განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002636407
საქმე №1/ბ-921-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი--------–-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------ ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ქ------–--–--------–---------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი--------------მა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში
ი--------------ი და ი----------------ი დაქორწინდნენ 2014 წელს. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი – მ--------------------------------ბი. 2017 წლის დეკემბრიდან - 2018 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ი--------------ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ი----------------ს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. კერძოდ:
2018 წლის 5 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ------–--–--------–-–-----–-----------–-------------–-- ურთიერთშელაპარაკებისას, ი--------------მა ი----------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი სახისა და თავის არეში, რა დროსაც ი----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდნენ ი----------------ის არასრულწლოვანი შვილები - ორწლინახევრის მ------ და წლინახევრის ბ------------------ები.
2018 წლის 15 ივლისს, ქ------–--–------------------------–ი, დაახლოებით 21:00 საათზე, ი--------------მა ი----------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი სახისა და თავის არეში, რა დროსაც ი----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდნენ ი----------------ის არასრულწლოვანი შვილები - მ------ და ბ------------------ები.
2018 წლის 18 ივლისს, ქ------–--–---------------------–-- 11:30 საათზე, ი--------------მა ი----------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი სახისა და თავის არეში, რა დროსაც ი----------------ს გაუსკდა ტუჩი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდნენ ი-----------------ის არასრულწლოვანი შვილები - მ------ და ბ------------------ები.
2018 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ------–--–-----------------ე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი--------------მა ი----------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი სახისა და თავის არეში, რა დროსაც ი----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდნენ ი----------------ის არასრულწლოვანი შვილები - მ------ და ბ------------------ები.
ამასთან ერთად, თანაცხოვრების პერიოდში, ი------------------------------------ს უზღუდავდა და უკრძალავდა მეგობრებთან, მშობლებთან და პირველი ქორწინებიდან შეძენილ მცირეწლოვან 4 წლის ნ-----–---------------თან ურთიერთობას, მუშაობას და როგორც ქალს, სთხოვდა მონურ მორჩილებას. აღნიშნული ქმედებების შედეგად ი----------------ი განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
2018 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ-------–--–-----------------ე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი--------------ი ნაჯახის გამოყენებით ი----------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი--------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენით:
ი--------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ი--------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”კ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ი--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ.წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ი--------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ი--------------ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ი----------------მა განმარტა, რომ 2014-2018 წლებში ის და მისი მეუღლე – ი--------------ი ცხოვრობდნენ ერთად. თანაცხოვრების პერიოდში ი--------------ი სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ: 2018 წლის 5 მაისს, ი--------------მა სახეში რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი; 2018 წლის 15 ივლისს, ასევე სახეში დაარტყა ხელი; 2018 წლის 18 ივლისს, ისევ სახეში დაარტყა ხელი, რა დროსაც გაუსკდა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი, ხოლო 2018 წლის 10 აგვისტოს რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა თავში ხელი. მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად იგი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. ამასთან, მის მიმართ განხორციელებული ზემოაღნიშნული ძალადობის ყველა ეპიზოდს ესწრებოდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები. დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის 10 აგვისტოს ი--------------ი ასევე დაემუქრა მას ნაჯახის ჩარტყმითა და მოკვლით, რის გამოც ძალიან შეეშინდა და მიმართა პოლიციას.
მოწმე ა--------------ის განმარტებით, 2018 წლის 10 აგვისტოს ი----------------ი მათთან მივიდა ატირებული და უთხრა, რომ მეუღლემ სცემა. ასევე უთხრა, რომ ბოლო პერიოდში ქმარი ხშირად ძალადობდა მასზე და ითხოვდა დახმარებას.
მოწმე რ---------------–---ის (დაზარალებულის დედინაცვლის) განმარტებით, 2018 წლის 10 აგვისტოს, ი----------------მა დაურეკა მამას - ე--------------------ს და სთხოვა დახმარება. როდესაც ე--------------------- სახლში დაბრუნდნენ, ე---------მა უთხრა მას, რომ ი--------------ს ი----ა უცემია. მოწმის განმარტებით, ი----ა იყო აღელვებული, თავს იტკიებდა და ამბობდა, რომ მეუღლემ თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი. ამასთან, ი--------------ს თავისთან დატოვებული ჰყავდა უფროსი შვილი – მ------ი, რომლის წამოსაყვანად წასვლა ი----ას ფიზიკურად არ შეეძლო, რადგან იყო შეშინებული და ტიროდა. აღნიშნულის გამო, მან ურჩია ი----ას – პოლიცია ჩაეყენებინა საქმის კურსში და მათ მიეღოთ შესაბამისი ზომები. აღნიშნულის შემდეგ ი----------------მა დახმარებისათვის მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.
მოწმე ნ------–----–---–ის განმარტებით, ი--------------თან და ი----------------თან ერთად ორი თვის განმავლობაში ერთ ეზოში ცხოვრობდა. ამ ხნის მანძილზე იგი არ შესწრებია ცოლ–ქმარს შორის რაიმე კონფლიქტს, თუმცა ი--------------ი ხშირად ხმამაღლა ეკამათებოდა ი----------------ს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------ის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 14 აგვისტოს, მოქალაქე ი----------------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ, მარცხენა წინამხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი; ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღინიშნება: მარცხენა წინამხრის შუა მესამედში, წინა ზედაპირზე; მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში, უკანა ზედაპირზე და მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმების მომენტში ი----------------ი უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში და გულისრევის შეგრძნებას. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------ის სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ი----------------ის ექსპერიმენტულ - ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ი----------------მა ი--------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------- დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2018 წლის 10 აგვისტოს გამოცემული #------ შემაკავებელი ორდერით და თანდართული ოქმით ირკვევა, რომ ი----------------ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ – ი--------------მა, ასევე ეს უკანასკნელი, ი----------------ზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. აღნიშნულის გამო მოძალადე ი--------------ს აეკრძალა: 1. იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2. მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; 3. იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება და მსხვერპლთან ყველანაირი სახის კომუნიკაცია. აღნიშნულ შემაკავებელი ორდერსა და მის ოქმს გაეცნენ და ხელმოწერით დაადასტურეს როგორც მოძალადე - ი--------------მა, ასევე მსხვერპლმა - ი----------------მა.
2018 წლის 11 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილენი გავიდნენ რ----------- ბოლოში, ხელმარჯვნივ მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებულ ბეტონის კონსტრუქციის ფარდულთან, სადაც ი----------------ის განმარტებით ცხოვრობდნენ ის და მისი მეუღლე ბავშვებთან ერთად და სადაც 2018 წლის 10 აგვისტოს, ი--------------მა მის მიმართ განახორციელა ძალადობა - თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
ი--------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით მეუღლესთან – ი----------------თან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა, შესაბამისად, მისი მხრიდან არც იმ დღეს და არც მანამდე ფიზიკურ ძალადობას ი----------------ის მიმართ ადგილი არ ჰქონია. კამათის შემდეგ ი----------------ი ბავშვთან ერთად წავიდა სახლიდან. იგი ი----ასგან მოითხოვდა ბავშვის უკან დაბრუნებას, თუმცა მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს. მისივე განმარტებით, მას მეუღლის მიმართ არასდროს უძალადია და არც სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია. რაც შეეხება სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, იგი ყოველთვის აგინებდა ი----ას, თუმცა ეს არ ხდებოდა ბავშვების თანდასწრებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 5 მაისის, 2018 წლის 15 ივლისის და 2018 წლის 18 ივლისის, ეპიზოდებთან მიმართებით, რაც უკავშირდება ი----------------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ასევე, 2018 წლის 10 აგვისტოს ი--------------ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელებას ი----------------ი მიმართ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ერთადერთი მტკიცებულება დაზარალებულის ჩვენება, რაც ცხადია ვერ ქმნის უტყაუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც სავალდებულოა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე და აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა დეტალურად აჩვენა ის ადგილები სადაც მასზე ძალადობდა ი--------------ი. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტი წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების შემადგენელ ნაწილს და ცალკე აღებული დამოუკიდებელ, უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ; რაც შეეხება აპელირებას მოწმე რ----------------–---------------------ის, ასევე ნ-----–----–---–ის ჩვენებებთან დაკაშირებით, სააპლეაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე რუზუნა არაქელიანმა და ასია ავეტსიანმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს 2018 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდთან დაკაშირებით, შესაბამისად, ბრალდების სხვა ეპიზოდებთან მიმართებით მათი ჩვენებები არ არის რელევანტური. რაც შეეხება მოწმე ნ-----–----–---–ის ჩვენებას, მან მხოლოდ ის გარემოება დაადსტურა, რომ ი--------------ი ხშირად ხმამაღლა ეკამათებოდა ი----------------ს.
2018 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდთან მიმართებით - ი--------------ის მიერ ი----------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, აღნიშნული ფაქტი ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებთა ერთობლიობით, დაზარალებულ ი----------------ის ჩვენებით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, მოწმეების რ----------------–------------------------ის ჩვენებებთან და საქმის სხვა მასალებთან. პალატა დადასტურებულეად მიიჩნევს, დაზარალებულ ი----------------ის მიმართ სისტემატური შეუარცხყოფის ჩადენასაც. აღნიშნულ გარემოება დასტურდება, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, ასევე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ თავად მსჯავრდებულმა ი--------------მაც არ უარყო, რომ მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მანვე უარყო მეუღლისთვის სიტყვიერი შურაცხყოფის მიყენება ბავშვების თანდასწრებით. საგულისხმოა ის გარემოება, რომ როგორც დაზარალებულის ასევე ი--------------ის განმარტებით, 2018 წლის 10 აგვისტოს კონფლიქტი მოხდა ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი, რომ ი--------------მა მოცემული დანაშაული ჩაიდინა დისკრიმნაციის მოტივით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი--------------მა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედებები (საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი) ჩაიდინა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენი ი--------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენი ი--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ი--------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი--------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126- ე მუხლის მე-2 ნაწილის ”კ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ი--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 აგვისტოდან.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ელექტრონულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილ