განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-382-2019 წელი
№090100119002927937
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
27 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ----- დ----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
თ----- დ----–--ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, ტექნიკური განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ა--------–-----–-----------------------------ში, მსჯავრდებულია ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხ-ლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართ-ვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართ-ველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგა-ნოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძე-ნის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმ-ძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
თ----- დ----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისათვის.
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თ----- დ----–--ემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა საერთო წონით 151 გრამი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა ა-------–-----–-----------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა 2019 წლის 7 მარტს.
თ----- დ----–--ემ, 2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ა-------–-----–------------------------------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ურთიერთშელაპარაკებისას, კედელზე თავი მიარტყმევინა მეუღლეს – ნ---- კ-------–--ეს, რის შედეგადაც და-ზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზ----- შ--–--------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს თ----- დ----–--ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენი-ლია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გასათვალისწინებელია მის მიერ ჩადე-ნილი ქმედების ხასიათი და საშიშროება. თ----- დ----–--ემ იძალადა მეუღლეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, იგი ასევე უკანონოდ ინა-ხავდა გამომშრალ მარიხუანას. აღნიშნული გარემოება მეტყველებს მსჯავრდებულის იმპულსურობაზე, მის არაკონტროლირებად ქცევაზე, რომლის ქმედებას შესაძლოა უფ-რო მძიმე შედეგი მოჰყოლოდა. დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობრივი ქმედების ჩა-დენა ქალის მიმართ. თ----- დ----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემა-კავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახალი და-ნაშაულის ჩადენა და მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ თ----- დ----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ----- დ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ თ----- დ----–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის სუფთა წარსულის მქონე, ხასიათდება დადებითად, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით მას ძირითად სასჯელად დაუნიშნა – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუ-თვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსე-ბობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებული-სათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი თ----- დ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
თ----- დ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ამბროლაურის რაიონუ-ლი სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ----- დ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯე-ლის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამა-სი) საათის ვადით;
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მარ-თვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებ-ში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანე-ლობისა და წარმომადგენლობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თა-მაზ დ----–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მარ-თვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებ-ში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანე-ლობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მსჯავრდებულ თ----- დ----–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინას-წარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 8 მარტიან 2019 წლის 15 მარტამდე.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ თ----- დ----–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს ბრალდებულ თ----- დ----–--ის მიმართ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღო-ნისძიება – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით და მოეხსნას ამბროლაურის რაიო-ნული სასამართლოს 2019 წლის 14 განჩინებით გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა ტ------– დ--------–--ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთს, მდებარე ა-------–-------------------------–---------ში (ნაკვეთი –----, დაზუსტებული ფართობი –---- კვ. მ. საკადასტრო კოდი –------------), ღირებული 5000(ხუთი ათასი) ლარად.
ნივთიერი მტკიცებულებები – შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შსს ამბროლაურის რიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რომელიც ინახება შსს ამბროლაურის რიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – ნ---- კ-------–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ამბროლაურის რიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ნ---- კ-------–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – თ----- დ----–--ისაგან ამოღებული მაისური, რომელიც ინახება შსს ამბროლაურის რიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ----- დ----–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili