განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2019
საქმის ნომერი
190210018002387262
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210018002387262

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/07-19 17 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი – შპს „რ-------ის წ---–ი“

წარმომადგენელი – ი----ბ ნ-----–--–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – ა-- მ--------, ზ-----ბ ო-----–---–ი

წარმომადგენელი – პ----ა ჯ---ა,ქ------- მ---------ე

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „ჯ--------ნ უ------- ე--- ფ------ი“

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რ-------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. ზ-----ბ ო-----–---–სა და ა-- მ---------ათვის, ზიანის ა--ზღაურების სახით, 14 596,69 ლარის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. რ-------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს რ-------ის წ---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ზ-----ბ ო-----–---–ს დაეკისრა შპს „რ-------ის წ---–ისათვის“ 14 596,69 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ა-- მ---------ათვის ზიანის ა--ზღაურების დაკისრების შესახებ;

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 394-ე, 395-ე, 408-ე 409-ე, 414-ე, 412-ე, 411-ე მუხლების, 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე, 45-ე მუხლების მუხლების საფუძველზე.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ავტომობილის საგზურის ფურცელს და არასწორად დაადგინა, რომ იგი ს----------–--------------------------------–-–------------–-----------------თ დამტკიცებულ „ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის“ შესაბამისად, მხოლოდ გახარჯული საწვავის ოდენობის განმსაზღვრელ დოკუმენტს წარმოადგე---ა. სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტი უნდა შეეფასებინა ა-- მ--------- 2----–-–------------–-- ახსნა-განმარტებით ბარათთან ერთად, სადაც იგი აღიარებს, რომ მან სადავო ავტომობილი სხვა პირს ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე გადასცა და რომ ავტომობილზე, სწორედ, მას ეკისრებოდა მატერიალური პასუხისმგებლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

8.1. ავტოსატრანსპორტო საშუალების „რ------–---- სახ. ნომერი F---1-- მესაკუთრეა შპს „ჯ--------ნ უ------- ე--- ფ------ი“. შპს „რ-------ის წ---–ს“ ავტომობილი სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა 2----–-–------------ს დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, 1 წლის ვადით. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, დამკვეთი (შპს „რ-------ის წ---–ი“) ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი და გონივრული ზომა ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. დამკვეთის მიზეზით (განზრახი/გაუფრთხილებლობით) გამოწვეული ავტომანქანების დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ასეთი დაზიანება თავისი ხარჯით.

 

8.2. 2----–-–------------–- მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილი „რ------–---- სახ. ნომერი F---1--. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვა ზ-----ბ ო-----–---–ის მიერ ავტომობილის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევამ. ზ-----ბ ო-----–---–ი ავტომობილს მართავდა არასამუშაო დროს და არასამსახურებრივი დანიშნულებით, ნასვამ მდგომარეობაში.

 

8.3. ავტომობილის დაზიანების დროს, ზ-----ბ ო-----–---–ი შპს „რ-------ის წ---–ში“ შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებული იყო კ----------–----–---------–----–--------------------, ხოლო ა-- მ-------- - მ-----------–------------------ და ი------------–--------------------

 

8.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობა განისაზღვრა 14 596,69 ლარით. ზიანის დაანგარიშების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავოდ არ არის გამხდარი, შესაბამისად, აღნიშნულს პალატაც იზიარებს.

 

9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზიანის ა--ზღაურება მხოლოდ ზ-----ბ ო-----–---–ს დაეკისრა, რასაც არ ეთანხმება აპელანტი და მიაჩნია, რომ არსებობს ზინის, ასევე, ა-- მ--------- მიმართ სოლიდარულად დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

10. სააპელაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მოპასუხეები, მოსარჩელის საკუთრების მართლსაწინააღმდეგო განკარგვის გამო დამდგარი ზიანისათვის, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 998-ე მუხლების შესაბამისად, სოლიდარულად აგებენ პასუხს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

10.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი განსაზღვრავს დელიქტური ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლებს. ასეთი სახის ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტურად სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, იგი ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ა--ზღაურებისაკენ. დელიქტური ვალდებულებები ატარებს ფარდობით ხასიათს, რადგა--ც წარმოიშობა ზიანის მიყენების შედეგად კონკრეტულ პირებს შორის, კერძოდ, დაზარალებულს, რომელიც უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ა--ზღაურება (კრედიტორი) და ზიანის მიმყენებელს შორის, რომელიც ვალდებულია, აა--ზღაუროს ზიანი (მოვალე). ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ერთ - ერთი პირობაა ზიანის მიმყენებლის ქმედების არამართლზომიერება, რაშიც იგულისხმება სხვისი სუბიექტური უფლებების დარღვევა სათა--დო უფლებამოსილების არქონის შემთხვევაში. პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა.

 

10.2. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ა--ზღაურების მოთხოვნის საფუძველია შრომითსამართლებრივი ვალდებულების შეუსრულებლობა, რასაც შედეგად მოჰყვა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გადაცემული ქონების დაზიანება.

 

10.3. ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ა--ზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, 1. წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან. 2. წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება დაიდოს სრულწლოვან დასაქმებულთან, რომელიც ახორციელებს მისთვის გადაცემული ფასეულობების შენახვას, დამუშავებას, გაყიდვას (გადაცემას), გადაზიდვას ან წარმოების პროცესში გამოყენებას.

 

10.4 მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-- მ-------- შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს „რ-------ის წ---–ში“ ს-------–-------------------- თა--მდებობაზე და მას შრომის ხელშეკრულებით ეკისრებოდა მ---------–--------------–---–---------------------–----------–-----–-----------------------------------–--------------–-----------–-----, მათი განზრახ ან დაუდევრობთი დაზიანებისათვის ან დაკარგვისათვის (ხელშეკრულების 5.1.6 პუნქტი).

 

10.5. სარჩელის თა--ხმად, ა-- მ--------- მიმართ მოთხოვნის საფუძველია ის გარემოება, რომ ამ უკა--სკნელს ავტომობილი სამსახურებრივი სარგებლობის მიზნით ჰქონდა გადაცემული და საზოგადოების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე ეკრძალებოდა მისი სხვა პირისათვის გადაცემა, რაც ა-- მ--------მ დაარღვია. მოპასუხის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელ მტკიცებულებად მოსარჩელის მიერ მითითებულია ავტომობილის საგზურის ფურცელი და ა-- მ--------- მიერ დამსაქმებლის წინაშე შედგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება.

 

10.6. 2----–-–--------------–--- დათარიღებული, N---- საგზურის ფურცლის თა--ხმად, სადავო ავტომობილი, სპიდომეტრის ჩვენებით 25597, ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ჩაბარდა მძღოლს - მოპასუხე ა-- მ--------ს. ავტომობილით მგზავრობის დანიშნულების ადგილად განსაზღვრულია კომპანიის სერვისცენტრი, ხოლო ავტომობილის გასვლის ადგილია კომპანიის ავტოფარეხი. აღნიშნული საგზურის ფურცლის თა--ხმად, ავტომობილით სარგებლობა შესაძლებელი იყო ერთი თვის (1----------–-) მანძილზე.

 

10.7. ა-- მ--------- 2----–-–-----------–-- ახსნა-განმარტების თა--ხმად, ავტომობილი „რ------–---- სახ.ნომრით F---1-- იმყოფებოდა ს------–-----------------–----–-, რომელზეც პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა. 2----–-–------------–--------------------- მან კომპანიის კუთვნილი ავტომობილი გადასცა კომპანიის კორპორაციის აღმრიცხველს ზ-----ბ ო-----–---–ს, რათა ამ უაკა--სკნელს ავტომანქა-- საკუთარ ეზოში გაეჩერებინა 2----–-–------------–----- - სამუშაო დღის დაწყებამდე. ეს გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც ა-- მ--------- კურატორ დირექტორთან და არც G---ის შესაბამის სამსახურთან. 2----–-–------------–----------------- საათზე მძღოლის თ------------–----–---–------ შეიტყო, რომ ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა და მას მართავდა ნასვამ მდგომარებაში მყოფი ზ-----ბ ო-----–---–ი.

 

10.8. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე ა-- მ--------ს ავტომობილის საზურის ფურცლის დედანზე მისი ხელმოწერის ავთენტურობა სადავოდ არ გაუხდია და არც 2----–-–-----------–-- ახსნა-განმარტებაში გამოვლენილი ნების ნაკლზე მიუთითებია. (იხ: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი). ამასთან, მოპასუხე ა-- მ--------მ სააპელაციო სასამართლოში დაადასტურა, რომ იგი სამსახურის ავტომანქანით სარგებლობდა იმგვარად, რომ თავად მართავდა ავტომანქა--ს და დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა შესაბამის ობიექტებზე, მათ შორის - დედაქალაქში (იხ: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი). ის გარემოება, რომ მოცემული ა/მანქანის მართვაზე უფლებამოსილი იყვნენ ასევე სხვა თა--მშრომლები, რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერ დროს ესარგებლათ ა/მანქანით, საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

10.9. სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის გა--წილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აა--ლიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

10.10. სააპელაციო პალატა ავტომობილის საგზურის ფურცელთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იზიარებს ნაწილობრივ და მიაჩნია, რომ ხსენებული დოკუმენტის ერთ-ერთი დანიშნულება ნამდვილად არის გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ავტომობილის სარგებლობისას საწვავის ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურება, თუმცა პალატა ვერ გაიზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს იმ დასკვნას, რომ ავტომობილის საგზურის ფურცელი მოპასუხე ა-- მ---------ათვის ავტომობილის სარგებლობაში გადაცემის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ უნდა იქნეს განხილული.

 

10.11. გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, დადგენილია და მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ ა-- მ--------ს, როგორც ს-------–-------------------- ს-------–-------- მ--–------------------------------------–-----------------------–------–-------- რაც ასევე მოიცავდა ა-- მ--------- უფლებამოსილებას, ს------–-----------------–----–- არსებული ავტომობილების სამსახურებრივი საჭიროების გამო გადაეცა დასაქმებულებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ავტომანქა-- ა-- მ--------ს სწორედ ამ მიზნით (სამსახურებრივი საჭიროების გამო დასაქმებულებისათვის გადაცემის მიზნით) გადაეცა, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ა-- მ--------- ახსნა-განმარტება და მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ავტომობილის საგზურის ფურცელი.

 

10.12. სააპელაციო პალატა, ავტომობილის საგზურის ფურცლისა და ა-- მ--------- ახსნა-განმარტების, ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ა--ლიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მითითებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ სადავო ავტომანქა-- 2015 წლის 12 აპრილს იმყოფებოდა რა ა-- მ--------- გამგებლობის სფეროში, მან გასწია დაუსაბუთებელი რისკი და ავტომანქა--, არასამუშაო დღეებში, უშუალო უფროსთან შეთანხმების გარეშე, გადასცა სხვა პირს, არასამსახურებრივი მიზნით, რასაც შედეგად მოჰყვა ავტომანქანის ბრალეული დაზიანება. (აღნიშნული გარემოების საპირისპირო მტკიცება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის).

 

11. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

12. სამოქალაქო კოდექსის 998.2-ე მუხლის თა--ხმად, ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელისშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც სხვისთვის მიყენებული ზიანით შეგნებულად ისარგებლა. თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები (სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 998.1).

 

13. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დილიქტით მიყენებული ზიანისათვის ა-- მ--------- და ზ-----ბ ო-----–---–ის სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი. შესაბამისად, რ-------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ა-- მ---------ათვის ზიანის ა--ზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ა-- მ--------ს ზ-----ბ ო-----–---–თან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს 14596,69 ლარის ოდენობით ზიანის ა--ზღაურება, შპს „რ-------ის წ--–--“ სასარგებლოდ.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

14. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. რ-------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება.

 

საპროცესო ხარჯები

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, ა-- მ--------ს შპს „რ-------ის წ--–--“ სასარგებლოდუნდა უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ა--ზღაურება 150 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „რ-------ის წ---–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. რ-------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება შეიცვალოს ა-- მ---------ათვის ზიანის ა--ზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

3. ა-- მ--------სა და ზ-----ბ ო-----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ 14596,69 ლარის გადახდა შპს „რ-------ის წ--–--“ სასარგებლოდ.

 

4. ა-- მ--------ს შპს „რ-------ის წ--–--“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ა--ზღაურება 150 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია გუჯაბიძე