განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
330100118002682585
ინსტანცია
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002682585

საქმე №1ბ/475-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ე-------------–---–ის, ც-------–---–---ის

მსჯავრდებულის: კ-------------------ის

ადვოკატის: ი-----------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ კ-------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- მსჯავრდებულ კ-------------------ის დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), ნასამართლევის არმქონის, რეგისტრირებულის: თ---–--–------–-------–----------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ-------------------მა ჩაიდინა,ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

კ-------------------ი და ხ------------------ 1987 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წელს ისინი განქორწინდნენ, თუმცა აგრძელებდნენ თანაცხოვრებას.

 

2018 წლის 15 სექტემბერს, დილით, თბილისში, დ---------------------–- მდებარე, მათ საერთო საცხოვრებელ სახლში კ-------------------მა საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხ-----------------ს, კერძოდ, მას მუშტი დაარტყა მარცხენა თვალწარბის არეში, რის შედეგადაც ხ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2013 წლიდან კ-------------------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხ-----------------ს და ამცირებდა მას. მათ შორის, ასეთი ქმედება მის მიმართ განახორციელა 2018 წლის 15 სექტემბერს, დილით, თბილისში, დ---------------------–- მდებარე, საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულმა ქმედებებმა ხ------------------ს ტანჯვა გამოიწვია.

 

2018 წლის 15 სექტემბერს, დილით, თბილისში, დ---------------------–- მდებარე, საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს კ-------------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ხ-----------------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ-------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

კ-------------------ი და ხ------------------ 1988 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წელს ისინი განქორწინდნენ, თუმცა აგრძელებდნენ თანაცხოვრებას.

 

2013 წლიდან კ-------------------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხ-----------------ს და ამცირებდა მას. მათ შორის, ასეთი ქმედება მის მიმართ განახორციელა 2018 წლის 15 სექტემბერს, დილით, თბილისში, დ-----------------–- მდებარე, მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს. კ-------------------ის ქმედებებმა გამოიწვია ხ------------------ს ტანჯვა.

 

იმავე დღეს, 2018 წლის 15 სექტემბერს, ურთიერთშელაპარაკების დროს, კ-------------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ხ-----------------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

 

კ-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და კ-------------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა კ-------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, და საბოლოოდ კ-------------------ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

კ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ-------------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი-----------ემ.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი კ-------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება კ-------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ხ------------------მა განმარტა, რომ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 1----–-–--------------ს დაქორწინდა კ-------------------ზე, რომელთანაც ოფიციალურად განქორწინდა 2017 წელს, თუმცა ბოლო 15 წელი საერთოს ვეღარ ნახულობდნენ ურთიერთობაში. მეუღლე რვა წლის განმავლობაში სასჯელს იხდიდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავად (დაზარალებულმა) შესთავაზა კ-------------------ს მათთან საცხოვრებლად გადასვლა, მამამთილის სახლში, რადგან ორი ბიჭი ჰყავთ და თვლიდა, კარგი იქნებოდა, თუ შვილებს მამა გვერდით ეყოლებოდათ. მეუღლე მთელი დღე გარეთ იყო, მეგობრების გარდა არაფერი აინტერესებდა, მეგობრობდა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად რაღაც ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ბოლო დროს ძალიან არაადეკვატური გახდა, მთელი ღამე ტელეფონზე ლაპარაკობდა, არ აძლევდა მათ დაძინების საშუალებას, უბრალო, მისთვის არასასურველ საუბარზე ღიზიანდებოდა და აგრესიული ხდებოდა, შეეძლო, ისეთი რამ ეთქვა, უცებ გამოეყვანა მდგომარეობიდან, სხვებთან კი ისე იქცეოდა, თითქოს კარგი და მზრუნველი ადამიანი იყო, სინამდვილეში მუდმივად სტრესის ქვეშ ჰყავდა ოჯახი - შვილები და განსაკუთრებით მეუღლე. ყოფილი ქმრისგან ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი ოთხჯერ გახდა, ერთხელ ტვინის შერყევაც ჰქონდა. 2018 წლის ზაფხულის პერიოდში იყო შემთხვევა, როდესაც შელაპარაკდნენ და დაარტყა, კუჭზე შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოშიც მოხვდა. არცერთ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავს. ბოლოს კამათი მოუვიდათ ავტომანქანაზე. ყოფილი მეუღლის თხოვნის საფუძველზე დალომბარდებული ჰქონდა მანქანა. გვიან გაიგო, რომ ბოლო სამი თვე პროცენტებს არ იხდიდა და ამ თემაზე შელაპარაკდნენ. 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვები იყო, დილის საათები, ათის ნახევარი ან უფრო ადრე. კამათის დროს კ-------------------ი გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ხელი მოუქნია და მუშტი დაარტყა მარცხენა წარბის არეში, განიცადა ტკივილი და წვა, ინერციით მიბრუნდა და მარცხენა ფეხი მიარტყა. მათ კონფლიქტში შვილი ლ-–-------------ი ჩაერია, რა დროსაც ხელი თუ ფეხი მოხვდა მინას და ჩაიმსხვრა. 2017 წელს ქმართან განქორწინების მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ქმარს ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება მის მიმართ, აყენებდა შეურაცხყოფას, ნებისმიერ დროს, უმნიშვნელო, მისთვის არასასურველი საუბრისას გამოდიოდა მწყობრიდან და გადადიოდა აგრესიაზე. დაზარალებულმა აღწერა, რომ ბოლო პერიოდში სამჯერ მოხდა მის მიმართ კ-------------------ის მხრიდან ამგვარი ძალადობრივი ქმედების გამოვლინება.

 

მოწმე ნ-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მის დას - ხ-----------------ს მეუღლე კ-------------------ი წლების განმავლობაში აყენებდა ცუდ მდგომარეობაში, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. იყო შემთხვევები, როდესაც ხ----ა სახლიდან იყო წამოსული კ---ს ძალადობის გამო. ფიზიკური დაზიანებითაც უნახავს და, რომელსაც ორივე თვალი ჩალურჯებული ჰქონდა. 2018 წლის 15 სექტემბერს კ-------------------ი დააკავეს ოჯახური ძალადობის გამო, რადგან, როგორც გაიგო, მის დას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კ-------------------ი სისტემატურად ძალადობდა ხ----აზე სიტყვიერად და ფსიქოლოგიურად, რისგანაც ის ძალიან იტანჯებოდა, ასევე, ცდილობდა კონფლიქტში არ ჩაერია შვილები, რადგან შეიძლებოდა ამ ამბავს ტრაგედია მოჰყოლოდა. ამის გამო, არ ახმაურებდა ოჯახში არსებულ მდგომარეობას და არ იძახებდა პოლიციას.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ხ------------------ კ-------------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ ხ------------------ს საუბრის მანერა, ინტონაცია გამოხატავს განხიბვლას, იმედგაცრუებას. მოგვითხრობს ოჯახში არსებულ სიტუაციაზე, მეუღლის ქცევის და ხასიათობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე კონლიქტებზე, აღწერს მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებს. გამოთქვამს მოსაზრებას ურთიერთობის კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველი განვითარების შესაძლებლობის შესახებ. საუბრისას ცრემლიანობს. მაღალი ემოციური ჩართულობა თხრობის თანმიმდევრულობას არ არღვევს. აწეულია მგრძნობელობა კრიტიკული შენიშვნების მიმართ. ვლინდება მტკივნეული თავმოყვარეობა, სოციალური პრესტიჟის მნიშვნელოვნება, თვითპატივისცემის, გარემომცველთა პატივისცემის მოთხოვნილებები. შეფასების პერიოდისთვის ვლინდება პასიური პროტესტის პოზიცია, მდგომარეობის არამდგრადობა, ემოციურ- ვეგეტატიური ტონუსის დაუბალანსებლობა, დაუკმაყოფილებლობა, პროტესტი შექმნილი გარემოების მიმართ, გუნება-განწყობის დაწეული ტონი, პროტესტის რეაქცია, მიუღებელი, აუტანელი სიტუაციის გადაჭრის მოთხოვნილება და მისი გადაუწყვეტადობის შეგრძნება, გააზრებული კონტროლი ირაციონალურ ქცევით რეაქციებზე. გარედან რეაგირების გარეშე დარჩენილი კონფლიქტური მოტივების თანაარსებობა იწვევს ემოციურ დაძაბულობას, რაც შესაძლოა გამოვლინდეს ცუდი თვითგრძნობის, ვეგეტატიური დისბალანსის სახით. გამოხატულია შინაგანი შფოთვა, დაურწმუნებლობა, ფიზიკური გადაძაბვის შეგრძნება, შიში, გამძაფრებული იჭვნეულობა, დისკომფორტი, დასვენების, განტვირთვის მოთხოვნილებები. ვლინდება იზოლირებულობის, მარტოობის შეგრძნება, განცდათა სიმძაფრე, კონცენტრირება საკუთარ პრობლემებზე, მოწყვლადობა. ბლოკირებულია თვითრეალიზაციის მოთხოვნილება. ვლინდება დისტრესი, შფოთვა, მოუსვენრობა. აღიარების მოთხოვნილება და თვითგამოვლენის მაღალი ხარისხი წინააღმდეგობასთან შეხებისას იცვლება დაურწმუნებლობით წარმატების მიღწევის შესაძლებლობაში. ვლინდება კონფლიქტის რეალური მიზეზების განდევნა. საკუთარ თავს მოიაზრებს თავისივე მიმნდობლობის მსხვერპლად. აწეულია მგრძნობელობა კრიტიკული შენიშვნების მიმართ. სთენიურია დამოუკიდებლობის დაცვისას, პოზიციის გამყარების მცდელობისას. დაუკმაყოფილებლობა, უპერსპექტივობის განცდა, საფრთხის შეგრძნება, მტკივნეული თავმოყვარეობა იწვევს მოუსვენრობას. პოზიციას იცავს მომთხოვნელობით გარემომცველთა მიმართ, სიჯიუტით, დაპირისპირებით გარემოებებთან. განხიბვლა და მომავლის შიში ქმნის შფოთვით ფონს. ვლინდება გადაღლა, ძლიერი გარე გამღიზიანებლის აუტანლობა. კონფლიქტის არიდების, ჰარმონიული ურთიერთობების, კეთილგანწყობის, მტკივნეული თავმოყვარეობის განცდისგან გათავისუფლების, უსაფრთხოების მოთხოვნილებები ამძაფრებს თვითკონტროლს. პროტესტის გამოვლენის ფორმა - ქცევა, გამონათქვამები, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. შესაძლოა იმპულსური, დესტრუქციული ქცევის გამოვლენა. შიში, უპერსპექტივობა, პიროვნული პოზიციის დაკარგვის შეგრძნება, თვითგვემა შენიღბულია ხაზგასმული გულგრილობით. ვლინდება გადაღლა, უმწეობის, დაუცველობის განცდა, აღიარების, თანაგრძნობის დაკარგვის შეგრძნება მნიშვნელოვან გარემომცველთა მხრიდან.მოტივაციის სფეროში აქტუალურია შიშის, დაძაბულობისგან გათავისუფლების პოზიციის გამყარების, სიმშვიდის, უსაფრთხოების, დასვენების, განტვირთვის მოთხოვნილებები. შფოთვის დონის მაჩვენებელი მზარდია (3-6).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - მ--------------–---–მა რომელმაც განმარტა, რომ კვლევისას ხ-------------------ს ჩაუტარდა ტესტირება, როგორც პიროვნული მახასიათებლების გამოსაკვლევად, ისე - ფსიქიკურად საკვლევად. იმისათვის, რომ ეჭვქვეშ არ დამდგარიყო გადმოცემული ინფორმაციის სისწორე, შეისწავლა სისხლის სამართლის საქმეც და ამ სამი კომპონენტის შეჯერებით მივიდა დასკვნამდე, რომ ხ------------------ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას კ-------------------ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად. ხ-----------------ს ჰქონდა დათრგუნულობის მდგომარეობა, დისტრესი, როცა სტრესთან გამკლავების უნარი აღარ აქვს ადამიანს და არ იცის, რას მიმართოს, მოწყვლადობა, სისტემატურად განხორციელებული ერთიდაიგივე ტიპის ქმედების მოლოდინი, საფრთხის შეგრძნება. ამ შემთხვევაში სპეციფიკური იყო ისიც, რომ ჰქონდა უარესის განვითარების შესაძლებლობის საფრთხე და განიცდიდა, რომ შვილები არ ჩართულიყვნენ კონფლიქტურ სიტუაციაში, რაც ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობასაც ამძაფრებს. რათა გამორიცხულიყო გადმოცემული ინფორმაციის სიმცდარე, ჩატარდა სააზროვნო პროცესის, მეხსიერების, ყურადღების საკვლევი ტესტიც. ლუშერის ტესტი ფსიქოემოციური მდგომარეობის პიროვნული მახასიათებლის განსასაზღვრადაა და არის იმ წუთის ემოციური მდგომარეობის საკვლევი ტესტი. ამ დროს ვლინდება საფრთხის შეგრძნება კონფლიქტის მოსალოდნელი განვითარების მიმართ. ამასთან, ვინაიდან ხ------------------ ბაღის დირექტორია და არ სურს, აჩვენოს თავისი ემოციური მდგომარეობა, აქვს სტერეოტიპული თავის დაჭერის მანერა, თუმცა გასაუბრების პროცესში ცრემლიანობდა, შეინიშნებოდა მისი ემოციური ლაბილობა, საფრთხის შეგრძნება, ვეგეტატიური გამოვლინებები. შეეძლო შესულიყო კონტაქტში, ისევ დაეწყო და დაემთავრებინა საუბარი იმ გარემოებებზე. ეს ბუნებრივია, როდესაც ასეთ მძიმე თემებზე უხდება ადამიანს საუბარი, მისი ემოციური ფონი აბსოლუტურად ადეკვატურად მიჰყვა ემოციურ გამღიაზიანებელზე. ასეთი ტიპის ქმედება, რასაც ხ------------------ განიცდიდა, ფასდება ფსიქოლოგიური ტანჯვის გამომწვევ ქმედებად. თანხვედრა იყო გამოკითხვის ოქმსა და გამოსაკვლევ პირთან პირადი შეხვედრისას გადმოცემული ინფორმაციის შინაარსს შორის, მონაყოლი აბსოლუტურად თანხვედრაში იყო მის ემოციებთან და არანაირად არ იყო ეს მოგონილი ემოცია. ექსპერტის განმარტებით, აღნიშნული ფსიქოემოციური პორტრეტის განსაზღვრა დაზარალებულის მიმართ პირდაპირაა დაკავშირებული კ-------------------ის მისდამი ქცევასა და დამოკიდებულებასთან.

 

2018 წლის 15 სექტემბერს კ-------------------ის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოიცა ყოფილი მეუღლის - ხ------------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. ამავე ორდერის ოქმით, სავარაუდო მსხვერპლის - ხ-------------------ის მიმართ ყოფილი მეუღლის - კა-------------------ის მიერ, ბ--------------------ში, ოჯახში მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, კ-------------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც წელიწადში ოთხჯერ მაინც ჰქონდა ადგილი, თუმცა მსხვერპლს აღნიშნულის თაობაზე აქამდე არ განუცხადებია.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ბ-------------------–ი, მეორე სართულზე მდებარე სახლში, მისაღებ ოთახში კარს აქვს დაზიანება და მინა არის გაბზარული.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პატრულ-ინსპექტორების - ბ------------–---–ისა

 

და ლ-–---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 15 სექტემბერს, რადიოსადგურ ,,ცენტრის‘‘ გამოძახების საფუძველზე, გამოცხადდნენ თბილისში, ბ-------------------–ი. სახლში დახვდათ ცოლ-ქმარი ხ----ა და კ-------------------ები. ხ-----------------მა განაცხადა, რომ კონფლიქტის დროს მეუღლემ მის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა. გაესაუბრნენ მეუღლესაც, რომელმაც განაცხადა, რომ ხ-------------------თან მოუხდა მცირე ოჯახური კონფლიქტი, ამასთან, არ დაადასტურა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა უტყუარად ადასტურებს კ-------------------ის მიერ ხ------------------ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ჩადენას, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია, კერძოდ: დაზარალებულ ხ------------------ს ჩვენებით ქმარს, - კ-------------------ს ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება მის მიმართ, აყენებდა შეურაცხყოფას, ნებისმიერ დროს, უმნიშვნელო, მისთვის არასასურველი საუბრისას გამოდიოდა მწყობრიდან და გადადიოდა აგრესიაზე. დაზარალებულის განმარტებით, ბოლო პერიოდში სამჯერ მოხდა მის მიმართ კ-------------------ის მხრიდან ამგვარი ძალადობრივი ქმედების გამოვლინება. ის გარემოება, რომ აღნიშნული სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად დაზარალებული ხ------------------ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, უტყუარად დადასტურდა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და დასკვნის ავტორის მიერ სასამართლოსათვის მიცემული განმარტებებით. აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ხ------------------ კ-------------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ როგორც საქმეში არსებული შემაკავებელი ორდერის ოქმით ირკვევა, - ხ------------------ს შეურაცხყოფა კ-------------------ის მხრიდან ხორციელდება წელიწადში ოთხჯერ მაინც. რაც შეეხება მუქარის ეპიზოდს, დაზარალებულმა სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდების დროს ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, კონფლიქტის დროს ყოფილი მეუღლე დაემუქრა მოკვლით, რაც რეალურად აღიქვა, რადგან ბოლო პერიოდში კ-------------------ი იმდენად არაადეკვატური იყო, რომ ჩათვალა, ის ამის გამკეთებელი იყო. დაზარალებულის აღნიშნულ განმარტება სრულ შესაბამისობაშია უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - 1-------------------–---------------------–-–------------------- წერილთან, რომლის თანახმადაც, შსს სსიპ 112-ში, 2018 წლის 15 სექტემბერს, მისამართიდან: თ---–-------------------------–ეტყობინება დაფიქსირდა 10:27 საათზე უცნობი მოქალაქის მიერ სატელეფონო ნომრიდან 5------------ შეტყობინებაში ისმის კონფლიქტის ხმა, მამაკაცი ჩხუბობს და იმუქრება მოკვლით. ზარის მიმღებია ოპერატორი მ-----------------–---–ი. ასევე, მოწმე მ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმთან, რომელმაც დაადასტურა რა წერილში მითითებული გარემოებები, განმარტა, რომ ტელეფონზე საუბრისას ესმოდა ქალბატონის ტირილის ხმა.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავს, - იმის გასარკვევად თუ ვის ეკუთვნოდა 112-ში განხორციელებული ზარის განხორციელების დროს მოსმენილი ხმა, გამოძიებას უნდა დაენიშნა ფონოსკოპირი ექსპერტიზა. აპელანტის აღნიშნულ არგუმენტს პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა, მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს მოიპოვოს ან არ მოიპოვოს ესა თუ ის მტკიცებულება, ასევე, ვერავინ აუკრძალავს მხარეს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ამა თუ იმ მტკიცებულების მოპოვებას. დაცვის მხარეს შეეძლო ესარგებლა მტკიცებულებათა მოპოვების უფლებით და ხსენებული საკითხის გარკვევის მიზნით თვითონ დაენიშნა და ჩაეტარებინა ექსპერტიზა

 

რაც შეეხება სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ კ-------------------ისათვის დანაშაულთა და შემდგომში განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კ-------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

კ-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 1261-ე მუხლი 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და კა-------------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს კ-------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, და საბოლოოდ კ-------------------ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

კ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

 

კ-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

კ-------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და ფულადი თანხა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო 3 (სამი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი