განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-107-2018 წელი
№040100117002214459
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
19 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართ-ლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე-–------ ა------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ე-–----- ა------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №№-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ლ--------------–----–----------------–-------ში, მსჯავრდებულია ცაგე-რის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნა-წილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
aRwerilobiTi nawili:
ე-–----- ა------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ივლისის თვეში, ლენტეხის სატყეო უბნის ხელედის სატყეოში, ე-–----- ა-------ემ, უკანონოდ გაჩეხა 3 (სამი) ძირი წიფლის ჯიშის ხე, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზი-ანმა შეადგინა 1174,02 ლარი.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაა-საჩივრა პროკურორმა მ----- ტ--–--–-–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ე-–----- ა------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მო-ტივირებით, რომ ე-–----- ა------ის მიერ განხორციელებულია გარემოსა და ეკოლოგიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც ხასიათდება მაღალი საზოგადოებრივი საფრთხ-ით და პრევენციის მიზნით აუცილებელია აღნიშნულ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება. არაა ანაზღაურებული გარემოზე მიყენებული ზიანი 1174,2 ლარი.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებები და მოთხოვნები და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს ე-–----- ა------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ე-–----- ა------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ე-–----- ა------ის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და ე-–------ ა------ეს სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდე-ნობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებული-სათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იან-ვრის განაჩენი ე-–----- ა------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩი-ვარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ე-–----- ა------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ცაგერის რაიონული სასამარ-თლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ე-–----- ა------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯა-რიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ აე-–----- ა------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
უკანონოდ მოჭრილი 03 (სამი) ძირი წიფლის ჯიშის ხე, რომელიც განთავსებულია მის საცხოვრებელ სახლთან, ლ--------------–----–----------------–-------ში, მიექცეს სახელმ-წიფო საკუთრებაში.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili