განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
820100118002340426
ინსტანცია
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-375-2018 წელი

№820100118002340426

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

12 ივლისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი-----–- ბ-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ი-----–- ბ-----ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნა-სამართლობის არ მქონე, მცხოვრები დაბა ქ----–---–-------------–-----------------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩე-ნით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნა-წილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხ-ლების თანახმად ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ი-----–- ბ-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფი-სათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და დამცირება და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პი-რის მიმართ;

– ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 03 თებერვლამდე პერიოდში, ქ---------------------------–--------------–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარე-ობაში მყოფი ი-----–- ბ-----ე სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მშობ-ლებს, ც------ და მ------- ბ-----ეებს, რაც იწვევდა დაზარალებულების დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2018 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- ბ-----ემ ქ---------------------------–--------------–----------ში მდებარე საცხოვ-რებელ სახლში, დანის გამოყენებით, დედის ც------ ბ-----ის მიმართ განახორციელა სი-ცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ც------ ბ-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორცი-ელების საფუძვლიანი შიში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ი-----–- ბ-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ი-----–- ბ-----ის პიროვნება, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდე-რი დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სასამართლომ არ გაითვა-ლისწინა ის გარემოებაც, რომ ი-----–- ბ-----ემ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მოხუ-ცი მშობლების მიმართ. იგი არის აგრესიული პიროვნება, დამოკიდებულია ალკოჰო-ლურ სასმელზე და ხშირად უჭირს საკუთარი თავის და ემოციების კონტროლი, რის გა-მოც შესაძლებელია მან განაგრძოს დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. მოწ-მეების ჩვენების თანახმად მსჯავრდებულის მხრიდან მსგავს ფაქტებს წარსულშიც ჰქონ-და ადგილი. ი-----–- ბ-----ის მიმართ დანიშნული პირობითი სასჯელი არ არის პრო-პორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი-----–- ბ-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–- ბ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი-----–- ბ-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწი-ნებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯე-ლის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედე-ბაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერ-ხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ი-----–- ბ-----ეს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადე-ნილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არ-სებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებული-სათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენი ი-----–- ბ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ი-----–- ბ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ი-----–- ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნა-წილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი-----–- ბ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ი-----–- ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

ი-----–- ბ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 04 თებერვლიდან 2018 წლის 17 მაისის ჩათვლით.

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა დაუბ-რუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili