განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
060100119002903011
ინსტანცია
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100119002903011

საქმე №1/ბ-433-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ----- ჟ-----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), ნასამართლეობის არმქონის, მცხოვრების ვ----------------------–----–--------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის განაჩენით:

 

ზ----- ჟ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

ზ----- ჟ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და მსჯავრდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს, ზ----- ჟ-----ს (პ/ნ 1----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება _ რ------ ჟ-----სა და ზ----- ჟ-----ს ტანსაცმელები, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----- ჟ-----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 16 საათზე, ზ----- ჟ-----მ, ვ----------------------–----–--------–- მდებარე თავის საცხოვრებელი სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას _ რ------ ჟ-----ს, სახის არეში ორჯერ ძლიერად დაარტყა მუჭი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--- გ--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ----- ჟ-----სათვის სასჯელის დანიშვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

აპელანტის მითითებით, ზ----- ჟ-----ს ჩადენილი აქვს ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ და დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, არსებობს მისი მხრიდან ანალოგი----- დანაშაულის კვლავ ჩადენის საფრთხე; პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლზე, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაზე და არ გაითვალისწინა იგი სასჯელის დანიშვნისას.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ ზ----- ჟ-----ს მიმართ კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის დანიშნული ლმობიერი სასჯელი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ არის გათვალისწინებული მსჯავრდებულის პიროვნება და ჩადენილი დანაშაულის ხასიათი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ ზ----- ჟ-----ს გამოკითხვის ოქმით; დაზარალებულ რ------ ჟ-----ს და მოწმეების _ მ-----–- ჟ-----ს და ი----- ჭ---------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ----- ჟ-----მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზ----- ჟ-----ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისთანავე აღიარა ჩადენილი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმდგენილი არცერთი მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, საქმეში არსებული 2019 წლის 04 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების თანახმად, დაზარალებულ რ------ ჟ-----ს შვილის _ ზ----- ჟ-----ს მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს და თანახმაა მასზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი, ზ----- ჟ-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ზ----- ჟ-----სათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზ----- ჟ-----სთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად უნდა გაეთვალისწინებია მის მიერ დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშანს, რის გამოც სასჯელზე გავლენას ვერ მოახდენს დამძიმების თვალსაზრისით, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის განაჩენი ზ----- ჟ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის განაჩენი ზ----- ჟ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ზ----- ჟ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ----- ჟ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, მსჯავრდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს, ზ----- ჟ-----ს (პ/ნ 1----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

5.ნივთიერი მტკიცებულებები _ რ------ ჟ-----ს და ზ----- ჟ-----ს ტანსაცმელები, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/