განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
020100119002825152
ინსტანცია
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002825152

საქმე №1/ბ-282-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ლ---- ფ-----ს

მსჯავრდებულის – მ------ გ----------ის

ადვოკატის – ზ---– დ--------ს

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ მ------ გ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---– დ--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ------ გ----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------–---------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ც-------------------------–--–---–-––-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ------–--–-----–--------------–-----------------------------------------------–-, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით:

 

მ------ გ----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ------ გ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ------ გ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან _ 2019 წლის 19 მარტიდან.

 

მ------ გ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი, ზ---– დ--------ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ს------------------------–-----–------–-------------------------------------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: 34 ცალ პლასტმასის კასრში მოთავსებული 760 ლიტრი დიზელის საწვავი და 4 ცალი ლითონის მოლურჯო ფერის კასრი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ე------------–------------ის პოლიციის განყოფილების ეზოში და შ-------------ს“ დირექტორ ფ-------- ფ-----–--ასგან ამოღებული ტვირთბრუნვის ჟურნალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს შ-------------ს“ დირექტორ ფ-------- ფ-----–--ას.

 

განაჩენის მიხედვით, მ------ გ----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

მ------ გ----------ს ქ-----------–--------------------–- გააჩნდა მრავალპროფილიანი კლინ--- „-----------“, სადაც თანამშრომლად მიიყვანა ჯ---- ყ-----–---–ი. მ------ გ----------მა ამ უკანასკნელთან წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა შ-------------ს“ დირექტორ ფ-------- ფ-----–--ასგან დიზელის საწვავს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 13 ივლისს, მ------ გ----------ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა შ-------------ს დირექტორ ფ-------- ფ-----–--ას, რომელსაც თავი გააცნო შპს „----------ს“ დირექტორად, რომლის საქმიანობისთვისაც ესაჭიროებოდა დიზელის საწვავი. მ------ გ----------მა ფ-------- ფ-----–--ას შესთავაზა ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზეც კონსიგნაციით მიიღებდა გარკვეული რაოდენობის საწვავს, ხოლო ღირებულებას ეტაპობრივად გადაიხდიდა უნაღდო ანგარიშსწორებით. საუბრისას მ------ გ----------მა ასევე განუმარტა, რომ დიზელის საწვავის წამოსაღებად მივიდოდა მისი წარმომადგენელი. 2017 წლის 14 ივლისს, ფ-------- ფ-----–--ასთან შინდისფერი „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსით მივიდა ჯ---- ყ-----–---–ი, რომელიც გაეცნო მ------ გ----------ის თანამშრომლად. ჯ---- ყ-----–---–ს თან გააჩნდა მ------ გ----------ის ფირმის, „----------ს“ სახელზე შედგენილი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, იმ პირობით, რომ კლინ--- მოგვიანებით გადაიხდიდა საწვავის ღირებულებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით მ------ გ----------თან ერთად დაეუფლა 6 ტონა დიზელის (10380 ლარის ღირებულების) და ასევე 216 ლიტრი ბენზინის საწვავს (400 ლარის ღირებულების), სულ 10 740 ლარის ღირებულების. საწვავის ნაწილი, იმავე დღეს, მ------ გ----------მა და ჯ---- ყ-----–---–მა უფრო დაბალ ფასად მიჰყიდეს გ---------–---–---–ს, ხელზე მიიღეს ნაღდი ფული, ხოლო საწვავის ღირებულება შ-------------სათვის“ არ გადაუხდიათ.

 

მ------ გ----------მა, ბ--------- ბ------ესთან ერთად განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს „----------ს“ მაღაზიიდან საკანცელარიო და საოფისე ნივთებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 19 ივნისს, მ------ გ----------ი მობილურზე დაუკავშირდა მაღაზია „----------ს“ დირექტორს, ხ---- კ-----–---–--ს და გაეცნო ქ-----------–---------------------–- არსებული მრავალპროფილიანი კლინ--- „----------ს“ დირექტორად, რა დროსაც განუმარტა, რომ, თითქოს, კლინიკის საქმიანობისათვის ესაჭიროებოდათ სხვადასხვა დასახელების საკანცელარიო და საოფისე ნივთები, ხოლო ღირებულებას გადაიხდიდა ყოველი თვის 19 რიცხვში უნაღდო ანგარიშსწორების გზით. იმავე დღეს მ------ გ----------ი, ბ--------- ბ------ესთან ერთად მივიდა ხსენებულ მაღაზიაში, აუხსნეს რომ კლინიკის საქმიანობისათვის ესაჭიროებოდათ სხვადასხვა დასახელების საკანცელარიო და საოფისე ნივთები, ხოლო ღირებულებას გადაიხდიდნენ ყოველი თვის 19 რიცხვში უნაღდო ანგარიშსწორების გზით. მაღაზია „----------ს“ ხელმძღვანელი ხ---- კ-----–---–-- ენდო მათ შემოთავაზებას და მ------ გ----------თან გააფორმა ხელშეკრულება. 2017 წლის 22 ივნისს, მ------ გ----------ი და ბ--------- ბ------ე მივიდნენ ქ-----------–------------------------–- მდებარე მაღაზია „---------ში“ და თავლთმაქცური ხელშეკრულების საფუძველზე, იმ პირობით, რომ მოგვიანებით გადაიხდიდნენ ნივთების ღირებულებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ 1201,58 ლარის ღირებულების საოფისე და საკანცელარიო ნივთებს, მეორე დღეს 882 ლარის ღირებულების ნივთებს, ხოლო 2017 წლის 26 ივნისს 491 ლარის ღირებულების ნივთებს, საიდანაც აუნაზღაურეს 400 ლარი, რის შემდეგაც გაწყვიტეს შპს „---------თან“ ყოველგვარი კავშირი, ისე, რომ მათ დარჩენილი 2174,99 ლარი არ გადაუხდიათ.

 

მ------ გ----------მა ბ--------- ბ------ესთან ერთად განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს „--–------ს“ მაღაზიიდან საკანცელარიო და საოფისე ნივთებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის ივლისის დასაწყისში, მ------ გ----------ი და ბ--------- ბ------ე მივიდნენ ქ-----------–---------------------------------ში არსებული მაღაზია „--–------ს“ დირექტორ ბ------ ხ-----–--ესთან და გაეცნო ქ-----------–--------------------–- არსებული მრავალპროფილიანი კლინ--- „----------ს“ დირექტორად, ხოლო ბ--------- ბ------ე გააცნო, როგორც კლინიკის მენეჯერი, რა დროსაც განუმარტეს, რომ, თითქოსდა, კლინიკის საქმიანობისთვის ესაჭიროებოდათ სხვადასხვა დასახელების საკანცელარიო და საოფისე ნივთები, ხოლო ღირებულებას გადაიხდიდნენ მოგვიანებით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. მაღაზია „--–------ს“ ხელმძღვანელი პირი ბ------ ხ-----–--ე ენდო მათ შემოთავაზებას და მ------ გ----------თან გააფორმა ხელშეკრულება. 2017 წლის 08, 12 და 31 ივლისს მ------ გ----------ი ბ--------- ბ------ესთან ერთად, თვალთმაქცური ხელშეკრულების საფუძველზე, იმ პირობით, რომ მოგვიანებით გადაიხდიდნენ ნივთების ღირებულებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, ეტაპობრივად დაეუფლნენ 3495 (სამი ათას ოთხას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ღირებულების საოფისე და საკანცელარიო ნივთებს, რის შემდეგ გაწყვიტეს შპს „--–------სთან“ ყოველგვარი კავშირი, ისე, რომ თანხა არ გადაუხდიათ.

 

მ------ გ----------მა ბ--------- ბ------ესთან ერთად განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს „---–----------“-ის მაღაზიიდან საკანცელარიო და საოფისე ნივთებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის ივლისის თვეში, მ------ გ----------ი ბ--------- ბ------ესთან ერთად მივიდა ქ-----------–--------------–-------------ში მდებარე შპს „---–----------“-ის მენეჯერთან, თ-------- ჯ---–--სთან და გაეცნო ქ-----------–-----------------------–- არსებული მრავალპროფილიანი კლინ--- „----------ს“ დირექტორად, ხოლო ბ--------- ბ------ე გააცნო როგორც კლინიკის მენეჯერი, რა დროსაც განუმარტეს, რომ, თითქოს, კლინიკის საქმიანობისათვის ესაჭიროებოდათ სხვადასხვა დასახელების საკანცელარიო და საოფისე ნივთები, ხოლო ღირებულებას გადაიხდიდნენ ერთი თვის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. მაღაზია „---–----------“-ის ხელმძღვანელი პირი ნ-----–- ჩ------ა და მენეჯერი თ-------- ჯ---–-- ენდნენ შემოთავაზებას და მ------ გ----------თან გააფორმეს ხელშეკრულება. 2017 წლის 05 ივლისს მ------ გ----------ი და ბ--------- ბ------ე, თვალთმაქცური ხელშეკრულების საფუძველზე, იმ პირობით, რომ ერთი თვის განმავლობაში გადაიხდიდნენ საქონლის ღირებულებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ 1706,50 (ერთი ათას შვიდას ექვსი) ლარის ღირებულების საოფისე და საკანცელარიო ნივთებს, რის შემდეგაც გაწყვიტეს შპს „---–----------“-თან ყოველგვარი კავშირი, ისე, რომ თანხა არ გადაუხდიათ.

 

მ------ გ----------მა ბ--------- ბახტაძესთან ერთად განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს „-----ს“ ჰიპერმაკეტიდან საქონელს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის ივლისის თვეში, მ------ გ----------ი ბ--------- ბ------ესთან ერთად მივიდა ქ-----------–--------------------–- არსებულ შპს „-----ს“ მენეჯერ რ----- უ------–---–თან და გაეცნო ქ-----------–--------------------–- არსებული მრავალპროფილიანი კლინ--- „----------ს“ დირექტორად, ხოლო ბ--------- ბ------ე გააცნო, როგორც კლინიკის მენეჯერი, რა დროსაც განუმარტეს, რომ, თითქოსდა, კლინიკის საქმიანობისათვის ესაჭიროებოდათ სხვადასხვა დასახელების საქონელი, ხოლო ღირებულებას გადაიხდიდნენ მოგვიანებით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. შპს „-----ს“ მენეჯერი რ-----ი უ------–---–ი ენდო მათ შემოთავაზებას და მ------ გ----------თან 2017 წლის 23 ივლისს გააფორმა ხელშეკრულება. მ------ გ----------ი და ბ--------- ბ------ე თვალთმაქცური ხელშეკრულების საფუძველზე, იმ პირობით, რომ მოგვიანებით გადაიხდიდნენ პროდუქტის ღირებულებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით ეტაპობრივად დაეუფლნენ 18000 (თვრამეტი ათასი) ლარის ღირებულების საქონელს, რის შემდეგაც გაწყვიტეს შპს „-----სთან“ ყოველგვარი კავშირი, ისე, რომ თანხა არ გადაუხდიათ.

 

მ------ გ----------მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ფარმაცევტული ფირმა შპს „-------------------ის მედიკამენტებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის სექტემბრის დასაწყისში, მ------ გ----------ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა შპს „------------------“-ს დისტრიბუტორს, ზ------ ი----–---–ს და გაეცნო ქ-----------–--------------------–- არსებული მრავალპროფილიანი კლინ--- „----------ს“ დირექტორად, რა დროსაც განუმარტა, რომ, თითქოსდა, კლინიკის ოფისში აფუძნებდა აფთიაქს და ფუნქციონირებისათვის უნდოდა კონსიგნაციით მიეწოდებინათ სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, ხოლო თანხას გადაიხდიდა მიწოდებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნულის შესახებ ზ------ ი----–---–მა აცნობა შპს „------------------“-ს ხელმძღვანელობას და მათი თანხმობით, 2017 წლის სექტემბრის თვეში, ეტაპობრივად მიაწოდა 33 964,79 ლარის მედიკამენტი, რომლის საფასურიც მ------ გ----------მა არ გადაიხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც ზ------ ი----–---–მა მომხდარის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, მ------ გ----------მა შპს „------------------“-ს უკან დაუბრუნა 4300 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რითაც შპს „------------------“-ს მიადგა 29 664,79 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

მ------ გ----------მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ფარმაცევტული ფირმა შპს „-------------ს“ მედიკამენტებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის სექტემბრის დასაწყისში, მ------ გ----------ი მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა შპს „-------------ს“ დისტრიბუტორს, გ--–- გ--–-–---–ს და გაეცნო ქ-----------–--------------------–- არსებული მრავალპროფილიანი კლინ--- „-----------ს“ დირექტორად, რა დროსაც განუმარტა, რომ, თითქოსდა, იგი აფუძნებდა აფთიაქს და ფუნქციონირებისათვის უნდოდა მიეწოდებინათ სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი. აღნიშნულის შესახებ გ--–- გ--–-–---–მა აცნობა შპს „-------------ს“ ხელმძღვანელობას და მათი თანხმობით, 2017 წლის სექტემბრის თვეში, მ------ გ----------ს ეტაპობრივად მიაწოდა 18 986,56 ლარის ღირებულების მედიკამენტი. შეთანხმებისამებრ, შეძენილი მედიკამენტების თანხა მ------ გ----------ს უნდა გადაეხადა 2017 წლის 24 სექტემბერს, რაც ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია. დათქმულ დროს მედიკამენტების საფასურის გადაუხდელობის შემდეგ შპს „---------------მ“ მ------ გ----------ისგან დაიბრუნა 11 257,31 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რითაც შპს „-------------ს“ მიადგა 7729,25 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მ------ გ----------მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს „------ს“ ბენზინგასამართი სადგურიდან ბენზინის საწვავს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის ივნისის თვეში, მ------ გ----------ი დაუკავშირდა აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურის დირექტორს, კ---- ა-----–---ს და გაეცნო ქ-----------–--------------------–- არსებული მრავალპროფილიანი კლინ--- „-----------ს“ დირექტორად, რა დროსაც განუმარტა, რომ მას, თითქოსდა, კლინიკის საქმიანობისათვის ესაჭიროებოდა 1000 (ათასი) ლიტრი ბენზინის საწვავი, რომლის ღირებულებას გადაიხდიდა მოგვიანებით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. შპს „------ს“ ბენზინგსამართი სადგურის დირექტორი კ---- ა-----–--- ენდო მ------ გ----------ს და გააფორმა მასთან ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ------ გ----------ს ტალონური სისტემით მიაწოდებდა ბენზინის საწვავს. 2017 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით მ------ გ----------ი შპს „------ს“ ბენზინგასამართი სადგურიდან მართლსაწინააღმდეგოდ მოტყუებით დაეუფლა 1000 (ათასი) ლიტრ, 1672, 45 ლარის ღირებულების ბენზინის საწვავს, ხოლო საწვავის ღირებულება შპს „------სთვის“ არ გადაუხდია.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ------ გ----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---– დ--------მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, იმ საფუძვლით, რომ მ------ გ----------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი ნასამართლობის არმქონეა, არის მარტოხელა დედა, ჰყავს მცრეწლოვანი შვილი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მ------ გ----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---– დ--------მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ---- ფ-----მ ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ------ გ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---– დ--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად ბრალდებულ მ------ გ----------ის გამოკითხვის ოქმით; დაზარალებულების წარმომადგენლების _ ზ------ ი----–---–ის, ლ---- კ-------–---–ის და კ---- ა-----–---ს გამოკითხვის ოქმებით; დაზარალებულების _ ხ---- კ-----–---–--ს, ფ-------- ფ-----–--ას, ბ------ ხ-----–--ის, ნ-----–- ჩ------ას და პ----- ა-----ს გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების _ პ----- ყ--–----ას, ბ------ ქ-------, მ--–---- გ---------, ლ---- ფ---–------, ლ--–- შ-----–--ს, გ---------–---–---–ის, ჯ---- ყ-----–---–ის, ხ--------- ჭ---------, ს--–---- ფ-–-–---, გ---–- ა-----ის, რ----- უ------–---–ის, თ-------- ჯ---–--ს, ხ----- ჭ---------, ა---–-----–---, თ-------------, რ----- თ-------ს, ლ----- შ--–--ს, ა-–--- ჯ----ს, ნ-------------ს, ზ------ გ-----ს, ნ-----–---- ჭ---------–--ს, გ------- ს----–--ს, ნ--- ხ---------ს, ს------- კ-–--ს, ს--–---- ხ-------------ს, გ--–- გ--–-–---–ის, ხ----- ჭ--------- და ჯ------- ნ-----ს გამოკითხვის ოქმებით; ფ-------- ფ-----–--ასგან დოკუმენტების ამოღების ოქმით; შპს „----------“ და შპს „----------“-ს შორის 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით; შპს „----------ს“ დირექტორის, მ------ გ----------ის 2017 წლის 10 აგვისტოს მიმართვით; კორპორატიული მომხმარებლის ხელშეკრულებით; კორპორატიული მომხმარებლის ხელშეკრულების №1 დანართით და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; შპს „---------ს“ კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურის ჩანაწერების ჟურნალის დათვალიერების ოქმით; ლ--–- შ-----–--ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის ოქმით და ფოტოცხრილით; ამონაწერებით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მომართვით და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) №2-------- მოწმობით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმით; შპს „---------------------ის დირექტორ ბ------ კ---------ისგან დოკუმენტების ამოღების ოქმით; შპს „------------------“-სა და შპს „----------“-ს შორის 2017 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული №2--- ხელშეკრულებით; 2017 წლის 05 ოქტომბრის შედარების აქტით; სასაქონლო ზედნადებებით; შპს „-------------------“-სა და შპს „--------–--ს“ შორის 2017 წლის 14 ოქტომბერს გაფორმებული №2--- ხელშეკრულებით და სასაქონლო ზედნადებებით; ლ---------–-–---–-სგან დოკუმენტების ამოღების ოქმით; შპს „-------------ს“ და შპს „----------“-ს შორის გაფორმებული შედარების აქტით და სასაქონლო ზედნადებებით; კ---- ა-----–---სგან დოკუმენტების ამოღების ოქმით; შპს „------“-სა და შპს „----------“-ს შორის 2017 წლის 26 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით; ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით; ბ------ ხ-----–--ისგან დოკუმენტების ამოღების ოქმით და სასაქონლო ზედნადებებით; გ---–- ა-----ისგან დოკუმენტების ამოღების ოქმით; ნ-----–- ჩ------ასგან დოკუმენტების ამოღების ოქმით; შპს „---–----------“-სა და შპს „----------“-ს შორის 2017 წლის 03 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „----------“-ს დირექტორ მ------ გ----------ის 2017 წლის 10 აგვისტოს მომართვით და სასაქონლო ზედნადებით; რ----- უ------–---–ისგან დოკუმენტების ამოღების ოქმით; შპს „-----“-სა და შპს „----------“-ს შორის 2017 წლის 23 ივლისს გაფორმებული პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულებით; ხ---- კ-----–---–--სგან დოკუმენტების ამოღების ოქმით; შპს „----------“-სა და შპს „----------“-ს შორის 2017 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით და სასაქონლო ზედნადებებით; სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის №0--- მომართვით; შპს „-----ს“ გენერალური დირექტორის გ------- ხ----–-–---–ის განცხადებით; ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს „-----“-სა და შპს „----------“-ს შორის 2017 წლის 23 ივლისს გაფორმებული პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულებით; საგადასახადო სამართალდარღვევის №C------- და №C------- ოქმებით; სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმებით; ზ------ გ-----სგან დოკუმენტების ამოღების ოქმით; 2017 წლის 22 მაისის უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ------ გ----------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები _ დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ------ გ----------ს განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, ვინაიდან, სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს რა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ეპიზოდების რაოდენობასა და ხასიათს, ასევე იმ გარემოებას, რომ არცერთი დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მსჯავრდებულ მ------ გ----------ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას, ვინაიდან, იგი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ------ გ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---– დ--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენი მ------ გ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ მ------ გ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---– დ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენი მ------ გ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.მ------ გ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ------ გ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

5.მსჯავრდებულ მ------ გ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 19 მარტიდან.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მ------ გ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი, ზ---– დ--------ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ს------------------------–-----–------–-------------------------------------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: 34 ცალ პლასტმასის კასრში მოთავსებული 760 ლიტრი დიზელის საწვავი და 4 ცალი ლითონის მოლურჯო ფერის კასრი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ე------------–------------ის პოლიციის განყოფილების ეზოში და შ-------------ს“ დირექტორ ფ-------- ფ-----–--ასგან ამოღებული ტვირთბრუნვის ჟურნალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს შ-------------ს“ დირექტორს, ფ-------- ფ-----–--ას.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/