განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
820100118002259682
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-136-2018 წელი

№820100118002259682

g a n a C e n i

/ saqarTvelos saxeliT

26 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართ-ლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ------- ზ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ------ ზ-------ე, დაბადებული 1------–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ--–----------------------------–---------–---–ში, მსჯავრდებულია ხელ-ვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

მ------ ზ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 28 ოქტომბერს, ხ--–----------------------------–------ს მე-4 სამცველოს 25-ე კვარ-ტალში მ------ ზ-------ემ უკანონოდ გაჩეხა 4 ძირი წიფლის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მი-ადგა 2831,28 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა დ----- ხ------–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მ------ ზ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მ------ ზ-------ის მიერ ჩადენილი განზრახი ქმედება უხეშად ხელ-ყოფს სახელმწიფოს საკუთრებას და მკაფიოდ მიუთითებს მის არა კანონმორჩილებასა და არასტაბილურობაზე. ასაევე გასათვალისწინებელია მისი დამოკიდებულება ზიანის ანაზ-ღაურებასთან დაკავშირებით. მ. ზ-------ის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებები და მოთხოვნები და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მ------ ზ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფი-კაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ ზ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ------ ზ-------ის მიმართ სას-ჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინა-ნიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მ------ ზ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაუ-ლის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრე-ბული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლი-ლების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი მ------ ზ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ------ ზ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ------ ზ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავი-სუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაც-დელი ვადით.

მ------ ზ-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაც-დელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებე-ლი ადგილის მიხედვით.

მ------ ზ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili