განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
110100117001824816
ინსტანცია
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110100117001824816

№1/ბ-158-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ო------ს ძე ა-–----ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 22 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომ---- 1----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, ჩ---–---ს ქუჩა N----------.

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ა-–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე,118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ასევე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი) და ცემა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის თებერვლიდან, ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–----ესთან. ისინი ერთად ცხოვრობენ ქ.ზესტაფონში, ჩ---–---ს ქუჩა N--ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ და ჰყავთ 2 მცირეწლოვანი შვილი. გ------- ა-–----ე ქ------- დ----ეს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, ოჯახის წევრების (ახლობლების) მისამართით და ამცირებდა მას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, კერძოდ: 2013 წლის 16 თებერვალს, ქ.ზესტაფონში ჩ---–---ს ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–----ემ, ქ------- დ----ე ძალის გამოყენებით შეიყვანა საცხოვრებელი სახლის სააბაზანოში, სადაც ხელები წაუჭირა კისერში და ცდილობდა მის გაგუდვას. ამასთანავე გ. ა-–----ემ, ქ.დ----ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავში და სახეში, შეაგინა დედის მისამართით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. 2014 წლის აპრილში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საღამოს საათებში, ქ.ზესტაფონში, ჩ---–---ს ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–----ემ, წინასწარი შეცნობით 2 თვის ორსულ მეუღლეს - ქ------- დ----ეს, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სახელდობრ შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების მისამართით, რამაც დაზარალებლის ტანჯვა გამოიწვია. 2014 წლის ივნისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დილის საათებში, ქ.ზესტაფონში, ჩ---–---ს ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–----ემ, იმ მოტივით, რომ ქ.დ----ემ არ გადასცა თურქ----- რესპუბლიკიდან მისი დედისგან მიღებული ფულადი გზავნილი, ამისათვის მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ - შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების მისამართით, მუშტები რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ქ.ზესტაფონში, ჩ---–---ს ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–----ემ, წინასწარი შეცნობით 3 თვის ორსულ მეუღლეს ქ------- დ----ეს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების მისამართით, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

2016 წლის ივნისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), შუადღის საათებში, ქ.ზესტაფონში, ჩ---–---ს ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–----ემ, მეუღლეს, ქ------- დ----ეს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების მისამართით, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

2016 წლის დეკემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია) საღამოს საათებში, ქ.ზესტაფონში, ჩ---–---ს ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–----ემ, მეუღლეს, ქ------- დ----ეს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების მისამართით, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

2013 წლიდან, ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–----ესთან. მათ შეეძინათ და ჰყავთ 2 მცირეწლოვანი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში ქ.დ----ის მიმართ განხორციელებული არაერთი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გ------- ა-–----ე 2017 წლის 19 იანვარს ბრალდებულის სახით მიცემული იქნა პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, თუმცა მოგვიანებით პატიმრობა შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. 2017 წლის 4 ოქტომბერს, 6 ოქტომბერს, 7ოქტომბერს, 8 ოქტომბერს და 9 ოქტომბერს, გ------- ა-–----ემ კუთვნილი ტელეფონით განახორციელა სატელეფონო ზარები და მიწერა მოკლეტექსტური შეტყობინებები მეუღლეს, ქ------- დ----ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს სთხოვდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დაეწერა განცხადება, რათა ის არ დაეჭირათ, რაზეც ქ.დ----ე ეუბნებოდა უარს. რის გამოც გ.ა-–----ე ამ უკანასკნელს აყენებდა სიტყვიერ შურაცხყოფას, აგინებდა უწმაწური სიტყვებით დედის მისამართით, რის შედეგადაც ქ.დ----ემ განიცადა ტანჯვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით გ------- ა-–----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის ივნისის თვის ეპიზოდი);საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2013 წლის თებერვლის თვის და 2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდები);

გ------- ა-–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2014 წლის აპრილის თვის ეპიზოდი, 2015 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის ივნისის თვის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, (2016 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი), სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2014 წლის აპრილის თვის ეპიზოდი, 2015 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, (2016 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ------- ა-–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის ვადით, მთლიანად დაემატა, წინა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის N1/112-09 განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის N1/233 განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ა-–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

გ------- ა-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 17 იანვრიდან, 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით;

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ------- ა-–----ის დამნაშავედ ცნობა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის ივნისის თვის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2013 წლის თებერვლის თვის და 2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდები); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2014 წლის აპრილის თვის ეპიზოდი, 2015 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის ივნისის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, (2016 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი);

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო საჩივრით ასევე გასაჩივრებულ იქნა გ------- ა-–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ------ ა---------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ------- ა-–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

მხარეებს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა - ქ------- დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლის ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–----ესთან. შეეძინათ 2 შვილი, ანი ა-–----ე და ო-------–----ე. თანაცხოვრების პერიოდში გ------- ა-–----ე მას აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფას, კერძოდ: 2013 წლის თებერვლის დასაწყისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.ა-–----ემ უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების მისამართით. ასევე, შეიყვანა სააბაზანოში, ჩაკეტა შიგნიდან კარები და ხელები მოუჭირა ყელის არეში. ქ.დ----ე დაუსხლტა ხელიდან, გააღო კარები, გავიდა გარეთ, რა დროსაც გაეკიდა გ------- და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2014 წლის აპრილის თვეში, როდესაც იყო ორსულად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ------- ა-–----ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით. 2014 წლის აპრილის თვეში, როდესაც ორსულად იმყოფებოდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.ა-–----ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ჩაარტყა თავისა და მუცლის არეში. სამზარეულოდან გამოიტანა პურის საჭრელი დანა და დაემუქრა მოკვლით. განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2014 წლის ივნისის თვეში, დედამისმა თურქ----დან გამოუგზავნა გზავნილი. მისი მითითებით ოპერატორმა გ-------ს არ მისცა გზავნილი. როდესაც გ------- სახლში დაბრუნდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ შეაგინა დედის მისამართით, მამამისს უწოდა “პოლიციის ბოზი“. ასევე, თავის არეში ჩაარტყა მუჭები. 2015 წლის სექტემბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- ა-–----ე მივიდა სახლში, როდესაც მეორე შვილზე იყო 3 თვის ორსული, გ------- ა-–----ემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, შეაგინა დედის მისამართით. ასევე, 2015 წლის სექტემბერში, როდესაც ორსულად იყო მეორე შვილზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.ა-–----ემ, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა თავის, მუცლის და გვერდების არეში მუშტი, ფეხები მიარტყა ფეხზე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, განიცადა ფიზიკური ტკივილი. შეეცადა გარიდებოდა სიტუაციას, მოკიდა ხელი მცირეწლოვან შვილს ა--- და წავიდა თერჯოლაში, ბებიასთან და ბაბუასთან. როდესაც სახლიდან გამოვიდა, გ------- მას გაჰყვა, თუმცა მოახერხა დამალვა და ტაქსის აყვანა, თეჯოლაში ჩასვლა. 2016 წლის ზაფხულში, ივნისის თვეში, სახლში მისულმა გ------- ა-–----ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2017 წლის 4 ოქტომბრიდან, 9 ოქტომბრის ჩათვლით გ.ა-–----ე მას სთხოვდა სასამართლოში განცხადების შეტანას, რომ არ დაეჭირათ ის, რაზეც უარით პასუხობდა. აღნიშნულზე გაბრაზებული გ.ა-–----ე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთერთ ასეთ შეურაცხყოფას შეესწრო დედამისიც, რომელმაც ტელეფონი გამოართვა და გაიგონა როგორ აგინებდა მას გ.ა-–----ე. გ.ა-–----ე ასევე, მას უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებსაც და აყენებდა შეურაცხყოფას. თითოეული ძალადობის დროს ქ.დ----ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისას ტანჯვას. ძალადობის შესახებ თავის მხრივ მოუყვა ოჯახის წევრებს, დედას, მამას, ბებიას, ბაბუას და დას. 2016 წლის ივნისის თვეში, როდესაც იმყოფება ქ.ზესტაფონში, ჩ---–---ს ქუჩა N--ში და მასთან სტუმრად იყო მისი და, ქ.ნ--------ე, სახლში დაბრუნებულმა გ.ა-–----ემ მას უმიზეზოდ დაარტყა მუშტები თავის არეში, მოქაჩა თმაში და ამოაცალა თმა. ქ.ნ--------ე შეეწინააღმდეგა გ.ა-–----ეს და გააშველა ისინი. აღნიშნულზე, მისი მცირეწლოვანი დიშვილი განერვიულდა და ქ.ნ--------ე წავიდა. ასევე, 2016 წლის დეკემბერში, ბარბარობის წინა დღეებში, როდესაც იმყოფებოდა სახლში, გ.ა-–----ე მეგობრებთან ერთად სარდაფში სვამდა. როდესაც გ------- სახლში ავიდა, ქ.დ----ე მცირეწლოვან შვილს აჭმევდა საჭმელს, ლოჯში. გ.ა-–----ემ ჰკრა ხელი. როდესაც მიუთითა გაჩერებულიყო, გ.ა-–----ე წამოხტა ფეხზე და დაუწყო ცემა თავისა და სახის არეში, ასევე ჩაარტყა გვერდებშიც. ძალის გამოყენებით შეიყვანა საძინებელ ოთახში, წააქცია საწოლზე, დააფარა ბალიში და ცდილობდა მის გაგუდვას. თმაში მოქაჩა მძლავრად და ამოაცალა თმები. განხორციელებული ძალადობის შედეგად, პირის არედან და თავიდან წამოუვიდა სისხლი. 2017 წლის 10 ოქტომბერს, როდესაც მულმა და დედამთილმა შვილი მიუყვანეს თერჯოლაში, ვ-–----–----–ას ქუჩაზე, მას შელაპარაკება მოუვიდა გ.ა-–----ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას ხელი დაარტყა ხელზე, რა დროსაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი. ქ.დ----ის განმარტებით, თითოეული ძალადობის დროს, განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. სრულიად უმიზეზოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ.ა-–----ე მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც ხშირ შემთხვევაში ესწრებოდნენ მისი დედამთილ-მამამთილიც. 2017 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა სახლში. ქუჩიდან ხმაურზე, მისი ოჯახის წევრები გავიდნენ გარეთ. როდესაც თავადაც გავიდა, დაინახა, რომ გ------- ა-–----ემ მის ბაბუას - გ-------– დ----ეს ხელი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში.

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა - გ-------– დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი შვილიშვილი ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–----ესთან. იცის, რომ თანაცხოვრების პერიოდში, გ.ა-–----ე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ქ.დ----ეს, კერძოდ ცემდა. 2015 წლის სექტემბერში, როდესაც იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით ღამის 0200 საათზე მათთან სახლში ტაქსით მივიდა ქ.დ----ე, რომელმაც უთხრა, რომ გ------- ა-–----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა და აღნიშნულის გამო წამოვიდა სახლიდან. 2016 წლის დეკემბერში, როდესაც ქ.დ----ე მათთან მივიდა სახლში, მას აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ ხელებზე ეტყობოდა ნაკაწრები და თავზე თმა ამოგლეჯილი ჰქონდა. ქ-------მა უთხრა, რომ „გ-------მ წამავლო ხელი და მათრია ძირსო“. 2017 წლის 10 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში. მას თავად გ.ა-–----ე მის სახლთან მისული არ უნახავს, თუმცა როდესაც ქ.დ----ე შებრუნდა სახლში, უთხრა, რომ გ.ა-–----ე იყო მისული სახლთან, მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც გ-------მ ხელი დაარტყა ხელზე. ქ-------ს სიწითლე ემჩნეოდა. მოწმის განმარტებით, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო ქ.დ----ე მათთან ცხოვრობდა სახლში, თუმცა რამდენიმე ხანში ქ-------ი და გ------- შერიგდნენ. მოგვიანებით კი ისევ გაიგო, რომ გ------- ა-–----ე აგრძელებდა ძალადობას ქ.დ----ის მიმართ, კერძოდ ცემდა. ასევე 2017 წლის 6 იანვარს, იმყოფებოდა სახლში, გარედან შემოესმა ხმაური, როდესაც გავიდნენ, ჭიშკრის წინ დახვდათ გ.ა-–----ე, რომელიც იჯდა ტაქსში და ეკამათებოდა მძღოლს. როდესაც გადმოვიდა, მისი მითითებით ტაქსის მძღოლმა დატოვა ადგილი, აღნიშნულზე გაბრაზებულმა გ------- ა-–----ემ მარჯვენა ხელი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ა------------ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი შვილი ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–----ესთან. როგორც ქ-----გან იცის, თანაცხოვრების პერიოდში, გ------- მას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა ამ უკანასკნელს არ სურდა ოჯახის დანგრევა. გ.ა-–----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობების შესახებ იცის თავად ქ.დ----ისგან. მოწმის განმარტებით, ქ.ნ--------ისგან იცის, რომელიც შეესწრო ფაქტს, რომ გ.ა-–----ემ თმები ამოაცალა თავიდან ქ.დ----ეს. 2014 წელს, როდესაც იმყოფებოდა თურქ----- რესპუბლიკაში, მას დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ ქ-------ს კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან და იმყოფებოდა მათთან სახლში. რამდენიმე დღეში ჩამოვიდა საქართველოში. ქ.დ----ემ უთხრა, რომ გ------- მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე დაემუქრა დანით, მოკვლით. განუმარტა, რომ იყო ორსულად და ტკიოდა მუცელი. წავიდნენ ქ.ქუთაისში, „ბომონდის“ კლინიკაში, სადაც ქ.დ----ეს ჩაუტარდა ოპერაცია და მოიშორა ნაყოფი, ვინაიდან ექიმის განმარტებით იყო არასასურველი ორსულობა.2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდში, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც, როგორც ქ.დ----ისგან გადმოცემით იცის, 2017 წლის 4, 7, 8, და 9 ოქტომბერს, ქ.დ----ეს ტელეფონზე დაურეკა და სმს შეტყობინებები გაუგზავნა გ------- ა-–----ემ, რომელიც ყოველთვის უწმაწურ სიტყვებს და სმს შეტყობინებებს წერდა ქ-------ს, აგინებდა მისი და დედამისის მისამართით. 2017 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მათთან მივიდა გ.ა-–----ე, რომელიც ეკამათებოდა ტაქსის მძღოლს. როდესაც გ.ა-–----ე ჩავიდა მანქანიდან, წავიდა გ-------– დ----ის მიმართულებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს მარცხენა თვალის არეში ჩაარტყა მუჭი. 2017 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა სახლში ოჯახის წევრებთან ერთად. გარედან შემოესმათ ხმაური, როდესაც მ.ა------------ემ გაიხედა, უთხრათ, რომ მისული იყო გ.ა-–----ე. გრ.დ----ესთან ერთად გავიდა გარეთ. ის და მისი ოჯახის წევრები ცდილობდნენ გ-------ს გადმოყვანას მანქანიდან, თუმცა გ------- არ გადადიოდა. როდესაც გ.ა-–----ე ჩამოვიდა მანქანიდან, გაიწია ბაბუის გ-------– დ----ის მიმართულებით, რა დროსაც მუშტი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში.

მოწმის სახით დაკითხულმა ქ--------- ნ--------ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან მისი და ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–----ესთან 2014 წლის აპრილის თვეში, როდესაც იმყოფებოდა თერჯოლაში, მათთან მივიდა ქ.დ----ე მცირეწლოვან შვილთან, ა---თან ერთად. ქ.დ----ემ უთხრა, რომ გ.ა-–----ე ძალადობდა მასზე, სცემა მუშტებით თავის არეში, ჩაარტყა რამდენჯერმე. ასევე დანის გამოყენებით დაემუქრა. ქ.დ----ემ შეძლო დანის წართმევა და დამალვა. ამ დროს ქ.დ----ე იყო ორსულად, დაახლოებით 2 თვის. მოწმის განმარტებით, ვინაიდან იყო არასასურველი ორსულობა, საჭირო გახდა ექიმების ჩარევა და ოპერაციის შედეგად ქ.დ----ეს შეუწყდა ორსულობა. 2016 წლის ზაფხულში, როდესაც იმყოფებოდა მის დასთან - ქ------- დ----ესთან სტუმრად, სახლში მივიდა გ------- ა-–----ე, რომელმაც სრულიად უმიზეზოდ დაუწყო გინება ქ.დ----ეს დედის მისამართით. თანაცხოვრების პერიოდში, გ.ა-–----ე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ქ.დ----ეს. თავად ერთხელ, 2016 წლის ივნისში შეესწრო გ.ა-–----ის მხრიდან ქ.დ----ის მიმართ ძალადობის ფაქტს, კერძოდ, როდესაც იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, ქ-------თან სტუმრად, მცირეწლოვან შვილთან მ------ ნ--------ესთან ერთად, სახლში დაბრუნებულმა გ.ა-–----ემ ქ.დ----ეს თავში ჩაარტყა მუშტი რამდენჯერმე და მოქაჩა თმებში. ჩადგა შუაში და გააშველა ისინი. აღნიშნულზე, მის შვილს შეეშინდა, რის გამოც წავიდა. მოწმის განმარტებით, როგორც ქ------- დ----ისგან იცის, გ-------ს მხრიდან ქ----- მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც დანით მუქარას, ასევე ძალადობის, ცემის ფაქტს. ასევე 2017 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა სახლში ოჯახის წევრებთან ერთად, რა დროსაც გარედან შემოესმათ ხმაური, როდესაც გაიხედეს გარეთ დაინახეს, რომ მისული იყო გ.ა-–----ე ტაქსით. გავიდნენ გარეთ და ეცადნენ გ-------ს გადმოყვანას მანქანიდან, თუმცა გ------- არ გადმოდიოდა. როდესაც გ.ა-–----ე ჩამოვიდა მანქანიდან, გაიწია ბაბუის გ-------– დ----ის მიმართულებით, რა დროსაც მუშტი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში.

მოწმის სახით დაკითხულმა ც----- დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან გ------- ა-–----ე და ქ---- დ----ე არიან დაქორწინებულები. თანაცხოვრების პერიოდში გ-------ს და ქ----- ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. ბევრჯერ შესწრებია, როდესაც გ------- და ქ---- კამათობდნენ. 2015 წელს, თვე არ ახსოვს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, ქ.დ----ე მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა მათთან სახლში, ქ.თერჯოლაში და უთხრა, რომ გ------- ა-–----ე სცემდა მას, მოახერხა წამოსვლა და ტაქსით მივიდა მათთან. მოწმის განმარტებით, ერთხელ თავადაც არის შემსწრე, როდესაც ორსულ ქ.დ----ეს, გ.ა-–----ემ მიაყენა დაზინება. ასევე 2017 წლის ოქტომბერში, როდესაც გ-------მ ქ----- დაურეკა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უსახო პირით, ისეთი სიტყვებით, რომლის გამეორებაც მოწმეს გაუჭირდა და განაცხადა „65 წლის ქალი ვარ და ამისთანა სიტყვები ჯერ არ მსმენია“-ო. 2016 წლის დეკემბერში, როდესაც ქ------- დ----ე მათთან მივიდა სახლში სტუმრად, მას ხელებზე ემჩნეოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით, ხოლო თავზე თმა ჰქონდა ამოგლეჯილი. როდესაც ჰკითხა მიზეზების შესახებ, ქ-------მა უთხრა, რომ გ-------მ სცემა. 2017 წლის 10 ოქტომბერს, გ-------სა და ქ----- შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც გ-------მ ხელი დაარტყა ქ-----. აღნიშნულის თაობაზე უთხრა ქ.დ----ემ, თავად კი ნახა, რომ ქ-------ს ხელზე დაზიანება აღენიშნებოდა. 2017 წლის 6 იანვარს, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მათთან ტაქსით მივიდა გ.ა-–----ე, რომელიც არ ჩადიოდა მანქანიდან. როდესაც გ------- ჩავიდა მანქანიდან, მისი მეუღლის მითითებით, ტაქსის მძღოლმა დატოვა ადგილი. ამ დროს გ-------მ ხელი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში.

მოწმემ გ-------– დ----ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა სახლში და თამაშობდა კომპიუტერს. გარედან შემოესმა ხმაური, როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა გ------- ა-–----ე, რომელიც იჯდა ტაქსში და არ ჩადიოდა მანქანიდან. გარკვეული დროის შემდეგ გ------- ჩამოვიდა მანქანიდან. ჩამოსვლის შემდეგ იგი გაიწია ბაბუის - გ-------– დ----ის მიმართულებით, რა დროსაც მარჯვენა ხელი ჩაარტყა თვალის არეში.

მოწმის სახით დაკითხულმა თ------ დ----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 იანვარს, საღამოს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- ა-–----ე მივიდა მასთან და თხოვა მოყვარეში, მ------ დ----ის ოჯახში გადაყვანა, ვინაიდან ტაქსაობდა. მან ჩაისვა გ------- და მიიყვანა ჭიშკრამდე. როცა მივიდნენ დათქმულ ადგილზე, გ.ა-–----ემ გადაიფიქრა ოჯახში შესვლა და მოსთხოვა უკან წაყვანა. ის კი დაჟინებით თხოვდა, რომ ოჯახში შესულიყო. ამ დროს სახლიდან გამოვიდნენ ოჯახის წევრები და გ-------, მ--- ა------------ის თხოვნით ჩავიდა მანქანიდან. აღნიშნულის შემდეგ, გ-------– დ----ის მითითებით, დატოვა ადგილი.

მოწმის სახით დაკითხულმა მ------ დ----ემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან ქ------- დ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ა-–----ესთან. თანაცხოვრების პერიოდში გ.ა-–----ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ქ------- დ----ეს, ლანძღავდა მას. აღნიშნულის შესახებ იცის ქ.დ----ისგან. ყოველთვის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ.ა-–----ე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ქ.დ----ეს, ცემდა. 2014 წელს, ზუსტი დრო არ ახსოვს, ქ------- დ----ე მივიდა მათთან სახლში, ქ.თერჯოლაში და უთხრა, რომ გ.ა-–----ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ცემა. ამ დროს ქ.დ----ე იყო 2 ან 3 თვის ორსული. თერჯოლაში ყოფნის დროს, ქ-------ს დაეწყო მუცლის ტკივილი, რის გამოც ის წაიყვანეს ქ.ქუთაისში კლინიკაში, სადაც ქ.დ----ეს ჩაუტარდა ოპერაცია და შეუწყდა ორსულობა. ასევე, 2015 წელს, ქ---- როდესაც მივიდა მასთან თერჯოლაში, უთხრა, რომ ოჯახში აღარ გაეძლებოდა, ვინაიდან გ------- ცემდა. 2016 წლის დეკემბერში, როდესაც ქ.დ----ე იმყოფებოდა სახლში და აჭმევდა მცირეწლოვან შვილს, გ------- ა-–----ემ უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი ქ.დ----ეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თმებში ხელი ჩაავლო და ძალით გაათრია საძინებელ ოთახში, სადაც ბალიში დააფარა სახეზე და დაემუქრა მოკვლით. 2017 წლის 10 ოქტომბერს, გ.ა-–----ემ ხელი დაარტყა ქ.დ----ეს ხელის არეში, აღნიშნულის შესახებ უთხრა ქ.დ----ემ და აჩვენა ხელზე დაზიანება. მოწმის განმარტებით, ქ.დ----ემ მას უთხრა, რომ ოჯახში ვეღარ ძლებდა და უნდა გაშორებოდა გ.ა-–----ეს, აღნიშნული კი განპირობებული იყო გ.ა-–----ის მხრიდან ქ.დ----ის ცემის გამო. გ-------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობების შესახებ იცის ქ.დ----ისგან, რომელმაც მას მოუყვა ბოლოს ძალადობის შემდეგ. 2017 წლის 6 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც სახლში მივიდა, იქ დახვდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- ა-–----ე, რომელიც მისთვის უცნობმა პირებმა წაიყვანეს. ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ გ------- ა-–----ემ მამამისს - გ-------– დ----ეს ხელი დაარტყა თვალის არეში.

მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ბ-------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.თერჯოლაში, დ----ეების მეზობლად. 2017 წლის 9 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში, თუმცა ხმაური არ გაუგია. მეორე ან მესამე დღეს, ქ------- დ----ისგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს, მეუღლესთან მოსვლია კონფლიქტი.

მოწმის სახით დაკითხულმა ვ--–---- ბ-------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.თერჯოლაში, დ----ეების მეზობლად. 2017 წლის 9 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში, თუმცა ხმაური არ გაუგია. 2017 წლის 10 ოქტომბერს, ზ---- ბ-------ისგან გაიგო, რომ ქ------- დ----ეს კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან, თუმცა მიზეზი, რის გამო მოხდა კონფლიქტი არ იცის.

მოწმეების სახით დაკითხულმა ა---------– ვ-------ემ და ზ------ კ--------ომ განაცხადეს, რომ მუშაობენ ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლების თანამდებობაზე. 2017 წლის 17 იანვარს მათ მიერ მოხდა გ------- ა-–----ის დაკავება. დაკავებულს ადგილზე განემარტა უფლებები და დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.

მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჯ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 17 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში. ხელმძღვანელობიდან დაევალა, ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებული გ------- ა-–----ე ი.გ-------ესთან ერთად გადაეყვანა ქ.ქუთაისში, ნარკოლოგიური, ალკოჰოლური და სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად. გ.ა-–----ე გადაყვანილი იქნა ქ.ქუთაისში, რა დროსაც განმარტების გარეშე გ.ა-–----ემ უარი განაცხადა ექსპერტიზების ჩატარებაზე.

მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- გ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 17 იანვარს, თ------ შ------–--ის დადგენილების საფუძველზე, გ.ა-–----ე გადაყვანილი იქნა ქ.ქუთაისში, სამხარაულის ბიუროში, ნარკოლოგიური, ალკოჰოლური და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. გადაყვანილმა გ.ა-–----ემ უარი განაცხადა შემოწმებაზე, რის თაობაზეც შეადგინა ოქმი. გ.ა-–----ე გადაიყვანა მან და მისმა მეწყვილე მ------ ჯ-----ემ. გაურკვეველი მიზეზების გამო, გ.ა-–----ემ უარი განაცხადა შემოწმებაზე.

მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო საქმის გამომძიებელი. საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებულები, მოწმეები, დანიშნა სამედიცინო, ნარკოლოგიური და ალკოჰოლური ექსპერტიზები, შეადგინა დაზარალებულ გრ.დ----ის გარეგნული დათვალიერების ოქმი, წარუდგინა ბრალი გ.ა-–----ეს, გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ გ---–--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. სამსახურში მორიგე იყო 10 ოქტომებრს, როდესაც მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქ------- დ----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებული, დანიშნა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და კომპიუტერული ექსპერტიზები. ბრალდებულის სახით დააკავეს გ------- ა-–----ე. ქ.დ----ისგან ამოიღო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. ასევე, დაათვალიერა ქ.დ----ის მობილური ტელეფონიდან გადატანილი ინფორმაცია. ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე შედგენილი აქვს შესაბამისი ოქმი, რაც დადასტურებული აქვს ხელისმოწერით.

მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- მ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა, N2 საპყრობილეში ბრალი წარუდგინა და გამოკითხა გ.ა-–----ე. ასევე შეადგინა მტკიცებულებათა გაცვლის ოქმი.

მოწმის სახით დაკითხულმა ვ----– ა----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის შს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2017 წლის 9 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ ქ------- დ----ე ითხოვდა პოლიციის დახმარებას, რომ მისმა მეუღლემ წაიყვანა შვილი და არ უბრუნებდა. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ქ------- დ----ე, რომელსაც გაესაუბრა, რა დროსაც ქ.დ----ემ განუცხადა, ქორწინებაში იმყოფებოდა ზესტაფონში მცხოვრებ გ------- ა-–----ესთან, რომლის დამაც წაიყვანა მისი შვილი ო-------–----ე. რამდენიმე ხანში დაუკავშირდა მისი მეუღლე და უთხრა, რომ თუ მეორე შვილს არ ჩაუყვანდა, არ ანახებდა წაყვანილ ბავშვს. აღნიშნულზე, ტელეფონში მოუვიდათ შელაპარაკება და მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ქ.დ----ეს დაუტოვა მისი კუთვნილი ტელეფონი და უთხრა, თუ რამე მოხდებოდა ეცნობებინა მისთვის. 10 ოქტომბერს, დაახლოებით პირველი საათისთვის, დაუკავშირდა ქ------- დ----ე და განუმარტა, რომ მასთან მისული იყო გ------- ა-–----ე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე შეეხო ხელით. თავის მხრივ, აღნიშნული შეატყობინა თერჯოლის რაიონულ სამმართველოს და გაემართა ქ---- დ----ის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე გ.ა-–----ე არ დახვდა, ხოლო ქ.დ----ემ დაუდასტურა ტელეფონში ნათქვამი ფაქტი. შემდეგ ქ------- დ----ე, მის მშობლებთან ერთად გადაყვანილი იქნა თერჯოლის რაიონულ სამმართველოში.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 17.01.2017წ. 2312-2335 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ქ------- დ----ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა ნაწიბურები (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ჯეო-ჰოსპიტალსის” ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის ცნობა №2--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 29.05.2015)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ქ------- დ----ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 29.05.2015 წ-ს 2100 სთ-ზე, საიდანაც გაიწერა იმავე დღეს 2230 სთ-ზე დიაგნოზით : ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა წინამხარზე.

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ჯეო-ჰოსპიტალსის” ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის ცნობა #3--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 07.06.2015წ)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ქ------- დ----ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 07. 06. 2015 წ-ს 1800 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 2000 საათზე დიაგნოზით: ნაფლეთოვანი ჭრილობები მარჯვენა მტევანზე.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ნაწიბურები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

მარჯვენა წინამხარის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში არსებული ნაწიბური ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ თარიღს 29.05.2015წ, ხოლო მარჯვენა მტევნის წინა ზედაპირზე არსებული ნაწიბური ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ თარიღს 07.06.2015წ. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ------- გ-------–აშვილმა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 10.10.17 წ. 06:51-07:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ქ------- დ----ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - შ----- თ------ემ.

2017 წლის 10 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, ქ.თერჯოლა, ა.ჭ----------ს ქუჩა N3- ში, თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, ქ.თერჯოლა, ვ-–----–----–ას ქ. N---ში მცხოვრებ ქ------- დ----ისგან ნებაყოფლობით, იძულების გარეშე ამოღებული იქნა „სამსუნგ გალაქსი გრანდ პრაიმ+“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი-კოდით 3-----------------, ჩართული შპს „მაგთიკომის“ ქსელში ნომრით 5-----------. ამოღებული ტელეფონი დაულუქა ერთ პაკეტად თერჯოლის რაიონული სამმართველოს N3---- ლუქის ბეჭდით.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: 1. ტელეფონიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია, კერძოდ: 2017 წლის 02 ოქტომბრიდან 2017 წლის 11 ოქტომბრამდე 5----------- და 5----------- სააბონენტო ნომრებს შორის არსებული სატელეფონო ზარები. არსებული დროისა და სააბონენტო ნომრის ფარგლებში მოკლე ტექსტური შეტყობინებები და სხვა საკომუნიკაციო პროგრამებში ინფორმაცია არ ფიქსირდება; 2. ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამების მეშვეობით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტელეფონიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა ვერ მოხერხდა, შესაბამისად შეუძლებელია იმის დადგენა როდის და რა მიზეზით მოხდა ინფორმაციის წაშლა მოწყობილობიდან. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- უ------–---–მა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით მოქ. გ-------– დ----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (მარცხენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,5-1,3 სმ.) განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ--------------ემ.

2017 წლის 3 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, თერჯოლის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ თ.გ---–--–-–----–ის მიერ, დათვალიერებული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან ამოღებული ინფორმაცია. ქ.დ----ის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე 5-----------, გ.ა-–----ის კუთვნილი ტელეფონიდან 5-----------, 2017 წლის 4 ოქტომბრიდან, 10 ოქტომბრის ჩათვლით, დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებული სხვადასხვა ხანგრძლივობის ზარები. აღნიშნული გარემოებები, ასევე დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთმტკიცების CD დისკის გამოკვლევის დროს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით, გ------- ა-–----ის ქმედებით ქ------- დ----ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. აღნიშული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------- ა------ემ.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ------- ა-–----ის მიერ 2013 წლის 16 თებერვალს და 2014 წლის აპრილის თვეში, მეუღლის ქ------- დ----ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. ასევე, 2013 წლის 16 თებერვალს, 2014 წლის აპრილის თვეში, 2014 წლის ივნისის თვეში, 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში, 2016 წლის ივნისში, 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის 4 ოქტომბერს, 6 ოქტომბერს, 7 ოქტომბერს, 8 ოქტომბერს და 9 ოქტომბერს, სისტემატურად, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გ------- ა-–----ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში (2013 წლის 16 თებერვალს და 2014 წლის აპრილის თვეში, მეუღლის ქ------- დ----ის მიმართ ძალადობის განხორციელებაში. ასევე, 2013 წლის 16 თებერვალს, 2014 წლის აპრილის თვეში, 2014 წლის ივნისის თვეში, 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში, 2016 წლის ივნისში, 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის 4 ოქტომბერს, 6 ოქტომბერს, 7 ოქტომბერს, 8 ოქტომბერს და 9 ოქტომბერს, სისტემატურად, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში), შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტა--- საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ.ა-–----ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობასა და სისტემატურ შეურაცხყოფაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა გ------- ა-–----ის მხრიდან დაზარალებულ ქ------- დ----ეზე ძალადობისა (2013 წლის 16 თებერვლის და 2014 წლის აპრილის თვის ფაქტები) და სისტემატური შეურაცხყოფის (2013 წლის 16 თებერვლის, 2014 წლის აპრილის თვეში, 2014 წლის ივნისის თვეში, 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში, 2016 წლის ივნისში, 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის 4 ოქტომბერს, 6 ოქტომბერს, 7 ოქტომბერს, 8 ოქტომბერს და 9 ოქტომბერს) განხორციელების ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ა-–----ეს დაზარალებულ ქ------- დ----ის მიმართ 2013 წლის 16 თებერვალს და 2014 წლის აპრილის თვეში, ძალადობა არ განუხორციელებია. ასევე, 2013 წლის 16 თებერვალს, 2014 წლის აპრილის თვეში, 2014 წლის ივნისის თვეში, 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში, 2016 წლის ივნისში, 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის 4 ოქტომბერს, 6 ოქტომბერს, 7 ოქტომბერს, 8 ოქტომბერს და 9 ოქტომბერს, სისტემატურად, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------- ა-–----ის მიერ ქ------- დ----ის მიმართ ძალადობისა (2013 წლის 16 თებერვალის ეპიზოდი და 2014 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) და სისტემატურად შეურაცხყოფის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულ ქ------- დ----ის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- ა-–----ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან არ დასტურდება, რომ 2013 წლის 16 თებერვალს და 2014 წლის აპრილის თვეში გ------- ა-–----ემ ძალადობა ჩაიდინა მეუღლის ქ------- დ----ის მიმართ. ასევე, მოწმეების ჩვენებებით, ვერ იქნა დადასტურებული სისტემატურად ქ------- დ----ის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მოწმეები ზოგადად მიუთითებენ გ------- ა-–----ის მხრიდან ქ------- დ----ეზე განხორციელებულ ძალადობასა და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე. კონკრეტულად, თარიღების მითითებით, თუ როდის განახორციელა ძალადობა გ.ა-–----ემ, კონკრეტულად კი 2013 წლის 16 თებერვალს, ან 2014 წლის აპრილის თვეში მოხდა თუ არა ძალადობა ქ.დ----ის მიმართ მოწმეებს არაფერი უთქვამთ. სისტემატურად შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, ასევე, ვერ უთითებენ მოწმეები. ზოგადად აცხადებენ, რომ გ------- ა-–----ე ქ.დ----ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმე ც----- დ----ის განმარტებით, ის შესწრებია მეუღლეებს შორის კამათს, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატა სისტემატურად შეურაცხყოფის მიეყენება, არც ც----- დ----ეს და არც სხვა მოწმეები არ დაუკონკრეტებიათ. როგორც უკვე სასამართლომ აღნიშნა, სისტემატური შეურაცხყოფა ეს არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემული განმარტებები კი, ზოგადად შეურაცხყოფის მიყენება და კამათი არ შეიძლება სასამართლოს მხრიდან ჩაითვალოს პატივისა და ღირსების განზრახ დამცირებად, რომელიც გამოხატულია უწესო ფორმით.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე.

პალატამ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ გ------- ა-–----ემ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით 2014 წლის აპრილის თვის ეპიზოდი, 2015 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი); 2) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2016 წლის ივნისის თვის ეპიზოდი); 3) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2016 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი); 4) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი); 5) სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ------- ა-–----ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით გ------- ა-–----ის მიერ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია, მისი ბრალეულობის დასადასტურებლად, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციებით დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი.

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ------- ა-–----ის უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ.ა-–----ის ბრალეულობას. და მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ პირდაპირი მოწმე მხოლოდ ქ.დ----ეა, ხოლო სხვა მოწმეები არიან ირიბი მოწმეები და ისინი სასამართლოს გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ 76-ე მუხლის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. პალატა ასევე განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ ქ------- დ----ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეების ჩვენებებით.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

პალატა ასევე განმარტავს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენში გ------- ა-–----ის მიმართ შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ ვინაიდან იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენებით განთავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელებისაგან (ჯარიმები 2000-2000 ლარი) უნდა ამოერიცხოს მითითება ჯარიმის დანიშვნის თაობაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ------- ა-–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ------ ა---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

გ------- ა-–----ეს განაჩენიდან ამოერიცხოს მითითება ჯარიმების (2000-2000 ლარი) დანიშვნის თაობაზე.

გ------- ა-–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

გ------- ა-–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის ივნისის თვის ეპიზოდი);

გ------- ა-–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი);

გ------- ა-–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი).

გ------- ა-–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ (2013 წლის თებერვლის თვის და 2014 წლის ივნისის თვის ეპიზოდები).

გ------- ა-–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2014 წლის აპრილის თვის ეპიზოდი, 2015 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის ივნისის თვის ეპიზოდი), სსკ 1261-ე

მუხლის 1-ლი ნაწილით, (2016 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი), სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10

ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს.

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2014 წლის აპრილის თვისეპიზოდი, 2015 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისვადით.

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, (2016 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) -

თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ------- ა-–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

გ------- ა-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 17 იანვრიდან, 2017 წლის 23 ივნისის ჩათლით.

გ------- ა-–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: გ------- ა-–----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის „კენტის“ ფირმის სანთებელა და მოშავო ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი-კოდით 3--------------, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გ------- ა-–----ეს ანდა მის ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

საექსპერტო კვლევის შედეგად ქ------- დ----ის მობილური ტელეფონიდან ამოღებული

ინფორმაცია ,,CD’’ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე