განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002434104
საქმე №1ბ/107-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის და ოთარ ჯუგაშვილის მდივნობით,პროკურორების - ა-------------–ის, თ-------------ას,ადვოკატ - ზ------------ის,მსჯავრდებულ - თ--------------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ--------------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თ------------------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–--------------–--------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
თ--------------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
თ--------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 მარტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
თ--------------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი----------------მ და თ--------------------–---–მა ერთად განიზრახეს სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითური გზით დაუფლება. ე------–-–--ლს სურდა იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 17 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაეგირავებინა საცხოვრებელი ბინა სარგებლობის უფლებით. ი----------------მ და თ--------------------–---–მა მას აჩვენეს ქ-------–--–----------------------------------------–-------------------, რომელიც უნდა დატვირთულიყო იპოთეკით და სადაც ხელშეკრულების საფუძველზე ორი წლის მანძილზე უნდა ეცხოვრა ე------–-–--ლს. რეალურად, 2015 წლის 5 ოქტომბერს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებით, ე------–-–--ლის სასარგებლოდ დატვირთეს ქ-------–--–----------------------------------------ში მდებარე ბ------, რომელიც არის საცხოვრებლად უვარგისი და გააჩნია ბინა №--ზე ნაკლები საბაზრო ღირებულება. აღნიშნული ქმედებით ი---------------- და თ--------------------–---–ი ერთად, თაღლითურად დაეუფლნენ ე------–-–--ლის კუთვნილ 17 000 აშშ დოლარის ექვივალენტ 40 721 ლარს და 80 თეთრს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ--------------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ადვოკატის განმარტებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თავიდანვე წარიმართა მიკერძოებულად, არასწორი მიმართულებით და არავინ დაინტერესებულა ე.წ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ნოტარიულად დადებული აქტის და მათ შორის შეთანხმების არსებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც დაზარალებულს საცხოვრებლად გადაეცა ბინა, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა თ--------------------–---–ის საკუთრებაში არსებული მეორე ქონება. დამცველი აღნიშნავს, რომ აღნიშნული განხორციელდა სესხის უზრუნველყოფის მიზნით და არავითარ მოტყუებას ადგილი არ ქონია. გამოძიების დროს და სასამართლოშიც ყურადღება არ მიექცა და არ იქნა დადგენილი ის გარემოება, თუ რა ღირებულებაში შეიძლება გაყიდულიყო სესხით უზრუნველყოფილი უძრავი ქონება და რა თანხის დაბრუნება მოხდებოდა ქონების გასხვისების დროს დაზარალებულისთვის. აპელანტი მიიჩნევს, რომ იპოთეკის თანხის სრულად ჩათვლა ზიანის დიდ ოდენობაში, არასწორია, ვინაიდან ჯერ ერთი, ბინა გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე იპოთეკის თანხაა და მეორეც, მხარემ იცოდა, რომელი ბინაც იყო დატვირტული იპოტეკით და თავისი თანხმობა დაადასტურა სანოტარო აქტზე ხელისმოწერით. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმეში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება ე.წ. დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის შესახებ და მხოლოდ დაზარალებულის ვარაუდი, თითქოს ცოლქმარი ერთად მოქმედებდნენ, არის ტყუილი. აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები არის საეჭვო და არარელევანტური, რომელიც ვერ უძლებს კრიტიკას და აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს, ვინაიდან სახეზეა სამოქალაქო კოდექსით რეგულირებადი გარემოებები, რაც შეთანხმებული იყო ერთმანეთში მხარეების მიერ.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა თ--------------------–---–მა და ადვოკატმა ზ------------ემ ითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
(მსჯავრდებულმა ი----------------მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იშუამდგომლეს პალატის წინაშე სააპელაციო საჩივრის გათხოვის თაობაზე, რაც დაკამაყოფილდა).
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში თ--------------------–---–ის ბრალეულობა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე------–-–--ლმა განაცხადა, რომ 2015 წლის შემოდგომაზე სურდა ბინის დაგირავება. მისმა დამ - მ-------–-–---–-ა ნახა განცხადება, რომ მის მეზობლად, ქ------–--–----------------- ქუჩაზე გირავდებოდა ბინა. დაუკავშირდნენ მესაკუთრის მეუღლეს - ი----------------ს, რომელმაც მათ აჩვენა ქ. თბილისში, კ------------------------ში მდებარე ბინა №-. ბინა იყო გარემონტებული, სტუდიოს ტიპის, ერთი ოთახითა და ერთი საძინებლით. შეთანხმების შემდეგ, ი----------------ს ბეს სახით დაუტოვა 200 აშშ დოლარი, რა დროსაც სახლში იმყოფებოდა თ--------------------–---–იც. 2015 წლის ოქტომბრის თვეში, მას (ე------–-–--ლს) და თ--------------------–---–ს შორის ნოტარიუს ნ--------------------–ის მეშვეობით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი----------------ს და თ--------------------–---–ს გადასცა 17 000 აშშ დოლარი ორი წლის ვადით და სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა თ--------------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამასთან, ამ დროის განმავლობაში ცხოვრობდა ხსენებულ ბინაში. ე------–-–--ლმა დაადასტურა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისა და ბინით სარგებლობის უფლებებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ი----------------სთან, ასევე თ--------------------–---–თან. ორი წლის შემდეგ, როდესაც მოინდომა სესხის სახით გადაცემული 17 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, მათ თანხა არ დაუბრუნეს. ი----------------სთან კომუნიკაციაც ვერ დაამყარა, ვინაიდან არ იმყოფებოდა საქართველოში. თ--------------------–---–ისაგან კი აგრესიული საუბრის გარდა, ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო. ამის შემდეგ ნოტარიუსისგან აიღო სააღსრულებო ფურცელი და მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. სააღსრულებო წარმოების პროცესში შეიტყო, რომ რეალურად იპოთეკით იყო დატვირთული არა ის ქონება, რომელშიც იგი ცხოვრობდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, არამედ მის გვერდით - ქ. თბილისში, კ------------------------ში მდებარე, საცხოვრებლად უვარგისი ბ------, რომლის ღირებულებაც ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე მის მიერ სესხად გაცემული თანხა და მასში არ გადაიხდიდა არა თუ 17 000 აშშ დოლარს, არამედ არანაირ თანხას. გარდა ამისა, აღმასრულებლისგან შეიტყო, რომ 2016 წლის მაისში, ის უძრავი ქონებაც, რომელშიც თავად ცხოვრობდა, დატვირთული იყო იპოთეკით მოქალაქე მ----------------ის სასარგებლოდ. იმ ქონებაზე კი, რომელზეც გაფორმდა იპოთეკა მის (ე------–-–--ლის) სასარგებლოდ (ბინა N-), ასევე რეგისტრირებულია სხვა პირის უფლება, რომელიც სარგებლობს უპირატესი დაკმაყოფილების უფლებით. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ იგი კმაყოფილი იყო იმ ბინაში არსებული პირობებით, სადაც ცხოვრობდა და ცხოვრებისას პრეტენზია არაფერზე არ გამოუთქვამს, თუმცა მისთვის სულ ერთი არ იყო კონფორტული ცხოვრების სანაცვლოდ რა ფართი იქნებოდა იპოთეკით უზრუნველყოფილი. მან სესხის სახით გასცა 17000 აშშ დოლარი და ამის სანაცვლოდ იპოთეკით უნდა დატვირთულიყო სწორედ ის ბინა, სადაც ცხოვრობდა და რომელსაც გააჩნდა მაღალი ღირებულება, სხვა ბინაში იგი თანხას არ გადაიხდიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------–-–---–-ა განაცხადა, რომ 2015 წლის სექტემბრის თვეში მის დას - ე------–-–--ლს სურდა ბინის დაგირავება. თავისი საცხოვრებელი სახლის მეზობლად, ქ-------–--–----------------------------------------ში მდებარე ბინის ფანჯარაზე შენიშნა განცხადება, რომ გირავდებოდა ბინა, დარეკა მითითებულ ტელეფონის ნომერზე და შეხვედრაზე შეუთანხმდა ი----------------ს. ამის შემდეგ ე------–-–--ლთან ერთად მივიდა ადგილზე, სადაც დახვდათ ი----------------. მათ დაათვალიერეს ბინა, რომელიც იყო სტუდიოს ტიპის, ერთი საძინებელი ოთახით. ი----------------მ მათ უთხრა, რომ ბინა იყო მისი მეუღლის - თ--------------------–---–ის საკუთრება და აგირავებდნენ 17 000 აშშ დოლარად. იმავე საღამოს შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაფორმებაზე და ი----------------ს ბე-ს სახით გადასცეს 200 აშშ დოლარი. ხელშეკრულების გაფორმების პროცედურებს თავად არ დასწრებია, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულება გაფორმდა თ--------------------–---–სა და ე------–-–--ლს შორის 17 000 აშშ დოლარად და ორი წლის განმავლობაში ხსენებულ ბინაში ცხოვრების უფლება მიიღო მისმა დამ. ორი წლის გასვლის შემდეგ, ი----------------მ და თ--------------------–---–მა ე------–-–--ლს ვერ დაუბრუნეს სესხის სახით აღებული თანხა, რის გამოც ე------–-–--ლი წავიდა სააღსრულებო ბიუროში. ამ დროს გაირკვა, რომ მის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული არა ის ბინა, რომელშიც ცხოვრობდა ე------–-–--ლი და რომელიც თავდაპირველად მათ ი----------------მ აჩვენა, არამედ მის გვერდით მდებარე საცხოვრებლად უვარგისი ფართი. ამასთან, იმ ფართზეც არის გარკვეული პრობლემები და მისი გასხვისების შემთხვევაში მხოლოდ თანხის ნაწილი ერგება ე------–-–--ლს. მოწმემ დაადასტურა, რომ 17 000 აშშ დოლარი თავდაპირველად იმ ფართისთვისაც ძვირი მოეჩვენათ, სადაც ცხოვრობდა ე------–-–--ლი და მითუმეტეს იმ ფართში რაც იპოთეკით დაიტვირთა, ამ თანხას არ გადაიხდიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------------–-–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლიდან 15 500 აშშ დოლარად დაგირავებული აქვს ე----------------ს საკუთრებაში არსებული ბინა. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ამ უკანასკნელის სახელზეა რეგისტრირებული, მას რეალურად ფლობდნენ თ--------------------–---–ი და ი----------------, რომლებთანაც ქონდა ურთიერთობა და ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხაც გადასცა ი----------------ს. იმ ბინის ქვემოთ სართულზე, სადაც თვითონ ცხოვრობდა, ასევე თ--------------------–---–ისა და ი---------------ისაგან ბინა დაგირავებული ქონდა ე------–-–--ლს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------------------მ განაცხადა, რომ 2016 წლის მაისის თვეში მისმა ოჯახმა გადაწყვიტა ბინის დაგირავება. მოწმის დედამ - ნ----–-----მ გაზეთში „სიტყვა და საქმე“ ნახა განცხადება, რომ გირავდებოდა ქ. თბილისში, კ------------------------ში მდებარე ბინა. განცხადებაში მითითებული იყო უძრავი ქონების აგენტის - ელისოს ტელეფონის ნომერი, რომელმაც ისინი დააკავშირა ბინის მესაკუთრესთან - თ--------------------–---–თან და მის მეუღლესთან - ი----------------სთან. ნ----–-----მ ნახა ხსენებული ბინა და შეუთანხმდა ბრალდებულებს ბინის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე. ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმების დროს უშუალოდ შეხვდა ი----------------ს და თ--------------------–---–ს. უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო გ------------–---–ის სახელზე, თუმცა თ--------------------–---–ს ქონდა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რის საფუძველზეც მ------------------სა და თ--------------------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, ხოლო სესხის თანხა შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს. მოწმის განმარტებით, მისი ოჯახს სურდა იპოთეკით დატვირთულ ბინაში ცხოვრება, თუმცა თ----------მა და მისმა მეუღლემ უთხრეს, რომ ბინაში, რომელიც დაიტვირთა იპოთეკით, ცხოვრობდნენ მათი შვილები. შესაბამისად შესთავაზეს, რომ ყოველთვიურად გადაუხდიდნენ 500 ლარს სხვა ბინის დაქირავებისათვის. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგ თ--------------------–---–მა შეწყვიტა ქირის გადახდა, შემდეგ კი სთხოვა დამატებით 4 000 აშშ დოლარის სესხება, რასაც ძირითად თანხასთან ერთად დაუბრუნებდა სამ თვეში. მ-----------------ის განმარტებით, მან და ნ----–-----მ ხსენებული თანხა ასესხეს თ--------------------–---–ს სამი თვის ვადით, თუმცა ბრალდებულებს არ დაუბრუნებიათ სესხის სახით აღებული 14 000 აშშ დოლარი. ისინი უკავშირდებოდნენ თ--------------------–---–სა და ი----------------ს, მაგრამ უშედეგოდ, რის გამოც მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა ნ----–-----მ და ე-–--------–--–------ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე წ--–----------მა განაცხადა, რომ არის თ--------------------–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მობინადრე - ე.წ. „ატ---------ი“ და ფლობს აღნიშნული სახლით სარგებლობის უფლებას. 2010 წელს, თ--------------------–---–ი და ი---------------- მივიდნენ მის ეზოში და მობინადრეებს განუცხადეს, რომ იყვნენ მეპატრონეები და სურდათ ქონების დაბრუნება. მობინადრეებმა მიმართეს სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, მათ თ--------------------–---–ისთვის უნდა გადაეხადათ კომპენსაცია, რათა დაერეგისტრირებინათ სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და თ--------------------–---–საც მიეცა უფლება, რომ გადაეხადა კომპენსაცია მობინადრეებისთვის. თ----------მა ყველა მობინადრეს გადაუხადა კომპენსაცია, ხოლო მისტვის (წ--–----------ისთვის) არ გადაუხდია, ვინაიდან გადასახდელი იყო დიდი თანხა - 30 000 აშშ დოლარი, ხოლო თუ თავად მობინადრე გადაუხდიდა მესაკუთრეს 16 000 დოლარს, იგი ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას დაირეგისტრირებდა. მოწმემ განმარტა, რომ თ--------------------–---–ის საკუთრებაში არსებული სახლი არის დაახლოებით 250 კვადრატული მეტრი, საიდანაც თავად ფლობს 108 კვადრატული მეტრის ოდენობით ფართს. თ----------მა თითო ოთახად გამიჯნა მთელი ბინა და ცალ-ცალკე დატვირთა იპოთეკით. იგი იპოთეკარებს აჩვენებდა გარემონტებულ ფართებს, თუმცა იპოთეკით ტვირთავდა მოწმის სარგებლობაში არსებულ სათავსოს, ან საპირფარეშოს. თ--------------------–---–ის ერთ-ერთი იპოთეკარის მიერ საჩივრის შეტანის შედეგად აუქციონზე გაიყიდა მოწმის სარგებლობაში არსებული ფართის ნაწილიც.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე---------------მა განაცხადა, რომ მას მეგობრული ურთიერთობა ქონდა თ--------------------–---–თან და ი----------------სთან. 2012 წელს მუშაობდა ლომბარდში, როდესაც გაიცნო ი----------------, რომელსაც სურდა ავტომანქანის დალომბარდება, თუმცა საბუთები არ ქონდა წესრიგში, რის გამოც უარი უთხრა. მოგვიანებით ლომბარდში მივიდა თ--------------------–---–იც, მათთან გასაუბრების შემდეგ განეწყო სიმპათიით და მისცა მათ 1000 აშშ დოლარი, რაც დაუბრუნეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, სარგებლის ჩათვლით. ამის შედეგ თ--------------------–---–ს და ი----------------ს მასთან ხშირად ქონდათ საქმიანი ურთიერთობა, კერძოდ მათ სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე აძლევდა თანხებს. ისინი სარგებელსაც იხდიდნენ და ვალსაც დროულად აბრუნებდნენ. ბოლო პერიოდში თ--------------------–---–ისა და ი---------------ის მიერ მისგან (ე----------------სგან) აღებული ვალი საერთო ჯამში შეადგენდა 70 000 დოლარს. მოგვიანებით მათ წარმოეშვათ ფინანსური პრობლემები და ვეღარ აბრუნებდნენ ამ თანხას. თ--------------------–---–ი პირდებოდა, რომ გაყიდდა ქ. თბილისში, კ------------------------ში მდებარე ბინას და ვალს გადაიხდიდა, მაგრამ ვინაიდან ვერ მოხერხდა ამ ბინის გაყიდვა, თ--------------------–---–მა ვალის სანაცვლოდ შესთავაზა მის საკუთრებაში არსებული ზემოდხსენებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების გადაცემა. ისინი ელოდებოდნენ ინვესტორს, რომელიც გადაიხდიდა თანხას და ვალს დაიბრუნებდა. მოგვიანებით აღნიშნული უძრავი ქონება თ----------მა და ირინემ გადააფორმეს გ------------–---–ის სახელზე, რაც მან (ე---------------მა) გააპროტესტა. თ--------------------–---–მა და ი----------------მ უთხრეს, რომ აღნიშნული გაკეთდა პროექტის გაკეთების და ინვესტორის მოძიების მიზნით. ამის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისში, კ------------------------ში მდებარე სხვადასხვა ფართები საერთო ჯამში იპოთეკით დატვირთული იყო 140 000 აშშ დოლარად, რის გამოც სრულად გადაიფორმა თ--------------------–---–ის საკუთრებაში არსებული ფართი. თუმცა აღნიშნული ქონებიდან დღემდე ვერ ახერხებს ვალის სახით თ--------------------–---–ისათვის გადაცემული თანხის მიღებას, ვინაიდან მის დიდ ნაწილზე რეგისტრირებულია იპოთეკა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------–---–მა განაცხადა, რომ ბრალდებულები - ი---------------- და თ--------------------–---–ი იყვნენ მისი კლასელები და მათთან აქვს მეგობრული ურთიერთობა. მან, ბრალდებულ თ--------------------–---–ის თხოვნით, თავის სახელზე გადაიფორმა ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, კ------------------------ში, რომელიც თავის მხრივ გაყოფილი იყო რამდენიმე ნაწილად. თ--------------------–---–მა უთხრა, რომ სურდა ე.წ. „ატ---------ების“ გამოსახლება და ამ პრეცედურების განხორციელბისას რაიმე პრობლემა რომ არ შექმნოდა, სურდა მის სახელზე ყოფილიყო ხსენებული ქონება რეგისტრირებული. ქონების მის სახელზე დარეგისტრირების შემდეგ გ------------–---–მა გასცა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თ--------------------–---–ის სახელზე, რაც ამ უკანასკნელს აძლევდა აღნიშნული ქონების განკარგვის უფლებას. ამის შემდეგ იგი აქტიურად არ ერეოდა ქონების განკარგვის პროცედურებში, თუმცა თ--------------------–---–მა იპოთეკით რამდენჯერმე დატვირთა ზემოხსენებული ქონების სხვადასხვა ნაწილი და უწევდა ნოტარიუსთან მისვლა ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად, ვინაიდან იპოთეკარებს სურდათ უძრავი ქონების ოფიციალურ მესაკუთრესთან გაეფორმებინათ ხელშეკრულება. მოწმემ განმარტა, რომ იგი დაეხმარა მეგობრებს და რაიმე სახის სარგებელი არ მიუღია. რამდენიმე წლის შედმდეგ თ--------------------–---–მა მოწმეზე რეგისტრირებული უძრავი ქონება გადააფორმა ე----------------ს სახელზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი----------------მ განაცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლე - თ--------------------–---–ი არის ქ-------–--–----------------------------------------ში მდებარე ბინის მესაკუთრე, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ბაბუისგან. ვინაიდან აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ ე.წ. „ატ---------ები“, თ----------ს სჭირდებოდა თანხების მოძიება მათი უზრუნველყოფის და გასახლების მიზნით, რის გამოც გადაწყვიტა მის საკუთრებაში არსებული ფართები დაეტვირთა იპოთეკით. აღნიშნული საქმეში მეუღლეს გვერდით ედგა და ეხმარებოდა. ყიდულობდა გაზეთებს, ანთავსებდა განცხადებებს და იძიებდა კლიენტებს, თუმცა აღებულ თანხებთან არანაირი შეხება არ ქონდა და თანხას სრულად თ----------ი იღებდა. დაზარალებულ ე------–-–--ლს მართლაც შეუთანხმდა ქ-------–--–----------------------------------------ში, პირველ სართულზე მდებარე ბინა 4-ის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე და აჩვენა მას აღნიშნული ბინა. ვინაიდან ბინის მესაკუთრე იმ მომენტში იყო გ------------–---–ი, ხოლო ეკას სურდა თ--------------------–---–ის სახელზე ყოფილიყო ფართი, თუ არა და სხვა შემთხვევაში არ იგირავებდა, თ--------------------–---–ი წავიდა საჯარო რეესტრში და თავის სახელზე გაიფორმა ბინა. ამ დროს გაიგო, რომ თ--------------------–---–მა გადაიფორმა არა ქ-------–--–----------------------------------------ში მდებარე ბინა N-, სადაც უნდა ეცხოვრა ე------–-–--ლს, არამედ ბინა N-. მას ჰქონდა მეუღლესთან საუბარი, რომ ე------–-–--ლი აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქმის კურსში, რომ მის სასარგებლოდ არ იტვირთებოდა ის ბინა, რომელშიც უნდა ეცხოვრა, თუმცა თ--------------------–---–ი დაემუქრა და გააფრთხილა - არაფერი არ ეცნობებინა აღნიშულის შესახებ ე------–-–--ლისათვის. დაზარალებული ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბინა N--ში, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ თ--------------------–---–მა ვერ მოახერხა მისგან აღებული თანხის გასტუმრება.
ბრალდებულმა თ--------------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ იგი ნამდვილად გაურიგდა ე------–-–--ლს თავის საკუთრებაში არსებული, ქ-------–--–----------------------------------------ში, პირველ სართულზე მდებარე ბინა 4-ის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე, თუმცა ხელშეკრულება გააფორმა აღნიშნული ბინის გვერდით მდებარე ბინა 3-ზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში იგი, რათქმა უნდა, გეგმავდა დაზარალებულისგან სესხად აღებული თანხის დაბრუნებას სადავო ბინის განმეორებით იპოთეკით დატვირთვის გზით, თუმცა მისთვის გაუგებარია ე------–-–--ლს რა სურდა, ქონდა ფულის დროულად აღების მიზანი, თუ უნდოდა მის სასარგებლოდ დატვირთული ყოფილიყო აუცილებლად ბინა N-. ბრალდებული ფიქრობს, რომ დაზარალებული სავარაუდოდ დაინტერესებული იყო მისი უძრავი ქონების მისაკუთრებით და აქედან გამომდინარე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება, შემდეგ კი მიმართა სამართალდამცავებს.
2018 წლის 25 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე ე------–-–--ლმა, ქ-------–--–----------------------------------------ში მდებარე ორსართულიან, ე.წ. იტალიური ეზოს ტიპის სახლში მიუთითა სახლის პირველ სართულზე მდებარე იმ ბინაზე, რომელშიც იგი ცხოვრობდა ორი წლის მანძილზე და რომელიც მას ი----------------მ აჩვენა როგორც იპოთეკის საგანი. მოწმემ ასევე მიუთითა ხსენებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ნახევრად სარდაფის ტიპის ფართზე, რომელიც მდებარეობს ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან პირდაპირ, აქვს ორი თეთრი ხის ფანჯარა და ერთი, ასევე თეთრი ხის კარი, რომელიც ჩაკეტილია ბოქლომით. ე------–-–--ლის განმარტებით, აღნიშნული სწორედ ის ფართია, რაც რეალურად დაიტვირთა იპოთეკით, მის მიერ სესხის სახით გაცემული თანხის უზრუნველსაყოფად.
2015 წლის 5 ოქტომბრის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------) თანახმად, ნოტარიუს ნ--------------------–თან, ე------–-–--ლსა და თ--------------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება; აღნიშნული ხელშეკრულებით, იპოთეკარმა - ე------–-–--ლმა, მესაკუთრეს - თ--------------------–---–ს გადასცა სესხის თანხა 17 000 აშშ დოლარის ოდენობით. თ--------------------–---–მა სრულად მიიღო ეს თანხა. სესხი გაცემულია ორი წლის ვადით - 2017 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი გამოიხატებოდა გამსესხებლის ცხოვრებით მესაკუთრის კუთვნილ ბინაში, მდებარე მისამართზე: ქ-------–----------------------------------------------------–-----------. სესხისა და მისგან გამომდინარე უფლებების უზრუნველსაყოფად, მესაკუთრე თ--------------------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა, ფართით 22.05 კვ.მ. მდებარე მისამართზე: ქ-------–----------------------------------------------------–-----------, საკადასტრო კოდით -№0----------------------. იპოთეკის საგანი დაიტვირთა მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.
2016 წლის 10 მაისის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------) თანახმად, ნოტარიუს ირმა ბერიძესთან, მ------------------სა და თ--------------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკარმა - მ------------------მ, მესაკუთრეს - თ--------------------–---–ს გადასცა სესხის თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. თავის მხრივ, თ--------------------–---–მა სრულად მიიღო ეს თანხა. სესხი გაცემულია ერთი წლის ვადით - 2017 წლის 10 მაისამდე. სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დატვირთული ქონებით სარგებლობის უფლების იპოთეკარისთვის გადაცემას, კერძოდ, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გამოეყენებინა მისი და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებლად. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა გ------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, კ-----------------------------------, სართული 1, ბინა №-, ფართით - 24.12 კვ.მ, საკადასტრო კოდით - №0----------------------. აღნიშნულ შეთანხმებაში თ--------------------–---–ი მონაწილეობდა როგორც გ------------–---–ის მინდობილი პირი. 2017 წლის 5 მაისს, აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილება/დამატება შევიდა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------), რომლის თანახმად, იპოთეკის თანხა გაიზარდა 4 000 აშშ დოლარით და ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდა 2017 წლის 5 აგვისტომდე.
საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 2 მარტის №ინ-144 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, კ. ერისთავის ქუჩის №18-ში მდებარე საცხოვრებელი ბინების საორიენტაციო საბაზრო ღირებულებამ 2018 წლის მდგომარეობით შეადგინა: - საცხოვრებელი ბ------, საკადასტრო კოდით - №0---------------------- – 12 000,00 (თორმეტი ათასი) ლარი; - საცხოვრებელი ბინა №-, საკადასტრო კოდით - №0---------------------- – 18 000,00 (თვრამეტი ათასი) ლარი. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტაციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ზ------------–---მ.
საინჟინრო ექსპერტიზის 2018 წლის 25 აპრილის №0-------- დასკვნის თანახმად, ქ-------–--–----------------------------------------ში მდებარე №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №-, ფართით - 24,12 კვ.მ, შედგება, 2014 წლის 23 აპრილს, შპს „თ---------------ა“-ს მიერ მომზადებულ შენობა №-------------------- სართულის ნაწილის გეგმაზე შავი წერტილებით ნაჩვენები სამი ოთახისაგან, რომელიც მდებარეობს №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა №1/2-ის I სართულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში; №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბ------, ფართით - 22,05 კვ.მ, შედგება, 2014 წლის 23 აპრილს, შპს „თ---------------ა“-ს მიერ მომზადებულ შენობა №-------------------- სართულის ნაწილის გეგმაზე ყვითელი ფერის შტრიხებით ნაჩვენები სამი ოთახისაგან, რომელიც მდებარეობს №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა №1/2-ის I სართულის სამხრეთ ნაწილში, ბინა №--ის გვერდით/მიჯნაზე ჩრდილოეთის მხარეს. აღნიშნული ბინები ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენენ დამოუკიდებელ ფართებს (გამიჯნულები არიან სხვა ფართებისგან), რომლებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური შესასვლელები და რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულები არიან საერთო გამყოფი კედლით. ექსპერტიზის აღნიშნულ დასკვნას თან ერთვის ფოტომასალა, რომელთა გამოკვლევით აშკარაა სხვაობა ე------–-–--ლის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ფართსა და მისთვის ფაქტობრივად საცხოვრებლად გადაცემულ ფართს შორის. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტაციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლ-------------------სმა.
ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს - მსჯავრდებულ თ--------------------–---–ის ქმედებებში ქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება, კერძოდ კი თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით.
პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან თაღლითობა გამოირჩევა მისი ჩადენის ხერხით, რადგან ამ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონების დაუფლება ხდება არა ფარულად ან ძალადობის გამოყენებით, არამედ დაზარალებულის მოტყუებით, ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის გზით, რის შედეგადაც ქონების გადაცემა დაზარალებულის მხრიდან ხდება ნებაყოფლობით. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. შესაბამისად, თაღლითობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები), დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სწორედ ის დანაშაულებრივი ქმედება, რისთვისაც იგი ბრალდებულად იქნა ცნობილი და რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულ თ--------------------–---–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე განმარტავს, რომ ბრალდების მხარის ვერსია ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ცრუ ჩვენებას, ხოლო სხვა არცერთი მტკიცებულება არ უთითებს, რომ თ--------------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა. დაზარალებულმა კი სამართალდამცავ ორგანოებში განაცხადი გააკეთა მიზანმიმართულად დანაშაულის დაბრალების მიზნით. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ზემოაღნიშნულ ვერსიას, ვინაიდან თ--------------------–---–ის მიერ ბრალად წარგენილი ქმედებების ჩადენა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებით და ექსპერტიზის დასკვნებით.
წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ ე------–-–--ლმა თ--------------------–---–ს გადასცა სესხის თანხა 17 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც თ--------------------–---–მა სრულად მიიღო და სესხისა და მისგან გამომდინარე უფლებების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ-------–--–----------------------------------------ში, პირველ სართულზე მდებარე ბ------. როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ასევე მსჯავრდებულები - თ--------------------–---–ი და ი----------------ც აცხადებენ, რომ ე------–-–--ლის სასარგებლოდ ნამდვილად დაიტვირთა ხსენებულ მისამართზე მდებარე ბ------, თუმცა ამ უკანასკნელს ხელშეკრულების ვადით ცხოვრების უფლება გადაეცა ამავე მისამართზე მდებარე ბინა №--ზე, სადაც ნამდვილად იცხოვრა ორი წლის ვადით. განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს - აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისას ე------–-–--ლმა იცოდა თუ არა, რომ ცხოვრების უფლება წარმოეშობოდა სხვა ბინაზე და იპოთეკით ტვირთავდა სხვა ბინას, თუ თ--------------------–---–ისა და ი---------------ის მხრიდან ადგილი ქონდა ე------–-–--ლის მოტყუებას მისი კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით. ასევე, დაცვის მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ თ--------------------–---–ი მხოლოდ ფორმალურად აწერდა ხელს კლიენტებთან დადებულ ხელშეკრულებებს და რეალურად სესხების აღებისა და ფართის იპოთეკით დატვირთვის საკითხებს აგვარებდა ი----------------.
დაზარალებულმა ე------–-–--ლმა დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე, რომ ი----------------მ მას აჩვენა ქ. თბილისში კ------------------------ში მდებარე ბინა №-, რომელიც იყო გარემონტებული, ნორმალური საცხოვრებელი პირობებით და გამოთქვა მისი დაგირავების სურვილი. მან მხოლოდ ბინით სარგებლობის ორწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, თ--------------------–---–ისაგან სესხის დაბრუნების მცდელობისას, სააღსრულებო ბიუროში შეიტყო, რომ მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული იყო არა ის ბინა, სადაც ცხოვრობდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, არამედ მის გვერდით - ქ. თბილისში, კ------------------------ში მდებარე, საცხოვრებლად უვარგისი ბ------, რომლის ღირებულებაც ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე მის მიერ სესხად გაცემული თანხა. ე------–-–--ლის განმარტებით, იგი შეცდომაში შეიყვეს ი----------------მ და თ--------------------–---–მა, როგორც ხელშეკრულების გაფორმებამდე, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის მიმდინარეობისას, დარწმუნებული იყო, რომ იპოთეკით დატვირთა ქ. თბილისში, კ------------------------ში მდებარე ბინა №-. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ იგი კმაყოფილი იყო იმ ბინაში არსებული პირობებით, სადაც ცხოვრობდა და ცხოვრებისას პრეტენზია არაფერზე არ გამოუთქვამს, თუმცა კატეგორიულად განაცხადა, რომ მისთვის სულ ერთი არ იყო, რომელი ფართი იქნებოდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მის სასაგრებლოდ. მან სესხის სახით გასცა 17000 აშშ დოლარი და ამის სანაცვლოდ იპოთეკით უნდა დატვირთულიყო შესაბამისი, მაღალი ღირებულების მქონე ბინა. ამასთან, ე------–-–--ლმა ნათლად განმარტა, რომ ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმებისას და მანამდეც, ბინით სარგებლობის უფლებებთან და ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, კომუნიკაცია ქონდა როგორც ი----------------სთან, ასევე თ--------------------–---–თან.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ დაზარლებულ ე------–-–--ლის ჩვენება არის თანმიმდევრული, ლოგიკური და დამაჯერებელი; მასში რაიმე სახის წინააღმდეგობები, რაც დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ე------–-–--ლს გააჩნია რაიმე პირადი ხასიათის დაინტერესება ბრალდებულების მიმართ და ამის გამო მათ წინააღმდეგ მისცა ცრუ ჩვენება. უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება, რომ ე------–-–--ლს სურდა მიესაკუთრებინა თ--------------------–---–ის კუთვნილი ქ. თბილისში, კ------------------------ში მდებარე ბინა №-. დაზარალებულის ინტერესს წარმოადგენს მისი კუთვნილი ფულადი თანხის დაბრუნება, რაც მან დააფიქსირა სასამართლოს სხდომაზე. თუმცა როგორც განმარტა, ვინაიდან გაარკვია, რომ ხელშეკრულების მეორე მხარისაგან იყო მოტყუებული, თავის თანხას ვერ მიიღებდა იმ ქონებით, რაც რეალურად დაიტვირთა იპოთეკით და ამასთანავე, მისი მოტყუებიდან გამომდინარე, თ--------------------–---–ისა და ი---------------ის ქმედებაში გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.
დაზარალებულის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია საქმის არსებითი განხილვისას გამოკითხული არაერთი მოწმის, მათ შორის მაია ხუციშვილის და წ--–----------ის ჩვენებებთან. მაია ხუციშვილი არის დაზარალებულის და, რომელმაც ამ უკანასკნელის მსგავსად მოახსენა სასამართლოს, რომ ე------–-–--ლი ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა თ--------------------–---–ის კუთვნილ ბინაში, რომელიც იპოთეკით ჰქონდა დატვირთული 17 000 აშშ დოლარად. ორი წლის გასვლის შემდეგ კი, როდესაც ბრალდებულებმა ე------–-–--ლს ვერ დაუბრუნეს სესხის სახით აღებული თანხა, გაირკვა, რომ მისი დის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული იყო არა ის ბინა, რომელშიც ცხოვრობდა და რომელიც თავდაპირველად ი----------------მ აჩვენა, არამედ მის გვერდით მდებარე საცხოვრებლად უვარგისი ფართი. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნშნულის შესახებ ე------–-–--ლისათვის ხელშეკრულების გაფორმებამდე თუ იქნებოდა ცნობილი, 17 000 აშშ დოლარს არ გადაიხდიდა. მოწმე წ--–----------მა კი სასამართლოს მოახსენა, რომ თ--------------------–---–ი იპოთეკარებს აჩვენებდა გარემონტებულ ფართებს, თუმცა იპოთეკით ტვირთავდა მის, როგორც ე.წ. „ატ---------ის“ სარგებლობაში არსებულ სათავსოს, ან საპირფარეშოს. გარდა ზემოაღნიშნული მოწმეებისა, ასევე თ------------–-–---–მა, მ------------------მ, ნ----–-----მ, გ------------–---–მა და ე---------------მა დაადასტურეს, რომ თ--------------------–---–მა და ი----------------მ არაერთხელ დატვირთეს იპოთეკით მათ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, კ------------------------ში მდებარე სხვადასხვა ფართები. მოწმეები განამრტავენ, რომ თ--------------------–---–ს სურდა ე.წ. „ატ---------ების“ სრულად დაკმაყოფილება და გასახლება, რა მიზნითაც იგი იპოთეკით ტვირთავდა ბინებს, ამასთან, აღებული თანხებით ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს და იგი ისევე იყო ჩართული ზემოაღნიშნულ პროცედურებში, როგორც მისი მეუღლე ი----------------. ამ მხრივ მოწმეთა ჩვენებები სრულიად ეწინააღმდეგება დაცვის მხარის ვერსიას, რომ თ--------------------–---–ი არ იყო ინფორმირებული ი---------------ის მიერ კლიენტებთან შეთანხმებულ პირობებზე და იგი მხოლოდ ფორმალურად აწერდა ხელს ხელშეკრულებებზე.
გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს თავად მსჯავრდებულ ი---------------ის ჩვენებას, რომელიც მართალია არ აღიარებს ბრალად წარდეგნილი დანაშაულის ჩადენას, თუმცა ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებებს და აცხადებს, რომ ყოველივე აღნიშნული განახორციელა თ--------------------–---–ისაგან ზეწოლის შედეგად. კერძოდ, როგორც ი----------------მ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, მისთვის ე------–-–--ლთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გახდა ცნობილი, რომ მის სასარგებლოდ იპოთეკით უნდა დატვირთულიყო არა გარემონტებული ბინა, რომელიც მას თავად აჩვენა და რომელშიც უდნა ეცხოვრა ხუციშვილს, არამედ სხვა - ბინა N-, თუმცა თ--------------------–---–მა გააფრთხილა, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი ეცნობებინა ე------–-–--ლისათვის. მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავს, რომ ბრალდებულების თ--------------------–---–ისა და ი---------------ის ჩვენებები, რა თქმაუნდა, წარმოადგენს თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებებს, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, მსჯავრდებულ თ--------------------–---–ის მიერ განვითარებული ვერსია არსებით წინააღმდეგობაშია საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. ამდენად, პალატა აფასებს რა მსჯავრდებულების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ჩვენებებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნევს, რომ ი---------------ის ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები არ არის გამოვლენილი.
მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია ასევე სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის 2018 წლის 2 მარტის საინჟინრო-ტექნიკური და 2018 წლის 25 აპრილის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვებით, საიდანაც დადასტურდა, რომ იმ ბინის ღირებულება, რომელიც რეალურად იპოთეკით დაიტვირთა ე------–-–--ლის სასარგებლოდ, ბევრად ნაკლებია იმ ფართის ღირებულებაზე, რომელშიც რეალურად ცხოვრობდა დაზარალებული. აღნიშნული ბინები წარმოადგენს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფართებს და ცალსახაა, რომ მათი მგდომარეობა და საცხოვრებლად ვარგისიანობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ გამოძიების დროს და სასამართლოშიც ყურადღება არ მიექცა და არ იქნა დადგენილი ის გარემოება, თუ რა ღირებულებაში შეიძლება გაყიდულიყო სესხით უზრუნველყოფილი უძრავი ქონება დავის და აღსრულების შემთხვევაში და რა თანხის დაბრუნება მოხდებოდა ქონების გასხვისების დროს დაზარალებულზე. პალატა აღნიშნავს, რომ შემდგომში ფართის გასხვისება და ზიანის ანაზღაურება ვერ გაათავისუფლებს თ--------------------–---–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და აღნიშნული მის ქმედებაში არ გამორიცხავს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს. თ--------------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა დასრულებულია 2015 წლის 5 ოქტომბერს, როდესაც გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, ისე რომ მეორე მხარე - ე------–-–--ლი არ იყო ინფორმირებული, თუ რეალურად რომელი ქონება წარმოადგენდა ხელშეკურლების საგანს და მისგან მიიღო ფულადი თანხა 17 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ როდის დაიბრუნებს დაზარალებული კუთვნილ თანხებს, ან საერთოდ დაიბრუნებს თუ არა. ანალოგიურ მსჯელობას ავითარებს საქართველოს უზენაესი სასამართლო 2017 წლის 20 ივნისის N1------- გადაწყვეტილებაში.
ამდენად, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ თ--------------------–---–მა ი----------------სთან წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად იქნა დადასტურებული ხსენებული დანაშაულის შემადგენელი ყველა ობიექტური და სუბიექტური ნიშნების არსებობა. პალატა ასევე უთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით სახეზეა თაღლითობის მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა, რაც დადასტურებულია დაზარალებულის ჩვენებებითა და სანოტარო ხელშეკრულებით. შესაბამისად სახეზეა ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებსიათვის სავალდებულო ყველა ელემენტი და თ--------------------–---–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის.
რაც შეეხება სასჯელის სახეს და ზომას, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა აღნიშნულ გარემოებებს და დანიშნა სამართლიანი სასჯელი. პალატა თვლის, რომ თ--------------------–---–ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი თ--------------------–---–ის მიმართ, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ--------------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი;
თ--------------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
თ--------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 მარტიდან.
მსჯავრდებულ თ--------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები: საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივიდან ამოღებული მასალა დედნების სახით 102 ფურცლად და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივიდან ამოღებული მასალა დედნების სახით 53 ფურცლად, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე