განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
200100117001885629
ინსტანცია
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100117001885629

საქმე №1ბ/860-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - თ---------ის,ადვოკატ - თ-----------------–---–ის,მსჯავრდებულების - გ--–- თ---------–---–ის და დ--------------–---–ის მონაწილეობით,კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ--–- თ---------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ-----------------------------–-----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

 

დ--------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–--------------–---–--------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

გ--–- თ---------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით;

 

მანვე, ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჯგუფურად.

 

დ--------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით;

 

მანვე, ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჯგუფურად.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 25 ნოემბერს გ--–- თ---------–---–მა დაარეგისტრირა შპს „ჩ--–-“ (ს/ნ 4--------), რომელიც სხვადასხვა ჯართის მიმღები პუნქტების საშუალებით ახდენდა ჯართის შესყიდვას ფიზიკური პირებისაგან და მის შემდგომ მიწოდებას ახორციელებდა შპს „ჯ--------–--ე“.

 

გ--–- თ---------–---–მა დ--------------–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა სახელმწიფოს ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, კერძოდ გადაწყვიტეს, რომ დაემზადებინათ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც მიუთითებდნენ, რომ თითქოს ფიზიკური პირებისგან შესყიდული ჯართი შპს „ჩ--–-ს“ შეძენილი ჰქონდა მათ მიერვე მართული ფირმებისგან, ფიქტიური გარიგების ამსახველი ჩათვლის დოკუმენტების - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „ჩ--–-“ მოახდენდა დღგ-ს უკანონო ჩათვლას და აღნიშნული ქმედებით თავს აარიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ს გადახდას. ხოლო მათ მიერ მართულ საწარმოებს დღგ-ს თანხა დავალიანებაში დაერიცხებოდათ, რომლის გადახდასაც არ მოახდენდნენ. აღნიშნული სქემის გამოყენებით კი, გ--–- თ---------–---–ი, დ--------------–---–ი და რამდენიმე დაუდგენელ პირი მოტყუებით მოახდენდნენ სახელმწიფოს ქონებრივ დაზიანებას, რადგან ერთის მხრივ უკანონოდ შეიმცირებდნენ გადასახდელ დღგ-ს თანხას, ხოლო მეორეს მხრივ შპს-ები აღარ მოახდენდნენ დარიცხული დავალიანების გადახდას, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგებოდა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გადაუხდელი თანხის სახით.

 

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, უსაბუთოდ შეძენილი ჯართის შპს „ჩ--–-ზე“ რეალიზაციის დაფიქსირების მიზნით გ--–- თ---------–---–მა დ--------------–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად დაამზადა და გამოიყენა რამდენიმე ასეული ყალბი ელექტრონული საგადახასადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისი ზედნადებები, სადაც დაფიქსირებულია რომ თითქოსდა სხვადასხვა დროს შპს „ჩ--–-მ“ შპს-ებისაგან - მათ შორის დ--------------–---–ის ფირმებისგან შპს „ე-–---------გან“ და შპს „ნ---------ისგან“ შეიძინა სხვადასხვა ოდენობის ჯართი. კერძოდ, შპს „ე-–---------“ (ს/ნ 2--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები რომლის მიხედვითაც შპს „ე-–-------ს“ შპს „ჩ--–-სთვის“ გაწერილი აქვს 416 282 ლარის ღირებულების ჯართი, საიდანაც დღგ-ის თანხა შეადგენს 63 500 ლარს, რომლის უკანონო ჩათვლა მიიღო შპს „ჩ--–-მ“, ხოლო შპს „ჩ--–-ს“ სახელზე საწარმოდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან დღგ-ს გადასახადი თანხა შეადგენს 63 501 ლარს; ასევე, შპს „ნ---------ს“ (ს/ნ 2--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ნ--------“-ს შპს „ჩ--–-სთვის“ გაწერილი აქვს 1 759 196 ლარის ღირებულების ჯართი, საიდანაც დღგ-ის თანხა შეადგენს 213 747 ლარს, რომლის უკანონო ჩათვლა მიიღო შპს „ჩ--–-მ“, ხოლო შპს „ჩ--–-ს“ სახელზე საწარმოდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან დღგ-ს გადასახადი თანხა შეადგენს 268 352 ლარს; ასევე, შპს „გ--------“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: მათ შორის N ეა-2----------------2------------------------------------------------------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „გ--------“ შპს „ჩ--–-სთვის“ გაწერილი აქვს 561 906 ლარის ღირებულების ჯართი, საიდანაც დღგ-ის თანხა შეადგენს 32 983 ლარს, რომლის უკანონო ჩათვლა მიიღო შპს „ჩ--–-მ“, ხოლო შპს „ჩ--–-ს“ სახელზე საწარმოდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან დღგ-ს გადასახადი თანხა შეადგენს 85 714 ლარს; შპს „ლ----------------------------–-------------------------------------–-----–------------–-------------------------–---------------------–----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ლ-----“ შპს „ჩ--–-სთვის“ გაწერილი აქვს 1 534 619 ლარის ღირებულების ჯართი, საიდანაც დღგ-ის თანხა შეადგენს 232 972 ლარს, რომლის უკანონო ჩათვლა მიიღო შპს „ჩ--–-მ“, ხოლო შპს „ჩ--–-ს“ სახელზე საწარმოდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან დღგ-ს გადასახადი თანხა შეადგენს 234 094 ლარს;

 

აღნიშნული საწარმოებიდან შპს „ჩ--–-“-ს მიერ მიღებულმა დღგ-ს ჩათვლამ საერთო ჯამში შეადგინა 543 202 ლარი;

 

ამასთან, შპს „გ-----“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „გ-----“ შპს „ჩ--–-სთვის“ გაწერილი აქვს 65 319 ლარის ღირებულების ჯართი, შპს „ჩ--–-ს“ სახელზე საწარმოდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან დღგ-ს გადასახადი თანხა შეადგენს 9 964 ლარს; ასევე, შპს „ა--–---ს“ სახელით დაამზადეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ა--–---“ შპს „ჩ--–-სთვის“ გაწერილი აქვს 1 558 200 ლარის ღირებულების ჯართი, შპს „ჩ--–-ს“ სახელზე საწარმოდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან დღგ-ს გადასახადი თანხა შეადგენს 237 691 ლარს;

 

ზემოაღნიშნული საწარმოებიდან შპს „ჩ--–-ს“ სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან საწარმოების მიერ დღგ-ს გადასახადი თანხა საერთო ჯამში შეადგენს 899 316 ლარს;

 

შესაბამისად, დგინდება, რომ ფიქტიური გარიგების ამსახველი ჩათვლის დოკუმენტების - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „ჩ--–-მ“ მოახდინა დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ხოლო დანარჩენ შპს-ებს დღგ-ს თანხა დავალიანებაში დაერიცხა, რომლის გადახდაც, შემუშავებული გეგმის მიხედვით, არ მომხდარა. აღნიშნული ფიქტიური გარიგების საფუძველზე, დღგ-ს ჩათვლის დოკუმენტში - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში - ყალბი მონაცემების დაფიქსირებით და მისი შემდგომი გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით:

 

გ--–- თ---------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გ--–- თ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 19000 (ცხრამეტიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ--–- თ---------–---–ს 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის 13 ივნისის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 9000 (ცხრაათასი) ლარით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 10000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

დ--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

დ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დ--------------–---–ს 2017 წლის 24 თებერვლიდან, 2017 წლის 8 მარტის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

გ--–- თ---------–---–მა, დ--------------–---–მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა ჯგუფურად დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც მიუთითეს, რომ ფიზიკური პირებისგან შესყიდული ჯართი შპს „ჩ--–-ს“ შეძენილი ჰქონდა მათ მიერვე მართული ფირმებისგან, კერძოდ:

 

შპს „ე-–---------“ (ს/ნ 2--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები რომლის მიხედვითაც შპს „ე-–-------ს“ შპს „ჩ--–-სთვის“ გაწერილი აქვს 416 282 ლარის ღირებულების ჯართი;

 

შპს „ნ---------ს“ (ს/ნ 2--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ნ--------“-ს შპს „ჩ--–-სთვის“ გაწერილი აქვს 1 759 196 ლარის ღირებულების ჯართი;

 

შპს „გ--------“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: მათ შორის N ეა-2----------------2------------------------------------------------------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „გ--------“ შპს „ჩ--–-სთვის“ გაწერილი აქვს 561 906 ლარის ღირებულების ჯართი;

 

შპს „ლ-----“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ლ-----“ შპს „ჩ--–-სთვის“ გაწერილი აქვს 1 534 619 ლარის ღირებულების ჯართი;

 

შპს „გ-----“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „გ-----“ შპს „ჩ--–-სთვის“ გაწერილი აქვს 65 319 ლარის ღირებულების ჯართი;

 

შპს „ა--–---ს“ სახელით დაამზადეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ა--–---“ შპს „ჩ--–-სთვის“ გაწერილი აქვს 1 558 200 ლარის ღირებულების ჯართი;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა თ---------ემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და გ--–- თ---------–---–ის და დ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობა როგორც საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში; ასევე, მათთვის შესაბამისი კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

აპელანტის მტკიცებით, გ--–- თ---------–---–ისა და დ--------------–---–ის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონო და უსამართლოა ბრალდების ნაწილში გამართლების კუთხით. მასში არ არის საკმარისად და ჯეროვნად დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩინა სასამართლომ, რომ საქმეში არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვლისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მსჯავრდებულების მიერ ასობით გამოწერილი ყალბი დოკუმენტების შექმნა და გამოყენება. კერძოდ, მათ მიერ შემუშავებული სქემის გამოყენებით გ--–- თ---------–---–მა, დ--------------–---–მა და რამდენიმე დაუდგენელმა პირმა, მოტყუებით მოახდინეს სახელმწიფოს ქონებრივი დაზიანება, რადგან ერთის მხრივ უკანონოდ შეიმცირეს გადასახდელი დღგ-ს თანხა, ხოლო მეორეს მხრივ, შპს-ებმა არ მოახდინეს დარიცხული დავალიანების გადახდა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გადაუხდელი თანხის სახით. მსჯავრდებულების მიზანი იყო არ გადაეხადათ შესაბამისი გადასახადი სახელმწიფოსთვის. ფირმები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ ყალბი დოკუმენტების დამზადებას, რეალურად არ ფუნქციონირებდნენ, არ გააჩნდათ შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები. პროკურორის განმარტებით, როდესაც მილიონიან ფაქტურას წერს ფირმა, როგორც წესი, იგი აქტიური გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს დოკუმენტები, რაც საწარმოს საქმიანობისთვის არის საჭირო, თუმცა ბრალდების მხარის მიერ ისინი ვერ იქნა ნანახი და ამოღებული, და ეს ვერც მოხდებოდა, ვინაიდან ფირმები შექმნილი, დაფუძნებული და გამოყენებული იყო ერთადერთი მიზნისთვის, რომ შპს „ჩ--–-“-თვის მიეცათ შესაძლებლობა, განეხორცილებინა ჯართის რეალიზაცია, მიეღო მოგება და არ გადაეხადა გადასახადი. ფიქტიურ ფირმებს კი დავალიანებაში დარიცხული თანხა დარჩებოდათ დავალიანებად. შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ განხორციელდა სწორედ ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რაც იძლევა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის შემადგენლობას - ქონების მესაკუთრეს არ ეძლევა ის სარგებელი, რაც ეკუთვნის.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თ---------ემ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას - გ--–- თ---------–---–ის და დ--------------–---–ის ქმედების მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ხ-----–-----–---–-ა განაცხადა, რომ იგი არის მძღოლი და ახორციელებს სხვადასხვა სახეობის ტვირთის გადაზიდვას. მათ შორის იგი ახდენდა შპს „ჩ--–-ს“ კუთვნილი ჯართის ტრანსპორტირებას თელავიდან რუსთავში. აქვს მიწის ნაკვეთი თელავის რაიონის სოფელ შალაურში. შპს „ჩ--–-ს“ დირექტორმა გ--–- თ---------–---–მა თხოვა, რომ ხსენებულ მიწის ნაკვეთზე მოსახლეობისაგან განეხორცილებინათ ჯართის ჩაბარება. ამის შემდეგ გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება შპს „ჩ--–-სთან“ და დაიწყეს ჯართის მიღება. მოწმის განმარტებით, ჯართს უშუალოდ იბარებდა მენეჯერი ზ-----------------–---–ი. როდესაც დაგროვდებოდა გარკვეული რაოდენობა, აღნიშნულს აცნობედნენ გ--–- თ---------–---–ს, რის შემდეგ ხდებოდა ჯართის ტრანსპორტირება რუსთავში მდებარე ქარხნებში. მას მომსახურებისათვის ანაზღურებას უხდიდა გ--–- თ---------–---–ი, ნაღდი ანგარიშსწორებით. სოფელ შალაურში მდებარე ობიექტიდან მხოლოდ მისი მანქანით ხდებოდა ჯართის ტრანსპორტირება. ჯართის წამოღება ერთი ობიექტიდან და მიღება მეორე ობიექტზე, ხდება ელექტრონული დოკუმენტების მეშვეობით, რომლებთანაც მძღოლს წვდომა არ აქვს. მოწმის განმარტებით, ჯართის მიმღებ პუნქტში ჯართს აბარებდა მხოლოდ მოსახლეობა და იურიდიულ პირებთან შეხება არ ქონიათ. ისინი სპეციალურ ჟურნალს აწარმოებდნენ ჯართის მიღებისას და ასევე იწერებოდა შესყიდვის აქტი, რომლის ერთი ასლი ეძლეოდა ჩამბარებელ პირს.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზ-----------------–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ------------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თელავის რაიონის სოფელ ი---–----ში ჯართის მიმღებ პუნქტში, სადაც იბარებენ შავი ლითონის ჯართს და გადამუშავების მიზნით აგზავნიან ქ.რუსთავში. მოწმის განმარტებით ჯართის მიმღები კომპანია არის შპს „ჩ--–-“, რომლის დირექტორიც არის გ--–- თ---------–---–ი. შპს „ჩ--–-“ ი---–----ს მიმღებ პუნქტში ჯართს იბარებდა მოსახლეობისაგან და კომპანიებისგან ჯართი არ მიუღიათ. ისინი სპეციალურ ჟურნალს აწარმოებდნენ ჯართის მიღებისას და ასევე იწერებოდა შესყიდვის აქტი. ჯართის გარკვეული რაოდენობის მოგროვების შემდეგ უკავშირდებოდა გ--–- თ---------–---–ს, რომელიც აგზავნიდა მანქანას, შემდეგ მანქანა იტვირთებოდა და ხდებოდა ჯართის ტრანსპორტირება ქ.რუსთავში. ელექტრონულ ზედნადებთან წვდომა არ ჰქონია, უშუალოდ ფირმა ააქტიურებდა ამ დოკუმენტს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ------------–---–მა განაცხადა, რომ თელავის რაიონის სოფელ ი---–----ში აქვს ტერიტორია. მას ხ-----–-----–---–-ა სთხოვა, რომ ტერიტორიის ნაწილი ეთხოვებინა მისთვის, რაზეც დათანხმდა. ამ ადგილას გაიხსნა ჯართის მიმღები პუნქტი, თუმცა ვისი იყო ეს პუნქტი, მისთვის უცნობია. მას არ ახსოვს ხსენებული ტერიტორია იჯარით იყო თუ არა გადაცემული შპს „ჩ--–-სთვის“, აღნიშნული ტერიტორიის გადაცემისთვის ანაზღაურება არ მიუღია, რადგან ხვიჩა შიუკაშვილს ანაზღაურების გარეშე ათხოვა ფართი; ვინაიდან თვითონ ვერ უვლიდა, იფიქრა, რომ ისინი ყურადღებას მაინც მიაქცევდნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე თ------------------–---–მა განაცხადა, რომ 17 წელია აწარმოებს ჯართის მიღებას. იგი თელავის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა ჯართის ჩაბარებას შპს „ჩ--–-ს“ სახელით, როგორც შესყიდვების მენეჯერი. ხსენებული კომპანიის დირექტორი იყო გ--–- თ---------–---–ი. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი მოსახლეობისაგან იღებდა ჯართს, აწარმოებდა ჟურნალს და აფორმებდა შესყიდვების აქტებს, როდესაც დაგროვდებოდა შესაბამისი ოდენობა, უკავშირდებოდა ხვიჩა შიუკაშვილს, რომელიც მიდიოდა და რუსთავში მიქონდა ტვირთი. ამ დროს რა დოკუმენტები იწერებოდა, მისთვის უცნობია. ისინი მხოლოდ მოსახლეობისგან იბარებდნენ ჯართს და რომელიმე ფირმისაგან ჯართი არასოდეს მიუღია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ბ--–---------–-–---–მა განაცხადა, რომ ქ-----–--–------------ს მიმდებარე ქუჩაზე, საკუთრებაში აქვს ტერიტორია. მოწმის მეუღლესთან ერთად ამ ტერიტორიაზე მუშაობდა მისი (მეუღლის) სიძე თ--------------–---–ი. ამ უკანასკნელმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ უთხრა, რომ ხსენებული ტერიტორია უნდა გაეცათ იჯარით, რასაც სჭირდებოდა მისი, როგორც მესაკუთრის ხელმოწერა. მან ფართი იჯარით გადასცა შპს „ჩ--–-ს“, რომლის დირექტორიც იყო გ--–- თ---------–---–ი. მოწმემ დაადასტურა, რომ ხსენებულ ობიექტზე ფუნქციონირებდა ჯართის მიმღები პუნქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი------–-----–---–მა განაცხადა, რომ 2016 წელს მისი კუთვნილი „MAN“–ის ფირმის სატვირთო ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით X------, ახორციელებდა ჯართის გადაზიდვებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. უშუალოდ კახეთიდან, ჯართი გადაქონდა მხოლოდ ი---–----სა და თელავში სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზებიდან. აღნიშნულ ობიექტებზე ჯართს აბარებდა მოსახლეობა. იქიდან წაღებული ჯართი გადაჰქონდა რუსთავის ქარხანაში. მას მომსახურება გაწეული აქვს შპს „ჩ--–-სთვის“, რომლის დირექტორიც არის გ--–- თ---------–---–ი. რაც შეეხება შპს „გ--------“, შპს „ნ---------ს“, შპს „ე-–---------“, შპს „ლ-----“ შესახებ, ინფორმაცია არ აქვს. მას საგადასახადო დოკუმენტებთან კავშირი არ ქონია, ეს დოკუმენტები იყო ელექტრონული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი----------–---–მა განაცხადა, რომ ყავს „ზილის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც გადააქვს ჯართი. მოწმის განმარტებით, ორ რეისად საკუთარი ჯართი შეიტანა ქარხანაში, მისი მეგობრის - გ----------–-–---–ის კომპანიის სახელით, რადგან ქარხანა ფიზიკური პირებისგან ჯართს არ იბარებდა. მისთვის უცნობია რა ფირმების სახლეზე გაწერა გიგა ზაკალშვილმა მის მიერ შეტანილი ჯართი. მას ამ ჯართის ჩაბარების დროს გ----------–-–---–ის გარდა სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზ--------------–---–მა განაცხადა, რომ მძღოლად მუშაობდა ა-–-------------------–---–ის ავტომანქანაზე, სახელმწიფო ნომრით A--------. აღნიშნული ავტომანქანით იგი ახორციელებდა ჯართის გადატანას ქ----------–-----------–---------ში. მოწმის განმარტებით ა-–-------------------–---–ს გურჯაანში აქვს ჯართის მიმღები პუნქტი და ამ პუქტიდან გადაქონდა ჯართი. ა-–-------------------–---–ი ჯართს იბარებს მხოლოდ მოსახლეობისაგან და მას შპს „ლ-----“, შპს „ჩ--–-ს“, შპს „ნ--------“, შპს „გ-------“ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს, მათთვის მომსახურება არ გაუწევია. ჯართის გადაზიდვის თაობაზე დგება ელექტრონული დოკუმენტი, რომელთანაც არ აქვს წვდომა. მას მომსახურებისათვის ანაზღურებას უხდიდა ა-–-------------------–---–ი.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა-–-------------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ იგი მოსახლეობიდან მიღებულ ჯართს შპს „ტ---ს“ სახელით აბარებდა ქარხანაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზ--------------–---–-ა განაცხადა, რომ საკუთარი „კამაზის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით A------, ეწევა ტვირთების გადაზიდვას, მათ შორის გადააქვს ჯართი. მოწმის განმარტებით, იგი დგას ე.წ. „ბირჟაზე“ სხვადასხვა ადგილებზე, სადაც მასთან მიდიან კლიენტები და უკვეთავენ ტვირთის გადაზიდვას. გადაზიდვის თაობაზე დოკუმენტი იწერება ელექტრონულად, რომელსაც ავსებენ ის პირები, ვინც უკვეთავს ტვირთის გადატანას. მას ახსოვს, რომ ჯართის გადაზიდვა შეუკვეთავთ, თუმცა ვინ შეუკვეთა, ვერ იხსენებს. შპს „ე-–---------“, შპს „ჩ--–-ს“, შპს „გ--------“ შესახებ არაფერი სმენია და არც ამ ფირმების ხელმძღვანელებთან გ--–- თ---------–---–თან და დ--------------–---–თან ქონია რაიმე საქმიანი ურთიერთობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ო--------------მ განაცხადა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში ქონდა ტერიტორია, რომელიც იჯარით გადასცა შპს „ჩ--–-ს“. შპს-ს დირექტორის იყო გ--–- თ---------–---–ი. ხსენებულ ტერიტორიაზე გახსნილი იყო ჯართის მიმღები პუნქტი, სადაც მასთან ერთად დასაქმებული იყო ა-----------–---–ი. ისინი ხსენებულ ჯართის მიმღებ პუნქტში ჯართს იბარებდნენ მხოლოდ მოსახლეობისაგან. ეს ინფორმაცია ტარდებოდა სპეციალურ ჟურნალში. საბოლოოდ ჯართი იგზავნებოდა რუსთავში, ხოლო სასაქონლო ზედნადებებს ელექტრონულად წერდა გ--–- თ---------–---–ი. მოწმემ განმარტა, შპს „ნ---------ის“, შპს „ე-–---------“, შპს „გ-----“ შესახებ არაფერი სმენია და მათგან ჯართი არ შეუძენია.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა-----------–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზ------------–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის პერიოდში დაკავებული იყო ჯართთან დაკავშირებული ბიზნეს საქმიანობით. მას საქმიანობის განხორციელების მიზნით შეხება ქონდა არაერთ კომპანიასთან. ქ.რუსთავში არის სამი ქარხანა, სადაც ხდება ტვირთის შეტანა. ქარხნებში მოსახლეობისაგან ტვირთს არ იღებდნენ და შემტანი უნდა ყოფილიყო შპს ან ინდ. მეწარმე. შპს „ჩ--–-“ არ ახსოვს, თუმცა იყო რამდენიმე კომპანია, რომლებსაც შეჰქონდათ ტვირთი მის მიერ ხსენებულ ქარხნებში. მოწმის განმარტებით, იგი იცნობს გ--–- თ---------–---–ს, რომელთანაც ქონდა საქმიანი ურთიერთობა ჯართის ბიზნესთან დაკავშირებით. კერძოდ, მან მძღოლის მეშვეობით რამდენჯერმე მიაწოდა ჯართი გ--–- თ---------–---–ს. თავად გ--–- თ---------–---–ი ვის აფიქსირებდა ჯართის მიმწოდებლად, მისთვის უცნობია. მოწმე იცნობს ა-–-------------------–---–ს, რომელიც დაახლოებით 2016 წელს მას მძღოლის - ზ--------------–---–ის მეშვეობით აწვდიდა ჯართს. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „გ-----“, შპს „ნ---------ის“, შპს „ე-–---------“, შპს „ა--–---ს“ და შპს „ლ-----“ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს, მათ შესახებ არაფერი სმენია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა ი-–---------------–---–-----------------–----------------------–---–---------------------------------------–---–---------------------–---–--------------------–---–------------------------–-ა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

გ--–- თ---------–---–ისა და დ--------------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გ--–- თ---------–---–ის და დ--------------–---–ის გამართლების ნაწილში. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გ--–- თ---------–---–ის და დ--------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი და ადეკვატური. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულების მიმართ წარდეგნილ ბრალდებას ქონების მესაკუთრის ან მფლობელის მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისათვის, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ არის საკმარისად და ჯეროვნად დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩინა დადასტურებულად საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვლისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. აპელანტის აზრით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება თუ რა მიზანს ემსახურებოდა მსჯავრდებულების მიერ ასობით გამოწერილი ყალბი დოკუმენტების შექმნა და გამოყენება. კერძოდ, გასათვალისწინებელი იყო, რომ მათ მოტყუებით მოახდინეს სახელმწიფოს ქონებრივი დაზიანება, რადგან ერთის მხრივ უკანონოდ შეიმცირეს გადასახდელი დღგ-ს თანხა, ხოლო მეორეს მხრივ, შპს-ებმა არ მოახდინეს დარიცხული დავალიანების გადახდა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გადაუხდელი თანხის სახით.

 

პალატის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე უდავოდ მიჩნეული გარემოებაა რომ გ--–- თ---------–---–მა და დ--------------–---–მა სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც მიუთითეს, რომ ფიზიკური პირებისგან შესყიდული ჯართი შპს „ჩ--–-ს“ შეძენილი ქონდა მათ მიერვე მართული ფირმებისგან. ასევე, მსჯავრდებულებმა არ უარყვეს, რომ მათ მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების შედგენის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებითი ღირებულების გასასახადისაგან თავის არიდება. თუმცა მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს არა მხარეთა მიერ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არამედ ამ გარემოებების სამართლებრივი შეფასება და მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მიცემა.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას, რომ შესაძლოა გ--–- თ---------–---–ისა და დ--------------–---–ის ქმედებებში არსებობდეს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ ისეთი ქმედება, რაც დაკავშირებულია გადასახადის გადახდის თავის არიდებასთან, დარეგულირებულია სპეციალური ნორმით, რომლის ანალოგიით გამოყენებაც, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია. ზოგადი და სპეციალური ნორმების კონკურენციისას საკითხის სპეციალური ნორმებით გადაწყვეტას განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილიც, სადაც განსაზღვრულია, რომ „თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური ნორმებით, დანაშაულთა ერთობლიობა არ არსებობს და პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური ნორმით.“

 

ზოგადი ნორმები არეგულირებენ საზოგადოებრივ ურთიერთობათა განსაზღვრულ წრეს და დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს ზოგადი ფორმით აღწერენ, სპეციალური ნორმა კი მისით კრიმინალიზირებული ქმედების შინაარსს უფრო აკონკრეტებს. რეალურად ორივე ნორმა აწესრიგებს ერთი და იგივე ურთიერთობებს, ქმედება ხელყოფს ერთი და იგივე სამართლებრივ სიკეთეს, თუმცა სპეციალური ნორმები შექმნილია იმისათვის, რათა მოხდეს ზოგადი ნორმით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყოფა კონკრეტულ ნაწილებად და მასში ცალკეული ქმედების ინდივიდუალური თავისებურებების უშუალოდ მითითება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ქონებრივი ზიანი ადგება. განსახილველი მუხლის თავისებურება იმაშია, რომ დამნაშავე თავის სასარგებლოდ იყენებს ფულად სახსრებს ან სხვა ქონებას, რომელიც მესაკუთრემ ვერ მიიღო, თუმცა, ქონება შეტანილი უნდა ყოფილიყო მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის ფონდში, ე.ი. მისი ფონდი უნდა გაზრდილიყო. დამნაშავე ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისთვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას. ამ მოქმედების შედეგად მესაკუთრეს ადგება ზარალი, ე.წ. აცდენილი მოგების სახით. განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებით ხელყოფილი შეიძლება იქნას როგორც ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

 

სახელმწიფოსათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს სწორედ მსჯავრდებულების გ--–- თ---------–---–ის და დ--------------–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება - ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება. თუმცა კანონმდებელმა აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებას მიანიჭა რა სპეციფიკური მნიშვნელობა, მისი შემადგენლობა ასახა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლში - დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება. ხსენებული ნორმა ატარებს სპეციალურ ხასიათს, რომელსაც უპირატესი ძალა ენიჭება ზოგად ნორმასთან მიმართებით.

 

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა გ--–- თ---------–---–ისა და დ--------------–---–ის მიერ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების დამზადების მიზანი და ამ მიზნით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი. პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულების მხრიდან სახელმწიფოსათვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება არის უყურად დადგენილი ფაქტი, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ექცევა კონკრეტულად საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით დარეგულირებულ სფეროში, ზოგად და სპეციალურ ნორმათა კონკურენციისას პრიორიტეტი აქვს სპეციალურ ნორმას და მისი ანალოგიით გამოყენება დაუშვებელია, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად კანონიერად და დასაბუთებულად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გ--–- თ---------–---–ისა და დავით გურმაიშვილის გამართლების შესახებ.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ--–- თ---------–---–ისა და დ--------------–---–ის ბრალეულობას მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვლისწინებული დანაშაულის ჩადენაში - ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჯგუფურად. რაც შეეხება ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი აღნიშნული კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა, რის გამოც სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია გაზიარებული არ უნდა იქნეს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხზეც და განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე. განსახილველ შემთხვევაში კი გ--–- თ---------–---–ისა და დ--------------–---–ისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის სახით აწესებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე და წარმოადგენს უფრო მსუბუქი ხასიათის ბრალდებას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებასთან მიმართებით (საქართველოს სსკ-ის 218-2-გ), რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან რვა წლამდე. ამდენად, გ--–- თ---------–---–ი და დ--------------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლიე მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდნენ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი;

 

გ--–- თ---------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ--–- თ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 19000 (ცხრამეტი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ--–- თ---------–---–ს 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის 13 ივნისის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 9000 (ცხრაათასი) ლარით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 10000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

დ--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

დ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დ--------------–---–ს 2017 წლის 24 თებერვლიდან, 2017 წლის 8 მარტის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

დ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას დ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 მარტის განჩინებით 20000 (ოცი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ დ----------–-–---–ის (პირადი №3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N5-----------.

 

გ--–- თ---------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- CD დისკი, შემოსავლების სამსახურიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაცია, ხვიჩა შიუკაშვილის, თ------------------–---–ის, გ------------------–---–ის, ზ-----------------–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, შპს „გ------ან“ ამოღებული დოკუმენტები, სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან და ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

- გ--–- თ---------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელჩანთა, ნოუთბუქი, დამტენი, საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით, სამაჯური, ბეჭდები, საათი, პასპორტი, ჩასხდომის ბილეთი, მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

- დ--------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, ფულადი თანხა, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, იარაღის მოწმობები, მართვის მოწმობა, პლასტიკური ბარათები, სავიზიტო ბარათები, ბეჭედი, სამაჯური, გასაღები, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, ჯვარი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე