განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002868600
საქმე №1ბ/1007-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით 15 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–----------------------–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ლ----------–-------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-----–--------–----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ-----–--------–----ი სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს მეუღლეს ხ---------------–---–ს, რაც იწვევს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ხოლო 2----–-–----------------------–-----------------------------–--–ი, ქ-----–---------–- ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ნ-----–--------–----მა მეუღლეს ხ---------------–---–ს დაარტყა მუშტი ძლიერად თავის არეში, რის შედეგადაც ხ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენით ნ-----–--------–----ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის განაჩენის შეცვლა და ნ-----–--------–----ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ ნ-----–--------–----ის ქმედებისთვის მიცემული შეფასება არის მცდარი და დაუსაბუთებელი. საქმის გადაწყვეტისას და განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ მოცემულ ეპიზოდში სიღრმისეულად არ განიხილა და სათანადოდ არ შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და დაუსაბუთებლად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ-----–--------–----ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ნ-----–--------–----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მას შემდეგ რაც დაზარალებულმა ხ---------------–---–მა გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და სასამართლოში არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - ბრალდებულის ნ-----–--------–----ის წინააღმდეგ, მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
შესაბამისად საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი, კერძოდ:
2019 წლის 30 იანვარს თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში ხ---------------–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. საგამოძიებო ორგანომ დაუყოვნებლივ დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება, გამოიკითხა შეტყობინების ავტორი ხ---------------–---–ი, ჩატარდა მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტი. ორივე საგამოძიებო მოქმედების პროცესში ხ---------------–---–მა გამოძიებას დაუდასტურა მეუღლის ნ-----–--------–----ის მხრიდან ოჯახში ძალადობის ჩადენა. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე როგორც ზემოთ აღინიშნა დაზარალებულმა უარი განაცხადა ნ-----–--------–----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულ ხ---------------–---–ის ნათესავის, მოწმე ნ------------ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაახლოებით 30 წელია რაც ხ---------------–---–ი დაოჯახებულია ნ-----–--------–----ზე და ამ დროის განმავლობაში არ სმენია მეუღლეთა შორის ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. 2019 წლის 29 იანვარს, ხ---------------–---–ი სტუმრად იმყოფებოდ მასთან სახლში, იგი იყო ჩვეულებრივ განწყობაზე და მოწმისთვის არ უთქვამს, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი.
დაზარალებულის ძმის ხვიჩა ერემეიშვილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ხ---------------–---–სა და ნ-----–--------–----ს შორის ოჯახური კონფლიქტის თაობაზე არასდროს სმენია. 2019 წლის 30 იანვარს, მოწმე ნ-----–--------–----თან ერთად იმყოფებოდა სამუშაო ადგილას, დაახლოებით 13:00 საათზე მათთან მივიდა ხ---------------–---–ი, რომელიც იყო განერვიულებული, თუმცა არ უთქვამს ნერვიულობის მიზეზი.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ხ---------------–---–ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად ხ---------------–---–ს ჩაუტარდა ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხ---------------–---–ს მეუღლის - ნ-----–--------–----ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ საქმის გადაწყვეტისას და განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ სიღრმისეულად არ განიხილა და სათანადოდ არ შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და დაუსაბუთებლად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ნ-----–--------–----ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვერ იქნა დადასტურებული ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ძალადობის მატერიალური ფაქტი და შეაფასოს ფიზიკური ტკივილის კომპონენტი. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე ვერ დადგინდა სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების მატერიალური ფაქტი, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა ფსიქოლოგიური ტანჯვის შემადგენლობა. დაზარალებულმა ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ძალადობის ფაქტობრივ გარემოებებს წარმოდგენილი არ ყოფილა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით არ დადგინდა ძალადობის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მატერიალური ფაქტი.
ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ნ-----–--------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ-----–--------–----ის მხრიდან ხ---------------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ნ-----–--------–----მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ნ-----–--------–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის განაჩენი ნ-----–--------–----ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენი ნ-----–--------–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ნ-----–--------–----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ-----–--------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ხ---------------–---–ის უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ---–------------–-–---–-------------------------------–----------------------------------------------------------- დადებული ყადაღა.
ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ნ-----–--------–----ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, დადგენიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი