განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
820100118002273450
ინსტანცია
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-268-2018 წელი

№820100118002273450

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

31 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე რ----- კ----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

რ----- კ----ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქო-ნე, მცხოვრები ხ---–---------------------–-----------------------–-----------ში, მსჯავრ-დებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენით და-ნაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

რ----- კ----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთ-გზის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით რ----- კ-----ე მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, და-მატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათის ვადით.

რ----- კ----ე 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში, ხ---–---------------------–------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თ----- და რ---- კ----ეების თანდასწრებით თავისი მეუღლის ლ-------- კ-----ის მიმართ ახორციელებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც ლ-------- კ----ის ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს რ----- კ----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას და განაჩენთა ერ-თობლიობით სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებას. მოთხოვ-ნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რ----- კ----ის არასრულწლოვანი შვილები მეორედ არიან რ----- კ----ის ძალადო-ბის მოწმეები მის მეუღლეზე. მსჯავრდებული ახორციელებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ლ-------- კ----ის ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევდა. ეს მხოლოდ რიგითი ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენ პირად არ აქცევს მას, ვინაიდან ზიანდება როგორც ერთი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე მძიმე და გამოუსწორებელი ზიანი ადგება არასრულწლოვანი შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც. ასეთ შემ-თხვევაში აუცილებელია ისეთი სასჯელის გამოყენება, რაც შექმნის პრევენციას, გააფრ-თხილებს ყველას, რომ ოჯახის წევრი არ არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ანგარიშ-სწორების ობიექტი. ასევე უკანონოდ და უსამართლოდ მიიჩნევს ბრალდების მხარე განა-ჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებას, ვინაიდან ასეთი სასჯელი მხოლოდ გამბედაობას შემატებს ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ რ----- კ----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ რ----- კ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ რ----- კ----ის მიმართ სას-ჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს და გულწრფე-ლად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ითანამშრომლა გამო-ძიებასთან, ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ნასამართლობის მქონეა და დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დროს, სასამართლოს მიერ გათვა-ლისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმე-დებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლის ვადით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას მიზან-შეწონილად მიიჩნია სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება. სააპელაციო პალატას მიაჩ-ნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილე-ბის შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენი რ----- კ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

რ----- კ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

რ----- კ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ რ----- კ----ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

რ----- კ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა – გაუქმებულია.

რ----- კ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 29 დეკემბრიდან.

საქმეზე დართული CD დისკი დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით; ხოლო ჭურჭლის ნამსხვრევები და დაზიანებული სატელევიზიო არხების მიმღები ე.წ. „ტიუნე-რი“ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili