განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119002798923
საქმე №1ბ/1051-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
16 ივლისი, 2019 წელი თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ი-–-- ტ------–---–ი, (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–--ეში, პ------–------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი: ჯარიმა - 5000(ხუთიათასი) ლარი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ქ-----–---–მა და ითოვა სასჯელის დამძიმება.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.თბილისში, ვარკეთილის ზემო პლატოს №- კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ შპს „ე--------–----“ კუთვნილ სუპერმარკეტ „მ-------------ში“ ნასვამმა ი-–-- ტ------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, ამავე სუპერმარკეტის თანამშრომელს მ-------- გ-------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ორივე ხელის მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის, თავისა და მუცლის არეში, რა დროსაც მ-------- გ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 23:15 საათზე, ქ.თბილისში შ----------------ში მდებარე შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის საამართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან, ამავე განყოფილების თანამშრომლები ზ----- ტ----–---–ი, გ------- ბ----------ი და თ------ ბ-----–---–ი „შკოდა ოქტავიას“ ფირმის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით A--------, ახორციელებდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის - ი-–-- ტ------–---–ის ბადრაგირებას დროებითი მოთავსების იზოლატორში. რა დროსაც, ნასვამმა ი-–-- ტ------–---–მა პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, გაუწია მათ წინააღმდეგობა, კერძოდ: ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომმა ი-–-- ტ------–---–მა მის მარცხნივ მჯდომ თ------ ბ-----–---–ს კისრის მიდამოში, მარჯვენა მხარეს ჩაარტყა ხელბორკილდადებული ხელები, ხოლო მის მარჯვნივ მჯდომ გ------- ბ----------ს თავისა და სახის მიდამოში, რამდენჯერმე ჩაარტყა თავი, რის შედეგადაც პოლიციის თანამშრომლებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ასევე, ი-–-- ტ------–---–ი ფეხების საშუალებით ცდილობდა საჭესთან მჯდომი ზ-----ი ტ----–---–ისთვის ავტომანქანის მართვაში ხელის შეშლას, რა დროსაც ი-–-- ტ------–---–მა ფეხების საშუალებით დააზიანა ავტომანქანის სალონში განთავსებული მაგნიტოფონი და სამსახურებრივი საძახისი. ი-–-- ტ------–---–ის მიერ პოლიციის თანამშრომელთა მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის გამო, მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა ვერ განხორციელდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ თ------ ბ-----–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი არის შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. 2018 წლის 22 ნოემბერს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. რაციით მოისმინა, რომ ვარკეთილის ზემო პლატოზე, პირმა მაღაზიაში კონსულტანტს მიაყენა შეურაცხყოფა. 20:00-21:00 საათზე პოლიციის განყოფილებაში უ–---- ტ---–---–მა და დ-------- ჟ-----მ მიიყვანეს ადმიანისტრაციული წესით დაკავებული ი-–-- ტ------–---–ი, რომელიც იყო ნასვამი, ყვიროდა და აგინებდა ყველა პოლიციელს. დაახლოებით 23:00-00:00 საათზე, მას, გ------- ბ----------ს და ზ----- ტ----–---–ს დროებითი დაკავების იზოლატორში უნდა გადაეყვანათ ი-–-- ტ------–---–ი. ბრალდებულს ზურგსუკან ეკეთა ხელბორკილი, იყო აგრესიული, ყვიროდა და იგინებოდა. ა/მანქანის საჭესთან იჯდა ზ----- ტ----–---–ი. ის და გ------- ბ----------ი მოთავსდნენ ა/მანქანის უკანა სავარძელზე. თავად იჯდა ი-–-- ტ------–---–ის მარცხნივ, გ------- ბ----------ი - მარჯვნივ. ა/მანქანის დაძვრისთანავე ი-–-- ტ------–---–მა დაიწყო ყვირილი და ფეხების ქნევა, დააზიანა ა/მანქანის მაგნოტოფონი და რაცია, აყენებდა პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგ გ------- ბ----------ს თავი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში, ხოლო მას, სავარაუდოდ ხელბორკილით მიაყენა დაზიანება კისერთან, რაც ეტკინა და გაუწითლდა. ასევე მოგვიანებით ნახა, რომ დაზიანებული იყო მისი სამსახურებრივი ქურთუკი. გ------- ბ----------ს გასიებული ჰქონდა სახის მარცხენა მხარე, გახეთქილი ჰქონდა ტუჩი და სტკიოდა თავი. ზ----- ტ----–---–მა გააჩერა დაძრული ავტომანქანა და სხვა პოლიციელებს სთხოვა დახმარება. თ-------- ა------ის, ზ------ ხ----–--ის, დ-------- ჟ-----ს და უ–---- ტ---–---–ის დახმარებით, ი-–-- ტ------–---–ი შეაბრუნეს პოლიციის განყოფილებაში და დააკავეს.
მოწმე ზ----- ტ----–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2018 წლის 22 ნოემბერს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც, საღამოს საათებში, მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე სუპერმარკეტ ,,მ-------------ში“, კონსულტანტი სცემა უცნობმა პირმა. შემთვევის ადგილზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი - ი-–-- ტ------–---–ი ადმინისტრაციული წესით დაკავებული მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. დაკავებულს ჰქონდა დაზიანებები, იყო აგრესიული, უშვერი სიტყვებით აგინებდა პოლიციელებს. მოგვიანებით, მას, გ------- ბ----------ს და თ------ ბ-----–---–ს უნდა გადაეყვანათ ი-–-- ტ------–---–ი დროებითი მოთავსების იზოლატორში. იგი იჯდა სამსახურებრივი ავტომანქანის „შკოდა ოქტავიას“ (სახელმწიფო ნომრით A--------) საჭესთან, ბრალდებული - ა/მანქანის უკანა სავარძელზე გ------- ბ----------სა და თ------ ბ-----–---–ს შორის. ი-–-- ტ------–---–ს ზურგსუკან ეკეთა ხელბორკილი. ა/მანქანის დაძვრისას ი-–-- ტ------–---–ი გახდა მეტად აგრესიული, იგინებოდა, იქნევდა ხელებს და ფეხებს, დააზიანა მაგნოტოფონი და ე.წ. „რაცია“, ასევე დაზიანებები მიაყენა გ------- ბ----------სა და თ------ ბ-----–---–ს. მან დაინახა, როგორ ჩაარტყა რამდენჯერმე თავი ი-–-- ტ------–---–მა გ------- ბ----------ს და მიაყენა დაზიანებები სახის არეში, გაუხეთქა ტუჩი. ასევე ნახა თ------ ბ-----–---–ი, რომელსაც ჰქონდა დაზიანებები კისრის არეში და დახეული ქურთუკი. შეუძლებელი გახდა ა/მანქანით მოძრაობის გაგრძელება, რის გამოც მან გააჩერა ავტომანქანა და საშველად უხმო სხვა პოლიციელებს. უ–---- ტ---–---–ის, დ-------- ჟ-----ს, ზ------ ხ----–--ის და თ-------- ა------ის დახმარებით ბრალდებული ისევ დააბრუნეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე ნ---- ღ-----–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი არის შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელი. 2018 წლის 22 ნოემბერს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც შენობის ფანჯრიდან დაინახა ი-–-- ტ------–---–ი, რომელიც პოლიციელების მიერ მისი ბადრაგირებისას იყო აგრესული და ა/მანქანაში ჩასმამდე იქნევდა ხელ-ფეხს. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო სწორედ ამ ავტომანქანის დათვალიერებაში, რა დროსაც, წინა და უკანა სავარძლებიდან აღებული იქნა ფეხის კვლები, დაზიანებული ხელის საძახისი, ასევე დაზიანებული იყო ა/მანქანის მაგნიტოფონი.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმის (23.11.2018) მიხედვით, 2018 წლის 23 ნოემბერს 01:20-02:05 საათზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის პირველი განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ.თბილისი, შ---------------), ჩატარდა ვერცხლისფერი „შკოდას“ ფირმის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით A--------) დათვალიერება, რომელსაც აქვს ოთხი კარი. ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე დევს შავი ფერის ხელის საძახისი, რომლის ეკრანი დაზიანებულია. ავტომანქანის ე.წ. „ტორპედოს“ შუა ნაწილში, დეფორმირებულ ჩარჩოში ჩაწეულია ა/მანქანის მაგნიტოფონი, რომლის წინა მხარეს, ე.წ. „პანელის“ მინა დაზიანებულია. სიჩქარეთა გადამცემი ბერკეტის ტყავის ზედაპირზე, უკანა მარჯვენა კარის შალითაზე, კარის სახელურზე, წინა მარჯვენა და მარცხენა სავარძლის უკანა მხარეს და უკანა სავარძელზე აღინიშნება ფერხსაცმლის კვალი.
მსჯავრდებულმა ი-–-- ტ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს, იყო ძალიან მთვრალი, იმყოფებოდა ვარკეთილის ზემო პლატოზე, სადაც მაღაზიაში შესვლამდე მეგობართან მოუვიდა შელაპარაკება. შევიდა იქვე მდებარე „მ-------------ში“, სადაც კონსულტანტ გოგონასთან ასევე მოუვიდა შელაპარაკება და მუშტები ჰკრა ამ უკანასკნელს სახეში, თავსა და მუცელში. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს იგი. დაკავებისას მან პოლიციელებსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც განაგრძობდა პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. ბადრაგირებისას, იჯდა ა/მანქანაში, რა დროსაც ერთ პოლიციელს ჩაარტყა თავი თავში, ხოლო მეორეს ბორკილებით მიაყენა დაზიანება, ასევე იქნევდა ფეხებს და დააზიანა ავტომანქანის მაგნიტოფონი და ე.წ. „რაცია“, რათა პოლიციელებს არ მოეხდინათ მისი გადაყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაკავებისას მას ჰქონდა დაზიანებები, რომელიც მას დაკავებამდე მიაყენა მაღაზიაში მყოფმა მამაკაცმა, რომელთანაც მოუვიდა შელაპარაკება. პოლიციელებს მისთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ი-–-- ტ------–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ-------- გ-------ის ეპიზოდი: დაზარალებულ მ-------- გ-------ის, მოწმეების: დ-------- ჟ-----ს, უ–---- ტ---–---–ის, მ------ ა-–--–---–ის, ს---- კ------ის, ე---------- პ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნით; დაზარალებულების თ------ ბ-----–---–ის და გ------- ბ----------ის ეპიზოდი: დაზარალებულ გ------- ბ----------ის, მოწმეების: დ-------- ჟ-----ს, უ–---- ტ---–---–ის, ზ------ ხ----–--ის, თ-------- ა------ის, შ--–-- კ--–-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, სასაწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათებით, ამოღების ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N2----- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიჩნეული იქნა პრეიუდიციად და სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენი-–-- ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-–-- ტ------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-–-- ტ------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ასევე, პოლიციის მუშაკთა მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-–-- ტ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
ი-–-- ტ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამასთან, ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება ან ფაქტი, რაც სააპელაციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნებს და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმძიმეს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთაღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მისი ასაკი. ის ფაქტი, რომ ი-–-- ტ------–---–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ბრალად შერაცხული ქმედება, სადავოდ არ გაუხდია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების უდიდესი ნაწილი და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულისა და დანაშაულის მოტივის, მიზნის, მისი სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ი-–-- ტ------–---–ის მიმართ, დადგენილი სანქციის ფარგლებში დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მაისის განაჩენი ი-–-- ტ------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ხელის საძახისი და თ------ ბ-----–---–ს სამსახურებრივი ქურთუკი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს. მაღაზია „მ-------------ის“ ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერების ამსახველი ჩანაწერი და თ-------- ა------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ამსახველი ჩანაწერი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი-–-- ტ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;
_ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5200 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ილია ტ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5200 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 22 ნოემბრიდან 2018 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით) შეუმცირდეს და ი-–-- ტ------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
ი-–-- ტ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ხელის საძახისი და თ------ ბ-----–---–ს სამსახურებრივი ქურთუკი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; მაღაზია „მ-------------ის“ ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერების ამსახველი ჩანაწერი და თ-------- ა------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ამსახველი ჩანაწერი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/