განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010100115794486
№1/ბ-583-2017წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები მარინა სირაძე
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - მ-----– ქ------–--ის
ადვოკატის - ნ-------- გ-----–--ის მონაწილეობით
გამართლებულის - ვ------–-- კ---–------–-ი მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ------–-- ა-–----------ს ძე კ---–------–-ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 2 მაისს, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საქართველოში მუდმივი საცხოვრებლის არ მქონე.
აღწერილობით ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ვ------–-- კ---–------–-ის ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა მითვისება, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს საზღვაო სანაოსნომ „ონშორული“ და „ოფშორული“ ფლოტის გემებისათვის, ტექნიკური და კომერციული მენეჯმენტის განხორციელების უზრუნველსაყოფად, ინგლისურ კომპანია „პი-ბი-ეს“-თან ერთად, 1990 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის „მორფლოტის“ საბჭოს გადაწყვეტილებით, ლონდონში დააფუძნა ერთობლივი კომპანია „ა---–--------------–-----ი“, რომლის საქმიანობის შედეგად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს თავდაპირვალად უნდა მიეღო მოგების 30 %, ხოლო 1993 წლის 25 იანვრიდან - 50 %. 1991 წლის 20 მარტიდან „სოვფრახტის“ და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ხელმძღვანელობის მიერ ახლადშექმნილ „ა---–--------------–-----ში“ კოპმანიის დირექტორად დაინიშნა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კომერციული სამსახურის უფროსის მოადგილე ვ------–-- კ---–------–-ი, რომელიც ზემოთხსენებულ პერიოდში ინგლისის მოქალაქე პ-------------------თან ერთად, დირექტორის სტატუსით ხელმძღვანელობდა ერთობლივი საწარმოს საქმიანობას.
ვ------–-- კ---–------–-იმ, პ-------------------თან ერთად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. ამ მიზნით ოფშორულ ზონაში, კუნძულ სენტ-ვინსენტ და გრენადინებზე რეგისტრაციაში გაატარა კომპანია „ე-------------------ი“ (საწესდებო კაპიტალი 10.000 აშშ დოლარი), რომელსაც თითქოსდა უნდა ეწარმოებინა საფოსტო გადაზიდვები, მათ შრის გაზეთ „მოსკოვსკიე ნოვისტი“-ს საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელება. მითითებული კომპანიის აქციების 25-25 %-ის მფლობელები გახდნენ თვითონ ვ------–-- კ---–------–-ი და ფიზიკური პირები, პ-------------------ი, ბ------ ვ---–----ე (საქართველოს საზღვაო სანაოსნოს იმჟამინდელი უფროსი) და ს------ ს---------ე (საქართველოს საზღვაო სანაოსნოს იმჟამინდელი უფროსის მოადგილე). 1993 წლის 18 ივნისს, ვ------–-- კ---–------–-იმ და პ-------------------მა, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების მიზნით, სანაოსნოს ინტერესების სრული იგნორირებით შექმნეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ნებისმიერი სახის მომსახურებისათვის მიღებული თანხის 0.5 პროცენტი „ა---–--------------–-----იდან“ უნდა გადარიცხულიყო „ევრო - აზია სერვისში“, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემების მომსახურებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნდა.
1993 წლის 5 აგვისტოდან - 1995 წლის 28 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ვ------–-- კ---–------–-იმ, პ-------------------თან წინასწარი შეთანხმებით, შვეიცარიის ქ. ბაზელის ბანკ „კრედიტ სუისე“-ში კომპანია „ე-------------------ის“ N0------------ ანგარიშზე, 0.5 %-ის სახით უკანონოდ გადარიცხა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები, მათი შემდგომი მისაკუთრების მიზნით. კერძოდ, ქ. ლონდონის ,,ჰამროს ბანკიდან“ ,,ა---–--------------–-----ის“ სავალუტო
ანგარიშიდან, ვ------–-- კ---–------–-ის და პ-------------------ის მიერ გადაირიცხა:
1993 წლის 5 აგვისტოს 16.427,0 აშშ დოლარი; 1993 წლის 9 აგვისტოს 19.325,0 აშშ დოლარი; 1993 წლის 12 აგვისტოს 18.328,0 აშშ დოლარი; 1993 წლის 27 აგვისტოს 20.992,0 აშშ დოლარი; 1993 წლის 7 სექტემბერს 13.392,0 აშშ დოლარი; 1993 წლის 21 სექტემბერს 17.338,72 აშშ დოლარი; 1993 წლის 19 ოქტომბერს 9.306,90 აშშ დოლარი; 1993 წლის 10 ნოემბერს 17.438,56 აშშ დოლარი; 1993 წლის 24 ნოემბერს 16.257,13 აშშ დოლარი; 1993 წლის 23 დეკემბერს 33.552,61 აშშ დოლარი; 1994 წლის 7 იანვარს 14.172,84 აშშ დოლარი; 1994 წლის 25 იანვარს 10.814,12 აშშ დოლარი; 1994 წლის 10 თებერვალს 12.588,62 აშშ დოლარი; 1994 წლის 2 მარტს 14.831,79 აშშ დოლარი; 1994 წლის 11 მარტს 13.878,57 აშშ დოლარი; 1994 წლის 29 აპრილს 10.082,72 აშშ დოლარი; 1994 წლის 26 მაისს 24.150,37 აშშ დოლარი; 1994 წლის 20 ივნისს 15.539,6 აშშ დოლარი; 1994 წლის 7 ივლისს 20.905,35 აშშ დოლარი; 1994 წლის 26 ივლისს 10.675,94 აშშ დოლარი; 1994 წლის 16 აგვისტოს 5.911,93 აშშ დოლარი; 1994 წლის 20 სექტემბერს 27.206,45 აშშ დოლარი; 1994 წლის 17 ოქტომბერს 70.954,22 აშშ დოლარი; 1994 წლის 1 დეკემბერს 27.062,86 აშშ დოლარი; 1994 წლის 14 დეკემბერს 11.668,06 აშშ დოლარი; 1995 წლის 6 თებერვალს 20.654,75 აშშ დოლარი; 1995 წლის 24 მარტს 30.795,92 აშშ დოლარი; 1995 წლის 5 მაისს 11.134,18 აშშ დოლარი; 1995 წლის 26 მაისს 24.150,37 აშშ დოლარი; 1995 წლის 28 ივლისს 28.342,1 აშშ დოლარი; საბოლოოდ, ზემოაღნიშნული სქემით, ვ------–-- კ---–------–-იმ, პ-------------------თან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საქართველოს საზღვა სანაოსნოს კუთვნილი 602.986,21 აშშ დოლარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბრის ვ------–-- კ---–------–-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”დ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსმა პროკურორმა მ-----– ქ------–--ემ, რომელიც ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და ვ------–-- კ---–------–-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ”დ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - პროკურორ მ-----– ქ------–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მოწინააღმდეგე მხარეს - გამართლებულ ვ------–-- კ---–------–-ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ-------- გ-----–--ეს, რომელმაც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ვ------–-- კ---–------–-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ------–-- კ---–------–-ის მიმართ წარმოდგენილი არ არის არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მისი სანდოობისა და შესახებობის თვალსაზრისით საკმარისი იქნებოდა დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:
1999 წლის 13 ივლისის დადგენილების თანახმად, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საქმიანობაში გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961, 186-ე და 187-ე მუხლებით (1961 წლის რედაქცია).
საქართველოს კონტროლის პალატის 2000 წლის 9 მარტის აქტის თანახმად, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სავალუტო ანგარიშები გახსნილი ჰქონდა ქ. ლონდონის ბანკებში, რომლებზეც საბანკო ოპერაციები ხორციელდებოდა საქართველო - ინგლისის ერთობლივი საწარმო "ა---–--------------–-----ი"-ს მეშვეობით.
საქართველოს საზღვაო სანაოსნოს 1992 წლის 15 აპრილის განკარგულებით, რომელიც ხელმოწერილია ბ------ ვ---–----ისა და ს---–---- ს---------ის მიერ ,,ა---–-------------–-----ი”-ს დირექტორებს დაევალათ მოეხდინათ ოფშორული კომპანია "ე------------------ი"-ს რეგისტრირება, რომელიც შეასრულებდა სააგენტო, სავაჭრო და წარმომადგნელობით ფუნქციებს. ამასთან აქციების 50% უნდა გაფორმებულიყო ბ------ ვ---–----ის და ს---–---- ს---------ის სახელზე და მათზე გაფორმებულიყო საკრედიტო ბარათები.
1993 წლის ნოემბერში ბ------ ვ---–----ის და ს---–---- ს---------ის სახელზე გაცემული იქნა N1 და N3 სერთიფიკატი, რაც ადასტურებს აქციის 25% გადაცემას თითოეულზე.
დასკვნის თანახმად, აქციების 50% მიიღო არა საქართველოს საზღვაო სანაოსნომ, არამედ ფიზიკურმა პირებმა - ბ------ ვ---–----ემ და ს---–---- ს---------ემ, რომლებიც იმავდროულად საზღვაო სანაოსნოს მმართველ რგოლს წარმოადგენდნენ.
1993 წლის 18 ივნისს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს და "ე-------------------ი"-ს სახელით "ა---–--------------–-----ი"-ს დირექტორ პ. ბ-----------ს და ვ. კ---–------–-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად სანაოსნო ვალდებულებას იღებდა სავალუტო ანგარიშიდან გადარიცხული თანხების გარკვეულ პროცენტს გადაუხდიდა "ე-------------------"-ს.
დასკვნის თანახმად, შეთანხმებაში დაფისირებულია ბუნდოვანი ჩანაწერი ,, .05.", რაც შეიძლება აღქმული იქნას ორგვარად 0.5% ან 0.05%. ამავე დასკვნით ეს გარიგება საზღვაო სანაოსნოსთვის მიუღებელი იყო.
დასკვნის თანახმად, 1993-1995 წლებში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სავალუტო ანგარიშიდან ხორციელდებოდა "ე-------------------ი"-ს ანგარიშზე თანხების გადარიცხვა, რომლის აქციათა 50% მფლობელები იყვნენ ამავე სანაოსნოს თანამდებობის პირები ბ------ ვ---–----ე და ს---–---- ს---------ე. შემდგომ კომპანიიდან სოლიდური თანხები მიემართებოდა სანაოსნოს ხელმძღვანელ ფიზიკურ პირთა და მათი ოჯახის წევრების სასარგებლოდ, რითაც სანაოსნომ იზარალა 603 000 აშშ დოლარი.
აქციების გადაცემის დოკუმენტის თანახმად, "ე-------------------ი"-ს 25% - 25% წილების მფლობელები გახდნენ ბ------ ვ---–----ე და ს---–---- ს---------ე.
1993 წლის 18 ივნისის შეთანხმებით საქართველოს საზღვაო სანაოსნომ აცნობა ,,ა---–--------------–-----"-ს, რომ თანახმა იყო სანაოსნო .05% გადაეხადა "ე------------------ი"-სათვის ყველა საერთაშორისო საბანკო საკითხის დამუშავებისას.
საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ვ------–-- კ---–------–-ის დირექტორად რეგისტრაციის და ყოფნის ფაქტს "ა---–-------------–-----"-ში ან ,,ე-------------------"-ში, რადგან მხოლოდ მიმართვებზე და სხვა დოკუმენტებზე "კ---–------–-ის" სახელით ხელმოწერა არ ადასტურებს, რომ აღნიშნული ვ------–-- კ---–------–-ის ეკუთვნის.
სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტ-ები, რომელთა თარგმანიც საქმეს არ ახლავს.
დაზარალებული კომპანიის შპს „საქართველოს საზღვაო სანაოსნოს“ დირექტორის ალეკო შარაძის სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად დადგენილია, რომ ვ------–-- კ---–------–-ის და ბ------------ს უკანონო ქმედებების შედეგად საზღვაო სანაოსნოს მიადგა 603 000 აშშ დოლარამდე ზიანი.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას შ----- ე-–----ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში. საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით და კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მივლინებული იქნა საქართველოს პროკურატურაში, სადაც წარუდგინეს გარკვეული დოკუმენტაცია და თხოვეს მათი შესწავლა და შესაბამისი აქტის შედგენა. შეისწავლა ა---–--------------–-----ის და ე-------------------ის კოპმანიის ურთიერთობები. იგი დარეგისტრირებული იყო ოფშორულ ზონაში, დიდი ბრიტანეთის სამეფოს ერთ-ერთ კუნძულზე. ოფიციალურად რაიმე დოკუმენტი, რომ ის ემსახურებოდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არ იყო წარდგენილი. წარდგენილი იქნა მხოლოდ შეთანხმება ა---–-------------სა და ამ კომპანიას შორის, რომელიც არ იყო საქართველოს სანაოსნოს სასარგებლოდ გამიზნული შეთანხმება. იყო ბუნდოვანი საკითხებიც, გადარიცხვები მიდიოდა 5 პროცენტის გაანგარიშებით. დოკუმენტაცია სრულყოფილად არ იყო წარდგენილი, ხოლო იმ დოკუმენტაციიდან, რომელიც წარდგენილი იყო ყველა გადარიცხვას არ ჰქონდა საფუძველი და არ ახლდა გადარიცხვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები. შეისწავლეს მხოლოდ ის მასალები, რაზეც იყო წარდგენილი პირველადი დოკუმენტები. თანხა, რომელიც მიიჩნიეს, რომ გარკვეული დანიშნულებით გადახდილია 600 000 დოლარი იყო. რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ჰქონდა რაღაც შეთანხმება ან ურთიერთობა ამ კომპანიასთან არ ყოფილა. სავარაუდოდ მიიჩნიეს, რომ ეს იყო არამართლზომიერი და შემდგომში ძიების საგანი. ე-------------------ის დირექტორი იყო ვ------–-- კ---–------–-ი. თანხების გადარიცხვა ძირითადად ვ.კ---–------–-ის ხელმოწერით ხდებოდა. ეს თანხები გახარჯული იყო ამ კომპანიიდან როგორც კერძო პირების სწავლის ქირაზე, უმეტეს შემთხვევაში ფიზიკური პირების სასარგებლოდ. სანაოსნოს საქმიანობასთან სწავლება კავშირში არ იყო.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ი---- ფ---–-----ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა კონტროლის პალატაში. მის მიერ შემოწმებული იქნა გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალები, რომელიც ეხებოდა სანაოსნოს გადარიცხვებს კომპანია ა---–--------------–-----ზე. გადარიცხვის შემდეგ ეს თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. ვ------–-- კ---–------–-ი იყო ა---–--------------–-----ის ხელმძღვანელი. კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა მთლიანი შემოსავლებიდან 5 %, რაზეც არსებობდა ბანკის ამონაწერი. მათ მიერ გაშიფრულ იქნა იმ საბუთების ნაწილი (1992-1998 წლებს მოიცავს) რაც წარდგენილი იყო. თანხის გადამრიცხავი და მიმღები ვ------–-- კ---–------–-ი იყო და მასთან ერთად ბ------------ც. ამ თანხებით ფინანსდებოდა სწავლება და გაურკვეველი მისამართით იხარჯებოდა თანხები. მისი შეფასებით ვ.კ---–------–-ის არ ჰქონდა უფლება გადაერიცხა ვიღაცის სწავლის საფასური ხელმძღვანელის გარეშე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ვ------–-- კ---–------–-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ვ.კ---–------–-ის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტი.
პალატას ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული დოკუმენტი რაც შეიძლება თეორიულად გამოყენებული ყოფილიყო ვ------–-- კოლოდიჟნის ბრალდების დასადასტურებლად საქართველოს კონტროლის პალატის 2000 წლის 9 მარტის აქტია, თუმცა აღნიშნული დასკვნის ანალიზით ირკვევა, რომ მისი ძირითადი ნაწილი ეხება საზღვაო სანაოსნოს იმ დროინდელი მაღალი თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებებს, ხოლო სადავო თანხის ნაწილში კი დასკვნის სახით განმარტებულია არა ვ------–-- კ---–------–-ის მიერ 603 000 აშშ დოლარის მითვისების შესახებ, არამედ სანაოსნოს ხელმძღვანელ ფიზიკურ პირთა და მათი ოჯახის წევრების სასარგებლოდ სოლიდური თანხები ხარჯვის შესახებ.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სასამართლოში დაკითხული არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება ვ------–-- კ---–------–-ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, მოწმე შ----- ე-–----ს ჩვენებით ირკვევა, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მივლინებულნი იყვნენ საქართველოს პროკურატურაში, სადაც შესასწავლად მხოლოდ გარკვეული სახის დოკუმენტაცია წარუდგინეს, რაც სრულყოფილი არ ყოფილა, ხოლო ხსენებული დოკუმენტაციიდან, რომელიც წარდგენილი იქნა, თანხის ყველა გადარიცხვას არ ჰქონდა საფუძველი და არ ახლდა გადარიცხვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები. მოწმე ი---- ფ---–-----ს ჩვენებით კი ირკვევა, რომ თანხის გადამრიცხავი და მიმღები ვ------–-- კ---–------–-ი იყო და მასთან ერთად ბ------------ც. ამ თანხებით ფინანსდებოდა სწავლება და გაურკვეველი მისამართით იხარჯებოდა თანხები. თუმცა, მისი შეფასებით ვ.კ---–------–-ის არ ჰქონდა უფლება რომელიმე ფიზიკური პირის სასარგებლოდ გადაერიცხა სწავლის საფასური ხელმძღვანელის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ მოწმეთა ჩვენებები არ არის დამაჯერებელი და უტყუარად ვერ ადასტურებენ ვ. კ---–------–-ის ბრალეულობას. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ვ------–-- კ---–------–-ის დირექტორად რეგისტრაციის ან ყოფნის ფაქტს ,,ა---–-------------–-----ი"-ში ან ,,ე------------------ი"-ში, მაშინ როდესაც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადინა და გამოკვლეული იქნა სათანადო დოკუმენტები ბ------ ვ---–----ის და ს---–---- ს---------ის ,,ე------------------ი"-ში 50% წილის მფლობელობაზე, რომლებიც იმ დროისათვის საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მართველ რგოლს წარმოადგენდნენ.
პალატას ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ საბრალდებო დასკვნით სასამართლოში ვ------–-- კ---–------–-ის მიმართ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის N2 ტომში არსებული საქმის ფურცლების ნაწილი უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტებია და მათი თარგმანი საქმეს არ ახლავს, რის გამოც სასამართლოს არ მიეცა საშუალება, როგორც მტკიცებულება შეფასება მიეცა მათთვის.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით საქმის სასამართლოში განხილვისას აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია, ამ მტკიცებულებათა წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის უტყუარი და დამაჯერებელი, ამასთან საქმეში არ მოიპოვება სხვა წონადი და შემავსებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაც ვ------–-- კ---–------–-ის ბრალეულობას დაადასტურებდა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. იმავე კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 496-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ ვ------–-- კ---–------–-იმ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო იგი უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,დ” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ვ------–-- კ---–------–-ის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების და პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე, 535-ე, 536-ე მუხლით, 546-ე, 547-ე, 550-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორის მ-----– ქ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბრის განაჩენი ვ------–-- კ---–------–-ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ვ------–-- კ---–------–-ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”დ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
შპს „საქართველოს საზღვაო სანაოსნო“-ს სამოქალაქო სარჩელი ვ------–-- კ---–------–-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
ვ------–-- კ---–------–-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განემარტოს ვ------–-- კ---–------–-ის, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე