განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
050100119002883610
ინსტანცია
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-394-2019 წელი

№050100119002883610

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

1 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ----- კ------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ნ----- კ------, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ლ--------–--------------–---–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ლ--------–--------------–---–--------------ში, მსჯავრდებულია ოზურგე-თის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეო-რე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზო-დი) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ნ----- კ------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, სისტემა-ტური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მი-მართ.

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2016 წლიდან ლ--------–----------–---–--------------ში მცხოვრები ნ----- კ------, ალ-კოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი, მასთან ოჯახში მცხოვრებ შვილს მ-----– კ------ს და ამ უკანასკნელის მეუღლეს ნ-----–- ჩ----ეს, ხშირ შემთხვევაში უმიზეზოდ, აგრეთვე შვილისა და რძლის საოჯახო საქმიანობით უკმაყოფილო, არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 22 ოქტომბერს დაბადებული ნ--- კ------ს და 2009 წლის 29 ივნისს დაბადებული ლ---- კ------ს თანდასწრებით, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, აგინებდა მათ დედისა და ახ-ლობლების მისამართით, რითაც ნ-----–- ჩ----ე და მ-----– კ------ განიცდიდნენ სუ-ლიერ ტანჯვას. 2019 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, მთვრალმა ნ----- კ-------მ საცხოვრებელ სახლში უმიზეზოდ შეურაცხყო და დაამცირა რძალი ნ-----–- ჩ-----ე, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო შვილი მ-----– კ------, რომელმაც სთხოვა მამას, რომ დაწყნარებულიყო, რაზეც განაწყენდა ნ----- კ------ და როგორც შვილს, ასევე რძალს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენე-ბა, აღნიშნული ქმედებით კი ნ-----–- ჩ----ემ და მ-----– კ------მ განიცადეს სულიერი ტანჯვა.

ქ.ლ--------–----------–---–--------------ში მცხოვრები ნ----- კ------, 2019 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მივიდა სახლში, სადაც უმიზეზოდ შეურაცხყო და დაამცირა რძალი ნ-----–- ჩ----ე, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო შვილი მ-----– კ------, რომელმაც სთხოვა მამას, რომ დაწყნარებულიყო, რა-ზეც განაწყენდა ნ----- კ------ და როგორც შვილს, ასევე რძალს, არასრუწლოვანი შვი-ლების თანდასწრებით დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ამასთან კონფლიქ-ტის დროს სამზარეულო ოთახში აიღო საოჯახო ტიპის დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მ-----– კ------ს, რომელსაც ნ----- კ------ს მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ლ--------–-----------–---–--------------ში მცხოვრები ნ----- კ------, 2019 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, მთვრალი მივიდა სახლში, სადაც უმიზეზოდ შეუ-რაცხყო და დაამცირა რძალი ნ-----–- ჩ----ე, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო შვილი მ-----– კ------, რომელმაც სთხოვა მამას, რომ დაწყნარებულიყო, რაზეც განაწყენდა ნ----- კ------- და როგორც შვილს, ასევე რძალს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დაუწ-ყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ამასთან კონფლიქტის დროს სამზარეულო ოთახში აიღო საოჯახო ტიპის დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ნ-----–- ჩ-----ეს, რომელსაც ნ----- კ------ს მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად გაუჩნ-და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ნ----- კ------ს მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ნ----- კ------ არის ოჯახური დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკილი პირი, მას ბოლო პერიოდში ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული ოჯახის წევრებზე ფსიქო-ლოგიური ძალადობა, არის ალკოჰოლური სასამელის აქტიური მომხმარებელი, რომლის მიღების შემდეგ ხდება აგრესიული და ფსიქოლოგიურად ძალადობს მათზე. 2019 წლის 19 იანვარს კი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით არამარტო ფსიქოლოგიურად იძალადა დაზარალებულებზე, არამედ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა მათ, ყოველივე ზემოთ აღნიშნული კი იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ნ----- კ------ არ არის კანონმორჩილი პირი და მიდრეკილება აქვს დანაშაულის ჩადენისაკენ. ნ----- კ------ს მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვ-ნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, გარემოებებს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ნ----- კ------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი).

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ----- კ------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინს-ტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ ნ----- კ------მ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, წარსულში არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულებთან, რომლებიც ითხოვენ მის მიმართ შეღავათის გამოყენებას და ნ----- კ------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხა-სიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დანა-შაულთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი ნ----- კ------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ნ----- კ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასა-მართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ნ----- კ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111-151-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-----– კ------ს მიმართ ჩადენილი ქმედების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანა-შაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-----–- ჩ----ეს მიმართ ჩადენილი ქმედების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანა-შაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ ნ----- კ------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გაუქმდეს მსჯავრდებულ ნ----- კ------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად ქ----- კ--------–--ს (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ლ--------–-----------–---–---------------ში (სარეგისტრაციო ზონა ---–---------, კოდი –---- სექტორი ---–---------, კო-დი –---, კვარტალი –---, ნაკვეთი –----, ს/კ –-------------), 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

მსჯავრდებულ ნ----- კ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 19 იანვრიდან 2019 წლის 23 იანვრამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და „არასაპატიმრო სას-ჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამი-სად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

ნივთიერი მტკიცებულება – ნაცრისფერი ხისტარიანი დანა, რომელიც ინახება, ლანჩხუ-თის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – CD დისკი, რომელიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამ-მართველოში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili