განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020280019700079905
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-385-19 22 მაისი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ნ----- კ------------- კ--- ჩ---–--–---–- ო------------------–----–----------------–-–-----------------------–-, ამავე სკოლის დ--–---–------------------- ზ------- ყ------–---–-
დავის საგანი - ნ. კ-------------- ახსნა-განმარტების ბათილად ცნობა, ო------------------–----–----------------–-–-----------------------–-- დ--–---–-------------------ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გაასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება: ა) შ-----------------------–-- დირექტორის სახელზე, ნ. კ-------------- 2018 წლის 01 თებერვლის ახსნა-განმარტების ბათილად ცნობა; ბ) ო------------------–----–----------------–-–-----------------------–-- დ--–---–-------------------ს 2018 წლის 08 თებერვლის სხდომის N3 ოქმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; გ) ნ.კ-------------- სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე 2018 წლის 09 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა; დ) ნ. კ-------------- სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 1981 წლის 20 აგვისტოდან მუშაობდა სსიპ ო------------------–----–----------------–-–-----------------------–-ში მ------------ პედაგოგად. მისი მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში პირნათლად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას. 2018 წლის 01 თებერვალს, სკოლის დირექტორმა შეატყობინა მის წინააღმდეგ საქართველოს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ცხელ ხაზზე განხორციელებული ანონიმური ზარის თაობაზე, თითქოს მან ხელი გაარტყა მეშვიდე კლასის მოსწავლეს, გ.მ-----------. რადგან, უკვე დარეკილი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრის ცხელ ხაზზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა სთხოვა დაეწერა ახსნა-განმარტება, სადაც აუცილებლად მიეთითებინა, რომ გ.მ----------- სახეში გაარტყა. თუკი ასეთ განმარტებას დაწერდა, მის მიმართ შემოიფარგლებოდნენ, მხოლოდ გაფრთხილებით და არ მოხდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება. საბოლოოდ იგი აღმოჩნდა მოტყუებული, ვინაიდან დირექტორის მითითებით დაწერილი ახსნა-განმარტება აღმოჩნდა მისი გათავისუფლების საფუძველი. მისი სამუშაოდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო სკოლის სადისციპლინო კომიტეტმა საქმის ფაქტობირივი გარემოებების გამოკვლევისა და მხარეთა დასწრების გარეშე, რითაც უხეშად დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები. ამ გარემოებებზე მითითებით, ნ----- კ-------------მ მოითხოვა, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 1 თებერვალს, დილის საათებში, ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შეატყობინეს, რომ სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული ზარის მიხედვით, სსიპ ო------------------–----–----------------–-–-----------------------–-ში მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსწავლის ცემის ფაქტს. რესურსცენტრის უფროსმა მყისიერად მოსთხოვა სკოლის დირექტორს საკითხის მოკვლევა. სკოლის დირექტორის მიერ მოკვლეული მასალებით (გ.მ----------- ახსნა-განმარტება, გ.მ----------- მშობლის მ----- მ----------- და სკოლის დირექტორის მოადგილის რ--------- ბ-------- ახსნა-განმარტებები) გაირკვა, რომ მოსარჩელემ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (სახეში გაარტყა) მიაყენა ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეს გ.მ-----------, რომელმაც, ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ, აღელვებულმა დაურეკა მშობლებს და სთხოვა სკოლაში მისვლა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ-----–- ნ------- განმარტა, რომ 2018 წლის 1 თებერვალს, გ.მ---------- საკლასო სიის ამოკითხვისას საკლასო ოთახში შევიდა აცრემლებული. მასწავლებლის შეკითხვაზე, თუ რატომ ტიროდა მან უპასუხა, რომ ნ----- მასწავლებელმა ხელი გაარტყა. მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომის გამო, სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, რადგანაც კანონმდებლობით იმპერატიულად განსაზღვრულია ფიზიკური შეურაცხყოფისათვის თანამშრომლის გათავისუფლება. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს. 2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ო------------------–----–----------------–-–-----------------------–-- დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რ--------- ც-–--–---- 2018 წლის 09 თებერვლის N1-6 ბრძანებით, ოზურგეთის მუნიციაპლიტეტის სოფელ შ-----------------------–-- მ------------ მასწავლებელს, ნ----- კ-------------ს დისციპლინური გადაცდომისათვის, დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლება და შეწყდა მასთან, 2016 წლის 15 სექტემბერს დადებული N5 შრომითი ხელშეკრულება. 2.2. ო------------------–----–----------------–-–-----------------------–-- დ--–---–-------------------ს 2018 წლის 08 თებერვლის N3 სხდომის ოქმში დაფიქსირებულია შემდეგი: 2018 წლის 01 თებერვალს, ო------------------–----–----------------–-–-----------------------–-ში, ამავე სკოლის მ------------ მასწავლებელი ნ----- კ------------- სკოლის დერეფანში, კიბესთან შეხვდა მე-7 კლასის მოსწავლეს. ნ----- კ-------------ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკლასო ოთახში მოსწავლემ ჩამოაგდო ფარდა, რის გამოც პასუხი მოსთხოვა მოსწავლეს, ამასთან, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახეში გაარტყა ხელი. დისციპლინური წარმოების მასალები მოიცავდა სკოლის მოსწავლის ახსნა-განმარტებას, მშობლის ახსნა-განმარტებას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მ. ნ------- ახსნა-განმარტებას, სასწავლო ნაწილის რ. ბ-------- ახსნა-განმარტებას, თავად ნ----- კ-------------- ახსნა-განმარტებას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე; ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონზე; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე, 601-ე და 96-ე მუხლებზე; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 33-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეთა ახსნა-განმარტებების, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების შედეგად, დადასტურებულად ჩაითვალა, რომ მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა არამართლზომიერ მოქმედებას, რომლის შედეგადაც ბავშვმა განიცადა ემოციური ხასიათის ზეწოლა. ფიზიკური შეხება შეჩერების მიზნით არ უარყო თავად მასწავლებელმაც. 2.4. სასამართლომ არ გაიზიარა ნ----- კ-------------- პრეტენზია, რომ სკოლაში, დისციპლინური წარმოება ჩატარდა კანონდარღვევით, რომ სხდომაზე არ იქნენ გამოკითხული პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ შემთხვევაში, ასევე მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლელობა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, რომელიც განსხვავდებოდა მის წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული პოზიციისგან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნები დაუსაბუთებელი იყო და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ: სასამართლოში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებში და კომიტეტის ოქმში მითითებულ სახეში გარტყმას ან/და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ იგი არ მოუწვევიათ კომიტეტის სხდომაზე, ამასთან მისი მხრიდან ახსნა-განმარტების დაწერისას თავისუფალი ნების გამოხატვას ადგილი არ ჰქონია. ახსნა-განმარტება დაწერილი იქნა სტრესულ მდგომარეობაში, ფსიქოლოგიური ზეწოლის და დარწმუნების საშულებით. 3.2. სახეში გარტყმასთან დაკავშირებით გაუკვეველი და ბუნდოვანია ბავშვის, მშობლის, დირექტორის, მასწავლებლის ჩვენებები, რომლებიც ვერ უთითებენ კონკრეტულად, რომელ მხარეს ან/და სახის რომელ ნაწილში მოხდა გარტყმა, ვერ უთითებენ რა ხარისხის დაზიანება იქნა მიყენებული. სადავო შემთხვევას არ ჰყავდა მოწმე და არ არსებობდა მისი დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. ასევე, სრულიად გაურკვეველია, რა ტერმინოლოგიით გამოიხატა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შესახებ არ იცოდნენ მოწმედ დაკითხულმა პირებმა და მხოლოდ სასამართლოში ბავშვის დაკითხვისას, მან კითხვაზე, თუ რაში გამოიხატა შეურაცხყოფა განაცხადა, რომ ნ----- კ-------------მ მას უთხრა ,,უზრდელო“. 3.3. ბავშვზე ძალადობის ფაქტის დასადატურებლად, აუცილებლად უნდა მიემართათ შესაბამისი ორგანოებისათვის, ბავშვი მიეყვანათ ფსიქოლოგთან და ექიმთან, რადგანაც სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, ნ----- კ-------------ს ,,ბრალად“ ბავშვის ცემასაც ედავებოდნენ. აპელანტმა მიუთითა, რომ ბავშვი შეჩერებული იქნა მის მიერ, რა დროსაც ხელი მოკიდა მოსწავლეს, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ცემად, მით უმეტეს, სახეში გარტყმად. იგი შეეცადა გაერკვია ვინ ჩამოაგდო ფარდა, რაც ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს სიტყვიერ შეურაცხყოფად. ხსენებულიდან გამომდინარე, არ არსებობს შესაბამისი ხარისხის და მტკიცების მქონე დოკუმენტები, რომლებიც რაიმე ფორმით დაადასტურებდნენ ბავშვის ცემას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 3.4. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი ისაა, რომ მოსწავლის მიმართ გაფრთხილების ზღვარი არ იქნა დაცული და შეფასება მოხდა იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ მეორე გაკვეთილზე შესვლისას ბავშვი ტიროდა. 3.5. სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სზაკ-ის მე-13, 32-34-ე, 53-ე (5), მე-601, 96-97-ე, 108-ე მუხლები; შრომის შინაგანაწესის 21-ე (2,3,4), 24-ე (2,3,5) მუხლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნ----- კ-------------- სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.2. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: 4.3. მოცემული დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნა განხილული, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ----- უ კ-------------მ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით, ნ----- კ-------------- სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმე №------------------ (3/ბ-136-2019წ.), განსჯადობით განსახილველად გადმოეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. 4.4. დადგენილია, რომ ნ----- კ------------- მუშაობდა ო------------------–----–----------------–-–-----------------------–-- მ------------ მასწავლებლად. (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 77-80). 4.5. საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებაში, გ------- მ----------- წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს, ზარის დარეკვისას, როდესაც შედიოდა საკლასო ოთახში, ნ----- კ-------------მ გააჩერა კიბესთან და ჰკითხა, თუ რატომ ჩამოაგდო ფარდა. შემდეგ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სახეში გაარტყა, რის გამოც მან დაიწყო ტირილი და შევიდა საკლასო ოთახში. ამის შემდეგ დაურეკა მშობლებს და უთხრა მისულიყვნენ სკოლაში. აღნიშნულის თაობაზე ასევე შეატყობინა დირექტორს. (იხ. ახსნა-განმარტება, ს/ფ 39). 4.6. ო------------------–----–----------------–-–-----------------------–-- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის რ.ც-–--–---- წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს, ზარის დარეკვის შემდეგ, სიის ამოკითხვისას, საკლასო ოთახში შევიდა აცრემლებული მოსწავლე გ------- მ----------. იგი გაესაუბრა მას და ჰკითხა, თუ რატომ ტიროდა, რაზეც მან უპასუხა, რომ ნ----- მასწავლებელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. (იხ. ახსნა-განმარტება, ს/ფ 40). 4.7. ო------------------–----–----------------–-–-----------------------–-- სასწავლო ნაწილის, რ--------- ბ-------- წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს ინციდენტი მოხდა სკოლის მ------------ მასწავლებელსა და მოსწავლე გ------- მ----------- შორის. აღელვებულმა მოსწავლემ ტელეფონით დაურეკა მის მშობლებს. მშობლები სკოლაში შეშინებულები მივიდნენ. ნ----- კ------------- ამ დროს სკოლაში არ იმყოფებოდა. მოსვლისას არ უარყვია, რომ ფიზიკურად შეეხო მოსწავლეს. (იხ. ახსნა-განმარტება, ს/ფ 42). 4.8. გ------- მ----------- მშობლის, მ----- მ----------- წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს მას, გაკვეთილების პერიოდში დაურეკა მისმა შვილმა გ------- მ----------მ და უთხრა, რომ დაპირისპირება მოუვიდა მასწავლებელთან, რის გამოც სთხოვა სკოლაში მისვლა. ის შეხვდა სკოლის დირექტორს, რომელმაც მის შვილთან ერთად, ასევე დაიბარა ნ----- კ-------------. ნ----- კ-------------მ აღიარა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი გაარტყა მის შვილს, რის გამოც მათ წინაშე ბოდიშიც მოიხადა. (იხ. ახსნა-განმარტება, ს/ფ 41). 4.9. ნ----- კ-------------- 2018 წლის 1 თებერვლის წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ მან, მეშვიდე კლასის მოსწავლეს, გ------- მ----------- მისცა სიტყვიერი შენიშვნა და სახეში შემოარტყა. მისივე განმარტებით, მას არ უნდა მიექცია ყურადღება გოგონასათვის, რომელმაც დაასმინა გ------- ფარდის ჩამოგდების თაობაზე. (იხ. ახსნა-განმარტება, ს/ფ 38). 4.10. ო------------------–----–----------------–-–-----------------------–--, 2018 წლის 8 თებერვლის დ--–---–-------------------ს №1 აქტით ირკვევა, რომ დ--–---–-------------------ს სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 8 თებერვალს 11:45 საათზე. ნ----- კ-------------ს ეცნობა, რომ სხდომაზე განხილული იქნებოდა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის საკითხი, თუმცა იგი სხდომას არ დაესწრო. (იხ. ოქმი, ს/ფ 44). 4.11. ,,გ----------------“ მიერ გავრცელებულ სტატიაში დაფიქსირებულია, რომ ნ----- კ-------------მ მის მიერ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსწავლეს ხელი შემოარტყა. (იხ. ინტერვიუ, ს/ფ 75). 4.12. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----- მ----------მ აჩვენა, რომ მისმა შვილმა ატირებულმა დარეკა სახლში და დედას აცნობა, რომ ნ----- მასწავლებელი ფიზიკურად შეეხო, სცემა, კერძოდ სახეში გაარტყა ხელი. იგი დაუყოვნებლივ მივიდა სკოლაში სადაც დახვდა აღლვებული ბავშვი, რომელსაც ერთი ლოყა განსაკუთრებულად გაწითლებული ჰქონდა, თუმცა სახეზე ჭრილობა, ან სხვა დაზიანება არ ემჩნეოდა. ნ----- კ------------- იმ დროს სკოლაში არ იმყოფებოდა, რომ მოვიდა ბოდიში მოიხადა. 4.13. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- მ----------მ აჩვენა, რომ საკლასო ოთახში ფარდის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, თანაკლასელთა მიერ არასწორი ინფორმაციის მიტანის გამო, ნ----- მასწავლებელმა სახეში გაარტყა, სიტყვიერად კი უზრდელი უწოდა. 4.14. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ხ--–-------- აჩვენა, რომ ნ----- კ-------------ს ზეპირსიტყვიერად აცნობა, რომ ტარდებოდა დ--–---–-------------------ს სხდომა, სადაც იხილებოდა მისი სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი, თუმცა სხდომაზე მოწვევასთან დაკავშირებით განმარტება არ მიუცია. 4.15. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ--------- ბ-------- აჩვენა, რომ ინციდენტის დღეს სკოლაში მოვიდა გ. მ----------- მშობელი. 01 თებერვალს დაწერეს ახსნა-განმარტებები. თავდაპირველად, ნ----- კ-------------ს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ უარყვია. 4.16. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------- ჩ------ აჩვენა, რომ ინციდენტის დღეს დახმარებას უწევდა დირექციას საქმეზე ტექსტის დაბეჭდვაში, რომელიც გადაეგზავნა რესურსცენტრს და მოკვლევის მიზნით სკოლის დისციპლინურ კომიტეტს. მასწავლებლის მდგომარეობა გაითვალისწინეს და დაწერეს წერილი, სადაც დააფიქსირეს, რომ მასწავლებელი მსუბუქად შეეხო ბავშვს, თუმცა მსუბუქად შეხება რას ნიშნავდა არ იცოდა. 4.17. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–- ნ------- აჩვენა, რომ მის გაკვეთილზე გ------- მ---------- აცრემლებული შევიდა, რომელმაც უთხრა, რომ ნ----- მასწავლებელმა დაარტყა. მან დააწყნარა ბავშვი, რომელიც ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. ამ ფაქტის თაობაზე ვინმესთვის არ უცნობებია. 4.18. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- კ-------------- მეუღლემ, ვ----– გ-------–---- აჩვენა, რომ მეუღლესთან ერთად მიემართებოდა ოზურგეთში. გზაში ტელეფონით აცნობეს, რომ პრობლემა იყო გ------- მ-----------თან დაკავშირებით, რომლის მშობლები სკოლაში იყვნენ მისულები. უკან დაბრუნდნენ. სკოლაში მისული გ. მ----------- მამა ძალიან აღელვებული იყო, თითქმის ყვიროდა. სკოლიდან გამოსულმა ნ-----მ უთხრა, რომ დაწერა ახსნა-განმარტება, სადაც დააფიქსირა, რომ ბავშვს ხელი გაარტყა. ამ ნათქვამზე აღელდა და მეუღლეს უსაყვედურა, თუ რატომ დაწერა ის, რაც არ ჩაუდენია. შემდეგ ნ----- კვლავ შებრუნდა სკოლაში. ნ-----მ, არასწორი ახსნა-განმარტება ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო დაწერა. 4.19. დადგენილია, რომ ო------------------–----–----------------–-–-----------------------–-ში დამტკიცებულია შინაგანაწესი. აღნიშნული შინაგანაწესის 1.2. პუნქტის თანახმად, შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად; ამავე შინაგანაწესის 1.4. პუნქტის თანახმად, შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; ამავე შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა”გ”დ“ე”პ” ქვეპუნქტების თანახმად, დასაქმებულის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ მოვალეობათა ან/და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტააციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ - ეთიკური ნორმების დარღვევა; ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას, ავტორიტეტს; მასწავლებლის მიერ სკოლის მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა; მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე შინაგანაწესის 22.9. პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება. დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე დასაქმებული სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლდება: ა) მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის. (იხ. შინაგანაწესი, ს/ფ 51-74). სამართლებრივი დასაბუთება 4.20. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომის ხელშეკრულებიდან. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ ნ----- კ-------------- მხრიდან მოსწავლე გ------- მ----------ზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას (ხელის გარტყმას). ასევე, შეფასება არ მიეცა იმ ფაქტს, რომ იგი არ იქნა მიწვეული სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე და არ მიეცა მისი მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა. 4.21. სააპელაციო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა მიუთითებს ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ადმინისტრაციული ავტონომია, რასაც ახორცილებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო-სამეურვეო საბჭო. სწორედ სამეურვეო საბჭოა უფლებამოსილი წარმართოს სკოლის საქმიანობა ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის და შექმნას საჭირო პირობები მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის. ამ მიზნების განსახორციელებლად საჯარო სკოლის დირექცია და სამეურვეო საბჭო ქმნის სკოლის შინაგანაწესს, რომლის უპირობო შესრულება სავალდებულოა როგორც მოსწავლეებისათვის, ისე საჯარო სკოლაში მომუშავე პირებისათვის, მითუმეტეს პედაგოგებისათვის, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობენ მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. 4.22. მითითებული კანონის 21.11-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, მასწავლებელი ვალდებულია შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სკოლის თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას. უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში; ამავე კანონის 38.1.”ლ” პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის საკითხებს განიხილავს, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით არჩეული დ--–---–-------------------, რომლის შემადგენლობაში შედიან თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. 4.23. გარდა ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა, სასწავლო დაწესებულებებში ასევე მოქმედებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი’’, რომლიც ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამავე ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში – „ეთიკის კოდექსი“) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. 4.24. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N167/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა: ა) ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; ბ) საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ამავე ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია დ--–---–-------------------ს ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საფუძველზე, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, ოქმის მიღებიდან არაუმეტეს 4 დღის ვადაში. 4.25. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, ერთ-ერთი სადავო გარემოებაა, ნ----- კ-------------- მხრიდან ადგილი ჰქონდა, თუ არა მოსწავლე გ------- მ----------ზე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას (ხელის გარტყმას). სადავო ფაქტების დადგენის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5 და 102-ე მუხლებზე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 102-ე მუხ.). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირეული პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. ამ მსჯელობის შესაბამისად, მოპასუხეა (დამსაქმებელი) ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით’’ და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დარღვევები. 4.26. ნ. კ-------------- სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველის კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, განსახილველი დავის ფარგლებში, პალატის შესაფასებელია დადგენილი იქნეს, რეალურად ადგილი ჰქონდა, თუ არა მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს; სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე ნ. კ-------------- მიუწვევლობა გამოიწვევს, თუ არა სხდომის გადაწყვეტილების ბათილობას. მოცემული დავის განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების, ასევე საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებების (თავად ნ----- კ-------------- მოხსენებითი ბარათის და ახსნა განმარტებების) შეფასების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა შეძლო იმ ფაქტის დადასტურება, რომ ნ----- კ-------------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოსწავლეს, კერძოდ, სახეში გაარტყა გ------- მ-----------, რითაც დაირღვა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის წესები და სკოლის შინაგანაწესი, რაც შინაგანაწესის 22.9. პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით, მასწავლებლის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველია. 4.27. პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოსწავლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და რომ ახსნა-განმარტება დაწერა ფსიგოლოგიური ზეწოლის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ნ----- კ-------------- მიმართ რაიმე სახის ფსიქოლოგიურ იძულებას, რამაც განაპირობა მის მიერ მსგავსი შინაარსის მოხსენებითი ბარათის დაწერა. ფსიქოლოგიური იძულების სამტკიცებლად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკმარისი არაა, მხოლოდ აპელანტი მხარის ახსნა-განმარტება. 4.28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ნ----- კ-------------- მოქმედება, საკმარის პირობას წარმოადგენდა, როგორც დ--–---–-------------------სათვის, ისე დირექტორისათვის, გამოეყენებინათ დისციპლინური სახდელი, მათ შორის, „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლება, რადგან მის მიერ ჩადენილი გადაცდომა, სწორად იქნა შეფასებული უხეშ დარღვევად, რაც გამორიცხავს ნ.კ-------------- ახსნა-განმარტების, იძულების წესით დაწერილად მიჩნევას, მისი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, სადავო გადაწყვეტილებისა და ბრძანების ბათილად ცნობას და აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. 4.29. ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნები: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ კავშირშია სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული სადავო გადაწყვეტილების, ბრძანების კანონიერებასთან, რომელთა გაუქმების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება გამორიცხავს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას. 4.30. ვინაიდან, ნ----- კ-------------მ ჩაიდინა უხეში გადაცდომა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მიწვეული არ ყოფილა სადისციპლინო კომიტეტის კრებაზე, ეს გარემოება ვერ გახდება საფუძველი ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა. 4.31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობა, თუმცა საქმეზე ნ----- კ-------------- სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ეს გარემოება, სსსკ-ის 393-ე მუხლის შესაბამისად, ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რაც ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ნ----- კ-------------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, ნ----- კ-------------- მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ----- კ-------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე