განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.07.2019
საქმის ნომერი
330310018002734790
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002734790

საქმე №3ბ/1066-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე)- შოთა გეწაძე

მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ა------------ი’’;

წარმომადგენელი (დირექტორი) – ვ------- თ--–-----ე;

წარმომადგენელი - ლ----------ი კ--------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი - ც-----------–---–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ლ--------ი მ----ე;

 

მესამე პირი (ასკ 16.2 )- ი-–-- ზ------–---–ი;

 

დავის საგანი - 2000 წლის 22 სექტემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, 2000 წლის 14 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის, 2002 წლის 12 აგვისტოს საკუთრების დამადასტურებელი №------- მოწმობის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ლ--------ი მ----ეს შორის დადებული 2000 წლის 22 სექტემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ქ. თბილისში, დ---- დ------ი, მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში განთავსებულ 90.95კვ.მეტრი ფართის უძრავი ქონების თაობაზე (იხ.სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-13).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ლ--------ი მ----ეს შორის 2000 წლის 14 სექტემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, ქ. თბილისში, დ---- დ------ი, მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში განთავსებულ 90.95კვ.მეტრი ფართის უძრავი ქონების თაობაზე (იხ.სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-13).

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2002 წლის 12 აგვისტოს ლ--------ი მ----ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №--------კ (იხ.სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-13).

 

2.მხარეთა პოზიციები:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს ,,ა------------ის’’ მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე ლ--------ი მ----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.3. მესამე პირს ი-–-- ზ------–---–ს, წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს ,,ა------------ის’’ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,ა------------ის’’ სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ლ--------ი მ----ის, მესამე პირის- ი-–-- ზ------–---–ის მიმართ, 2000 წლის 22 სექტემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, 2000 წლის 14 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის, 2002 წლის 12 აგვისტოს საკუთრების დამადასტურებელი №--------კ მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1 ქ. თბილისის ს----------–ოს რ-----ის პრეფექტურის 1991 წლის 16 ოქტომბრის №--- განკარგულებით დაკმაყოფილდა მცირე საწარმო შპს ,,ა------------ის“ თხოვნა და იჯარით გადაეცა ქ. თბილისი, დ---- დ------ი, მ--- მ--------ი, №-- საცხოვრებელი კ-------სის პირველ სართულზე (სათავსო №--) აუთვისებელი არასაცხოვრებელი ფართი 90 კვ.მეტრის ოდენობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სარეალიზაციო მაღაზიის მოსაწყობად.

 

თბილისის ს----------–ოს დეპუტატთა რ-----ული საბჭოს აღმასკომის საბინაო საექსპლუატაციო ტრესტის 1991 წლის 22 ოქტომბრის №------ წერილით №--5 ს.ს. უბნის უფროსს ვ. ქ---------ეს ეცნობა, რომ ს----------–ოს რ-----ის პრეფექტურის 16.10.91 წ. №--- განკარგულებით მცირე საწარმო ,,ა------------ს“ იჯარით გადაეცა დ---- დ------ი, მ--- მ--------ი, №-- საცხოვრებელი კ-------სის პირველ სართულზე სათავსო აუთვისებელი არასაცხოვრებელი, ფართი 90.კვ. მეტრის ოდენობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სარეალიზაციო მაღაზიის მოსაწყობად. მას დაევალა აღნიშნულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება, საიჯარო ქირის დარიცხვა და სხვა კომუნალური მომსახურეობის გადასახადები არსებული ტარიფებით.

 

ქ.თბილისის ს----------–ოს რ-----ის პრეფექტურის 1991 წლის 23 ოქტომბრის №---- განკარგულებით შპს ,,ა------------ი“ დარეგისტრირდა მცირე საწარმოს სტატუსით.

 

1991 წლის 1 დეკემბერს, ერთის მხრივ ს----------–ოს რ-----ის №--5 საბინაო საექსპლოატაციო უბნის უფროსსა და მეორეს მხრივ მცირე საწარმო ,,ა------------ს“ შორის დაიდო არასაცხოვრებელი სადგომის (ნაგებობის) დაქირავების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ. თბილისის არასაცხოვრებელი ფართობების აღრიცხვა-განაწილების სამმართველოს მიერ 1991 წლის 16 ოქტომბერს გაცემული №--- ორდერის საფუძველზე სსუ აქირავებდა არასაცხოვრებელ სადგომს მისამართზე: დ---- დ------ი, მ--- მ--------ი, კ-------სი №-- (სათავსო 40).

 

საქართველოს რესპუბლიკის თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის სამმართველოს არასაცხოვრებელი ფართების აღრიცხვა-განაწილების სამმართველოს მიერ 1992 წლის 17 იანვარს მცირე საწარმო ,,ა------------ზე“ გაიცა ორდერი №1643 (მისამართი: დ---- დ------ი, მ--- მ--------ი №--, საცხოვრებელი კ-------სი, სათავსო №--, არასაცხოვრებელი ფართობი: 90 კვ.მეტრი, გამოყენების მიზანი: მაღაზია, საფუძველი: ქ.თბილისის ს----------–ოს რ-----ის პრეფექტურის 16.10.1991 წლის №--- განკარგულება). (ს.ფ. 34-37-33-35-36)

 

4.2. უძრავი ქონების მართვის და პრივატიზების განყოფილების 2000 წლის 01 აგვისტოს №------- ბრძანებით დადგენილია, რომ ს----------–ოს რ-----ში, დ---- დ------ი მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში მდებარე მუნიციპალური არასაცხოვრებელი ფართობის (90.95 კვ.მ ფართობი) პრივატიზების ფორმად განისაზღვრა კომერციული კონკურსი. ცნობად იქნა მიღებული, რომ ზემოაღნიშნული ობიექტი ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2000 წლის 20 ივნისის და 2000 წლის 25 ივლისის კონკურსზე განაცხადის შეუსვლელობის გამო არ გაიყიდა. ობიექტი გამოცხადებული იყო გაზეთ ,,-----–--–-’’ 2000 წლის 20 მაისის და 2000 წლის 24 ივნისის ნოემბერში. ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 1369.45 აშშ დოლარის ოდენობით. კონკურსში გამარჯვებული ვალდებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში დაეფარა გადასახდელი საბოლოო ფასის არანაკლებ 4%, ხოლო დარჩენილი თანხა არაუმეტეს ორი წლის ვადაში. ამავე ბრძანებით განისაზღვრა საკონკურსო პირობები.

 

თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის 2000 წლის 05 სექტემბრის №--- სხდომის ოქმის თანახმად, საპრივატიზებო ობიექტის (მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–ოს რ-----ი, დ---- დ------ი მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 90.95 კვ.მეტრი) ობიექტის საწყისი ღირებულება 1369.45 აშშ დოლარი) შესყიდვასთან დაკავშირებით შესული იყო 1 განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობას იღებდა ლ--------ი მ----ე, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადდა გამარჯვებულად. (ს.ფ.160-161-155- 153-154)

 

4.3. დადგენილია, რომ ერთის მხრივ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საპრივატიზებო კომისიას, მისი წევრის დ. დ-–----ის სახით და მეორეს მხრივ 2000 წლის 5 სექტემბერს, ქ. თბილისში, ს----------–ოს რ-----ში, დ---- დ------ი მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართობის გასაყიდ კონკურსში გამარჯვებული ფიზიკური პირის - ლ--------ი მ----ეს შორის, 2000 წლის 14 სექტემბერს შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი №--, რომლის თანახმად, საპრივატიზებო კომისიის წევრი დ.დ-–----ი აბარებს, ხოლო ფიზიკური პირი ლ. მ----ე იბარებს ქ. თბილისში ს----------–ოს რ-----ში, დ---- დ------ი მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში მდებარე 90.95 კვ. მეტრ არასაცხოვრებელ ფართობს ღირებულებით 1369.45 აშშ დოლარი, რომელსაც გააჩნია დანამატი საკონკურსო კომისიის 2000 წლის 5 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე და შეადგენს 1375 აშშ დოლარს.

 

საქმეში წარმოდგენილი 2000 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ერთის მხრივ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო, სამმართველოს უფროსის მოადგილის კ. იოსელიანს (შემდგომში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ ლ--------ი მ----ეს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის, ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ დებულებისა და 2000 წლის 5 სექტემბრის კონკურსის შედეგების ოქმი №----ის გათვალისწინებით, დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ,,გამყიდველმა’’ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცა ხოლო ,,მყიდველმა’’ - ლ--------ი მ----ემ, მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო ქ. თბილისში, ს----------–ოს რ-----ში, დ---- დ------ი, მ--- მ--------ი, კ-------სი №--- ში განთავსებული 90.95 კვ.მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი, რომლის საბოლოო გასაყიდი ფასი შეადგენდა 1375 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. ქონება ,,მყიდველს’’ გადაეცა 2000 წლის 14 სექტემბრის №-- მიღება-ჩაბარების თანდართული აქტით 1 ფურცლად, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

 

დასახელებული ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვამდე ,,მყიდველს’’ ქონება გადაეცემოდა მფლობელობაში და სარგებლობაში.

 

დასახელებული ხელშეკრულების 4.3 მუხლის თანახმად სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება ,,გამყიდველიდან’’ ,,მყიდველს’’ გადაეცემოდა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. უძრავი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება გადადიოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

 

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2002 წლის 12 აგვისტოს გაცემული იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №--------კ, რომლითაც დასტურდება, რომ ლ--------ი მ----ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, დ---- დ------ი მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში მდებარე 90.95 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი. მოწმობის გაცემის საფუძვლად კი მითითებულია 06.09.00წლის №1------ ბრძანება, 14.09.00წლის მიღება ჩაბარების აქტი №--, 22.09.00 წლის ხელშეკრულება №-----. (ს.ფ. 152- 148-151- 43)

 

4.4. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დასახლება დ---- დ------ი, მ--- მ--------ი, კ-------სი №--, არასაცხოვრებელი ფართი: 90.95 კვ. მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, 2002 წლის 12 ნოემბრიდან თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ი-–-- ზ------–---–ის (41.65 კვ.მეტრი) და ლ--------ი მ----ის (49.30 კვ.მეტრი) სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 29/09/2011, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2002 წლის 12 აგვისტოს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N23/1694-კ. (ს.ფ.50-51)

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ მოპასუხეთა ქმედება, შესაბამისად, ამ უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული ხელშეკრულება შესაბამისობაშია კანონით დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმის თაობაზე, რომ მას სადავო უძრავ ქონებაზე გააჩნდა მუდმივი ორდერი და სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა გაესხვისებინა მის განკარგულებაში არსებული ქონება, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა და მიუთითა:

 

საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება არასოდეს ყოფილა მოსარჩელის საკუთრებაში, არამედ ყოველთვის წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, ხოლო ამ უკანასკნელმა, კანონმდებლობის ყველა წესის დაცვით მოახდინა ქ. თბილისში, დ---- დიღმის დასახლება, მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში მდებარე უძრავი ქონების პრივატიზება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ლ--------ი მ----ეს შორის 2000 წლის 14 სექტემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ლ--------ი მ----ეს შორის დადებული 2000 წლის 22 სექტემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2002 წლის 12 აგვისტოს ლ--------ი მ----ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი №--------კ მოწმობის მიღების დროს დარღვეული იქნა საკანონმდებლო ნორმები.

 

6 შპს ,,ა------------ის’’ სააპელაციო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის №3/7313-18 გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება აპელანტის მოთხოვნა.

 

6.1. შპს ,,ა------------ის’’ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა და არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ ქ.თბილისის მერიის მიერ 1992 წლის 17.01 გაიცა მუდმივი ორდერი №--- განკარგულების საფუძველზე. შპს ,,ა------------ს’’ გადაეცა დ---- დიღმის მე-4 მ/რ №-- კ-------სში სათავსო 90კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის სარეალიზაციოდ, რომელიც გარემონტებული და კეთილმოწყობილი იყო შპს ,,ა------------ის’’ მიერ, თუმცა სასამართლომ გაიზიარა ის ფაქტი, რომ ქონება გადაცემული იყო იჯარის საფუძველზე. თუნდაც აქედან გამომდინარე, უკანონო იყო კომერციული კონკურსი, რომლის შედეგადაც ქონება გაიყიდა ლ--------ი მ----ეზე, რომელმაც თავის მხრივ ქონება ნაწილობრივ გაასხვისა ი-–-- ზ------–---–ზე. უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იჯარით გაცემული ქონების უპირატესი შესყიდვის უფლება ჰქონდა მეიჯარეს და აქედან გამომდინარე, ფაქტობრივი უსწორობა გამოიხატება მოპასუხის მხრიდან სხვისი ქონების გასხვისებაში.

 

აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივი გარემოებების არასწორმა დადგენამ და შეფასებამ გამოიწვია სამართლებრივი უსწორობაც, რაც გამოიხატება იმაში, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა გამოყენებული კანონი.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს (სადავო პერიოდში მოქმედი) კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, კონკურსის ფორმით გაყიდვის მიზანია ქონებაზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც გამყიდველს ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს.

 

სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენს საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. ხოლო მე-10 მუხლში განმარტებულია გარიგებათა გაფორმების წესი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსით, აუქციონით და პირდაპირი მიყიდვით პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის ფორმდება სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას კი - საიჯარო ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში შეიტანება: ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ, ქონების დასახელება, შემადგენლობა და ფასი, მხარეთა მისამართები, მყიდველის ვალდებულება პრივატიზებული ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ. მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი წესით პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 2 თვის ვადაში.

 

პალატა ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 ბრძანებაზე (სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ’ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების წესს. ამავ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ’’ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერტორიული ორგანო (შემდგომში ,,გამყიდველი’’). მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით გაყიდვის მიზანია ქონებაზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს (შემდგომში "მყიდველი"), რომელიც "გამყიდველს" ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, კონკურსის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში ,,გამყიდველი’’).

 

დასახელებული დებულების მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების მიზნით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო 1 წლის ვადით ქმნის საკონკურსო კომისიას (შემდგომში საკონკურსო კომისია). დებულების მე-3 მუხლი დეტალურად განმარტავს კონკურსში მონაწილეობის პირობებს და იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც საკონკურსო კომისიას უნდა წარედგინოს. დებულების მე-4 მუხლის თანახმად, საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს განიხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმიდან გამომდინარე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება მონაწილე, რომლის წინადადებები აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და გადაიხდის მაქსიმალურ ფასს, კონკრეტული თანხის ჩაწერით. ხოლო საინვესტიციო კონკურსის გამარჯვებულად - მონაწილე, რომლის წინადადებები აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და რომელმაც "გამყიდველს" შესთავაზა განსაზღვრული დროისათვის ინვესტიციების მაქსიმალური ოდენობა, კონკრეტული თანხის ჩაწერით.

 

სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ "გამყიდველის" გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში "გამარჯვებული" მონაწილე ვალდებულია "გამყიდველთან" გააფორმოს ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით), ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, "გამყიდველსა" და კონკურსში "გამარჯვებულს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ; ბ) გამყიდველისა და მყიდველის მისამართები; გ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი; დ) სახელმწიფო ქონების შემადგენლობა და შეძენის ფასი; ე) დაკავებული მიწის ფართობის სიდიდე; ვ)საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებების ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; ზ)სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსის და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში უძრავი ქონების მართვის და პრივატიზების განყოფილების 2000 წლის 01 აგვისტოს №------- ბრძანებით დადგენილია, რომ ს----------–ოს რ-----ში, დ---- დ------ი მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში მდებარე მუნიციპალური არასაცხოვრებელი ფართობის (90.95კვ.მეტრი ფართობი) პრივატიზების ფორმად განისაზღვრა კომერციული კონკურსი. ცნობად იქნა მიღებული, რომ ზემოაღნიშნული ობიექტი ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2000 წლის 20 ივნისის და 2000 წლის 25 ივლისის კონკურსზე განაცხადის შეუსვლელობის გამო არ გაიყიდა. ობიექტი გამოცხადებული იყო გაზეთ ,,-----–--–-’’ 2000 წლის 20 მაისის და 2000 წლის 24 ივნისის ნოემბერში. ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 1369.45აშშ დოლარის ოდენობით. კონკურსში გამარჯვებული ვალდებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში დაეფარა გადასახდელი საბოლოო ფასის არანაკლებ 4%, ხოლო დარჩენილი თანხა არაუმეტეს ორი წლის ვადაში. ამავე ბრძანებით განისაზღვრა საკონკურსო პირობები.

 

თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის 2000 წლის 05 სექტემბრის №--- სხდომის ოქმის თანახმად დადგენილია ასევე, რომ საპრივატიზებო ობიექტის (მდებარე: ქ.თბილისი, ს----------–ოს რ-----ი, დ---- დ------ი მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 90.95კვ.მეტრი, ობიექტის საწყისი ღირებულება 1369.45 აშშ დოლარი) შესყიდვასთან დაკავშირებით შესული იყო 1 განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობას იღებდა ლ--------ი მ----ე, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადდა გამარჯვებულად. აღნიშნული ოქმის შესაბამისად, ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საპრივატიზებო კომისიასა და ლ--------ი მ----ეს შორის, 2000 წლის 14 სექტემბერს შედგენილი იქნა მიღება- ჩაბარების აქტი №--, რომლის თანახმად, საპრივატიზებო კომისიის წევრმა დ.დ-–----მა ჩააბარა, ხოლო ლ.მ----ემ ჩაიბარა ქ.თბილისში, ს----------–ოს რ-----ში, დ---- დ------ი მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში მდებარე 90.95კვ.მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი ღირებულებით- 1369.45 აშშ დოლარი, რომელსაც გააჩნდა დანამატი საკონკურსო კომისიის 2000 წლის 5 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე და შეადგინა 1375 აშშ დოლარი.

 

დადგენილია ასევე, რომ 2000 წლის 22 სექტემბერს ერთის მხრივ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო, სამმართველოს უფროსის მოადგილის კ.იოსელიანს (შემდგომში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ ლ--------ი მ----ეს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის, ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელწმიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ დებულებისა და 2000 წლის 5 სექტემბრის კონკურსის შედეგების ოქმი №----ის გათვალისწინებით, დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ,,გამყიდველმა’’ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცა ხოლო ,,მყიდველმა’’ - ლ--------ი მ----ემ, მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო ქ.თბილისში, ს----------–ოს რ-----ში, დ---- დ------ი, მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში განთავსებული 90.95 კვ.მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი, რომლის საბოლოო გასაყიდი ფასი შეადგენდა 1375 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. ქონება ,,მყიდველს’’ გადაეცა 2000 წლის 14 სექტემბრის №-- მიღება-ჩაბარების თანდართული აქტით 1 ფურცლად, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვამდე ,,მყიდველს’’ ქონება გადაეცემოდა მფლობელობაში და სარგებლობაში. ხელშეკრულების 4.3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება ,,გამყიდველიდან’’ ,,მყიდველს’’ გადაეცემოდა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. უძრავი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება გადადიოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

 

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2002 წლის 12 აგვისტოს გაცემული იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №--------კ, რომლითაც დასტურდება, რომ ლ--------ი მ----ეს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, დ---- დ------ი მ--- მ--------ი, კ-------სი №---ში მდებარე 90.95 კვ.მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი. მოწმობის გაცემის საფუძვლად კი მითითებულია 06.09.00წლის №1------ ბრძანება, 14.09.00 წლის მიღება ჩაბარების აქტი №--, 22.09.00წლის ხელშეკრულება №-----.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იმის თაობაზე, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზემოთმითითებული სამართლებრივ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოების ქმედება, შესაბამისად, ამ უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული ხელშეკრულება შესაბამისობაშია კანონით დადგენილ

 

7.2 გარდა აღნიშნულისა, პალატა მიუთითებს თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993 წლის 27 მარტის N-------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დამტკიცებული იქნა ქ. თბილისში მუნიციპალური საკუთრების შენობა-ნაგებობებში არასაცხოვრებელი ფართობის იჯარით და იჯარის უფლების აუქციონის (კონკურსის) წესის გაცემის შესახებ დებულება, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, საბინაო მეურნეობის სამმართველოს დაევალა მიმდინარე წლის ბოლომდე ჩაეტარებინა ქ . თბილისის მუნიციპალური საკუთრების შენობა-ნაგებობებში იჯარით გაცემული და არასაცხოვრებელი ფართობების ხელახალი რეგისტრაცია და მოეყვანა ისინი ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულებასთან შესაბამისობაში. გაეტარებინა რადიკალური ღონისძიებები დამქირავებელი ორგანიზაციებისაგან საიჯარო ქირის 1993 წლის 1 აპრილამდე არსებული დავალიანების მოქმედი წესების და სანქციების გამოყენებით ამოსაღებად. ამავე მუხლის 4.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილამდე სამმართველოს უნდა უზრუნველეყო საიჯარო ქირის ახალი სატარიფო განაკვეთებით დარიცხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993 წლის 27 მარტის N-------- გადაწყვეტილების 4.3 პუნქტის შესაბამისად უნდა მომხდარიყო ახალი ხელშეკრულებების გაფორმება, რაც შპს „ა------------ის“ მიმართ არ განხორციელებულა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვისას წარმოდგენილი ხელშეკრულებით დასტურდება, რომ 1995 წლის 1 აპრილს, ერთის მხრივ სსუ „----- დ------სა“ და მეორეს მხრივ ლ--------ი მ----ეს - შპს „ფ-------–ას“ პრეზიდენტს შორის, დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დ/დ------ში მ--- მ/რ, კორპ 12, არასაცხოვრებელი ფართი (მაღაზია) 90 კვ.მ, იჯარით გადაეცა შპს „ფ-------–ას“ და საიჯარო თანხად განისაზღვრა წელიწადში 180 დოლარი. (იხ. ს.ფ 405) ამდენად ნათელია, რომ შპს „ა------------მა“ სადავო ფართთან მიმართებით სამართლებრივი კავშირი გაწყვიტა 1995 წლის 1 აპრილიდან, სსუ „დ---- დ------სა“ და ლ--------ი მ----ეს, როგორც შპს „ფ-------–ას“ პრეზიდენტს შორის ხელშეკრულების დადების მომენტიდან.

 

7.3 რაც შეეხება აპელანტის მითითებას უპირატესი შესყიდვის უფლებასთან მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ 1995 წლის 23 მარტის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის N-- განკარგულებით, თბილისში არასაცხოვრებელი ფართობების პრივატიზების დაჩქარების შესახებ, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 1998 წლის 29 იანვრის N-- ბრძანებულებით, ქალაქ თბილისში მუნიციპალური საკუთრების არასაცხოვრებელი ფართობების პრივატიზების პროცესის დაჩქარების, ამ საქმეში არსებული შემაფერხებელი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, თბილისის მმართველობითი ორგანოებისათვის მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით: ნება დაერთო თბილისის მერიას მუნიციპალური ქონების ფონდის მეშვეობით მოეხდინა არასაცხოვრებელი ფართობების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის წესით იმ მეიჯარეებისათვის და დამქირავებლებისათვის, რომლებსაც არასაცხოვრებელი ფართობის იჯარის ან ქირავნობის უფლება მოპოვებული ქონდათ მოქმედი წესების შესაბამისად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ უპირატესი შესყიდვის უფლება წარმოადგენს პირის უფლებას და მისი რეალიზაცია დამოკიდებულია მხოლოდ სამართლის სუბიექტის სამართლებრივი ნების გამოხატვაზე, განახორციელოს ეს უკანასკნელი, რაც მოცემულ შემთხვევაში შპს „ა------------ს“ არ განუხორციელებია. იმ პირობებში კი, როდესაც სადავო ფართი, 1995 წლის 1 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „ფ-------–ას“, რომლის პრეზიდენტი (დირექტორი) იყო ლ--------ი მ----ე, ხოლო 2000 წლის 22 სექტემბერის ხელშეკრულებით ლ--------ი მ----ემ სადავო ფართზე მოიპოვა საკუთრების უფლება და 1995 წლის 1 აპრილამდე შპს „ა------------ს“ არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოსათვის თავისი უფლების რეალიზაციის მიზნით, საფუძველს არის მოკლებული უპირატესი შესყიდვის უფლებაზე აპელირება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადავო აქტების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია მათი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, ამდენად აპელანტს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 251-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ა------------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტს - შპს ,,ა------------ის’’ დაევალოს სახელმწიფო ბაჟის -150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -