განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
150100118002530176
ინსტანცია
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002530176

საქმე #1ბ/764-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ---------------------ის

მსჯავრდებულის: ხ-----------------ის

ადვოკატის: პ------------–-–---–ის

თარჯიმან: გ---------------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------ის, ასევე მსჯავრდებულ ხ-----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ხ--------------–--–---------------ს, დაბადებულის 19---–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), განქორწინებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ნ----–-------------------------–-----------------–-, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალქალაქი რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით:

ხ-----------------ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ხ-----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;

 

ხ-----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 350 საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ხ-----------------ს საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათის ოდენობით;

 

ხ-----------------ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით (4 დღე) და საბოლოოდ ხ-----------------ს მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 325 საათის ვადით;

 

ხ-----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მანვე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ხ-----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 13:00 საათისთვის, ნ----–-------------------------–------------------–ში, საცხოვრებელ სახლში კონფლიქტის დროს, ხ-----------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის - ს--------------ს დედას - მ------------------ს, კერძოდ ხელი ჰკრა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც იგი წაიქცა, მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 13:00 საათისათვის, ნ----–-------------------------–----------------––ი, საცხოვრებელ სახლში კონფლიქტის დროს, ხ-----------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის ს--------------ს დას - ლ---------–---ს, კერძოდ, ხელები მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც ლ---------–---მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--------------ემ, ასევე მსჯავრდებულ ხ-----------------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ------------–-–---–მა. დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ხ-----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ხ-----------------ს დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულმა დღეის მდგომარეობით გარდაცვლილმა მოწმე ჯ--–--–--------მა გამოძიებაში ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ ხ-----------------ს არავისთვის რა მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, მისი ჩვენება დაადასტურა მსჯავრდებულ ხ-----------------ის შვილმა და თავად ხ-----------------მა.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ხ-----------------ს დაუნიშნა მსუბუქი სასჯელი რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ასევე, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------ის, ასევე, ხ-----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ხ-----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

ხ-----------------ის არასრულწლოვანმა შვილმა - დაზარალებულმა ს-------------მა მამის - ხ-----------------ის წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება არ მისცა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ---------–---მა განმარტა, რომ იგი არის ხ-----------------ის მეუღლის და. 2018 წლის 28 მაისს მას დაურეკა დედამ მ-----------------მა და სთხოვა რომ მის მეუღლეს კ----–-------–---ს ქ. ნინოწმინდიდან წამოეყვანა დედამისი, მისი დები ზ---------------ნი, ს-------------- და მისი დისშვილი ს-------------ი. იგი (ლ---------–---ი) ქმართან ერთად წავიდა ნინოწმინდაში მისი ახლობლების წამოსაყვანად, რომლებიც ნინოწმინდაში სასამართლოსთან შეხვდნენ და წაიყვანეს სოფელ პ---------------–ში მათ საცხოვრებელ სახლში. გზაში დისგან, - ს--------------საგან შეიტყო, რომ მის ქმარს ხ-----------------ს განქორწინების თაობაზე სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი. როდესაც მივიდნენ სოფელ პ--------------–ში ე--------ის საცხოვრებელ სახლში, მათ დანახვაზე ხ-----------------ი გამოვიდა გარეთ და დაუწყო ყველას ყვირილი და გინება, თან ამბობდა, რომ იგი ოფიციალურად უკვე განქორწინებული იყო და არ ჰქონდათ მის სახლში მისვლის უფლება. მათ სთხოვეს დაწყნარებულიყო და მშვიდად ესაუბრათ, თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა ყვირილს და გინებას. მან (ლ---------–---მა) ხ-----------------ს სთხოვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მის დას - ს-------------ს ხ----------------–ში ეცხოვრა, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა. ამის შემდეგ ლ-----–---მა დედამისს მ-----------------ს გამოართვა ტელეფონი და 112-ზე დარეკა, რათა პოლიცია გამოეძახებინა. ამ დროს ხ-----------------ი მიუახლოვდა მას და ორივე ხელი ყელში წაუჭირა და უთხრა რომ ტელეფონი გაეთიშა, შემდეგ კი ხელზე დაარტყა და ტელეფონი დააგდებინა. ამის დანახვაზე მ------------------ მიუახლოვდა და ცდილობდა ხ---------ის დამშვიდებას, თუმცა ხ-----------------მა მასაც ხელი ჰკრა და მ------------------ ძირს დაეცა. აღნიშნულ კონფლიქტს ესწრებოდნენ ს----- და ხ-----------------ნის შვილებიც, - ჯ--–--–--------ი და არასრულწლოვანი ს-------------ი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა აგრეთვე, დაზარალებული მ------------------, რომლის განმარტებით, არის ხ-----------------ის სიდედრი. 2018 წლის 28 მაისს, იგი თავის ქალიშვილთან ზ---------------ნთან ერთად იმყოფებოდა ხ-----------------ისა და მისი ქალიშვილის, - ს-------------ის სასამართლო სხდომაზე, ხოლო მისი შვილიშვილი ს-------------ი და ჯ--–--–--------ი ელოდებოდნენ მისაღებში. სასამართლოს დასრულების შემდეგ მისი სიძის კ----–-------–---ის ავტომანქანით ისინი წავიდნენ ს-------------თან სახლში, სოფელ პ--------------–ში, რადგან სასამართლოში ხ-----------------ი იმუქრებოდა რომ ს-------------ს სახლში არ შეუშვებდა. როდესაც სოფელ პ---------------–ში ე--------ის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, მათ დანახვაზე ხ-----------------ი გავიდა გარეთ და დაუწყო ყველას ყვირილი და გინება, თან ამბობდა, რომ იგი ოფიციალურად უკვე განქორწინებული იყო და არ ქონდათ მის სახლში მისვლის უფლება. მათ სთხოვეს დაწყნარებულიყო და მშვიდად ესაუბრათ, თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა ყვირილს და გინებას. ლ---------–---მა ხ-----------------ს სთხოვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მის დას - ს-------------ს ხ----------------–ში ეცხოვრა, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა. ამის შემდეგ ლ---------–---მა მას (მ-----------------ს) გამოართვა ტელეფონი და 112-ზე დარეკა, რათა პოლიცია გამოეძახებინა. ამ დროს ხ-----------------ი მიუახლოვდა ლ---------–---ს და ორივე ხელი ყელში წაუჭირა და უთხრა რომ ტელეფონი გაეთიშა, შემდეგ კი ხელზე დაარტყა და ტელეფონი დააგდებინა. ამის დანახვაზე იგი მიახლოვდა მათ და ეცადა ხ---------ის დამშვიდებას, თუმცა ხ-----------------მა მასაც ჰკრა ხელი, რის გამოც იგი (მ------------------) ძირს დაეცა. ლ---------–---მა ქმარს სთხოვა ხელახლა დაერეკა 112-ში, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მივიდა პოლიცია. აღნიშნულ კონფლიქტს ესწრებოდნენ ს----- და ხ-----------------ის შვილები, - ჯ--–--–--------ი და არასრულწლოვანი ს-------------ი.

 

მოწმე ს--------------ს ჩვენებით დადგენილია რომ იგი არის ხ-----------------ის მეუღლე. 26 წელია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ხ-----------------თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, ს-------------ი, ვ-----------------ი და ჯ--–--–--------ი. უფროსი ქალიშვილი ვ--------- სრულწოვანია და დაოჯახებულია, ს-------------ი არის არასრულწოვანი, 16 წლის, ხოლო ვაჟი ჯ--–--–--------ი არის 24 წლის, იგი არის დაოჯახებული და ცხოვრობს მათთან ერთად. ასევე მათთან ერთად ცხოვრობს ს--------------ს მამამთილი ჯ--–--–--------ი. მოწმის განმარტებით, მეუღლესთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, სანამ ხ-----------------ი 2017 წელს რუსეთის ფედერაციაში არ წავიდოდა. 2017 წლის დეკემბრის თვეში როდესაც ხ-----------------ი რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა იგი ძალიან შეცვლილი იყო, ხშირად ხდებოდა აგრესიული და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. დაახლოებით მარტის თვიდან მეუღლემ განქორწინებაზე საუბარი დაუწყო, ეუბნეოდა რომ მასთან ცხოვრება აღარ სურდა. 2018 წლის 16 მაისს კი სასამართლოდან უწყება მიიღო განქორწინების საქმესთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 28 მაისს. პროცესის დამთავრების შემდეგ ხ-----------------ნმა ქალიშვილს უთხრა რომ მასთან ერთად წასულიყო სახლში, ხოლო ს-------------ს მასთან ერთად აღარ უნდა ეცხოვრა, რადგანაც ისინი მეუღლეები აღარ იყვნენ. ქალიშვილმა ს-------------მა მას უთხრა რომ არ გაყვებოდა რადგან დედასთან უნდოდა ცხოვრება, ხ-----------------ი გაბრაზდა, ვაჟიშვილი ჯ--–--–--------ი ჩაისვა მანქანაში და წავიდა სოფელ პ---------------–ში, ისინი კი სასამართლოს ეზოში დატოვა. რადგანაც მანქანა არ ჰყავდათ ს-------------მა მის დას - ლ---------–---ს დაურეკა რათა მისი სიძე კ----–-------–---ი მისულიყო და წაეყვანა ისინი სახლში. როდესაც სოფელ პ--------------–ში მივიდნენ, იმ დროს როცა სახლში უნდა შესულიყვნენ მათ დანახვაზე ხ-----------------ი გამოვიდა გარეთ და დაუწყო ყველას ყვირილი და გინება, თან ამბობდა, რომ იგი ოფიციალურად უკვე განქორწინებული იყო და არ ჰქონდათ მის სახლში მისვლის უფლება. მათ სთხოვეს დაწყნარებულიყო და მშვიდათ ესაუბრათ, თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა ყვირილს და გინებას. ლ---------–---მა მას სთხოვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მის დას - ს-------------ს ხ----------------–ში ეცხოვრა, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა. ამის შემდეგ ლ-----–---მა დედამისს მ-----------------ს გამოართვა ტელეფონი და 112-ზე დარეკა, რათა პოლიცია გამოეძახებინა. ამ დროს ხ-----------------ი მიუახლოვდა ლ-----–---ს და ორივე ხელი ყელში წაუჭირა და უთხრა რომ ტელეფონი გაეთიშა, შემდეგ კი ხელზე დაარტყა და ტელეფონი დააგდებინა. ამის დანახვაზე მ------------------ მიუხალოვდათ და ცდილობდა ხ---------ის დამშვიდებას, თუმცა ხ-----------------მა მასაც ხელი ჰკრა და მ------------------ ძირს დაეცა. ლ-----–---მა ქმარს სთხოვა ხელახლა დაერეკა 112-ში, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მივიდა პოლიცია. აღნიშნულ კონფლიქტს ესწრებოდნენ ს----- და ხ-----------------ის შვილებიც, ჯ--–--–----------ი და არასრულწლოვანი ს-------------ი.

 

მოწმე ზ---------------ნის ჩვენებით დადგენილია რომ იგი არის ხ-----------------ის ცოლის და. მისი და ს-------------- მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს სოფელ პ--------------–ში. 2018 წლის 28 მაისს ნინოწმინდის სასამართლოში მათი განქორწინების საქმეზე მიმდინარეობდა პროცესი. ზ.პოდოსიანი, დედასთან მ-----------------თან და დისშვილთან ჯ--–--–--------თან ერთად ესწრებოდა სხდომას, ხოლო არასრულწლოვანი დისშვილი ს-------------ი ელოდებოდათ მისაღებში. სხდომის დასრულების შემდეგ ხ-----------------მა ისინი დატოვა სასამართლოში, ხოლო თვითონ თავის ვაჟთან ჯ--–--–--------თან ერთად წავიდა სახლში სოფელ პ--------------–ში. რადგანაც მანქანა არ ყავდათ ს-------------მა მის დას - ლ---------–---ს დაურეკა რათა მისი სიძე კ----–-------–---ი მისულიყო და წაეყვანა ისინი სახლში. როდესაც სოფელ პ--------------–ში მივიდნენ, იმ დროს როცა სახლში უნდა შესულიყვნენ მათ დანახვაზე ხ-----------------ი გამოვიდა გარეთ და დაუწყო ყველას ყვირილი და გინება, თან ამბობდა, რომ იგი ოფიციალურად უკვე განქორწინებული იყო და არ ქონდათ მის სახლში მისვლის უფლება. მათ სთხოვეს დაწყნარებულიყო და მშვიდათ ესაუბრათ, თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა ყვირილს და გინებას. ლ---------–---მა მას სთხოვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მის დას - ს-------------ს ხ----------------–ში ეცხოვრა, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა. ამის შემდეგ ლ-----–---მა დედამისს მ-----------------ს გამოართვა ტელეფონი და 112-ზე დარეკა, რათა პოლიცია გამოეძახებინა. ამ დროს ხ-----------------ნი მიუახლოვდა ლ-----–---ს და ორივე ხელი ყელში წაუჭირა და უთხრა რომ ტელეფონი გაეთიშა, შემდეგ კი ხელზე დაარტყა და ტელეფონი დააგდებინა. ამის დანახვაზე მ------------------ მიუხალოვდათ და ცდილობდა ხ---------ის დამშვიდებას, თუმცა ხ--------მა მასაც ხელი ჰკრა და მ--------- ძირს დაეცა. ლ-----–---მა ქმარს სთხოვა ხელახლა დაერეკა 112-ში, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მივიდა პოლიცია. აღნიშნულ კონფლიქტს ესწრებოდნენ ს----- და ხ-----------------ის შვილებიც, ჯ--–--–--------ი და არასრულწლოვანი ს-------------ი.

 

მოწმე რ-----------ის ჩვენებით დადგენილია რომ იგი მუშაობს შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 28 მაისს ქ.თბილისის 112-ის ოპერატორისგან #------- შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სოფელ პ--------------–ში. მასთან ერთად იყვნენ ა-------------–-------------------------------------–----- ადგილზე მისვლისას მათ შემდეგი სიტუაცია დახვდათ. სახლში რამოდენიმე პირი იმყოფებოდა, როგორც შემდგომ გაირკვა ესენი იყვნენ: სახლის მეპატრონე ხ-----------------ი, სიდედრი მ------------------, ცოლის დები ლ---------–---ი, ზ---------------ნი, ხ--------ის მეუღლე ს--------------, ს----- და ხ-----------------ის შვილები ჯ--–--– და ს-------------ები. ხ-----------------ი მათ სიტუაციაში გარკვევის საშუალებას არ აძლევდათ და იგინებოდა სიდედრისა და ცოლის დების მისამართით. ლ---------–---ისგან შეიტყვეს, რომ ხ--------მა მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ ორივე ხელი ყელში მოუჭირა, ხოლო მ-----------------ს ხ---------მა შეაგინა, შემდეგ კი ხელი კრა და წააქცია. აღნიშნულ კონფლიქტს ესწრებოდნენ ს----- და ხ-----------------ის შვილებიც, ჯ--–--–--------ი და არასრულწლოვანი ს-------------ი. სიტუაციაში გარკვევის მიზნით ყველა ზემოთაღნიშნული პირი გადაყვანილი იქნა შს ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში.

 

მოწმე ა--------------ის ჩვენებით დადგენილია რომ იგი მუშაობს შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 28 მაისს ქ.თბილისის 112-ის ოპერატორისგან #------- შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სოფელ პ--------------–ში. მასთან ერთად იყვნენ რ-----------ე, ა-------------–-------------------–---ი. ადგილზე მისვლისას მათ შემდეგი სიტუაცია დახვდათ. სახლში რამოდენიმე პირი იმყოფებოდა, როგორც შემდგომ გაირკვა ესენი იყვნენ: სახლის მეპატრონე ხ-----------------ი, სიდედრი მ------------------, ცოლის დები ლ---------–---ი, ზ---------------ნი, ხ--------ის მეუღლე ს--------------, ს----- და ხ-----------------ის შვილები ჯ--–--– და ს-------------ები. ხ-----------------ი მათ სიტუაციაში გარკვევის საშუალებას არ აძლევდათ და იგინებოდა სიდედრისა და ცოლის დების მისამართით. ლ---------–---ისგან შეიტყვეს, რომ ხ--------მა მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ ორივე ხელი ყელში მოუჭირა, ხოლო მ-----------------ს ხ---------მა შეაგინა, შემდეგ კი ხელი ჰკრა და წააქცია. აღნიშნულ კონფლიქტს ესწრებოდნენ ს----- და ხ-----------------ის შვილებიც, ჯ--–--–--------ი და არასრულწლოვანი ს-------------ი. სიტუაციაში გარკვევის მიზნით ყველა ზემოთაღნიშნული პირი გადაყვანილი იქნა შს ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე - ა-------------–-----------------–-----------------–----------

 

მოწმე პ---–--------–--ის განმარტებით, მუშაობს შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მან გამოკითხა მოწმეები და მათი ჩვენების საფუძველზე დააკავა ბრალდებული ხ-----------------ნი. გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი: ხ-----------------მა ცოლის დას - ლ---------–---ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ ორივე ხელი ყელში მოუჭირა, ხოლო სიდედრს - მ-----------------ს შეაგინა, შემდეგ კი ხელი ჰკრა და წააქცია. აღნიშნულ კონფლიქტს ესწრებოდნენ ს----- და ხ-----------------ის შვილებიც, ჯ--–--–--------ი და არასრულწლოვანი ს-------------ი. ხ-----------------ი არ აღიარებდა დანაშაულს.

 

მოწმე ჯ--–--–--------ის ჩვენებით დადგენილია რომ იგი არის ხ-----------------ის ვაჟიშვილი. მშობლებს ს----- და ხ-----------------ებს წლების განმავლობაში ჰქონდათ კონფლიქტი, რის გამოც განქორწინება გადაწყვიტეს. ხ-----------------მა შეიტანა სარჩელი სასამართლოში განქორწინების თაობაზე. სასამართლო სხდომა გაიმართა 2018 წლის 28 მაისს, სადაც იმყოფებოდნენ თვითონ (ჯ--–--–--------ი), მისი მშობლები ს----- და ხ-----------------ნები, მისი ბებია - მ------------------, დეიდა - ზ---------------ნი და მისი არასრულწლოვანი და ს-------------ი. პროცესის შემდეგ ჯ--–--–--------ი მამასთან ხ-----------------თან ერთად ავტომანქანით წავიდა სახლში, ხოლო დანარჩენები კი დარჩნენ სასამართლოსთან. სახლში მისვლისთანავე იგი წამოწვა და დაეძინა. ცოტა ხანში ხმაურზე გამოეღვიძა, თვალი რომ გაახილა თავზე ბებია - მ---------ი ადგა და აღვიძებდა, თან ეუბნეოდა „ადექი შე ზარმაცო შენი მშობლები განქორწინდნენ, შენ კი მშვიდად გძინავსო“. როდესაც გარეთ გავიდა, საიდანაც ხმაური ისმოდა, დაინახა დედამისი ს--------------, დეიდები - ლ---------–---ი და ზ---------------ნი, მისი და - ს-------------ი და ბაბუა - ჯ--–--–--------ი, ხოლო ლ-----–---ის მეუღლე გარეთ იდგა. დეიდები ხ--------ს უყვიროდნენ „მიდი ბიჭო, დაგვარტყიო, თან ტანსაცმელზე ჰქონდათ ხელი მოკიდებული, ხ-----------------ი კი ამ დროს მათ აგინებდა, ფიზიკურად კი არ ეხებოდა. ლ---------–---ი ამბობდა რომ მას პოლიციაში ჰქონდა დარეკილი და მალე მივიდოდნენ. მართლაც პოლიციელები მალე მივიდნენ, დაამშვიდეს ისინი და დედის ნათესავები გადაიყვანეს პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით, ჯ--------ის განმარტებით მამას - ხ--------ს არავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, პირიქით დეიდები აქეზებდნენ მას.

 

ხ-----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ განქორწინება სურდა, მეუღლეს კი არა, ამიტომაც მიმართა სასამართლოს სარჩელით. სასამართლოს შემდეგ მან მეუღლეს უთხრა რომ თავისიანებთან წასულიყო, თვითონ კი ვაჟთან ერთად სახლში დაბრუნდა, ცოტა ხანში რძალმა უთხრა რომ დედამთილი მოვიდა თავის ხალხთან ერთადო, ს-------------ს და და დედა ახლდა თან, ლ---------–---მა და ზ---------------ნმა უთხრეს არასწორად მოიქეციო, ს-----ას და ს-----ს ათი დღე შეუძლიათ აქ იცხოვრონო, შემდეგ ისინი კარებში ჩადგნენ და ჩაკეტეს, გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ, ყვიროდნენ და ილანძღებოდნენ, ამბობდნენ პოლიციას გამოვიძახებთო. მას ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, აღნიშნულ კონფლიქტს მისი არასრულწლოვანი შვილი ს-------------ი ესწრებოდა. ლ---------–---მა და მ-----------------მა დაზიანებები თავად მიიყენეს.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ლ---------–---ის და მ------------------ს ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მოწმე ს--------------ს, ზ---------------ნის, რ-----------ის, ა--------------ის და სხვა მოწმეების ჩვენებებთან და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, როგორც დაზარალებულების ლ---------–---ის და მ-----------------ის ისე ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობის და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. ვინაიდან მათ მიერ ბრალდების ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. პალატა მიიჩნევს, რომ როგორც დაზარალებულები, ასევე ბრალდების მხარის სხვა მოწმეები არიან მიუკერძოებლები და ჩვენების მიცემის დროს, იყვნენ გულწრფელები. ამდენად, დაცვის მხარის აპელირება, რომ სასამართლომ არ შეაფასა მოწმეთა ჩვნებებს შორის არსებული წინააღმდეგობა და მათი სანდოობის საკითხი არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ხ-----------------ის ბრალეულობას. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, - სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ხ-----------------მა ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ხ-----------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ხ-----------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და მისი საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სახელმწიფო ბრალმდებლი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ხ-----------------მა არ აღიარა ჩადენილი დანაშაულების ჩადენა და ითხოვა გამართლება, ასევე, მსჯავრდებული დაზარალებულთან არ არის შერიგებული. აღნიშნული არგუმენტები ვერ გახდება მსჯავრდებულ ხ-----------------ისათვის სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და ხ-----------------ს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელის სახე. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ ხ-----------------ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ხ-----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ხ-----------------ნი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ხ-----------------ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;

 

ხ-----------------ს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათის ვადით;

 

საქ.სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ხ-----------------ს საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათის ოდენობით;

 

ხ-----------------ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით (4 დღე) და საბოლოოდ ხ-----------------ს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 325 საათის ვადით;

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი, ყოველდღიური ხანგრძლივობის და პროცედურების განსაზღვრა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ხ-----------------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ, 2018 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, გირაოს თანხა ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს;

 

არასრულწლოვან დაზარალებულ ს----- ე------სა და მის კანონიერ წარმომადგენელს ს-------------ს განემარტოთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი