განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
080100118002274333
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-168-2018 წელი

№080100118002274333

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

13 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ-------- ხ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ნ-------- ხ-------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ბ--------–---–--------–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ბ--------–--------------–--------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩე-ნით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და შეფარდე-ბული აქვს თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირო-ბით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ნ-------- ხ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით (ორი ეპი-ზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 8 იანვარს, ნ-------- ხ-------ემ დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბაღდათში რუს-თაველის ქუჩის №35-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულოწლოვანი შვილების თანდასწრებით მის მეუღლეზე მ------ ბ-------ზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მ------ ბ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 11 იანვარს დაახლოებით 18:00 საათზე ბ----------------------------–------–---ში ნ-------- ხ-------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მის მეუღლეზე მ------ ბ-------ზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა კერძოდ: ცემა ხელებისა და ფე-ხების გამოყენებით სახის არეში, რის შედეგადაც მ------ ბ------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა დ----- ს--–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ნ-------- ხ-------ის მიმართ პირობითი მსჯავრის ნაცვლად უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ოჯახში ძალადობა არის გახშირებული და ხშირად ხდება სხვადასხვა შემზარავი ფაქტები ოჯახის წევრებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე შესაბამისად პრევენციის მიზნით აუცილებელია აღ-ნიშნულ ძალადობრივ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება და საზოგადოებისათვის სასარგე-ბლო შრომის შესრულება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ნ-------- ხ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-------- ხ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ-------- ხ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწინე-ბული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დად-გენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გა-მოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ნ-------- ხ-------ს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხ-ლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპე-ლაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუ-არესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი ნ-------- ხ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საა-პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ნ-------- ხ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ნ-------- ხ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თა-ვისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2018 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად, სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით, ნ-------- ხ-------ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვა-ლოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ნ-------- ხ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო (საპატიმრო უზრუნველყოფით) გაუქმებულია.

ნ-------- ხ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 11 იანვრიდან 2018 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრ-დებულ ნ-------- ხ-------ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარე-შე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუ-როს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili