განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030210019002540600
საქმე №2/ბ-387-19წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - თამარ სვანიძე
აპელანტი - დ---------------
მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მესამე პირი- მ----------------
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
1აპელანტის მოთხოვნა
1.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 12 ივლისს ფოთის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტმა (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) მოპასუხე (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) დ--------------ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. (იხ.ს.ფ. 2-26).
2.1.სარჩელის საფუძვლები
2.1.1.მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქ. ფ---------------------------- ში მდებარე №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში დ--------------- ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც ხსენებულ შენობაში განთავსებულია უნებართვოდ, დოკუმენტის გარეშე.
დ---------------ს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 07 მაისის №1- 08/1264 წერილით, ადგილზე არსებული სიტუაციის და გარემოებების შესწავლის შედეგად, უარი ეთქვა ქ. ფ----------------------------ში მდებარე №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა- ნაგებობების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე, შემდგომი სადურგლო სამუშაოების საწარმოებლად და ეთხოვა მიმდინარე წლის 01 ივნისამდე გამოეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული, ხსენებული შენობა-ნაგებობები, რაც დ---------------ს მიერ არ შესრულებულა, ამასთან ეცნობა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გაატარებდა მის მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
2018 წლის 06 ივნისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს შესასრულებად დაეწერა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა- ნაგებობების თავითნებურად დაკავების საკითხს.
დ---------------ს 2018 წლის 07 მაისის №1-08/1264 წერილის თანახმად, მიეცა გონივრული ვადა, რათა გამოეთავისუფლებინა შენობა, რაც მას დღემდე არ აქვს განხორციელებული. სამსახურს დაევალა კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარება. მოქმედი კანონმდებლობისა და სამსახურის დებულების თანახმად, სამსახურს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი დ--------------ს მიმართ გაატაროს რაიმე სახის ქმედება თვითნებურად დაკავებული მუნიციპალური ქონების გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შესულ იქნა ქ. ფ----------------------------ში მდებარე შენობაში მცხოვრები პირების არაერთი განცხადება, სადაც აღნიშნავენ, რომ მათი საცხოვრებელი შენობის (საკადასტრო კოდი: №0-----------) მიმდებარედ არსებულ №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში მიმდინარე საწარმოო პროცესის შედეგად ეზოში მიმოფანტულია ნახერხი, ტრიალებს მტვერი, რომელიც უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ასევე, საწარმოს პროცესის შედეგად მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის ხმაური, ეზოში არის ანტისანიტარია, დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ზომები და ითხოვენ №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებში მიმდინარე საწარმოო პროცესის შეჩერებას.
შესაბამისად მოითხოვა: აღიკვეთოს ქ. ფ-------------------------------ში მდებარე 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების უკანონო სარგებლობა და აღნიშნული ფართი მოსარჩელეს ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
2.2.მოპასუხის პოზიცია
2.2.1. მოპასუხე დ--------------მ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ აღნიშნული შენობა ხანძრის შედეგად განადგურდა, რაც მის მიერ აღდგენილი იქნა და გარემონტებული, მერიას არცერთი თეთრი არ გაუღია, დღეს კი ედავება შენობაზე, რომლის არსებობა არც კი ახსოვდა. იგი არის ლტოლვილი, ჩამოვიდა ქ. ფოთში და იქედან მოყოლებული სარგებლობს ამ ობიექტით, მერიას მიმართა კიდეც და სთხოვა ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება, მაგრამ უშედეგოდ. (იხ. შესაგებელი ს.ფ. 31-37).
2.2.მესამე პირის პოზიცია
2.2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქმეში მესამე პირად ჩაერთო მ---------------- დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
მ----------------მ მიუთითა, რომ დ--------------- მისი კორპუსის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე შეუფერხებლად აგრძელებს უნებართვო საქმიანობას, განცხადებლის განმარტებით, მას აწუხებს ჩარხებისა და სხვა დანადგარების ხმა, ასევე, თავისი საქმიანობით ის აბინძურებს გარემოს.
2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით:
1. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. აღიკვეთა ქ. ფ----------------------------ში მდებარე №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების უკანონო სარგებლობა და დადგინდა რომ აღნიშნული ფართი მოსარჩელეს ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
4. მოპასუხე დ---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა 100 ლარი.
2.4.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტებობრივი გარემოებები:
2.4.1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დ-----------------ს მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, მიმდინარე წლის 6 ივნისს სამსახურს შესასრულებლად დაეწერა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნ---------------ს მოხსენებითი ბარათი, რომელიც ეხება ქ. ფ----–------------------------ში მდებარე ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-----------) განთავსებულ შენობა-ნაგებობების თვითნებურად დაკავების საკითხს. დ---------------ს მიმდინარე წლის 07 მაისს №1-08/1264 წერილის შესაბამისად მიეცა გონივრული ვადა (2018 წლის 01 ივნისი) რათა გამოეთავისუფლებინა შენობა, რაც მას არ განუხორციელებია, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურს დაევალა კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარება. მოქმედი კანონმდებლობისა და სამსახურის დებულების თანახმად, სამსახურს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი დ---------------ს მიმართ გაატაროს რაიმე სახის ქმედება თავითნებურად დაკავებული მუნიციპალური ქონების გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით. ასეთი ქმედების გატარება სცდება სამსახურის კომპეტენციას. ამ კუთხით მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის კანონპროექტს, რომელსაც იხილავს საქართველოს პარლამენტი, უკვე გათვალისწინებულია მსგავს ფაქტებზე სანქციების გატარება.
2.4.2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნ---------------ს მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ფ----–------------------------ში მდებარე №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში მოქალაქე დ---------------- ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც ხსენებულ შენობაში განთავსებულია უნებართვოდ, დოკუმენტის გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქე დ---------------ს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 7 მაისის №1-08/1264 წერილით ეთხოვა მიმდინარე წლის 01 ივნისამდე გამოეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული, ხსენებული შენობა-ნაგებობები, რაც დ---------------ს მიერ არ შესრულებულა.
2.4.3. 2016 წლის 29 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფ----------------------------ში, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო- სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 800 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------, მესაკუთრე არის სსიპ თვითმმართველი ქალაქი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი.
2.4.4. 2016 წლის 29 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო გეგმის მიხედვით, განცხადების ნომერია 8-----------, ნაკვეთის დანიშნულება: არასაოფლო სამეურნეო, ფართობი: 801 კვ.მ (----------------------------------------------------.
2.4.5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 აპრილის N1-08/1021 წერილის თანახმად, ქ. ფ----------------------------ში მდებარე (საკადასტრო კოდი: №0-----------) ორი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე არის ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია. აღნიშნული შენობა-ნაგებობების განკარგვის საკითხი განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.4.6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 07 მაისის №1-08/1268 წერილის თანახმად, ქ. ფ-------------------------------ში მდებარე, №0---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 800 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპლაიტეტის საკუთრებას.
2.4.7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 ივნისის №1-08/1680 წერილის მიხედვით, ქ. ფ----–------------------------ში მდებარე მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №0----------- მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მოქალაქე დ---------------ს 2018 წლის 07 მაისის №1-08/1264 წერილის შესაბამისად ეთქვა უარი და მის მიმართ შესაბამისი სამსახურის მიერ ტარდება სამართლებრივი ღონისძიებები, თვითნებურად დაკავებული მუნიციპალური ქონების გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გარკვეულ პროცედურებს.
2.4.8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 სექტემბრის №1-08/2643 წერილის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქ. ფ----–------------------------ში მდებარე №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში მოქალაქე დ--------------- ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც ხსენებულ შენობაში განთავსებულია უნებართვოდ. დ----------------ს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 მაისის №1-08/1264 წერილით, ადგილზე არსებული სიტუაციის და გარემოებების შესწავლის შედეგად, უარი ეთქვა ქ. ფ-------------------------------ში მდებარე №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთაავსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე, შემდგომი სადურგლო სამუშაოების საწარმოებლად და დაევალა მიმდინარე წლის 1 ივნისამდე გამოეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული, ხსენებული შენობა- ნაგებობები, რაც დ---------------ს მიერ არ შესრულებულა. ამასთან, ეცნობა მას რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გაატარებდა მის მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. დ---------------ს 2018 წლის 7 მაისის №1-08/1264 წერილის შესაბამისად მიეცა გონივრული ვადა რათა გამოეთავისუფლებინა შენობა- ნაგებობები, რაც დღემდე არა აქვს განხორციელებული.
2.4.9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 სექტემბრის წერილის თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სარჩელი დ---------------ს მიმართ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ფ----------------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობების უკანონო სარგებლობის აღკვეთისა და აღნიშნული ფართის გამოთავისუფლების თაობაზე.
2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლებზე და განმარტა შემდეგი:
2.5.1.სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური თუ იურიდიულ პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა. ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან.
2.5.2. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება წარმოიშობა თუ: 1. მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; 2. ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში; 3. მოპასუხეს არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი. ამდენად, მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელით მიმართავს სასამართლოს მაშინ, როცა იგი არის ნივთის მესაკუთრე და შელახულია ნივთზე მისი მფლობელობის უფლება, კერძოდ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, დავის საგნიდან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის მატერიალურ- სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომლის თანახმად, გარიგების საფუძველზე უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
2016 წლის 29 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით დადგენილია, რომ №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, სადაც მოპასუხე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენს მოსარჩელის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მოპასუხე დ--------------- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ. ფ----------------------------ში მდებარე №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს უნებართვოდ.
დ---------------ს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 07 მაისის №1-08/1264 წერილით, უარი ეთქვა ქ. ფ----------------------------ში მდებარე №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა- ნაგებობების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე, შემდგომი სადურგლო სამუშაოების საწარმოებლად და ეთხოვა მიმდინარე წლის 01 ივნისამდე გამოეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული, ხსენებული შენობა-ნაგებობები, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, ამასთან ეცნობა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გაატარებდა მის მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. მას 2018 წლის 07 მაისის №1-08/1264 წერილის შესაბამისად, მიეცა გონივრული ვადა, რათა გამოეთავისუფლებინა შენობა, რაც მას არ განუხორციელებია.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა აღიკვეთოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული, ქ. ფ----------------------------ში მდებარე №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების უკანონო სარგებლობა და აღნიშნული ფართი მოსარჩელეს უნდა ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ--------------მ და მისი გაუქმება მოითხოვა, სახელდობრ, აპელანტმა მიუთითა, რომ:
3.1. იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან, ლტოლვილობის დღიდან ცხოვრობს ფოთში მთელი ოჯახით. რომ ჩამოვიდა ფოთში სახელმწიფომ შეასახლა თ------------------- მდებარე კორპუსში, კორპუსის ეზოში იყო საქვაბე (სადაო შენობა-ნაგებობა), რომელიც იმ დროს მერიამ გამოუყო მისი საქმიანობისათვის. ეს შენობა მან მოასუფთავა, მანამდე იყო სანაგვე, ნელ-ნელა დაიწყო მისი საქმიანობა კერძოდ, სადურგლო სამუშაოები. რითაც არჩენდა თავის ხუთსულიან ოჯახს. მერე შეიძინა დაზგა დანადგარები და ასე ეწეოდა საქმიანობას. მერიის თხოვნით აწარმოებდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებს ქველმოქმედებით, ისე რომ არცერთ მერს დღემდე მასთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, პირიქით ვინაიდან სახელმწიფოდან არანაირი დახმარება არ მიუღია და არც ეხმარებოდნენ პირდებოდნენ, რომ ემუშავა მანამ სანამ რაიმეთი არ დააკმაყოფილებდნენ. ახლა კი გამოჩნდა მესამე პირი მ---------------- რომელიც არც ისე დიდი ხანია შესახლდა ამ კორპუსში, წერილით მიმართა მერიას და ამ მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე მერიამ მოთხოვა ობიექტის გამონთავისუფლება, რასაც არ ეთანხმება. მართალია ობიექტი სახელმწიფო საკუთრებაა მაგრამ იგი ამ ობიექტში მის საქმიანობას ეწევა თითქმის 25 წელია და დღემდე არავისთან არ ქონია კონფლიქტი. უფრო მეტიც მან მოითხოვა, მერიიდან აღნიშნული შენობის არენდით გადმოცემა მაგრამ უთხრეს უარი, რასაც თვითონაც ადასტურებენ, ახლა კი ითხოვენ ობიექტი დატოვოს დაუყოვნებლივ, ჯერჯერობით სახელმწიფოს მისთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია, ცხოვრობ ნაქირავებში მეოთხე სართულზე, და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მისი ერთადერთი შემოსავალი არის ამ ობიექტში განხორციელებული სამუშაო. ის რომ ობიექტი გამოანთავისუფლოს დაზგადანადგარები უნდა გადაიტანოს იქ სადაც შეძლებს მის საქმიანობას, ჯერჯერობით ვერ იშოვა ობიექტი, არც სახელმწიფო ეხმარება ფართის გამოყოფაში, კერძო პირთან აწარმოა მოლაპარაკება და შეპირდა 6 თვეში გამოუნთავისუფლებდა ობიექტს, სადაც შეძლებს დანადგარების გადატანას. მან სასამართლოშიაც დააყენა ეს მოთხოვნა და ითხოვა 6 თვე მიეცათ მისთვის მაგრამ არ დაუკმაყოფილეს და მოთხოვეს ობიექტის დაუყოვნებლივ გამონთავისუფლება. რაც მისთვის გაუგებარია , დანადგარები არის დიდი მოცულობის რის გადატანას მე-4 სართულზე ფაქტიურად ვერ შეძლებს, სახელმწიფოს კი არ აინტერესებს რა დაემართება მის დანადგარებს ქუჩაში თუ დაყრის. მან სასამართლოს წარუდგინა ამ ობიექტის ფოტო მასალა სადაც ასახულია ხანძრის შედეგად თუ როგორ განადგურდა, ის მან თავისი სახსრებით აღადგინა ეს ობიექტი, ისე რომ სახელმწიფოს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს და არც იქ მაცხოვრებლებს. ეზოში დარგო ხეხილი, ყვავილები, რომელსაც ანადგურებს მესამე პირი მ----------------.
იგი პატივისცემით ეპყრობა იმ კორპუსის მაცხოვრებლებს და ათვითცნობიერებს თუ რა პასუხისმგებლობა აქვს მათ წინაშე, აპელანტი შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს მობინადრეებისათვის თუნდაც ეზოს მოპირკეთებით და გალამაზებით, თითქმის ყველა მობინადრისთვის უსასყიდლოდ განახორციელა სარემონტო სამუშაოები, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული საბავშვო ბაღისთვის და გაზეთის სტამბისთვის. მას არცერთი წუთი არ დავიწყებია, რომ არის იძულებით გადაადგილებული და ამ ქალაქში ცხოვრობს ალბათ დროებით და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კეთილსინდისიერად ემსახუროს ამ ქალაქს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2.4.1.-2.4.9. პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ამავე განჩინების 2.5.1-2.5.2. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა განსახილველი სამართაურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.
4.2.სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა-შეფასება აპელანტს(მოპასუხეს) დ--------------ს გააჩნია თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.
4.3. პალატის მოსაზრებით, სრულიად მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. როგორც ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდება. მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
ამდენად, დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე.
4.4.განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.4.1. 2016 წლის 29 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით დადგენილია, რომ №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, სადაც მოპასუხე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენს მოსარჩელის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. -ამ ფაქტობრივ გარემოებას რომ ქონების მესაკუთრე სახელმწიფოა არც აპელანტი უარყოფს (იხ. სააპელაციო საჩივარი)
4.4.2. მოპასუხე დ--------------- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ. ფ----------------------------ში მდებარე №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს უნებართვოდ.
4.4.3. დ---------------ს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 07 მაისის №1-08/1264 წერილით, უარი ეთქვა ქ. ფ----------------------------ში მდებარე №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე, შემდგომი სადურგლო სამუშაოების საწარმოებლად და ეთხოვა მიმდინარე წლის 01 ივნისამდე გამოეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული, ხსენებული შენობა-ნაგებობები, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, ამასთან ეცნობა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გაატარებდა მის მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. მას 2018 წლის 07 მაისის №1-08/1264 წერილის შესაბამისად, მიეცა გონივრული ვადა, რათა გამოეთავისუფლებინა შენობა, რაც მას არ განუხორციელებია. -ამ ფაქტობრივ გარემოებას რომ ქონებას ფლობს და სარგებლობს არც აპელანტი უარყოფს (იხ. სააპელაციო საჩივარი)
4.4.4. ამდენად, საქმეში განთავსებული უტყუარი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ მოპასუხე/აპელანტი, საიდანაც მის გამოსახლებას ითხოვს მოსარჩელე, ადასტურებს უძრავი ქონების ფლობის ფაქტს.
4.4.4.პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე/აპელანტს არ აქვს მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ფართის ფლობის უფლება, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად საქმის განხილვის დროისათვის შეიძლება განხილულიყო.
4. 5.სააპელაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების მიზნით უპირველესად მიუთითებს იმაზე, რომ ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.
4.5.1 განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად უტყუარად დადგენილია(აპელანტიც ადასტურებს ამ ფაქტს), რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფ----------------------------ში ს/კ №0----------- -საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის სახელზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის და ამ მიმართებით არც ადმინისტრაციული და არც სხვა სახის წარმოება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას ეჭვქვეშ დააყენებდა, არ მიმდინარეობს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია შედავებული არ არის. სასამართლო მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ნივთი, რომლის გამოთხოვასაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნამდვილად იმყოფება მოპასუხე/აპელანტის დ--------------ს მფლობელობაში.
4.5.2.სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის- დ--------------ს - მიერ ვერ იქნა დადასტურებული მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების - უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.სახელდობრ, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლება შეცილებულ და სადავოდ გამხდარი არ არის, უძრავ ქონებას ვალდებულებით-სამართლებრივი შეზღუდვა არ გააჩნია.
4.5.3.წაუყენა რა პრეტენზია მოსარჩელემ მოპასუხეს, მოითხოვა მისგან ქონების გამოთხოვა, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის, როგორც წინარე მესაკუთრის, მართლზომიერი მფლობელობა შეწყდა.
4.5.4. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილებისა და მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ქონების არამართლზომიერად ფლობის ფაქტს.
4.6.სააპელაციო სასამართლო ზემოხსენებულთან ერთად მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ კანონმდებლის ნებით, საკუთრების არსებითი შინაარსი მის ექსკლუზიურობაშია - გამორიცხოს ყველა ადამიანი სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვისაგან. საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა პირს აძლევს ძალაუფლებას დაუპირისპირდეს სხვა ნებისმიერი პირის ჩარევას. საკუთრების უფლება თავისი სრული, ექსკლუზიური ხასიათის გამო განსაკუთრებული უფლებაა, თუმცა მის გამოყენებასაც ახლავს შეზღუდვები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგან პირის ქმედება ობიექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად, თუ მის ქმედებას სხვა მიზანი არ ჰქონდა, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა და მისი განხორციელება მესაკუთრის ინტერესში არ შედიოდა. ამდენად, უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს უფლებით ისეთ სარგებლობას, როდესაც უფლების გამოყენება მხოლოდ სხვა პირებისათვის არის ზიანის მომტანი, ხოლო მესაკუთრის კანონიერი ინტერესებისათვის არ არის სარგებლის მომტანი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა, სახელდობრ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტი უკანონოდ ფლობს მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს კანონშესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან (აპელანტთან) მიმართებაში, იგი არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს(აპელანტი სადაო ფართში სამეწარმეო საქმიანობასაც უნებართვოდ ახორციელებს), შესაბამისად, არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ასევე დავის განხილვისას საპროცესო ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა რა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოახდინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, მიაჩნია, რომ ლეილა ლორთქიფანიძის, ავთანდილ ნიშნიანიძისა და ქრისტინე ნიშნიანიძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 53-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი, ამასთან აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100(ასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 20(ოცი) ლარი შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემული დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 (ოთხი ათასი) ლარით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუქტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ამდენად, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე წინამდებარე დავა განეკუთვნა მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეთა კატეგორიას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150(ასორმოცდაათი) ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის საქმეზე სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 4000-ის 4%-ის ნახევარს, ანუ 160 (ასსამოცი) ლარის ნახევარს-80 (ოთხმოცი)ლარს.
განსახილველ შემტხვევაში დადგენილია, რომ აპელანტ დ--------------ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი, მან დავა წააგო, შესაბამისად მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 20(ოცი) ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 80 (ოთხმოცი) ლარი კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ--------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტ დ--------------ს (პ/ნ №6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 03 აპრილს №7777916951 საგადახდო დავალებით სს ,,საქართველოს ბანკში“ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 20(ოცი) ლარის ოდენობით. მიმღების ბანკი-ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 300183150.
4. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 (ოთხმოცი)ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
6.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თამარ სვანიძე