განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
010100117002240762
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-223-2018 წელი

№010100117002240762

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

27 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ----- პ---–---ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ზ----- პ---–---ი, დაბადებული 1----–-–--------------ს, თ--------ის რესპუბლიკის მოქა-ლაქე, პირადი ნომერი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყო-ფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თ----------------------------–-----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თ---–--–----------------------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლრის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

ზ----- პ---–---ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სახელმწფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 30 ივნისს, დღის საათებში, თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქე ზ----- პ----–---მა, თურქეთის რესპუბლიკიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ტყის გავლით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველო-ში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ-----– ქ------–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ----- პ---–---ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ზ----- პ---–---ს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, მან პირადი მოტივით, გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანაონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მას შეე-ძლო კანონიერი გზით შემოსულიყო საქართველოში, მაგრამ პირადი მოტივით ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. ზ----- პ---–---ის მიმართ დანიშნული ჯარიმით ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი, ჯარიმის ნაწილში განაჩენი არც აღსრულდება, შესაბამისად მას არ ექნება პრევენციული ფუნქცია მსჯავრდებულის მიერ მართლწესრი-გის ყველა მოთხოვნათა დაცვაში.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ზ----- პ---–---ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ----- პ---–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ----- პ---–---ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნე-ბი, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყი-სები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შე-დეგი და ლ-–----------–---ს შეუფარდა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადე-ნილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებული-სათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თე-ბერვლის განაჩენი ზ----- პ---–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ზ----- პ---–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ზ----- პ---–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებ-ლოდ.

ზ----- პ---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარი, დაუბრუნდეს მის შემტანს ჰ---- ა–------ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ნივთმტკიცება – ზ----- პ---–---ის სახელზე გაცემული პასპორტი ნომრით U--------, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საგამოძიებო ორგანოში გამომძიებელ რ----- დ-------ესთან, დაუბრუნდეს ზ----- პ---–---ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელა-ციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili