განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340210116001372106
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–--- სახელით
საქმე №2ბ/6689-18 1 აპრილი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - მ-----ე ა---------–---–ი
წარმომადგენელი – ი--- შ----–----ე
მოწინააღმდეგე მხარეები – ვ--–---- ქ------–---–-, მ------ ქ------–---–-
წარმომადგენელი – მ-----–ი ხ-------–---–ი-ღ---–---
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გ----------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. 2----–-–---------–--ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გ----------ს რ---------------– ჭ-------–- მდებარე უძრავი ქონებაზე (საკადასტრო კოდით №-----------) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამავე ქონების ვ--–---- ქ------–---–-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. გ----------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ-----ე ა---------–---–ის სარჩელი მოპასუხეების ვ--–---- ქ------–---–-ს და მ------ ქ------–---–-ს მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რამაც საბოლოოდ საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კერძოდ, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მოპასუხის მიერ ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა მიზნად ისახავდა ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას, ფაქტობრივად კი მოპასუხე მეუღლესთან აგრძელებდა ურთიერთობებს.
4.2. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული მოწმე თ----- ც----–---–-ს ჩვენება, როგორც თ----- ც----–---–-ს მიერ, მ------ ქ------–---–-საგან 20 000 ლარის ოდენობით ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება.
4.3. ს----------–--- შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ვ--–---- ქ------–---–მა ს----------–--- საზღვარი 2----–-–----------------- გადმოკვეთა და 1----------–-–----- იმყოფებოდა ს----------–--–-. 1----------–--–ს მან გადაკვეთა საზღვარი და 0--------- წლის მდგომარეობით არსებული მონაცემით ს----------–--–- არ იმყოფებოდა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ 2----–-–------------------ს მ------ ქ------–---–მა და ვ--–---- ქ------–---–მა ერთობლივი განცხადების საფუძველზე განახორციელეს ვ--–---- ქ------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მ------ ქ------–---–-ს სახელზე გადაფორმება, რაც ეჭვქვეშ აყენებს ვ--–---- ქ------–---–-ს აღნიშნული მომენტისათვის ს---------------- ყოფნის ფაქტს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
8. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10.1. კ---- ა---------–---–მა მოპასუხე ვ--–---- ქ------–---–ს 0--------- წლიდან 1--------- წლამდე პერიოდში ჯამში 10 900 აშშ დოლარი და 9 500 ლარი ასესხა.
10.2. კ---- ა---------–---–ი 2----–-–---------–--ს გარდაიცვალა;
10.3. კ---- ა---------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრემ - მ-----ე ა---------–---–მა - 2----–-–----------------–ს, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში მიიღო კ---- ა---------–---–ის მთლიანი სამკვიდრო ქონება;
10.4. გ----------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ-----ე ა---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ვ--–---- ქ------–---–ს მ-----ე ა---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 900 აშშ დოლარის და 9 500 ლარის გადახდა.
10.5. მოპასუხეები - მ------ ქ------–---–- და ვ--–---- ქ------–---–- - 2----–-–----------- განქორწინდნენ;
10.6. გ----------ს რ---------------– ჭ-------–- მდებარე 1--------. ფართობის სასოფლო- სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 2---------- ფართის შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით №-----------5, საჯარო რეესტრში 2----–-–---------–------- ვ--–---- ქ------–---–-ს და ნ-----–ა ქ------–---–-ს თანასაკუთრებად იყო რეგისტრირებული.
10.7. 2----–-–---------–--ს მ------ ქ------–---–მა დადო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შეიძინა გ----------ს რ---------------– ჭ-------–- მდებარე, საჯარო რეესტრში №-----------5 საკადასტრო კოდით ვ--–---- ქ------–---–-ს თანასაკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების დადებისას მ------ ქ------–---–- მოქმედებდა 2----–-–------------ გაცემული მინდობილობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------- საფუძველზე და ხელშეკრულებას, როგორც გამყიდველის, ასევე, მყიდველის მხრიდან, მ------ ქ------–---–- აწერს ხელს. მ------ ქ------–---–-ს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე 2----–-–---------–--- დარეგისტრირდა. 0--------- წელს გაცემული ამონაწერით, უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს მ------ ქ------–---–- და ნ-----–ა ქ------–---–- წარმოადგენენ.
11. 2----–-–-----------ს მ-----ე ა---------–---–მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და 2----–-–---------–--ს გ----------ს რ---------------– ჭ-------–- მდებარე უძრავი ქონებაზე (საკადასტრო კოდით №-----------) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აღნიშნული ქონების ვ--–---- ქ------–---–-ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია მოითხოვა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა - სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო გარიგების მოჩვენებითი ხასიათი.
12. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და 2----–-–-----------ის ნასყიდობის ხელშეკრულების მხოლოდ ½ ნაწილში ბათილად ცნობა და №----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ½ წილის ვ--–---- ქ------–---–-ს სახელზე აღრიცხვა მოითხოვა.
13. აპელანტის მტკიცებით, ვ--–---- ქ------–---–სა და მ------ ქ------–---–ს შორის განქორწინება ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ფაქტობრივად ისინი კვლავ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება კი მოჩვენებითი ხასიათისაა და მისი დადების მიზანს კ---- ა---------–---–ის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების თავითან არიდება წარმოადგენდა.
14. სააპელაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ სადავო გარიგების ნამდვილობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, კერძოდ:
14.1. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
14.2. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მხარეთა მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები უნდა მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ამდენად, მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.
14.3. როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, იმ არსებითი ხასიათის ნაკლს წარმოადგენს, რაც სამართლებრივი შედეგის დადგომას გამორიცხავს. ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას ითხოვს, რადგან, თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე კეთილსინდისიერად მოქმედებდა, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.“ (იხ. სუს გადაწყვეტილება საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი; საქმე №ას-1439-1357-2012 1 ივლისი 2012 წელი. 2010 წლის 30 აპრილის №ას-571-879-09 განჩინება).
14.4. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგების მხარეებს ყოფილი მეუღლეები წარმოადგენენ. სახეზეა დადგენილი წესით (საჯარო რეესტრში) დადასტურებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც, ვ--–---- ქ------–---–მა გაყიდა, ხოლო მ------ ქ------–---–მა იყიდა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №-----------. ამდენად, სააპელაციო პალატის კვლევის საგანია, დაიდო თუ არა ხელშემკვრელ მხარეებს შორის ნამდვილი გარიგება, თუ იგი გაფორმდა მესამე პირის (კ---- ა---------–---–ის) მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, მოსაჩვენებლად და იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნებისათვის სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
14.5. ვ--–---- ქ------–---–ს კ---- ა---------–---–ის წინაშე სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება წარმოეშვა ჯერ კიდევ მ------ ქ------–---–თან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის პერიოდში (0--------- წლიდან 1--------- წლამდე). მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ვ--–---- ქ------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა. მოპასუხე ვ--–---- ქ------–---–მა 2----–-–----------- მეუღლესთან ქორწინება შეწყვიტა, ამავდროულად ქორწინების შეწყვეტიდან მოკლე დროში - 2----–-–------------ მეუღლეზე განუსაზღვრელი ვადით მოქმედი მინდობილობა გასცა, რომლითაც მ------ ქ------–---–ს მთელი მისი მოძრავი და უძრავი ქონების განკარგვის, გასხვისების, გაჩუქების და მათ შორის საკუთარ თავზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის უფლება მიანიჭა. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე მ------ ქ------–---–მა 2----–-–---------–--ს თავის სახელზე გადაიფორმა ვ--–---- ქ------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება, ხოლო 2----–-–------------------ს ასევე, საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ყოფილი მეუღლის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებაც, რასაც საფუძვლად დაედო ყოფილი მეუღლეების ერთობლივი განცხადება.
14.6. სარჩელის იმ ფაქტობრივი საფუძვლის საპირისპიროდ, რომ ვ--–---- ქ------–---–სა და მ------ ქ------–---–ს შორის განქორწინება ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რომ ისინი ფაქტობრივად კვლავ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ხოლო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ვალდებულების შესრულების თავითან არიდების მიზნით არის დადებული - მოპასუხე განმარტავს, რომ სადავო გარიგების დადების წინაპირობას წარმოადგენდა მ------ ქ------–---–-ს მიერ თ----- ც----–---–-ს წინაშე ვ--–---- ქ------–---–-ს კუთვნილი ვალდებულების შესრულება, კერძოდ - მ------ ქ------–---–მა თ----- ც----–---–ს გადაუხადა ვ--–---- ქ------–---–ის მიერ გადასახდელი 20 000 ლარი, რის სანაცვლოდაც შემდგომში, მას (მ------ ქ------–---–ს) მისმა ყოფილმა მეუღლემ მინდობილობის საფუძველზე მიანიჭა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან მისი წილის საკუთარ თავზე გადაფორმების უფლება. ამდენად, მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ მ------ ქ------–---–ს ვ--–---- ქ------–---–თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი (20 000 ლარი) ფაქტობრივად წინასწარ ჰქონდა გადახდილი.
14.7. პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი ვ--–---- ქ------–---–სა და მ------ ქ------–---–ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა, სადავო გარიგებით წარმოშობილი სამართალურთიერთობის სწორი კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობისაა მოპასუხის მიერ ნასყიდობის ფასის გამყიდველისათვის გადახდის ფაქტის გამოკვლევა, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას, სწორედ, შეთანხმებული ფასის გადახდა წარმოადგენს. როგორც მოპასუხეთა განმარტებებიდან ირკვევა, განსახილველ შემთხვევაში ნასყიდობის ფასს წარმოადგენდა მ------ დ--–---–---–ის მიერ თ----- თ----- ც----–---–-სათვის გადახდილი 20 000 ლარი.
14.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა, სადავოობისას ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის მიმღების ხელწერილი, თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი და სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, კანონმდებელი ფულადი ვალდებულების შესრულების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილავს კრედიტორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ან თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ წერილობით დოკუმენტს. განსახილველ შემთხვევაში, 20 000 ლარის ოდენობით ვალის (როგორც სადავო გარიგების ნასყიდობის ფასის) გადახდის ფაქტის დადასტურება მოპასუხე მხარის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია თ----- ც----–---–-ს მიერ გაცემული, 2----–-–------------- დათარიღებული ხელწერილი, რომელშიც ეს უკანასკნელი მ------ ქ------–---–-საგან 20 000 ლარის მიღების ფაქტს ადასტურებს.
14.9. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
14.10. სააპელაციო პალატა თ----- ც----–---–-ს მიერ 2----–-–-----------ს ხელწერილის სამართლებრივი შეფასების მიზნებისათვის ყურადღებას მიაქცვს თ----- ც----–---–-ს მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემულ ჩვენებას. პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თითოეული მოწმე ინდივიდია განსხვავებული პიროვნული თვისებებით და ინტერესებით. მართალია, მოწმე, როგორც წესი, არ არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაინტერესებული პირი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მას ჰქონდეს საქმის გადაწყვეტის შედეგით სხვაგვარი დაინტერესება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ერთ-ერთ მხარესთან მეგობრული, მტრული, ნათესაური ურთიერთობებით, სიმპათიითა და ანტიპათიით, სამსახურებრივი ურთიერთკავშირებით. აღნიშნული, ცხადია, თავისთავად არ განაპირობებს მოწმის ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობის დაკარგვას, მაგრამ იძლევა მისი კრიტიკული შეფასების საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თ----- ც----–---–მა სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას ვერ უპასუხა მის მიმართ დასმულ ისეთ შეკითხვებს როგორიცაა: როდის მიიღო თანხა მ------ ქ------–---–-საგან? რა რაოდენობით? დაწერა თუ არა აღნიშნულის თაობაზე ხელწერილი და როდის? რომელ სამშენებლო კომპანიაში იხდიდა თანხებს? მოწმემ ასევე ვერ დაადასტურა ხელწერილის შედგენის სინამდვილე ვერ მიუთითა ხელწერილის შედგენის დრო და ადგილი. პალატას მიაჩნია, რომ მოწმე თ----- ც----–---–-ს ამგვარი ჩვენება ეჭქვეშ აყენებს 2----–-–-----------ს ხელწერილის უტყუარობას, რის გამოც აღნიშნული ხელწერილი სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული როგორც თ----- ც----–---–-ს მიერ მ------ ქ------–---–-საგან 20 000 ლარის ოდენობით ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება.
14.12. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ მ------ ქ------–---–მა სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული განმარტება იმისა, თუ რამ განაპირობა განქორწინებიდან სამ კვირაში ყოფილი მეუღლის სოლიდური ვალდებულების - 20 000 ლარის გადახდის შესრულება, (იხ: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი) მაშინ როდესაც იგი ერთ-ერთ განმარტებაში, მეუღლესთან კონფლიქტის მთავარ მიზეზად, სწორედ, ფინანსურ სიდუხჭირეს (მ------ ქ------–---–- მიუთითებდა, რომ „---------------–--------–---–-------------------- ასახელებს.
14.13. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ერთობლიობაში შეაფასების საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მ------ ქ------–---–-ს მიერ თ----- ც----–---–-ს მიმართ 20 000 ლარის ოდენობით ვალდებულების შესრულების ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა, რაც ნიშნავს, იმას რომ მ------ ქ------–---–მა ვერ დაადასტურა სადავო გარიგების სასყიდლიანი ფორმა.
14.14. საგულისხმოა გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების ხელწერილების თანახმად, ვ--–---- ქ------–---–-ს მიმართ გაგზავნილ საფოსტო გზავნილები ჩაბარებული აქვს მ------ ქ------–---–ს, ამასთან იგი ყველა ჩაბარების დასტურზე ხელს აწერს, როგორც ვ--–---- ქ------–---–-ს „მეუღლე“ (იხ: გზავნილები ტ.1. ს.ფ. 150), რაც ამყარებს აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეები ფაქტობრივად კვლავ ერთ ოჯახად ცხოვრობენ.
14.15. როგორც ზემოთ აღინიშნა, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, მით უფრო, როდესაც სახეზეა უსასყიდლო გარიგება (მოცემულ შემთხვევაში გარიგების სასყიდლიანობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება), ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, მით უფრო, თუ გარიგება უსასყიდლო ხასიათისაა, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია.
14.16. პალატა ზემოჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის, რომლებიც ფაქტობრივი მდგომარეობით აგრძელებენ თანაცხოვრებას, უძრავი ქონების თაობაზე დადებული უსასყიდლო გარიგება მოჩვენებითია. აღნიშნული მტკიცების გაქარწყლების ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარეებს ჰქონდათ, კერძოდ, მათ უნდა ემტკიცებინათ, რომ არსებობდა ქონების საკუთრებაში მიღების ნამდვილი ნება, და რომ შემძენმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა, სცოდნოდა იმ საფრთხის თაობაზე, რომ აღნიშნული ქონების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი არსებობდა. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში სწორედ მოპასუხე მ------ ქ------–---–ს უნდა ემტკიცებინა, რომ ის კეთილსინდისიერია. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეებმა ვერ დაადასტურეს სადავო ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება. ცოლ-ქმარს შორის განქორწინება, შემდგომ მთელ უძრავ მოძრავ ქონებაზე განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭება, რომლის საფუძველზეც მ------ ქ------–---–მა უძრავი ქონება უსასყიდლოდ განკარგვა საკუთარ თავზე იმ დროს, როდესაც ერთ-ერთ მეუღლეს გააჩნდა სოლიდური ფულადი ვალდებულება მესამე პირის მიმართ, მიუთითებს ვ--–---- ქ------–---–-ს მიერ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაზე, რაც ცნობილი უნდა ყოფილიყო ვ--–---- ქ------–---–თან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მყოფი მ------ ქ------–---–-სათვის, ხოლო საწინააღმდეგო გარემოებები, რაც უარყოფდა ამ პრეზუმფციას, მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი გარიგება ბათილია, გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო.
15. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მ-----ე ა---------–---–ის სარჩელი საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ვ--–---- ქ------–---–სა და მ------ ქ------–---–ს შორის 2----–-–---------–--ს, #------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებიდან ვ--–---- ქ------–---–-ს ½ წილზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ვ--–---- ქ------–---–- უნდა აღირიცხოს უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #------------) ½ წილის მესაკუთრედ.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
16. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გ----------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
საპროცესო ხარჯები
17. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის მ-----ე ა---------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, ჯამში 1716.70 (1240 – 53.3.(პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაბრუნებული) +50 (უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟი)+480(სააპელაციო საჩივრის ბაჟი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ-----ე ა---------–---–ი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს გ----------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება, გარდა მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტისა და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მ-----ე ა---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ვ--–---- ქ------–---–სა და მ------ ქ------–---–ს შორის 2----–-–---------–--ს #------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებიდან ვ--–---- ქ------–---–-ს კუთვნილ ½ წილზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ვ--–---- ქ------–---–- აღირიცხოს აღნიშნული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #------------) ½ წილის მესაკუთრედ.
5. მოწინააღმდეგე მხარეებს - მ------ ქ------–---–სა და ვ--–---- ქ------–---–ს - მ-----ე ა---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1716.70 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–--- უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი