განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
330100118002736703
ინსტანცია
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002736703

საქმე N1ბ/250-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ლე-------------ს

ადვოკატის: ფი---------------ს

მსჯავრდებულის: გი------------–---–-ს

მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლე-------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი--------------------------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------- რეგისტრირებული: ქ------–--------–-----------–---------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის განაჩენით, გი------------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

გი------------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლისმე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

გი------------–---–- ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათალისწინებული დანააულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი)წელი და 6 ექვსი) თვე.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

გი------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

მანვე ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

გი------------–---–მა ქ.თ---–--–-------------–----------–-----------------------------------------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლიდან, 2018 წლის 28 ივლისს, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თ-----------–---–-- მიერ ნაჩუქარი, 1200 (ათას ორასი) ლარად ღირებული „ბოშის“ ფირმის სარეცხის მანქანა, რითაც დაზარალებულს მიადგა 1200 (ათას ორასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი;

2018 წლის 10 ოქტომბერს, გი------------–---–მა მეუღლეს - ნა-------–---–ს, სოციალური ქსელის - ფეისბუქის (facebook) საშუალებით გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელშიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნა-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გი------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

გი------------–---–მა ქ.თ---–--–-------------–----------–-----------------------------------------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლიდან, 2018 წლის 28 ივლისს, თავისად დაგულებული უფლებით, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ დაეუფლა და განკარგა თ-----------–---–-- მიერ ნაჩუქარი, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ნივთი - 1200 (ათას ორასი)ლარად ღირებული „ბოშის“ ფირმის სარეცხი მანქანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლე-------------მ, რომელმაც მოითხოვა, განაჩენში ცვლილების შეტანა კერძოდ, გი------------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, გასაჩივრებული განაჩენი არ არის დასაბუთებული და კანონთან შესაბამისი, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ და სასამართლო სხდომაზე პრეიუდიციულად მიჩნეულ უტყუარ და ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებებს, რომლებიც საკმარისია გი------------–---–-სათვის ბრალად შერაცხული ქმედებების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადასტურებლად. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გი------------–---–-ს მხრიდან ადრეც ჰქონია მუქარის მსგავსი ფაქტის გამოვლინებას ადგილი, ასევე ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, თუ რა პერიოდში განხორციელდა აღნიშნული დანაშაული. ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, როდესაც სამართალდამცავ ორგანოში დაიწყო გამოძიება გი------------–---–-ს მიერ განხრციელებული მითვისების ფაქტზე. გარდა აღნიშნულისა, თავად დაზარალებული აღწერს, რომ ის მუშაობს ისეთ სამსახურში, საიდანაც ღამე უწევს სახლში დაბრუნება. გი------------–---–- კი მიდრეკილია აზარატული თამაშებისაკენ, რაც კიდევ უფრო მომეტებული რისკის მატარებელია. ასევე, საყურადღებოა ნა-------–---–ის ჩვენება, სადაც ის აფიქსირებს, რომ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან, როდესაც გი------------–---–- მთვრალია, ან როცა თანხა აქვს წაგებული, იგი ძალიან აგრესიულია და ყველაფრის მკადრებელია. სამწუხაროდ, სასამართლომ აღნიშნული ფაქტები არ შეაფასა კუმულაციურად. ხოლო ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა მაშინვე არ განაცხადა პოლიციის განყოფილებაში, მსხვერპლის ფსიქოემოციურ ფონზეა დამოკიდებული და ძირითადად ფსიქოლოგიურ კონტექსტში არის წარმოდგენილი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სანამ სამმართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება.

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი კვალიფიკაციის შეცვლას, განსახილველ შემთხვევაში ჯ------– იაშვილმა და თა----------–---–-ა დაადასტურეს, რომ ისინი გადავიდნენ საცხოვრებლად მათი შვილისა და სიძის სახლში, მათ შეიძინეს სარეცხის მანქანა და დაამონტაჟეს. მოწმეებმა ასევე მკაფიოდ მიუთითეს, რომ გი------------–---–- გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ მას არ უნდა გაეტანა აღნიშნული სარეცხი მანაქანა სახლიდან და მან კარგად იცოდა, რომ ეს ნივთი შეძენილი იყო მისი სიმამრის მიერ. არსად მოწმეთა ჩვენებებში არ ფიქსირდება, რომ აღნიშნული ნივთი აჩუქეს ნა-------–---–ს და გი------------–---–ს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თანაცხოვრების პერიოდში სიმამრმა იყიდა სარეცხი მანქანა, ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ჩუქება განხორციელდა. მესაკუთრეს შეეძლო როგორც დაამონტაჟა ეს ნივთი, ისე მოეხსნა და წაეღო. ამასთან, გი------------–---–- არაერთგზის იყო გაფრთხილებული, რომ ნივთი არ უნდა წაეღო და მან კარგად იცოდა, ვის მიერ იქნა აღნიშნული ნივთი შეძენილი, აღნიშნული კი პირდაპირ გამორიცხავს შეცდომით დაგულვებულ უფლების არსებობას.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის შედეგად ვერ იქნა დადასტურებული, გი------------–---–-ს მიერ მითვისებისა და განხორციელებული მუქარის ფაქტი.

განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 28 ივლისს, გი------------–---–მა ქ.თ---–--–-------------–----------–---------------------------------, ბ--------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლიდან გაიტანა 1200 (ათას ორასი) ლარად ღირებული „ბოში“-ს ფირმის სარეცხის მანქანა და 350 ლარის მიღების სანაცვლოდ, ჩააბარა ქ.თ---–--–-----------------------------–-----------------–------------მდე მდებარე ინდ. მეწარმე - მა--------------ს კუთვნილ ლომბარდში, რაც უტყუარად იქნა დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით:

2018 წლის 15 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა 2018 წლის 28 ივლისის სალომბარდე ხელშეკრულება N6--- ლომბარდი ეკუთვნის ინდ. მეწარმე მა--------------ს და მდებარეობს ქ.თ---–--–--------------------------–----------------–------------მდე. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს BOSCH-ის ფირმის სარეცხი მანქანა, გადახდილ თანხაში მითითებულია 350 ლარი. სალომბარდე ხელშეკრულებას ხელს აწერენ გი------------–---–- და ლომბარდის წარმომადგენელი - მა--------------.

2018 წლის 24 ოქტომბრის მა--------------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2012 წლიდან მუშაობს ვ---------––----------------------–-------- ქუჩების კვეთაზე მდებარე ტექნიკის ლომბარდში. 2018 წლის 28 ივლისს, მასთან სამსახურში მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება და 350 ლარის სანაცვლოდ ლომბარდში დაუტოვა ბოშის ფირმის სარეცხი მანქანა. გირავნობის ხელშეკრულების შედგენის დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ უცნობი პიროვნება იყო გი------------–---–-, რომელმაც ასევე წარუდგინა აღნიშნული სარეცხი მანქანის საგარანტიო ტალონი და წავიდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მას დაუკავშირდა გი------------–---–- და უთხრა, რომ მისი მეუღლე მოახდენდა ანგარიშსწორებას და წაიღებდა ბოშის ფირმის სარეცხ მანქანას. მასთან მართლაც მივიდა ნა-------–---–ი, რომელსაც 385 ლარის გადახდის შემდეგ გაატანა სარეცხი მანქანა.

რაც შეეხება საკითხს, თუ ვის საკუთრებაში იმყოფებოდა ზემოდხსენებული სარეცხის მანქანა და რა უფლებები გააჩნდა მასზე გი------------–---–ს, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ვინაიდან ჯა-----–---–---–-ა შეიძინა ბოშის ფირმის სარეცხი მანქანა და დაამონტაჟა იგი ნა-------–---–ისა და გი------------–---–-ს საცხოვრებელ ბინაში, აღნიშნულ სარეცხ მანქანაზე, მეუღლეებს - ნა-------–---–სა და გი------------–---–ს წარმოეშვათ თანაბარი უფლებები.

მართალია, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მასალებით უშუალოდ არ დასტურდება ის გარემოება, რომ ჯა-----–---–---–-ა განახორციელა სადავო ნივთის ნა-------–---–ისა და გი------------–---–-სათვის ჩუქება, თუმცა აღნიშნული მასალები არ ადასტურებენ არც იმ გარემოებას, რომ ჯა-----–---–---–-ა უშუალოდ მის მეუღლეს - თა----------–---–ს შეუძინა და აჩუქა სადავო ნივთი. თავად მოწმეთა ჩვენებების საერთო ანალიზით კი აშკარაა ,რომ ჯ------– ია–---–-ს მიერ სარეცხი მანქანის შეძენის მიზეზი იყო არა თ-----------–---–-- ნა-------–---–თან და გი------------–---–თან საცხოვრებლად გადასვლა, არამედ ის გარემოება, რომ ეს უკანასკნელები საცხოვრებლად გადავიდნენ ახალ ბინაში, სადაც არ ჰქონდათ სარეცხის მანქანა.

2018 წლის 15 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით, დათვალიერდა BOSCH-ის ფირმის სარეცხი მანქანის განვადებით გამოტანის შესახებ სს „თ------------“ საბანკო კრედიტის N2------ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 15 თებერვალს, სს „თ------------“ მოქალაქე ჯ------– ია–---–--ე გასცა საბანკო კრედიტი 1244, 32 ლარის ოდენობით, BOSCH-ის ფირმის სარეცხი მანქანის განვადებით შეძენის თაობაზე. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ბანკის წარმომადგენელი და ჯ------– ია–---–-.

მოწმე ჯ------– ია–---–-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მისი შვილი - ნა-------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გი------------–---–თან. მან მეუღლესთან ერთად არაერთხელ შეიძინა ნა-------–---–ის და გი------------–---–-სათვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ გი------------–---–- დამოკიდებული იყო აზარტულ თამაშებზე, რის გამოც სახლიდან გაჰქონდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ლომბარდში აბარებდა. 2018 წლის იანვრის თვეში გ------------------ საცხოვრებლად გადავიდნენ მათ მეზობლად. ბინაში არ ჰქონდათ სარეცხის მანქანა, რის გამოც მოწმემ განვადებით, 1200 ლარად შეიძინა „ბოშის“ ფირმის სარეცხი მანქანა და ნა-------–---–ს და გი------------–---–ს დაუმონტაჟა ახალ სახლში. 2018 წლის ზაფხულში ოჯახი დასასვენებლად წავიდა ს------------ რაიონის სოფელ მა----–-, ხოლო გი------------–---–- სამსახურის გამო დარჩა თბილისში. მისმა მეუღლემ გი------------–---–- გააფრთხილა, რომ ხელი არ ეხლო სახლში დარჩენილი ტექნიკისთვის, რაზედაც გი------------–---–- დათანხმდა. სექტემბრის თვეში სახლში დაბრუნებულებს სარეცხი მანქანა ადგილზე აღარ დახვდათ და სატელეფონო საუბრისას ნა-------–---–ს გი------------–---–მა განუცხადა, რომ სარეცხი მანქანა დაგირავებული ჰქონდა ლომბარდში. გი-------------–---–ს არ ჰქონდა მისი ნებართვის გარეშე აღნიშნული სარეცხი მანქანის სახლიდან გატანის და განკარგვის უფლება.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მოწმე თამარა ვაჩეიშვილის და ნა-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით.

აღნიშნული მოწმეთა ჩვენებებიდან არცერთ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ ჯა-----–---–---–-ა სარეცხის მანქანა უყიდა მის მეუღლეს - თა-----------–---–ს და მხოლოდ ამ უკანასკნელის საკუთრებას წარმოადგენდა ხსენებული ნივთი. ნა-------–---–ის და თა-----------–---–ის ჩვენებებიდან დასტურდება, რომ ეს უკანასკნელი შვილსა და სიძეს ეხმარებოდა ბავშვების აღზრდაში და ამ მიზნით გარკვეული პერიოდი მათთან საცხოვრებლად გადასვლაც მოუწია, თუმცა მოწმეები აშკარად და ურთიერთთანხვედრილად ადასტურებენ, რომ ჯ------– ია–---–-ს მიერ სარეცხის მანქანის განვადებით შეძენის მიზეზი იყო ნა-------–---–ის და გი------------–---–-ს ახალ ბინაში ამ ნივთის არქონა.

ამდენად, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გი------------–---–-ს მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული გი------------–---–-ს მიერ სხვისი - თა-----------–---–ის კუთვნილი „ბოშის“ ფირმის სარეცხი მანქანის მათლსაწინააღმდეგოდ მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში.

წარმოდგენილი მტკიცებულებები პასუხობენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს მხოლოდ იმის დასადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ გი------------–---–მა თავისად დაიგულა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ „ბოშის“ ფირმის სარეცხის მანქანაზე საკუთრების უფლება და 2018 წლის 28 ივლისს თვითნებურად დააგირავა აღნიშნული მოძრავი ნივთი ლომბარდში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. ამდენად, სახეზეა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენისათვის.

რაც შეეხება გი------------–---–-სათვის წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნული კვალიფიკაციის ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია დაზარალებულ ნა-------–---–ის ჩვენება და მისი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი.

2018 წლის 15 ოქტომბრის ნა-------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ - გი------------–---–მა ჯ------– ია–---–-ს მიერ ნაყიდი სარეცხი მანქანა გაიტანა ბინიდან და დაააგირავა ლომბარდში, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, გი------------–---–-სთვის ცნობილი გახდა, რომ მომხდარის შესახებ ნა-------–---–ის მშობლებმა განცხადებით მიმართეს პოლიციას და თავად ნა-------–---–იც აპირებდა მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ამის გამო გი-------------–---–მა 2018 წლის 10 ოქტომბერს, ფეისბუქის (facebook) საშუალებით გაუგზავნა ნა-------–---–ს შემდეგი მოკლე ტექსტური შეტყობინება - „Dididge argieeria icode“. ამ შეტყობინების გამო ნა-------–---–ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ გი------------–---–- განახორციელებს მუქარას, რადგან, როდესაც იგი მთვრალია ან თანხა აქვს წაგებული, იგი ძალიან აგრესიული და ყველაფრის მკადრებელია.

2018 წლის 15 ოქტომბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, მომხმარებელს, სახელწოდებით - გა--------–---–ი, კუთვნილი ფეისბუქგვერდიდან ნა-------–---–ისთვის 2018 წლის 10 ოქტობერს, 16:18 საათზე მიწერილი აქვს მოკლე ტექსტური შეტყობინება - „Dididge ar gieeria icode“. ნა-------–---–ის განმარტებით, მის მეუღლეს ოფიციალურად ჰქვია გ-------- მაგრამ მას ყველა იცნობს სახელით - გ----

პალატა, რა თქმა უნდა, იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ განსახილველი დანაშუალებრივი ქმედების შეფასებისას უნდა მოხდეს ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციური ანალიზი და ამასთანავე უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ უშუალოდ დაზარალებულმა აღიქვას მუქარა რეალურად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არა მხოლოდ ცალკე აღებული ობიექტური, ან სუბიექტური კრიტერიუმის მხედველობაში მიღებით, არამედ მათი ერთობლივი ანალიზის, მუქარის სიტყვების შემცველი შეტყობინების გამგზავნის პიროვნების, ქმედების ჩადენის დროს არსებული ვითარებისა და ამის შემდეგ დაზარალებულის მოქმედების შეფასების საფუძველზე მიიღო სრულიად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდნენ კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში ობიექტური თვალსაზრისით შიშის საფუძვლიანად მიჩნევისათვის შესაძლოა სახეზე იყოს ის გარემოება, რომ ალკოჰოლური სასმელი და აზარტული თამაშები აგრესიულს ხდის ბრალდებულ გი------------–---–-ს. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულიც დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით. სხვა ობიექტური გარემოება - ბრალდებულის პიროვნება, წასრული, მუქარის გამოხატვის არაერთგზისობა, მისი განსაკუთრებით სახიფათო ხერხი, სახეზე არ გვაქვს.

რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, გასათვალისწინებელია, რომ მუქარამ რეალურად უნდა დააშინოს დაზარალებული, აღაშფოთოს და სიმშვიდე დაუკარგოს მას. აღნიშნული გარემოებების არსებობას კი სრულიად გამორიცხავს ის ფაქტი, რომ ნა-------–---–-ა გი------------–---–-ს მიერ შეტობინების გაგზავნიდან 5 დღის შემდეგ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. სრულიად ლოგიკურია, რომ როდესაც პირი სიცოცხლის მოსპობის მუქარას აღიქვამს რელურად, მას უჩნდება ძლიერი შიშის გრძნობა და მიმართავს თავის დაცვის საშუალებებს, რომ რაც შეიძლება მალე მოიპოვოს სიმშვიდე. მოცემულ შემთხვევაში კი მსგავსი სახის რაექციას და მის დაუყოვნებლივ რეაგირებას, დაზარალებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში აპელირებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სანამ სამმართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მსგავსი გარემოებების არსებობა არ დასტურდება. გი------------–---–-მა სოციალური ქსელის მეშვეობით შეტყობინება მეუღლეს გაუგზავნა 2018 წლის 10 ოქტომბერს, რის შემდეგაც მათ შორის აღარ ყოფილა კომუნიკაცია, მუქარას ან სხვა სახის ინციდენტს, უთანხმოებას ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის აღარ ჰქონია ადგილი. ამ პიროებებში კი, მხოლოდ ნა-------–---–ის 2018 წლის 15 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოება, რომ მან შეტყობინების ტექსტი აღიქვა როგორც მის წინააღმდეგ მიმართული რეალური მუქარა, ქმნის მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რომ გი------------–---–-ს მიერ ჩადენილი იქნა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი კი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გი------------–---–-ს ქმედებებს და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გი------------–---–მა ჩაიდინა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლე-------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გი------------–---–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და და გამართლდეს.

გი------------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გი------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის გამოსაცდელი ვადით;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გი------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

5. გი------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 23 ოქტომბრიდან - 2019 წლის 9 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

6. მსჯავრდებულ გი------------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი