განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2019
საქმის ნომერი
330210016001309325
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001309325

საქმე №2ბ/4389-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მომხსენებელი მოსამართლე (თავმჯდომარე)- დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, მიხეილ გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი, მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - მ-----– ფ--------ე, ბ------ი ე-–----–---–ი, მ------ გ------–---–ი, ა------- ფ--------ე

წარმომადგენელი - ს---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს----------–---------ი”

წარმომადგენელი – ი-----–------–--ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2010 წლის 28 ივლისს სს ,,ს----------–--------ს“ და მ-----– ფ--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება #6-----, რომლის საფუძველზეც ბანკმა მოპასუხეს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ან მისი ლარში ეკვივალენტის ოდენობით, 120 თვით, საპროცენტო სარგებელი 10-42%-ს ოდენობით, საკრედიტო ხაზის დახურვის თარიღი 28.07.2020 წელი.

 

2. 2013 წლის 07 ოქტომბერს, სს ,,ს----------–--------ს“ და მოპასუხე მ-----– ფ--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 28.07.2010 წლის #6----- ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #6------1------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელზე გასცა კრედიტის თანხა 150 000 ლარის ოდენობით, 32 თვით, წლიური საპროცენტო სარგებლის საბაზისო განაკვეთს დამატებული 7%, არანაკლებ 12%-სა. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის დღიური 0.5%-ს ოდენობით.

 

3. 2013 წლის 08 აპრილს, სს ,,ს----------–--------ს“ და მესაკუთრე ი----- ჩ-------–---–ს (მინდობილი პირი მ-----– ფ--------ე) შორის, 28.07.2010 წლის #6----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ი----- ჩ-------–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 86.01 კვ.მ. ფართი მდებარე: თ---–--------------------–---------------------------------------------------------–-------------. იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა იპოთეკის საგნის ღირებულება 34 400 აშშ დოლარის ოდენობით. სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე ბ------ი ე-–----–---–ი.

 

4. 2012 წლის 14 მარტს, სს ,,ს----------–--------ს“ და მოპასუხე მ------ გ------–---–ს შორის, 2010 წლის 28 ივლისის #6----- საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრე მ------ გ------–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 71.00 კვ.მ. ფართი, მდებარე მისამართზე: თ---–-------–-------------------------------------- (საკადასტრო კოდი #0----------------------)

 

5. 2013 წლის 07 ოქტომბერს, სს ,,ს----------–--------ს“ და ა------- ფ--------ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #6------1-------ა, რომლის საფუძველზეც, თავდები ა------- ფ--------ე სოლიდარულ თავდებად დაუდგა ძირითად მსესხებელ მ-----– ფ--------ეს, საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 28.07.2010 წლის #6----- ხელშეკრულების შემადგენელი, 07.10.2013 წლის საკრედიტო ხელშეკრულებით #6------1------ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით. თავდებობის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 300 000 ლარი.

 

6. მოპასუხე მ-----– ფ--------ემ არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, შესაბამისად, სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ, 2013 წლის 07 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობაა 93846.74 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 68817.62 ლარი, პროცენტი 5986.97 ლარი, პირგასამტეხლო 19042.15 ლარი.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,ს----------–---------მა” და მოითხოვა მ-----– ფ--------ესა და ა------- ფ--------ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, 2010 წლის 28 ივლისის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და 2013 წლის 07 ოქტომბრის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის -93 846.74 ლარის გადახდა, თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხე ბ------ი ე-–----–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე: თბილისი, თ-------------–-------------------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------------- და მოპასუხე მ------ გ------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე: თ---–-------–-------------------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაციით. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების მ-----– ფ--------ისა და ა------- ფ--------ის სხვა ქონებაზე.

 

8. სარჩელის საფუძვლები:

8.1. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 28 ივლისს, სს ,,ს----------–--------სა“ და მ-----– ფ--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გამოიყო საკრედიტო ლიმიტი 150 000 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარში ოდენობით. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2013 წლის 07 ოქტომბერს, სს ,,ს----------–--------სა“ და მ-----– ფ--------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ-----– ფ--------ეზე გაიცა კრედიტი 150 000 ლარის ოდენობით, 32 თვის ვადით, წლიური 12%-იანი საპროცენტო განაკვეთით, პირგასამტეხლო 0.5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. თუმცა მოპასუხე მ-----– ფ--------ის მიერ კრედიტის მოქმედების პერიოდში, ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება, რაც გამოიხატა ხელშეკრულების გრაფიკის, ვადებისა და პირობების არაერთგზის დარღვევაში. ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–--------მა“ მოპასუხეებთან ა------- ფ--------ესთან და მ------ ფ--------ესთან დადო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებმაც სოლიდარული თავდებობით უზრუნველყვეს სს ,,ს----------–--------სა“ და მ-----– ფ--------ეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–--------მა“ ბ------ი ე-–----–---–თან და მ------ გ------–---–თან დადო იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ბ------ ე-–----–---–ისა და მ------ გ------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონებები. მოპასუხეების დავალიანება #1------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 93846.74 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 68817.62 ლარი, პროცენტი 5986.97 ლარი და პირგასამტეხლო 19042.15 ლარი. სესხი ვადაგადაცილებაშია 01.09.2015 წლიდან. სწორედ ამ პერიოდიდან სარჩელის სასამართლოში შეტანამდე მოხდა მსესხებელზე პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხე მ------ ფ--------ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში გამოიხმო სარჩელი, ამასთან, შეამცირა პირგასამტეხლო 1000 ლარამდე.

 

9. მოპასუხის შესაგებელი:

 

9.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. საქმის განხილვა არაერთხელ გადაიდო მორიგების მიზნით. 2018 წლის 25 მაისის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდენ მოპასუხეები: მ------ გ------–---–ი და მ-----– ფ--------ე და წარმომადგენელი ს---------------ე, რომელმაც სარჩელი ცნო.

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ს----------–---------ის” სარჩელი მ-----– ფ--------ის, ბ------ი ე-–----–---–ის, მ------ გ------–---–ისა და ა------- ფ--------ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ-----– ფ--------ესა და ა------- ფ--------ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2013 წლის 07 ოქტომბრის საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 75 804.59 ლარის გადახდა, საიდანაც: ა) ძირითადი თანხა - 68 817.62 ლარი; ბ) პროცენტი - 5 986.97 ლარი; გ) პირგასამტეხლო - 1 000 ლარი. დაკისრებული თანხის გადახდევინება მოხდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების აუქციონზე რეალიზაციით. ა) მოპასუხე ბ------ი ე-–----–---–ის (1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თ---–------------–--------------------------------------------, ფართი 86.01 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------; ბ) მოპასუხე მ------ გ------–---–ის (0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თ---–-------–-------------------------------------, ფართი 71.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების მ-----– ფ--------ისა და ა------- ფ--------ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებზე.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ-----– ფ--------ემ, ბ------ი ე-–----–---–მა, მ------ გ------–---–მა და ა------- ფ--------ემ, რომლებმაც ითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

11.1. აპელანტების განმარტებით, გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტში მითითებული გარემოება არასწორია, რადგან საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო არ მსჯელობს როგორი გადამხდელი იყო მ-----– ფ--------ე, რა ოდენობის თანხებს იხდიდა, რა ოდენობის პროცენტებს, ჯარიმებს და პირგასამტეხლოს აჭრიდა სს „ს----------–--------ი“, მიუძღვის თუ არა მოწინააღმდეგე მხარეს ბრალი მ-----– ფ--------ის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაში, როდის გაფორმდა ბანკსა და ქონების მესაკუთრეებს შორის იპოთეკის ხელშეკრულებები, იპოთეკის ხელშეკრულებები უზრუნველყოფდა თუ არა მ-----– ფ--------ის მიერ სამომავლოდ გასაფორმებელი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, იცოდნენ თუ არა ქონების მესაკუთრეებმა მ-----– ფ--------ესა და ს----------–--------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მათი შინაარსის შესახებ, როდის დაარღვია მ-----– ფ--------ემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოთხოვნა ხომ არ არის ხანდაზმული, ეცადა თუ არა სს „ს----------–--------ი“ ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა იყო თუ არა გონივრული. სს „ს----------–--------ის“ მიერ მ-----– ფ--------ისთვის დაწესებული საპროცენტო განაკვეთი, წლიურ საპროცენტო სარგებლის საბაზისო განაკვეთს დამატებული 7%, არანაკლებ 12 პროცენტისა, განსახილველ შემთხვევაში წლიური 19 %, მეტად დიდია და ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს. მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობა ზემოთ მითითებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს ზემოთ უნდა ჩაითვალოს ბათილად, მისი ამორალური ხასიათის გამო.

11.2. აპელანტების განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოვალეზე შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლო 0,5%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხულია, როგორც გრაფიკით გათვალისწინებული გადაუხდელ თანხაზე, ასევე მთლიანი სესხის თანხის დაუბრუნებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სრული უკანონობაა. აღნიშნული გარემოება მიუთითებს ხელშეკრულების დებულებათა ბუნდოვანებაზე, ურთიერთ შეუსაბამობაზე და დარიცხული პირგასამტეხლოს უსაფუძვლობაზე.

სამოტივაციო ნაწილი

 

12. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

13. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტი) და სასამართლოს დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

14. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი /საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით/, 873-ე მუხლი /კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა./ 417-ე მუხლი /პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის/ 286-ე მუხლი /უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით/ 895-ე მუხლი /თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა/.

 

15. პალატა უპირველესად განმარტავს რომ სასამართლო სხდომაზე, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, აღნიშნულზე მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებაშიც და სააპელაციო საჩივრები არ შეცავს აპელაციას მათ გაქარწყლებაზე. სააპელაციო საჩივარი შეცავს მითითებებს ახალ ფაქტებასა და ახალ გარემოებებზე, რომელებზედაც არ ყოფილა კვალიფიციური შესაგებელი წარმოდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვის საგანი. შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად პალატას მიაჩნია რომ აპელანტი სააპელაციო სამართლწარმოების ეტაპისათვის შეზღუდულია ამ უფლებამოსილების განხორციელებით.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა პალატა განმარტავს შემდეგს:

 

16. აპელანტის განმარტებით, ვინაიდან მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით ჯერ იფარებოდა პროცენტები, ჯარიმები და შემდგომ ძირი თანხა, აღნიშნული მიუთითებს სს „ს----------–--------ის“ მიერ უფლების ბოროტად გამოყენებაზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან 2010 წლის 28 ივლისს სს ,,ს----------–--------ს“ და მ-----– ფ--------ეს შორის დადებული #6----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, კრედიტების და საპროცენტო სარგებლის დაფარვა განხორციელდება გრაფიკით, რაც ერთვის შემადგენელ ხელშეკრულებებს. გრაფიკი წარმოადგენს შემადგენელი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, მოქმედებს/ძალაშია ამ ხელშეკრულებასთან ერთად - მსესხებლის მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე. კრედიტების დაფარვის თანმიმდევრობა შემდეგია: პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო (არსებობისას), შემდეგ დარიცხული პროცენტი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალოს ბანკის შეხედულებით. ამავე ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად თუ მსესხებელი დააგვიანებს ან არ გადაიხდის კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში კრედიტის ძირითად თანხას და/ან დარიცხულ პროცენტს, ბანკი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის შემადგენელი ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობით, ხოლო 6.3. პუნქტის თანახმად პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი და გადახდის გრაფიკით დადგენილი გადასახდელების გადახდის ვალდებულებისგან. 2013 წლის 07 ოქტომბერს, სს ,,ს----------–--------სა“ და მოპასუხე მ-----– ფ--------ეს შორის დადებული საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშკრულების მე-4 პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ ბანკის ანგარიშზე არ ჩაირიცხება თანხა გრაფიკით დადგენილ ვადაში ბანკი უფლებამოსილია დააკისროს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული გადაუხდელი თანხის 3.2.6. პუნქტში მითითებული ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. აპელანტი ვერ მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზე. პალატის დასკვნით ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია კრედიტების და საპროცენტო სარგებლის დაფარვა, აგრეთვე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება, აპელანტის მითითება გადახდილი თანხების ძირ თანხაში ჩათვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლო, რამეთუ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ჩანაწერს ვალდებულების დაფარვის რიგითობის თაობაზე უპირატესი ძალა გააჩნია. (შეად. სუსგ №ას-1232-1155-2015, 27 იანვარი, 2016 წელი)

 

17. აპელანტის განმარტებით, 2013 წლის 08 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულებით #6------ზ უზრუნველყოფილი იქნა არა 2013 წლის 07 ოქტომბერის, სს ,,ს----------–--------ს“ და მ-----– ფ--------ეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება #6------1------, არამედ უზრუნველყოფილი იქნა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 28.07.2010 წლის #6----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაცემული კრედიტი სრულად იქნა დაფარული მოვალის მიერ 2013 წლის 07 ოქტომბრის სესხით. მოპასუხეებს/აპელანტებს ამ გარემოებაზე პირველ ინსტანციის სასამართლოში არც მიუთითებიათ და არც მტკიცებულებები არ წარმოუდგენია სსსკ 102-ე მუხლის თანახმად. პალატა განმარატვს, 2010 წლის 28 ივლისს საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება #6-----,-ის თანახმად საკრედიტო ლიმიტი იყო 150 000 აშშ დოლარი. საქმის მასალებით არ დგინდება რომ მოვალეს სრულად აქვს ათვისებული ლიმიტი და 2013 წლის 7 ოქტომბრის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული სესხი, მანამდე, 2010 წლის 28 ივლისს აღებული სესხის დასაფარად იყო მიმართული და თავად, 2010 წლის 28 ივლისის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება შეწყვეტილია შესრულებით.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მისსაკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც _ მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც.

 

2010 წლის 28 ივლისს სს ,,ს----------–--------ს“ და მ-----– ფ--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება #6-----, რომლის საფუძველზეც ბანკმა მოპასუხეს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ან მისი ლარში ეკვივალენტის ოდენობით, 120 თვით, საპროცენტო სარგებელი 10-42%-ს ოდენობით, საკრედიტო ხაზის დახურვის თარიღი 28.07.2020 წელი. 2013 წლის 07 ოქტომბერს, სს ,,ს----------–--------ს“ და მოპასუხე მ-----– ფ--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველია ამავე მხარეთა შორის 28.07.2010 წელს დადებული #6----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზის მომსახურების მიზნით და შესაბამისად მისი განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია. ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება #6----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ყველა პირობა, ხოლო 2013 წლის 08 აპრილს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის საფუძველია 28.07.2010 წლის #6----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება.

 

18. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას წლიური საპროცენტო სარგებელის (19 %,) ბათილობასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით რომ იგი ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში მითითებულ განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს „სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. (ას-139-139-2018)

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ 2013 წლის 7 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი – წლიური 19% მხარეთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ დასკვნის საფუძველს არ იძლევა, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.

 

19. აპელანტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოვალეზე შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლო 0,5%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხულია, როგორც გრაფიკით გათვალისწინებული გადაუხდელ თანხაზე, ასევე მთლიანი სესხის თანხის დაუბრუნებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც უსაფუძვლოა, რადგან სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ პირგასამტეხლო შეამცირა 1000 ლარამდე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით მოპსუხეებს ძირითად თანხაზე 68 817.62 ლარზე დაეკისრათ პროცენტი - 5 986.97 ლარი და პირგასამტეხლო - 1 000 ლარი.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ის დაკარგავს თავის ძირითად პრევენციულ და ზიანის მაკომპენსიერებლ ფუნქციას. აქედან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

20. პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტების განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულებების შინაარსი, რადგან საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებზე ხელმოწერები მოპასუხეთა მიერ შესრულებულია და ივარაუდება, რომ მათთვის ხელშეკრულების შინაარსი და პირობები ცნობილია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში სწორედ აპელანტების (მოპასუხეთა) ინტერესის სფეროს წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ მათ მიერ გამოვლენილი ნება არ შეესაბამებოდა მათ ნამდვილ ნებას. სამოქალაქო სამართალში აღიარებული მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, აპელანტებმა ვერ შეძლეს სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით გაექარწყლებინათ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მითითება დოკუმენტების შესაბამობის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

21. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ-----– ფ--------ის, ბ------ი ე-–----–---–ის, მ------ გ------–---–ის და ა------- ფ--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

მიხეილ გოგიშვილი