განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2019
საქმის ნომერი
080210019002770978
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019002770978

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-490-19 04 ივლისი, 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი: გ---- დ-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე: ე-–--- დ------

 

დავის საგანი: განქორწინება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

1. აპელანტის მოთხოვნა:დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების თაობაზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით გ---- დ-----ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე-–--- დ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ე-–--- დ------ს (დაბ. 1----–-–------------) და გ---- დ-----ეს (პ/ნ 6----------) შორის 2016 წლის 25 ნოემბერს სააქტო ჩანაწერით N6----------, სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: ე-–--- დ------ი და გ---- დ-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 25 ნოემბრიდან. ქორწინებამდე ერთი წელი თანაცხოვრების პერიოდში საერთო შვილი არ შეძენიათ. ქორწინების რეგისტრირების შემდგომ მათ შორის წარმოიშვა უთანხმოება და განუწყვეტელი სკანდალები. ისინი პერიოდულად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მერე ისევ ცდილობდნენ ურთიერთობის აღდგენას, ბოლო პერიოდში კი ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს. მოპასუხე სხვა მისამართზე გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ იგი მიდის ე-–--- დ------ის ბინაში, აწყობს დებოშს და აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამდენიმეჯერ გამოძახებულ იქნა პოლიცია. მოსარჩელე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არაფერი აქვს საერთო ყოფილ მეუღლესთან, ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია და ერთადერთი გზა განქორწინებაა, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე. მოსარჩელე ითხოვს შეწყდეს ე-–--- დუტსა და გ---- დ-----ეს შორის 2016 წლის 25 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე მხარეს წარმოდგენილ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოში შესაგებელი არ შემოუტანია. მის მიერ შესაგებელი დაგვიანებით იქნა წარმოდგენილი, რაც დარჩა განუხილველად. (ს.ფ. 57-58)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე-–--- დ-------მა მოპასუხე გ---- დ-----ის მიმართ და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა.

 

2.2. ე-–--- დ------ის სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა და ჩაბარდა გ---- დ-----ის ოჯახის წევრს რძალს ს-------- გ--–-–---–ს 2018 წლის 24 დეკემბერს.(ს.ფ. 38)

 

2.3. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით), მაგრამ მან შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.(ს.ფ. 34)

ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

2.4. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1123-ე, 1127-ე მუხლის თანახმად იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

2.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 23.01.19წ. შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ე-–--- დ-------ის სარჩელი და შეწყდა ე-–--- დ------ს (დაბ. 1----–-–------------) და გ---- დ-----ეს (პ/ნ 6----------) შორის 2016 წლის 25 ნოემბერს სააქტო ჩანაწერით N6----------, სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება.

 

2.6. 2019 წლის 20 თებერვალს მოპასუხის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სასამართლოს, მოიითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.(ს.ფ. 68-69)

 

საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები 2018 წლის 24 დეკემბერს ჩაბარდა გ---- დ-----ის ოჯახის წევრს - რძალს ს-------- გ--–-–---–ს, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა იგი გადაეცა მოპასუხისათვის, რადგან გ---- დ-----ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. შესაბამისად, სასამართლოს უნდა მიეღო სხვა ზომები სარჩელის მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

 

2.7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით გ---- დ-----ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1123-ე, 1127-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე, 201-ე, 233-ე, 240-ე, მუხლებზე და განმარტა:

 

2.8. ე-–--- დ------ის სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა გ---- დ-----ის ოჯახის წევრს, რძალს ს-------- გ--–-–---–ს 2018 წლის 24 დეკემბერს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით), მაგრამ მან შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, ამიტომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

სასამართლოს მითითებით სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 1122-1123-ე, 1127-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

2.10. საჩივრის ავტორი არ უთითებს 233-ე და 241-ე მუხლებში აღნიშნულ პირობათაგან რომელი შემთხვევა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, მხოლოდ მხარის მითითებას მასზედ, რომ ,,სარჩელი და თანდართული მასალები 2018 წლის 24 დეკემბერს ჩაბარდა გ---- დ-----ის ოჯახის წევრს - რძალს ს-------- გ--–-–---–ს, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა იგი გადაეცა მოპასუხისათვის, რადგან გ---- დ-----ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. შესაბამისად, სასამართლოს უნდა მიეღო სხვა ზომები სარჩელის მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.- კანონმდებელი არ მიიჩნევს მისი გაუქმების საფუძვლად, ამისათვის აუცილებელია სათანადო გარემოებებითა და მტკიცებულებებით დასაბუთდეს საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საფოსტო გზავნილის თანახმადაც, მოპასუხე გ---- დ-----ისათვის გადასაცემად სარჩელი და თანდართული მასალები 2018 წლის 24 დეკემბერს ჩაიბარა გ---- დ-----ის ოჯახის წევრმა - რძალმა ს-------- გ--–-–---–მა. გზავნილზე მითითებული არ არის, რომ მოპასუხე იმყოფება საზღვარგარეთ, შესაბამისად, არ დასტურდება, რომ ს-------- გ--–-–---–მა ასეთი განმარტება გააკეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ჩაითვალოს, რომ გზავნილი ჩაბარებულია კანონით დადგენილი წესით-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად.

 

2.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ პოზიციის დასაბუთება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული და საჩივარი მისი გაუქმების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გ---- დ-----ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მართალია გზავნილი ჩაიბარა მისმა რძალმა, მაგრამ იქვე აღნიშნული იყო, რომ გ---- დ-----ე არ იმყოფებოდა საქართველოში. ს-------- გ--–-–---–ის განმარტება იმაზე,რომ გ---- დ-----ე არ იმყოფება საქართველოში ნიშნავდა სწორედ იმას,რომ იგი ამ გზავნილს ვერ გადასცემდა მას. წარმოდგენილ შესაგებელზე დართულია ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ,რომ სწორედ გზავნილის ჩაბარების პერიოდში მოპასუხე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა მიეჩნია, რომ მოპასუხეს ჩაბარდა გზავნილი და არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული დ/გადაწყვეტილების და განჩინების დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ე-–--- დ-------ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გაუქმებისა და ე-–--- დ-------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ განჩინების 2.1.-2.7.- პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: 4.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე-–--- დ-------მა მოპასუხე გ---- დ-----ის მიმართ და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა. 4.5. ე-–--- დ------ის სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა და ჩაბარდა გ---- დ-----ის ოჯახის წევრს რძალს ს-------- გ--–-–---–ს 2018 წლის 24 დეკემბერს.(ს.ფ. 38) 4.6. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით), მაგრამ მან შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. (ს.ფ. 34) 4.7. იმის გამო, რომ მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა, სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 232I-ე მუხლით სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა, მიიჩნია რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. 4.8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 23.01.19წ. შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და შეწყდა ე-–--- დ------ს (დაბ. 1----–-–------------) და გ---- დ-----ეს (პ/ნ 6----------) შორის 2016 წლის 25 ნოემბერს სააქტო ჩანაწერით N6----------, სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება. 4.9. 2019 წლის 20 თებერვალს მოპასუხის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სასამართლოს, საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.(ს.ფ. 68-69) 4.10. საჩივარში აღნიშნულია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები 2018 წლის 24 დეკემბერს ჩაბარდა გ---- დ-----ის ოჯახის წევრს - რძალს ს-------- გ--–-–---–ს, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა იგი გადაეცა მოპასუხისათვის, რადგან გ---- დ-----ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. შესაბამისად, სასამართლოს უნდა მიეღო სხვა ზომები სარჩელის მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. 4.11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით გ---- დ-----ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. 4.12. დ/გადაწყვეტილება და განჩინება დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული გ---- დ-----ის მიერ, მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტი უთითებს,რომ გზავნილი მას არ ჩაბარებია, რომ მისმა რძალმა განაცხადა გზავნილის ჩაბარებისას რომ იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ვერ უზრუნველყოფდა გზავნილის გადაცემას, და ასეთი მინაწერიც გააკეთა გზავნილზე. სამართლებრივი დასაბუთება პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.8.-2.12. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობებს და დამატებით განმარტავს: 4.13. უდავოა რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებული იქნა მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო. 4.14. სსკ-ის კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. 4.16. კანონის დასახელებული დანაწესის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სასამართლომ მოპასუხესათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნისას თავისი განჩინებით უნდა განუსაზღვროს მას ვადა შესაგებლის წარსადგენად; მითითებული განჩინება და სარჩელის ასლი მოპასუხეს უნდა ჩაბარდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარემ შესაგებელი ობიექტურად არასაპატიო მიზეზით არ უნდა წარადგინოს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო გამოარკვევს, ამართლებს თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას. უფრო ზუსტად თუ განვმარტავთ, მოპასუხის მიერ სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობა (როგორც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ისე ამ ვადის გასვლის შემდეგაც) სასამართლოს მხრიდან აღიქმება, როგორც მხარის მიერ დავისადმი იურიდიული ინტერესის დაკარგვად და სარჩელში მითითებული გარემოებანი დადგენილად მიიჩნევა ისე, რომ მოსარჩელე საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად დასახელებული გარემოებების კანონით დადგენილი წესით მტკიცების ტვირთისაგან თავისუფლდება. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დაადგინოს, კანონის ძალით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად დასტურდება თუ არა კონკრეტული სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობის არსებობა. 4.17. დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, სასამართლოს არ აცნობა პასუხის (შესაგებელის) წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ, ამასთანავე სარჩელში მითითებული გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1123-ე, 1127-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. 4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. 4.19. სასამართლომ სწორად განმარტა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ შესაგებელი არაა წარმოდგენილი არა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზით შესაგებლის წარმოუდგენლობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებას, ანუ სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს თუ არსებობს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი. 4.20. შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მხარე საჩივარში მიუთითებს შემდეგს: სარჩელი და თანდართული მასალები 2018 წლის 24 დეკემბერს ჩაბარდა გ---- დ-----ის ოჯახის წევრს - რძალს ს-------- გ--–-–---–ს, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა იგი გადაეცა მოპასუხისათვის, რადგან გ---- დ-----ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ამის შესახებ ს-------- გ--–-–---–მა განაცხდა გზავნილის ჩაბარებისას. შესაბამისად, სასამართლოს უნდა მიეღო სხვა ზომები სარჩელის მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. აღნიშნული არგუმენტები პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული შემდეგი გარემოების გამო: 4.21. იმისათვის, რომ აპელანტის პოზიცია ჩაითვალოს დასაბუთებულად და საფუძვლიანად, აუცილებელია მომჩივანმა მიუთითოს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზზე და დაადასტუროს იგი სათანადო მტკიცებულებით. დადგენილია, რომ საჩივრის ავტორი ასეთ მიზეზად უთითებს რომ გზავნილი პირადად მას არ ჩაბარებია, ხოლო მისი ოჯახის წევრმა გზავნილის ჩაბარებისას მინაწერი გააკეთა გზავნილზე და განუცხადა კიდეც გზავნილის მიმტანს, რომ დ-----ე საქართველოში არ იმყოფებოდა. უდავოა, რომ აპელანტის მიერ მითითებული არსებითი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. არანაირ მინაწერს აპელანტის ქვეყანაში არ ყოფნის თაობაზე, შესაბამისად მისთვის გზავნილის გადაცემის შეუძლებლობის შესახებ წარდგენილი მტკიცებულება არ შეიცავს, ასევე სრულიად დაუდასტურებელია ამ ინფორმაციის სასამართლოსათვის რაიმე სხვა ფორმით მიწოდების თაობაზე. 4.22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. სსკ-ის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადრესტის არ ყოფნის შემთხვევაში, უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს სად არის წასული ადერესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას. 4.23. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არანაირ მინაწერს მსგავსი შინაარსის ინფორმაციისა უწყების ეგზემპლარი- არ შეიცავს: პირიქით, ს.ფ. 38-ზე წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის თანახმად დგინდება, რომ მოპასუხე გ---- დ-----ისათვის გადასაცემად სარჩელი და თანდართული მასალები 2018 წლის 24 დეკემბერს ჩაიბარა გ---- დ-----ის ოჯახის წევრმა - რძალმა ს-------- გ--–-–---–მა. გზავნილზე მითითებული არ არის, რომ მოპასუხე იმყოფება საზღვარგარეთ, შესაბამისად, არ დასტურდება, რომ ს-------- გ--–-–---–მა ასეთი განმარტება გააკეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ჩაითვალოს, რომ გზავნილი ჩაბარებულია კანონით დადგენილი წესით. 4.24. პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეს სარჩელის ჩაბარების შემდეგ გააჩნია საპროცესო მოვალეობა, რაც შესაგებლის შემოტანაში აისახება. მოპასუხემ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს და სასამართლოს წარმოუდგინოს შესაგებელი. ამისათვის მას დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა. მოპასუხემ შესაგებლის წარმოდგენის მიმართ გამოიჩინა გულგრილობა და დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა. რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. 4.25. უდავოა, რომ კანონით დადგენილი საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს მხოლოდ კანონით დადგენილ ვადაში. (დადგენილია, რომ მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა ვადის დარღვევით, რაც განუხილველად იქნა დატოვებული.) 4.26. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ არ არსებობდა სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 4.27. სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მითითებული იყო, რომ ე-–--- დ------ი და გ---- დ-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 25 ნოემბრიდან. ქორწინებამდე ერთი წელი თანაცხოვრების პერიოდში საერთო შვილი არ შეძენიათ. ქორწინების რეგისტრირების შემდგომ მათ შორის წარმოიშვა უთანხმოება და განუწყვეტელი სკანდალები. ისინი პერიოდულად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მერე ისევ ცდილობდნენ ურთიერთობის აღდგენას, ბოლო პერიოდში კი ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს. მოპასუხე სხვა მისამართზე გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ იგი მიდის ე-–--- დ------ის ბინაში, აწყობს დებოშს და აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამდენიმეჯერ გამოძახებულ იქნა პოლიცია. მოსარჩელე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არაფერი აქვს საერთო ყოფილ მეუღლესთან, ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია და ერთადერთი გზა განქორწინებაა, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს საერთო შვილი არ ყავთ. ქონებრივი დავა არ აქვთ. ისინი მუდმივ კონფლიქტში არიან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამდენად ,ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. განსახილველ შემთხვევაში საქორწინო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს, მოსარჩელე ე-–--- დ-------ს არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მისი ნების არარსებობა მოპასუხესთან-აპელანტ გ---- დ-----ესთან ქორწინების შენარჩუნებისა, ნათლად და კატეგორიული ფორმითაა წარმოდგენილი მოცემული საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს. ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის 16 დეკემბრის ,საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად: 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინება ოჯახის ერთერთი საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, ქორწინება განსაზღვრულია, როგორც მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი“. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა დადგენილია, რომ მხარეები ერთმანეთთან კონფლიქტურ დამოკიდებულებაში არიან, ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. ქორწინების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებისა. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, მხოლოდ მოპასუხე მხარის -აპელანტ გ---- დ-----ის სურვილი - არ შეწყდეს ქორწინება - არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. უდავოა, რომ მოსარჩელე მხარე გამორიცხავს და არ უშვებს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას,კატეგორიული წინააღმდეგია მასთან ერთ ოჯახად ცხოვრებისა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ე-–--- დ-------ს და გ---- დ-----ეს შორის ურთიერთობა დაძაბულია, მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ კატეგორიულია, რის გამოც, პალატის მოსაზრებით, მეუღლეებისათვის დამატებით შესარიგებელი ვადის მიცემა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ იურიდიულად გამართლებულად. 4.28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. 4.29. ზემოაღნიშნული მსჯელობების გაზიარებით პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მხარემ ვერ დაასაბუთა რატომ ვერ წარადგინა შესაგებელი კანონით დადგენილ ვადაში, მან ასევე საჩივარში ვერ დაასაბუთა კანონიერი მიზეზი შესაგებლის წარუდგენლობის რის საფუძველზეც სასამართლოს მიერ სწორად მოხდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და მისი ძალაში დატოვებაც.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ---- დ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული დ/გადაწყვეტილება და განჩინება (დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის გ---- დ-----ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---- დ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე