განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2019
საქმის ნომერი
330210018002596417
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002596417

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/603-19 10 აპრილი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი – სსიპ ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ო (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ლ---ა ჭ----------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – ვ----– მ-----–-–---–ი

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოპასუხე - ვ----– მ-----–-–---–ისათვის მოსარჩელე სსიპ ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს სასარგებლოდ 2200 ლარის გადახდის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს სარჩელი ვ----– მ-----–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე, 50-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე და 111-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–მა ბ-----ომ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ დაცვის ორდერით მინიჭებული უფლებამოსილება არ მოიცავდა წარმოდგენილი პირის სახელით სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების (ნარდობის ხელშეკრულების) დადების შესაძლებლობას, რის გამოც სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობები წარმოეშვა არა ვ----– მ-----–-–---–ს, არამედ დ----- თ------–---–ს.

 

5.2. აპელანტის მოსაზრებით, ფაქტობრივ უსწორობას შეიცავს გადაწყვეტილების ის დებულება, სადაც მითითებულია, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენდა კონტრაჰენტის არჩევა. სადავო ხელშეკრულება წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების ნაირსახეობას. ნარდობის ხელშეკრულებაში კი არსებით პირობას წარმოადგენს ხელშეკრულების საგანი და ფასი. არსებით პირობად შეიძლება იყოს მიჩნეული სხვა პირობაც, რომლის თაობაზეც ხელშეკრულების ერთ-ერთ მონაწილე მხარეს სურს შეთანხმების მიღწევა. რაც შეეხება კონტრაჰენტის შერჩევას, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების არსებით პირობად, ვინაიდან იგი წარმოადგენს სახელშეკრულებო სამართლის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს, რომლის სამართლებრივი სახელწოდებაც არის „ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპი“.

 

5.3. სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სადავო ხელშეკრულება გაფორმდა ს----------–---------------ის ე---------– ბ-----ოსა და დ----- თ------–---–ის ადვოკატ, ვ----– მ-----–-–---–ს, შორის. ვ----– მ-----–-–---–ს ჰქონდა წარმოდგენილი ადვოკატის ორდერი, რომელიც ანიჭენდა მას უფლებამოსილებას, დაეცვა დ----- თ------–---–ის ინტერესები კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე; მხარეს არ წარმოუდგენია მინდობილობა, რომელიც ვ----– მ-----–-–---–ს მიანიჭებდა უფლებამოსილებას, დ----- თ------–--–ის სახელით და ინტერესებში გაეფორმებინა სამოქალაქო გარიგება მესამე პირებთან; ადვოკატმა ვ----– მ-----–-–---–მა სამოქალაქო გარიგება ს----------–---------------ის ე---------– ბ-----ოსთან გააფორმა იმ მიზნით, რომ მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები (ორი ექსპერტის დასკვნის სახით), რაც მას ესაჭიროებოდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის - დ----- თ------–---–ის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე; აპელანტის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ დ----- თ------–---–ი გამოცხადდა საექსპერტო დაწესებულებაში ნიმუშების ჩასაბარებლად, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან გამოხატა თანხმობა ყოფილიყო აღიარებული 2----–-–---------------–-- №2--------- ხელშეკრულების დამკვეთ მხარედ. სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტი, რომელსაც გააჩნია (და ეკისრება) მოცემული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება, არის ადვოკატი ვ----– მ-----–-–---–ი.

 

5.4. აპელანტის მოსაზრებით, იმისათვის, რომ პირმა, რომელიც იცავს სისხლის სამართლის საქმეზე თავის დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებებს, დადოს დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესებში გარიგება საკუთარი სახელით, მაგრამ დაცვის ქვეშ მყოფი პირის მითითებით, ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო გარიგებაში ადვოკატი მოქმედებს საკუთარი სახელით (საფუძველია მხოლოდ ადვოკატის ორდერი სისხლის სამართლის საქმეზე). იმისათვის, რომ ასეთმა ადვოკატმა დადოს სამოქალაქო გარიგება ან გამოვიდეს ამავე პირის დასაცავად სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოების საქმეზე, საჭიროა შემდეგი: ა) გარიგების დადებისას ადვოკატს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ორდერი სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობის მიღებაზე, არამედ - თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ გაცემული მინდობილობა, გამოვიდეს გარიგებებში დაცვის ქვეშ მყოფი პირის სახელით. ბ) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიღებისას ადვოკატს უნდა გააჩნდეს მინდობილობა, რომელიც მას ანიჭებს უფლებამოსილებას, დაიცვას დამოუკიდებლად მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამოქალაქო და ადმინისტრაციული უფლებები და კანონიერი ინტერესები ან თუ ასეთი მინდობილობა მას არ გააჩნია, ის მონაწილეობს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში საქმის განხილვისას მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის ორდერის საფუძველზე, მაგრამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უნდა ესწრებოდეს უშულოდ საქმის განხილვას და მონაწილეობდეს საქმის განხილვაში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

9. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. 2----–-–----------------–ს ერთი მხრივ, სსიპ ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოსა და მეორე მხრივ, დ----- თ------–---–ის ადვოკატ ვ----– მ-----–-–---–ს შორის დაიდო საექსპერტო მომსახურების შესახებ №2--------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შემსრულებელს ანუ სსიპ ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს უნდა შეესრულებინა ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური საექსპერტო მომსახურება, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო საქართველოს მთავრობის 2----–-–---------------------------–---თ დამტკიცებული ბ-----ოს მომსახურების ტარიფების შესაბამისად გადაეხადა მომსახურების საფასური.

 

9.2. ხელშეკრულების დადებისას ვ----– მ-----–-–---–ი მოქმედებდა, როგორც ბრალდებულის, დ----- თ------–---–ის, ინტერესების დამცველი საგამოძიებო ორგანოებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იოზოლატორში, სასამართლოებში და სხვა ორგანოებში თუ დაწესებულებებში, რისი უფლებაც მას მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის - ორდერის საფუძველზე.

 

9.3. ვ----– მ-----–-–---–ის განცხადების საფუძველზე, დაინიშნა ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, რა დროსაც დ----- თ------–---–ს ჩაუტარდა დაქტოლოსკოპირება, მისი ხელის თითების და ხელის გულების ანაბეჭდები გადატანილი იქნა დაქტილობარათებზე, ასევე მისგან გენეტიკური კვლევისათვის აღებული იქნა ლოყის ეპითელიუმის ნიმუში. 2----–-–----------------------–-–------------ სსიპ ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს მიერ მომზადებულ იქნა №--------- და N--------- ექსპერტიზის დასკვნები.

 

10. 2----–-–---------------- სსიპ ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–მა ბ-----ომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხე - ვ----– მ-----–-–---–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მომსახურების საფასურის - 2200 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა; გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

11. სააპელაციო პალატა არსებითად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

11.1. საქმეზე სადავო არ არის ის გარემოება, რომ ადვოკატმა ვ----– მ-----–-–---–მა საექსპერტო მომსახურების შესახებ გარიგება ს----------–---------------ის ე---------– ბ-----ოსთან გააფორმა იმ მიზნით, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის - დ----- თ------–---–ის - უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად მტკიცებულებები მოეპოვებინა; მოპასუხის განმარტებით, მან მოსარჩელესთან ხელშეკრულება გააფორმა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეთანხმებით და მისივე ნების შესაბამისად.

 

11.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

11.3. სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.

 

11.4. სკ 111-ე მუხლის მიხედვით, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.

 

11.5. განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ვ----– მ-----–-–---–მა მოსარჩელესთან ხელშეკრულება დადო როგორც ბრალდებულის დ----- თ------–---–ის ადვოკატმა ( საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში მხარედ მითითებულია „დ----- თ------–---–ის ადვოკატი ვ----– მ-----–-–---–ი“. ხელშეკრულებას ხელს აწერს ასევე „დ----- თ------–---–ის ადვოკატი ვ----– მ-----–-–---–ი“), ხოლო გარიგებას ერთვის დაცვის ორდერი, რომლის მიხედვითაც ვ----– მ-----–-–---–ს დაევალა დ----- თ------–---–ის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის საქმეზე, პალატის მოსაზრებით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ვ----– მ-----–-–---–ი მოქმედებდა დ----- თ------–---–ის დავალებით და ისინი ერთმანეთთან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ. დ----- თ------–---–მა თავისი კონკლუდენტური მოქმედებით - საექსპერტო დაწესებულებაში გამოცხადებითა და ნიმუშების ჩაბარებით ფაქტობრივად დაადასტურა ის გარემოება, რომ ვ----– მ-----–-–---–ი მოქმედებდა მისი დავალებით, ხოლო 2----–-–---------------–-- №2--------- ხელშეკრულების დამკვეთ მხარეს წარმოადგენდა არა ვ----– მ-----–-–---–ი არამედ დ----- თ------–---–ი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტი, რომელსაც გააჩნია (და ეკისრება) სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი), არ არის დ----- თ------–---–ის ადვოკატი - ვ----– მ-----–-–---–ი. (ანალოგიურ საქმეზე იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე Nას-709-763-2014)

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

საპროცესო ხარჯები

 

13. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ ლ---- ს----------–ის ს----–---ის ს----------–---------------ის ე---------–ი ბ-----ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე