განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001942242
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№3ბ/1708-18 28 მარტი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელები: თ--------–-----–-ა, ლ---------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე: ო-–-- ჩ------–---–ი;
წარმომადგენელი: გ--------------–---–ი;
მესამე პირები:1) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი-ს--–--------–--ე; 2) ე--------- შ---------ი; 3) გ----- ა-----------ი; 4) ლ---- მ------–---–ი; 5) ვ--–---- ბ-–-----ი;
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ო-–-- ჩ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №1----- გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №--------------- და 2017 წლის 20 მარტის №--------------- გადაწყვეტილებები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ო-–-- ჩ------–---–ის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ქ--------–-------–--------------.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ქ--------–-------–---------------ში მდებარე, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოსადგომები) წარმოადგენს გ----- ა-----------ის, ე--------- შ---------ის, ვ--–---- ბ-–-----ის, ლ---- მ------–---–ისა და სახელმწიფოს თანასაკუთრების ობიექტს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე: ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2004 წლის 10 მაისს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა; ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი; საქართველოს კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“; უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული: 15.05.2017წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ; უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული: 05.05.2014წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 აპრილის №1------- ბრძანება; უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება №---------, დამოწმების თარიღი: 03.11.2009წ., ნოტარიუსი: ნ-------ე.
დადგენილია, რომ ო-–-- ჩ------–---–მა 2017 წლის 13 თებერვალს მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისში, ქ--------–-------–---------------ში მდებარე №-- ავტოფარეხზე უფლების რეგისტრაცია. კერძოდ, მის მოთხოვნას წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ავტოფარეხზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების მოწმობის გაცემა.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის 26 კომისრის სახ. რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 13 თებერვლის №--------- და 1987 წლის 16 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილებების საფუძველზე, შ----------------------------–-------------------------–------------------ში მცხოვრებ მოქალაქეებს ნება დაერთო შ-----------------------------------------------------–-------------------–- ავტოფარეხების (32 ავტოფარეხის) მოწყობაზე. აღნიშნული ავტოფარეხები უნდა აეშენებინა კოოპერატივ „ვ--------ს“. ამასთან, ავტოფარეხების პროექტი შეთანხმებულად ჩაითვალა ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 1988 წლის 20 ივნისის №----- ბრძანებით.
ასევე, დადგენილია, რომ ავტო-გარაჟის მშენებლობის კოოპერატივი „ვ--------ის“ წესდებაში (სარეგისტრაციო №------------) 1987 წლის 02 ნოემბერს შევიდა დამატება. განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დეტალურად გაიწერა კოოპერატივის მიზანი, უფლებები და მოვალეობები; კოოპერატივის სახსრები; კოოპერატივის წევრების უფლება-მოვალეობები; მართვის ორგანოები. ახლად ჩამოყალიბებული წესდების მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კოოპერატივს უფლება აქვს მიიღოს უვადო სარგებლობაში მიწის ნაკვეთები მათზე გარაჟების აშენების მიზნით, ხოლო ამავე წესდების მე-11 პუნქტის მიხედვით, კოოპერატივის თითოეულ წევრს მუდმივ სარგებლობაში გადაეცემოდა ბოქსი მისი კუთვნილი ავტომობილისთვის შეტანილი პაის შესაბამისად.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათებით დგინდება, რომ კოოპერატივი „ვ--------ის“ სახელზე აღრიცხულია ქ. თბილისში, ქ--------–-------–------------------ში მდებარე
№-- ავტოფარეხი, ფართით 18 კვ.მ.
დადგენილია, რომ 1993 წლის 08 დეკემბერს ო-–-- ჩ------–---–მა ი---- კ------–---ასგან შეიძინა ქ. თბილისში, ქ--------–-------–------------------ში, მდებარე ბინა №--, რომელიც შეადგენს ლიტ. „ა“-ში არსებული ცხრასართულიანი სახლის 1------ წილი. ი--. კ------–---ამ 1993 წლის 23 დეკემბერს ხელმოწერით დაადასტურა, რომ მან 1993 წლის 23 დეკემბერს თავისი პაი კოოპერატივ „ვ--------ში“ გადასცა ო-–-- ნ-----–------------– ჩ------–---–ს, მცხოვრებს, ქ--------–-------–-------–-----------ში. მათ შორის ანგარიშსწორება მოხდა კოოპერატივის პაისთან და დამატებით შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით მთლიანად, რის გამოც ერთმანეთთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. ავტოფარეხების კოოპერატივ „ვ--------ის“ თავმჯდომარის მიერ გაცემული წევრობის წიგნაკით დგინდება, რომ საერთო კრების 1993 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე კოოპერატივის ერთ-ერთ წევრს წარმოადგენდა ო-–-- ნ-----–------------–ი ჩ------–---–ი, რომელსაც ეკუთვნოდა ბ----------–---------.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის №---- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ლ---- გ---–---–ი, დ---------------–---–ი, ვ--–---- ბ-–-----ი ცნობილნი იქნენ ქ. თბილისში, ქ--------–-------–---------------ში მდებარე კონკრეტული (ლ---- გ---–---–ი - №-------------, დ---------------–---–ი - №--, ვ--–---- ბ-–-----ი - №--) ავტოფარეხების, ასევე, ამ ავტოფარეხების წილის შესაბამისი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებად.
ი--------------–---–ის მიერ 2017 წლის 07 თებერვალს მომზადებული აზომვითი ნახაზის თანახმად, №-- ავტოფარეხის ფართი შეადგენდა 18 კვ.მ-ს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილებით ო-–-- ჩ------–---–ს დაევალა დამატებით წარედგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილების პასუხად, ო-–-- ჩ------–---–მა და მისმა წარმომადგენელმა რ---------------–---–მა მარეგისტრირებელ ორგანოში 2017 წლის 14 მარტს წარადგინეს განცხადებები, რომლებშიც მიუთითეს, რომ ო-–-- ჩ------–---–ის დაინტერესებაში არსებული ავტოფარეხი მდებარეობს №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. რ---------------–---–ის განცხადებით წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრსა და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცული მითითებული საკადასტრო ერთეულის აზომვითი ნახაზები (საკდასტრო რუკები) და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 მარტის №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული სახელმწიფოს საკუთრების უფლება და დოკუმენტაცია არ ექვემდებარება აღიარების კომისიაში გადაგზავნას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, დოკუმენტაციის წარსადგენად განმცხადებელს უვადოდ განესაზღვრა ვადა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის №--------------- გადაწყვეტილებით შეწყდა ო-–-- ჩ------–---–ის №------------ განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
ო-–-- ჩ------–---–ის წარმომადგენელმა რ----------------–---–მა 2017 წლის 24 მარტის №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 მარტის №--------------- და 2017 წლის 14 ივნისის №--------------- გადაწყვეტილებების გაუქმება.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №1----- წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა სააგენტოში №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (ავტოფარეხი №--) შესახებ დაცული სრული დოკუმენტაცია. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №1----- გადაწყვეტილებით გადაიდო ო-–-- ჩ------–---–ის წარმომადგენელის რ---------------–---–ის 2017 წლის 24 მარტის №1-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №1----- მიმართვაზე საბოლოო პასუხის მიღებამდე.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №1------- წერილის თანახმად, ქ. თბილისში, ქ---------–-------–-----------------ში მდებარე, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (ავტოფარეხი №--) შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არქივში არ იძებნება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ო-–-- ჩ------–---–ის წარმომადგენელს რ---------------–---–ს 2017 წლის 24 მარტის №1-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი არ ყოფილა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. მითითებული მუხლის მეორე პუნქტით მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გამოიცემა წერილობითი ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) გადაწყვეტილების სახეს; ბ) სათაურს; გ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას და მისამართს; დ) გამოცემის დროს და რეგისტრაციის ნომერს; ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს; ვ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, და საჩივრის წარდგენის ვადას; ზ) უფლებამოსილი პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას; თ) სამსახურებრივ ბეჭედს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, ასევე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 აგვისტოს N--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №1----- გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ო-–-- ჩ------–---–ის წარმომადგენელს რ---------------–---–ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტები გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და ისინი შეიცავენ მოწესრიგებას, წყვეტენ კონკრეტული პირის - ო-–-- ჩ------–---–ის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ასევე, ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც რეგისტრაციაში გატარდება ო-–-- ჩ------–---–ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ქ--------–-------–---------------ში მდებარე 18 კვ.მ. ფართობის მქონე, ყოფილი კოოპერატივ „ვ--------ის“ ინდივიდუალური საკუთრების №-- ავტოფარეხზე.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, ასევე, ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მასში ცვლილება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს; კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამდენად, რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ ო-–-- ჩ------–---–მა 2017 წლის 13 თებერვალს მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისში, ქ---------–-------–-----------------ში მდებარე №-- ავტოფარეხზე უფლების რეგისტრაცია. კერძოდ, მის მოთხოვნას წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ავტოფარეხზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების მოწმობის გაცემა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის მითითებული ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
დასახელებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური.
ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილებით ო-–-- ჩ------–---–ს დაევალა დამატებით წარედგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ასევე, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილების პასუხად, ო-–-- ჩ------–---–მა და მისმა წარმომადგენელმა რ---------------–---–მა მარეგისტრირებელ ორგანოში 2017 წლის 14 მარტს წარადგინეს განცხადებები, რომლებშიც მიუთითეს, რომ ო-–-- ჩ------–---–ის დაინტერესებაში არსებული ავტოფარეხი მდებარეობს №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე; ასევე, წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრსა და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცული მითითებული საკადასტრო ერთეულის აზომვითი ნახაზები (საკადასტრო რუკები) და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.
სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 მარტის №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული სახელმწიფოს საკუთრების უფლება და დოკუმენტაცია არ ექვემდებარება აღიარების კომისიაში გადაგზავნას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, დოკუმენტაციის წარსადგენად განმცხადებელს უვადოდ განესაზღვრა ვადა. ასევე, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის №--------------- გადაწყვეტილებით შეწყდა ო-–-- ჩ------–---–ის №------------ განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ო-–-- ჩ------–---–ის წარმომადგენელმა რ---------------–---–მა 2017 წლის 24 მარტის №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 მარტის №--------------- და 2017 წლის 14 ივნისის №--------------- გადაწყვეტილებების გაუქმების თაობაზე. მითითებული ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №1----- გადაწყვეტილებით. ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 მარტის №--------------- გადაწყვეტილება უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მოთხოვნით არასწორია, მაგრამ ვინაიდან №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი არ ყოფილა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, არ არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოსარჩელის დაინტერესებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს როგორც დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი და უშუალოდ მასთან დაცული, ასევე, ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, კოოპერატივ „ვ--------ის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაზე, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ ცნობა-დახასიათებაზე, 1993 წლის 08 დეკემბერს ო-–-- ჩ------–---–სა და ი---- კ------–---ას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ ი--. კ------–---ას 1993 წლის 23 დეკემბრის ცნობა/ხელწერილსა და ავტოფარეხების კოოპერატივ „ვ--------ის“ თავმჯდომარის მიერ გაცემული წევრობის წიგნაკზე, ასევე, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით მომზადებულ ამონაწერზე და მის საფუძვლებზე, მათ შორის, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის №---- გადაწყვეტილებაზე. სასამართლო მითითებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 1987 წელს დაფუძნდა ინდივიდუალურ მფლობელთა ავტომობილებისათვის კოლექტიური გარაჟების მშენებლობისა და ექსპლუატაციის კოოპერატივი „ვ--------ი“. კოოპერატივმა უვადო სარგებლობაში მიიღო მიწის ნაკვეთები მათზე გარაჟების აშენების მიზნით, ხოლო კოოპერატივის თითოეულ წევრს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა ბოქსი მისი კუთვნილი ავტომობილისათვის შეტანილი პაის შესაბამისად. ასევე, დადგენილია, რომ მითითებული კოოპერატივის წევრს წარმოადგენდა ი--. კ------–---ა, რომელმაც 1993 წლის 23 დეკემბერს ო-–-- ჩ------–---–ს გადასცა ქ. თბილისში, ქ---------–-------–---------------ში მდებარე ბინა და ბ----------–---------. დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქ. თბილისში, ქ--------–-------–---------------ში მდებარე №-- ავტოფარეხი, რომელიც ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით აღრიცხულია კოოპერატივ „ვ--------ის“ სახელზე, ხოლო ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ქ--------–-------–---------------ში მდებარე, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოსადგომები) წარმოადგენს გ----- ა-----------ის, ე--------- შ---------ის, ვ--–---- ბ-–-----ის, ლ---- მ------–---–ისა და სახელმწიფოს თანასაკუთრების ობიექტს. აღნიშნული გარემოებების ანალიზი ცხადყო, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს პირდაპირ დაავალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და მას არ გამოუკვლევია/შეუფასებია ის გარემოება, განმცხადებელი ხომ არ წარმოადგენდა მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელს.
სასამართლო დამატებით მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
მითითებული კანონის მე-2 მუხლი განმარტავს ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობას, კერძოდ, ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა; ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
ამდენად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში (მათ შორის, რეგისტრირებული) არსებული მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომელიც კანონის შესაბამისად ფიზიკური პირის მართლზომიერ მფლობელობაშია, რამდენადაც სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაზე უფლების მოპოვებით, უფლება ვრცელდება მასზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთზეც, რომლის არსებით შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს იგი და შესაბამისად სადავო შენობაზე დამაგრებული მიწის ფლობის მართლზომიერებას მიწაზე სათანადო დოკუმენტაციის არარსებობის გარეშე განაპირობებს სწორედ შენობის მართლზომიერ მფლობელობის ფაქტის დადგენა და მასზე საკუთრების უფლების მოპოვება.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის'' მე-14 მუხლის 29-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნავეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზედაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სარგისტრაციო წარმოება ჩერდება, ხოლო იგი განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსგან პასუხის მიღების შემდეგ. აღნიშნული ნორმა მიწაზე რეგისტრაციის განხორციელებისათვის რამოდენიმე პირობას აწესებს, კერძოდ, მიწა უნდა იყოს განმცხადებლის მართლზომიერ მფლოვბელობაში, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირებული უნდა იყოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება და აღნიშნული ორგანო თანახმა უნდა იყოს მიწის განკარგვაზე. ამდენად, მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია და მოიპოვოს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურის დაცვით მასზე საკუთრების უფლება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №1----- გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ო-–-- ჩ------–---–ის წარმომადგენელს რ---------------–---–ს 2017 წლის 24 მარტის №1-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №1----- გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად შესწავლის შედეგად.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განსახილველი საკითხის გამოკვლევისას არ გამოიკვლია ყველა გარემოება და არასრულყოფილად შეაფასა დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) სტატუსი, კერძოდ, იგი წარმოადგენდა მის დაინტერესებაში არსებული ქონების მესაკუთრეს თუ მართლზომიერ მფლობელს. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №1----- გადაწყვეტილება; ამასთან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №--------------- და 2017 წლის 20 მარტის №--------------- გადაწყვეტილებები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ო-–-- ჩ------–---–ის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ქ--------–-------–--------------.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.
აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის ,,ე" და ,,ე1" პუნქტებზე, ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილზე, და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 და 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ამ მუხლებზე დაყრდნობით აპელანტი აცხადებს, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართოს 2018 წლის 28 მარტის გადაწვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
აპელანტი აღნიშნავს, რომ №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ო-–-- ჩ------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №--------------- (17.02.2017) გადაწყვეტილება; 2017 წლის 14 მარტს ო-–-- ჩ------–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარადგინა პირადი განცხადება და 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო გეგმა. ამავე თარიღში რ---------------–---–მა №------------ სარეგისტრაციო წარმოებას დაურთო ინფორმაცია სარეგისტრაციო დოკუმენტაციის №------------ სარეგისტრაციო წარმოებაზე წარდგენის შესახებ; 2017 წლის 20 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე რეგისტირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება და დოკუმენტაცია არ ექვემდებარებოდა გადაგზავნას აღიარების კომისიაში; 2017 წლის 14 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №--------------- გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები დაინტერესებულმა პირმა №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა სააგენტომ 2017 წლის 28 აპრილს აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №1----- გადაწყვეტილება.
აპელანტი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1------- (28.04.2017) ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ქ--–-------–-----------------, 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (ავტოფარეხი №--) შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არქივში არ იძებნება.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ქ. თბილისში, ქ--–-------–------------------ში მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 0--------------- (ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი: 1102.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ავტოსადგომი, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 881.94 კვ.მ.) რეგისტრირებულია სახელმწიფოსა და სხვა მესაკუთრეთა საკუთრების უფლება, კერძოდ: ე--------- შ---------ი - 16.80 კვ.მ., გ----- ა-----------ი - 54.00 კვ.მ., ლ---- მ------–---–ი - 18.00 კვ.მ., ვ--–---- ბ-–-----ი - 18.00 კვ.მ
აპელანტი აღსანიშნავს, რომ ფიზიკური პირების მიერ ზემოაღნიშნული ფართები თავდაპირველად დარეგისტრირდა ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების (საქმის ნომერი 3/27) საფუძველზე, რომლის თანახმად, ლ---- გ---–---–ი (№----------), დ--------------–---–ი (№--) და ვ--–---- ბ-–-----ი (№--) ცნობილ იქნენ ავტოფარეხების მესაკუთრეებად.
სააგენტო ვერ დაეთანხმება პირველი ინსტაციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სააგენტომ მხარეს დაავალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ისე, რომ არ შეუფასებია დაინტერესებული პირის სტატუსი. აპელანტი მიუთითებს, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება აღრიცხული იყო კოოპერატივ ,,ვ--------ის" სახელზე და არა კონკრეტული ფიზიკური პირის სახელზე. შესაბამისად, სააგენტოს კომპეტენციაში არ შედის იმის დადგენა, თუ ვინ შეიძლება იყოს კოოპერატივის უფლებამონაცვლე. ამასთანავე, აღნიშნული კოოპერატივის სახელზე სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ დარეგისტრირებულა, ხოლო დღეს არსებული მდგომარეობით, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე არის სახელწიფო და ფიზიკური პირები, რომლებმაც საკუთრების უფლება მოცემულ ავტოსადგომებზე მოიპოვეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამდენად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ ექვემდებარებოდა აღიარების კომისიაში გადაგზავნას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი არ ყოფილა ქალაქ თბილისში, ქ--–-------–------------------ში მდებარე №-- ავტოფარეხზე ო-–-- ჩ------–---–ის არც საკუთრების უფლების და არც მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მართლზომიერ მფლობელობას მოცემულ შემთხვევაში ადგილი ვერ ექნებოდა ვინაიდან აღნიშნული სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხულია კოოპერატივი ,,ვ--------ი" ამდენად, აპელანტს გაურკვეველად მიაჩნია, თუ რომელი დოკუმენტი მიიჩნია სასამართლომ დაინტერესებული პირის მართლზომიერი ფლობის დამდგენად.
აპელანტი მიუთითებს "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა,ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების დამატებითი შესწავლის საფუძველზე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გააჩნდა მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ო-–-- ჩ------–---–ის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს ქმნის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილება, რომლის 2.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს მიეკუთვნება 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს მიეკუთვნება 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება.
საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის 26 კომისრის სახ. რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 13 თებერვლის №--------- და 1987 წლის 16 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ შ----------------------------–-------------------------–------------------ში მცხოვრებ მოქალაქეებს ნება დაერთო შ-----------------------------------------------------–-------------------–- ავტოფარეხების (32 ავტოფარეხის) მოწყობაზე. აღნიშნული ავტოფარეხები უნდა აეშენებინა კოოპერატივ „ვ--------ს“. ამასთან, ავტოფარეხების პროექტი შეთანხმებულად ჩაითვალა ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 1988 წლის 20 ივნისის №----- ბრძანების საფუძველზე.
დადგენილია, რომ ,,ავტო-გარაჟის მშენებლობის კოოპერატივ „ვ--------ის“ წესდებაში (სარეგისტრაციო №------------) 1987 წლის 02 ნოემბერს შევიდა დამატება. განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დეტალურად გაიწერა კოოპერატივის მიზანი, უფლებები და მოვალეობები; კოოპერატივის სახსრები; კოოპერატივის წევრების უფლება-მოვალეობები; მართვის ორგანოები. ახლად ჩამოყალიბებული წესდების მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ კოოპერატივს უფლება აქვს მიიღოს უვადო სარგებლობაში მიწის ნაკვეთები მათზე „გარაჟების“ აშენების მიზნით, ხოლო ამავე წესდების მე-11 პუნქტის მიხედვით, კოოპერატივის თითოეულ წევრს მუდმივ სარგებლობაში გადაეცემა ბოქსი მისი კუთვნილი ავტომობილისთვის შეტანილი პაის შესაბამისად.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ქ--------–-------–------------------ში მდებარე №-- ავტოფარეხი, ფართით 18 კვ.მ. კოოპერატივი „ვ--------ის“ სახელზე აღრიცხულია 1992 წლიდან.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 1993 წლის 08 დეკემბერს ო-–-- ჩ------–---–მა ი---- კ------–---ასგან შეიძინა ქ. თბილისში, ქ--------–-------–------------------ში მდებარე ბინა №--, რომელიც შეადგენს ლიტ. „ა“-ში არსებული ცხრასართულიანი სახლის 1------ წილს. ი---- კ------–---ამ 1993 წლის 23 დეკემბერს ხელმოწერით დაადასტურა, რომ მან 1993 წლის 23 დეკემბერს თავისი პაი კოოპერატივ „ვ--------ში“ გადასცა ო-–-- ნ-----–------------– ჩ------–---–ს, მცხოვრებს, ქე-------–-------–----------------ში. მათ შორის ანგარიშსწორება მოხდა კოოპერატივის პაისთან და დამატებით შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით მთლიანად, რის გამოც ერთმანეთთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. ავტოფარეხების კოოპერატივ „ვ--------ის“ თავმჯდომარის მიერ გაცემული წევრობის წიგნაკით დგინდება, რომ ო-–-- ნ-----–------------–ი ჩ------–---–ი საერთო კრების 1993 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით წარმოადგენს კოოპერატივის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც ეკუთვნის ბოქსი №1, შენობა 11.
ამდენად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 1992-1993 წლების მდგომარეობით ბოქსი №1, შენობა 11 რეგისტრირებულია ,,ავტო-გარაჟის მშენებლობის კოოპერატივ „ვ--------ის“ სახელზე და როგორც კოოპერატივის ერთ-ერთ წევრს ჯერ გადაცემული აქვს ი---- კ------–---ას, ხოლო შემდგომ პაის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ო-–-- ჩ------–---–ს.
საქმეში წარმოდგენილია ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის №---- გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ იმავე კოოპერატივის წევრები ლ---- გ---–---–ი, დ---------------–---–ი, ვ--–---- ბ-–-----ი ცნობილი არიან ქ. თბილისში, ქ--------–-------–---------------ში მდებარე ავტოფარეხების, (ლ---- გ---–---–ი - №-------------, დ---------------–---–ი - №--, ვ--–---- ბ-–-----ი - №--) ასევე, ამ ავტოფარეხების წილის შესაბამისი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებად. დადგენილია, რომ ავტოფარეხები აღრიცხულია მითითებული პირების სახელზე. ამდენად, იმავე სამართლებრივი საფუძვლის მქონე პირები, სასამართლოს მიერ ცნობილი არიან მესაკუთრეებად და ავტოფარეხები, მათ ქვემოთ მდებარე მიწის ნაკვეთებთან ერთად, რეგისტრირებულია კოოპერატივის წევრების ინდივიდუალურ საკუთრებად.
დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ სადავო მიწის ნაკვეთზე ზედდება არ ფიქსირდება. ასევე, დგინდება, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე სხვა მესამე პირს მოთხოვნა არ წარუდგენია. კოოპერატივის წევრები სადავოდ არ ხდიან მოთხოვნილი ბოქსის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და ადასტურებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას საკუთრების უფლების აღიარებაზე, რამდენადაც მითითებული კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში (მათ შორის, რეგისტრირებული) არსებული მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომელიც კანონის შესაბამისად ფიზიკური პირის მართლზომიერ მფლობელობაშია. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაზე უფლების მოპოვებით, მოსარჩელემ უფლება მოიპოვა მასზე მიმაგრებულ იმ მიწის ნაკვეთზეც, რომლის არსებით შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს შენობა.
საქმეზე შესწავლილი და გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი, იმ პირობებში, როდესაც საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე შესაძლებელი იყო სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უფლების ობიექტის მოსარჩელეზე გაცემის ფაქტის დადასტურება, ეწინააღმდეგება ზაკ-ის მოთხოვნებს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას, საქმეში დაცული მტკიცებულებების მეშვეობით შეეძლო დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მოუხდენია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ გადახილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ნინო ქადაგიძე