განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-182-2018 წელი
№020100116001664517
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
4 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ლ--- ბ---–--ს,მსჯავრდებულის – გ------- ბ------–---ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა გ------- ბ------–---ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
გ------- ბ------–---, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ქ. ზ-------------------------------------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაუ-ლოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.
aRwerilobiTi nawili:
გ------- ბ------–---ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
გ------- ბ------–--- 2016 წლის ოქტომბრის თვეში ქ. ქ-------–------–---–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზ-ნით ფარულად დაეუფლა ყოფილი მეუღლის - ნ----- ჩ-----ს კუთვნილ 700 ლარის ღი-რებულების ოქროს ბეჭედს, 1000 ლარის ღირებულების ოქროს ჯვარს და ფულად თან-ხას 1000 ლარს.
2016 წლის 08 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე ქ. ზ--------–--------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მთვრალმა გ------- ბ------–---მ ურთიერთშე-ლაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში გაარტყა ხელი ყოფილ მეუღლეს ნ----- ჩ-----ს, უხეშად გაუკავა მაჯა, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის არეში, კეფაზე მოუჭირა ხელი, რის შედეგად ნ----- ჩ-----მ განიცადა ფიზიკური ტკივი-ლი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით გ------- ბ-------–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ-------- მ----–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- ბ------–---ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის შესაბამისი სასჯე-ლის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ------- ბ------–---ს-თვის ბრალად შერაცხული ქმედებები დასტურდება დაზარალებულ ნ----- ჩ-----ს, მოწ-მე ნ-----–- ბ-–---–---–ის, მ------ ლ-–---ს, ლ---- კ-----ს, ი-–-- ს-----ის, ჩვენებებით. გამომძიებლების დ---- ვ-----ს და შ--–-- ჭ-----ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ----- ჩ-----მ მათ განუცხადა, რომ გ------- ბ------–---სთან განქორწინებულია, ნოემბრის თვე-ში აღმოაჩნია, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან მოპარული იყო ოქროს ნივთები და ფულადი თანხა, დამლაგებელმა კი განუმარტა, რომ გ------- ბ------–---მ დაურეკა და გამოართვა გასაღები და ნ----- ჩ-----საგან დაუკითხავად შევიდა მის საცხოვრებელ სახ-ლში. ნ----- ჩ-----მ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. გ------- ბ------–---მ დაადასტურა, რომ მან ნ----- ჩ-----საგან დაუკითხავად გამოართვა ბინის გასაღები დამლაგებელს და მისგან დაუკითხავად წამოიღო მისი საცხოვრებელი ბინიდან ნივთები. მან უარყო ოქროს ნივთებისა და ფულადი თანხის ქურდობის ფაქტი იმ მოტივით, რომ ნივთები მისი იყო. აღნიშნული ნივთები გ------- ბ------–---სა და მისი ნათესავების მიერ დაბრუნებული იქნა გ. ბ------–---ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ლ--- ბ---–--ს, რომელიც ითხოვს გ------- ბ------–---ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის შესაბამისი სასჯელის გან-საზღვრას.
– მსჯავრდებულ გ------- ბ------–---ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანო-ნიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ნ----- ჩ-----მ მისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ-----–- ბ-----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ინდივიდუა-ლური მეწარმე „ე---------- ჩ-----–--ს“ ლომბარდში, 2016 წლის ოქტომბრის თვეში გ-------- ბ------–---მ მოიტანა ძვირად ღირებული ოქროს ნივთი, შეაფასა 500 ლარად და გა-აფორმა ხელშეკრულება, რომელიც მინდობილმა პირმა თანხის დაფარვის შემდეგ გაი-ტანა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ------ ლ-–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ინდ. მეწარმე „ე----------- ჩ-----–--ს“ ლომბარდში ექსპერტ-შემფასებლად, სამუშაო საათებში შემოვიდა რ--------- ბ------–--- და გაეცნო, როგორც გ------- ბ------–---ს და. მას გააჩნდა შესაბა-მისი მინდობილობა და დაუბრუნა ოქროს ჯვარი, რომელიც პროგრამულად დარეგის-ტრირებული იყო გულსაბნევად.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ---------- ც-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ის არის გ------- ბ-------–---ს მეზობელი და კარგად იცის, რომ ოქროს ბეჭედი, რომელიც ეკეთა გ------- ბ-------–---ს, იყო ქორწინების, ხოლო ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით იყო ნ-----ს ნაჩუქა-რი და მას გ------- ატარებდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე რ--------- ბ------–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 9 ნოემბერს, ნაშუადღევს გაიგო, რომ მისი ძმა გ------- იყო დაკავებული, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდა არ იცის, ნ----- ჩ-----ს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. დაკავების შემ-დეგ გ-------მ შემოუთვალა, რომ ლომბარდიდან გაეტანა ჯვარი და გაეგზავნა ნ------სთვის. ეს იყო ჯვარცმა, რომელიც ქორწინების შემდეგ აჩუქა ნ-----მ და ყველამ იცის, რომ გ------- მას ატარებდა, ხოლო ბეჭდები ოქრომჭედელს გააკეთებინეს ქუთაისში და ჯვრისწერის დღიდან ორივე ატარებდა და ნ----- ჩ-----ს მოქმედება განქორწინების გამო გამწარებული ქალის შურისძიებაა და ამიტომ დააბრალა ქურდობა გ-------ს. ჯვარი ლომბარდიდან გამოტანის შემდეგ მისმა ბიძაშვილმა ზ----- ბ------–---მ ქუთაისში ჩა-უტანა ნ----- ჩ-----ს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ----- ბ------–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გ------- ბ------–--- არის მისი ბიძაშვილი. ნ----- ჩ-----ს და გ-------ს ჰქონდათ კონფლიქტი და დაშორდნენ ერთ-მანეთს, რის შემდეგ ნ-----მ დაურეკა და ითხოვა, რომ გ-------ს დაებრუნებინა მისთვის ნივთები, მაშინ ქურდობაზე არაფერი უთქვამს. გ-------ს დაკავების შემდეგ რ--------- ბ------–---ს თხოვნით ჯვარი ნ-----ს ჩაუტანა ქუთაისში და მას რესტორან „მ----------–---ის“ წინ ავტომანქანაში გადასცა. ნ-----ს და გ-------ს ერთნაირი ფორმის ქორწი-ნების ბეჭედი ჰქონდათ და ორივე ატარებდა, ხოლო ჯვარი იყო ნ-----ს ნაჩუქარი, რომე-ლიც გ-------ს ყოველთვის ეკეთა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი-–-- ს-----ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართვე-ლოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2016 წლის ნოემბრის თვეში შემოვიდა შეტყობინება ქურდობის ფაქტზე, ექსპერტების მონა-წილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ქ. ქუ-----–------–---–---–-------------ში მდებარე ნ----- ჩ-----ს საცხოვრებელი ბინა, ექსპერტის მონაწილეობით ამოიღო ხე-ლის კვალი, მოწმის სახით დაკითხა ნ----- ჩ----- და გ------- ბ------–---, მისგან აიღო ნერწყვის და ხელის ანაბეჭდის ნიმუში, ამოიღო და დალუქა გ------- ბ------–---ს მიერ წარმოდგენილი ნ----- ჩ-----ს ბინის გასაღები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-–- ლ-------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ი------------------–---------------------------ის პოლიციის დეპარტამენტში, სადაც 2016 წლის ნოემბრის თვეში ნ----- ჩ-----ს განცხადების საფუძველზე ოქროს ნივთების და ფულადი თანხის დაკარგვის ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ყულაბიდან ამოღებულ თითის კვალზე მისი ვარგისიანობის დასადგენად დანიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. გამოიძახა დასაკითხად ნ----- ჩ-----ს დამლაგებელი ქალი – ე-- ჭ---------, მაგრამ მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შემდეგ საქმე ქვემდებარეობით გადაეგზავნა ზუგდი-დის სამმართველოს.
მოწმე ი-----–- მ--–----ს ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ს--------–-----------------ის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტად. 2016 წლის დეკემბრის თვეში ჩაატარა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, წარმოდგენილი იყო ორი ცალი დაქტილო-ფირი, რომელიც შეადარა საქმეზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ერთ ცალ თითის კვალს და არ აღმოჩნდა გ------- ბ------–---ს თითის ანაბეჭდის იდენტური.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ---- კ-----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტში გამოსაძიებლად დაეწერა სისხ-ლის სამართლის საქმე გ------- ბ------–---ს მიმართ ოჯახური ძალადობის შესახებ, შემ-დეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე გ------- ბ------–---ს მიმართ ქურდობის ფაქტზე და ორივე საქმე გააერთიანა. მოწმედ დაკითხა ნ----- ჩ-----, დანიშნა დაქტილოსკოპიუ-რი ექსპერტიზა, დამატებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ქ. ქ-------–------–---–----–-------------ში და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ავთენტიკუ-რობას ადასტურებს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე შ--–-- ჭ-----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში სამეგრელო -ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება გ------- ბ------–---ს მიმართ ოჯახის წევრზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, მის მიმართ ასევე გამოძიება მიმდინარეობდა ქუთაისის პოლიციის სამმართველოში და ეს საქმეები გაერთიანდა, მოწმის სახით დაკითხა ნ----- ჩ-----, რომელმაც წარმოადგინა ოქროს ბეჭედი და ჯვარი, მისი განმარტებით ეს ნივთები იყო დაკარგული და გ------- ბ------–---ს მოპარული. მისი მონაწილეობით დაათვალიერა და დალუქა აღნიშნული ნივთები, გ------- ბ------–---ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით და ადვოკატის მონაწილეობით დაკითხა ბრალდებულის სახით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გ------- ბ------–---მ მის მამართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნა-შავედ და განმარტა, რომ ქურდობა არ ჩაუდენია, ორივეს ჰქონდა ერთნაირი ბეჭედი, რომელიც ნაცნობ ოქრომჭედელს გააკეთებინეს, ჯვრისწერის დროს გაცვალეს და ყოველ-თვის ეკეთა. ნ----- ჩ-----ს ნაჩუქარი ოქროს ნივთისაგან, დაამატა 170 ლარი და ჯვარი მისი გემოვნებით გააკეთებინა ოქრომჭედელს და წელიწადნახევარი ატარებდა მას, რო-მელიც საჭიროების გამო, როგორც საკუთარი ნივთი, დააგირავა ლომბარდში, დაკავები-დან გათავისუფლების შემდეგ გაუგზავნა ნ-----ს, ხოლო ფული არ მოუპარავს, ყულაბა მან იყიდა ნ-----ს შვილთან ერთად და ბავშვი აგროვებდა ფულს და არავინ იცის რა თანხა იდო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2016 წლის 15 ნოემბრის ოქმის შესაბამისად შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ქ. ქ-------–------–---–---–--------------- მდებარე ნ----- ჩ-----ს საც-ხოვრებელ ბინას, რომლის შესასვლელი კარი არ არის დაზიანებული, საძინებელ ოთახ-ში არსებულ ხის მაგიდაზე დევს თუნუქის კოლოფი, მასში მოთავსებულია მონეტები და ქაღალდის კუპიურები, კოლოფის გვერდით მონეტები და საკვნეტელა, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს თუნუქის კოლოფი, რკინის საკვნეტელა, ორი ცალი მონეტა, ხო-ლო კოლოფის ზედაპირიდან ამოიღეს ერთი ცალი ხელის კვალი.
(ტ. 1, ს.ფ. 147-151)
2016 წლის 15 ნოემბერს გ------- ბ------–---სგან ექსპერტების ო----- ხ------------ს და ნ-----–---- ს---------ს მიერ, მისი თანხმობით, აღებულია ხელის თითის ანაბეჭდის ნიმუშები.
(ტ. 1, ს.ფ. 158-159)
საქმეში არსებული, №------ შემოსავლის ორდერით დადასტურებულია, რომ 2016 წლის 10 ნოემბერს ინდივიდუალური მეწარმე „ე---------- ჩ-----–--ს“ ანგარიშზე გ------- ბ------–---მ შეიტანა საკრედიტო საგირავნო ხელშეკრულების თანხა 200 ლარი.
(ტ. 1, ს.ფ. 93 -94)
საქმეში არსებული, ინდ. მეწარმე „ე---------- ჩ-----–--ს“ №----- აქტით დადასტურე-ბ---–-- ლომბარდიდან გ------- ბ------–---ს მიერ ჩადებული ოქროს გულსაბნევის რ---------- ბ------–---სთვის დაბრუნების ფაქტი.
(ტ. 1, ს.ფ.100)
საქმეში არსებული, საქართველოს შსს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2016 წლის 20 ნოემბრის №------ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტი-ზაზე წარმოდგენილი ხელის თითის ერთი კვალი, გადატანილი წებოვან ლენტაზე ზო-მით 20X21 მმ, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
(ტ. 1, ს.ფ. 177-179)
საქმეში არსებული, საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ს--------–-----------------ის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის 2016 წლის 06 დეკემბრის №------ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათ-ვის ვარგისი ხელის თითის №1 კვალი არ არის გ------- ბ------–---ს ხელის ანაბეჭდების ნიმუშის იდენტური.
(ტ. 1, ს.ფ. 262-264)
საქმეში არსებული, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათზე, რომელიც გა-დაღებულია ნ----- ჩ-----სთან ერთად, ჩანს, რომ გ------- ბ------–---ს უკეთია ჯვარი მაც-ხოვრის გამოსახულებით (ჯვარცმა).
(ტომი 2, ს.ფ. 8)
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატა სრულად იზი-არებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას გ------- ბ------–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე შემდეგ გარემოებათ გამო:
- ნ----- ჩ-----მ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა მისი ყოფილი მე-უღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
– მოწმეების რ--------- ბ------–---ს, თ---------- ც--------ს და ზ----- ბ------–---ს ჩვენე-ბებით დადასტურებულია, რომ ოქროს ბეჭედი იყო საქორწინო და ჯვრისწერის შემდეგ გ------- ბ------–---ს იგი სისტემატურად ეკეთა, ხოლო ოქროს ჯვარი იყო ნ----- ჩ-----ს ნაჩუქარი და ასევე ატარებდა მას გ------- ბ------–---. ამასვე ადასტურებს გ------- ბ-------–--- თავის ჩვენებაში ოქროს ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით.
– ფოტოსურათზე, რომელზეც გ------- ბ------–--- გადაღებულია ნ----- ჩ-----სთან ერ-თად, ჩანს, რომ გ------- ბ------–---ს უკეთია ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით (ჯვარ-ცმა).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად დანაშაულა-დაა მიჩნეული ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლ-საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობის ჩადენისას დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყე-ნებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და სურს მიაყენოს მას ეს ზიანი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი არ დასტურდება, რომ გ------- ბ------–---მ სხვისი ოქროს ნივთები მიისაკუთრა ფარულად. როგორც მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, ოქროს ბეჭედი იყო საქორწინო და მუდმივად ეკეთა გ--------ს, ხოლო ოქროს ჯვარი გ-------სთვის მეუღლის მიერ საჩუქრად მიცემული ნივთი იყო და გ------- ატარებდა მას. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ გ------- ბ------–---ს ბრალის მადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებას - გირავნობის ხელშეკრულე-ბას, სააპელაციო პალატა ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამარ-თლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ გ------- ბ------–---ს, როგორც მესა-კუთრეს ჰქონდა ნაჩუქარი ნივთის თავისი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლება.
აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინს-ტანციის განაჩენის მოტივაციას გ------- ბ------–---ს გამართლების თაობაზე ქურდობის ეპიზოდში და მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თე-ბერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ------- ბ------–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------- ბ------–--- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ბ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღ-ვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 08 ნოემბრიდან 2017 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გ------- ბ------–---ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.
გ------- ბ------–---ს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 20 თებერვლიდან – პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის“ შესახებ საქართველოს კანონის 29-33-ე მუხლის შესაბამისად გ------- ბ------–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახ-მარება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ქ. ზ------------------------------------) .
გ------- ბ------–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გი-რაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება) რ--------- ბ------–---ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ზ------------------------------------------ (საკადასტრო კოდი 4------------------) გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ასევე გაუქმდეს მის მიმართ გამოყენებული პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი მოწ-მობის და მართვის მოწმობის გამოძიების ორგანოში ჩაბარების, გამოძიების მწარმოებელ ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება და დაზარალებულთან ნების-მიერი ფორმით კონტაქტის და მოწმის სტატუსის მქონე პირთან წინასწარი შეცნობით კომუნიკაციის აკრძალვა.
ნივთიერი მტკიცებულება – ნ----- ჩ-----ს მიერ წარმოდგენილი ოქროს ჯვარი და ბეჭე-დი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული საკვნეტელა, ორი ცა-ლი რკინის მონეტა და გ------- ბ------–---ს მიერ წარმოდგენილი ბინის გასაღები, რომე-ლიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემდგომი განკარგვის უფლებით დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ----- ჩ-----ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
გ------- ბ------–---ს ნერწყვის და თითის კვალის ნიმუში, რომელიც ინახება საქართვე-ლოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს, საქმე-ზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
გ------- ბ------–---ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა N----------, მართვის მოწ-მობა N--------- და საერთაშორისო პასპორტი N---------, რომელიც ინახება საქარ-თველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს გ-------- ბ------–---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili