განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
080100118002257983
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-153-2018 წელი

№080100118002257983

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

30 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსა-მართლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხი- ლე ვ-----–- მ------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ვ-----–- მ-------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალა-ქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები წ---–--------------------------–--------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თე-ბერვლის განაჩენით დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

ვ-----–- მ-------–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძ-რაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო სა-შუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზია-ნება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 19:10 საათზე, ქ-------–------------------ შენო-ბის წინ გამავალ საავტომობილო გზაზე, ვ-----–- მ-------–---–მა თავისი მართვის ქვეშ მყოფ „opel“-ის მოდელის სახ. ნომრით „K--------“ ავტომობილით ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კა-ნონის 33.1 და 33.2 მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: არასწორად ჰქონდა შერჩეული მოძ-რაობის სიჩქარე, რაც საჭიროების შემთხვევაში და ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკო-ლების წინ არ აძლევდა შესაძლებლობას მიეღო ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომ შეემცირებინა სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაეჩერებინა ავტომანქანა, რის გამოც მიუხედავად საჭის გვერდზე აღებისა და დამუხრუ-ჭებისა, მაინც შეეჯახა საავტომობილო გზის მარცხნიდან მარჯვნივ ჩვეულებრივი ნაბიჯე-ბით გადამკვეთ ქვეით ზ--- ა----–--ეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი---- ფ------–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ვ-----–- მ-------–---–ის მიმართ კანონიერი სასჯელის შეფარდებას. მოთხოვნას ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ჩადენიდან გასულია 5 თვეზე მეტი დრო, ვ. მ-------–---–ს არანაირი ზომები არ მიუღია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მაშინ, როცა დაზარა-ლებული დღესაც განაგრძობს მკურნალობას და საჭიროებს მზრუნველობას.

მსჯავრდებულს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამარ-თლოს მსჯავრდებულ ვ-----–- მ-------–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ-----–- მ-------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საა-პელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ-----–- მ-------–----–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში ნასამართლობის არმქონეა. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვ-რული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორ-ციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ვ-----–- მ-------–---–ს შე-უფარდა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და 06 (ექვსი) თვით ვადით ჩამოართვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარ-დებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხა-რისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშ-ნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძ-ველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი ვ-----–- მ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

d a a d g i n a :

ვ-----–- მ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ვ-----–- მ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლე-ბა.

ვ-----–- მ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო – გაუქმე-ბულია.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასაჩმართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili