განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-207-2018 წელი
№010100118002256126
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
4 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა------ მ-----------–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ა------ მ----------–--, დაბადებული 1----–-–-----------ს, ს-------ის რესპუბლიკის მოქალაქე პასპორტის №----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ს-------------------–---–--------------–----------------------------ში, მსჯავრ-დებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
aRwerilobiTi nawili:
ა------ მ----------–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სახელმწი-ფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ს-------ის რესპუბლიკის მოქალაქე ა------ მ----------–--მ, 2017 წლის ივნისის თვეში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), თურქეთის რესპუბლიკიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სო-ფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სარფში“, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართვე-ლოში, რაშიც მხილებული იქნა 2017 წლის 17 ივნისს სასაზღვრო გამტარ პუნქტ სადახლოდან სომხეთის რესპუბლიკაში გასვლის დროს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასა-ჩივრა პროკურორმა მ-----– ქ------–--ემ, რომელიც ითხოვს ა------ მ----------–--ს მიმართ შე-ფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივი-რებით, რომ ა------ მ----------–--ს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, მან პირადი მოტივით, გამტარ პუნქტ „სარფში“ საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკი-დან უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული სახის დანაშა-ულებმა მიიღეს განვრცობადი ხასიათი, რაც იძლევა მათ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატა-რების საფუძველს და ლმობიერი სასჯელი შიშს კი არ უნერგავს პოტენციურ დამნაშავეს, არა-მედ სტიმულს აძლევს მათ, რომ ასეთი ქმედების ჩადენის შემდეგ სასამართლო ლმობიერი იქნება მათ მიმართ. ა------ მ----------–--ს მიმართ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება უზრუნ-ველყოფილი სასჯელის მიზანი. შესაბამისად მას არ ექნება პრევენციული ფუნქცია გარშემო-მყოფთა მხრივ პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებაში.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდ-ებულ ა------ მ----------–--ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფი-კაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა------ მ----------–--ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩ-ნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა------ მ----------–--ს მიმართ სასჯელის და-ნიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ა------ მ----------–--ს სასჯელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნე-ბას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებუ-ლისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი ა------ მ-----------–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილ-დეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ა------ მ----------–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა------ მ----------–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ა------ მ----------–--ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის საფუძ-ველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში მთლიანად ჩაითვალოს 2017 წლის 01 ნოემბ-რის განაჩენით დანიშნული და მოხდილი სასჯელი და საბოლოოდ ა------ მ----------–--ს სას-ჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ა------ მ----------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს რ-------- ჰ--------------ს დაუბრუნდეს კანონით დადგენილი წესით ა------ მ----------–--ს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლა-რი. (სს „ს----------–---------“, დასტური №----------, სალაროს შემოსავლის ორდერი N-------).
ნივთიერი მტკიცებულება – ა------ მ----------–--ს სახელზე გაცემული პასპორტი №----------, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილს პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამარ-თლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili