განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-304-2018 წელი
№820100118002334784
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
15 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი-----–- ტ------–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი-----–- ტ------–--ე, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ--–----------------------------------–------------------ში, მსჯავრ-დებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენით და-ნაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ი-----–- ტ------–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადო-ბისა და სისტემატიური შეურაცხყოფისათვის, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდას-წრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დამცი-რება და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გა-თვალისწინებული შედეგი;
– ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის იანვრის დასაწყისიდან 05 თებერვლამდე პერიოდში, ხ--–----------------------------–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი-----–- ტ------–--ე, არასრულ-წლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლე ნ--- ტ------–--ეს, თანხის გა-ცემასთან და ალკოჰოლური სასმელების ხშირ მიღებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის დამცირებას, ხოლო 2018 წლის 5 თებერვალს წარმოქმნი-ლი კონფლიქტისას სხეულზე ხელებისა და ფეხების რამოდენიმეჯერ დარტყმით მია-ყენა ფიზიკური შეურაცყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 05 თებერვლას, დაახლოებით 00:00 საათზე, ხ--–----------------------------–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყო-ფი ი-----–- ტ------–--ე ოჯახის წევრს, მეუღლე ნ--- ტ------–--ეს, თანხის გაცემასთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების ნიადაგზე დაემუქრა სიცოცხლის მოსპო-ბით, რა დროსაც ნ--- ტ------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ი-----–- ტ------–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალის-წინა ი-----–- ტ------–--ის პიროვნება, რომ მის მიმართ დამტკიცებული იყო შემაკავებე-ლი ორდერი, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის, რომ ი-----–- ტ------–--ის არა-სრულწლოვანი შვილები არიან იმის მოწმე, თუ როგორ აყენებდა მსჯავრდებული თავის მეუღლეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას სისტემატურად. ი-----–- ტ------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადე-ნილი დანაშაულისა და ვერ განახორციელებს სასჯელის მიზნებს.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა ი-----–- ტ------–---ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- ა--–--ემ, რომლებიც შესაგებ-ლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი-----–- ტ------–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–- ტ------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი-----–- ტ------–---ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამარ-თლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარა-ლებულს. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კო-დექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანა-შაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ი-----–- ტ------–--ეს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გა-საჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუა-რესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენი ი-----–- ტ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საა-პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ი-----–- ტ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაი-ონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-----–- ტ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი-----–- ტ------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვა-ლოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდეს მსჯავრდებულ ი-----–- ტ------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონის-ძიება – გირაო და მოეხსნას ყადაღა გირაოს უზრუნველსაყოფად, კ--- ტ------–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 3000 (სამი ათასი ) ლარის ღი-რებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე ხ--–----------------------------–---------------–-----------------–----- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №------------).
ი-----–- ტ------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 05 თებერვლიდან 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.
ნივთმტკიცება – ჯემპრი და დანა, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili