განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002489685
საქმე №1ბ/980-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
1 ივლისი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა
ძ---–-------–---------------–--------------------- პროკურორის თ----- პ------ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე
დ-------- გ--–------ის მიმართ (დაბადებული 1----–-–----------------–ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივი თბილისში, ნ--–---------------–---------------------------------–- მცხოვრები) დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით, დ-------- გ--–------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მისი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 0130 საათზე დ-------- გ--–------ი მივიდა თბილისში, ძ----------------------------ში მდებარე ნ--–- და თ----- ა---–-–---–ების საცხოვრებელ ბინაში, სადაც თ----- ა---–-–---–თან საუბრისას მის შვილს - ნ--–- ა---–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულ მუქარას ნ--–- ა---–-–---–ი ისმენდა თავისივე საძინებელი ოთახიდან, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის 20 აპრილს, შუადღის საათებში დ-------- გ--–------ი მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ნ--–- ა---–-–---–ს და კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ--–- ა---–-–---– გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენით:
დ-------- გ--–------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძ---–-------–---------------–--------------------- პროკურორის თ----- პ-----მ.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენის გაუქმება და დ-------- გ--–------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა. საჩივრის თანახმად, საქმეში არსებული, როგორც წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ-------- გ--–------ის მიერ, მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულ ნ--–- ა---–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, სადაც ა---–-–---–ი აღწერს თუ როგორ დაემუქრა მას გ--–------ი, სრულად დაადასტურეს მოწმეებმა თ----- ა---–-–---–მა და გ------- მ--------–---–მა. ამ პირთა ჩვენებები არ არის ირიბი ჩვენება, რამეთუ ისინი უშუალოდ შეესწრნენ მომხდარ კონფლიქტებს. საჩივარში მითითებულია, რომ გარდა არსებული მტკიცებულებებისა, სხვა მტკიცებულების მოპოვების არც შესაძლებლობა და არც საჭიროება არ არსებობს. ამასთან, ბრალდების მხარის მითითებით, უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის ვერ დაკითხვა გამოიწვია იმან, რომ იმყოფება საზღვარგარეთ და მისი სასამართლოში წარდგენის ყველ ობიექტური შესაძლებლობა ამოწურულია. ამან გამოიწვია დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციიის გამოქვეყნება.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძ---–-------–---------------–--------------------- პროკურორის თ----- პ------ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თ-----ა ა---–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მისმა შვილმა - ნ--–- ა---–-–---–მა ტურისტული კომპანიაში შექმნილი პრობლემის გამო, დაახლოებით 2017 წელს დ-------- გ--–------ისაგან ისესხა 15 000 აშშ დოლარი და ყოველთვიურად პროცენტის სახით უხდიდა 320 აშშ დოლარს. პირველ ეტაპზე ნ--–- ა---–-–---–ი შეთანხმებისამებრს იხდიდა თანხას. გარკვეული დროის შემდეგ გადახდას ვეღარ ახერხებდა, თუმცა მის დაბრუნებაზე უარი არასდროს არ უთქვამს და დ-------- გ--–------ს შეპირდა, რომ თანხას აუცილებლად დააბრუნებდა. 2018 წლის 19 აპრილს, 0200 საათზე გ--–------ი მივიდა მასთან სახლში, აბრახუნებდა კარზე და ითხოვდა გაღებას. ამის გამო გააღო კარი. სახლში შესული გ--–------ი ყვირილით ეძებდა ნ--–- ა---–-–---–ს, რის გამოც თ-----ა ა---–-–---–მა მოატყუა, რომ ნ--–- სახლში არ იყო. დ-------- გ--–------ი ამბობდა, რომ თავზე ხელაღებული იყო და მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, იმუქრებოდა როგორც თ----- ა---–-–---–ის, ისე ნ--–- ა---–-–---–ის მისამართით. მოწმის განმარტებით, დ-------- დაახლოებით 20 წუთი იმყოფებოდა მასთან და მხოლოდ სიტყვიერად იმუქრებოდა, ამბობდა, რომ მისმა შვილმა მოატყუა და არ დაუბრუნა ვალად აღებული თანხა. აღნიშნულის გაგონებაზე, გვერდზე ოთახში მყოფ ნ--–- ა---–-–---–ს გამოუძახია საპატრულო პოლიცია, თუმცა მათი მისვლისას დ-------- დამშვიდებული იყო, აღარც ყვიროდა და აღარც იგინებდა. იმ დროისთვის არ არსებობდა დ-------- გ--–------ის დაკავების აუცილებლობა, შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები მალევე წავიდნენ. მეორე დღეს, 20 აპრილს, ნ--–- სახლში აღელვებული და აკანკალებული დაბრუნდა, უთხრა, რომ დ-------- გ--–------ი ტელეფონით დაემუქრა, სატელეფონო საუბარს შეესწრო მძღოლი - გ------- მ--------–---–ი. მოწმის განმარტებით ნ--–-მ რეალურად აღიქვა მუქარა და მათ რეალურად აქვთ გამართლებულის მიმართ შიში, რადგან მისი ქცევა არაპროგნოზირებადია, ის ადვილად ღიზიანდება და გამოდის მდგომარეობიდან. გარდა ამისა დ-------- გ--–------ი იმყოფებოდა ნ--–-ს სამსახურში, იქცეოდა გამომწვევად და უხეშად, რის გამოც ნ--–- ვეღარ ახერხებდა სამსახურში სიარულს, სწორედ ამიტომ განცხადებით მიმართა პოლიციას. დაახლებით 1 თვეში დაურეკა დ-------- გ--–------მა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გ------- მ--------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობდა სასტუმრო ,,ტ----------–-----–-“ მძღოლად, ასევე ემსახურებოდა ნ--–- ა---–-–---–ის დედა - თ----- ა---–-–---–ს, რომელიც იყო სასტუმროს მზარეული და ნ--–- ა---–-–---–ს, რომელსაც სასტუმროში ჰქონდა ტურისტული კომპანია. ერთხელ, მგზავრობისას, ანერვიულებულმა თ----- ა---–-–---–მა უთხრა, რომ იყო შეშინებული რადგან დაახლოებით 0200 საათზე ერთი პირი - ვინმე დ-------- მივიდა მასთან სახლში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცემით და მოკვლით დაემუქრა. იმავე საღამოს, კვლავ ნ--–- ა---–-–---–თან ერთად მგზავრობისას, ამ უკანასკნელს დაურეკეს ტელეფონზე, საიდანაც კაცის ხმა - გინება და მუქარა ისმოდა, ასევე ისმოდა სიტყვები - ,,ფული დამიბრუნე, თორე მოგკლავ“. ნ--–- ა---–-–---–მა საუბრისას ტირილი დაიწყო, მის კითხვას კი უპასუხა, რომ მოსაუბრის - სახელად დ--------ს ვალი ქონდა, რის გამოც ის აგინებდა და მოკვლით და ცემით ემუქრებოდა. სავარაუდოდ მეორე დღეს, ღამის საათებში, გ------- მ--------–---–ი სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობდა, რა დროსაც მივიდა ახალგაზრდა ბიჭი და იკითხა ნ--–-. მას უთხრეს, რომ ნ--–- სასტუმროში არ იმყოფებოდა და იმ დღეს არ მივიდოდა. მამაკაცი დაჯდა მაგიდასთან, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დაიწყო სიგარეტის მოწევა და უხეში საუბარი, ფეხები კი მაგიდაზე დააწყო. გამართლებული რამდენჯერმე გააფრთხილეს, შემდეგ კი გ------- მ--------–---–მა გამოიძახა კერძო დაცვა - ,---–-----. გამართლებული მათაც შეეპასუხა, რის შემდეგაც გაიყვანეს გარეთ, სადაც დ-------- გ--–------მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და უთხრა, რომ სცემეს. განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ დ-------- გ--–------მა უთხრა, რომ კვლავ სასტუმროში დაჯდებოდა, თან დაემუქრა. სასტუმროში მისვლისას მართლაც იქ დახვდათ, შესაბამისად ,,ა-–----ს“ თანამშრომლებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და დ-------- გ--–------ი წაიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ გაიგო, რომ ეს ის პიროვნება იყო ის, ვისი ვალიც ნ--–- ა---–-–---–ს ქონდა. მომხდარის შემდგომ ნ--–- ა---–-–---–ს უთხრა, რომ დ-------- გ--–------ი სასტუმროში იმყოფებოდა და მას ეძებდა. დაზარალებული შეშინებული იყო. მოწმის განმარტებით, ტელეფონზე საუბრისას ნ--–- ესაუბრებოდა თუ არა დ--------ს მისთვის უცნობია, თუმცა შეუძლია დაადასტუროს, რომ მოსაუბრე იყო მამაკაცი. უშუალოდ მუქარის ფაქტს არ შესწრებია, გარდა სატელეფონო საუბრისა, როცა გაიგო მოსაუბრის მუქარის შემცველი სიტყვები - ,,ფული დამიბრუნე, თორე მოგკლავ“. ასევე მისთვის უცნობია ნ--–- ა---–-–---–ს აქვს თუ არა სხვა პირების ვალი.
მოწმის სახით დაკითხული დ-------- გ--–------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ნ--–- ა---–-–---–ი გაიცნო დაახლოებით 2016 წელს, რის შემდეგაც დამეგობრდნენ და ამასთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. ნ--–-ს - 6000 აშშ დოლარამდე ვალი ქონდა და სთხოვა დახმარება. მათ შორის ნოტარიულად დაიდო ხელშეკრულება, რის საფუძველზეც 2017 წლის მაისი - აპრილის თვეში 1 წლის ვადით გადასცა 15 000 აშშ დოლარი. ნ--–- ა---–-–---–ი გარკვეულ დრომდე პროცენტს უხდიდა, ხოლო იანვრის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა გადახდა. თანხის გადაუხდელობის შესახებ არაერთხელ ესაუბრა ნ--–-ს. გარდა ამისა გაარკვია, რომ ნ--–-ს ჰქონდა არა საქმიანი პრობლემები, როგორც ის ეუბნებოდა, არამედ აბსოლუტურად სხვა პრობლემები, აღნიშნული ტყუილი კი ძაბავდა მათ ურთიერთობას, რამაც გამოიწვია მისი მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფა - გინება და ყვირილი. ხოლო მუქარას, არასდროს ჰქონია ადგილი, არასდროს დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით, ანდა ჯანმრთელობის დაზიანებით. დ-------- გ--–------ის განმარტებით, ვინაიდან დაზარალებულის ნახვას ვერ ახერხებდა, იფიქრა, რომ ღამით სახლში დახვდებოდა და 2018 წლის 19 აპრილს ღამის საათებში მივიდა დაზარალებულის სახლში. ამასთან თ----- ა---–-–---–ის ნახვაც სურდა, რადგან ის საქმის კურსში იყო და ვალზე შეთანხმებისას უთხრა, რომ თუ ნ--–- ვერ გაისტუმრებდა ვალს, გაისტუმრებდნენ ქონებით, კერძოდ ბინით. მისვლისას თ----- ა---–-–---–მა უთხრა, რომ ნ--–- არ იყო სახლში, აღნიშნულმა გააღიზიანა და დაიწყო ყვირილი და გინება, სწორედ იმ დროს მივიდა საპატრულო პოლიცია. თ----- ა---–-–---–მა თანამშრომლებს უთხრა, რომ არაფერი ხდებოდა და ისინიც წავიდნენ. იმ ღამეს არ უნახავს ნ--–-. თ----- ა---–-–---–ისათვის ბოდიშის მოხდის შემდეგ კი თავადაც წავიდა დაზარალებულის სახლიდან. მეორე დღეს მივიდა სასტუმრო - ,,ტ----------–-----–-“ და ფოიეში სიგარეტს ეწეოდა. ამ დროს მასთან მივიდნენ ,,ა-–----ს“ თანამშრომელები და უხეშად უთხრეს გასულიყო გარეთ, რაზეც უპასუხა რომ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდა, თუ ამას სასტუმროს მფლობელი ეტყოდა. ამის გამო დაცვის თანამშრომლებმა ცემეს და ,,გაიტანეს“. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაუმეორა იგივე. სასტუმროს თანამშრომლებს უხეშად ელაპარაკა, თუმცა არ უგინებია. ეუბნებოდა, რომ არ დაემორჩილებოდა. სიგარეტს ეწეოდა და ზოგადად გამომწვევად შეგნებულად იქცეოდა, რათა ნ--–- ან მისი ძმა მისულიყვნენ და გასაუბრებოდნენ. აღნიშნული გაგრძელდა დაახლოებით 30-60 წუთი, მომხდარის გამო კი სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. 20 აპრილს ნ--–- ა---–-–---–თან სატელეფონო საუბარი არ ახსოვს, თუმცა ადასტურებს სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტს, რაც გამოიწვია დაზარალებულის ტყუილებმა. აღნიშნულის შემდეგ შემთხვევით ქუჩაში ნ--–- შეხვდა, მის კითხვაზე თუ სად იყო მისი ფული, უპასუხა, რომ მისი ადვოკატი დაუკავშირდებოდა, რის შემდეგაც დ-------- გ--–------მა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დ-------- გ--–------ის განმარტებით ნ--–- ა---–-–---–ს ვალი ამ დრომდე არ დაუბრუნებია და პროცენტებს თავად იხდის. სხვა პირებისგან გაიგო, რომ ნ--–-ს უამრავი პირის ვალი ჰქონდა და ევროპაში წავიდა. ამასთან მისი მხრიდან მუქარას არც მაშინ და არც სხვა დროს ადგილი არ ქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ნ--–- ა---–-–---–ის, 2018 წლის 20 აპრილის, გამოკითხვის ოქმი. ოქმის შინაარსის თანახმად ის ცხოვრობს დედასთან - თ----- ა---–-–---–თან ერთად. 2016 წლის მაისში დააფუძნა ტურისტული კომპანია ,,ლ--------------–-“ და აიყვანა რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის დ-------- გ--–------ი, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. დაახლოებით 1 წლის შემდეგ კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები და დაჭირდა თანხა, რაც ცნობილი გახდა დ-------- გ--–------ისთვის. მან თავისივე ინიციატივით უთხრა, რომ იშოვიდა და სესხად მისცემდა 15 000 აშშ დოლარს, რაზედაც დათანხმდა. შესაბამისად, 2017 წლის 11 მაისს, ნოტარიულად გააფორმეს ვალის აღიარების ხელშეკრულება და ხელზე აიღო 15 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით - ვალი უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 15 აპრილის ჩათვლით და ამასთან სესხს პროცენტი არ ერიცხებოდა, თუმცა ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ პროცენტის სახით ყოველთვიურად გადაუხდიდა 320 აშშ დოლარს. აღნიშნულის შემდეგ ყოველი თვის 15 რიცხვში ხელზე აძლევდა დათქმულ თანხას. 2018 წლის ინავარში, ფინანსური პრობლემის გამო, 15 რიცხვში ვერ შეძლო გადახდა, რის გამოც ჰოლანდიიდან ტელეფონით დაუკავშირდა დ-------- გ--–------ი და კითხა, თუ რატომ არ გადაუხადა თანხა, ამასთან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნ--–- ა---–-–---–მა რამდენიმე დღეში დ--------ს ახლობელს თანხა გადასცა. თებერვალშიც რამდენიმე დღის დაგვიანებით გადასცა პროცენტი დ--------ს ახლობელს. მარტის თვიდან მოყოლებული საერთოდ ვერ შეძლო ფულის გადახდა, რის გამოც დ-------- გ--–------ი ითხოვდა ფულს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიდიოდა მასთან სახლში და სამსახურში, რომელიც მდებარეობს სასტუმრო ,,ტ----------–-----–-“. მის თხოვნაზე მიეცა დრო ბრაზდებოდა და ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ბოლოს ნ--–- ა---–-–---–მა მასთან ოფისში მისულ დ-------- გ--–------ს თხოვა სესხის გადასახდელად მიეცა კიდევ 1 წელი, რა დროსაც თანაბრად გადაუხდიდა ძირითადი სესხის თანხას, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. შეთანხმდნენ, რომ ახალ პირობებს გააფორმებდნენ ნოტარიულად, თუმცა მეორე დღეს - 19 აპრილს, დაახლოებით 0130 საათზე ნ--–- ა---–-–---–ი გააღვიძა დ-------- გ--–------ის ყვირილმა, რომელიც ისმოდა მათი ბინის სამზარეულოდან. გ--–------ი თ----- ა---–-–---–ს ეუბნებოდა, რომ გადაუხდელობის გამო მოკლავდა ნ--–- ა---–-–---–ს. მანვე თქვა, რომ საქმე მხოლოდ ფულის დაბრუნებას აღარ ეხებოდა და დაბრუნების შემთხვევაშიც მოკლავდა, რადგან ასეთ დღეში ჩააგდო. ამის გაგონებაზე შეეშინდა, რომ მართლა მოკლავდა ან რამეს დაუშავებდა, ამიტომ არ გასულა დ-------- გ--–------ის სანახავად, დარეკა სსიპ ,,112-ში“ და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. თ----- ა---–-–---–მა არ იცოდა აღნიშნულის შესახებ, ამიტომ სამართალდამცავებს მისვლისას განუცხადა, რომ მათი ოჯახიდან არ გამოუძახიათ, შესაბამისად პოლიციელები წავიდნენ. მათი წასვლის შემდეგ წავიდა დ-------- გ--–------იც. გარკვევის მიზნით მას დაურეკეს საპატრულო პოლიციიდან, თუმცა რადგან დ-------- უკვე წასული იყო, განუცხადა, რომ აღარ საჭიროებდა დახმარებას და გააუქმა გამოძახება. 20 აპრილს, დილის საათებში, თ----- ა---–-–---–მა, რომელსაც თავის მხრივ ინფორმაცია მიაწოდა კომპანიის მძღოლმა გ------- მ--------–---–მა უთხრა, რომ 19 მარტს დ-------- გ--–------ი ღამის საათებში იმყოფებოდა მის სამუშაო ადგილას - სასტუმროში, ეძებდა მას და იქცეოდა არაადეკვატურად. გარდა ამისა, 20 აპრილს, შუადღის საათებში, გ------- მ--------–---–თან ერთად ყოფნისას დ-------- გ--–------მა დაურეკა უცხო ნომრით, აგინა და დაემუქრა მოკვლით. ნერვიულობა შეამჩნია გ------- მ--------–---–მა, ამ უკანასკნელს კითხვაზე უპასუხა, რომ დ-------- დაემუქრა მოკვლით. 2130 საათზე სატელეფონო საუბრისას გ------- მ--------–---–მა უთხრა, რომ სასტუმროში მისული იყო დ-------- და ეძებდა, ასევე იქცეოდა გამომწვევად და ცდილობდა კონფლიქტის პროვოცირებას სასტუმროს თანამშრომლების მიმართ. აღნიშნულმა ნ--–- ა---–-–---–ში გამოიწვია შიშის გრძნობა და ფიქრობდა, რომ თუ სამსახურში ვერ ნახავდა, სახლში მიაკითხავდა, ან მოკლავდა, ანდა დაუზიანებდა ჯანმრთელობას. შესაბამისად მიმართა საპატრულო პოლიციას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
როგორც დანაშაულის საკანონმდებლო განმარტება მიგვითითებს, ქმედების განხორციელების ფორმა, კონკრეტულად კი იმ სიკეთის რაობა, რომლის ხელყოფაც დაზარალებულში მნიშვნელოვნად არასასიამოვნო განცდას იწვევს, ალტენატიულია. ასეთი შეიძლება იყოს სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება. თუ ბრალდება დაადასტურებს, რომ მუქარა ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთ-ერთის მიმართ იყო ჩადენილი, განსახილველი დანაშაული სახეზეა. რაც შეეხება განხორციელებული ქმედების აღქმას, ამ შემთხვევაში საკითხი სხვაგვარად დგას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან ჩამოთვლილ სიკეთეთაგან ერთ-ერთის დაზიანებით, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ ნიშნის - როგორც ფაქტობრივი გარემოების არსებობას ალტერნატივა არ აქვს. მისი არსებობა, ისევე როგორც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებების, უნდა დასტურდებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წარედგინა მხოლოდ ზემოთ დასახელებული სამი მტკიცებულება - მოწმეების თ-----ა ა---–-–---–ის და გ------- მ--------–---–ის ჩვენებები, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, დაზარალებულ ნ--–- ა---–-–---–ის გამოკითხვის ოქმი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა რაოდენობრივი სიმცირე, ცალკე აღებული, არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის N253აპ-15 განაჩენის მიხედვით, საქმეზე სადაც ერთადერთი თვითმხილველი იყო დაზარალებული, საკასაციო პალატამ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი და აღნიშნა შემდეგი: „განსახილველი დანაშაული თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ“.
განსახილველი საქმეც ამავე სპეციფიკით ხასიათდება და ამ შემთხვევაშიც უნიშვნელოვანესი როლი ენიჭება დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობას, მის შესაბამისობას სხვა მტკიცებულებებთან. ამ კონტექსტში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ შეფასა რა თითოეული წარმოდგენილი მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს დ-------- გ--–------ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
დ-------- გ--–------ი თავის ჩვენებებში განმარტავს, რომ დაზარალებულ ნ--–- ა---–-–---–ს ჰქონდა მისი ვალი, საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელსაც ვერ იხდიდა. ამასვე ადასტურებს მოწმე თ-----ა ა---–-–---–ი. ეს ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდია არც ბრალდების მხარეს, რის გამოც ვალის არსებობის და მისი გადაუხდელობის ფაქტი დადგენილია. ამ ფონზე გამართლებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტის არსებობა სრულიად ლოგიკურია და ამას არც გამართლებული არ უარყოფს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს ამოცანაა გონივრულ ეჭვს მიღმა გაარკვიოს გადაიზარდა თუ არა კონფლიქტი, ბრალდების დადგენილებაში მითითებულ შემთხვევებში, კერძოდ: 2018 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე, ასევე 2018 წლის 20 აპრილს, შუადღის საათებში რელურ მუქარაში, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მისი განხორციელების რეალურობის განცდა.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა კიდევ ერთხელ უთითებს დანაშაულის სპეციფიკაზე და განმარტავს, რომ ამ საკითხის გარკვევა შესაძლებელია პირველ რიგში უშუალოდ დაზარალებულის მხრიდან მიღებული ინფორმაციით. ის ერთადერთია, ვისაც უტყუარად შეეძლო დაედასტურებინა განხორციელებული მუქარის რეალურად აღქმისა და მასში საფუძვლიანი შიშის გამოწვევის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით. ამ ფონზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა ის გარემოება, რომ მართალია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული ჩვენება წარმოადგენს გამოქვეყნებულ ჩვენებას და მისი შემოწმება ვერ განხორციელდა სასამართლო პროცესზე.
შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე - ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ, სადაც ევოსასამართლომ თავის მხრივ მითითებული აქვს მის ადრინდელ გადაწყვეტილებაზე (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.3.d მუხლი მოიცავს პრინციპს იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იყოს მისი თანდასწრებით, საჯარო განხილვაზე, შეჯიბრებითი პაექრობის უზრუნველსაყოფად (პუნქტი 103).
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ მითითებას და დამატებით განმარტავს შემდეგს:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის d ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს უფლება თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები. ამ ზოგადი მოთხოვნიდან გამონაკლისი არსებობს, თუმცა ეს გამონაკლისებიც მკაცრად რეგლამენტირებულია. დასახელებულ საქმეში ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (პუნქტი 107) ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) შემუშავებული პრინციპების თანახმად აუცილებელია სამ ეტაპად იქნას შესწავლილი იმ საქმისწარმოების კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლთან შესაბამისობის შესწავლა, რომელშიც მოწმის ჩვენებები, რომლებიც არ ესწრებოდნენ და ვერ დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე, დაშვებულ იქნა მტკიცებულებად (ibid., § 152). სასამართლომ უნდა შეისწავლოს:
(i) არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი (ibid., §§ 119-25);
(ii) დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი (ibid., §§ 119 და 126-47); და
(iii) სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა, ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო (ibid., § 147).
გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - მირილაშვილი რუსეთის წინაღმდეგ (საჩივარი № 6293/04) გადაწყვეტილება (პირველი სექცია) სტრასბურგი. 11 დეკემბერი, 2008 წ. პუნქტი 217) აღნიშნა შემდეგი: „ეროვნულმა სასამართლოებმა გარკვეული პირობების არსებობისას, უნდა გაითვალისწინონ, მოწმეთა ის ჩვენებები, რომლებიც მიცემულ იქნა საგამოძიებო ორგანოებისთვის. პირველ რიგში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, იყო თუ არა უზრუნველყოფილი ხელისუფლების მიერ მოწმის პირადად გამოცხადება. ამასთან, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ განმცხადებელმა რაიმე ფორმით არ განაცხადა უარი ჯვარედინ დაკითხვაზე. თუკი, სასამართლო დაადგენს, რომ მოწმე საპატიო მიზეზების გამო იყო მიუწვდომელი და ვერ მოხერხდა მისი დაკითხვა, სასამართლომ უნდა განიხილოს სხვა ფაქტორებიც. კერძოდ, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, იყო თუ არა სასამართლოში გაჟღერებული მოწმის ჩვენებები დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით (თუნდაც ყურმოკრული ინფორმაციით). სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად ეროვნული სასამართლოების მიერ გამოყენებული პროცედურები და შეისწავლოს მოწმეთა ჩვენებები“.
ამრიგად, მოწმის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების გამოქვეყნება თავისთავად არ იწვევს ამ ჩვენების შინაარსის გაზიარებაზე უარის თქმას. თუმცა ასეთი მტკიცებულებები სასამართლომ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის დროს და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენოს. უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს ბრალდებულის ბრალეულობის ერთადერთ ან ძირითად მტკიცებულებას.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნა, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს სასამართლოში გამოქვეყნებულ დაზარალებულის ჩვენებას.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებაში, რომლის თანახმადაც დაზარალებულის დედის - თ-----ა ა---–-–---–ის ჩვენება გარკვეულ წინააღმდეგობებშია სასამართლოში გამოქვეყნებულ დაზარალებულის ჩვენებასთან და ვერ ადასტურებს მას. მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლო სწორად აფასებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული და მისი ახლობელი, ამ შემთხვევაში დედა, ნამდვილად განიცდიან მუქარის განმახორციელებელი პირის მიმართ შიშს, რეაგირების გარეშე არ გაუშვებენ გამოძახებულ პოლიციელებს.
ამავე ეპიზოდთან მიმართებაში პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსახილველი ქმედება მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას. ობიექტურად ეს განზრახვა უნდა გამოიხატოს დამნაშავის მიერ განხორციელებული მუქარის დაზარალებულისათვის შეტყობინებით. დაზარალებულის და მისი დედის ჩვენებების თანახმად, 2018 წლის 19 აპრილის ეპიზოდში, როდესაც გამართლებული მათ ბინაში მივიდა, მან არ იცოდა, რომ დაზარალებული სახლში იმყოფებოდა. ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების ფონზე თ-----ა ა---–-–---–ი ჩვენებაში არ აფიქსირებს, რომ გამართლებული ითხოვდა მისი მხრიდან გამოხატული მუქარისა და აგრესიის შესახებ გადაეცა დაზარალებულათვის. პალატა შენიშნავს, რომ სასამართლო საქმეს იხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. დ-------- გ--–------ს კი ბრალი ედებოდა არა თ-----ა ა---–-–---–ის, არამედ ნ--–- ა---–-–---–ის მიმართ მუქარის ჩადენისათვის. თ-----ა ა---–-–---–ი ჩვენებაში ამბობს, რომ გამართლებული იმუქრებოდა მისი თანსაწრებით მისი და მისი შვილის მიმართ, მაგრამ არსად არ უთითებს, რომ ითხოვდა ამ მუქარის შესახებ ეცნობებინა ნ--–- ა---–-–---–ისათვის. ამრიგად, ერთის მხრივ სავსებით გონივრულია ეჭვი, რომ გამართლებულმა არ იცოდა, რომ მასსა და თ-----ა ა---–-–---–ს შორის მიმდინარე დაძაბულ საუბარს ისმენდა დაზარალებული. მეორეს მხრივ, გ--–-----ნს თ-----ა ა---–-–---–ისათვის არ მოუთხოვია მისი მუქარა გადაეცა ნ--–-სათვის. ამ საუბარზე რეაგირება მოახდინა ნ--–- ა---–-–---–მა თავისი ინიციატივით (გამოიძახა საპატრულო პოლიცია) და არა თ-----ა ა---–-–---–მა. შესაბამისად ამ კუთხითაც საეჭვოა გ--–------ის მხრიდან დანაშაულის ჩადენა, რამდენადაც გაურკვეველია რა ფორმით, რა მოქმედებით სურდა მას თავისი მუქარა შეეტყობინებინა დაზარალებულსთვის.
რაც შეეხება 2018 წლის 20 მაისს განვითარებულ მოვლენებზე თ----- ა---–-–---–ის ჩვენებას, რომლის თანახმადაც მითითებულ დღეს დ-------- გ--–------ის სატელეფონო მუქარის გამო ნ--–- სახლში აღელვებული და აკანკალებული დაბრუნდა, პალატა მიუთითებს, რომ მითითებულ ნაწილში თ----- ა---–-–---–ი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმე, იგი უშუალოდ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა და ბუნებრივია, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უტყუარი ინფორმაცია არ აქვს, ამ ნაწილში მისი ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და არ დასტურდება სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით.
დ-------- გ--–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი ვერ დასტურდება ასევე მოწმე გ------- მ--------–---–ის ჩვენებითაც, რომლის თანახმად, მასთან ერთად მგზავრობისას ნ--–- ა---–-–---–ს დაურეკეს, ,,ტელეფონში კაცის ხმა - გინება და მუქრა ისმოდა, ასევე სიტყვები - ,,ფული დამიბრუნე, თორე მოგკლავ“. მომხდარის გამო ატირებულმა ნ--–- ა---–-–---–მა კი მის კითხვაზე უპასუხა, რომ მოსაუბრის - სახელად დ--------ს ვალი ქონდა, რის გამოც ის აგინებდა და მოკვლით და ცემით ემუქრებოდა. პალატა მიუთითებს, რომ ჩვენების ამ ნაწილით მართალია დასტურდება დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი, თუმცა მოწმის განმარტებითვე მას მხოლოდ იმის დადასტურება შეუძლია, რომ ტელეფონზე მოსაუბრე იყო მამაკაცი, თუმცა მითითებული მამაკაცი იყო თუ არა დ-------- გ--–------ი, მისთვის უცნობია. ამასთან გარდა აღნიშნული სატელეფონო საუბრისა, უშუალოდ მუქარის ფაქტს თავად არ შესწრებია. შესაბამისად, გ------- მ--------–---–ის ჩვენება ვერ იქნება გამოყენებული, როგორც დ-------- გ--–------ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება.
მხედველობაშია მისაღები, რომ თავად გამართლებულმა დ-------- გ--–------მა დაადასტურა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაზარალებულის მიმართ. მანვე აჩვენა, რომ მასსა და დაზარალებულს შორის უთახმოების მიზეზი გახდა ნ--–- ა---–-–---–ის მიერ მისგან სესხად აღებული თანხა, 15 000 აშშ დოლარი, რომელიც დაზარალებულმა ვერ დაუბრუნა, ხოლო მისი მხრიდან მუქარის ფაქტის არსებობა საერთოდ უარყო.
მოწმეების თ----- ა---–-–---–ის და გ------- მ--------–---–ის ჩვენებების თაობაზე პალატა აღნიშნავს, რომ ეს ჩვენებები, განსაკუთრებით კი იმნაწილში, იყო თუ არა დაზარალებულის მხრიდან მუქარა რეალურად აღქმული, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართვლოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1548 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ ასეთი ჩვენებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაუშვებელია.
ამრიგად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, შესაბამისი სტანდარტით ვერ ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული დაზარალებულის ჩვენების უტყუარობას. შესაბამისად სახეზე არაა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის იმ დაბრკოლებების კომპენსირებას, რომელიც მას შეექმნა დაზარალებულის უშუალოდ არ დაკითხვის გამო. ამავე დროს, დაუსწრებელი მოწმის, ამ შემთხვევაში დაზარალებულ ნ--–- ა---–-–---–ის ჩვენება, გამოყენების შემთხვევაში ფაქტიურად მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი იქნებოდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჩვენების შინაარსის გაზიარება ეჭვქვეშ დააყენებს მთლიანობაში სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას.
შესაბამისად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ დ-------- გ--–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა, ერთობლიობით. სააპელაციო საჩივარში ერთ-ერთ არგუმენტად მითითებულია, თითქოს საქმეში არსებული მტკიცებულებების გარდა, ბრალდების მხარე ვერ შეძლებდა სხვა მტკიცებულებების მოპოვებას. ამასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ: პირველი, რა მტკიცებულებას მოიპოვებს მხარე და რას წარადგენს სასამართლოში, ეს მისი გადასაწყვეტია. ამ საკითხის გადაწყვეტისას, რა თქმა უნდა, მხარისათვის უკეთესია სწორად შეაფასოს მოპოვებული მტკიცებულებების რაობა საქმესთან მათი შემხებლობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მეორე - ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს ობიექტურად არ შეეძლო კიდევ სხვა მტკიცებულების მოპოვება, გავლენაც ვერ მოახდეენს მოპოვებული მტკიცებულების შეფასებაზე და მით უმეტეს ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმეში არსებული ვერცერთი მოწმე უტყუარად ვერ ადასტურებს დ-------- გ--–------ის მხრიდან მუქარის განხორცილების, მით უფრო დაზარალებულის მიერ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტს და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა დაკითხული, რამაც გამორიცხა დაცვის მხარის შესაძლებლობა, გამოეკვლია მისი ჩვენება და დაესვა მისთვის შეკითხვები, სასამართლო ერთმნიშვნელოვნად ვერ გაიზიარებს მისი გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას, ხოლო წარმოუდგენელია სხვა მტკიცებულებით იმის დადასტურება, თუ რა განიცადა დაზარალებულმა, რამდენად იყო მუქარის ფაქტი მისი აღქმით საფრთხისშემცველი.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ დ-------- გ--–------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი გონივრული ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა დ-------- გ--–------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ დ-------- გ--–------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის 2019 წლის 7 მაისის განაჩენი გამართლებულ დ-------- გ--–------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ძ---–-------–---------------–--------------------- პროკურორის თ----- პ------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენი.
დ-------- გ--–------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ-------- გ--–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და და გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;
გამართლებულ დ-------- გ--–------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი