განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2019
საქმის ნომერი
330100119002849996
ინსტანცია
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002849996

საქმე №1ბ/992-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 ივლისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლეობის არმქონის (გაქარწყლებულის), დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ.თბილისში, ვ-–----–----–------------------–------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 14 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ვ-–----–----–-----------------–-----------------------------–-- გ--------------მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - მ------–--------–---–ის მიმართ, კერძოდ, თავდაპირველად ყურსასმენის მოწყობილობა, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა ცხვირის არეში, ასევე ძლიერად მოქაჩა თმები, რითაც მ------–--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენით გ--------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–---–------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენის გაუქმება, გამართლებული გ-------------ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად არ შეამოწმა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით, სრულიად არაობიექტურად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც გ-------------- ცნობილ იქნებოდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ-------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ--------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ------–--------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ნ--------------ემ (ბრალდებულის დედა), ი-----------–-–---–მა (ბრალდებულის მამა) და თ---------------–-–---–მა (ბრალდებულის ძმა) ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის (შესაბამისად, შვილის და ძმის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერის 2019 წლის 24 იანვრის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ქალბატონი ითხოვს პოლიციის გამოძახებას. ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტი აქვს მეუღლესთან და ბავშვს არ ატანენ ოჯახიდან.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ მოქალაქე მ-------–--------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები (ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში) ნაჭდევის და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის /საგნების/ მოქმედებით და ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ამასთან, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად არ შეამოწმა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით, სრულიად არაობიექტურად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც გ-------------- ცნობილ იქნებოდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება გ-------------ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, დაზარალებულმა მ------–--------–---–მა, ასევე, მოწმეებმა ნ--------------ემ, ი-----------–-–---–მა და თ---------------–-–---–მა გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი თქვეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ასევე, საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა ბრალდებულმა გ--------------მ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, სატელეფონო ზარის ინიციატორი ქალბატონი ითხოვს პოლიციის გამოძახებას, ვინაიდან კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი ფიზიკური ძალადობის შესახებ. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნას,აღნიშნული დასკვნით მართალია დადგენილია, რომ მოქალაქე მ------–--------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის და სისხლნაჟღენთის სახით, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა და ა.შ, მაგრამ ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა გ--------------მ და არა სხვამ, - შეუძლებელია.

 

ამდენად, ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე და შემსწრე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება კი არ არსებობს, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გ-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ-------------ის მხრიდან მ------–--------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ გ--------------მ ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის

 

მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა გ-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი გ-------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი გ-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ--------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

გ--------------ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სსიპ „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, დადგენიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი