განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119002845469
საქმე №1ბ/991-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ივლისი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ------- ხ------–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ტ------ ა-–---ის მიმართ, დაბადებული 19---–-–----------------–------------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–---------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი)
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის განაჩენით ტ------ ა-–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ტ------ ა-–---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ტ------ ა-–---ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 30 იანვრიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტ------ ა-–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ------ ა-–---მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (ორი ეპიზოდი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
2018 წლის 17 ოქტომბერს ტ------ ა-–---მა თბილისი, ს------–-----------–-–-, ი----- ნ------------ზე ფულადი თანხის 800 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილი, რომელიც შეიცავს ,,მორფინს” (მარილი) – 0.1257 გრამის ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინს“ – 0.9265 გრამის ოდენობით. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შ--------–---- პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს ი----- ნ------------ისგან იქნა ამოღებული, თბილისი, ბ-------------–----–----------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე.
2018 წლის 23 ოქტომბერს ტ------ ა-–---მა თბილისი, ს------–-----------–-–-, ბ-------------- №---- მიმდებარედ, ი----- ნ------------ზე, ფულადი თანხის 600 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ – 0.8642 გრამის ოდენობით. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შ--------–---- პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2018 წლის 23 ოქტომბერს, ი----- ნ------------ისგან იქნა ამოღებული, თბილისი, ბ----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ------ ა-–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ------- ხ------–---მ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. საჩივრის თანახმად ტ------ ა-–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი მკაცრია და სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევა იმის საშუალებას, რომ მსჯავრდებულს შეუმცირდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ტ------ ა-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ------- ხ------–---ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ტ------ ა-–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც მხარეები ხდიან სადავოდ.
ამდენად საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამ მტკიცებულებების, კერძოდ მოწმეების: ო---------------, ი----- ნ------------ის, ი-----–------–---–-------------------------------–--------–----------------–---–-–---–--------------------------ს გამოკითხვის ოქმების, ი----- ნ------------ის პირადი ჩხრეკის ოქმის, ქიმიური ექსპერტიზის N-------------------------------------- დასკვნების, ნივთიერი მტკიცებულების - ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმების, ფულადი თანხის გადაცემის ოქმების, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისას ჩაწერილი ვიდეოფირის და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტ------ ა-–---მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება (ორი ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ------- ხ------–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საჩივარი არ არის დასაბუთებული, მასში მითითებული არაა თუ რაში გამოიხატა აპელანტის აზრით სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მცდარობა, რას ეფუძნება ეს მოსაზრება და ასე შემდეგ. შესაბამისად სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს დაცვის მხარის არგუმენტების შესახებ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, ასევე ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც ტ------ ა-–---ს მსჯავრი დაედო სასჯელის სახედ უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. მათ შორის, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი 5-დან 8 წლამდე, ხოლო მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამავდროულად, ალივს მსჯავრი დაედო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ნარკოტიკული დანაშაულის არაერთხელ ჩადენისათვის, მათ შორის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის. ასეთ გარემოებებში სასჯელის ერთადერთი სახე, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას არის პატიმრობა.
რაც შეეხება უშუალოდ პატიმრობის ვადას, პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ტ------ ა-–---ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამასთან მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით სწორად შეარჩია სასჯელის ზომა და ოთხივე ეპიზოდში დანიშნა მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი.
ამავდროულად სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ტ------ ა-–---ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემცირების თაობაზე. მოცემული ნორმიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირების თაობაზე, პალატამ საკითხზე იმსჯელა ზეპირი მოსმენის გარეშე.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის განაჩენი ტ------ ა-–---ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ტ------ ა-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ------- ხ------–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის განაჩენი ტ------ ა-–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ტ------ ა-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდისთვის) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ტ------ ა-–---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ტ------ ა-–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 30 იანვრიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტ------ ა-–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ტ------ ა-–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
ი----- ნ------------ისგან 2018 წლის 17 ოქტომბერს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი (მარილი) – 0.1257 გრამის ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ – 0.9265 გრამის ოდენობით, ი----- ნ------------ისგან 2018 წლის 23 ოქტომბერს ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ – 0.8642 გრამის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ერთი ცალი DVD-R ფორმატის დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე