განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-259-2019 წელი
№820100118002572434
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ა---- მ--------ს,ადვოკატების – მ--–---- ზ----ის, პ----- ბ-----ის,თარჯიმნების – თ----- შ-----–--ს, ლ---- ბ--------ს,მსჯავრდებულების – ა----- ბ----------ს, მ--------- კ------ ა--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ა----- ბ----------სა და მ--------- კ------ ა--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ა----- ბ----------, დაბადებული 1----–-–-----------ს, თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგის-ტრირებული თ--------ის რესპუბლიკაში, ქ. ჰ-----–----------–------–------------–-------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–---------–----------------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განა-ჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და დანაშაულთა ერ-თობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) თვის ვადით.
მ--------- კ------ ა--------ი, დაბადებული 1----–-–------------ს, თ--------ის რესპუბლი-კის მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყო-ფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–------–---–---–--------------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობ-ლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) თვის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ა----- ბ----------სა და მ--------- კ------ ა--------ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედოთ ჯგუფურად გამოძალვისათვის, ესე იგი სხვისი ნივთის გა-დაცემის მოთხოვნისათვის, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამო-ყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები (ორი ეპი-ზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 მარტს, ქ. ბ------–---------------------------–--–--------ში მდებარე კლუბ „ა-----–--ში“ იმყოფებოდნენ თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქეები ი------ კ----–--–ი და ჯ--------- ქ--------, რა დროსაც თანმხლებმა პირებმა მ------- ჭ----–---–მა და ხ------- დ-------ემ განახორციელეს შეკვეთა და დატოვეს კლუბის ტერიტორია. ანგარიშის გადა-ხდისას, ხელოვნურად გაზრდილი თანხის გამო, ი------ კ----–--–მა და ჯ--------- ქარა-ქაიამ უარი განაცხადეს თანხის გადახდაზე, რის შემდეგაც კლუბ „ა-----–--ის“ ადმინის-ტრაციის წევრებმა ა----- ბ----------მ და მ--------- კ------ ა--------მა ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ი------ კ----–--–სა და ჯ--------- ქ--------ს მოსთხოვეს 4 800 თურქული ლირის გადახდა.
2018 წლის 12 მარტს, ქ. ბ------–---------------------------–--–--------ში მდებარე კლუბ „ა-----–--ში“ იმყოფებოდნენ თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქეები ა-–- გ-----, ჰ--–--– თ---- და ჰ---- გ----------ი, რა დროსაც თანმხლებმა პირებმა ნ---- ხ------–----მა და ი---- გ-------–---–მა განახორციელეს შეკვეთა და დატოვეს კლუბის ტერიტორია. ანგარიშის გადახდისას, მიმტანმა მათ მიუტანა გადახდის ქვითარი, სადაც მითითებული იყო ხე-ლოვნურად გაზრდილი თანხა 6800 (ექვსი ათას რვაასი) ლირა. ა-–- გ-----მ, ჰ--–--– თ----მა და ჰ---- გ----------მა უარი განაცხადეს თანხის გადახდაზე, რის შემდეგაც კლუბ „ა-----–--ის“ ადმინისტრაციის წევრებმა ა----- ბ----------მ და მ--------- კ------ ა--------მა ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა-–- გ-----ს, ჰ--–--– თ---სა და ჰ---- გ----------ს მოსთხოვეს 6800 (ექვსი ათას რვაასი) თურქული ლირის გადახდა და საბო-ლოოდ გამოსძალეს 1000 (ათასი) ლარი, 890 (რვაას ოთხმოცდაათი) თურქული ლირა და 90 (ოთხმოცდაათი) ევრო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენით ა----- ბ-----------სა და მ--------- კ------ ა--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდე-ბები გადაკვალიფიცირდა ა----- ბ----------ს მიმართ – საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2 ეპიზოდი), მ--------- კ------ ა--------ის მიმართ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2 ეპიზოდი) და სასჯელები განესაზღვრათ აღნიშ-ნული მუხლით გათვალისწიებული სანქციის ფარგლებში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრეს: პროკურორმა ა---- მ--------მ და მსჯავრდებულ ა----- ბ----------ს ინ-ტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--–---- ზ----ემ.
აპელანტი, პროკურორი ა---- მ-------- თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა----- ბ-----------სა და მ--------- კ------ ა--------ის ქმედებების დაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზო-დი) და მათთვის მკაცრი საპატიმრო სასჯელის დანიშვნას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებუ-ლებებით, რომელთა უმრავლესობა დაცვის მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი უტყუა-რად დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა ა----- ბ----------მ და მ--------- კ------ ა---------მა ნამდვილად ჩაიდინეს გამოძალვა ჯგუფურად.
მსჯავრდებულთა მხრიდან დაზარალებულებთან განხორციელებული მოთხოვნა არ გა-მომდინარეობდა მათი უფლებიდან, მიეღოთ მომსახურების ღირებულება. იქედან გა-მომდინარე, რომ შეკვეთა განხორციელდა მათი თანმხლები ქალბატონების მხრიდან, რომლებმაც მიიპატიჟეს დაზარალებულები და მაგიდებთან მსხდომი ქალბატონების ყვე-ლა მოქმედება შეთანხმებული იყო კლუბის ადმინისტრაციასთან, რის შემდეგაც უკვე მსჯავრდებულების ა----- ბ----------სა და მ--------- კ------ ა--------ის მხრიდან განხორ-ციელდა დაზარალებულების ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რა დროსაც 3 (სამი) საათის განმავლობაში სიცოცხლის მოსპობის მუქარის ქვეშ მყოფები დათანხმდნენ თანხის გა-დახდას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით იძულება არის ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკუ-რი ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრუ-ლება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ან და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში იძულებას მაშინ ექნებოდა ადგილი, თუ დაზარალებულები მათი ინიციატივით, მათივე შერჩეულ დისკო-კლუბში მიიყვანდნენ ქალბატონებს, გაეცნო-ბოდნენ მენიუს და თავად განახორციელებდნენ შეკვეთას, რაც კონკრეტულ სისხლის სა-მართლის საქმეში არ გვაქვს.
სასამართლომ განაჩენის გამოტანისას, არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების ა----- ბ-----------ს და მ--------- კ------ ა--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, მათი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი. დანიშნული სასჯელის დანიშვნით ვერ იქნება მიღწეუ-ლი სასჯელის მიზნები.
აპელანტი, მსჯავრდებულ ა----- ბ----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი მ--–---- ზ----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა----- ბ----------ს მიმართ გამამართლებე-ლი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ა----- ბ----------ს ბრალი წარედგინა მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებების საფუძველზე. აღნიშნული პირები არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები და მათი ჩვენებები სუბიექტური და მიკერძოებულია. გარდა ამისა დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა ნოტარიული წესით დამოწმებული დაზარალებულთა ხელწერილები, სადაც ისინი განმარტავენ, რომ მათ მიმართ ა----- ბ----------სა და მ--------- კ------ ა---------ს რაიმე სახის დანაშაული არ ჩაუდენიათ და არ ედავებიან. რაც შეეხება კლუბ „ა-----–--ს“, აღნიშნული კლუბი არის ღამის კლუბი, სადაც ჩვეულებრივ კლუბთან შედარე-ბით მომსახურება გაცილებით ძვირი ღირს, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაშვე-ბულია. ამდენად შეკვეთილი მომსახურების სანაცვლოდ ზემოანიშნულ თანხებზე ჩეკის წარდგენა და გადახდის მოთხოვნა თავისთავად დანაშაულს არ წარმოადგენს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ა---- მ--------ს, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულების ა----- ბ----------სა და მ--------- კ------ ა--------ის ქმედებების დაკვა-ლიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და მათთვის მკაცრი საპატიმრო სასჯელის დანიშვნას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში.
– აპელანტს, მსჯავრდებულ ა----- ბ----------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----- ბ-----ეს, რომლებით ითხოვენ ა----- ბ----------ს მიმართ გამამართლებელი განა-ჩენის გამოტანას.
– მსჯავრდებულ მ--------- კ------ ა--------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----- ბ-----ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებუ-ლად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულის ა-–- გ-----ს მიერ გამოძიების ეტაპზე 2018 წლის 19 მარტს სასამართ-ლოში მიცემული ჩვენების (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკუ-რორის შუამდგომლობის საფუძველზე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად) მი-ხედვით 2018 წლის 12 მარტს ჰ---- გ----------თან, ჰ--–--– თ---თან და ახლად გაცნო-ბილ ორ ქალბატონთან ერთად მათივე მიწვევით მივიდნენ ყავის დასალევად დისკო კლუბში, სადაც ქალბატონებმა შეუკვეთეს და მიმტანმა მოიტანა 7 ჭიქა კოქტეილი, პატა-რა ბოთლით ვისკი, პატარა თხილი, ხილი, შოკოლადი და რედბული. თვითონ არაფერი შეუკვეთავთ და ყავის გარდა არაფერი დაულევიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალბატო-ნები გავიდნენ გარეთ და აღარ დაბრუნებულან, რის გამოც მოითხოვეს ანგარიში და მი-უტანეს ქართულად შედგენილი ჩეკი, რომლის მიხედვითაც გადასახდელი იყო 6800 თურქული ლირა, რაზეც პროტესტი განაცხადეს, რის გამოც მათთან მივიდა მელოტი პი-რი, რომელმაც მოითხოვა მათგან ანგარიშის გადახდა და განუმარტა, თუ ანგარიშს არ გადაიხდიდნენ აქედან ცოცხლები ვერ გავიდოდნენ. როგორც შემდეგ გაიგეს ამ პირს ერქვა ა------. აღნიშნულის შემდეგ მათთან მივიდა დისკოს მეპატრონე რომელმაც დაიწ-ყო მაგიდაზე ხელების დარტყმა, ემუქრებოდა 40 დღეს ცოცხლებს, ან მკვდრებს ვერავინ ვერ გნახავთ თუ ამ თანხას არ გადაიხდით და გარეთაც ვერ გახვალთო. არ აძლევდა ად-გომის და სადმე გასვლის უფლებას უნდოდა დარტყმაც, ორივე ემუქრებოდნენ, რომ დახოცავდნენ და დამარხავდნენ სამივეს. შემდეგ ამოიღეს ჯიბიდან თანხები რაც გააჩნ-დათ 890 თურქული ლირა და 90 ევრო, ასევე 400 ლირა რაზეც უთხრეს, რომ არ იყო საკ-მარისი და გააგრძელეს მუქარა და მოთხოვნა გადაეხადათ თანხები. დისკოს მეპატრონის მოთხოვნით გაჰყვა მათ ბანკომატიდან თანხების ასაღებად, თან გაჰყვა მელოტი პირი ა------ და კიდევ სხვა უცხო პირი. ბანკომატიდან გამოიტანეს 1000 ლარი და 1680 თურ-ქული ფული, რის შემდეგაც ისევ დაბრუნდნენ დისკო კლუბში, სადაც დათვალეს თანხა და არ ყოფნისო და ითხოვდნენ მისი თანმხლებ პირებსაც თუ ჰქონდათ საკრედიტო ბა-რათები მათაც მოეხსნათ თანხები და არ დაემალათ, თორემ ცოცხლები ვერ გავიდოდნენ, რის შემდეგაც დარწმუნდნენ რომ მეტი აღარაფერი გააჩნდათ უთხრეს, რომ შეეძლოთ წასულიყვნენ. მისი აზრით ის რაც მათ მაგიდასთან მიიტანეს იქნებოდა 200 ლირამდე ღირებულების. საერთო ჯამში მათ მიერ გადახდილი გამოვიდა 3 800 ლირა. მისივე ჩვე-ნებით კლუბში მათ მოპირდაპირე მაგიდასთანაც იყო ანალოგიური ჩხუბი, სადაც ორი პირი იჯდა და ის პირები ვინც მათ თანხას სთხოვდნენ და ემუქრებოდნენ მათგან მერე იმ მაგიდასთან მიდიოდნენ და იქაც იგივეს აკეთებდნენ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ანალოგიური ჩვენება მისცა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დაზარალებულმა ჰ---–--– თ----მ (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორის შუამ-დგომლობის საფუძველზე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად), რომლის მიხედვი-თაც მათ დისკო კლუბში ანგარიში მიუტანა მელოტმა თურქმა მამაკაცმა, რომელმაც უთ-ხრა, რომ იყო ა----- ბ----------, ბევრი ლაპარაკი არ დაეწყოთ და დროულად გადაეხადათ თანხა, თორემ ცოცხალს არცერთს არ გაუშვებდა და დახოცავდა. მათთან ასევე მივიდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა ულვაშები და წვერი მხოლოდ ნიკაპზე ე.წ. ბლანჟე, რომელმაც აღნიშნა, რომ თვითონაც თურქი იყო და იყო კლუბის მეპატრონე, რომელიც ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ანალოგიური ჩვენება მისცა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დაზარალებულმა ჰ---- გ----------მა (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორის შუამ-დგომლობის საფუძველზე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად).
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულის ი------ კ----–--–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების (გა-მოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობის საფუძ-ველზე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად) თანახმად მის მეგობარ ჯ----– ქ---------სთან და ორ ახლად გაცნობილ მანდილოსანთან ერთად მათივე მიწვევით მივიდნენ ყავის დასალევად დისკო კლუბში, სადაც მიუტანეს თხილი და ორი ჩაი, რის შემდეგაც მანდილოსნები გავიდნენ გარეთ და აღარ დაბრუნებულან, რის გამოც მოითხოვეს ანგა-რიში, მათთან მივიდა ბლანჟეიანი პირი, რომელმაც უთხრა, რომ გადასახდელი იყო 4800 ლირა, რაც გააპროტესტეს, რადგან მათ არ მოუთხოვიათ რაიმე ამ თანხის ღირებულების, რაზეც დაუწყეს მაგიდაზე ხელების დარტყმა მუქარა, რომ აქედან ცოცხლები ვერ გავი-დოდნენ და ეს თანხა როგორც უნდოდათ ისე გადაეხადათ, მის მეგობარსაც მიაყენეს შეურაცხყოფა. მათგან ერთი იყო მელოტი და მეორე ბლანჟეიანი, რომლებმაც მის მეგო-ბარს დაუწყეს მუშტებით ცემა და ბლანჟეიანმა თავშიც წაარტყა. ფეხსაცმელიც გახადეს და ყველაფერი გაუჩხრიკეს. მათ უთხრეს, რომ 340 ლირა ჰქონდათ მხოლოდ და შესთავა-ზეს ამ თანხის გადახდა. მათი მხრიდან მუქარის გამო სცადეს წასვლა და კართან მივიდ-ნენ, მაგრამ არ გაუშვეს. მათი აზრით ის, რაც მათ მაგიდაზე მიუტანეს 50 ლირაზე მეტი არ იქნებოდა. საბოლოოდ გადაახდევინეს 300 ლირა და უთხრეს სასწრაფოდ წასულიყვნენ იქიდან. მისივე ჩვენებით კლუბში შენიშნა სხვა მაგიდასთან მყოფ პირებს რაღაცას ხელე-ბით ელაპარაკებოდნენ და აღმოჩნდა, რომ იმათაც ემუქრებოდნენ ანგარიშის გამო ის ბლანჟეიანი და მელოტი პირი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ანალოგიური ჩვენება მისცა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დაზარალებულმა ჯ--------- ქ--------მ (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორის შუამ-დგომლობის საფუძველზე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად), რომლის მიხედვი-თაც 2018 წლის 12 მარტს მეგობართან ი------ კ----–--–თან და ორ ახალგაზრდა ქალბა-ტონთან ერთად მათივე მიპატიჟებით მივიდნენ დისკო კლუბში, სახელად „ა-----–--ში“.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი-----–- ქ-------ის (მიჩნეულია პრეიუდიციად) 2018 წლის 22 მაისის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს დისკო კლუბ „ა-----–--ში“ ბარმენ-მოლარის თანამდებობაზე, რომელიც მდებარეობს ქ. ბ------–----------------ის გზატკეცილზე. კლუბის მენეჯერები იყ-ვნენ ა----- ბ---------- და ა-------- მ--------- კ------ი. 2018 წლის 12 მარტს საღამოს დაახ-ლოებით 18:00 საათის შემდეგ კლუბში შევიდა თურქი ეროვნების სამი მამაკაცი, რომ-ლებსაც თან ახლდათ ორი ქართველი მანდილოსანი, რომლებმაც მისცეს შეკვეთა, დაახ-ლოებით 40 წუთის გასვლის შემდგომ ქალბატონები წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან, ხოლო ის სამი თურქი მამაკაცი ისხდა მაგიდასთან. ცოტა ხნის შემდეგ მოითხოვეს ანგა-რიში, რაც დაუანგარიშეს და მიმტანმა ლ------ გ-----–--მ მიუტანა 6 800 თურქული ლი-რის საფასური, რასაც მოჰყვა მათი გაღიზიანება. ისინი გაკვირვებული დარჩნენ აღნიშ-ნული თანხით და მოითხოვეს დისკო კლუბის მეპატრონის მისვლა მათთან სუფრაზე. მათთან მივიდა თურქი ეროვნების მამაკაცი სახელად ა----- ბ---------- და ა-------- მ---------- კ------ი, რომლებმაც აღნიშნულ პირებს უთხრეს, რომ აღნიშნული თანხა იყო აუცი-ლებლად გადასახდელი და უნდა გადაეხადათ, რის შემდგომაც შეეკამათნენ. მათი ჟეს-ტებიდან აშკარად მისახვედრი იყო, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ ქვითარში მითითე-ბულ 6 800 ლირას ღირებულებას, რაც გადაიზარდა მათ ხმამაღალ სიტყვიერ კამათში. ა----- ბ---------- და მ--------- კ------ ა--------ი კატეგორიულად სთხოვდნენ მათ თანხის გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად და დაემუქრ-ნენ სიცოცხლის მოსპობით, ასევე მათ არ აძლევდნენ შენობიდან გარეთ გასვლის საშუა-ლებას, კატეგორიულად სთხოვდნენ სრულყოფილად თანხის გადახდას, რის შემდეგაც თურქ სტუმრებს ეტყობოდათ, რომ შეეშინდათ და სამივე ჯიბიდან იღებდა ფულს, რამაც არ შეადგინა ქვითარში მითითებული თანხა, რის გამოც აგრძელებდნენ მათ დაშინებას და ლანძღვა-გინებას. აქედან გამომდინარე ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა ა----- ბ----------ს სთხოვა გავიდოდა გარეთ და თავის ავტომანქანაში და საფულეში ნახავდა თანხას და დაუმატებდა, რაც მან ვერ ნახა, რა დროსაც ა----- ბ----------მ ახალგაზრდა მამაკაცი პლასტიკური ბარათის მეშვეობით თანხის მოსახსნელად წაიყვანა შენობიდან გარეთ, ხოლო ის ორი თურქი ჩააბარა მ--------- კ------ ა--------ს. დაახლოებით 15-20 წუთში ა----- ბ---------- და ახალგაზრდა თურქი დაბრუნდნენ დისკო „ა-----–--ში“, რა დროსაც აღნიშნულმა ახალგაზრდა თურქმა მამაკაცმა გადაიხადა 90 ევრო, 890 თურქუ-ლი ლირა და 1000 ლარი, რა დროსაც ა----- ბ----------მ და ა-------- მ--------- კ------მა უთხრა, რომ მათი სუფრის თანხა გადახდილია და თურქები თავისუფლები იყვნენ, რის შემდეგაც თურქებმა დატოვეს დისკოს შენობა. ამ პირების წასვლამდე კლუბში შევიდა ორი მანდილოსანი, თანმხლებ ორ თურქ მამაკაცთან ერთად და დასხდნენ მეშვიდე მაგი-დასთან. მათთან მივიდა მიმტანი ლ------ გ-----–-- და ერთერთი ქალბატონისაგან მიიღო შეკვეთა. ანგარიშის მიტანის შემდგომ მათ გამოთქვეს უკმაყოფილება, რადგან მათი ანგა-რიში იყო 3000 ლირის ოდენობით, უკმაყოფილებაზე მათთან მივიდა ჯერ ა-----ი, ხოლო შემდგომ მ--------- კ------ ა--------ი და მათ დაუწყეს მუქარა და დაშინება და ა-------- მ--------- კ------ი ხელითაც კი შეეხო რამოდენიმეჯერ მაგიდასთან მსხდომ ერთერთ პირს კამათის დროს და ეუბნებოდა როგორც ა-----ი ასევე, მ--------- კ------ ა--------ი თუ თანხას არ გადაიხდიდნენ მოკლავდნენ მათ, იქვე დამარხავდნენ და მათი მპოვნელიც არავინ იყო. გარეთ არ უშვებდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც მეცხრე მაგიდიდან წავიდნენ თურქეთის მოქალაქეები, რამოდენიმე ხანში ლ------ს დაურეკა კლუბის მენეჯერმა რ---- მ-----–--ემ და უთხრა, რომ მეცხრე მაგიდასთან მსხდომი სამი თურქი მისული არიან პო-ლიციაში და მეშვიდე მაგიდასთან გაჩერებული ხალხი სასწრაფოდ მოაშორეთ იქედან და მოაწესრიგეთ იქაურობაო. აღნიშნულის შემდეგ ა----- ბ----------მ სასწრაფოდ დაუძახა მეშვიდე მაგიდასთან მსხდომ პირებს და უთხრა, რაც გაქვთ ფული მოიტანეთო და მათაც 300 ლარი მისცეს მას, რის შემდეგაც მან თქვა 180 ლარიანი ჩეკი ამოარტყითო და აღნიშ-ნულის შემდეგ რაც მათ გადაიხადეს 300 ლარის ოდენობის ფულადი თანხა იქვე კლუბში მყოფმა ტაქსისტმა პ----- დ------ემ წაიყვანა კლუბიდან ზემოაღნიშნული პიროვნებები. მისივე ჩვენებით ქვითარი, რომელშიც ასახული იყო 6 800 ლირა, არ შეესაბამებოდა რეა-ლობას, ვინაიდან კლუბის მენეჯერების მითითებით და დავალებით ხდებოდა თანხების გაზრდა და გადიდება.
ანალოგიური ჩვენება (მიჩნეულია პრეიუდიციად) მისცა გამოძიებას 2018 წლის 22 მაისს მოწმე ლ------ გ-----–--მ.
ანალოგიური გარემოებები იქნა დადგენილი მოწმე პ----- დ------ის ჩვენებით (მიჩნეუ-ლია პრეიუდიციად), რომლის მიხედვითაც ა----- ბ---------- არის შემელოტებული, ხო-ლო მ--------- ა--------ს სახეზე აქვს ბლანჟე.
დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 13 მარტს დისკო კლუბში ჩატარებული ამოღების დროს ამოღებული კამერე-ბის ჩანაწერებით, ასევე 2018 წლის 27 მარტის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ამოღე-ბული ქ. ბ------–-----------–--–-------------------ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურის გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერებით, ა-–- გ-----ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2018 წლის 27 მარტის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით და მოწმის სახით ი---- გ-------–---–ის, ხ------- დ-------ის, მ------- ჭ----–---–ის, ქ------- ა------–---–ის და ნ---- ხ------–----ის გამო-კითხვის ოქმებით.
მოწმე ბ---–--- მ---–--ის ჩვენებით (მიჩნეულია პრეიუდიციად) დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მარტს, იგი როგორც ტაქსის მძღოლი მოემსახურა ორ ქართველ მანდილოსანს და ორ თურქი ეროვნების მამაკაცს და ისინი გონიოდან მიიყვანა ბათუმში ა-----------------------–--–--------ში არსებულ კლუბ „ა-----–--ში“.
საქმეში არსებული, ამოცნობის ოქმით (მიჩნეულია პრეიუდიციად) დადგენილია, რომ ამომცნობმა ი------ კ----–--–იმ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მ--------- კ------ ა--------ი და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ „ა-----–--ში“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხ-დიდა ანგარიშს.
საქმეში არსებული, ამოცნობის ოქმით (მიჩნეულია პრეიუდიციად) დადგენილია, რომ ამომცნობმა ჰ---- გ----------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მ--------- კ------ ა--------ი და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ „აა-----–--ში“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხ-დიდა ანგარიშს.
საქმეში არსებული, ამოცნობის ოქმით (მიჩნეულია პრეიუდიციად) დადგენილია, რომ ამომცნობმა ჯ--------- კ--------მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მ---------- კ------ ა--------ი და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ „ა-----–--ში“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
საქმეში არსებული, ამოცნობის ოქმით (მიჩნეულია პრეიუდიციად) დადგენილია, რომ ამომცნობმა ჰ--–--– თ---მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მ--------- კ------ ა--------ი და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ „ა-----–--ში“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხ-დიდა ანგარიშს.
საქმეში არსებული, ამოცნობის ოქმით (მიჩნეულია პრეიუდიციად) დადგენილია, რომ ამომცნობმა ა-–- გ-----მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მ--------- კ------ ა--------ი და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ „ა-----–--ში“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგა-რიშს.
საქმეში არსებული, ამოცნობის ოქმით (მიჩნეულია პრეიუდიციად) დადგენილია, რომ ამომცნობმა ჯ--------- კ--------მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ა----- ბ---------- და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ „ა-----–--ში“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
ამოცნობის ოქმით (მიჩნეულია პრეიუდიციად) დადგენილია, რომ ამომცნობმა ჰ--–--– თ---მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ა----- ბ---------- და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ „ა-----–--ში“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
საქმეში არსებული, ამოცნობის ოქმით (მიჩნეულია პრეიუდიციად) დადგენილია, რომ ამომცნობმა ჰ---- გ----------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ა----- ბ---------- და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ „ა-----–--ში“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
საქმეში არსებული, ამოცნობის ოქმით (მიჩნეულია პრეიუდიციად) დადგენილია, რომ ამომცნობმა ი------ კ----–--–იმ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ა----- ბ---------- და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ „ა-----–--ში“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს.
საქმეში არსებული, ამოცნობის ოქმით (მიჩნეულია პრეიუდიციად) დადგენილია, რომ ამომცნობმა ა-–- გ-----მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ა----- ბ----------- და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 მარტს დისკო კლუბ „ა-----–--ში“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაიხდიდა ანგარიშს. ასევე აღნიშნულმა პირმა წაიყვანა იგი და აიძულა ბანკომატიდან მოეხსნა 1000 ლარი.
მსჯავრდებულმა ა----- ბ----------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია.
მსჯავრდებულმა მ--------- კ------ ა--------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარ-დგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია.
გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრების მოტივი-რებენი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულთა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მულის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.
სახელმწიფო ბრალმდებელი აპელირებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულთა მხრიდან დაზარალებულებისადმი განხორციელებული მოთხოვნა არ გამომდინარეობდა მათი უფლებიდან, მიეღოთ მომსახურების ღირებულება, რადგან შეკვეთა განხორ-ციელდა არა დაზარალებულების, არამედ მათი თანმხლები ქალბატონების მიერ. იძუ-ლებას მაშინ ექნებოდა ადგილი, თუ დაზარალებულები მათი ინიციატივით, მათივე შერჩეულ დისკო-კლუბში მიიყვანდნენ ქალბატონებს, გააცნობდნენ მენიუს და თავად განახორციელებდნენ შეკვეთას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპრობს იმ გარემოებას, რომ არცერთი დაზარალე-ბული თავის ჩვენებაში არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მათ დისკო კლუბში გადასახდელი ჰქონდათ გარკვეული თანხა, მაგრამ აღნიშნავენ, რომ მათი პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მათთვის მოთხოვილი თანხა არ იყო მიღებული მომსა-ხურების შესაბამისი. ამდენად დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ შეკვეთის ღირებულება უნდა გადაეხადათ დაზარალებულებს, მიუხედავად იმისა რომ შეკვეთა განახორციელეს ქალბატონებმა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარ-გებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამო-ყენების ... მუქარა. ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამასთან მოთხოვნა ხორ-ციელდება ძალადობის გამოყენების მუქარით. აუცილებელია ეს მუქარა მიმართული იყოს მომავლისკენ და არ იყოს იმწუთიერი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული იძულება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულება, ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულება, ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა.
კონკრეტულ შემთხვევაში, დაზარალებულებს უნდა გადაეხადათ კლუბში მიღებული მომსახურების თანხა და მსჯავრდებულთა მხრიდან დაზარალებულებისადმი განხორ-ციელებული მოთხოვნაც გამომდინარეობდა მათი უფლებიდან - მიეღოთ გაწეული მომ-სახურების ღირებულება, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაზარალებულებმა მოთხოვნილი თან-ხები მიიჩნიეს არარეალურად და პროტესტი გამოთქვეს ამ ოდენობის თანხის გადახდაზე, მსჯავრდებულებმა განახორციელეს მათ მიმართ იძულება, რათა მიეღოთ მათ მიერ მოთ-ხოვნილი თანხები. იძულება კი გამოიხატა დაზარალებულებისადმი მუქარაში, რომ არ აცოცხლებდნენ, სანამ თანხას არ გადაიხდიდნენ გარეთ არ გაუშვებდნენ, ისე დახოცავ-დნენ, რომ ვერავინ გაიგებდა და ა.შ.
ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულთა ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე.
ზემოთმოყვანილ მოტივირებათა გამო სააპელაციო პალატა არ იზიარებს არც მსჯავ-რდებულ ა----- ბ----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ა----- ბ----------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე.
ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენი ა----- ბ----------სა და მ--------- კ------ ა--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სა-აპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ა----- ბ----------სა და მ--------- კ------ ა--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა----- ბ----------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ი------ კ----–--–ის და ჯ--------- ქ--------ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით.
ა----- ბ----------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ა-–- გ-----ს და სხვათა მიმართ ეპიზოდი) გადაკვა-ლიფიცირდეს ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა----- ბ----------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორ-მეტი) თვის ვადით.
ა----- ბ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
ა----- ბ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავე-ბის დღიდან – 2018 წლის 11 ივლისიდან.
მ--------- კ------ ა--------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ი------ კ----–--–ის და ჯ--------- ქ--------ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით.
მ--------- კ------ ა--------ი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ა-–- გ-----ს და სხვათა მიმართ ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ--------- კ------ ა--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღ-კვეთა 12 (თორმეტი) თვის ვადით.
მ--------- კ------ ა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს 2019 წლის 05 მარ-ტიდან – პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
ნივთმტკიცება – საკასო აპარატი, რვეული, ანგარიშსწორებისა და გადახდის ქვითრები, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, მენიუ, სავიზიტო ბარათი, დივიერი და სიგარეტის კო-ლოფი, დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება – სამი ცალი დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელა-ციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili