განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
330100118002625029
ინსტანცია
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002625029, №1/ბ-373-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გი--–--–---–-–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ვა------ სე-----ს ძე ზა-----ე - დაბადებული 198--–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ლა-------ის რაიონი, სოფელი ნი-------ი; დროებით მცხოვრები: ქ.თბ--–--------–-----------------------------------------------------------;

 

ადვოკატი - რო-------------ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა).

 

სასჯელი:

 

10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გი--–--–---–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის გამკაცრება, შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს. სასამართლომ არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის საჯარო ადგილი, ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და ქმედების შემდეგ ვა------ ზა-----ის მიმალვა. ვა------ ზა-----ემ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა მხოლოდ სასჯელის შემსუბუქების მიზნით და არ გამოუთქვამს სინანული მომხდარის შესახებ. მისი პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის პირობით ჩათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო: ვა------ ზა-----ემ აღიარა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და განიცდის მომხდარს, რადგან მეგობრობდა გარდაცვლილთან. მან უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და დანაშაული არ ჩაუდენია დამამძიმებელ გარემოებებში. ამასთან ცდილობს შეურიგდეს დაზარალებულის ოჯახს და აანაზღაუროს ზიანი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით, ვა------ ზა-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, კერძოდ:

 

2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 1300 საათზე, თბ--–--–-----–------------------–-------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვა------ ზა-----ემ წარსულში არსებული წყენის საფუძველზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის წინა ზედაპირზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა სე----- მხ---ეს. დაზიანების შედეგად სე----- მხ---ე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ვა------ ზა-----ე მიიმალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით, ვა------ ზა-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ვა------ ზა-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 16 ივნისიდან.

 

ამავე განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალდების მხარესა და ბრალდებულ ლუ–--–----ას შორის. ლუ–--–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვა------ ზა-----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით (ბრალდებულ ვა------ ზა-----ის ჩვენებით, ბრალდებულ ლუ–--–----ას ჩვენებით, მოწმეების: ნი---------–------------------------–--------------------------–-----------------–-----–---–ის ჩვენებებით, სხვა მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოცნობის ოქმებით, ამოღების ოქმებით, შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ნუსხის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომელთა ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა პრეიუდიციად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ვა------ ზა-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სააპელაციო საჩივრების და მტკიცებულებების გაცნობის და შეფასების შემდეგ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უნდა დაკმაყოფილდეს თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გი--–--–---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო დაცვის მხარეს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასჯელის მიზანი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა და ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად კი, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. როგორც აღინიშნა, ვა------ ზა-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განსასაზღვრად, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხე ან საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.

 

დადგენილია და არც დაცვის მხარემ გახადა სადავოდ, რომ 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 1300 საათზე, თბ--–--–-----–------------------–-------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვა------ ზა-----ემ წარსულში არსებული წყენის საფუძველზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის წინა ზედაპირზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა სე----- მხ---ეს. დაზიანების შედეგად სე----- მხ---ე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ვა------ ზა-----ე მიიმალა. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ვა------ ზა-----ეს და სე----- მხ---ეს შორის არსებობდა უთანხმოება, რის გამოც ვა------ ზა-----ე ეძებდა სე----- მხ---ეს. შემთხვევის დღეს სე----- მხ---ე იმყოფებოდა თბ--–--–-----–------------------–-------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მივიდა ვა------ ზა-----ე და სასაუბროდ გაიხმო აწ გარდაცვლილი. რამდენიმე მეტრით გასვლისას გზაში ხმამაღლა კამათობდნენ, ერთ-ერთმა ხელი კრა მეორეს, რა დროსაც ვა------ ზა-----ემ ამოიღო დანა, მოიქნია ქვევიდან ზევით და მუცლის არეში დაარტყა სე----- მხ---ეს, რის შემდეგაც გაიქცა, ხოლო სე----- მხ---ე მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ განზრახ მკვლელობის ჩადენას, რაც სააპელაციო სასამართლო სხდომაზე სადავო არ გახადა დაცვის მხარემ, პირველი ინსტანციის სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის მიუხედავად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნულ მუხლთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

ვა------ ზა-----ის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეწყობის, ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების (და არა წარდგენილი ბრალდების აღიარების), მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების საფუძველი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს არამხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება მსჯავრდებულის მხრიდან, არამედ მისი ქმედებები 2018 წლის 15 ივნისს. ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პალატის მოსაზრებით, გამორიცხავს დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის მიზანშეწონილობას. მოცემულ შემთხვევაში შედეგი-სიკვდილის სახით გამოწვეულია ვა------ ზა-----ის განზრახი და მიზანმიმართული ქმედების შედეგად და უსაფუძვლოა აპელირება მეგობრის თუ ყოფილი მეგობრის მოკვლით გამოწვეულ სინანულზე. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან და სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილს და ვა------ ზა-----ეს შორის არსებობდა უთანხმოება, რაც გახდა სე----- მხ---ისთვის სასიკვდილო დაზიანების მიყენების საფუძველი. დაცვის მხარის განმარტება, რომ ვა------ ზა-----ე განიცდის მომხდარს, რადგან მეგობრობდა გარდაცვლილთან, დანაშაული არ ჩაუდენია დამამძიმებელ გარემოებებში და ცდილობს დაზარალებულის ოჯახთან შერიგებას და ზიანის ანაზღაურებას, ვერ იქონიებს გავლენას სასჯელის რაიმე ფორმით შემცირებაზე.

 

პალატა მიუთითებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე და მის მნიშვნელობაზე - როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული სახელმწიფოს მხრიდან. აღინიშნა, რომ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სწორედ ეს გარემოებებია მნიშვნელოვანი სასჯელის დანიშვნისას და დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებებიც მათი გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. გასათვალისწინებელია, რომ ვა------ ზა-----ემ, შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე, რომელიც მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, გაიხმო სე----- მხ---ე და წარსულში არსებული წყენის საფუძველზე, ყოფილ მეგობარს დანით, გულმკერდის წინა ზედაპირზე, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, თვითონ კი მიიმალა. წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფონზე, პალატა ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ვა------ ზა-----ისთვის დანიშნული 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მსუბუქია, არ გამომდინარეობს წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან და არც მსჯავრდებულის პიროვნებიდან (მხოლოდ ნასამართლობის არქონა არ ახასიათებს მსჯავრდებულს დადებითად).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ვა------ ზა-----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატა იმედოვნებს, რომ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, გახდება მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვა------ ზა-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გი--–--–---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენში ვა------ ზა-----ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

ვა------ ზა-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ვა------ ზა-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 ივნისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 ცალ ლაზერულ დისკზე, ავტომანქანა ,,ფ---–----------------“ სახ. ნომრით P-------- დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ლაზერულ დისკზე, ავტომანქანა ,,ლ--------“ სახ. ნომრით A-------- ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ ლაზერულ დისკზე; ავტომანქანა ,,ო---–-----------“ სახ. ნომრით E-------- ჩხრეკის ჩატარების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ლაზერულ დისკზე, შპს ,,მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ ლაზერულ დისკზე, შპს ,,ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ლაზერულ დისკზე, ან----–----ას სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალა ლაზერულ დისკზე, შპს ,,ს-----------–---------------“ გ--–--ის ავტოგასამართი სადგურის ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, შპს ,,G-“ სუპერმარკეტის ვიდეო ჩანაწერები 1 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, ლად------------------------ში მდებარე სუპერმარკეტის ვიდეო ჩანაწერები 1 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, შპს ,,ს-–-------–----ის“ ვიდეო ჩანაწერები 2 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, რა-------------------------ში მდებარე მარკეტ შპს ,,1----–-----–---ის“ ვიდეო ჩანაწერები თანდართულ 1 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, შპს ,,ე---------ის“ ვიდეო ჩანაწერები თანდართულ 2 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, რესტორან ,,ღ---------ის“’ ვიდეო ჩანაწერები 1 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, შპს ,,მ.---------ას“ ვიდეო ჩანაწერები თანდართულ 1 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, შპს ,,ფა--------ოს“ ვიდეო ჩანაწერები თანდართულ 2 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, შპს ,,ს----ის“ ვიდეო ჩანაწერები თანდართული 2 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია 29 ლაზერულ დისკთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

§ 1 ცალი მცირე ზომის ხელჩანთა მასში არსებული 2 ცალი მობილური ტელეფონით და 07 ცალი სანთებლით, ამოღებული ავტომანქანა ,,ლ------იდან“, F---------, 1 ცალი სპორტული ჩანთა მასში არსებული ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენური ნივთებით, ამოღებული ავტომანქანა ,,ლ------იდან“ F---------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

§ ვა------ ზა-----ის ნერწყვის ნიმუში F---------, ვა------ ზა-----ის იღლიებიდან ამოღებული ანაწმენდები F----------, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში F---------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

§ 1 ცალი საფულე, 1 ცალი სანთებელა და 1 ცალი ნაჭერი, ამოღებული შემთხვევის ადგილიდან F---------, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მზის სათვალე, ცხვირსახოცი, სიგარეტის გახსნილი კოლოფი F---------, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 01 ცალი მაჯის საათი F---------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული N1, N2, N3, N4 ობიექტები ასფალტის ამონატეხები F--------2, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 ცალი მობილური ტელეფონი ,,ჰ------’’ F---------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

§ რა------------------------ ვა------ ზა-----ის დროებითი სახლიდან, ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა F---------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

§ რა------------------ ვა------ ზა-----ის დროებითი სახლიდან, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 ცალი ლეპტოპი დამტენთან ერთად F---------, ასევე რა------------------------ ვა------ ზა-----ის დროებითი სახლიდან, ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი F---------, დალუქული 1 ცალი შავი ფერის ავტომანქანა ,,ლ------ი“, სახელმწიფო ნომრით A-------- 27/5 ლუქით, ვა------ ზა-----ის ტანსაცმელი, ბოტასები 27/5 ლუქით, თე-----------------------ის ფეხსაცმლები 27/5 ლუქით, ბრალდებულ ლუ–--–----ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი ,,ა-------’’ და პირადობის მოწმობა 27/5 ლუქით, ვა------ ჭა--–---–ის ტანსაცმელი 27/5 ლუქით, მოწმე ხა----–---ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 27/5 ლუქით, თე-----------------------ის ტანსაცმელი 27/5 ლუქით, ბრალდებულ ლუ–--–----ას ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 27/5 ლუქით, ვა------ ჭა--–---–ის ფეხსაცმელი 27/5 ლუქით, გარდაცვლილ სე----- მხ---ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

§ გარდაცვლილ სე----- მხ---ის თმის და ფრჩხილის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

§ გარდაცვლილ სე----- მხ---ის ნაცხის ნიმუშები, გარდაცვლილ სე----- მხ---ის დაქტილობარათი, თე-----------------------ის ნერწყვის ნიმუში, ლუ–--–----ას ნერწყვის ნიმუში, ვა------ ჭა--–---–ის ნერწყვის ნიმუში, ნი---------–---ის ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე