში სამუშაოების დასრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. ამავე ხელშეკრულების 2.5 პუნქტის მიხედვით, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების ან №1 დანართში აღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამკვეთს უფლება ჰქონდა სრულად ეთქვა უარი საგარანტიო თანხის გადახდაზე.
ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტების შეფასებით დგინდება, რომ დამკვეთს ჰქონდა უფლება ყოველთვიური ანაზღაურებიდან დაეკავებინა შესრულებული სამუშაოების 5% საგარანტიო თანხის სახით. მხარეთა შორის 2015 წლის 26 მარტს გაფორმებული შედარების აქტით დგინდება, რომ საბოლოო ანგარიშსწორებისას დამკვეთის მიერ საგარანტიო თანხის სახით დაკავებული იქნა 43 789,91 ლარი.
შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვებოდა იმ შემთხვევაში თუკი მისი მხრიდან სამუშაოები ხარისხიანად იქნებოდა შესრულებული და დაცული იქნებოდა ხელშეკრულების №1 დანართში აღნიშნული ვადები. 2014 წლის 15 მაისის ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული იყო სამუშაოების შესრულების ვადა არაუგვიანეს 2014 წლის 15 აგვისტოსი (იხ. ტ.1. ს.ფ. 31-32), ხოლო 2013 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული იყო სამუშაოების შესრულების ვადა არაუგვიანეს 2014 წლის 15 თებერვლისა (იხ. ტ.1. ს.ფ. 52-53). საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებით ცალსახად დგინდება, რომ სამუშაოები აღნიშნულ ვადებში არ დასრულებულა და გრძელდებოდა 2015 წლის თებერვლის თვეშიც, ხოლო საბოლოო ურთიერთშედარება განხორციელდა 2015 წლის 26 მარტს. ამდენად, შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ მხრიდან დარღვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რაც შ-- ,,ა------------ს’’ ხელშეკრულების 2.5 პუნქტის მიხედვით აძლევდა უფლებას უარი ეთქვა საგარანტიო თანხის დაბრუნებაზე.
დადგენილია, რომ შემსრულებლის მიერ დარღვეული იქნა სამუშაოების დასრულების ვადები, რაც დამკვეთს ანიჭებდა უფლებამოსილებას უარი ეთქვა შემსრულებლისათვის საგარანტიო თანხის დაბრუნებაზე. შესაბამისად, შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მოთხოვნა საგარანტიო თანხის 43 789,91 ლარის დაბრუნებაზე დაუსაბუთებელად იქნა მიჩნეული.
2.5. შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მესამე სასარჩელო მოთხოვნაა - მოპასუხე შ-- „ა------------სათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურების მიზნით (რაც არ არის შესული შედარების აქტში) 33 464,00 ლარის გადახდის დაკისრება;
დადგენილია, რომ 2015 წლის 26 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომელიც ასახავდა 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2015 წლის 28 თებერვლამდე შესრულებული სამუშაოების ღირებულებასა და ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, რომელმაც შეადგინა 91 049,35 ლარი. შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მესამე სასარჩელო მოთხოვნაა იმ სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც არ შესულა აღნიშნულ შედარების აქტში.
საქმეში წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოების აქტები, მათ შორის 2015 წლის თებერვალში შესრულებული სამუშაოების აქტები (ორი აქტი), რომლებიც ხელმოწერილია 2015 წლის 18 მარტს და 26 მარტს და სასამართლოს შეფასებით, ვერ იქნებოდა გათვალისწინებული შედარების აქტში თებერვალში შესრულებული სამუშაოების მოცულობაში, ვინაიდან მათზე ხელმოწერა განხორციელდა შემდგომ თვეში. აღნიშული აქტებით დგინდება, რომ ერთ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრა 21 763,43 ლარით, საიდანაც გადახდილია მხოლოდ 8 598,41 ლარი. შესაბამისად გადასახდელი დარჩა 13 165,02 ლარი (იხ. ტ. 3. ს.ფ. 46-47), ხოლო მეორე შემთხვევაში შესრულებული სამუშაოთა ღირებულებიდან 31 396,08 ლარიდან, გადახდილია 11 886,28 ლარი. შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 19 509,8 ლარი (იხ. ტ. 3; ს.ფ. 48-49).
ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-- „ა------------ს“ მიერ შ-- „ჯ---- ბ--–------სათვის“ ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოთა ასანაზღაურებელი ღირებულება, რაც გათვალისწინებული არ იყო 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მხარეთა შორის ურთიერთჩათვლის შედეგად განსაზღვრული შემსრულებლისათვის გადასახდელი თანხის (91 049,35 ლარის) ანგარიშში შეადგენს 32 674,82 (13 165,02 + 19 509,8) ლარს.
2.6. შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მეოთხე სასარჩელო მოთხოვნაა - მოპასუხე შ-- „ა------------სათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებების უსაფუძვლოდ შეწყვეტის გამო ხელშეკრულებების საერთო ღირებულების 15%-ის - 131 300,00 ლარის გადახდის დაკისრება;
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 12.2 პუნქტების მიხედვით, ნებისმიერი მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არსებითად დარღვევის შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს უფლება ჰქონდა ცალმხრივად გაეუქმებინა ხელშეკრულება, მეორე მხარისათვის 10 დღით ადრე შეტყობინებით.
ხელშეკრულებების 8.4 პუნქტების მიხედვით, ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარე, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულების არსებითი პირობები, ვალდებული იყო მეორე მხარისათვის გადაეხადა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 15%-ის ოდენობით.
დადგენილია, რომ 2014 წლის 15 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული №A------------ ხელშეკრულების მიხედვით, დამკვეთის შ-- „ა------------ს“ კუთვნილ 1-- საცხოვრებელ ბლოკში, მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება უნდა დამთავრებულიყო არაუგვიანეს 2014 წლის 15 აგვისტოსი.
დადგენილია, რომ 2013 წლის 6 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული №A------------ ხელშეკრულების მიხედვით, დამკვეთის შ-- „ა------------ს“ კუთვნილ 1--, 1-- საცხოვრებელ ბლოკებში, მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება უნდა დამთავრებულიყო არაუგვიანეს 2014 წლის 15 თებერვლისა.
სადავო არ არის გარემოება, რომ შ-- „ჯ---- ბ--–-----ს“ 2014 წლის 15 მაისის №A------------ და 2013 წლის 6 ნოემბერს №A------------ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 1--, 1-- და 1-- კორპუსების მოპირკეთების ვალდებულებები შეთანხმებულ ვადებში არ დაუსრულებია.
წარმოდგენილი შესრულების აქტების მიხედვით, დგინდება, რომ შემსრულებელი 1-- კორპუსის მოპირკეთების სამუშაოებს ახორციელებდა 2014 წლის 15 აგვისტოს შემდეგაც, ხოლო 1--, 1-- კორპუსების მოპირკეთების სამუშაოებს - 2014 წლის 15 თებერვლის შემდეგ.
ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-- „ჯ---- ბ--–-----ს“ 2014 წლის 15 მაისის №A------------ და 2013 წლის 6 ნოემბერს №A------------ ხელშეკრულებებიდან 1--, 1-- და 1-- კორპუსების მოპირკეთება შეთანხმებულ ვადებში არ დაუსრულებია.
როგორც მოსარჩელე უთითებს მოპასუხემ 2015 წლის 2 მარტის წერილით შეწყვიტა ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.
სასამართლომ განმარტა, რომ რამდენადაც შემსრულებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი სამუშაოების ვადაში დასრულების ვალდებულებები, ამასთან, დამატებით ვადაში შემსრულებელი აგრძელებდა ნაკისრი იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც ზემოთ აღნიშნულ შეთანხმებულ ვადაში უნდა დაესრულებინა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამკვეთს წარმოეშვა ხელშეკრულებების შეწყვეტის უფლებამოსილება სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 12.2 პუნქტების შესაბამისად.
ამდენად, შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ მოთხოვნა ხელშეკრულებების 8.4 პუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ხელშეკრულებების საერთო ღირებულების 15%-ის - 131 300,00 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
2.7. შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მეხუთე და მეექვსე სასარჩელო მოთხოვნებია - მოპასუხე შ-- „ა------------სათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი ზიანის, საგადასახადო სამსახურის მიერ დარიცხული საურავების სახით დაკისრებული თანხის 22 075,00 ლარის გადახდის დაკისრება; მოპასუხე შ-- „ა------------სათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 21 ივლისიდან აღსრულებამდე საურავის სახით დაკისრებული თანხის ანაზღაურება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დგინდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა შ-- „ა------------ს“ მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასა და შ-- „ჯ---- ბ--–------სათვის“ საგადასახადო სამსახურის მიერ საურავების დარიცხვას შორის.
სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ნებისმიერ სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას.
სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 412-ე მუხლის სამართლებრივი მიზნის მიხედვით, მხოლოდ ის ზიანი ანაზღაურდება, რომლის მოსალოდნელობაც გონივრული წინდახედულობის ფარგლებში სავარაუდო იქნებოდა და რომლის დადგომაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგია (იხ, სუსგ, საქმე №ას-167-163- 2016, 01 ივლისი, 2016 წელი).
მოსარჩელე ზიანის მტკიცებისას მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ შ-- „ა------------მ“ არ შეასრულა ვალდებულება, რამაც გამოიწვია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, საგადასახადი სამსახურების მიერ საურავების დარიცხვა. შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მიერ წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლის მიხედვით, 2015 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მოსარჩელეს ერიცხება სალდირებული დავალიანება 176 940,4 ლარი (ს.ფ. 81, ტომი პირველი).
ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად, სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, ეკისრება მოსარჩელეს.
თუმცა, მოსარჩელეს არ მიუთითებია კონკრეტულად რა ოდენობის თანხის გადაუხდელობის შედეგად და რა ოდენობის საურავი დაერიცხა, ისევე როგორც ვერ მიუთითა შ-- „ა------------ს“ მიერ თანხის გადაუხდელობასა და დარიცხულ საურავებს შორის შესაბამისი კავშირის არსებობაზე. რაც შეეხება მეექვსე სასარჩელო მოთხოვნას, მოსარჩელემ ვერ დააზუსტა, თუ რა თანხის დაკისრებას ითხოვდა ყოველთვიურად აღსრულებამდე ზიანის სახით.
შესაბამისად, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ ზიდა მე-5 და მე-6 სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლომ, სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, ერთობლიობაში შეაფასა მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შ-- „ჯ---- ბ--–-----მა“ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდება შ-- „ა------------ს“ მიერ მოსარჩელისათვის 22 075,00 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი.
შ-- „ა------------ს“ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.8. შ-- „ა------------ს“ პირველი სასარჩელო მოთხოვნაა - შ-- „ჯ---- ბ--–------სათვის“ შ-- „ა------------ს“ სასარგებლოდ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო მიყენებული ზიანის 368 805,90 ლარის ანაზღაურება;
შეგეგებული სარჩელით მოსარჩელე შ-- „ა------------ს“ განმარტებით სადაო თანხა მოიცავს შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებით მიყენებულ ზიანს - 274 157 ლარის ოდენობით და მიწოდებული მასალების ნაშთის ღირებულებას - 94 648.90 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებით მიყენებული ზიანის მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ პირობებზე, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა მიერ ხელშეკრულებით.
ხელშეკრულებების 5.4.2 ქვეპუნქტების მიხედვით, შემსრულებლის მიერ სამუშაოთა შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციისა და სავალდებულო სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, ასევე ტექნიკური დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებაში აღნიშნული სამუშაოების ობიექტის მაჩვენებლების მიუღწევლობისას სხვა ნაკლოვანებებთან ერთად, რაც არ იძლევა სამუშაოების შედეგის დანიშნულებისამებრ გამოყენების საშუალებას, დამკვეთს უფლება ჰქონდა მოეთხოვა შემსრულებლისაგან ნაკლოვანებების უსასყიდლოდ აღმოფხვრა გონივრულ ვადაში; ხელშეკრულებების 5.4.3 ქვეპუნქტების მიხედვით, თუ სამუშაოებში ხელშეკრულების პირობებისაგან გადახვევა ან სამუშაოების შედეგის სხვა ნაკლოვანებები არ იქნებოდა აღმოფხვრილი დამკვეთის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში ანდა ძალზედ არსებითი და აღმოუფხვრელი იქნებოდა, დამკვეთს შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულების შესრულებაზე და მოეთხოვა მიყენებული ზარალის ანაზღაურება, 5.4.4. ქვეპუნქტების მიხედვით, დამკვეთს შეეძლო ხელშეკრულების გაუქმება მოიჯარის მიერ სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში 15 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით შეთანხმდა შესრულებული სამუშაოების ჩაბარებისა და მიღების წესი. ხელშეკრულებების 6.1. პუნქტების მიხედვით, სამუშაოების მიღება დასტურდებოდა მხარეთა მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერით, რაც, 6.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით, ფორმა №2-ის სახით შემსრულებელს უნდა წარედგინა დამკვეთისათვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ყოველი თვის 5 რიცხვამდე. ხელშეკრულებების 6.1.2. ქვეპუნქტებით განისაზღვრა დამკვეთის ვალდებულება მიღება-ჩაბარების აქტების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში შემსრულებლის მონაწილეობით დაეთვალიერებინა და მიეღო შესრულებული სამუშაოები, ხელი მოეწერა და დაებრუნებინა შემსრულებლისათვის მიღება- ჩაბარების აქტის ერთი ეგზემპლარი ან გაეგზავნა შემსრულებლისათვის დასაბუთებული უარი.
ხელშეკრულებების 6.1.3. ქვეპუნქტების მიხედვით, დამკვეთის მიერ სამუშაოების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემსრულებლის მიერ დასაბუთებული უარის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მხარეებს უნდა შეედგინათ აქტი საჭირო გაუმჯობესებების ჩამონათვალით და მათი შესრულების ვადებით.
ხელშეკრულებების 6.1.5. ქვეპუნქტების მიხედვით, დამკვეთის მიერ სამუშაოების მიღების შემდეგ მასში ხელშეკრულებების პირობებიდან გადაცდომებს ან სხვა ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში, რასაც იგი ვერ დაადგენდა ჩვეულებრივი წესით მიღებისას (ფარული ნაკლოვანებები), მათ შორის ისეთს, რომელიც განზრახ იქნა დაფარული შემსრულებლის მიერ, ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ შემსრულებელს ნაკლოვანებების აღმოჩენის დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მათი აღმოფხვრის მიზნით.
მხარეებმა ხელშეკრულებებით შეათანხმეს შესრულებული სამუშაოების ხარისხის გარანტია.
ხელშეკრულებების 7.1 პუნქტების მიხედვით, ხარისხის გარანტია ვრცელდებოდა შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით შესრულებულ ყველა სამუშაოზე.
ხელშეკრულებების 7.2 პუნქტების მიხედვით, შემსრულებელი საქართველოს სახელმწიფო სამსახურების მიერ შენობის ექსპლუატაციაში შეყვანის თარიღიდან იძლეოდა ხარისხის სამწლიან გარანტიას მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით შესრულებულ ყველა სამუშაოზე.
ხელშეკრულებების 7.3 პუნქტების მიხედვით, საგარანტიო ვადის განმავლობაში ნაკლოვანებების (დეფექტების) გამოვლენის შემთხვევაში, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება საკუთარი ხარჯებით აღმოეფხვრა ისინი დამკვეთთან შეთანხმებულ ვადებში. დეფექტების დასაფიქსირებელი აქტის შედგენაში მონაწილეობის მისაღებად, მათი აღმოფხვრის წესისა და ვადების შესათანხმებლად შემსრულებელი ვალდებული იყო გაეგზავნა თავისი წარმომადგენელი დამკვეთის წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საგარანტიო ვადა ასეთ შემთხვევაში გახანგრძლივდებოდა შესაბამისად დეფექტების აღმოფხვრის შემთხვევაში.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირობები განსაზღვრავენ ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში მათი დადგენისა და აღმოფხვრის წესს. კერძოდ, დამკვეთი ვალდებული იყო მიღება-ჩაბარების აქტების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში შემსრულებლის მონაწილეობით დაეთვალიერებინა და მიეღო შესრულებული სამუშაოები, ხელი მოეწერა და დაებრუნებინა შემსრულებლისათვის მიღება- ჩაბარების აქტის ერთი ეგზემპლარი ან გაეგზავნა შემსრულებლისათვის დასაბუთებული უარი. საქმეში წარმოდგენილი დეფექტური აქტები ადასტურებს, რომ მხარეები მოქმედებდნენ კიდეც აღნიშნული წესების შესაბამისად.
შეგეგებული სარჩელით მოსარჩელე შ-- „ა------------მ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებით მიყენებული ზიანის დასადასტურებლად წარმოადგინა 2016 წლის 22 იანვარს შედგენილი აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც 1--, 1--, 1-- კორპუსებში სარემონტო სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ და დეფექტების აღმოსაფხვრელად საჭიროა 274 157 ლარი. აღნიშნულ დასკვნას თან ერთვის ცხრილი და ფოტო მასალა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს მიერ დასკვნის გაუზიარებლობა დასაბუთებული უნდა იყოს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ, სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეაფასა წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა და მიიჩნია, რომ იგი არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დასადასტურებლად. აღნიშნული შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს თვით მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები, რაც უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული. სასამართლომ მიუთითა, რომ აუდიტის დასკვნა შედგენილია 2016 წლის 22 იანვარს, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 2 მარტს. ე.ი. აუდიტმა შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეაფასა ხელშეკრულების შეწყვეტიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებზე, სადაც დამკვეთი ყველგან უთითებს, რომ ,,შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვეთანხმებით შესრულებულ სამუშაოს.’’ ამასთან აღსანიშნავია, რომ აქტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დამკვეთს უნდა დაეთვალიერებინა და მიეღო შესრულებული სამუშაო ან მიღებაზე დასაბუთებული უარი გაეგზავნა შემსრულებლისათვის, ხოლო დასაბუთებული უარის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მხარეებს უნდა შეედგინათ ორმხრივი აქტი საჭირო გაუმჯობესებებითა და მათი შესრულების ვადებით (ხელშეკრულებების 6.1.1-6.1.5. ქვეპუნქტები). შესაბამისად, დეფექტური აქტების შედგენა და ნაკლოვანებების გამოვლენა განხორციელდებოდა საჭიროებისამებრ, თავად დამკვეთის პრეტენზიის მიხედვით. სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე საქმეში წარმოდგენილია დეფექტური აქტები რაც ადასტურებს, რომ დამკვეთმა სამუშაოების მიღებისას ხელშეკრულების პირობის შესაბამისად ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები და ის დეფექტები, რაც გამოვლინდა დათვალიერებისას დაფიქსირდა კიდეც აქტებში. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის დასკვნისა და ხარვეზების გამოვლენიდან გასულია არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5 დღე, არამედ თითქმის ერთი წელი, სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად ზიანის მაკვალიფიცირებელ გარემოებები - მიზეზობრივ კავშირი და ბრალი დამდგარ ზიანსა და შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ ქმედებას შორის.
ამასთან, სასამართლომ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია ხელშეკრულებების 7.2 პუნქტების მიხედვით, შემსრულებელი იძლეოდა ხარისხის სამწლიან გარანტიას მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით შესრულებულ ყველა სამუშაოზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საგარანტიო პირობების ფარგლებში მოთხოვნის წამოყენებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ შენობა მიღებული იქნეს ექსპლუატაციაში. ასეთი მტკიცებულება კი შეგებებული სარჩელის ავტორს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ დაადასტურა სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით ხელშეკრულების 7.2. პუნქტის საფუძველზე მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ დეფექტურ აქტებს, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული აქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს და იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ დამკვეთი ამოწმებდა შესრულებული სამუშაოების ხარისხს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე დგებოდა ორმხრივი აქტი.
წარმოდგენილი დეფექტური აქტების შეფასების შედეგად, სასამართლომ მიუთითა, რომ მათი უმრავლესობა შედგენილია 2015 წლის თებერვლის თვეში (12, 13, 17 თებერვალი; იხ. ტ.3; ს.ფ. 140-164). იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ურთიერთშედარება განხორციელდა 2015 წლის 26 მარტს, რომელშიც აისახა 2015 წლის 28 თებერვლით არსებული მონაცემები, ასევე საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის თებერვლის თვეში შესრულებული სამუშაოების აქტები, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დეფექტები აღმოფხვრილი იქნა შედარების აქტის გაფორმებამდე და ანგარიშსწორებაც აისახა საბოლოო დაანგარიშებაში.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 26 მარტის შემდგომ - 2015 წლის 16 და 18 ივლისს შედგენილი დეფექტური აქტები (ს.ფ. 144-147, ტომი მესამე). შესაბამისად, გამოვლენილი ნაკლოვანებები, რაც ამ ორ აქტშია ასახული ვერ აისახებოდა 2015 წლის 26 მარტს მხარეთა შორის განსახორციელებელ ურთიერთჩათვლის ანგარიშში. ამასთან, შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ამ აქტებში მითითებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას.
2015 წლის 16 ივლისის დეფექტური აქტით გამოვლენილია 1-- კორპუსის შიდა სამუშაოების შემდეგი სახის ნაკლოვანებები: უხარისხოდ დაყენებული MDF 28 ც, კედლებისა და ჭერის უხარისხო გალესვა 120 კვ.მ, შეღებვა 130 კვ.მ, ბზარები კედლებზე 4ც, უხარისხო ფუგა მეტლახზე 65 კვ.მ, უხარისხოდ დაგებული მეტლახი 15 კვ.მ, არასწორად მოჭიმული ლამინატის ქვეშ იატაკი 240 კვ.მ, უხარისხოდ დაყენებული რკინის კარები, აკლია 13 ცალი ზედა საკეტი, 10 ც ქვედა საკეტი, 4 ცალი საჭვრეტი, 11 ც საკაკუნებელი, ცუდად არის დალაგებული კორპუსი, ცემენტის ბათქაში 27 კვ.მ.
2015 წლის 18 ივლისის დეფექტური აქტის მიხედვით ირკვევა, რომ გამოვლინდა 1-- და 1-- კორპუსების შიდა სამუშაოების შემდეგ ნაკლოვანებები: ცემენტით მობათქაშება 45 კვ.მ, კედლებისა და ჭერის ლესვა 65 კვ.მ, ფუგა კაფელისთვის 160 კვ.მ, ფუგა გრანიტისათვის 48 კვ.მ, მეტლახი 22 ცალი, დეფექტური გრანიტი 3 კვ.მ, ბზარები კედლებზე 5 ცალი, მოღუნული რკინის კარი 14 ც, 17 რკინის კარი საკეტის გარეშე, რკინის კარებს აკლია სახელური, ყველგან სამშენებლო ნაგავია.
ამდენად, ზიანის ოდენობა სასამართლოს მიხედულობით უნდა განისაზღვროს სწორედ 2015 წლის 16 და 18 ივლისის დეფექტურ აქტებში გამოვლენილი ნაკლოვანებების მიხედვით, ვინაიდან აღნიშნული აქტები შედგენილია ხელშეკრულების 6.1.1-6.1.5. ქვეპუნქტების შესაბამისად და დადასტურებულია ორივე მხარის მიერ. ამასთან, არ დგინდება აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოხვრის ფაქტი.
რაც შეეხება აღნიშნული დეფექტების აღმოფხვრისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრას, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დაანგარიშებული უნდა იქნეს ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ღირებულებითა და შესრულებული სამუშაოს აქტებში დაფიქსირებული ღირებულებების მიხედვით. 2014 წლის 15 მაისის ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრულია სამუშაოების სახეობა და ფასი, ასევე, იმ სამუშაოების ღირებულება, რაც არ არის გათვალისწინებული დანართით ასახულია შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა #2). კერძოდ: ცემენტით ლესვა მ2 - 6 ლარი, შეღებვა მ2 - 6 ლარი, ცემენტის ხსნარით მოჭიმვა მ2- 4,50 ლარი; იატაკის კერამიკული ფილებით მოპირკეთება მ2 – 8.05 ლარი; ცემენტით მობათქაშება - 5.08 ლარი; მეტლახი - ერთეულის ფასი - 11.45 ლარი; ფუგა (დეკორატიული ცემენტი) - ერთეულის ფასი - 2.13 ლარი; კარების რეგულირება - 10 ლარი; კარების საკეტი - ერთეულის ფასი - 65 ლარი; ნაგვის გატანა - 200 ლარი.
შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აქტებში დაფიქსირებული რაოდენობების გათვალისწინებით ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 7379.9 ლარით. მათ შორის - უხარისხოდ შესრულებული ლესვის აღმოსაფხვრელად - 1110 ლარი (185 მ2 X 6); უხარისხოდ შესრულებული შეღებვის აღმოსაფხვრელად - 780 ლარი (130 მ2 X 6); უხარისხოდ შესრულებული იატაკის მოჭიმვის აღმოსაფხვრელად - 1089 ლარი (240 მ2 X 4.50); უხარისხოდ დაგებული მეტლახის აღმოსაფხვრელად - 120.75 ლარი (15 მ2 X 8.05); უხარისხოდ შესრულებული ცემენტით მობათქაშების აღმოსაფხვრელად - 365.76 ლარი (72 მ2 X 5.08); უხარისხოდ დაყენებული კარების დასარეგულირებლად - 290 ლარი (29 X10); კარის საკეტები 40 ცალი - 2600 ლარი (40 X 65); დაზიანებული 22 ცალი მეტლახის გამოსაცვლელად - 251.9 ლარი (22 X11.45); უხარისხო ფუგა - 581,49 ლარი (273 მ2 X 2.13); ნაგვის გატანა - 200 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ-- „ა------------სათვის“ შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებით მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 7379.9 ლარით.
რაც შეეხება მიწოდებული მასალების ნაშთის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნას:
ხელშეკრულებების 1.4. პუნქტებით განისაზღვრა, რომ სამუშაოების ჩასატარებლად დამკვეთი უზრუნველყოფდა შემსრულებელს მხოლოდ საჭირო მასალებით.
ხელშეკრულებების 1.5 პუნქტების მიხედვით, შემსრულებლისათვის მასალების გადაცემა მტკიცდება მხარეების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერით.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 4.1.12 პუნქტების თანახმად, შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება დამკვეთისაგან სამუშაოების შესასრულებლად მიღებული მასალების რაციონალურად გამოყენებისა. მასალების გაფუჭების ან არარაციონალურად გამოყენების შემთხვევაში ზარალი ანაზღაურდებოდა შემსრულებლის მიერ ყოველთვიური გასაცემლებიდან ზარალის თანხის დაკავების გზით.
სასამართლომ მიუთითა, რომ შ-- „ა------------ს“ წარმომადგენელი შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მიერ დასაბრუნებელი მასალების ნაშთის ოდენობის დასადასტურებლად მიუთითებს 2016 წლის 16 იანვრის აუდიტორულ დასკვნაზე (ს.ფ. 19-20, ტომი მეორე), რომლითაც განხორციელდა 1--, 1-- და 1-- საცხოვრებელ კორპუსებში მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულების ფარგლებში გამოყენებული მასალის გაანგარიშება და შეფასება, ხოლო დასკვის თანახმად, შ-- „ჯ---- ბ--–-----ს“ ერიცხება მასალების ნაშთი 94 648,90 ლარის ოდენობით.
სასამართლომ განმარტა, რომ გარკვეული დავების განხილვისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია რა გარკვეული საკითხების მიმართ ამ საკითხების მცოდნე პირის ექსპერტის დასკვნის შეფასების შესაძლებლობა, კანონმდებელი ამ პირის დასკვნას, როგორც მტკიცებულებას სავალდებულოდ არ მიიჩნევს და ადგენს სხვა მტკიცებულებებთან ერთად სასამართლოს მიერ მისი შეფასების შესაძლებლობას.
სასამართლომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა შეაფასა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ მხარეთა შორის გაფორმებულ შედარების აქტთან, მიღება- ჩაბარების აქტებთან, შიდა გადაადგილების ზედნადებებთან და მასალის ცხრილებთან ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ აუდიტის დასკვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია შეეფასებინა და დაესაბუთებინა დასკვნის გაუზიარებლობა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია 2016 წლის 18 იანვარს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტიდან (2015 წლის მარტი) თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც, სასამართლოს რწმენით, ვერ ასახავდა შ-- „ჯ---- ბ--–-----თან“ არსებული მასალების ნაშთის და მისი ოდენობის რეალურ ვითარებას.
აღსანიშნავია, რომ დასკვნას თან ერთვის ცხრილი, რასაც ეფუძნება ექსპერტიზის საბოლოო შეფასება. ცხრილში ასახულია გაცემული და დაბრუნებული მასალების ღირებულება, მაგრამ ცხრილში არ არის ასახული პერიოდი, როდესაც მასალების გაცემა და დაბრუნება ხდებოდა და ამასთან, არ არის მითითებული რას ედრება ცხრილში ასახული მონაცემები (ზედნადებებს, ფორმა #2-ს, თუ მიღება-ჩაბარების აქტს) და შესაბამისად, არც დასკვნას ერთვის შესაბამისი მტკიცებულებები. აუდიტი დასკვნაში მიუთითებს, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას დახარჯული მასალები და მათი ღირებულება დაფიქსირებულია სამუშაოების შესრულების ფორმა 2-ებით და მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება- ჩაბარების აქტებში. სასამართლომ შენიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება- ჩაბარების აქტებში საერთოდ არ ფიქსირდება მონაცემები დახარჯული მასალების შესახებ.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია შიდაგადაადგილების ზედნადებები (ს.ფ. 26-246, ტომი მეორე, სს.ფ 15-45, ტომი მესამე), რომლებიც ასახავს ინფორმაციას შ-- „ა------------ს“ მიერ გაცემული მასალების შესახებ, თუმცა არ ასახავს ინფორმაციას დაბრუნებული მასალების თაობაზე, შესაბამისად, არ იძლევა შემსრულებელთან არსებული მასალების ნაშთის შესახებ ინფორმაციასაც. საქმეში არც სხვა რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მიერ მასალების დაბრუნებასა და/ან მათი ნაშთის ოდენობას დაადასტურებდა და სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ინფორმაცია მასალების ნაშთთან დაკავშირებით შეეფასებინა სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისობაში, გარდა 2015 წლის 26 მარტის შედარების აქტისა.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შედარების აქტი, რომელიც შედგენილია 2015 წლის 26 მარტს, ასახავს 2015 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთჩათვლის ანგარიშის შედეგებს. აღნიშნულ აქტში დაფიქსირებულია მასალების ღირებულება - 359,61 ლარის ოდენობით, რაც გაქვითული იქნა საბოლოო ასანაზღაურებელ თანხაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტის მონაცემები სარწმუნოა, ვინაიდან ხელშეკრულებების 4.1.12 პუნქტების თანახმად, მასალების გაფუჭების ან არარაციონალურად გამოყენების შემთხვევაში ზარალი ანაზღაურდებოდა შემსრულებლის მიერ ყოველთვიური გასაცემლებიდან ზარალის თანხის დაკავების გზით. შესაბამისად, მასალის ნაშთები უნდა გათვალისწინებულიყო ყოველთვიურ გასაცემელში და ის ფაქტი, რომ მხარეებმა ხელშეკრულების შეწყვეტისას მოახდინეს ურთიერთშედარება და შედარების აქტში მასალების ნაშთი დაფიქსირდა მხოლოდ 359,61 ლარი, იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ შემსრულებლის მიერ დასაბრუნებული მასალების ღირებულება გაქვითულია საბოლოო ანგარიშსწორებისას.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად განახორციელეს შესრულებული სამუშაოების მიღება- ჩაბარება, ასევე 2015 წლის 26 მარტს შეადგინეს შედარების აქტი, რომელშიც აისახა საბოლოო მოცემულობა, როგორც შესრულებული სამუშაოების რაოდენობის, ასევე მასალების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული შედარების აქტის საპირწონედ ვერ გამოდგება თითქმის ერთი წლის შემდგომ შედგენილი აუდიტის დასკვნა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებისა და ექსპერტიზის დასკვნის ერთობლივი შეფასებითა და ურთიერთშეჯერებით, ექსპერტიზის დასკვნა ემყარება არასრულ ინფორმაციას, რაც მას ხდის არასარწმუნოს, სასამართლო კი მოკლებულია შესაძლებლობას სსსკ-ის 105-ე და 172-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზიაროს აღნიშნული დასკვნა. დასკვნის გაუზიარებლიობა კი, სასამართლოს მიერ დასაბუთებულია.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ მასალების ღირებულება არ ერიცხება. აღნიშნული გარემოება ვერ იქნა დადასტურებული შეგეგებული სარჩელის ავტორის მიერ.
2.9. შ-- „ა------------ს“ მეორე სასარჩელო მოთხოვნაა - შ-- „ჯ---- ბ--–------სათვის“ შ-- „ას ჯ--------ს“ სასარგებლოდ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს 43 798,91 ლარის დაკისრება.
შ-- „ა------------ს“ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნა არის შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ იმავე ოდენობის მოთხოვნის მომსპობი შესაგებელი, მიუხედავად ამისა წარმოდგენილია შეგებებული სარჩელის ფორმით (იხ, 2018 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:05 – 17:30). შ-- „ა------------ს“ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის მხარეთა შორის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა 5%, რასაც დამკვეთი იკავებდა შემსრულებლისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან (ხელშეკრულებების 2.4 და 2.3 პუნქტები); ამ მოთხოვნასა და მითითებულ ოდენობაში (43 798,91 ლარი) არ შედის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა რაიმე თანხა, რაც შეიძლებოდა შ-- „ჯ---- ბ--–-----ს“, შემსრულებელს პირგასამტეხლოს სახით დარიცხვოდა, სხვა სახის პირგასამტეხლოს შეგებებული სარჩელის ავტორი არ ითხოვს (იხ, 2018 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:11:16).
სადავო არ არის გარემოება, რომ შ-- „ა------------ს“ მიერ დაკავებულია საგარანტიო თანხა, რომელიც გაიქვითა 2015 წლის 26 მარტის შედარების აქტით, მხარეებს შორის სადავოდ არც საგარანტიო თანხის ოდენობა (43 798,91 ლარი) გამხდარა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს შ-- „ჯ---- ბ--–------სათვის“ დამატებით საგარანტიო თანხის დაკისრების საფუძველი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.10. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება ნარდობის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნორმების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
დადგენილია, რომ შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მიერ შესრულებული სამუშაოსათვის დამკვეთის შ-- „ა------------ს“ მიერ ასანაზღაურებელი დავალიანების ოდენობა ჯამში შეადგენს 123 724,17 ლარს (91 049,35 ლარი და 32 674,82 ლარი). შესაბამისად, შ-- „ჯ---- ბ--–-----ს“ უფლება აქვს მოსთხოვოს, ხოლო შ-- „ა------------“ ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 123 724,17 ლარი.
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
შ-- „ჯ---- ბ--–------“ ითხოვს შ-- „ა------------სათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ საგარანტიო თანხის 43 798,91 ლარის გადახდის დაკისრებას; ხოლო შ-- „ა------------“ ითხოვს შ-- „ჯ---- ბ--–------სათვის“ პირგასამტეხლოს 43 798,91 ლარის გადახდის დაკისრებას.
შ-- „ა------------ს“ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნა არის შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ იმავე ოდენობის მოთხოვნის მომსპობი შესაგებელი, მიუხედავად შეგებებული სარჩელის ფორმით წარმოდგენილი მითითებისა (იხ, 2018 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:05 – 17:30). შ-- „ა------------ს“ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ
შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის მხარეთა შორის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა 5%, რასაც დამკვეთი იკავებდა შემსრულებლისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან (ხელშეკრულებების 2.4 და 2.3 პუნქტები); ამ მოთხოვნასა და მითითებულ ოდენობაში (43 798,91 ლარი) არ შედის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა რაიმე თანხა, რაც შეიძლებოდა შ-- „ჯ---- ბ--–-----ს“, შემსრულებელს პირგასამტეხლოს სახით დარიცხვოდა (იხ, 2018 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:11:16).
სადავო არ არის გარემოება, რომ შ-- „ა------------ს“ მიერ დაკავებულია საგარანტიო თანხა, მხარეებს შორის სადავოდ არც საგარანტიო თანხის ოდენობა (43 798,91 ლარი) გამხდარა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს შ-- „ჯ---- ბ--–------სათვის“ საგარანტიო თანხის დაკისრების საფუძველი, რის გამოც შეგებებული სარჩელი შესაბამის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ სასარჩელო მოთხოვნაა ასევე შ-- „ა------------სათვის“ ხელშეკრულებების უსაფუძვლოდ შეწყვეტის გამო ხელშეკრულებების საერთო ღირებულების 15%-ის - 131 300,00 ლარის გადახდის დაკისრება.
რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ დამკვეთი შ-- „ა------------“ უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა შ-- „ჯ---- ბ--–-----თან“ გაფორმებული ხელშეკრულებები, ამდენად არ არსებობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 12.2 პუნქტების და 8.4 პუნქტების მიხედვით, შ-- „ა------------სათვის“ ჯარიმის - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 15%-ის ოდენობით დაკისრების საფუძველი.
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი, არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის (იხ, სუსგ, საქმე №ას-
167-163-2016, 01 ივლისი, 2016 წელი).
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 395-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარე მხოლოდ იმ რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან და ამდენად, ხელშემკვრელი მხარისაგან შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგს წარმოადგენს და რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს შეეძლო ევარაუდა.
რამდენადაც მოსარჩელე შ-- „ჯ---- ბ--–-----მა“ ვერ ზიდა მე-5 და მე-6 სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა სკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის შემადგენლობისათვის აუცილებელი კომპონენტების არსებობა, სასამართლომ მიიჩნია რომ შესაბამისი მოთხოვნები დაუსაბუთებელია, მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. 3.2.5. პუნქტი).
რაც შეეხება შ-- „ა------------ს“ შეგეგებულ მოთხოვნას ზიანის სახით 368 805,90 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხემ ნაწილობრივ შეძლო დაესაბუთებინა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობა, შესაბამისად, შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებით მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა 7379.9 ლარით (იხ. 3.2.6. პუნქტი).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელატის მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლება შემსრულებელ ორგანიზაციას წარმოეშობოდა მაშინ თუ ეს უკანასკნელი ხელშეკრულებით გათვალსწინებულ სამუშაოს ხარისხიანად და ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში შეასრულებდა. მართალია სასამართლომ საგარანტიო თანხის დაბრუნებაზე უარი სამუშაოების ხელშეკრულებით ვადაში შეუსრულებლობას დაუკავშირა, თუმცა აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვადის დარღვევა არ ყოფილა გამოწვეული შემსრულებლის ბრალით. კერძოდ, აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შესასრულებელი სამუშაოების წარმოებისთვის შემსრულებელს მასალას აწვდიდა დამკვეთი, შესაბამისად სამუშაოების შესრულების დრო დამოკიდებული ხდებოდა მასალის მიწოდებაზე. ამასთან შემსრულებელს უწევდა გარკვეული სამუშაოების განმეორებით შესრულება, რაც არ იყო გამოწვეული მისი ბრალით.
3.1.2. აპელანტი პრეტენზიას აცხადებს ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფარგლებში მისთვის შ-- ,,ა------------ს’’ სასარგებლოდ 7379.9 ლარის დაკისრებაზე. აპელანტის აზრით თუ მითითებული ღირებულების სამუშაოები ნაკლის შემცველი იყო, დამკვეთს ხელშეკრულების შესაბამისად შეეძლო ნაკლის გამოსწორება მოეთხოვა, რაც მას არ გაუკეთებია. აპელანტის აზრით გაურკვეველია რა ზიანი მიადგა შ-- ,,ა------------ს’’, ან როგორ არის შესრულებული სამუშაოები ნაკლი მქონე, მაშინ როდესაც საცხოვრებელ კორპუსში ყველა ბინა გაყიდულია, ამასთან, არც ერთ მესაკუთრეს არ გამოუთქვამს პრეტენზია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა შ-- ,,ა------------ს’’ მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.2.1. აპელანტი არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1 ნაწილში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე რომ შ-- ა------------ს გააჩნდა ფულადი დავალიანება შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ მიმართ 91049.35 ლარის ოდენობით.
აპელანტის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადგინა 26.03.2015 წლის შედარების აქტის საფუძველზე, მისი მითითებით იმ შემთხვევაში თუკი მოხდებოდა აღნიშნული შედარების აქტის სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შესწავლა, შედეგად დადგინდებოდა სრულიად სხვაგვარი ფაქტობრივი მოცემულობა. კერძოდ დადგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე რომ მხარეებს შორის 15.05.2014 წელს გაფორმებული #A------------ ხელშეკრულებიდან და 6.11.2013 წელს გაფორმებული #A------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ-- ,,ა------------ს’’ არ გააჩნდა არავითარი ფულადი დავალიანება შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ მიმართ. ასეთი დასკვნის საფუძველს კი იძლეოდა ორი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ:
1) პირველი, შ-- "ჯ---- ბ--–------ს" მიერ შესრულებული სამუშაო იყო ნაკლის მქონე, რომლის გამოსასწორებლად საჭირო დანახარჯების ოდენობა შეადგენდა 274157 ლარს, და (ბ) მეორე ის, რომ შ-- "ჯ---- ბ--–-----ს" როგორც მენარდეს გააჩნია შემკვეთის ანუ შ-- ა------------ს მიმართ დასაბრუნებელი მასალების ნაშთი 94648,90 ლარის ოდენობით.
3.2.2. აპელანტი ასევე არ იზიარებს გადაწყვეტილების 3.2.3 ნაწილში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის მიხედვითაც სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა შ-- ჯ---- ბ--–------ს მიერ ისეთი სამუშაოების შესრულებას რაც არ იყო შესული მხარეთა შორის 2015 წლის 26 მარტს გაფორმებულ შედარების აქტში და რომ ასეთი სამუშაოებისათვის შ-- ჯ---- ბ--–------სათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა ჯამში 32674,82 ლარს.
აპელანტის აზრით სასამართლოს ეს დასკვნა არ ეფუძნება საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორ ანალიზს, კერძოდ:
1) აპელანტის განმარტებით ის ორი აქტი, რომელიც სასამართლოს მოშველიებული აქვს ამ ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებულად ადგენს სრულიად სხვაგვარ ფაქტობრივ ვითარებას, კერძოდ ამ ორივე აქტში სრულიად ნათლად და კონკრეტულად აღნიშნულია, რომ აქტები ასახავენ 2015 წლის თებერვალში შესრულებულ სამუშაოებს, შესაბამისად ამ პერიოდის გავრცობა სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით არის მიუღებელი, რამეთუ ჯერ ერთი ეწინააღმდეგება მხარეთა შეთანხმებას და ამავე დროს არის სრულიად შეუსაბამო ამ კონკრეტული მტკიცებულების შინაარსთან.
2) სასამართლოს მიერ ეს აქტები დათარიღებულია არასწორად და ალბათ აქედანაც გამომდინარეობს კიდეც ეს მცდარი დასკვნა. კერძოდ, სასამართლოს მითითებით რადგან ეს აქტები ხელმოწერილია 2015 წლის 18 მარტს და 26 მარტს, ამის გამო ამ აქტებში მოყვანილი მონაცემები ვერ იქნებოდა გათვალისწინებული 2015 წლის 26 მარტს მხარეთა შორის ხელმოწერილ შედარების აქტში.
2.1.) აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გაემოებაზე, რომ ორივე აქტი ხელმოწერია 2015 წლის 18 მარტს და დამტკიცებულია 26 მარტს, ხოლო შედარების აქტი შედგენილია 2015 წლის 26 მარტს. გამომდინარე აქედან შედარების აქტის შედგენის დროს ეს აქტები ცნობილი იყო შ-- ა------------ს ბუღალტერიისათვის რამეთუ არ ყოფილა შედგენილი 2015 წლის 26 მარტის შემდეგ.
2.2.) ასევე მსგავსი ლოგიკა წინააღმდეგობაში მოდის იმ დადგენილ წესთან, რომელიც არსებობდა მხარეებს შორის ურთიერთობაში და რაც მარტივად დასტურდება საქმეში არსებული სხვა მსგავსი ყოველთვიური აქტების გაცნობის შედეგად. კერძოდ, დადასტურებულია რომ კონკრეტული საანგარიშო თვის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს დამტკიცება მხარეთა მიერ ხდებოდა ამ კონკრეტული საანგარიშო თვის გასვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასე მაგალითად 2014 წლის დეკემბრის თვის სამუშაოს შესრულების აქტი დამტკიცებულია 2015 წლის 31 იანვარს, 2014 წლის ოქტომბრის თვის სამუშაოს შესრულების აქტი დამტკიცებულია 2014 წლის 8 დეკემბერს და ასე ამგვარად ყველა თვე.
აქედან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა რომ 2015 წლის 18 მარტს ხელმოწერილი აქტი 2015 წლის თებერვლის სამუშოთა შესრულების თაობაზე ვერ იქნებოდა შესული მხარეთა შორის 2015 წლის 26 მარტს გაფორმებულ შედარების აქტში, არის მცდარი და არ შესაბამება საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურ ანალიზს.
3) და ბოლოს მოცემული მსჯელობა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სარჩელთანაც. კერძოდ სარჩელის მიხედვით მეორე სასარჩელო მოთხოვნა 33 464 ლარის ოდენობით შ-- ჯ---- ბ--–-----ს დაფუძნებული ჰქონდა 13.03.2015 წლის აქტზე, რომელიც მან გაუგზავნა შ-- ა------------ს 16.03.2015 წლის წერილით და არა იმ მტკიცებულებებზე რომელიც მოიშველია სასამართლომ. ფაქტია და დასტურდება რომ აღნიშნული აქტი არ იქნა ხელმოწერილი და დამტკიცებული შ-- ა------------ს დირექტორის მიერ. ამასთან ეს აქტი იყო შედგენილი ცალმხრივად შ-- ჯ---- ბ--–------ს მიერ და ბოლოს არა იმ ფორმით როგორც დგებოდა ხოლმე ყოველთვიური აქტები მხარეთა შორის არსებულ საქმიან ურთიერთობაში. აღნიშნული აქტით, რომელზე დაყრდნობითაც შ-- ჯ---- ბ--–------ ითხოვდა 33 464 ლარის დაკისრებას შ-- ა------------ზე, არსად არ არის მითითებული თანხის ოდენობა, ამასთან წერილში რომელსაც ჰქონდა დართული ეს აქტი აღნიშნული იყო რომ შ-- ჯ---- ბ--–-----მა მოახდინა მასალების ჩამოწერა 17ა კორპუსში (თავად ეს ფაქტიც კი მეტყველებს იმ გარემობაზე რომ ჯ---- ბ--–-----ს ჰქონდა მასალების ნაშთი, აღიარებდა მას და ცდილობდა როგორმე მოეძებნა გამოსავალი ამ ნაშთსაგან გასათავისუფლებად).
3.2.3. აპელანტის აზრით საქმის განმხილველმა სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.6 ნაწილში არასწორად დაადგინა ორი ფაქტობრივი გარემოება.
პირველი უსწორობა გამოიხატება იმაში, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილით არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე რომ ზიანის ოდენობა სამუშაოს უხარისოდ შესრულებით მიყენებული ზიანის ნაწილში განისაზღვრა 7379.9 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე უსწორობა გამოიხატა მასში რომ გადაწყვეტილების ამ ნაწილში საერთოდ არ დადგინდა მიწოდებული მასალების ნაშთის არსებობა.
აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს ზემოთ აღნიშნული ორივე დასკვნა ასევე არ შეესაბამება საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
მხარეებს შორის არსებობდა ნარდობის ურთიერთობა, რაც დადასტურებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი ორი ხელშეკრულებით (სამშენებლო ნარდობის ხელშეკრულება A------------, 15.05.2014 წელი და სამშენებლო ნარდობის ხელშეკრულება A------------, 06.11.2013 წელი). ასევე დადგენილია და დავას არ იწვევს ის ფაქტი რომ ორივე ხელშეკრულებით შ-- ჯ---- ბ--–-----მა იკისრა შეკვეთის ხარისხიანად შესრულების ვალდებულება (იხ. ორივე ხელშეკრულების მუხლები: 4.1.1., 4.1.2.).
შ-- ა------------მ, რომელიც იყო სამუშაოების დამკვეთი, მოახდინა რა შეკვეთილი სამუშაოების მონიტორინგი დააფიქსირა უამრავი ნაკლი, რაზეც მხარეთა შორის ხელი მოეწერა არა ერთ დეფექტურ აქტს. აღმოჩენილი დეფექტური სამუშაოების მოცულობა იყო იმდენად დიდი, რომ სამუშაოების მასალების დანაკლისის პარალელურად იკვეთებოდა სრული საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამუშაოების დიდი ნაწილის უხარისხოდ შესრულების საფუძვლით სერიოზული ზიანის მიყენებას ა------------სათვის. რაც დადასტურდა კიდეც ჩატარებული საექსპერტო და აუდიტორული დასკვნის შედეგების მიხედვით. ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხადყო რომ სამუშაოების ნაწილი შესრულებული იყო უხარისხოდ და დეფექტების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხის ოდენობა შეადგენდა 27 4157 ლარს.
დასკვნაში რომელშიც სპეციალისტების მიერ შედგენილი იყო კონკრეტული ბინების მიხედვით დეტალურად იყო გაანალიზებული თუ რა სახის დარღვევები იქნა დაშვებული შ-- "ჯ---- ბ--–------ს" მიერ სამუშაოს შესრულებისას, ამასთან ყველა დარღვევა იყო ილუსტრირებული შესაბამისი ფოტოებით, რის შემდეგად სპეციალისტების მიერ გამოტანილი იყო დასკვნა, იმის თაობაზე, რომ:
1. განსაკუთრებით უხარისხოდ იყო შესრულებული სამღებრო სამუშაოები კორპუსში #1--.
2. ასევე მოჭიმული იატაკის ზედაპირი იყო არათანაბარი.
3. დასარეგულირებელი უყი ზოგიერთი ბინის კარები.
4. დასამაგრებელია ან გამოსაცვლელი იყო პლინტუსები.
5. და იყო სხვა წვრილმანი დეფექტებიც.
ამის მიუხედავად "ჯ---- ბ--–------ს" მიერ არ ყოფილა გაქარწყლებული შ-- ა------------ს ინიციატივით ჩატარებული სპეციალისტების დასკვნაში მოყვანილი არც ერთი დარღვევა, რომელიც როგორც ზემოთ მოგახსენეთ წარმოდგენილი იყო საკმაოდ დეტალურად, ცხრილის სახით და სისტემატიზირებული კონკრეტული კორპუსების და ბინების მიხედვით.
აპელანტის მითითებით შ-- "ჯ---- ბ--–------ს" მიერ არ ყოფილა გაქარწყლებული არათუ შ-- ი--------------ის სპეციალისტების მიერ დაფიქსირებული კონკრეტული სამშენებლო დარღვევები, არამედ არ ყოფილა გაქარწყლებული ის სამშენებლო მოცულობები, რაც იყო მითითებული როგორც უხარისხოდ შესრულებული, ასევე არ ყოფილა სადავოდ გამხდარი აღნიშულ დასკვნაში მოყვანილი საკომპენსაციო დანახარჯებიც, რომლის ტარიფებიც აღებულ იყო სწორედ იმ სახელშეკრულებო ფასებიდან რაც არსებობდა შ-- ა------------სთან გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებებით.
აპელანტის აზრით ანალოგიურად დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე რომ მასალების ნაშთის ოდენობა შეადგენდა 359,61 ლარს და ის იქნა გამოქვითული მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტით, მაშინ როდესაც საქმეში წარდგენილი იყო მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა ფაქტი იმის თაობაზე რომ შ-- "ჯ---- ბ--–-----ს", როგორც მენარდეს გააჩნია შემკვეთის ანუ შ-- ა------------ს მიმართ დასაბრუნებელი მასალების ნაშთი 94648,90 ლარის ოდენობით.
დასკვნა დაფუძნებული იყო კონკრეტულ მტკიცებულებებზე, კერძოდ:
უდავოდ დასტურდებოდა რომ მოსარჩელე შეკვეთილ სამუშაოებს ასრულებდა მოპასუხის მიერ მიწოდებული მასალების გამოყენებით და მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა მოპასუხის მიერ მიწოდებული მასალების სწორად ხარჯვაზე (იხ. ხელშეკრულების მუხლები: 1.4., 4.1.12.). სწორედ ამ მიზნით ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ კონკრეტული მტკიცებულებები, კერძოდ:
(ა) შ-- ა------------ს 21.08.2014 წლის #5---- წერილი,(ბ) შ-- ა------------ს 12.09.2014 წლის #5---- წერილი.
(გ) შ-- ა------------ს 10.12.2014 წლის #5---- წერილი. (იხ. ა------------ს შესაგებლის დანართი #1, - შესაგებლის გვ. 13-18).
(დ) საექსპერტო აუდიტორული დასკვნა გაცემული შ-- ი--------------ის მიერ 2016 წლის 18 იანვარს #1---------- (იხ. ა------------ს შესაგებლის დანართი #2, - შესაგებლის გვ. 19-25).
(ე) მასალების შიდა გადაადგილების ზედნადებები (იხ. ა------------ს შესაგებლის დანართი #3, - შესაგებლის გვ. 26-295).
(ვ) შესრულებული სამუშაოს აქტები ე.წ. "ფორმა 2"–ები (იხ. ა------------ს შესაგებლის დანართი #4, - შესაგებლის გვ. 296-389).
ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არც ერთ ნაწილში არ იქნა გაქარწყლებული შ-- "ჯ---- ბ--–------ს" მიერ უტყუარდ მტკიცდებოდა, რომ:
(ა) შ-- ა------------მ არაერთხელ აცნობა პირადად ჯ---- ბ--–-----ს რომ მათ გააჩნდათ დასაბრუნებელი მასალების ნაშთი.
(ბ) შ-- „ა------------მ“ შ-- „ჯ---- ბ--–-----ს" ჯამურად მიაწოდა 1097924.46 (ერთი მილიონ ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაასოცდაოთხი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის მასალები, რომლიდანაც შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ მიერ სამშენებლო სამუშოების შესრულებისას დახარჯული მასალების ჯამური ოდენობა (დასაშვები ზედნადები ხარჯის გათვალისწინებით) შეადგენს 855532.23 (რვაას ორმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოცდათორმეტი ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარს, ხოლო საწყობში დაბრუნებული მასალების ჯამური ღირებულება შეადგენს 147743.33 (ასორმოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცდასამი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარს.
(გ) შესაბამისად შ-- „ჯ---- ბ--–------ს“ დარჩენილი მასალების ნაშთი ანუ ის მასალები რაც არ იქნა დაბრუნებული ა------------ს საწყობში და არც გახარჯული, განისაზღვრებოდა 94 648.90 (ოცხმოცდათოთხმეტი ათას ექვსას ორმოცდარვა ლარი და ოთცხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.
აპელანტის მითითებით მის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მათ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენიათ მსჯელობა ან რაიმე სახის მტკიცებულება, რომლიც გააქარწყლებდა ა------------ს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც აპელანტის მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.7 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეიცვალოს და უნდა დადგინდეს რომ (ა) შ-- "ჯ---- ბ--–------ს" მიერ შესრულებული სამუშაო არის ნაკლის მქონე, რომლის გამოსასწორებლად საჭირო დანახარჯების ოდენობა შეადგენს 274157 ლარს, და (ბ) შ-- "ჯ---- ბ--–-----ს" როგორც მენარდეს გააჩნია შემკვეთის ანუ შ-- ა------------ს მიმართ დასაბრუნებელი მასალების ნაშთი 94648,90 ლარის ოდენობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ ხდება, რომ:
- 2013 წლის 06 ნოემბერს ერთი მხრივ შ-- ,,ა------------ს’’ და მეორე მხრივ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ შორის სამშენებლო კონტრაქტის შესახებ ხელშეკრულება №A------------ გაფორმდა, აღნიშნული ხელშეკრულების საგანს დამკვეთის შ-- „ა------------ს“ კუთვნილ #1---- საცხოვრებელ ბლოკში, მდებარე: თ---–---------------–ის რაიონში ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მ-----------------ს შორის, მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ ხელშეკრულების დანართი №1-ით განისაზღვრა.
აღნიშნული ხელშეკრულების და მისი დანართი №1-ის მიხედვით კონტრაქტორს - შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არაუგვიანეს 2014 წლის 15 თებერვლისა უნდა შეესრულებინა.
ხელშეკრულების მე-2 პუნქტით მხარეები სამუშაოთა ღირებულებაზე და მისი გაანგარიშების წესზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით სამუშაოების ფაქტიური ღირებულება გამოანგარიშებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობის საფუძველზე, ხელშეკრულების №1 დანართში აღნიშნული სატარიფო განაკვეთების შესაბამისად. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით დამკვეთის ვალდებულებად განისაზღვრა ფორმა #2-ით განსაზღვრული სამუშაობისთვის კონტრაქტორისთვის ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოსთვის თანხის გადახდა.
- 2014 წლის 15 მაისს ერთი მხრივ შ-- ,,ა------------ს’’ და მეორე მხრივ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ შორის სამშენებლო იჯარის ხელშერულება №A------------ გაფორმდა, ხელშეკრულების საგანს დამკვეთის შ-- „ა------------ს“ კუთვნილ #1-- საცხოვრებელ ბლოკში, მდებარე: თ---–---------------–ის რაიონში ქ----–-------–----–---–ის ქუჩასა და მ------------------ს შორის, მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება წარმოადგენდა, რაც მხარეებს შორის მანამდე გაფორმებული №A------------ გარიგების მსგავსად ხელშეკრულების დანართი №1-ით იყო განსაზღვრული.
ხელშეკრულების მე-2 პუნქტით მხარეები მის ღირებულებასა და ანგარიშსწორების წესზე შეთანხმდენენ. კერძოდ, ხელშეკრულების 2.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს ფაქტიური ღირებულება ხელშეკრულების #1 დანართში მითითებული სატარიფო განაკვეთების საფუძველზე გამოანგარიშებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოს ფაქტიური მოცულობის საფუძველზე. ხელშეკრულების 2.2. პუქნტის თანახმად, მხარეებს შორის ანგრიშსწორება მოხდებოდა ყოველთვიურად მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღეში. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის მიხედვით დამკვეთის ვალდებულებად განისაზღვრა ფორმა #2-ით განსაზღვრული სამუშაობისთვის კონტრაქტორისთვის ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოსთვის თანხის გადახდა.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის და დანართი №1-ის მიხედვით, დამკვეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არაუგვიანეს 2014 წლის 15 აგვისტოსი უნდა ჩაბარებოდა.
2013 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულების 2.3.-2.4. პუნქტების და 2014 წლის 15 მაისის ხელშეკრულების 2.4.-2.5. პუნქტების შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიური ანაზღაურებიდან დამკვეთის მიერ დაკავებული იქნებოდა თანხა 5%-ის ოდენობით, როგორც გარანტია სამუშაოების უხარისხოდ შესრულების ან #1 დანართში აღნიშნული ვადების დარღვევისთვის. აღნიშნული თანხის შემსრულებლისთვის დაბრუნება გათვალისწინებული იქნა ბლოკში სამუშაოების დასრულების და მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
4.1.2. 2015 წლის 26 მარტს ერთი მხრივ შ-- ,,ა------------ს და მეორე მხრივ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ შორის გაფორმებული შედარების აქტით დგინდება, რომ საბოლოო ანგარიშსწორების ფარგლებში შ-- ,,ა------------ს’’ მიერ შ-- ,,ჯ---- ბ--–------სთვის’’ საგარანტიო თანხის სახით დაკავებული იქნა 43 789.91 ლარი.
4.1.3. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–------’’ შ-- ,,ა------------სთვის’’ ამ უკანასკნელის მიერ საგარანტიო თანხის სახით დაკავებული 43 789.91 ლარის დაკისრებას იმაზე მითითებით მოითხოვს, რომ არ არსებობდა გარანტიის სახით გადახდილი თანხის დაკავებისთვის გარიგებით გათვალისწინებული საფუძველი. კერძოდ, შემსრულებლის მხრიდან დარღვეული არ ყოფილა არც გარიგებით გათვალისწინებული შესრულების ვადები და არც სამუშაოები შესრულებულა უხარისხოდ.
4.1.4. საკითხის სწორი შეფასებისათვის სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას შეაჩერებს სადავო გარიგებების ფარგლებში მხარეთა შეთანხმებულ არსებით პირობებზე მასზედ, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ 06.11.2013წ. და 15.05.2014წ. გარიგებებით ნაკისრი ვალდებულება პირველ შემთხვევაში 14.02.2014 წელს, ხოლო მეორე შემთხვევაში 15.08.2014 წლისთვის უნდა შეესრულებინა. უდავოა, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ მიერ გარიგებებით ნაკისრი ვალდებულება გარიგებით გათვალისწინებული სამუშაოების დანართი #1-ით განსაზღვრულ ვადებში 06.11.2013წ. გარიგების შემთხვევაში - 14.02.2014 წელს და 15.05.2014წ. გარიგების შემთხვევაში - 15.08.2014 წელს შესრულებული არ ყოფილა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე/აპელანტი სადავოდ არ ხდის ვადის დარღვევის შემთხვევაში საგარანტიო თანხის დაკავებასთან მიმართებით დამკვეთის უფლებას, თუმცა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მხრიდან სადავო გარიგებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა დარღვეული არ ყოფილა. კერძოდ, მოსარჩელე/აპელანტის მოსაზრებით მიუხედავად მისი მხრიდან სადავო გარიგებების დანართი #1-ით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების შეუსრულებლობისა, იმ პირობებში, როდესაც დამკვეთის მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე მას ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გარიგებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების/გაგრძელების უფლება ჰქონდა, აღნიშნული თავისი შინაარსით შესრულების ვადის გაგრძელებაზე თანხმობას წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ საფუძველს აცლის ვადის დარღვევის საფუძვლით გარანტიის დაკავების მართლზომიერად მიჩნევას.
აპელანტის აღნიშნულ მსჯელობასთან მიმართებით სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის 06.11.2013 წელს და 15.05.2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ არსებით პირობაზე, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა 06.11.2013წ. ხელშეკრულების შემთხვევაში - 14.02.2014 წლამდე ვადით, ხოლო 15.05.2014წ. ხელშეკრულების შემთხვევაში 15.08.2014 წლამდე პერიოდით განისაზღვრა. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ სადავო გარიგებების 11.2 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისთვის მხარეები ცვლილების წერილობითი ფორმით გაფორმებაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.
გარიგების ფორმა, რომელსაც ნამდვილობის ფუნქცია აკისრია, შეიძლება განისაზღვროს როგორც კანონით, ისე მხარეთა შეთანხმებით. კანონით დადგენილი ფორმის შემთხვევები ამომწურავადაა რეგლამენტირებული, ხოლო გარიგების სხვა ფორმის მიმართ გამოიყენება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გარიგების ფორმასთან მიმართებაში ფორმის არჩევის თავისუფლების პრინციპად იწოდება. (იხ. სამოქალაქოკოდექსისკომენტარიhttp://www.gccc.ge/წიგნიპირველი/კარიმეორე/თავიპირველი/მუხლი-59/)
გარიგების მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრული გარიგების ფორმის დარღვევამ შეიძლება ყოველთვის არ გამოიწვიოს გარიგების ბათილობა. ეს დამოკიდებულია გარიგების შეთანხმებული ფორმის მიზანზე. (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი http://www.gccc.ge/წიგნი-პირველი/კარი-მეორე/თავი-პირველი/მუხლი-59/)
მხარეები უფლებამოსილნი არიან გარიგების ნამდვილობისათვის სპეციალური ფორმა გაითვალისწინონ. ამ შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ ასევე კანონით გაუთვალისწინებელი ნებისმიერი ფორმა დააწესონ გარიგების ნამდვილობის პირობად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო ფორმის არსებობის შემთხევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმებით გარიგება აღნიშნული ფორმის დაუცველად დადონ. ასეთ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მხარეები კონკლუდენტური მოქმედებით გარიგების ნამდვილობის სხვა ფორმაზე შეთანხმდნენ და აღნიშნული შეთანხმებით უკვე არსებული გარიგების კონკრეტულ ფორმასთან დაკავშირებული პირობა შეცვალეს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა გარანტიის სახით გადახდილი თანხის დაკავების არამართლზომიერად მიჩნევასთან მიმართებით მოსარჩელე იმ გარემოებაზე უთითებს, რომ მან დამკვეთთან მიღწეული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე სამუშაოების გარიგებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოების უფლება მიიღო, ანუ, მხარეთა შორის მიღწეული დამატებითი შეთანხმების საფუძველზე დამკვეთმა გამოხატა ხელშეკრულების საგნის გარიგებით მანამდე გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ მიღების ნება. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელე/აპელანტის აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ გარიგებით გათვალისწინებული სამუშაოების გარიგებით შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებლობის პირობებში დამკვეთი შემსრულებლის მიერ სამუშაოების გაგრძელებას/დასრულებას დაეთანხმა, თავისთავად მიჩნეული ვერ იქნება ხელშეკრულების დანართი #1-ით განსაზღვრულ ვადებში სამუშაოების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული სანქციის ამოქმედებაზე უარის თქმად. ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები, რომ მართალია, გარიგებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობის პირობებში დამკვეთი სამუშაოების გაგრძელებას დათანხმდა, თუმცა გარდა იმისა, რომ არ დასტურდება ხელშეკრულების დანართი #1-ით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაწესებული სანქციის ამოქმედებაზე უარის თქმა, ასევე არ დგინდება კონკრეტული პერიოდი/ვადა, რომელიც შემსრულებელს სამუშაოების დასრულებისთვის მიეცა და რომლის ფარგლებშიც მას სანქციის ამოქმედების გარეშე სამუშაოების დასრულება შეეძლო. საბოლოოდ, სადავო გარიგებების 2.3-2.4. და 2.4-2.5 პუნქტების, ასევე ამ გარიგებების დანართი #1-ის შინაარსის და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დამკვეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ მხოლოდ შემსრულებლის მიერ დაწყებული სამუშაოების დასრულებას დაეთანხმა, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გარიგებებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების დაუსრულებლობის პირობებში, შესრულების დაგვიანებით მიღებაზე ნების გამოვლენით დამკვეთს გარიგების დანართი #1-ით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებაზე უარი არ უთქვამს.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საგარანტიო თანხის მოთხოვნასთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შემსრულებლის მიერ დარღვეული იქნა სამუშაოების დასრულების ვადები, რაც თავის მხრივ 06.11.2013წ. ხელშეკრულების 2.3-2.4 და 15.05.2014წ. ხელშეკრულების 2.4.-2.5. პუნქტების შესაბამისად დამკვეთს საგარანტიო თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის უფლებამოსილებას ანიჭებდა.
4.1.5. რაც შეეხება, მოსარჩელე აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილ მეორე პრეტენზიას, შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფარგლებში მისთვის ზიანის სახით 7379.9 ლარის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი არ შეიცავს საკმარის არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების საწინააღმდეგოდ.
სადავო გარიგებების 5.4.2. პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, შემსრულებლის მიერ სამუშაოების შესრულებისას იმ მოთხოვნებისგან გადახვევა, რომლებიც გათვალისწინებული იყო ტექნიკური დოკუმენტაციით და აუცილებელი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრთვე მათი მიუღწევლობა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და ხელშეკრულების მაჩვენებელთან, ასევე სამუშაო ობიექტზე სხვა ნაკლის არსებობა, რომელთა არსებობა დააბრკოლებდა სამუშაოთა დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობას, დამკვეთს ანიჭებდა შემსრულებლისგან გონივრულ ვადაში ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლებას. გარიგების 5.4.3. პუნქტის მიხედვით თუ ხელშეკრულების პირობებიდან სამუშაოთა გადახრა ან სხვა სამუშაოთა ნაკლოვანი შედეგები არ აღმოფხვრებოდა შემსრულებლის მიერ დამკვეთის მიერ მიცემულ გონივრულ ვადაში, ან იქნებოდა არსებითი და აღმოუფხვრელი, აღნიშნული დამკვეთს ანიჭებდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სადავო გარიგებები დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი 26.03.2015წ. შედარების აქტით, რომელიც 28.02.2015 წლის მდგომარეობას ასახავს, ირკვევა, რომ მხარეთა შორის ურთიერთშედარება 26.03.2015 წელს განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე/აპელანტს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იმ დეფექტური აქტების საფუძველზე დაეკისრა, რომელიც მხარეებს შორის 26.03.2015 წლის შედარების აქტის შედგენის შემდეგ 16.07.2015წელს და 18.07.2015 წელს შედგა. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ აქტებით გამოვლენილი დეფეტების შემსრულებლის მიერ გამოსწორობის ფაქტი, (მაშინ როდესაც დეფექტური აქტები შედგენილია როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის წარმომადგენლების მიერ და აღნიშნულის გათვალისწინებით იქმნება პრეზუმფცია, რომ დეფექტების თაობაზე ცნობილი იყო გარიგების ორივე მონაწილისთვის) ამ უკანასკნელის მიერ სამართლებრივად ვარგის მტკიცებლებებზე მითითებით დადასტურებული ვერ იქნა. ამდენად, გათვალისწინებით იმისა, რომ სადავო გარიგება დამკვეთის ნების გამოვლენის საფუძველზე შეწყდა, ამასთან, უდავოა, რომ დეფექტები, რომლის საფუძველზეც შემსრულებელს დამკვეთის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა მხარეებს შორის გარიგების შეწყვეტის შემდეგ გამოვლინდა, (16.07.2015წ და 18.07.2015წ.) ამასთან, მოსარჩელე/აპელანტის მხრიდან მითითებული არ ყოფილა სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებაზე, რაც მისი მხრიდან დეფეტურ აქტებში მითითებული ნაკლიანი შესრულების გამოსწორების ფაქტს დაადასტურებდა, ხელშეკრულებაში დამკვეთის უფლებად გათვალისწინებული გარიგების შეწყვეტის და გამოვლენილი ნაკლის შესახებ შემსრულებლისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წაყენების უფლების გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებით მიყენებულ ზიანის თაობაზე მართებულად დააკმაყოფილა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეგებებული სარჩელის ფარგლებში ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც. ამ მიმართებით ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე/აპელანტის მხრიდან თავად ზიანის ოდენობა სადავოდ არ გამხდარა, თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველად ეს უკანასკნელი ზიანის დაკისრების საფუძვლის არ არსებობაზე უთითებდა, რაც წინამდებარე გადაწყვეტილებით პალატის მიერ გაზიარებული არ იქნა.
4.1.6. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის ავტორის შ-- ,,ა------------ს’’ სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილ პრეტენზიებს, რომლითაც ეს უკანასკნელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას 1. სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოითხოვს, პალატის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების საწინააღმდეგოდ საკმარის არგუმენტაციას მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ, შესრულებული სამუშაოთა ღირებულების სახით (რაც არ არის შესული შედარების აქტში) მოსარჩელის სასარგებლოდ მისთვის 32 674,82 ლარის დაკისრების ნაწილში შეიცავს.
4.1.6.1. საქმის მასალებით არ დასტურდება შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ მიერ შ-- ,,ა------------ს’’ სასარგებლოდ 32 674,82 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი, რომელიც შესული არ ყოფილა 26.03.2015 წლის შედარების აქტში.
სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი თავად მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს.
განსახილველ შემთხვევაში, სწორედ აპელანტის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვეთის სასარგებლოდ 32 674,82 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულებას, რაც 26.03.2015წ. შედარების აქტში ასახული არ ყოფილა და შესაბამისად, დამკვეთს შემსრულებლის სასარგებლოდ სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობდა.
მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სამტკიცებლად მის მიერ 13.03.2015 წელს შედგენილ შესრულებული სამუშაოების აქტზე და დეფექტურ აქტებზე მიუთითა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----მა’’ შესრულებული სამუშაოს აქტი’’ დამკვეთს 16.03.2015წ. წერილით გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ 13.03.2015წ. აქტი, რომელიც შემსრულებელმა შ-- ,,ა------------ს’’ სამუშაოების შესრულების დასტურად გაუგზავნა ამ უკანასკნელის მხრიდან შესაბამისი ხელმოწერით დადასტურებული არ ყოფილა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასახელებული აქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით (რომელიც მისი მითითებით 26.03.2015წ. შედარების აქტში გათვალისწინებული არ ყოფილა) მოპასუხისთვის 33 464 ლარის დაკისრებას მოითხოვდა, დამკვეთის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობის შესახებ მონაცემებს არ შეიცავს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დეფექტურ აქტებს, აღნიშნული დოკუმენტები დათარიღებული არ არის და შესაბამისად, ისინი ვერ აქარწყლებს საქმის მასალებში არსებულ მხარეებს შორის 26.03.2015 წელს გაფორმებულ შედარების აქტს, სადაც შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით 33 464 ლარის დავალიანებაზე მითითებული არ არის. გარდა ამისა, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სადავო გარიგებების მიხედვით (5.4.2. პუნქტი) ნაკლიანი შესრულების გამოვლენის შემთხვევაში დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე შემსრულებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ნაკლოვანებების უსასყიდლოდ აღმოფხვრა, ამდენად, 26.03.2015წ. შედარების ატის შედგენის შემდეგ დეფექტური აქტების შედგენის შესახებ მოსარჩელის მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც კი არ არსებობს მოთხოვნის საფუძველი, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, შემსრულებელს დეფექტური სამუშაოების უსასყიდლო გამოსწორების ვალდებულება ჰქონდა.
აღნიშნულთან მიმართებით, ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ 26.03.2015წ. შედარების აქტით გაუთვალისწინებელი 32 674,82 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება დადასტურებულად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის თებერვლის თვეში შესრულებული სამუშაოების აქტების, რომელიც მხარეების მიერ ხელმოწერილია 18.03.2015წელს, ხოლო დამკვეთის აღმასრულებელი დირექტორის მიერ დადასტურებულია 26.03.2015წ. ხელმოწერის საფუძველზე. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ 26.03.2015წ. აქტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების ფაქტი არც ზემოაღნიშნული აქტებით არ დასტურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დასახელებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დოკუმენტებში ასახულია 2015 წლის თებერვლის თვეში შესრულებული სამუშაოების შესახებ მონაცემები, დოკუმენტი შემსრულებლის და საწარმოო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ ხელმოწერილია 18.03.2015 წელს, ხოლო შ-- ,,ა------------ს’’ აღმასრულებელი დირექტორის მიერ დადასტურებულია 26.03.2015 წელს. საგულისხმოა, რომ ურთიერთანგარიშსწორების შესახებ შედარების აქტი მხარეებს შორის ასევე 26.03.2015 წელსაა შედგენილი და 28.02.2015წლის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს მოიცავს. ზემოაღნიშნული აქტების ერთობლივი, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ურთიერთანგარიშსწორების შესახებ 26.03.2015წ. შედარების აქტი თებერვლის თვეში შესრულებული სამუშაოების შესახებ 18.03.2015წ. ხელმოწერილ და 26.03.2015წელს დადასტურებულ აქტებსაც მოიცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავად შესრულებული სამუშაოების აქტებიდან დგინდება, ამასთან არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ სამუშაოების შესრულების შესახებ აქტებში 2015 წლის თებერვლის თვეში შესრულებული სამუშაოებია ასახულია, თავის მხრივ 26.03.2015წ. შედარების აქტითაც დადასტურებულია, რომ დოკუმენტი შედგენილია 28.02.2015წ. მონაცემებზე დაყრდნობით. ამდენად, გათვალისწინებით იმისა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო შედარების აქტი 2015 წლის თებერვლის თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს მოიცავს, ამასთან უდავოა, რომ 18.03.2018წ ხელმოწერილი და 26.03.2015წ. დადასტურებელი შესრულებული სამუშაოების აქტებშიც 2015 წლის თებერვლის თვის მონაცემებია ასახული, პალატა ასკვნის, რომ უკანასკნელ აქტში, რომლითაც მხარეები ერთმანეთს შედარდნენ შესრულებული სამუშაოების შესახებ 18.03.2015წ. ხელმოწერილი და 26.03.2015წ. დადასტურებული აქტები გათვალისწინებულია. ამ მიმართებით საყურადღებოა ასევე მოსარჩელე აპელანტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მასზედ, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დამკვეთის 02.03.2015წ. წერილის საფუძველზე შეწყდა. (იხ. 26.02.2019წ. სხდომის ოქმი, 12:11:16-12:11:28; 12:11:44-12:11:47; 12:12:38-12:13:18) ამდენად, 26.03.2015წ. მხარეებს შორის შედარების აქტის შედგენა, რომელიც უდავოა, რომ 28.02.2015 წლის მონაცემს ასახავს, ასევე ფაქტი მასზედ, რომ 18.03.2015წ. ხელმოწერილი აქტები, ასევე 2015 წლის თებერვლის თვეში შესრულებული სამუშაოების შესახებ მონაცემებს მოიცავს და ფაქტი მასზედ, რომ 02.03.2015 წლის შემდეგ შემსრულებელს დამკვეთის სასარგებლოდ სამუშაოები აღარ უწარმოებია, პალატის მოსაზრებით საკმარისია დასკვნისთვის მასზედ, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ შ-- ,,ა------------ს’’ სასარგებლოდ 32 674,82 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც 26.03.2015 წლის შედარების აქტში გათვალისწინებული არ ყოფილა, არ უწარმოებია.
4.1.7. შ-- ,,ა------------’’ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მისთვის შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ სასარგებლოდ 91 049.35 ლარის დაკისრებას სადავოდ ხდის ორ არგუმენტზე დაყრდნობით, კერძოდ, 1. შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ მიერ შესრულებული სამუშაოები ნაკლის მქონე აღმოჩნდა და ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო სამუშაოების ღირებულებამ 274 157 ლარი შეადგინა, 2. შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ შ-- ,,ა------------ს’’ მიმართ ერიცხება დასაბრუნებელი მასალის ნაშთი 94 648.90 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული თანხების შ-- ,,ჯ---- ბ--–------სთვის’’ დაკისრებას შ-- ,,ა------------’’ შეგებებული სარჩელითაც მოითხოვდა, თუმცა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ობიექტია გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგეგებული სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმი ნაწილშიც.
განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე გადაწყვეტილებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 06.11.2013წ. და 15.05.2014წ. გარიგებების ფარგლებში შეთანხმებული სამუშაოების წარმოება 28.02.2015 წლამდე გრძელდებოდა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სწორედ აღნიშნულ პერიოდამდე შესრულებულ სამუშაოებზე მითითებით მოითხოვს. სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს 06.11.2013წ. და 15.05.2014წ. გარიგებების იმ არსებით პირობებზე, რომლითაც მხარეები სამუშაოების ჩაბარების წესზე შეთანხმდნენ.
კერძოდ, ხელშეკრულების 6.1. პუნქტების მიხედვით, სამუშაოების მიღება დადასტურებული უნდა ყოფილიყო მხარეთა მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერით, რაც, 6.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით, შემსრულებელს ფორმა №2-ის სახით დამკვეთისათვის სამუშაოების დასრულების შემდეგ ყოველი თვის 5 რიცხვამდე უნდა წარედგინა. ხელშეკრულებების 6.1.2. ქვეპუნქტით დამკვეთის ვალდებულებად განისაზღვრა მიღება-ჩაბარების აქტების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში შემსრულებლის მონაწილეობით შესრულებული სამუშაოს დათვალიერება და შესაბამის აქტზე ხელმოწერით მისი მიღება, ან მიღებაზე დასაბუთებული უარის შემსრულებლისთვის გაგზავნა. ხელშეკრულებების 6.1.3. ქვეპუნქტის მიხედვით, დამკვეთის მიერ სამუშაოების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემსრულებლის მიერ დასაბუთებული უარის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მხარეების ვალდებულებად განისაზღვრა ნაკლიანი სამუშაოების საჭირო გაუმჯობესების ჩამონათვალით და მათი შესრულების ვადებით შესაბამისი აქტის შედგენა. ხელშეკრულებების 6.1.5. ქვეპუნქტების მიხედვით, დამკვეთის მიერ სამუშაოების მიღების შემდეგ მასში ხელშეკრულების პირობებიდან გადაცდომების ან სხვა ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში, რასაც იგი ვერ დაადგენდა ჩვეულებრივი წესით მიღებისას (ფარული ნაკლოვანებები), მათ შორის ისეთს, რომელიც განზრახ იყო დაფარული შემსრულებლის მიერ, დამკვეთის ვალდებულებად განისაზღვრა ნაკლოვანებების აღმოჩენის დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მათი აღმოფხვრის მიზნით ინფორმაციის შემსრულებლისთვის მიწოდება. გარიგებით მხარეებმა ასევე განსაზღვრეს შესრულებული სამუშაოს გარანტიის შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულებების 7.1 პუნქტების მიხედვით, ხარისხის გარანტია ვრცელდებოდა შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით შესრულებულ ყველა სამუშაოზე. ხელშეკრულებების 7.2 პუნქტების მიხედვით, შემსრულებელი საქართველოს სახელმწიფო
სამსახურების მიერ შენობის ექსპლუატაციაში შეყვანის თარიღიდან იძლეოდა ხარისხის სამწლიან გარანტიას ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებულ ყველა სამუშაოზე.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია როგორც მხარეთა მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების შესახებ აქტები, ასევე მათ მიერ დადასტურებული დეფექტური აქტები. (ტ.3.46-164) ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული აქტები მხარეებს შორის მათ შორის საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით 26.03.2015წ. შედარების აქტის შედგენამდეა გაფორმებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ დეფექტური აქტებით გამოვლენილი ნაკლი, რომლის გამოვლენაც როგორც უკვე აღინიშნა ქრონოლოგიურად მხარეებს შორის საბოლოო შედარების აქტის შედგენას წინ უსწრებდა, შემსრულებლის მიერ მხარეებს შორის 26.03.2015წ. შედარების აქტის შედგენამდე იქნა გამოსწორებული, რადგან აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით შედგა, დეფექტური სამუშაოებით დამდგარ ზიანთან დაკავშირებით არანაირ მონაცემებს არ შეიცავს. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ დამკვეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულების დასადასტურებლად 22.01.2016წ. აუდიტორულ დასკვნაზე უთითებს. ხელშეკრულების არსებითი პირობის, რომლის მიხედვითაც დამკვეთის ვალდებულებას ნაკლის აღმოჩენიდან 5 დღის ვადაში შემსრულებლისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა, ასევე საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების შესახებ აქტების, დეფექტური აქტების, რომლებიც როგორც აღინიშნა მხარეებს შორის საბოლოო ურთიერთანგარიშსწორების შესახებ 26.03.2015წ. შედარების აქტის შედგენას წინ უსწრებდა და აღნიშნულ დოკუმენტში მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ შედგენილ აუდიტორულ დასკვნაში მითითებული ზიანის შესახებ მითითებული არ ყოფილა, სააპელაციო პალატა შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილ 22.01.2016წ. აუდიტორულ დასკვნას მასში მითითებული ოდენობით დამკვეთისთვის ზიანის მიყენების დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს. ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ გარდა 26.03.2015 წლის შედარების აქტის შემდეგ შედგენილი დეფექტური აქტებით გამოვლენილი ზიანისა, რომლის გათვალისწინებითაც შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გაზიარებული იქნა ასევე სააპელაციო პალატის მიერ, საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით სამუშაოების უხარისხოდ შესრულებით შეგებებული სარჩელის ავტორი აპელანტისთვის ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებული ვერ იქნა.
4.1.8. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ შ-- ,,ა------------ს მიმართ დასაბრუნებელი მასალის ნაშთის სახით 94 648,90 ლარის ოდენობით დავალიანება გააჩნია.
პალატა ყურადღებას ამახვილებს გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ არსებით პირობებზე მასზედ, რომ 1. სამუშაოების ჩატარების მიზნით შემსრულებლის მხოლოდ საჭირო მასალით უზრუნველყოფა დამკვეთის ვალდებულებას წარმოადგენდა. 2. შემსრულებლისთვის მასალის გადაცემა დადასტურებული უნდა ყოფილიყო მხარეების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერის საფუძველზე. 3. შემსრულებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ასევე დამკვეთისგან მიღებული მასალის რაციონალურად გამოყენება. აღნიშნული მასალების გაფუჭების ან არარაციონალურად გამოყენების შემთხვევაში გათვალისწინებული იყო შემსრულებლის სასარგებლოდ გასაცემი ყოველთვიური გასაცემლებიდან დამკვეთის სასარგებლოდ ზარალის თანხის დაკავების უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორი/აპელანტის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარმოდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ შ-- ,,ა------------ს’’ მიმართ დასაბრუნებელი მასალის ნაშთის სახით 94 648.90 ლარის ოდენობით დავალიანება ერიცხება.
ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების სამტკიცებლად შ-- ,,ი-------------ის’’ 18.01.2016წ. საექსპერტო აუდიტორული დასკვნა წარმოადგინა, სადაც მითითებულია, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ შ-- ,,ა------------ს’’’ მიმართ ერიცხება მასალის ნაშთი 94 648.90 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ აღნიშნული დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ შ-- ,,ა------------ს’’ სასარგებლოდ მასალის ნაშთის სახით ერიცხება დავალიანება 94 648.90 ლარის ოდენობით, შედგენილია მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მხარეთა მბოჭავი სახელშეკრულებო პირობის მიხედვით დამკვეთის ვალდებულებას შემსრულებლის მხოლოდ საჭირო მასალით უზრუნველყოფა წარმოადგენდა, ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით დამკვეთის უფლება იყო მასალის გაფუჭების ან არარაციონალურად ხარჯვის შემთხვევაში ყოველთვიური გასაცემიდან ამით მიყენებული ზარალის ოდენობის თანხის დაკავება. შემსრულებელთან მასალის ნაშთის არსებობის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად, საინტერესოა საქმეში წარმოდგენილი შ-- ,,ა------------ს’’ 02.03.2015 წლის წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელმა შ-- ,,ჯ---- ბ--–------’’ სამუშაო მოედნის დალაგების, მასალების გამოტანის და საწყობში ჩაბარების შესახებ გააფრთხილა, ამავე წერილში კი დამკვეთმა შემსრულებელს მიუთითა, რომ წერილით მოთხოვნილი მოქმედების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათი მხრიდან თებერვლის თვის ფორმა #2 არ ანაზღაურდებოდა. ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 02.03.2015 წელს, ანუ იმ დროს როდესაც დამკვეთმა შემსრულებელს სამუშაო მოედნის დატოვება და მასალების ნაშთის საწყობში ჩაბარება მოსთხოვა დამკვეთისთვის ცნობილი იყო შემსრულებელთან მის მიერ გადაცემული ნაშთის არსებობის შესახებ. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მხარეებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით შედარების აქტი აღნიშნული წერილის შემსრულებლისთვის მიწერიდან სამ კვირაზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ შედგა, შესაბამისად, იმ პირობებში, თუ სამუშაო მასალის ნაშთი, რომლის საწყობში დაბრუნების შესახებაც დამკვეთი შემსრულებელს ჯერ კიდევ შედარების აქტის შედგენამდე სამი კვირით ადრე ატყობინებდა კვლავ შემსრულებელთან იყო, აღნიშნულის თაობაზე მითითებული იქნებოდა მხარეებს შორის 26.03.2015 წელს შედგენილ ანგარიშსწორების შესახებ აქტში. უდავოა, რომ 26.03.2015წ. შედარების აქტში მასალების ნაშთი დაფიქსირდა მხოლოდ 359,61 ლარის ოდენობით, რაც იძლევა დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ შემსრულებლის მიერ დასაბრუნებული მასალების ნაშთის ღირებულება მხარეებმა საბოლოო ანგარიშსწორებისას გაქვითეს. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ სარჩელში მითითებული გარემოების - შემსრულებელთან 94 648.90 ლარის ღირებულების მასალის ნაშთის არსებობის შესახებ დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულება - 18.01.2016წ. აუდიტორული დასკვნა საქმეში არსებულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს ვერ აბათილებს.
4.1.9. შ-- ,,ა------------ს’’ მოთხოვნა შ-- ,,ჯ---- ბ--–------სთვის პირგასამტეხლოს სახით 43 789,91 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შეგებებული სარჩელი ავტორის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე, რომლის ფარგლებშიც შ-- „ა------------ს“ წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას განმარტა, რომ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო მხარეთა შორის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხაა, რასაც დამკვეთი შემსრულებლისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან ხელშეკრულებების 2.4 და 2.3 პუნქტების საფუძველზე იკავებდა; (იხ, 16.02.2018წ. სხდომის ოქმი, 17:11:16; 17:05 – 17:30). აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შ-- ,,ა------------ს’’ მიერ ხელშეკრულების 2.3. და 2.4. პუნქტებით გათვალისწინებული საგანატიო თანხის დაკავება 43 798,91 ლარის ოდენობით მართლზომიერად იქნა მიჩნეული, რაც გაზიარებული იქნა წინამდებარე გადაწყვეტილებითაც, უფრო მეტიც, უდავოა, რომ გარდა ზემოაღნიშნული საგარანტიო თანხისა, ხელშეკრულების პირობების შეუსრლებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სხვა სახის ფინანსური სანქცია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული არ ყოფილა. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში შ-- ,,ა------------ს’’ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი გაზიარების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
4.1.10. რაც შეეხება, შ-- ,,ა------------ს’’ სააპელაციო საჩივარს, რომლითაც იგი მოსარჩელის სასარგებლოდ მიღება-ჩაბარებისა და შედარების აქტებით აღიარებული ვალის 91049,35 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სასარჩელო მოითხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 4.1.6.- 4.1.8. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასკვნები პირდაპირ გამორიცხავს ზემოაღნიშნული მოთხოვნის ნაწილში შ-- ,,ა------------ს’’ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, შესაბამისად, პალატა მასზე ცალკე აღარ იმსჯელებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-- ჯ---- ბ--–------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შ-- ,,ა------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი 33 464,00 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ-- ,,ა------------ს’’ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 7 000 ლარს შეადგენს. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, შ-- ,,ა------------ს’’ სააპელაციო საჩივარი შესრულებული სამუშაოთა ღირებულების სახით (რაც არ არის შესული შედარების აქტში) მისთვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ შ-- ,,ა------------ს’’ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 280 (დაკმაყოფილებული ნაწილი პროპორციულად) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
გათვალისწინებით იმისა, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 1047 ლარის გადახდა გადავადებული ჰქონდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, ამასთან, აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.06.2018 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1047 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შ-- ,,ა------------ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების 32 674,82 ლარის დაკისრების ნაწილში შეცვლით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები) ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შ-- ,,ჯ---- ბ--–------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 33 464 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
6. სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ შ-- ,,ა------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 280 ლარის გადახდა.
7. შ-- ,,ჯ---- ბ--–-----ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2018 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1047 ლარის ოდენობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /