განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
010100118002782861
ინსტანცია
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002782861

საქმე N 1/ბ-274-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ივნისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - ი-----–- დ--------–--ის, ბ---–----–- მ–------ის

მსჯავრდებულის - ა------- მ----–--ის

ადვოკატის - პ----- ბ---–----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------- მ--------ს ძე მ----–--ის მიმართ; დაბადებული: 3---------წ. პირადი ნომერი 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ, ბათუმი, ჯ--------–---–-ს ქ. N15, ფაქტობრივად მცხოვრები: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---––--ი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა------- მ----–--ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა------- მ----–--ე 2018 წლის 05 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა და მართავდა ,,სეტრას’’ მარკის სამგზავრო ავტობუს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით E--------, რა დროსაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33-ე, პუნქტი 2-ის მოთხოვნები და შეეჯახა ,,მერსედეს ბენცის’’ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V--------, რომელსაც დ------ ბ-----ე მართავდა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ დ------ ბ-----ე და მ------ გ--------ე, ხოლო ი---- ბ-----ემ და გ---– თ-----–-მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით ა------- მ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით და სასჯელის სახით განესაზღვრა 06 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 04 წელი განესაზღვრა პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 წელი, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 02 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 დეკემბრიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

2.1 აპელანტი - აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფლების პროკურორი ბ---–----–- მ–------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ ა------- მ----–--ეს სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, სასამართლომ მხედველობაშ არ მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ასევე დაზარალებულის უფლებამონაცვლე და დაზარალებული ითხოვენ მსჯავრდებულის მკაცრად დასჯას.

 

2.2 აპელანტი - მსჯავრდებულ ა------- მ----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს შეიცვალოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენი ა------- მ----–--ის მიმართ და მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მთლიანად ჩაეთვალოს პირობით, ვინაიდან მსჯავრდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორებს: ი-----–- დ--------–--ეს და ბ---–----–- მ–------ეს, რომლებმიც დაეთანხმნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ა------- მ----–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----- ბ---–----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა------- მ----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილეით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ, ასევე სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების უფლებამონაცვლეების - ვ------- გ--------ის და ზ----- ბ-----ის ჩვენებებით, დაზარალებულების - გ---– თ-----–-ს, ი---- ბ-----ის ჩვენებებით, მოწმეების - ნ----- ლ-----ის, ე-–---- ფ---–----ას, მ------ კ---–--–--ის, ა---- გ------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სქემით, ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზი N---------, N-------------------------------------- დასკვნებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ა------- მ----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებითაა სადაოდ გამხდარი; აპელანტი (პროკურორი) ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი განაჩენში სასჯელის ნაწილში და ა------- მ----–--ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი და მას ამოერიცხოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითება, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი მთლიანად ჩაეთვალოს პირობით.

 

მსჯავრდებულ ა------- მ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ ა------- მ----–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულის ქმედების შედეგად გამოწვეულ მძიმე შედეგს (გარდაიცვალა ორი ახალგაზრდა ადამიანი, ხოლო ორმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები). დაზარალებულ დ------ ბ-----ის უფლებამონაცვლე არ არის შერიგებული მსჯავრდებულთან და ითხოვს მის მკაცრად დასჯას. საქმის მასალების მიხედვით ა------- მ----–--ე შემთხვევის დროს იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების, ასევე სასჯელის მიზნების მხედველობაში მიღებით, პალატას არ მიაჩნია მიზანშეწონილად მსჯავრდებულ ა------- მ----–--ის მიმართ გამოყენებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათები, შესაბამისად, პალატა იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე სასჯელის დანიშვნის თაობაზე, რის გამოც გასაჩვრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ა------- მ----–--ის საუარესო ცვლილება, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე კი პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობითად ჩათვლის თაობაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორ ბ---–----–- მ–------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ა------- მ----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება იმ მიმართებით, რომ ა------- მ----–--ეს სასჯელის დანიშვნისას ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა------- მ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ა------- მ----–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 დეკემბრიდან.

 

ნივთმტკიცებები - „სეტრას“ მარკის სამგზავრო ავტობუსი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით E-------- და „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V--------, რომლებიც გაჩერებულია შპს „ბ--------------ის“ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე