განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-142-2018 წელი
№080100117002198987
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
30 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსა-მართლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხი- ლე ლ-–- ნ-–-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ლ-–- ნ-–-----ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ქ-------–------------------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაი-სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამორთმეული აქვს საქმიანობის – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
ლ-–- ნ-–-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 01:45 საათზე, ხ---------–------------------–-------ში გამავალ თ-ს-ლ საავტომობილო გზის 170-ე კილომეტრზე, ლ-–- ნ-–-----ემ მის მართვის ქვეშ მყოფი „მერსედეს ბენცის“ მოდელის სახ. ნომრით H------ „მინივენით“ ზესტა-ფონის მიმართულებით მოძრაობისას, ერთ-ერთ მკვეთრ მოსახვევში განიზრახა და წა-მოიწყო სატვირთო ავტომობილზე გასწრების მანევრი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ სა-ქართველოს კანონის 34.3 (გ) მუხლისა და ამავე კანონის დანართის 1.1 მოთხოვნების დარღვევით. არ იყო დარწმუნებული, რომ შეძლებდა გასწრების ისე განხორციელებას, რომ არ შეუქმნიდა საფრთხეს ან დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. ასევე, არ იყო დარწმუნებული, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებდა გასვ-ლას, საკმარის მანძილზე იქნებოდა თავისუფალი და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლეოდა, ასეთ ვითარებაში გადავიდა საპიროსპირო მხარეს და შეეჯახა აღმოსავლეთის მიმართულე-ბით მისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილში მოძრავ ბ------ ხ-------ის მართვის ქვეშ მყო-ფი „BMW“-ს მოდელის სახ. ნომრით G-------- ავტომობილს. ავოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს ბ------ ხ-------ემ და მისმა მგზავრმა ლიანა პატარაიამ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ-–- ნ-–-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვო-კატმა მ------ ი-----–---მა, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ლ-–- ნ-–-----ის მიმართ შეფარდებული ჯარიმის შემსუბუქებას 1000 (ათასი) ლარამდე და მისთვის სატ-რანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის გაუქმებას. მოთხოვნას ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ ლ-–- ნ-–-----ე აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ფინანსური და მორალური დახმარება გაუწია დაზარალებულ პირებს. იზ-რუნა მათ ჯანმრთელობაზე. დაზარალებულებს ლ-–- ნ--------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და არ ითხოვენ მის მკაცრად დასჯას. ლ-–- ნ-–-----ის ძირითადი და ერთად-ერთი პროფესია მძღოლობაა და მიღებული შემოსავლით არჩენს ოჯახს, არასრულ-წლოვან შვილს და პენსიონერ დედას. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით ლ-–- ნ-–-----ე დარჩა სამუშაოს და შემოსავლის გარეშე. მას აღარ დარჩა შესაძლებლობა, რომ იმუშაოს მძღოლად და გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა ან არ-ჩინოს ოჯახი.
მსჯავრდებულს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამარ-თლოს მსჯავრდებულ ლ-–- ნ-–-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურე-ბენ ლ-–- ნ-–-----ის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-–- ნ-–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ-–- ნ-–-----ისათვის სას-ჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ლ-–- ნ-–-----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და ლ-–- ნ-–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სასჯელი – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოართვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გა-საჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასი-კეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი ლ-–- ნ-–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
d a a d g i n a :
ლ-–- ნ-–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ლ-–- ნ-–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ლ-–- ნ-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო – გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასაჩმართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili