განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
010210019002138394
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210019002138394

საქმე №2/ბ-131-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები : თამარ სვანიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ირმა პერანიძე, სიმონ ჩხაიძე

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე, მოპასუხე/შეგებებული მოსარჩელე) - ს------------------

წარმომადგენელი - ა-------–-–--–---

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი/მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე/მოპასუხე) - მ--–-------------------

წარმომადგენელი - გ--–-----------

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტ ს------------------ს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

1.2. აპელანტ მ--–-------------------ს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

მ--–-------------------მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ს------------------ს მიმართ და ითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება და უძრავი ქონების რეალიზაცია. თავის მხრივ, ს-----------------მა შეგებებული სარჩელი აღძრა მ--–-------------------ს მიმართ და მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელის განმარტებით:

2----–-–------------------- მ--–-------------------სა და ს-----------------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ--–-------------------მ ს-----------------ს ასესხა 1 500 000 აშშ დოლარი. გაცემული სესხიდან 500 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა უსასყიდლო სესხს და მასზე სარგებელი გადასახდელი არ იყო. 500 000 აშშ დოლარი ს-----------------ს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. 1 000 000 აშშ დოლარის სესხი სასყიდლიანი იყო და მასზე ს-----------------ს სარგებელის სახით უნდა გადახადა თვეში 1.5%. სასყიდელიანი სესხის თანხა მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 6 თვეში.

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს------------------ს საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ქონება. კერძოდ: ქ. ბ------------------------ში, პირველ სართულზე მდებარე 335 კვ.მ. საერთო ფართის №S1/2/1 არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი 0------------------; ქ. ბ--------------------------ში, პირველ სართულზე მდებარე 170 კვ.მ. საერთო ფართის №S1/2 არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი 0------------------; ქ. ბ-------------------------ში, ,,C“ ბლოკში ,,5-6“ ღერძებში მდებარე 75 კვ.მ. საერთო ფართის №S1/1/7 არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი 0------------------.

მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოსარჩელეს არ დაუბრუნა სესხად მიღებული 500 000 აშშ დოლარი. მან არც 6 თვის შემდეგ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა, მოსარჩელეს არ დაუბრუნა ძირი თანხა - 1000 000 აშშ დოლარი და სარგებელი 90 000 აშშ დოლარი.

ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელემ დაკარგა შემოსავალი, რაც შეადგენს 1 500 000 აშშ დოლარის 1.5 %-ს, თვეში 22 500 აშშ დოლარს. საერთო ჯამში მოსარჩელემ სარჩელის აღძვრამდე დაკარგა 765 000 აშშ დოლარი.

მოპასუხის პოზიცია:

ს-----------------მა სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, 2----–-–------------------- მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მაგრამ მ--–-------------------ს ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მისთვის არ გადაუცია. შესაბამისად, მას არ აქვს თანხის დაბრუნების ვალდებულება.

შეგებებული მოსარჩელის განმარტებით:

2----–-–------------------- მ--–-------------------სა და ს------------------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ--–-------------------ს ს------------------სათვის უნდა ესესხებინა 1 500 000 აშშ დოლარი. თუმცა, გარიგების დადების შემდეგ მ--–------------------- რუსეთში ისე წავიდა, რომ მისთვის სესხის თანხა არ გადაუცია.

ს-----------------მა დაამთავრა რუსული სკოლა და მან ქართულ ენაზე წერა და კითხვა არ იცის. შესაბამისად, იგი ვერ გაერკვა ხელშეკრულების ტექსტის იმ ნაწილში, სადაც წერია, რომ მან მ--–-------------------ასაგან მიიღო 1 500 000 აშშ დოლარი. მიიჩნევს, რომ გარიგების შინაარსი მას უნდა თარგმნოდა მისთვის გასაგებ ენაზე. ამ წესის დაუცველობის გამო გარიგება ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

მოპასუხის პოზიცია:

მ--–-------------------მ სარჩელი არ ცნო. ამტკიცებს, რომ ს-----------------ს შეუძლია ქართულ ენაზე წერა და კითხვა. შესაბამისად მან სრულად გაიგო ტექსტის შინაარსი და მისი დამატებით თარგმნა საჭირო არ იყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით: მელიტონ ტორჩინავს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს-----------------ს, მ--–-------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის 1 485 000 აშშ დოლარის და სარგებელის სახით 90 000 აშშ დოლარის გადახდა; მელიტონ ტორჩინავის სარჩელი 15 000 აშშ დოლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მ--–-------------------ს სახ.ბაჟის სახით დაეკისრა 30 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს; ს-----------------ს, მ--–-------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა სახ.ბაჟის სახით გადახდილი 2970 ლარის ანაზღაურება; ს-----------------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებულ სარჩელზე სახ.ბაჟი გადახდილი იქნა.

 

სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ 2----–-–------------------- მ--–------------------- და ს------------------ მივიდნენ ნოტარიუსთან და სანოტარო წესით გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მასში მითითებულია მ--–-------------------ს მიერ ს------------------ისათვის 1 500 000 აშშ დოლარის სესხად გაცემის შესახებ.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს------------------ს საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ქონება, რომელთა საკადასტრო კოდებია 0------------------; 0------------------ და 0------------------.

2----–-–------------------ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გარიგება დადებულია შემდეგი პირობებით: სესხის ოდენობა - 1500 000 აშშ დოლარი; სესხის ვადა: 500 000 აშშ დოლარი - 2014 წლის 31 დეკემბრამდე; 1 000 000 აშშ დოლარის - 6 თვი ვადით; სარგებელი: 500 000 აშშ დოლარი - სარგებელის გარეშე; 1 000 000 აშშ დოლარი - თვეში 1.5 %.

მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ 2----–-–------------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ს-----------------მა და მ--–-------------------მ.

სასამართლომ მხარეთა შორის ძირითად სადაო ფაქტობრივი გარემოებებად მიიჩნია: სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში სესხის თანხად მითითებული 1 500 000 აშშ დოლარის მ--–-------------------ს მიერ სესხად ს------------------სათვის გადაცემა; ს------------------ს მიერ ქართულ ენაზე წერა-კითხვის ცოდნა და ზოგადად საუბრის უნარი.

სასამართლომ მიუთითა, რომ ერთ-ერთი სადაო გარემოებაა ქართულ ენაზე კომუნიკაციის ნაწილში ს------------------ს უნარი. მოპასუხე ამტკიცებს, რომ ს------------------ ქართული საუბრის შინაარს ვერ გებულობს. ასევე ქართულად ვერ წერს და ვერ კითხულობს, რასაც მოსარჩელის წარმომადგენელი კატეგორიულად არ ეთანხმება. მან ზეპირად განმარტა, რომ მოპასუხე მ--–-------------------ს მეგობარია. ისინი ერთმანეთთან საუბრობენ ქართულად და ასევე მან კარგად იცის, რომ მოპასუხეს ქართული წერა-კითხვა და საუბარი არ უჭირს. ამ გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელემ წარმოადგინა ს-----------------ის მონაწილეობით შედგენილი შემდეგი დოკუმენტები: 2----–-–---------------- სანოტარო აქტი (ორი ხელშეკრულება); იპოთეკის ორი ხელშეკრულება; პარტნიორთა კრების №1 ოქმი; საწარმოს წესდება; დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილება; გირავნობის ხელშეკრულება; წილის უფლების ნასყიდობის სამი ხელშეკრულება; პარტნიორთა კრების ოქმი №7; პარტნიორთა კრების ოქმი №9; პარტნიორთა კრების ოქმი №23/2014; პარტნიორთა კრების ოქმი №81; იჯარის ხელშეკრულება; ნასყიდობის ხელშეკრულება.

ფაქტობრივად მოსარჩელემ წარმოადგინა 17 გარიგება. თითოეული გარიგებაში ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ს------------------ი. ხელშეკრულებათა უმრავლესობა სანოტარო წესითაა დადასტურებული და მათზე ს------------------ ხელს გარკვევით აწერს ქართულ ენაზე. ის ხელშეკრულებებში მონაწილეობდა თარჯიმანის გარეშე და გამოვლენილი აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ნება, როგორიცაა იპოთეკით ქონების დატვირთვის, გირავნობით ქონების დატვირთვის, საწარმოს წილის ნასყიდობის, სესხის მიღების, უძრავი ქონების გასხვისებისა და სხვა ტიპის ნება. თითოეულ დოკუმენტს ს------------------ი ხელს აწერს ქართულ ენაზე. უმრავლეს დოკუმნეტში ნოტარიუსს გამორკვეული აქვს ს------------------ს მიერ ქართული ენის ცოდნა და ამ დოკუმენტებს ს-----------------ს მას შემდეგ აქვს ხელი მოწერილი.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლოს შეექმნა რწმენა მასზედ, რომ ს------------------ ქართულ ენაზე საუბრობს, წერს და კითხულობს. ამდენად, მოპასუხის მითითება ენის ბარიერთან დაკავშიებით, არ იქნა გაზიარებული.

სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმის დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 1 500 000 აშშ დოლარი იმ პირობებით, რაც ასახულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში. ამ არგუმენტს ავითარებს მხარეთა შორის შედგენილი ხელშეკრულება, რაზეც ორივე მხარეს აქვს ხელი მოწერილი და მას სადაოდ არ ხდიან. ხელშეკრულების პირველი გვერდის მეოთხე აბზაცში მითითებულია, რომ ს-----------------მა 1 500 000 აშშ დოლარი მიიღო სესხის ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ტექსტის სიტყვა–სიტყვითი გააზრებით, დგინდება, მხოლოდ ის, რომ ს-----------------მა მ--–-------------------საგან 1 500 000 აშშ დოლარი მიიღო სესხად. ამ ტექსტს სხვა განმარტება ვერ მიეცემა და არც ბუნდოვანი არაა. მასში შინაარსი მკაფიოდ და გასაგებადაა ჩამოყალიბებული.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარიგება სანოტარო წესითაა და დედებული. მასში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა პირადობა, მათი ნების გამოხატვის ნამდვილობა, შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდეგ შეადგინა ხელშეკრულება, მონაწილეებს წაუკითხა ხმამაღლა და მისი შინაარსი განუმარტა მათ. გარდა ამისა, მხარეებმა პირადად წაიკითხეს ხელშეკრულება, რის შემდეგაც ხმამაღლა და ნათლად განაცხადეს, რომ იგი ზუსტად გამოხატავდა მხარეთა ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი. ეს ჩანაწერი გარიგების ნამდვილობის ქვაკუთხედია. თუ ნოტარიუსი გაესაუბრა გარიგების მონაწილეებს, გამოჰკითხა რა გარიგების შედგენა უნდოდათ, მათგან ინფორმაციის მიღების შემდეგ შეადგინა ხელშეკრულება და მასში ჩაწერა, რომ სერგეი დავიდოვს სესხად მიღებული აქვს 1 500 000 აშშ დოლარი, ასევე თუ ჩანაწერი წაიკითხა ს-----------------მა, გაეცნო ჩანაწერს 1 500 000 აშშ დოლარის მიღების შესახებ და ამის შემდეგ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, აღნიშნული გულისხმობს მას, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ნამდვილად გადასცა 1 500 000 აშშ დოლარი და მოპასუხემ სწორედ ამიტომ დაადასტურა თანხის მიღება თავისი ხელმოწერით.

სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სანოტარო წესით დადებულ გარიგებას აქვს ნდობის უმაღლესი ხარისხი და იგი ითვლება უდაო მტკიცებულებად. ასეთი პრინციპი გამომდინარეობს ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის პირობიდან, რომლის მიხედვითაც ,,სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა“.

თეორიულად არსებობს იმის დასაშვებობა, რომ მხარეები შეთანხმებულიყვენ 1 500 000 აშშ დოლარის ხელშეკრულების დადების შემდეგ გადაცემაზე. ასევე თეორიულად შესაძლებელია, რომ ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ გადაეცა სესხის თანხა, მაგრამ ასეთი თეორიული შესაძლებლობაც რაღაც არგუმენტით უნდა იყოს გამყარებული. ასეთი შეთანხმება რისკის მატარებელია. აუცილებელია მხარეებმა გამოიჩინონ წინდახედულობა და იმ გარიგებაზე მოაწერონ ხელი, რაც რეალურად არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკის მატარებელი მხარე რჩება მტკიცების პრობლემის გარეშე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის ნაწილი თანხა - 15 000 აშშ დოლარი, გადაუხადა. თანხის გადახდის მტკიცებულებაა მიღება- ჩაბარების აქტი, რომელიც მოსარჩელეს საქმეში ჰქონდა წარმოდგენილი. აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა მოპასუხემ სადაო გახადა და მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე ის სასამართლომ საქმიდან ამოიღო, თუმცა მოსარჩელემ თანხის მიღება ზეპირი განმარტებით დაადასტურა, რის გამოც მიჩნეული იქნა, რომ მოპასუხემ 15 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს გადაუხადა 2014 წლის 20 ოქტომბერს.

სასამართლომ განმარტა:

წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან.

მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ს-----------------ს სესხად მიღებული 1 500 000 აშშ დოლარიდან 500 000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. მან ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. სესხად თანხის მიღების შემდეგ, ხელშეკრულების წერილობით გაფორმებამდე, მ--–-------------------ს დაუბრუნა მხოლოდ 15 000 აშშ დოლარი.

სესხად მიღებული თანხის დანარჩენი ნაწილის - 1 000 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვადა დადგა 2015 წლის 24 აპრილს. ს------------------მა ამჯერადაც დაარღვია სესხის დაფარვის ვალდებულება და სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა არა 1500 000 აშშ დოლარი, არამედ 1 485 000 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მ--–------------------- ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა.

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ სასყიდელიანი იყო. 1 000 000 აშშ დოლარის სესხზე მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. ს------------------ს სარგებელის სახით უნდა გადაეხადა 1 000 000 აშშ დოლარის 1.5 % თვეში, რაც 6 თვეზე შეადგენს 90 000 აშშ დოლარს, რისი გადახდაც ასევე დაეკისრა მოპასუხეს.

მ--–-------------------მ მოითხოვა სესხის დაბრუნების დაყოვნების გამო, მოპასუხეს დაეკისროს მიუღებელი შემოსავალის სახით თვეში 22 500 აშშ დოლარის, სულ 765 000 აშშ დოლარის გადახდა.

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ თვითონ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებს, რომ გასესხებული თანხის დროულად მიუღებლობით იზარალა თვეში 22 500 აშშ დოლარი, რაც მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს------------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები.

დადგენილია, რომ ს------------------მა მ--–-------------------ას მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1 485 000 აშშ დოლარი და სარგებელი 90 000 აშშ დოლარი. მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია 2----–-–------------------ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი ენის ბარიერის გამო ვერ გაერკვა ხელშეკრულების შენაარსში და იმ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის შინაარსიც მისთვის უცნობი იყო. თუმცა, აღნიშნული გარემოება მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა.

ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 286-ე, 623-ე, 625-ე მუხლებზე.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი საფუძვლები:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული მოსარჩელე/მოპასუხე ს------------------ს მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.

აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

აპელანტის განმარტებით, წარმოდგენლი შეგებებული სარჩელით, სკოლის ატესტატითა და დიპლობით და ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ იგი არის რუსული ენის მცოდნე და ქართული საუბრის შინაარსს ცუდად გებულობს, რის გამოც იგი ხელშეკრულების დადებისას სრულად ვერ გაერკვია მის ტექტსში.

მოცემულ შემთხვევაში, სადაოა 2----–-–------------------ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსი, რადგან მასზე ხელისმოწერა მოხდა ნდობის, ურთიერთობის, ბოროტად გამოყენებით, ისე, რომ მისი შინაარსი ს------------------სთვის იყო რთულად გასაგები. მისთვის ცნობილი იყო, რომ თანხა შემდგომში უნდა გადასცემოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ, ხელშეკრულების თანახმად, თანხა მას მიღებული აქვს, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია. ვინაიდანაც ქართული წერა იცის ძალიან ცუდად, ხოლო კითხვა კი არ იცოს მას ხელშეკრულების შინაარსი არ წაუკითხავს და ვერც წაიკითხავდა. ამდენად, ხელშეკრულების შინაარსი არ შეესაბამება მის ნებას.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ვინაიდან გარიგება დამოწმებულია სანოტარო ორგანოში, მას მტკიცებულების სახით მიენიჭა უპირატესი ძალა. სასამართლოს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა გამოეკვლია რამდენად რეალურად შეძლებდა ს------------------ ხელშკრულების შინაარსის წაკითხვას და მის სრულყოფილად გაგებას.

არასწორია სასამართლოს მითითება, რომ თითქოსდა არსებობს მტკიცებულება 15000 აშშ დოლარის თანხის მიღების თობაზე, ვინაიდან ესეთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ხელწერის ექსპერტიზის მოთხოვნის შემთხვევაში თავად გახმობილი იქნა უკან. ხოლო არარსებულ მტკიცებულების საფუძველზე თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურება, აშკარად უკანონო და დაუსაბუთებელია.

ამასთან, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ძალზედ დიდი ოდენობისაა და მისი გადაცემა აუცილებლად საჭიროებდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, მინიმუმ საბანკო ამონაწერს, რომ მ--–-------------------ს 2014 წლის ოქტომბრის თვეში საერთოდ თუ გააჩნდა ანგარიშზე 1 500 000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გადაეცა ს-----------------ზე.

საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილად არ გამოკვლევისა და არასწორი შეფასების შედეგად, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სრულიად დაუსაბუთებლად მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საერთოდ არ არის ნამსჯელი შეგებებულ სარჩელზე.

ამ და სხვა გარემოებების გამო აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი საფუძვლები:

აპელანტ ს------------------ს სააპელაციო საჩივარზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელე/მოპასუხე მ--–-------------------მ.

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, მოპასუხეზე დამატებით 15 000 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით - გადაუხდელ თანხაზე დარიცხული ყოველთვიური 1.5%-ის დაკისრება ითხოვა.

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, უსაფუძვლოა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლოს მიერ ჩაითვალა, რომ თითქოს სესხის სახით აღებული 1 500 000 აშშ დოლარიდან ს-----------------მა მას დაუბრუნა 15 000 აშშ დოლარი. როგორც ჩანს, სასამართლოს აღნიშნული შეფასება ეფუძვნება მ--–-----------------სა და ს-----------------ს შორის 2014 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს, რაც არასწორია, რადგან იგი საქმეს მტკიცებულების სახით არ ერთვის. იგი ამორიცხული იქნა მტკიცებულებებიდან, ხოლო მას არ დაუდასტურებია აღნიშნული თანხის გადახდა.

სამართლებრივად უსწოროა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სესხის სახით გაცემული თანხის 1 500 000 აშშ დოლარის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, ს-----------------ზე მ--–-------------------ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით, თანხის სრულად დაბრუნებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე გადაუხდელი თანხის 1,5%-ს გადახდა, რაც შეადგენს თვეში 22 500 აშშ დოლარს, ხოლო სარჩელის სასამართლოში აღძვრის დროისათვის შეადგენდა 765 000 აშშ დოლარს (34 ვადაგადაცილებული თვე).

სესხის ძირი თანხა მ--–-------------------ს მიერ გამიზნული იყო არა რაიმე სხვა გამოყენებისათვის, არამედ გასასესხებლად და ამ გზით სარგებლის მისაღებად.

ამ და სხვა გარემოებების გამო შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის ძირი თანხის სრულად და მიუღებელი შემოსავლის დაკისრება ითხოვა.

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ ს------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო მ--–-------------------ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება მ--–-------------------სათვის 15 000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილებში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მ--–-------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა დაეკისროს ს-----------------ს მ--–-------------------ს სასარგებლოდ სესხის ძირი თანხა 15 000 აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავლის სახით 1 მილიონ 500 000 აშშ დოლარიდან გადაუხდელი თანხის ყოველწლიური 3%; ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა

პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, დადგენილია, რომ 2----–-–------------------- მ--–-------------------ს და ს-----------------ს შორის სანოტარო წესით გაფორმებული იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მ--–-------------------მ ს-----------------ზე 6 თვის ვადით გასცა სესხის სახით 1 500 000 აშშ დოლარი, ხოლო ს-----------------მა მიიღო აღნიშნული თანხა სესხად, ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

ამავე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გარიგება დადებულია შემდეგი პირობებით: სესხის ოდენობა - 1500 000 აშშ დოლარი; სესხის ვადა: 500 000 აშშ დოლარი - 2014 წლის 31 დეკემბრამდე; 1 000 000 აშშ დოლარის - 6 თვი ვადით; სარგებელი: 500 000 აშშ დოლარი - სარგებელის გარეშე; 1 000 000 აშშ დოლარი - თვეში 1.5 %.

ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა პირადობა, მათ მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, დაადგინა მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა, შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, რის შემდეგაც შეადგინა წინამდებარე ხელშეკრულება, წაუკითხა მათ ხმამაღლა და განუმარტა, მათ პირადად წაიკითხეს ხელშეკრულება, მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ იგი ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას და მისი თანდასწრებით მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი.

მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ 2----–-–------------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ს-----------------მა და მ--–-------------------მ.

ამასთან, ს------------------ს ხელმოწერასთან მითითებულია ,,მესაკუთრე (მსესხებელი)“, ,,წავიკითხე ს------------------“.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს------------------ს საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ქონება, რომელთა საკადასტრო კოდებია 0------------------; 0------------------ და 0------------------, რაც დარეგისტრიდა საჯარო რეესტრში.

სამართლებრივი დასაბუთება:

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2----–-–------------------- დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 1 500 000 აშშ დოლარის სესხად გაცემისა და მის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონებების იპოთეკით დატვირთვის თაობაზე. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოსარჩელე/შეგებებული აპელანტი მ--–------------------- მოითხოვს მოპასუხეზე დამატებით 15 000 აშშ დოლარისა და გადაუხდელ თანხაზე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას. ხოლო მოპასუხე/აპელანტი ს------------------ მიუთითებს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობაზე იმ მიზეზით, რომ იგი სრულყოფილად არ ფლობს ქართულ ენას, არ იცის წერა-კითხვა, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა ხელშეკრულების შინაარსის წაკითხვას და მის სრულყოფილად გაგებას, ამასთან, მას სესხის თანხა არ გადასცემია.

სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხეს არასოდეს გაუხდია სადაოდ ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ხელშეკრულების შინაარსი, რასაც ხელს აწერდა მისთვის უცნობი იყო ან ნოტარიუსმა სხვა ტექსტი წაუკითხა ან საერთოდ არ წაუკითხა საქმის მასალებში არ მოიპოვება.

,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს პირებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს.

პალატა მიუთითებს, რომ გარიგების სანოტარო წესით დამოწმება ერთ შემთხვევაში გულისხმობს გარიგების შინაარსის დადასტურებას, სხვა დროს კი ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებას. გარიგების შინაარსის დადასტურება ნიშნავს მისი მოქმედ სამართლიან შესაბამისობის დადასტურებას. მაგალითად, თუ ვინმემ გადაწყვიტა მიწის ნაკვეთის გაყიდვა, ვიდრე მოხდებოდეს ხელშეკრულების დამოწმება, ნოტარიუსმა უნდა გაარკვიოს რამდენად უფლებამოსილი არიან მხარეები დადონ მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხომ არ ირღვევა უპირატესი შესყიდვის უფლება, ხომ არაა კანონსაწინააღმდეგო ხელშეკრულების პირობები და ა.შ. ნოტარიუსმა დოკუმენტის ტექსტი მხარეებს უნდა გააცნოს (წაუკითხოს). გარიგების მხარეები შემდგომ ხელს აწერენ დოკუმენტს, რასაც ამოწმებს ნოტარიუსი. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, ნოტარიუსი ადასტურებს მას. ხელის მოწერის დამოწმებისას კი ნოტარიუსი ადასტურებს ამა თუ იმ პირის მიერ ხელის მოწერის ფაქტის ნამდვილობას. ამ შემთხვევაში შეფასების საგანს არ წარმოადგენს გარიგების შინაარსი.

,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას.

პალატა მიუთითებს, რომ კონსულტაციის გაწევის ვალდებულება ამ შემთხვევაში უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ნოტარიუსი ვალდებულია მხარეებს წაუკითხოს ხელშეკრულება და განუმარტოს თავიანთი უფლება-მოვალეობები, აგრეთვე მიუთითოს სამართლებრივ შედეგებზე.

ამავე კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2----–-–------------------- მოსარჩელე მ--–-------------------ს და მოპასუხე ს-----------------ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------) და ამავდროულად, მხარეთა შორის სადავო არაა ამ ხელშეკრულებაზე მათი ხელმოწერების ნამდვილობა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მ--–-------------------მ ს-----------------ზე 6 თვის ვადით გასცა სესხის სახით 1 500 000 აშშ დოლარი, ხოლო ს-----------------მა მიიღო აღნიშნული თანხა სესხად, ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

ამავე ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ 2----–-–------------------- ნოტარიუს ლ-------- მიმართეს მ--–-------------------მ და ს-----------------მა და ითხოვეს მათ შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შედგენა და მისი სანოტარო წესით დადასტურება. ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა პირადობა, მათ მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, დაადგინა მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა, შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, რის შემდეგაც შეადგინა წინამდებარე ხელშეკრულება, წაუკითხა მათ ხმამაღლა და განუმარტა, მათ პირადად წაიკითხეს ხელშეკრულება, მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ იგი ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას და მისი თანდასწრებით მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი.

აღსანიშნავია, რომ ს------------------ს ხელმოწერასთან მითითებულია ,,მესაკუთრე (მსესხებელი)“, ,,წავიკითხე ს------------------“.

ამდენად, წარმოდგენილი ხელშეკრულებიდან ნათლად ირკვევა, რომ ნოტარიუსის მიერ მოხდა არა ხელმოწერების ნამდვილობის, არამედ გარიგების შინაარსის დადასტურება.

საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ გარიგებაზე ხელმოწერა შეესაბამება ხელმომწერის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ გარიგება ისეთ პირობებში იქნა ხელმოწერილი და შედგენილი, რომელიც გამორიცხავს გარიგებაში გამოვლენილი ნების შესაბამისობას რეალობასთან.

პალატა განმარტავს, რომ გარიგებაზე ხელმოწერით ივარაუდება, რომ ხელმომწერი პირისათვის ცნობილია იმ გარიგების შინაარსი, რაზედაც აწერს ხელს.

ამასთან, დადგენილია, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს------------------ს საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ქონება, რომელთა საკადასტრო კოდებია 0------------------; 0------------------ და 0------------------, რაც დარეგისტრიდა საჯარო რეესტრში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე გაეცნო იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელსაც ხელი მოაწერა. ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მის მხარეზე იყო. ამ მხრივ მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ იგი სრულყოფილად არ ფლობს ქართულ ენას, არ იცის წერა-კითხვა, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა ხელშეკრულების შინაარსის წაკითხვას და მის სრულყოფილად გაგებას, თუმცა აღნიშნული გარემოება საჭიროებს დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებით მის დადასტურებას, რაც მის მიერ დამტკიცებული ვერ იქნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე დაყრდნობით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რომ იგი ვერ შეძლებდა ხელშეკრულების შინაარსის გაგებას, თუმცა მან ვერ წარადგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი სახის მტკიცებულებები. ამგვარი მოცემულობის პირობებში ცხადია არ არსებობდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის არანაირი საფუძველი.

ს.ს.ს.კ 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით განსაზღვრულია სამართალწარმოებისას მტკიცების სტანდარტი და დადგენილია მხარეთა შორის მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების განაწილების წესი. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რაზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს: საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

კანონმდებლის აღნიშნული დანაწესი მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება, რომლის თანახმადაც სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.

პალატა არ იზიარებს ს------------------ს არც იმ განმარტებას, რომ სესხის თანხა მას არ გადასცემია, რის გამოც ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ამ მხრივ აპელანტი მიუთითებს მხოლოდ მის განმარტებაზე მაშინ, როდესაც საქმეში განთავსებულია უდავო სახის მტკიცებულება - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სახით, სადაც გარკვევით და ნათლად წერია, რომ მ--–-------------------მ ს-----------------ზე 6 თვის ვადით გასცა სესხის სახით 1 500 000 აშშ დოლარი, ხოლო ს-----------------მა მიიღო აღნიშნული თანხა სესხად, ხელშეკრულების ხელმოწერამდე. შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია ს-----------------ზე სესხის თანხის გადაცემის ფაქტი. ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაში ნათლად გამოხატულია მხარეთა ნება, რამაც წარმოშვა შესაბამისი სამართლებრივი შედეგები - სესხის თანხის უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებებზე იპოთეკის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის დაძლევა შეუძლებელია მხოლოდ განმარტებაზე აპელირებით.

ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 2----–-–------------------- ს-----------------მა მ--–-------------------საგან ისესხა 1 500 000 აშშ დოლარი, საიდანაც მსესხებელს 500 000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 1 000 000 აშშ დოლარის 6 თვის შემდეგ ანუ 2015 წლის 25 აპრილამდე. სესხი ნაწილობრივ სარგებლიანი იყო.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და დადგენილ ვადაში არ დააბრუნა სესხის თანხა, რაც სესხის ძირი თანხის და პროცენტის გადახდის დაკისრებაზე მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს, რომ მსესხებლის მიერ გადახდილი იქნა სესხის ძირი თანხა 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ამასთან უმნიშვნელოვანესია, რომ თავად დავიდოვი უარყოფს ამ თანხის გამსესხებლისათვის დაბრუნებას (მისი პოზიციაა რომ მას საერთოდ არ გადაცემია არანაირი თანხა) რაც ამ ნაწილში მ--–-------------------ს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ს-----------------ზე დამატებით სესხის ძირი თანხის 15 000 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველია.

მ--–------------------- ასევე მიუთითებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მან დაკარგა შემოსავალი, რაც შეადგენს 1 500 000 აშშ დოლარის 1.5 %-ს, თვეში 22 500 აშშ დოლარს, რის გადახდის დაკისრებასაც ითხოვს მოპასუხეზე.

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია 2----–-–------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რაც თავის მხრივ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველია.

სააპელაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად - მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.);

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.);

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ამდენად, მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მოპასუხეს.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ყოველთვიური 1.5% არაგონივრული ოდენობაა, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს მოპასუხის უფლებებს და ემსახურება მოსარჩელის გამდიდრებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიუღებელი შემოსავლის სახით გონივრულ ოდენობად მიაჩნია გადაუხდელ თანხაზე წლიური 3%, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა პალატის მოსაზრებით სამართლიანი და გონივრულია.

საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ს-----------------ს მ--–-------------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 909 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. ს------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მ--–-------------------ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება მ--–-------------------სათვის 15 000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილებში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. მ--–-------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;

5. დაეკისროს ს-----------------ს მ--–-------------------ს სასარგებლოდ სესხის ძირი თანხა 15 000 აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავლის სახით 1 მილიონ 500 000 აშშ დოლარიდან გადაუხდელი თანხის ყოველწლიური 3%.

6. დაეკისროს ს-----------------ს მ--–-------------------ს სასარგებლოდ 909 ლარი.

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7-8-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

9. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლეები: თამარ სვანიძე ირმა პერანიძე სიმონ ჩხაიძე ნა