განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119002871969
საქმე N1ბ/967-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
თბილისის პროკურატურის შ--------------–---------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის მა-------–------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–-------------------------–---–-- მიმართ, დაბადებული 1-----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------- ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ვ----------------------–---------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------–-----------------ში, დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განაჩენით, ვა–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,87-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000(სამი ათასი)ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 30 იანვრიდან - იმავე წლის 10 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ვ-–-------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
ვა–-------–---–ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 30 იანვარს, 22:42 საათზე, თ---–--–-------–-----------------ში, ვა–-------–---–მა მუშტის დარტყმით, განზრახ დააზიანა მეუღლის - ე-------------- 1500 ლარად ღირებული „ს---------- ფირმის ტელევიზორი, რომლის აღდგენაც სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია. ვა–-------–---–ის დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის შ--------------–---------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორმა მ--------–-------- რომელმაც მოითხოვა, განაჩენში ცვლილების შეტანა კერძოდ, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ვა–-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება მოწმეების: ბ------------------------------------–----------–---------------–---–-------------------------------------–------------------–----- დაზარალებულ ე-------------- გამოკითხვის ოქმებით; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ვა–-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მან დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და მეუღლე, იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ვ-–-------–---–- განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პროკურატურის შ--------------–---------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის მა-------–------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ვა–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-სი 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 30 იანვრიდან - იმავე წლის 10 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4.ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
-ტელევიზორი, რაც ინახება თ---–--–-------–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ე--------------
6.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი